ჯონ ფაულზის რომანის ეკრანიზაცია. ეს ამბავი მეცხრამეტე საუკუნის ინგლისში ხდება. ჩარლზ სმიტსონი – ახალგაზრდა და მდიდარი ბიოლოგია, რომელიც გოგონაზეა დანიშნული. სარა ვუდარფი – ზნედაცემული ქალია, ყველასგან გარიყული და უარყოფილი. რა უნდა აერთიანებდეთ ამ ორ ადამიანს? მხოლოდ ვნება.
ჯაკარტის საერთაშორისო სკოლაში ფილოსოფიის იდუმალი მასწავლებელი 20 სტუდენტს ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობს. ექსპერიმენტი ყველაზე ექსტრემალური გამოცდილება იქნება მათ ცხოვრებაში...
იკინგს მეგობარი დრაკონი კვლავ ეხმარება. ისინი დრაკონების კუნძულს აღმოაჩენენ, რომლებიც ჯერ არავის მოუთვინიერებია. მათ იკინგისა და მისი მეგობრებისათვის ბევრი სიურპრიზი აქვთ...
მას შემდეგ რაც მისი ოჯახის მკვლელს ქრთამის აღების შედეგად გაათავისუფლებენ, იმედგაცრუებული მამაკაცი სამართლის საკუთარ ხელში აღებას გადაწყვეტს. მისი სამიზნე მკვლელის გარდა ასევე ის მოსამართლე და მისი გუნდია, რომელიც ამ ამბავში იყო გარეული...
რუსი პატიმარი, ბოიკა მუხლის ტრავმის გამო, რომელიც "გასაჩივრებას არ ექვემდებარება 2"-ის ბოლოს მიიღო, დაკოჭლდა. იგი აღარ არის ციხის ისეთი სახიფათო მოჩხუბარი, როგორიც იყო. უკვე იმდენად დაეცა, რომ მხოლოდ ტუალეტების მწმენდავად თუ გამოდგება, მაგრამ როდესაც ციხის ჩხუბების ახალი, უკვე საერთაშორისო ტურნირი იწყება, იგი მსოფლიოს ციხეების საუკეთესო მოჩხუბრებს უნდა შეხვდეს. გამარჯვებულის ციხიდან გაშვების პირობით შეგულიანებულმა ბოიკამ - უნდა აღიდგინოს საკუთარი ღირსება და იბრძოლოს ტურნირში თავისი ადგილის მოსაპოვებლად...
ნიუ-იორკში სერიული მკვლელი დაძრწის. მისი მსხვერპლი საშუალო ასაკის მამაკაცები არიან, რომლებიც, გაზეთში გამოქვეყნებული განცხადებების თანახმად, ინტიმური ურთიერთობების მოყვარულები არიან. სამწუხაროდ, მათი რომანტიკული შეხვედრა ტრაგიკულად სრულდება – მათ შიშველ სხეულებს ერთიდაიგივე პოზაში პოულობენ, თავში ნატყვიარევით...
მე-20 საუკუნის დასაწყისი. ირლანდია მღელვარებამ მოიცვა. მუშები და გლეხები ბრიტანელთა სამხედრო ნაწილებს ებრძვიან, რომლებიც ირლანდიაში ბუნტის ჩასაქრობად არიან მივლენილები. სამშობლოსათვის თავდადება და მისი სიყვარული, შთააგონებს დამიენს მიატოვოს ექიმის წარმატებული კარიერა და თავის ძმასთან - ტედისთან ერთად თავისუფლებისთვის ბრძოლაში ჩაებას...
ექიმი ელისი ღამის კოშმარებსა და ხალხის ქცევას სწავლობს ძილში. იგი ცდილობს დაემხაროს ახალგაზრდა ოჯახს, მაგრამ მათ დასახმარებლად ელისს საკუთარი შიშების დაძლევა მოუწევს, რომელიც მთელი ცხოვრება თან სდევს მას...
ყოფილი ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ოპერატიული აგენტი ჯონ კრიზი, უხალისოდ მიიღებს მეხიკო სითიში 10 წლის გოგოსთვის მცველის თანამდებობას. ისინი თავიდან ერთმანეთს დაუპირისპირდებიან, მაგრამ საბოლოოდ დამეგობრდებიან და როდესაც გოგონას მოიტაცებენ იგი იმდენად განრისხდება, რომ ნებისმიერ ფასად მზად არის მის დასაბრუნებლად...
სახლში ”შემოღწევის” ფაქტების შემდეგ, ოჯახმა ყველგან სათვალთვალო კამერების დაყენება გადაწყვიტა. მაგრამ ახლა მათ თვალწინ განვითარებული მოვლენები გაცილებით საზარელია...
გარეგნობით უმშვენიერესი ქალი ინფიცირებულია ვირუსით, რომელიც მას სუპერადამიანის ძალას აძლევს. მან უნდა დაიცვას ბიჭი მომავლის სამყაროდან, რომელსაც აქვს ანტიგენი, რითაც სისხლისმსმელების განადგურებაა შესაძლებელი...
როცა ავიაგამანადგურებლის პილოტი ვიკ დიკინსი მანევრირების დროს რადარიდან გაუჩინარდება, საჰაერო ძალები ორი ატომური ჭურვის გაქრობის ფაქტის წინაშე დადგებიან. დიკინსის მეორე პილოტი რაილი ჰეილი სამხედროების ერთადერთი იმედია მათ დასაბრუნებლად. იუტას კანიონების გადაკვეთით ჰეილი, ტერი კარმაიკლს შეუერთდება დიკინსის საპოვნელად.
ვიკინგების მბრძანებლობის ჟამს, ადამიანი დედამიწაზე სხვა სამყაროდან ეშვება და თან მოჰყვება უცხოპლანეტელი მტაცებელი. მონსტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მან თავისი განვითარებული ტექნოლოგია ვიკინგების საბრძოლო საშუალებებს უნდა მიაშველოს.
მანიაკების ბანდა ცხოველების ნიღბებით, შეიარაღებული ცულებით და არბალეტებით, შეიჭრებიან დევისონების ოჯახის აგარაკში. მსხვერპლი აღმოჩნდება ხაფანგში უცებ ერთ–ერთ მათგანში მოიძებნება ღირსეული მოწინააღმდეგე, რომელსაც შეუძლია დაუპირისპირდეს მკვლელებს...
ქალაქ გოთჰემის ბნელი რაინდი ბოროტმოქმედთა დუეტს უპირისპირდება: ორსახას და რიდლერს. ყოფილი საოლქო პროკურორი ჰარვი დენტი,იგივე ორსახა, დარწმუნებულია, რომ სასამართლო დარბაზში მომხდარი ინციდენტი, საიდანაც იგი ნახევრად დასახიჩრებული გამოვიდა, ბეტმენმა მოაწყო. მილიონერ ბრიუს უეინის ყოფილი მუშაკი, კომპიუტერების გენიოსი ედუარდ ნიგმა, კი მზადაა გაუსწორდეს ფილანტროპს, ისევე როგორც რიდლერი. ცირკის ყოფილი აკრობატი დიკ გრეისონი კი, რომლის ოჯახიც ორსახამ ამოწყვიტა, უეინის მფარველობის ქვეშაა და ხდება მისი ახალი პარტნიორი - რობინი.
კანჯი ვატანაბე საშუალო ასაკის ბიუროკრატი მსახურია. ის იგებს, რომ მალე მოკვდება, იგებს ახლობლების გულგრილობას, იგებს რომ ცხოვრება უაზროდ გაატარა და გადაწყვეტს, რომ საბავშვო მოედანი სწორედ ის არის, რასაც დაუტოვებს ამ სამყაროს...
საყვარელი ქალის, ვესპერის ღალატის შემდეგ, აგენტი 007 ებრძვის ძლიერ სურვილს, არ გამოიყენოს თავისი ბოლო მისია პირადი მიზნებისთვის. სიმართლის გარკვევის მიზნით ბონდი და M-ი მისტერ უატს დაკითხავენ, იგი ამხელს ორგანიზაციას, რომელიც ვესპერს აშანტაჟებდა და რომელიც გაცილებით ჩახლართული და სახიფათოა, ვიდრე ეს ვინმეს წარმოედგინა.
ედმონდ დანტესი ულამაზესი მერსედესის ცოლად მოყვანას აპირებს, როდესაც მისი საუკეთესო მეგობარი მას მოატყუებს და უღალატებს. პატიმრობის 13 წლის შემდეგ დანტესი აბატი ფარიას დახმარებით ციხიდან გაიქცევა და შურისძიებას იწყებს.
1921 წელი. ევა და მისი და მაგდა გაემგზავრებიან მშობლიური პოლონეთიდან მათი ოცნების ქალაქ ნიუ-იორკში. ჩასვლისთანავე, მაგდას, რომელიც დაავადებულია ტუბერკულოზით მოათავსებენ კარანტინში. ევა მარტო რჩება და დაბნეულია, ის ჩავარდება უსინდისო პროსტიტუციით მოვაჭრე ბრუნოს ხელში...
მას შემდეგ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას გადაწყვიტავს, ლოგანი მიზნად დაისახავს მისი მეგობარი გოგონას სიკვდილისთვის შური იძიოს.ის თანახმაა მუტანტად იქცეს და იქს იარაღის პროგრამის მეშვეობით როსომახა ხდება.
მამაცი ჯეიმს ბონდი ჩრდილოეთ კორეის ლიდერის საქმეს კიდებს ხელს, რომელიც დნმ-ის შეცვლის პროცედურას ჩაიტარებს, რაც მას საშუალებას მისცემს გარეგნობა შეიცვალოს . ამერიკელი ჯაშუში ჯინქს ჯონსონი, ეხმარება ბონდს ბოროტმოქმედისთვის ხელის შეშლაში.
რას მოიმოქმედებდით თუ გაიგებდით, რომ სულ მალე უზარმაზარი კომეტა დედამიწას შეეჯახება, კაცობრიობას კი განადგურება ელოდება? შეჯახებამდე დროის ათვლა იწყება...
ლონდონში პრემიერ მინისტრის დაკრძალვაზე, მაიკი აღმოაჩენს, რომ მზადდება შეთქმულება, დამსწრე საზოგადოების მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელსაც მსოფლიო ლიდერები წარმოადგენენ...
ცნობილი ”იპ მენი”-ს სიქველი, ნახევრად ბიოგრაფიული ფილმი, რომელიც გადაღებულია საბრძოლო ხელოვნების - ვინ ჩუნის ოსტატის ცხოვრების მიხედვით. იპ მენი ჰონკონგში გადადის, სადაც თავისი სკოლის გახსნას ცდილობს...
მეორე მსოფლიო ომის დროს სკოლის მოსწავლეები და მათი ახალგაზრდა მასწავლებელი ევა, ლონდონის დაბომბვის დროს გადაიყვანეს მიტოვებულ მამულში, რომელიც მიყრუებულ სოფელში მდებარეობს...
ჯეიკი ”წყევლა 2”-ის სასაკლაოს ერთადერთი გადარჩენილია. იგი დატანჯულია საშიში ხილვებით კაიაკოსა და ტოშიოზე, რაც მისი ჰოსპიტალიზაციის მიზეზი ხდება. ჯეიკის მომვლელ დოქტორ სალივანს სურს გამოიძიოს მისი შემაძრწუნებელი ნაამბობი. იგი ჩადის ჯეიკის სახლში, ჩიკაგოში, სადაც ნახავს კიდევ ერთ ოჯახს, რომელიც წყევლას სიკვდილის პირას ყავს მიყვანილი. ნათელი ხდება, რომ ჯეიკის შემზარავი ისტორიები სიმართლეა და სულების სამუდამოდ განდევნის ერთადერთი იმედი იდუმალი იაპონელი ქალია... თუ მისი გეგმა ყველას არ გაანადგურებს...
ტოკიოში ახალგაზრდა ქალი (ტემბლინი) იგივენაირადაა დაწყევლილი, როგორც მისი და (სარა მიშელ გელარი). ზებუნებრივი ძალა, რომელიც ადამიანს ანრისხებს, ვიდრე სხვა მსხვერპლზე გადაინაცვლებს, აქამდე უცნობ ადამიანების ჯგუფს ერთმანეთს ახვედრებს, ისინი ცდილობენ საიდუმლოს ჩაწვდნენ და თავი გადაირჩინონ...
შეძლებული ასაკიანი მამაკაცი სიმსივნის გამო სიკვდილის პირასაა, ის თანხმდება რადიკალურ, გასაიდუმლოებულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც მისი ცნობიერება ახალგაზრდა მამაკაცის სხეულში გადააქვთ. როდესაც ის იწყებს ახალი სხეულის შეცნობას ბევრ უცნაურობას აწყდება, მათ შორის ორგანიზაციის საიდუმლოებებს, რომელიც მკვლელობაზეც კი წავა, რათა მისი საქმიანობის გამომჟღავნება არ მოხდეს...
მეამბოხე სულის მქონე ახალგაზრდა რენ მაკკორმაკი, მეგობრის და შეყვარებულის მხარდაჭერით, გადაწყვიტავს ძველმოდური წესები შეცვალოს და წესიერი თანამოქალაქეები ცოტა გამოაცოცხლოს...
ალ პაჩინო, კრისტოფერ უოკენი,ალან არკინი ვარსკვლავთცვენა კრიმინალურ კომედიაში, ფილმი ორ მოხუც კრიმინალზე რომლებსაც ღრეობაში და გარყვნილებაში ავიცწდებათ თავიანთი მისია, რომ ისინი დაქირავებულნი არაინ სხვის მოსაკლავად...
წყალქვეშა ნავის გადამდგარ კაპიტანს უცნობი დამქირავებელი უკავშირდება და სთავაზობს ჩაუდგეს სათავეში ექსპედიციას, რომელიც შავი ზღვის სანაპიროზე ჩაძირული გემის საძებნელად გაემართება. ეს ხომალდი, სავარაუდოდ, ოქროთი იყო დატვითული. ფულის შოვნისა და ყოფილ უფროსზე შურისძიების მიზნით, კაპიტანი რუსი და ინგლისელი მეზღვაურებისგან ეკიპაჟს კრებს და ექსპედიციას იწყებს, მაგრამ მალევე ხვდება რა სარისკო საქმეს მოკიდა ხელი...
ჩვენი წელთაღრიცხვით მეხუთე საუკუნის დასაწყისი. მშვენიერი ჰეპატიას ცხოვრება, ვნებიანი სიყვარული და ტრაგიკული სიკვდილი. ის იყო მსოფლიოში პირველი მეცნიერი-ქალი - ფილოსოფოსი, მათემატიკოსი და ასტრონომი. მას ბრძენი ხალხი ქედს უხრიდა, ხოლო ლექციებს ათასები ესწრებოდნენ. მის რჩევას მმართველები ითვალისწინებდნენ, ხოლო მისი გონებისა და სხეულის სიმშვენიერე გულებს ამსხვრევდა...
მაიკლ ჰარდინგი სამხედრო სასწავლებლიდან სახლში ბრუნდება და დედამისი ახალ საყვარელ დევიდთან ერთად ბედნიერი ხვდება. როდესაც ეს ორი მამაკაცი ერთმანეთს უკეთ გაიცნობს, მაიკლი უფრო და უფრო დაეჭვდება, რადგან მისი ახალი მამინაცვალი ყოველთვის მზად არის დასახმარებლად. არის თუ არა დევიდი მართლაც საოცნებო მამაკაცი, თუ სინამდვილეში საკუთარ ბნელ მხარეს მალავს?...
ეს სამყარო ერთი დიდი არეულობაა. ხალხი ისე იქცევა, როგორც სურს - ნაგავს ყრიან სადაც უნდათ, მძღოლები გზას მგზავრებს არ უთმობენ. პოლიცია ქალის საჩივარს ყურადღებას არ აქცევს, ამიტომ რუთი გადაწყვეტს მეგობართან ერთად თავად ასწავლოს ჭკუა დამნაშავეებს...
ჯენიფერ ჰილსი ჯერ კიდევ შეძრულია ცოვსისხლიანი სექსუალური ძალადობის გამო, რომლის მსხვეპლი რამდენიმე წლის წინ გახდა. მან სახელი და გვარი, საცხოვრებელი ქალაქიც შეიცვალა. მხარდამჭერ ჯგუფში გაწევრიანდა, რომელიც ახალი ცხოვრების დაწყებაში ეხმარება. მაგრამ როცა მისი მეგობრის მკვლელს გაათავისუფლებენ, მას კი მოძალადეები დაუწყებენ ძებნას, ჯენიფერი გააკეთებს იმას, რასაც სისტემა არ აკეთებს. მათ დანაშაულისთვის წარმოუდგენელი სისასტიკით აგებინებს პასუხს. ამ შემთხვევაში კი მის გადარჩენას ვერცერთი მოსამართლე ვერ შეძლებს...
19 წლის ჯეი მეგობრებთან ერთად ტაბზე ატარებს უიკენდს. იქ არაფერი განსაკუთრებული არ ხდება, მაგრამ უკან დაბრუნებულ გოგონას ეჩვენება, რომ მას რაღაც თუ ვიღაც დასდევს თან...
ელა - საოცარი ჯადოსნური სამყაროს მცხოვრებია, სადაც ყველა ბავშვს დაბადებისთანავე, ნათლიასგან ჯადოსნური ძალა გადაეცემა. ელას საჩუქარი კი, უფროსწორად წყევლა, მორჩილება გახდა. მოჯადოებულ გოგონას არ შეუძლია უარის თქმა არავისთვის, ვისაც დახმარება ესაჭიროება. ამით კი ხშირად ცუდი ადამიანები სარგებლობენ...
მოქმედება შუა ხნის ქალბატონის ირგვლივ ვითარდება, რომელსაც 1100 მილის გავლა მოუწევს იმისათვის, რომ საკუთარი თავი იპოვოს. ფილმი შერილ სტრეიდის ავტობიოგრაფიული რომანის მიხედვითაა გადაღებული.
პარიზში ამერიკის საელჩოში მუშაობის დროს დაბალი რანგის აგენტს ჯეიმს რისის ამერიკელ მაღალი კლასის ოპერატიულ მუშაკ ჩარლი უოქსთან ერთად ტერორისტული გეგმის ჩაშლა უწევს...
უილიამ თეთჩერი გლეხის შვილია, რომელიც რაინდ ჰექტორს დამხმარედ გაჰყვა. მამამისისგან შთაგონებული, რომ მან საკუთარი ბედი უნდა შეცვალოს, ის გადაწყვიტავს ტურნირზე სერ ჰექტორის სიკვდილის შემდეგ თვითონ გავიდეს. იგი მოიგებს შეჯიბრებას. ბევრი ვარჯიშის შედეგად და დამხმარეების მეშვეობით ის მალე სერ ულრიხ ფონ ლიხტეინშტაინის წოდებას მიიღებს.
1898 წელი, სუდანი. ბრიტანელი ოფიცერი - გარი ფეივერშემი ტოვებს პოსტს, ზუსტად ბრძოლის წინ, რის გამოც მეგობრები და საცოლე, წერილს უგზავნიან - ოთხი ბუმბულით, რაც მისი სიმხდალის ნიშანია. ახალგაზრდა საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საიდუმლოდ მიდის აფრიკის კონტინეტზე...
ამბავი ადამიანზე, რომელიც აღმოაჩენს თავს ორმოში, რომელიც სავსეა გვამებით. ამასთან, მას არ ახსოვს არაფერი, არ იცის, ვინ არის, საიდან და როგორ აღმოჩნდა აქ. მან უნდა გაარკვიოს, თუ რა მოხდა...
ალიმ თავის პატარა შვილს უნდა მოუაროს, რის გამოც ტოვებს ბელგიას და გადადის ანტიბიში დასთან და მის ოჯახთან. მისი ურთიერთობა ვეშაპებზე მონადირე სტეფანისთან, საშინელი შემთხვევის შემდეგ ნელნელა უფრო და უფრო ღრმავდება...
როცა საშიში ტერორისტი რუტინული პროცედურის განმავლობაში ციხიდან გაიქცევა, უილ კრომბიმ ბრიტანული კონტრდაზვერვის შეფთან ჰარი პირსთან უნდა გააერთიანოს ძალები. მათ ერთად უნდა აარიდონ ლონდონს ტერორისტული აქტი...
ომის ფონზე ეხბის სამეფოში უბოროტესი გალიანის და მეფე კონრედის შორის, ფერმერ დეიმონდი ეძებს თავის გატაცებულ ცოლს სოლანას და თან შურს იძიებს თავისი შვილის სიკვდილისთვის, რომელიც მხეცებმა - კრაგამებმა მოკლეს...
ჩილი პალმერი კინო ინდუსტრიის შემდეგ ბიზნესში ბრუნდება, მხოლოდ ამჯერად მუსიკალურ მიმართულებას ირჩევს, რომელიც აღმოჩნდება არანაკლებ სარფიანი და პრობლემური ვიდრე ადრინდელი საქმიანობა. ჩილი პალმერს თავისი გამოცდილება ეხმარება იმაში, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოს...