ათასობით სხვა ბავშვთან ერთად , რომლებიც კოლეჯში მაქსიმალური წარმატების მიღწევას ცდილობენ , ალექსი თავს მარტოდ გრძნობს და დეპრესიაში ვარდება. სახლი 1500 მილშია , თუმცა ის მაინც ცდილობს იპოვოს მიზეზი , რის გამოც უკან არ დაბრუნდება. მეგი ალექსის თანაკურსელია . მან მოულოდნელი მარცხი განიცადა ნეხვის სახლის წვეულებაზე, ასე რომ მას კომპანიონი სჭირდება . ის მიმართავს ალექსს. ორი ახალგაზრდა, რომლებიც ერთმანეთისგან ძალიან განსხვავდებიან ცდილობენ , რომ ერთმანეთს შეეგუონ.
დოკუმენტური ფილმი ერიკ კლეპტონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ის არის პირველი თეთრკანიანი მუსიკოსი, რომელმაც დაიწყო ბლუზის დაკვრა და ბევრი რამ გააკეთა მისი პოპულარიზაციისათვის მთელს მსოფლიოში.
ინტერნეტში სიყვარულის პოვნა მარტივი არ არის. ასე, რომ როცა სესილი სიმპათიურ მილიარდერ ფლეიბოის იპოვის , უჭირს დაიჯეროს , რომ ის მართლა მისი ოცნების მამაკაცია , თუმცა ოცნება რეალობა არც აღმოჩნდება. დროთა განმავლობაში ის გაარკვევს , რომ ბიჭი სინამდვილეში საერთაშორისო ბიზნესმენი არ არის , მაგრამ უკვე ძალიან გვიანია. სწორედ აქ მთავრდება ზღაპარი და იწყება შურისძიება.
რომანტიკული კომედია, პენსიაზე გასული 55 წლის ქვრივი მასწავლებელის ნენსი სტოუკსის შესახებ, რომელსაც ქმრის გარდაცვალების და მასთან არადამაკმაყოფილებელი ქორწინების შემდეგ ,თავგადასავლები თბილი ადამიანური ურთიერთობები და ცოტა, მაგრამ კარგი სექსი სწყურია. შედეგად, მთავარი გმირი სიამოვნების და საკუთარი თავის აღმოჩენის მიზნით ახალგაზრდა და სიმპათიურ სექსმუშაკს ლეო გრანდეს ქირაობს, რომელიც მზადაა ნებისმიერი ექსპერიმენტისთვის.
ერთი ფეხბურთელის ოცნება ითამაშოს ეროვნულ საფეხბურთო ლიგაში, იმსხვრევა, როდესაც მას არასწორად შუფარდებენ მსჯავრს და პატიმრობას მიუსჯიან. წლების შემდეგ, იგი ცდილობს შელახული სახელი და რეპუტაცია აღიდგინოს, ებრძვის რა უსამართლო სისტემას...
1970-იანი წლების კრიმინალურ დრამაში ქალი იძულებულია გაიქცეს მას შემდეგ, რაც ქმარი ღალატობს პარტნიორებს და მას შვილთან ერთად სახიფათო მოგზაურობაში აგზავნის...
სრულ განაკვეთზე მომუშავე დეტექტივები ნიკი და ოდრი იბრძვიან, რომ საკუთარი კერძო სააგეენტო აამუშაონ. მალე ისინი საერთაშორისო დანაშაულის ეპიცენტრში აღმოჩნდებიან, როცა მათ მეგობარს მაჰარაჯას საკუთარი ქორწილიდან გაიტაცებენ...
An actor owes big bucks to the Vegas mob. He's all set to pay them off; he's conned a rich widow into marrying him. But the mobsters blow his cover because they need him for a different scam. The lost heiress to a Vegas casino fortune has been found; she's a truckstop waitress in France. The mobsters' proposition: romance the broad, and get hitched. Or else. Then the crooks can bump her off and keep the casino for themselves...
მას შემდეგ, რაც ნიცაში საიდუმლო ვითარებაში მოკლეს პოლიციის კომისარი, შემთხვევის ადგილზე პარიზიდან ინსპექტორი ჩამოდის. მისი მიზანია ადგილობრივი პოლიციის კორუფციას გაუმკლავდეს. თუმცა, მისი მუშაობის მეთოდები ცოტა არ იყოს გაოცებულებს დაგვტოვებთ...
ცოლის გარდაცვალების გამო მგლოვიარე ბრუნო, უიმედოდ არის მიბმული იმ ზღვისპირა აგარაკზე, რომელიც მათ ერთად ააგეს. მაგრამ როდესაც მას აგარაკიდან გამოასახლებენ, მთავარი გმირი სახლის ნებისმიერ ფასად დაბრუნებას გადაწყვეტს და ამისთვის სარისკო გეგმას მოიფიქრებს, რაც მის ცხოვრებას და განზრახვას თავდაყირა დააყენებს…
1973 წელს ფრენკ ბლედსო და მისი 18 წლის ძმისშვილი ბეტი მანჰეტენიდან კრელვილში, სამხრეთ კაროლინაში გაემგზავრებიან, მათ კი უეცრად ფრენკის საყვარელი ვალიდიც შეუერთდება...
კოსმოსურ სადგურზე მომუშავე მამამ მხოლოდ სატელიტური ტელეფონებისა და კამერების გამოყენებით უნდა გადაარჩინოს თავისი 15 წლის ქალიშვილი მას შემდეგ, რაც დედამიწაზე მეტეორიტების წვიმა დაიწყება...
2010-2019 წლების ამავე სახელწოდების კრიმინალური სერიალის სრულმეტრაჟიანი ეპიკური გაგრძელება უფროსი დეტექტივი-ინსპექტორის, ჯონ ლუთერის შესახებ. საშინელი სერიული მკვლელი ატერორებს ლონდონს, იმ დროს, როდესაც ბრწყინვალე, მაგრამ შერცხვენილი დეტექტივი ჯონ ლუთერი გისოსებს მიღმა ზის. მთავარი გმირი გადაწყვეტს გაიქცეს ციხიდან და დაასრულოს საქმე ყველა საჭირო საშუალებით.
ორი ესპამენლი ქალის ჯენისის და ანას დრამატული ამბავი, რომლებიც ერთი და იგივე საავადმყოფოს პალატაში მოხვდებიან, სადაც ისინი მშობიარობას აპირებენ. ორივე მარტოხელაა და შემთხვევით დაორსულდნენ. შუახნის ჯენისი არ ნანაონს ამას და ბედნიერია. მოზარდი ანა შეშინებულია და წუხს. ჯენისი ცდილობს გაამხიარულოს ანა, როდესაც ისინი, როგორც მთვარეულები, საავადმყოფოს დერეფნებში დადიან. რამდენიმე სიტყვა, რომელსაც გმირები ამ დროს გაცვლიან, ძალიან მჭიდრო კავშირს შექმნის მათ შორის. ურთიერთობა შემთხვევით განვითარდება და მათ ცხოვრებას რადიკალურად შეცვლის...
ფრედერიკ ბაკმანის ცნობილი რომანის “კაცი, სახელად უვე” ადაპტაცია, კაპრიზული, გაღიზიანებული და სასტიკად მკაცრი ქვრივი ოტოს შესახებ, რომელიც მთელ მის სამეზობლოს ქორივით თვალს ადევნებს და მათ თავისი ურყევი წესების შესაბამისად აცხოვრებს. და ზუსტად მაშინ, როდესაც იზოლირებული და გულით მარტოსული მთავარი გმირი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს ცოლის დაკარგვას და თითქმის მთლიანად დაკარგა სიცოცხლის ნაპერწკალი, სიკვდილს გადაწყვეტს, მოულოდნელად წარმოუდგენელ მეგობრობას ქმნის თავის ახალ მეზობლებთან. შედეგად, ოტო ნელ-ნელა ტრანსფორმაციას განიცდის. მაგრამ ცვლილების გზა ადვილი არ არის, როდესაც ძველი ჩვევები ძნელად კვდება...
ნამდვილი ისტორია იმის შესახებ, თუ როგორ გაიტაცეს კარა რობინსონი, თავს დაესხნენ და 18 საათის განმავლობაში დაატყვევეს, 15 წლის კარა რობინსონი გეგმავს გაბედულ გაქცევას სერიული მკვლელის ბინიდან...
მიშელი და ალენი ურთიერთობის იმ ეტაპზე არიან, როცა მათგან შემდგომ ნაბიჯებს ელიან. ისინი გადაწყვეტენ, მათი მშობლები საბოლოოდ გააცნონ ერთმანეთს და გაარკვიონ, როგორია ოჯახური ცხოვრება. თუმცა აღმოჩნდება, რომ მშობლები ერთმანეთს უკვე იცნობენ, რაც ქორწინების შესახებ გაურკვეველ მოსაზრებებს აჩენს...
მაიკ ლეინი ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სცენაზე ბრუნდება მას შემდეგ, რაც მისმა ბიზნესგარიგებამ არ გაამართლა, გაკოტრდა და ფლორიდაში ბარმენად დაიწყო მუშაობა. იმ იმედით, რომ უკანასკნელ შოუს მოაწყობს, მაიკი ლონდონში მიემგზავრება მდიდარ პროტეჟესთან ერთად, რომლის წინადადებაზეც ის უარს ვერ ამბობს. მაიკი მალევე აღმოაჩენს, თუ რა აქვს მას სინამდვილეში ჩაფიქრებული: მიაღწევენ თუ არა წარმატებას ის და მის მიერ გამოწვრთნილი ახალი სექსუალური მოცეკვავეები?
ბრიტანელი მხატვრის ლუის უეინის რეალური ისტორია, რომლის ნახატებმაც სამუდამოდ შეცვალეს საზოგადოების წარმოდგენა კატებზე. მოვლენები მე-19 საუკუნის ბოლოს ვითარდება და შთამაგონებელი, შეუმჩნეველი მთავარი გმირის წარმოუდგენელი თავგადასავალების შესახებ მოგვითხრობს...
თრილერის მოქმედება სასამართლო მედიცინის სამყაროში ხდება. გამომძიებელი პოლ ჰერცფელდი საშინლად დასახიჩრებული გვამის თავში კაფსულას იპოვნის, რომელშიც ტელეფონის ნომერი და ერთადერთი სიტყვაა: გამომძიებლის ქალიშვილის სახელი...
გარდაცვლილი გოგონას - კეტის სული, სტანჯავს რჩევებით მისი ყოფილი საქმროს, ჰენრის ახალ მეგობარ გოგონას, და აიძულებს მუდამ კონფუზურ სიტუაციაში აღმოჩნდეს...
იმისათვის, რომ მის ოცნების გოგოს სხვა არ შეუყვარდეს, ჩარლი ლოგანმა ის წყევლა უნდა მოიშოროს, რომლის გამოც იგი მარტოხელა ქალებში არანორმალური პოპულარობით სარგებლობდა - "გაატარე ერთი ღამე ჩარლისთან და პირველივე მამაკაცი რომელსაც შეხვდები, შენი ნამდვილი სიყვარული გახდება"...
“ჩემი გეგმა იმაში მდგომარეობს, რომ მოკვდე იქამდე, სანამ ფული გამითავდება” – ამბობს 60 წლის მანჰეტენელი გაღატაკებული ბანოვანი და ქვრივი ფრენსის პრაისი (მიშელ პფაიფერი), მაგრამ ყველაფერი ისე არ წარიმართება, როგორც ის გეგმავდა. როდესაც 20 წლის წინ გარდაცვლილი მისი მეუღლის ფრანკლინის უზარმაზარი მემკვიდრეობიდან აღარაფერი აღარ დარჩება, ფრენსისი უკანასკნელ ნივთს ყიდის და პარიზში ანონიმურად ნაქირავებ მოკრძალებულ ბინაში ცხოვრებას იწყებს, სადაც მას თან თავისი უმიზნო და ხელმოცარული ვაჟი მალკომი და კატა, სახელად პატარა ფრენკი მიჰყავს, რომელშიც, როგორც ის ფიქრობს, ქმრის სული ცხოვრობს...
სტეფანი პლამი, ქალის თეთრეულის ყოფილი გამყიდველი, მის ბიძაშვილს ვინის სთხოვს მისცეს შანსი და ეგრედწოდებულ "თავებზე მონადირედ" აიყვანოს. მისი პირველი დავალება ყოფილი პოლიციელის - ჯო მორელის გამოჭერაა.ეს იგივე მამაკაცია, რომელმაც დიდი ხნის წინ მას გული ატკინა. მეგობრებისა და საუკეთესო თავებზე მონადირის წყალობით, სტეფანი მალე მიხვდება, რამდენად რთულია მისი ახალი სამსახური...
ადამი ასპერგერის (აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა) სინდრომით იტანჯება. ადამინებთან ურთიერთობას მას კოსმოსის კვლევა ურჩევნია. ამის მიუხედავად, ადამს ძალიან უნდა მონათესავე სულის პოვნა, რომელიც მას ყოველთვის გაუგებს და მოუსმენს. სიტუაცია ძირ-ფესვიანად იცვლება, როდესაც მის მეზობლად ბეტი გადმოდის.
ამერიკელი მსახიობის, ჯესი აიზენბერგის სარეჟისორო დებიუტი დედასა და თინეიჯერ შვილს შორის გაჩენილი თაობათა უფსკრულის შესახებ. საშუალო სკოლის მოსწავლე ზიგი ფოლკ-მუსიკას ქმნის და სტრიმს აწყობს ინტერნეტში, სადაც ის ონლაინ აუდიტორიისთვის თავის სიმღერებს უკრავს. თუმცა, ეს ჰობი დიდად აწუხებს მის დედას, ეველინს, რომელიც ძალადობისგან გადარჩენილი ქალების თავშესაფარს მართავს, სადაც ერთ დღეს ის დედის და მისი მოზარდი შვილის, ენჯის და კაილის ურთიერთობას აკვირდება და ხედავს მათში, იმას რასაც თავად ისურვებდა შვილთან ურთიერთობაში. შედეგად, მთავარ გმირს კაილის მზრუნველობის ქვეშ აყვანის გიჟური იდეა უჩნდება, რათა დაეხმაროს მას ზიგისთან საერთო ენის გამონახვაში. ამავე დროს, ზიგი ცდილობს მოახდინოს შთაბეჭდილება თავის თანაკლასელ გოგონაზე...
ფილმი მოგვითხრობს ერთი განებივრებული გოგონას ისტორიაზე, რომლის მამაც ციხეში მოხვდება და ის საკუთარ უდარდელ ცხოვრებას დაკარგავს. ახალგაზრდა ქალბატონი აღმოჩნდება ბაბუამისთან რანჩოზე, სადაც ის სხვა კუთხით შეხედავს ცხოვრებას და ახალ ოთხფეხა მეგბოარს შეიძენს...
ფილმი მოგვითხრობს ელიტარული დაქირავებული ბოროტმოქმედების ჯგუფის შესახებ, რომლებიც შობის ღამეს მდიდარი ოჯახის ვილაში შეიჭრებიან, სადაც ისინი ყველას მძევლად აიყვანენ. მოულოდნელად ცივსისხლიანი ბოროტმოქმედების გეგმები თავდაყირა დადგება, როდესაც მათ მებრძოლი სანტა კლაუსი დაუპირისპირდება, რომელიც მთელი ძალებით ცდილობს ოჯახის გადარჩენას...
ფილმი მოგვითხრობს თარჯიმანის შესახებ, რომელიც პოლიციის ნარკოგანყოფილების სატელეფონო ზარების თარგნაზეა პასუხისმგებელი. როდესაც იგი მიხვდება, რომ იცნობს ერთ-ერთი ნარკორეალიზატორის დედას, გადაწყვეტს ხელი დააფაროს მას და უფრო და უფრო ღრმად ერთვება ნარკოტიკებით ვაჭრობის სამყაროში. მალე იგი იყენებს ცოდნას და პოლიციის რესურსებს საკუთარი კრიმინალური ქსელის შესაქმნელად და იღებს სახელს ნათლია...
რემი და მელანი პარიზში ერთმანეთის მეზობლად ცხოვრობენ, მაგრამ არასოდეს შეხვედრიან. ისინი ინტერნეტით ეძებენ კავშირებს, მაგრამ უშედეგოდ. მარტოობასა და დეპრესიაში ჩავარდნისას ორივე გადაწყვეტს რეგულარული თერაპიის დაწყებას. თერაპევტების დახმარებით ისინი აღმოაჩენენ თავიანთი პრობლემების რეალურ ფესვებს და რომ კავშირი, რომელსაც ორივე ეძებდა, ბევრად უფრო მჭიდროა, ვიდრე ეგონათ...
ზამთრის ცივ ღამეს ფსიქიატრ აუგუსტო ფლორესს სასწრაფოდ იძახებენ სამსახურში, რათა გაესაუბროს ავარიაში მოყოლილ ინსპექტორ ფოგელს. ფოგელს არაფერი ახსოვს, ავარიის ადგილზე კი არაფერი მიანიშნებს ავარიის მიზეზსა თუ დაშავებულებზე. ფოგელის პერანგის კი სისხლის ლაქებითაა დაფარული, სისხლი კი მისი არაა. საუბრის პროცესში მთელი თვის მოვლენების ჯაჭვი იწყობა. ალპებში დამალული მძინარე ქალაქი, შობის საღამო, ნისლი. 16 წლის გოგონა ანა სახლიდან გამოვიდა და გაქრა. არ არის არც მისი სხეული, არც არანაირი კვალი, არც თვითმხილველი. მალე ქალაქში ისნპექტორი ფოგელი გამოჩნდება, რომელიც საუკეთესო მანიაკებისა და სერიული მკვლელების დაჭერაში...
ტელეწამყვანი პიტერი,რომელიც ყოველწლიურად საშობაო რეპორტაჟს ამზადებდა ხოლმე ,დიდი ხანია არანაირ მოულოდნელობას არ შესწრებია,მითუმეტეს იგი არანაირად არ ელოდა სანტა –კლაუსს ,რომელიც მას ციდან მოევლინა ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით! სანტა–კლაუსი ჯადოსნური ციგიდან შემთხვევით გადმოვარდა და პიტერის მანქანაზის კაპოტზე აღმოჩნდა.იგი თითქოს და კაგრად გრძნობს თავს, მაგრამ საკუთარი ვინაობა აღარ ახსოვს...
ჰილსაიდი - ლამაზი პატარა ქალაქია სადღაც ამერიკაში. ვიღაცას ის შეიძლება ამერიკული ოცნების ქალაქად მოეჩვენოს. მაგრამ მოზარდმა დინმა მის შესახებ გაცილებით მეტი იცის...
ისტორია აგოჯეს - ქალ მეომართა დანაყოფის შესახებ, რომლებიც 1800-იან წლებში აფრიკის სამეფოს დაჰომეას იცავდნენ, მანამდე მსოფლიოში არნახული უნარებითა და მძვინვარებით. გენერალი ნანისკა ახალწვეულთა ახალ თაობას წვრთნის და ამზადებს ბრძოლისთვის მტერთან, რომელსაც მათი ცხოვრების წესის განადგურება აქვს განზრახული.
ისტორია კაცის შესახებ, რომელიც შობას შინ ბრუნდება დედამისის მამულში დასასახლებლად. სახლში ის აღმოაჩენს დღიურს, რომელიც შესაძლოა, საიდუმლოებებს ინახავდეს მისი წარსულისა და ახალგაზრდა, ლამაზი ქალის მისტიკური მოგზაურობის შესახებ...
ფილმი მოგვითხრობს ბენგალიის არმიის ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცის სერ ჯეიმს ბრუკსის რეალური თავგადასავლების შესახებ, რომელიც 1839 წელს ახალი სამყაროს აღმოჩენის მიზნით გემით მიემგზავრება ბორნეოში, სადაც ის იარაღის გამოყენების გარეშე სულთანს მკვიდრი ტომების აჯანყების ჩახშობაში დაეხმარება. ჯეიმის ბრიტანეთის იმპერიას გამოიწვევს, როდესაც ჯუნგლების სამეფოს მართვას და საზოგადოების რეფორმირებას გადაწყვეტს, სადაც მას მეკობრეების, ადგილობრივი მოსახელობის, დიდებულების, მონობის და ადამიანებზე ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს. შედეგად, ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია მთავარ გმირს მისი მიღწევების გამო წოდებას მიანიჭებს...
ოჯახისგან მიტოვებული კია სრულიად მარტო იზრდება პატარა ქალაქთან ახლოს მდებარე ჭაობში. როცა მის ყოფილ შეყვარებულს მკვდარს იპოვიან, ადგილობრივი მოსახლეობა და პოლიცია მკვლელობაში პირველ ეჭვმიტანილად კიას მიიჩნევენ...
თავხედი პოპ-ვარსკვლავი იძულებულია დაუპირისპირდეს საკუთარ თავს, გაიხსენოს ვინ იყო წარსულში და თვალი გაუსწოროს დამთრგუნველ მომავალს, რომელიც დიდებისა და წარმატების შემდეგ ელოდა. ფილმი წარმოადგენს ჩარლზ დიკენსის კლასიკად ქცეული საშობაო ჰიმნის ადაპტაციას...
1983 წლის საშობაო კომედიის სიქველი, ახლა უკვე ზრდასრული მთავარი გმირის, რალფ პარკერის შესახებ, რომელიც კლივლენდ-სტრიტზე მდებარე თავისი ბავშვობის სახლში ბრუნდება, რათა მის შვილებს აჩუქოს ჯადოსნური შობა, როგორიც მას ბავშვობაში ჰქონდა...
აგატა სამხატვრო გალერეის მფლობელია, მისი მეუღლე ფრანსუა-გამომცემელი. მათ საერთო ვაჟი ჰყავთ და ერთი შეხედვით აბსოლუტურად ნორმალური ოჯახი აქვთ. ყველაფერი აირევა, როდესაც მათ ცხოვრებაში უცნობი მამაკაცი-პატრიკი გამოჩნდება...
მოზარდ გოგონას, რომელიც ჰელოუინისას შემთხვევით გაათავისუფლებს უძველეს ბოროტ სულს, რომელიც დეკორაციებს აცოცხლებს და აიძულებს მათ, აურზაური მოაწყონ, მოუწევს, ვინმესთან გაერთიანდეს და ქალაქი და საკუთარი მამა გადაარჩინოს...
რომანტიკული კომედია ორი პარიზელი ფსიქოთერაპევტის შესახებ, რომლებიც იმდენად ცდილობენ, ყველა, ვისაც გაიცნობენ, ლოგინში ჩაიწვინონ, რომ ერთმანეთისთვის აღარ სცალიათ....
კასტელის სერიების მეორე წიგნის საფუძველზე გადაღებული ისტორია. ჰეუენმა, როგორც იქნა იპოვა საოცნებო ადგილი ცხოვრებაში, ახლად აღმოჩენილ ბებია-ბაბუასთან ერთად. თუმცა ყველაფერი არც თუ ისე იდეალურადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს. სილამაზისა და სიმდიდრის უკან ავისმომასწავებელი საიდუმლო იმალება, რომლისგან თავის დაღწევაც ადვილი არ არის...
ორ ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანს სჯერა სიყვარულის, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერასოდეს ახერხებენ მისი ნამდვილი მნიშვნელობის გაგებას. ერთ მშფოთვარე საახალწლო ღამეს - მოვლენების ველურ ირონიაში, მათ ბედი ერთმანეთის გზაზე აყენებს...
ყოველი შობის წინა ღამეს შობის მოჩვენება ერთ ბნელ სულს ირჩევს, რათა იგი 3 სულის სტუმრობით შეცვალოს. თუმცა ამ სეზონზე მან არასწორი სქრუჯი აირჩია. კლინტ ბრიგსი მოჩვენებას როლს გაუცვლის და აიძულებს, საკუთარი წარსული, აწმყო და მომავალი გადააფასოს...
რა ხდება ჩვენს თავს? მიუხედავად მედიცინის პროგრესისა ჩვენ უფრო ავად ვართ ვიდრე ოდესმე. დიაბეტის შემთხვევები იზრდება, განსაკუთრებით ახალგაზრდებში, ნახევარი ჩვენგანი იღებს წამლებს. გულის შეტევები, კიბოს შემთხევევები თანდათან უფრო მატულობს...
მხატვრული ფილმი, რომელიც ავლენს თანამედროვე ცხოველთა სოფლის მეურნეობის ბნელ წიაღს, დრონების, ფარული და ხელის კამერების საშუალებით, იკვლევს ცხოველთა სამეფოზე ჩვენი ბატონობის მორალსა და მართებულობას.
გუნარ კაასენი გახლდათ პირველი - 1925 წლის, დიფტერიის შრატის ნომში ჩამოსატან რბოლაში, რომელმაც 1925 წლის 3 თებერვალს ნომიდან 600-ზე მეტი მილის დაშორებით, ნენანადან ჩამოიტანა დიფტერიის შრატი ალასკაში. ეს იყო მარხილის ძაღლებისაგან შემდგარი რამოდენიმე ჯგუფის ერთობლივი რბოლა, რომლებმაც 1085 კმ დაფარეს 5 დღეში. რბოლის ყველაზე გრძელი და სახიფათო მონაკვეთი 146 კმ გაიარა ლეონარდ სეპალამ თავისი მარხილის მოწინავე ძაღლით - ციმბირული ჰასკით, სახელად - ტოგო.
როგორც სამაგალითო გოგონა, როზალინი ოცნებობდა ღირსეული კაცის პოვნაზე, მაგრამ ყველა რაინდი და კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენელი საკმაოდ გაუნათლებელი და მოსაწყენი ხალხი იყო. ამიტომ იგი დიდხანს იყო მარტო, სანამ არ გაიცნო ახალგაზრდა ბიჭი, სახელად რომეო. მან მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება გოგონაზე, რადგან ძალიან საინტერესო იყო მასთან საუბარი, კომუნიკაცია ნებისმიერ თემაზე. თავად რომეომ კარგად იცოდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა როზალინს, მაგრამ მანამდე ვერ შეამჩნია, ამიტომ ახლა მისთვის უკეთესი გზა არ არსებობს, რომ მოეწონოს. ამიტომ იწყებს მუშაობას! მთავარი გმირისა და რომეოს ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, სანამ ბიჭი ჯულიეტას შეხვდა...