დოკუმენტური ფილმი ენი ვაინჰაუსზე – უნიჭიერეს მომღერალზე. ფილმში ნაჩვენებია მომღერლის თინეიჯერობის წლები, სადაც მას უკვე გამომჟღავნებული აქვს საკუტარი სიმღერის ნიჭი. ასევე ვეცნობით ვარსკვლავის ცხოვრებას წარმატების უმაღლესი მწვერვალიდან ალკოჰოლიზმსა და ნარკოტიკებამდე.
მისი მასწავლებლები, მწვრთნელები, ბავშვობის მეგობრები და ბარსას თანაგუნდელები ჟურნალისტებთან, მწერლებთან და გამოჩენილ ხალხთან ერთად შეიკრიბებიან რესტორანში, რათა გაანალიზონ მესის პიროვნება მინდორზე და მის გარეთ...
უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში, ფოტოგრაფი სებასტიანო სალგადო მოგზაურობს კონტინენტებზე. ის მოწმეა უმნიშვნელოვანესი მოვლენების ჩვენი თანამედროვე ისტორიიდან: საერთაშორისო კონფლიქტების, შიმშილის, მასობრივი ტრაგედიების და ა.შ.
დევიდ ლინჩის ძალიან პირადი მონოლოგი: იდეალურ ბავშვობაზე, მშფოთვარე სტუდენტობასა და საკუთარი თავის ძიებაზე ხელოვნებაში. იგი აღწერს სურათებს , რომლებიც ისე იშლება, როგორც კადრები მის ფილმებში. გიჟური ჩრდილები და საოცრად ადამიანური გამოსახულებები ჩნდებიან და იკარგებიან, აღიბეჭდებიან მხატვრის, მუსიკოსისა და ყველაზე იდუმალი რეჟისორის წარმოსახვაში...