მეგანის გაგრძელება, დისშვილი და დეიდა გაერთიანდებიან, რათა გაანადგურონ ბოროტი თოჯინა, რომელიც საბოლოოდ კვდება. მაგრამ ერთმანეთთან ნამდვილი კავშირის დამყარების შემდეგ, ბედნიერი კედი და ჯემა ვერც კი ამჩნევენ, რომ მეგანი ჯერ კიდევ ცოცხლობს სახლის სადენებში, რომელიც ახლა მათ უთვალთვალებს და შურისძიებას გეგმავს...
ელიოტი და მისი მოზარდი ქალიშვილი რაილი, შემთხვევით გზაზე მოკლავენ უნიკორნს, როდესაც ისინი მიდიოდნენ ელიოტის უფროსებთან, დელ ლეოპოლდთან და მის ოჯახთან შესახვედრად. გმირებს ცხედარი დიდი ფარმაცევტული კომპანიის საკუთრებაში არსებულ თავშესაფარში მიჰყავთ და მალე მეცნიერები აღმოაჩენენ, რომ მისი სხეული, სისხლი და, რაც მთავარია - რქა დაჯილდოებულია ზებუნებრივი სამკურნალო თვისებებით, რომელთა გამოყენებასაც ლეოპოლდები ცდილობენ საკუთარი მიზნებისთვის. თუმცა, როდესაც გმირები უღრმავდებიან მათ კვლევებს, ისინი აღმოაჩენენ თავიანთი ქმედებების სასიკვდილო შედეგებს...
ედვარდ ეშტონის რომანზე დაფუძნებული სათავგადასავლო ფანტასტიკა, შორეული პლანეტების კოლონიზაციის მისიაში მონაწილე ახალგაზრდა მამაკაცის შესახებ. თითოეულ კოლონიას ჰყავს ეკიპაჟის ერთი წევრი, რომელიც ასრულებს ყველაზე საშიშ სამუშაოს მისიაში – რომელიც აუცილებლად გამოიწვევს მათ დაღუპვას. თუმცა, მათი მოგონებები ინახება, და სიკვდილის შემდეგ ისინი აღდგება კლონირებულ სხეულებში. მიკი 17 – ამ ეკიპაჟის მეჩვიდმეტე წევრია, რომელსაც სასიკვდილოდ მიატოვებენ მისიის დროს, მაგრამ მოულოდნელად გადარჩება. როდესაც ის ბაზაზე ბრუნდება, აღმოაჩენს, რომ მიკი 18, მისი კლონი, უკვე შექმნილია...
დედამიწის სიღრმეებიდან მომაკვდინებელი არსებები ამოვიდნენ. მათი მოკვლა შეუძლებელია, თუმცა უცნობი მიზეზის გამო ისინი 8000 ფუტზე მაღლა ვერ ადიან. მთაში გახიზნული მარტოხელა მამა წამლის საშოვნელად ორ ქალთან ერთად მიდის საავადმყოფოში, რათა გადაარჩინოს შვილის სიცოცხლე, სადაც მათ ამ არსებებთან გამკლავება მოუწევთ...
ფილმი მოგვითხრობს ორ მაღალკვალიფიციურ ოპერატიულ თანამშრომელზე, რომლებიც დანიშნეს ხეობის მცველთა კოშკებში ერთმანეთის მოპირდაპირე მხარეს, სამყაროს გაურკვეველი იდუმალი ბოროტებისგან თავდასაცავად. ისინი შორიდან უკავშირდებიან ერთმანეთს და ცდილობენ სიფხიზლის შენარჩუნებას უხილავი მტრისგან დასაცავად. როდესაც ბოროტება ჩნდება, მათ ერთად უნდა იმუშაონ, რათა დაიცვან საიდუმლო ხეობა..
ამერიკის შეერთებული შტატების ახლადარჩეულ პრეზიდენტთან თადეუს როსთან შეხვედრის შემდეგ, სემი საერთაშორისო ინციდენტში აღმოჩნდება. ის იძულებულია, გამოააშკარაოს საზარელი გეგმა, სანამ უცნობი ბოროტმოქმედი მთელ მსოფლიოს სისხლში გახვევს...
The city of New Rome faces the duel between Cesar Catilina, a brilliant artist in favor of an Utopian future, and the greedy mayor Franklyn Cicero. Between them is Julia Cicero, with her loyalty divided between her father and her beloved.
ედი და ვენომი გაქცეულები არიან. მათზე ორივე სამყარო ნადირობს და როცა მათ შორის კარი უნდა დაიხუროს, დუეტი იძულებულია, გამანადგურებელი გადაწყვეტილება მიიღოს, რომელიც ვენომისა და ედის უკანასკნელი ცეკვის დასასრული იქნება...
ამავე სახელწოდების ვიდეო თამაშების სერიებზე დაფუძნებული ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები ვითარდება შორეულ მომავალში და მოგვითხრობს იდუმალი წარსულის მქონე ბოროტმოქმედის ლილითის შესახებ, რომელიც თავის მშობლიურ პლანეტა პანდორაზე ბრუნდება, რათა სამყაროში ყველაზე ძლევამოსილი ატლასის დაკარგული ქალიშვილი იპოვოს. ლილითი მოულოდნელ გუნდთან – ყოფილ ელიტარულ დაქირავებულ მკვლელთან, როლანდთან; თინეიჯერ ამფეთქებელთან პატარა ტინასთან; შეშლილ მეცნიერთან, ტენისთან და მხიარულ რობოტთან აყალიბებს ალიანსს. ახლა ეს წარმოუდგენელი გმირები უნდა შეებრძოლონ უცხოპლანეტელ ურჩხულებს და საშიშ ბანდიტებს, რათა იპოვონ და დაიცვან დაკარგული გოგონა, რომელსაც შეიძლება წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობდეს. სამყაროს ბედი შეიძლება მათ ხელში იყოს, მაგრამ ისინი გაცილებით უფრო მნიშვნელოვანისთვის – ერთმანეთისთვის იბრძოლებენ...
მოქმედება ვითარდება რიდლი სკოტის 1979 წლის “უცხოს” და ჯეიმს კამერონის 1986 წლის “უცხოს” მოვლენებს შორის, რომელიც მოგვითხრობს ახალგაზრდა გმირების ჯგუფის შესახებ, რომლებიც შორეულ კოსმოში ყოფნის დროს, სამყაროში ყველაზე საშიში სიცოცხლის ფორმას გადააწყდებიან...
გემის კატასტროფის შემდეგ ჭკვიანი რობოტი მოხვდება დაუსახლებელ კუნძულზე, სადაც მხოლოდ ცხოველები არიან, დროთა განმავლობაში ეს რობოტი იწყებს მათთან კომუნიკაციას და ცდილობს დაეხმაროს მათ...
თვალ-ყური ადევნეთ პოლ ატრეიდესის მითიურ მოგზაურობას ჩანისა და ფრემენთან ერთად. ის ომის გზაზეა იმ შეთქმულების წინააღმდეგ, რომელმაც მისი ოჯახი გაანადგურა. პოლმა არჩევანი უნდა გააკეთოს, მისი ცხოვრების სიყვარულსა და სამყაროს ბედისწერას შორის, რომლის საზარელ მომავალსაც მხოლოდ ის ხედავს...
ორი უძველესი ტიტანი - გოძილა და კონგი - ერთმანეთს ლეგენდარულ ორთაბრძოლაში შეერკინებიან მას შემდეგ, რაც ადამიანები „თავისქალის კუნძულის“ საიდუმლოებით მოცულ ამბებში მათ შორის კავშირს აღმოაჩენენ...
ბელა ბაქსტერს მკვდრეთით აღადგენს გენიოსი და არატრადიციული მეთოდების მიმდევარი მეცნიერი გოდვინ ბაქსტერი. ცხოვრებას მოწყურებული ბელა დუნკან უედერბერნთან, გაიძვერა და დაუმორჩილებელ იურისტთან ერთად გაიქცევა და კონტინენტების გარშემო მოგზაურობას დაიწყებს...
კასანდრა ვები დედაქალაქის ახალი ექიმია, რომელსაც ნათელმხილველობის ნიჭი აღმოაჩნდება. საკუთარ წარსულთან შეჯახების შემდეგ მას უწევს, დაიცვას სამი ახალგაზრდა ქალი მტრისგან, რომელსაც მათი განადგურება სურს...
მოვლენები შორეულ მომავალში ვითარდება და მოგვითხრობს გალაქტიკის შორეულ კუთხეში მდებარე კოლონიის შესახებ, რომლის მშვიდობიანი მოსახლეობა სასტიკი ტირანის - ბალისარიუსის და მისი ჯარის ტერორის ქვეშ აღმოჩნდება. შედეგად, კოლონიის სასოწარკვეთილი მოქალაქეები იდუმალი წარსულის მქონე ახალგაზრდა ქალს - კორას, საშიშ მისიზე აგზავნიან, რათა მან იპოვოს მოკავშირეები და მეომრები ახლომდებარე პლანეტებზე, რომლებსაც შეუძლიათ მათი დაცვა…
ადამიანებსა და ხელოვნურ ინტელექტს შორის მოსალოდნელი ომის შუაგულში, სპეცრაზმის ყოფილ აგენტს ჯოშუას, რომელიც საკუთარი ცოლის გაუჩინარებას გლოვობს, დაიქირავებენ, რათა იპოვოს და მოკლას შემოქმედი - დახვეწილი ხელოვნური ინტელექტის შემქმნელი. მან შეიმუშავა საიდუმლოებით მოცული იარაღი, რომელსაც ომის დასრულება და კაცობრიობის განადგურება შეუძლია...
დაფუძნებულია ბრამ სტოკერის 1897 წლის კლასიკური რომანის „დრაკულას“ ერთ თავზე - „კაპიტნის დღიურები“. ფილმი გვიყვება რუსი მეზღვაურის დიმიტრის შესახებ, რომელსაც დაევალა კერძო ტვირთის გადატანა - მას 24 დაუნიშნავი ხის ყუთი უნდა კარპატებიდან ლონდონში უნდა ჩაეტანა. ფილმში აღწერილია უჩვეულო მოვლენები, რომლებიც შუა ოკეანეში აღმოჩენილ ეკიპაჟს გადახდა, როცა ღამღამობით მათი დევნა უცნაურმა არსებებმა დაიწყეს. როცა გემმა საბოლოოდ უიტბის ნავსადგურში ჩააღწია, ბორტი ცარიელი აღმოჩნდა. ეკიპაჟის კვალი კი არსად ჩანდა.
მოახლოებული დეპრესიისგან თავის დაღწევის მცდელობისას, მარტოხელა, მაგრამ იმედით სავსე ბრინი ბრუნდება სახლში ნუგეშის საპოვნელად მშობლიურ კედლებში, სანამ ერთ ღამეს არ გააღვიძებს უცნაური ხმაური, რომელიც აშკარად არამიწიერი დამპყრობლებისგან მოდის. მოვლენები არღვევს მის რთულად მოპოვებულ სიმშვიდეს. დაპირისპირება ბრინსა და უცხოპლანეტელ არსებებს შორის, საფრთხეს უქმნის ახალგაზრა გმირის მომავალს და აიძულებენ მას გაუმკლავდეს საკუთარ წარსულს...
კოლეჯის დამთავრების შემდეგ ჯეიმი რეიესი მომავლის შესახებ უამრავი გეგმით შინ ბრუნდება, თუმცა აღმოაჩენს, რომ მისი სახლი ისეთი არ არის, როგორიც დატოვა. სანამ ჯეიმი სამყაროში მის დანიშნულებას ეძებს, საქმეში ბედისწერა ერთვება და მის ხელში მოულოდნელად აღმოჩნდება უცხოპლანეტელთა ბიოტექნოლოგიების უძველესი რელიკვია - სკარაბი.
სტივენ კინგის ამავე სახელწოდების საშინელებათა რომანზე დაფუძნებული 2019 წლის ფილმის “შინაური ცხოველების სასაფლაო“ პრიკველი, რომელშიც მოვლენები ვითარდება 1969 წელს და მოგვითხრობს ახალგაზრდა ჯუდ კრენდოლის შესახებ, რომელიც ოცნებობს დატოვოს მენის შტატში მდებარე თავისი მშობლიური ქალაქი ლუდლოუ, მაგრამ მალე აღმოაჩენს ადგილობრივი სასაფლაოს სახით საშინელ საიდუმლოებებს, სადაც ყველა გარდაცვლილი შეიძლება კვლავ გაცოცხლდეს. ახალგაზრდა გმირი იძულებულია შეხვდეს ბნელ ოჯახურ ისტორიას, რომელიც სამუდამოდ დააკავშირებს მას ლუდლოუსთან. ახლა ჯუდი და მისი ბავშვობის მეგობრები უნდა შეებრძოლონ უძველეს ბოროტებას, რომელიც ლუდლოუს დაარსების დღიდან დაეუფლა.
როდესაც ისინი მონსტრების აკადემიაში მეორე კურსზე შედიან, კლოდინ ვოლფი, დრაკულაურა და ფრენკი სტეინი ახალ სტუდენტებს, ახალ ძალებს და კიდევ უფრო დიდ საფრთხეს აწყდებიან, რამაც შეიძლება არა მხოლოდ გაანადგუროს მათი მეგობრობა, არამედ სამუდამოდ შეცვალოს სამყარო.
გაბედული მკვლევართა გუნდის ყვინთვა ოკეანის სიღრმეებში ქაოსად გადაიქცევა, როცა მაღაროელების ბოროტი ოპერაცია მათ მისიას საფრთხეს შეუქმნის და გადარჩენისთვის ბრძოლას აიძულებს...
როცა შეუპოვარი უსახლკარო ობოლი სეია გატაცებული დის ძიებაში შემთხვევით ფარულ ძალებს იძენს, აღმოაჩენს, რომ შესაძლოა, ერთადერთი იყოს, ვისაც რეინკარნირებული ქალღმერთის დაცვა შეუძლია, რომელიც კაცობრიობის მფარველად გამოგზავნეს. შეძლებს ის საკუთარი წარსულის დავიწყებას და გახდება ზოდიაქის რაინდი?
ახალგაზრდა ქალს ელიტურ პანსიონში - "სამოთხის გორაკები" გააგზავნიან გამოსწორებისათვის, სადაც იგი აღმოაჩენს, რომ ამ პრესტიჟული დაწესებულების ლამაზი ფასადის მიღმა, ავისმომასწავებელი საიდუმლოება იმალება...
მოქმედება მიმდინარეობს გამოგონილ ამერიკულ ქალაქში 1955 წელს, როცა ახალგაზრდა ასტრონომების/კოსმონავტების კონვენციას (რომელიც ემსახურება სტუდენტებისა და მშობლების შეკრებასა და მეცნიერული შეჯიბრებების მოწყობას) ჩაშლის მოვლენები, რომლებიც სამყაროს შეცვლის...
ფრენჩაიზის ახალი ნაწილი, რომელშიც მოქმედება 2018 წლის ფილმში “ბამბლბი“ ასახული მოვლენებიდან 7 წლის შემდეგ ნიუ-იორკში და პერუში ვითარდება. 1994 წელს, როდესაც ოპტიმუს პრაიმი დედამიწაზე აკლიმატიზაციას წარმატებით გადის, პლანეტაზე დესეპტიკონები ჩამოდიან. არქეოლოგი და ყოფილი ჯარისკაცი ტრანსფორმერების ორ ყოფილ ფრაქციას მაქსიმალებსა და პრედაკონებს შორის ბრძოლის კვალს აღმოჩაენს, რომლებიც მათი შენიღბული ფორმით, პრეისტორიული მხეცების ფორმას იღებენ და დროსა და სივრცეში მოგზაურობენ. ახლა ისინი ჩვენთან არიან დედამიწაზე. შედეგად, ოპტიმუს პრაიმს ახალ მტრებთან ტერორკონებთან და მათ მრისხანე ლიდერთან სკორჯისთან დაპირისპირება, ხოლო ავტობოტებს და მაქსიმალებს კაცობრიობის გადანრჩენა მოუწევთ...
ნავთობმწარმოებელი პოლ სტარგესის იდეალური ოჯახური შვებულება კოშმარად გადაიქცევა, როცა ისინი გადაეყრებიან უზარმაზარ ზვიგენს, რომელიც საკუთარი ტერიტორიის დასაცავად ყველაფერზეა წამსვლელი. გამუდმებული თავდასხმების პარალელურად პოლმა და მისმა ოჯახმა როგორმე უნდა მოძებნონ გზა და ნაპირზე ცოცხლებმა გააღწიონ ამ ეპიკურ ბრძოლაში ადამიანებსა და ბუნებას შორის...
სიუჟეტი “გალაქტიკის მცველები 2”-ს მოვლენებიდან ცხრა წლის შემდეგ, “შურისმაძიებლები 4: დასასრული“-ს მოვლენებიდან ოთხი თვის შემდეგ და “თორი 4: სიყვარული და ქუხილი“-ს მოვლენებიდან გარკვეული დროის შემდეგ ვითარდება. გამორას მოულოდნელი სიკვდილის მიუხედავად, გალაქტიკის მცველები მალე თავიანთ აპოგეას აღწევენ, და ახალ კოსმოსურ თავგადასავალში მიდიან, სადაც მათ კვლავ მოუწევთ შეებრძოლონ აიეშას და როქეთის შემქმნელს, რომელსაც მისი დაბრუნება სურს ნებისმიერ ფასად, ასევე უპირისპირდებიან ადამ ვარლოკს, რომელიც მზადაა ყველაფერი გააკეთოს გმირების გასანადგურებლად...
მარტოხელა დედა - ელისი, გამოცდილი გენეტიკოსი-სელექციონერია, რომელიც უზარმაზარი კორპორაციის კვლევით ლაბორატორიაში მუშაობს. კოლეგებთან ერთად ის ახალი ჯიშის ყვავილების დამტვერვას აწარმოებს კომპანიისთვის, რომელიც საიდუმლოს მალავს...
სათავგადასავლო ფანტასტიკა, ახალგაზრდა კალებ ჩანინგის შესახებ, რომელიც მთვარის სამთო კოლონიაში გაიზარდა და ახლა, მამის სიკვდილის შემდეგ, იდილიურ შორეულ პლანეტაზე გადასახლებას აპირებს. მაგრამ წასვლამდე, მამის უკანასკნელი სურვილის შესასრულებლად ის და მისი სამი საუკეთესო მეგობარი, დილანი, ბორნი და მარკუსი, ასევე დედამიწიდან ახალმოსული ედისონი იტაცებენ ყველგანმავალ მანქანას, საიდუმლოებით მოცული კრატერის შესასწავლად...
MTV-ის მულტსერიალზე “ბივესი და ბათჰედი” დაფუძნებული, ანიმაციური ფილმის “ბივესი და ბათჰედი იპყრობენ ამერიკას” სიქველი, რომელშიც მოვლენები თავდაპირველად 1998 წელს ვითარდება, როდესაც ბივესი და ბათჰედი ადგილობრივი გმირები გახდებიან მათ ქალაქში. ერთი წლის შემდეგ, დიდებით და სიმდიდრით გათამამებულ გმირებს თაღლითობისთვის აპატიმრებენ და კოსმოსურ ბანაკში აგზავნიან, სადაც NASA-ს კოსმოსურ მისიაში იღებენ მონაწილეობას. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როდესაც ისინი მოგზაურობენ შავი ხვრელის გავლით და ტელეპორტირდებიან 2022 წელში.
ბრძენი და ძლევამოსილი ზორდონის მიერ ყოვლისშემძლე რეინჯერების ჩამოყალიბებიდან ოცდაათი წლის შემდეგ, გუნდი მათთვის ნაცნობი საფრთხის წინაშე აღმოჩნდება. ახლა გლობალური კრიზისის დროს, მათ კიდევ ერთხელ მოუწევთ გახდნენ გმირები.
ჩაპი ვუნდერკინდია. როგორც ნებისმიერი ბავშვი, ისიც ადვილად ექცევა გარშემომყოფთა გავლენის ქვეშ, მაგრამ არის ერთი რამ, რაც განასხვავებს ჩაპის სხვებისგან. ის პირველი მოაზროვნე რობოტია, რომელსაც გრძნობები გააჩნია…
გალაქტიკური იმპერიის მოსახლეობა პროტესტს უცხადებს დიქტატორულ ხელისუფლებას, რომელიც მათ სამყაროზე მბრძანებლობს. აჯანყებულები იმპერატორზე თავდასხმისათვის ემზადებიან, ისინი იბრძვიან თავისუფლების მოსაპოვებლად...
პლანეტა პანდორას მკვიდრ ნა’ვი-ს ჰუმანოიდთა რასის ავატარის სხეულში მყოფი დედამიწელი ყოფილი ჯარისკაცის ჯეიკ სალის და მისი ცხოვრების თანამგზავრის ნეიტირის ამბის გაგრძელება, რომელიც მათი სიყვარულის და მათი ახალი ოჯახის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ყველაფერს აკეთებენ ერთად დარჩენისთვის. თუმცა, როდესაც ადრე დაწყებულის დასასრულებლად, ძველი საფრთხე დაბრუნდება, ჯეიკი თავისი პლანეტის დასაცავად ნეიტირისთან და ნა’ვი-ს რასის არმიასთან უნდა გაერთიანდეს, სადაც ახლა ისინი იძულებულნი არიან დატოვონ სახლი და შეისწავლონ პანდორას სხვადასხვა რეგიონები...
დართ ვეიდერი მეორე "სიკვდილის ვარსკვლავს" ქმნის. ის ყველა ძალას იკრებს, რათა ამ სასიკვდილო იარაღით უკანასკნელი გამანადგურებელი დარტყმა მიაყენოს აჯანყებულებს და მათ მოკავშირეებს.
ეპიკური საგის გაგრძელება. გალაქტიკის ბრძოლა ბოროტი იმპერატორის წინააღმდეგ გრძელდება. პრინცესა ლეა იმპერიის ჯარების გამანადგურებელ შეტევას გადაურჩა. ლიუკ სქაიოუქერი ლეგენდარულ იოდას პოულობს და მისგან ჯედაის საიდუმლოებებს სწავლობს.
სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება და ახალგაზრდა ასტრონავტის - მილსის შესახებ მოგვითხრობს, რომლის კოსმოსური ხომალდი მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, იდუმალ პლანეტაზე ჩამოვარდება, სადაც მთავარი გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს, რომ ის რეალურად დედამიწაზე ჩამოვარდა… 65 მილიონი წლით უკან. ახლა გადარჩენის მხოლოდ ერთი შანსით, მილსმა და ერთადერთმა გადარჩენილმა გოგონამ, კოამ, უნდა გაიარონ უცნობი რელიეფი, რომელიც სავსეა საშიში პრეისტორიული არსებებით და გადარჩენენ ეპიკურ ბრძოლაში...
სამეცნიერო ფანტასტიკა, ჩინური წარმოშობის ამერიკელი მისის ვანის შესახებ, რომლის ცხოვრება თავდაყირა დადგება, როდესაც გადასახადების გადახდისას მოულოდნელად მბრუნავი საოფისე სკამიდან პირდაპირ მულტისამყაროში მოხვდება. მთავარი გმირი ალტერნატიულ სამყაროდან თავის ქმარს ხვდება, რომელიც მას ეუბნება, რომ მან უნდა შეაჩეროს “დიდი ბოროტება”, რომელიც თითოეულ პარალელურ სამყაროში ვრცელდება და ახლა ის ერთადერთია, ვისაც შეუძლია გადაარჩინოს სამყარო გარდაუვალი სიკვდილისგან...
სათამაშოების კომპანიის გენიოსი თანამშრომელი იყენებს ხელოვნურ ინტელექტს, რათა შექმნას მეგანი - ადამიანის მსგავსი თოჯინა, რომელიც მის ახლადდაობლებულ დისშვილს ემოციურად უნდა დაუახლოვდეს. თუმცა თოჯინის პროგრამას ხარვეზი აღმოაჩნდება და ახალი მეგობრის მიმართ ზედმეტ მზრუნველობას გამოიჩენს, რასაც სახიფათო შედეგები მოჰყვება...
დედოფალი რამონდა, შური, მ’ბაკუ, ოკოი და დორა მილაჯი მსოფლიო ძალებს საკუთარი ერის დასაცავად ებრძვიან მეფე თიჩალას სიკვდილის შემდეგ. სანამ ვაკანდელები საკუთარი მომავლისთვის იბრძვიან, გმირები უნდა გაერთიანდნენ ომის მცველი ნაკიას და ევერეტ როსის დახმარებით და ვაკანდის სამეფოსთვის ახალი გზა გაკაფონ...
იზოლირებული კუნძულის კურორტზე ყოფნისას ახალგაზრდა ჯეიმსი და ემი სიამოვნებას განიცდიან იდეალური დასვენებით ხელუხლებელ სანაპიროზე, მისი გამორჩეული პერსონალით და ზაფხულის თაკარა მზით. მაგრამ მაცდუნებელი და იდუმალი გაბის ხელმძღვანელობით, ისინი კურორტის საზღვრებს მიღმა გადიან და ძალადობით, ჰედონიზმითა და ენით აუწერელი საშინელებებით სავსე კულტურის ცენტრში აღმოჩნდებიან. ტრაგიკული უბედური შემთხვევა მათ აყენებს ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის წინაშე დანაშაულთან მიმართებაში: ან სიკვდილით დაისაჯებით, ან თუ საკმარისად მდიდარი ხართ, შეგიძლიათ უყუროთ როგორ კვდება თქვენი ცხოვრება.
როცა სესილიას მოძალადე ყოფილი ქმარი თავს მოიკლავს და მთელ ქონებას მას დაუტოვებს, გოგონა ხვდება, რომ ეს რაღაც მახეა. როცა უჩვეულო დამთხვევები ლეტალური ხდება, სესილია ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მასზე რაღაც უხილავი ნადირობს...
დედამიწის ეკოსისტემის რღვევის შემდეგ ვესპერი, 13 წლის გოგონა, პარალიზებულ მამასთან ერთად გადარჩენას ცდილობს. ის გაიცნობს ქალს, რომელსაც საიდუმლო აქვს და აიძულებს მას, გამოიყენოს საკუთარი გონიერება, ძალა და ჰაკერული უნარები, რათა მომავლის შესაძლებლობისთვის ბრძოლა შეძლონ...