კეტრინი მანჰეტენელი მხატვარია, რომელიც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჰუძონის ხეობაში, ერთ-ერთ ისტორიულ სოფელში გადადის, მაგრამ ახალ სახლში სიმშვიდის მოპოვება ძალიან ურთულდება...
საშინელებათა თრილერი, მახეში გამბული ემას შესახებ, რომელიც შურისძიების საშინელი შეთქმულების ნაწილი გახდება, როდესაც იგი მის მკვდარ ქმარზე ხელბორკილებით მიბმული აღმოჩნდება. მთავარ გმირზე ორი ქილერი ნადირობს, რომლებიც მათ მოსაკლავად დაიქირავეს. მათ საქმის დასრულება და ემას სიკვდილი სურთ, თუმცა ეს უკანასკნელი ყველაფერს აკეთებს იმისათის რომ კოშმარს თავი დააღწიოს...
დისკრედიტებულ საზღვაო ფლოტის სამხედრო მოსამსახურეს შეინ ვულფს ახალი ფუნქცია აქვს: უნდა დაიცვას პლამერების ხუთი შვილი მათი ახალგარდაცვლილი მამის მტრებისგან. მათი მამა მთავრობაზე მომუშავე მეცნიერი იყო, რომლის საიდუმლო ექსპერიმენტი დამალულია მისივე სახლში სადაც შვილები ცხოვრობენ...
ფილმის მთავარი გმირი ქალია, რომელიც "კუბოში" იღვიძებს. მას წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ მოხვდა იქ, ჟანგბადი კი თანდათანობით საკმარისი აღარ არის...
ფილმი მოგვითხრობს 12 წლის ბიჭის ისტორიას, რომელიც მშობლების განქორწინებას განიცდის. ამ ვითარებაში ის უმეგობრდება ხანშიშესულ ვეტერან მეზობელს, რომელიც ბევრს სვამს, უყვარს აზარტული თამაშები და სუსტი ყოფაქცევის ქალები. და აი, ეს მარტოხელა და არც ისე დადებით ადამიანი ხდება ბიჭის დამრიგებელი...
კეითი მიტჩელი მისთვის საოცნებო კინოსკოლაში მიიღეს. ქეითის უნივერსიტეტში მთელი ოჯახი აცილებს, ამ დროს კი მათ გეგმებს ტექნოლოგიური აჯანყება ჩაშლის. მიტჩელებმა ერთად უნდა იმოქმედონ და სამყარო გადაარჩინონ...
უსასრულობის მატარებელი წინ ახალი მისიით მიემართება: დაამარცხოს დემონი, რომელიც ხალხს ტანჯავს. საამისოდ საქმეში ტანჯირო კამადო, ინოსუკე ჰაშიბირა და ზენისუ აგაცუმა ერთობიან...
დიანას მოუწევს ბრძოლა კოლეგასა და ბიზნესმენთან, რომლის დაუცხრომელი მისწრაფება სიმდიდრისკენ მსოფლიოს განადგურების პირას მიიყვანს, მას შემდეგ, რაც უძველესი ხელოვნების ნიმუში, რომელიც სურვილებს ასრულებს, გაუჩინარდება...
ფილმის მთავარი გმირი ცნობილი მწერალია, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის. ის ახალგაზრდა, გულუბრყვილო ქალს დაიქირავებს ტყუპი შვილების მოსავლელად. მალე ზღვარი მის ნაწარმოებსა და მის რეალურ ცხოვრებას შორის ირღვევა...
ფილმის მთავარ გმირს შეუსრულებელი მისია აკისრია - იმისთვის, რომ ვალები დაფაროს, მან უნდა მოკლას "ჰითმენი", პროფესიონალი ქილერი, რომლის შესახებაც მხოლოდ ის იცის, თუ სად და როდის გამოჩნდება...
მთებში მდებარი ერთ-ერთ პატარა ქალაქში შიში ისადგურებს: ყოველი სავსე მთვარის შემდეგ მოსახლეები გვამებს პოულობენ. ამის გამო, ქალაქის მთავარი ოფიცერი მოსვენებას კარგავს...
დოკუმენტური ფილმი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იტალიელი მოთამაშის, რობერტო ბაჯოს შესახებ. ფილმში გადმოცემულია მისი 22 წლიანი დიდებული კარიერის ისტორია.
სარა მთელი ცხოვრებაა ელოდება თუ როდის გახდება 18 წლის, რათა მისი მკაცრი მამისგან რაც შეიძლება მალე წავიდეს, მაგრამ მამა ასე არ ფიქრობს... მამა სარას სარდაფში კეტავს!
ბრუკლინელი და-ძმის, პილის და იოანეს მოგზაურობა ჰავაიში წარმოუდგენელ თავგადასავლად იქცევა: ისინი იპოვიან დღიურს, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგულ საგანძურზე მიუთითებს...
ოპერაცია სახელად "შოკი და შიში". ფილმი პრეზიდენტ ჯორჯ ბუშის მიერ წამოწყებულ აშშ-ის სამხედრო კამპანიის შესახებ მოგვითხრობს ერაყში შეჭრაზე, 2003 წელს.
ფილმის სიუჟეტი ერთი ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლის, ლეოს გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც ვარსკვლავგოგონა ქერევეისთან შეხვედრის შემდეგ იცვლება. ამის შემდეგ ლეო მაგიურ გრძნობათა კორიანტელში ეხვევა!
ვიეტნამის ომის გმირის, უილიამ პიტსენბარგერ უმცროსის რეალური ისტორია, რომელსაც ბრძოლის ველზე ჩადენილი გმირობისთვის პატივი გარდაცვალებიდან 35 წლის შემდეგ მიაგეს...
ბარი ალენი აღმოაჩენს, რომ იმაზე გაცილებით უფრო სწრაფია ვიდრე ეს აქამდე ეგონა. ის წარსულში ბრუნდება და ნაცისტებსა და ამერიკის სამართლიანობის საზოგადოების სახელით ცნობილ, ოქროს ხანის სუპერგმირების გუნდს შორის, მძვინვარე ბრძოლის შუაგულში ხვდება.
ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით. ის მოგვითხრობს მასწავლებლის შესახებ, რომელიც პატარა ტეხასური უნივერსიტეტის ერთ ჯგუფს, სტუდენტური დებატებისთვის ამზადებს. დიდი შრომის შედეგად, ფინალში ისინი ჰარვარდელებს შეხვდებიან...
სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა საკუთარი ფილმის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს...
ფილმის მთავარი გმირი, აარონი წლების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რათა დაკრძალვის პროცესს დაესწროს, მაგრამ მას ქალაქში გაჩერება ცოტა უფრო დიდხანს მოუწევს...
2015 წლის აპრილში ლონდონის ჰატონ გარდენში ძვირფასეულობის მიწისქვეშა საცავი გაძარცვა ოთხმა მოხუცმა, რომლის საერთო თანხა შეადგენდა დაახლოებით 200 მილიონ ფუნტს…
ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიებს როალდ ამუნდსენის, ცნობილი პოლარული მკვლევარის ცხოვრებიდან. მოგვითხრობს როგორც მის ცხოვრებისეულ, ასევე ჩრდილოეთ პოლუსისაკენ მიმავალ სახიფათო გზაზე...
მამის გარდაცვალების შემდეგ კეტრინს საგვარეულო ქონება დარჩება მემკვიდრეობით ნორვეგიაში. როდესაც ადგილობრივი მაცხოვრებლები კეტრინს უცნაურ გაუჩინარებებსა და შესაძლო მკვლელობებზე უამბობენ, იგი ხვდება რომ მას ოჯახის ბნელ წარსულთან მოუწევს შეხვედრა...
სხვისი მანქანის დაზიანების შემდეგ, ვალის გადასახდელად ფილმის მთავარი გმირი "ვილის გასართობ ცენტრში" აღმოჩნება, რომელიც სულაც არ არის ისეთი უწყინარი ადგილი როგორიც ეს ერთი შეხედვით ჩანს.
პრინცი ჯოფერი ზამუნდას მეფედ გახდომისთვის ემზადება, როდესაც იგებს რომ მას ამერიკაში ვაჟი ყავს სახელად ლევილი. ამის გამო, პრინცს კიდევ ერთხელ უწევს ა.შ.შ-ს სტუმრობა...
მეგობრის გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ, ამანდა ახალ ოთახის მეზობელს, ჰეილის იცნობს. როგორც აღმოჩნდება, ჰეილის მამა ამანდას სექსუალური ექს-შეყვარებულია...
ფილმის სიუჟეტი ჟაკის შესახებ მოგვითხრობს, რომელმაც როგორც იქნა იპოვა სამსახური - ის ადგილობრივ ავტორიტეტს მისი მოღალატე ცოლის მოკვლაზე დათანხმდება, მაგრამ ჟაკმა იარაღის გამოყენება არ იცის...
მოვლენათა ეპიცენტრში ახალგაზრდა პილოტია, რომლის თვითმრფინავსაც ბერლინი-პარიზის ფრენის დროს ტერორისტები დაეხსნენ თავს. ის მგზავრების სიცოცხლის გადასარჩენად მზადაა ყველაფერზე წავიდეს...
მას შემდეგ, რაც ჩერის მისი ერთადერთი სიყვარული, ემილი მიატოვებს, ის გადაწყვეტს კოლეჯიდან პირდაპირ ერაყში, არმიაში წავიდეს. სამწუხაროდ, არმიიდან დაბრუნების შემდეგ ის სამყაროში საკუთარ ადგილს ვეღარ პოულობს...
მეცხრე საუკუნე. ირლანდიის სიღრმეებში მიმალულ, უძველეს სააბატოს ავტორიტარული ზედამხედველი ხელმძღვანელობს. მისი აღსაზრდელი - ნიჭიერი და მხიარული ბიჭია. სხვა ბერებთან ერთად ის სააბატოს კედლებს ამაგრებს, რომლებმაც ისინი ვიკინგების თავდასხმებისგან უნდა დაიცვას. ბიჭუნას ახალი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება იწყება მას შემგეგ, რაც სააბატოში სახელგანთქმული ოსტატი ჩამოდის. ანიმაციური ფილმი წარდგენილი იყო 2010 წლის ოსკარზე...
ქარიზმატული, ახალგაზრდა ტექნიკოსის, როს ულბრიხტის რეალური ისტორია, რომელიც "დარქნეტში" ნარკოტიკებს ყიდის, ამ დროს კი ნარკო კონტროლის აგენტი რიკ ბოუდენი ფარულად მის დაჭერას ცდილობს.
გრეგის და იზაბელის მისტიური სიყვარულის ისტორია. გრეგი ახლახანს გაშორდა ცოლს, ამას სამსახურიდან გამოშვებაც დაემატა. ის ქუჩაში მცხოვრებ იდუმალ ქალს იზაბელას შეხვდება, რომელიც დარწმუნებულია, რომ მათ გარშემო დაბინძურებული და დამსხვრეული სამყარო უბრალოდ კომპიუტერული სიმულაციაა.
რიჩი აბაზანაში წევს და თავის მოკვლას აპირებს... ისმის ტელეფონის ზარი - რიჩის და რეკავს, რომელიც სთხოვს, რომ მისი 9 წლის გოგონას მიხედოს რამოდენიმე საათით...
საიდუმლო სამსახურის აგენტი, მაიკ ბენინგი დაადანაშაულეს პრეზიდენტის მიმართ განხორციელებულ თავდასხმაში. ახლა, მას უწევს ბრძოლა უდანაშაულობის დასამტკიცებლად თავისი თანამშრომლებისა და FBI-ს წინააღმდეგ...
ჰაგაზუსა - ეს ბნელით მოცული ლეგენდაა ახალგაზრდა ქალსა და მის ბრძოლაზე შეინარჩუნოს სიწმინდე. იგი ცდილობს გაიგოს სად გადის საზღვარი უძველეს მაგიას, რწმენასა და სიგიჟეს შორის იმ დროში, როდესაც ჯადოქრებისა და ბუნების სულების წარმართული რწმენები შიშსა და ტერორს თესდა სოფლის მოსახლეობაში.