2019 წელს თითქმის ყველა ადამიანი ვამპირად არის ქცეული. დომინანტი რასა გადარჩენის გეგმაზე ზრუნავს, რადგან მათი საკვები - ადამიანის სისხლი, მალე გამოილევა. ამასობაში ერთერთი მკვლევარი და ვამპირების ფარული ჯგუფი კაცობრიობის გადარჩენას ცდილობენ...
ძველ წყალქვეშა ნავ "აქუატიკაზე" მეცნიერთა ჯგუფი ალცჰეიმერის დაავადების საწინააღმდეგო პრეპარატის დასამზადებელ ექსპერიმენტებს ატარებს. დოქტორ სიუზან მაკალესტერი (საფრონ ბაროუზი) სამკურნალო წამლის დასამზადებლად გენური ინჟინერიით სამ ახალი ჯიშის ზვიგენს შექმნის, რომელთა ტვინის მოცულობა ბევრად დიდია. ეს ზვიგენები ჩვეულებრივზე ბევრად უფრო ჭკვიანები, სწრაფები და საშიშები არიან."აქუატიკას" სპონსორები სკეპტიკურად უყურებებ ამ საკითხს და შედეგები უფრო აინტერესებთ, რისთვისაც მათთან კომპანიის აღმასრულებელ მენეჯერს (სემუელ ელ ჯექსონს) გაგზავნიან...
ზესაიდუმლო აპარატურიდან ვირუსი გაჟონავს, რის შედეგადაც ადგილობრივი მკვლევარები დამშეულ ზომბებად, ხოლო ლაბორატორიის ცხოველები ჯოჯოხეთიდან მოვლენილ მუტანტებად გადაიქცევიან. ეპიდემიის შესაჩერებლად მთავრობა ელიტარულ სამხედრო ძალებს შეაგზავნის. ალისა და რეინი მისიას მეთაურობენ. მაგრამ მათ მხოლოდ სამი საათი აქვთ სანამ პათოლოგიური გენი ჰაერწვეთოვანი გზით მსოფლიოს დააინფიცირებს...
ენერგეტიკულმა კომპანიამ "ალტერპლეკსმა" იპოვა გზა შეუზღუდავი ენერგიის მისაღებად. კომპანიის წარმომადგენლები სახიფათო დავალების შესასრულებლად ყოფილ ასტრონავტს უილს დაიქირავებენ...
ფილმი სტანისლავ ლემის პიესის მიხედვითაა გადაღებული. ასაკში შესული, უმუშევარი მსახიობი თავის ბოლო სამუშაოზე თანხმდება, თუმცა ვერც კი წარმოუდგენია თუ რამდენ პრობლემას მოუტანს ეს გადაწყვეტილება...
ხანგრძლივი ცურვის შემდეგ მეტეოროლოგი ფრენდი მიაღწევს ოკეანეში მიკარგულ კუნძულს. კუნძულზე მხოლოდ შუქურის გუშაგი დახვდება. ფრენდი ხვდება რომ გუშაგი რაღაცას მალავს და კუნძული მხოლოდ ერთი შეხედვით ჩანს დაუსახლებელი.
გონების მართვის ტექნოლოგიამ საზოგადოება დაიპყრო, თამაში სახელად "მკვლელები" მოთამაშეებს საშუალებას აძლევს მასიურად აკონტროლონ პატიმარები. საიმონი (ლერმანი) აკონტროლებს ქეიბელს (ბატლერი), ონლაინ თამაშის ჩემპიონს. ქეიბელის საბოლოო შერკინების შედეგად, იგი იბრუნებს თავის ნამდვილ ვინაობას და თამაშის სულისჩამდგმელის დამარცხებით თავისუფლებას დაიბრუნებს...
2035 წელს დამნაშავე ჯეიმს ქოულის მეცნიერები ნებაყოფლობით წარსულში გაამგზავრებენ, რათა გაიგოს საიდან წარმოიშვა სასიკვდილო ვირუსი, რომელმაც წინა ათწლეულში თითქმის მთელი დედამიწის მოსახლეობა იმსხვერპლა, მაგრამ როდესაც ქოული 1996-ის ნაცვლად შემთხვევით 1990-ში მოხვდება, დაიჭერენ და საგიჟეთში დაამწყვდევენ. იგი ფსიქიატრს, ვირუსების ცნობილი ექსპერტის შვილს შეხვდება.
ნიკა პირსმა ოთხი წელი სამკურნალო დაწესებულებაში გაატარა. მას არწმუნებენ, რომ ოჯახის დაღუპვა მისი ბრალია და არა თოჯინა ჩაკის. როდესაც მკურნალი ექიმი ნიკას მკურალობის ახალ მეთოდს შესთავაზებს კეთილსახიანი თოჯინით, საავადმყოფოში ხალხი იხოცება. ნიკა ფიქრობს, რომ მისი კოშმარები რეალურია. ენდი ბარკლაი გაიზარდა და დასახმარებლად მოიჩქარის, მაგრამ მას ხელს უშლის ტიფანი, ჩაკის საცოლე, რომელიც ყველაფერს გააკეთებს შეყვარებულის დასახმარებლად...
სპეცნაზის აგენტი ცდილობს დაიცვას ახალგაზრდა ქალი კრიმინალური დაჯგუფებისაგან. ამავე დროს იგი უცნაურ კავშირს გრძნობს მასთან, თითქოს სხვა ცხოვრებაში შეხვედრია მას.
აპოკალიფტური ამბავი ჩვენს პლანეტაზე განვითარდება და მოგვიყვება ადამიანებზე, რომლებიც უდაბნოში არიან ჩარჩენილნი და არსებობისათვის იბრძვიან. ამ ბრბოში ჩნდება ორი მეამბოხე. ორივე მათგანი მზად არის, მდგომარეობა შეცვალოს. მაქსი, რომელიც ბევრი ლაპარაკის ნაცვლად მოქმედებას ამჯობინებს, სიმშვიდის პოვნას ცდილობს. საქმე იმაშია, რომ მან ამ ქაოსში ცოლ-შვილი დაკარგა. ფურიოსა კი მეამბოხე ქალია, რომელიც ასევე მოქმედებას ამჯობინებს და სწამს, რომ გადარჩენის გზა მის მშობლიურ სოფლამდე მიდის...
მეცნიერი ბრიუს ბანერის შესახებ არავინ არაფერი იცის. ის მისი უკონტროლო მძვინვარე ძალის "ჰალკისთვის" ვაქცინას ეძებს. როდესაც სამხედრო პირები ცდილობენ გამოიყენონ მისი ძალა და დააბრუნონ ცივილიზაციაში, ბრიუს ბანერი მის ყველაზე ძლიერ მტერს გადააწყდება - საშინელ აგრესიულ ცხოველს, რომელიც თვით ჰალკის ძალებს ედრება...
მსოფლიოში პანიკა და ქაოსია. ცა სავსეა კოსმოსური ხომალდებით, ისინი ძლიერი ლურჯი სხივის საშუალებით ზეცაში იტაცებენ ადამიანებს. დეტექტივს მოუწევს აგრესიული უცხოპლანეტელების ხომალდზე მოხვდეს, რათა იპოვოს მისი დაკარგული შვილი...
ფედერალური ბიუროს აგენტი დარინა ფრენსისი იძიებს მარი პრიჩარდისა და მისი ვაჟის გაუჩინარების საქმეს. ერთადერთი ეჭვმიტანილი ჯოზეფ პრიჩარდია, რომელიც ისე იქცევა თითქოს საკუთარ თავს არ ეკუთვნის. მან ღობეს ეკლიანი მავთული შემოარტყა, ყველა ფანჯარა აჭედა, სახლის გარშემო ხაფანგები დააგო. რიჩარდის დასაპატიმრებლად მისული დაკოტა და ადგილობრივი პოლიციელი უცნაური მოვლენის მომსწრე ხდებიან: ყველა მანქანა მწყობრიდან გამოდის, ტელეფონები არ ირთვება და მოულოდნელად საშინელი ჭექა-ქუხილი იწყება. მათ ღამის გათევა დაპატიმრებულის სახლში მოუწევთ...
ცოლ-ქმარი ლაბორატორიაში დროის ყულფში მოყვებიან. ცდილობენ დაიმალნონ ნიღბებიანი თავდამსხმელებისაგან და ამავე დროს, შეინარჩუნონ ენერგიის წყარო, რომელმაც კაცობრიობა უნდა გადაარჩინოს...
მეცნიერების მიერ შექმნილი პირველი ხელოვნური ინტელექტი, ანდროიდი, იწყებს გრძნობების გამოვლინებას. მას არ მოსწონს, როცა მის შემქმნელს ურთიერთობა აქვს რეპორტიორთან...
თქვენ გჯერათ საკუთარი თვალების, ენდობით საკუთარ გრძნობებს, თქვენ დარწმუნებულები ხართ, რომ ირგვლივ არავინააა, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ თქვენ სინამდვილეში მარტო ხართ. ოცნება სხეულის უჩინარებაზე დღემდე რჩება ერთ-ერთ ყველაზე საშინელ და სახიფათო აზრად ყველა იმისგან, რაც კი კაცობრიობას აწუხებდა მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. უამრავი სიუჟეტი დაიბადა ამ უბსკრულისგან. მასს, ვინც ვერ ხედავს თავის ანარეკლს სარკეში, შეუძლია ყველაფერი.
თაღლითების გუნდი უერთდება მისიას, რის მიხედვითაც უნდა მოიპარონ ხომალდ "სიკვდილის ვარსკვლავის" გეგმები და გალაქტიკაზე ახალი იმედი ჩამოიტანონ.
2048 წელი. ადამიანთა რასას პლანეტის დაკარგვა ემუქრება. ყველაზე საშიში მონსტრი გოძილაა - დაუმარცხებელი ხვლიკი შხამიანი სუნთქვით. ადამიანები გადაწყვეტენ დატოვონ დედამიწა და იპოვონ ახალი სახლი. კოსმოსში მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა უშედეგოდ. ჰარუო 4 წლის იყო, როდესაც ხომალდზე მოხვდა. იგი თვლის , რომ კაცობრიობა ლაჩრულად დანებდა. მისი აზრი პოპულარული გახდება და ადამიანები დედამიწაზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. დედამიწაზე ცივილიზაციისაგან აღარაფერია დარჩენილი, სამყაროს ურჩხულები მართავენ.
2028 წელი. ალექს მურფი არის კარგი ქმარი, მამა და პოლიციელი, რომელიც ებრძვის კორუფციას და უსამართლობას. მას მძიმედ დაჭრიან სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს და "OMNICORP" გადაწყვეტს გამოიყენოს ის რობოტექნიკის ექსპერიმენტში, რათა შეუნარჩუნოს გმირს სიცოცხლე. ალექსი ბრუნდება ქუჩაში წესრიგის დასაცავად, ამჯერად განახლებული შესაძლებლობებით, მაგრამ მას უჩნდება ისეთი კითხვები, რაც არ დაბადებია ადამიანად ყოფნისას..
მია ცდილობს თავი დააღწიოს ნარკოდამოკიდებულებას. ის ძმასთან და მეგობრებთან ერთად მიდის ტყის ქოხში, სადაც მეგობრები "მიცვალებულთა წიგნს" პოულობენ...
დედამიწაზე დაბრუნებისას კომერციული კოსმოსური ხომალდი დაიჭერს სიგნალს შორეული პლანეტიდან. როდესაც ამ პლანეტაზე ეკიპაჟის სამი წევრი აღმოაჩენს სათავსოს ათასობით კვერცხით, ერთერთი კვერცხიდან გამოჩეკილი უცხო არსება მკვლევარს თავს დაესხმევა. ეკიპაჟი ვერ აცნობიერებს კარზე მომდგარ კოშმარს - იმას, რომ მათთან უხცოპანეტელი პარაზიტი უნდა დაიბადოს...
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი საცხოვრებლად ქალაქგარეთ, საკუთარ სახლში გადადის, მათ ძილის დროს - შუა ღამისას, გაურკვეველი ხმაური აწუხებთ და ვერ ხსნიან რითია ეს ხმაური გამოწვეული...
თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სარა კონორის განადგურება მომავლიდან მოსულ კიბორგს დაევალა. ახლა კი სარას ვაჟი, ჯონი, წინააღმდეგობის მომავალი ლიდერი - გახდა სამიზნე ახალი, უფრო მომაკვდინებელი ტერმინატორისა. წინაამღდეგობის მოძრაობამ, კიდევ ერთხელ შეძლო დაებრუნებინა უკან მცველი, რათა კიდევ ეცადა ჯონისა და მისი დედის, სარას გადარჩენა.
პოსტაპოკალიპტურ მომავალში, სუპერკომპიუტერები ტელეპორტით კიბორგ მკვლელს გამოგზავნიან, რომელიც "ტერმინატორის" სახელით არის ცნობილი. ტერმინატორის მიზანია გაანადგუროს სარა კონორი, რომლის შვილი მომავალში, 21-ე საუკუნეში, მექანიკური ჰეგემონიის წინააღმდეგ აჯანყებულ ადამიანთა ლიდერი იქნება. ამავე დროს, ერთ მებრძოლს ადამიანებიც აგზავნიან სარას დასაცავად. შეძლებს თუ არა იგი ამ ვირტუალური მკვლელი მანქანის შეჩერებას?
წყვილი, რომელიც შვილის სიკვდილს განიცდის, სულის სიმშვიდის მოსაპოვებლად, საცხოვრებლად ტყეში მდგარ სახლში გადადის. ამ წუთიდან ახალგაზრდების ცხოვრებაში კოშმარული მოვლენები ხდება...
ამერიკელი სპეცრაზმელი აფრიკაში იყო, როდესაც დედამიწა მაღალტექნოლოგიურმა ურჩხულებმა დაიპყრეს. როდესაც იგი პირისპირ შეხვდება ურჩხულებს იგი გონებას დაკარგავს. როდესაც გაიღვიძებს აღმოაჩენს, რომ იგი მიტოვებულ პოლიციის განყოფილებაშია გამოკეტილი, თან მეხსიერებაც დაკარგა. გვერდით საკანში ექიმი ნადია ზის. ორ თეთრკანიან ადამიანს არა მარტო მკვლელ რობოტებთან მოუწევთ შერკინება.
2019 წლის ლოს-ანჯელესში, პენსიაზე გასულ რიკ დეკარდს გამოიწვევევენ, რათა მან დედამიწაზე დაბრუნებულ "რეპლიკანტებს" მიაგნოს. ისინი მათ შემქმნელს ეძებენ, რათა სიცოცხლე გაიხანგრძლივონ...
უფროსკლასელი ტრიპი ოცნებობს დატოვოს პატარა ქალაქი, რომელშიც ცხოვრობს. იგი თავისუფალ დროს საბარგო მანქანის აწყობაში ატარებს. ერთი შემთხვევის დროს მიწიდან განთავისუფლდება რაღაც, რაც ტრიპს საშუალებას მისცემს არა მარტო ოცნება აისრულოს არამედ საუკეთესო მეგობარიც გაიჩინოს...
დოქტორ ადრიან ჰელმსლი, საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზეზე უპრეცედენტო აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს, თომას უილსონს აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რაც მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს "კიდობნების" მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს...
ეს ისტორია 1985 წელს, ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, სადაც სუპერგმირები ცხოვრობენ, რიჩარდ ნიქსონი კვლავ პრეზიდენტია, ხოლო ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. სუპერგმირი რორჰეჩი, ყოფილი გმირის, მსახიობის მკვლელობას იძიებს. ამ პროცესში იგი სხვა სუპერგმირების დისკრედიტაციისა და მკვლელობის შეთქმულებას გამოააშკარავებს...
საუკუნეებია მცირერიცხოვანი, მაგრამ ძლიერი დამცველთა ჯგუფი სახელწოდებით მწვანე ლამპარი იცავს გალაქტიკას საფრთხისაგან. როდესაც სამყაროს განადგურებით დაემუქრება ბოროტმოქმედი პარალაქსი, მისი გადარჩენის ბედი პირველ ადამიან მწვანე ლამპარზეა დამოკიდებული...
არც ისე შორეულ მომავალში, ცხოვრებისაგან დაღლილი ლოგანი იმალება და პროფესორ იქსს უვლის მექსიკის საზღვართან, მაგრამ ლოგანს მისი წარსულის დამალვა აღარ შეუძლია. იგი ახალგაზრდა მუტანტს გაიცნობს, რომელსაც ბნელი ძალები აედევნენ...
სამყაროში მომხდარი კატასტროფის შემდეგ ამერიკა გადამწვარ უდაბნოდ გადაიქცა. უსასრულო გზებზე, რომლებიც სავსეა წყალზე და საკვებზე მონადირე ბანდებით, მოგზაურობს ბრძენი ილაი. ერთხელაც ის ყოფილი კალიფორნიის მხარეში ხვდება, რომელსაც ტირანი კარნეგი განაგებს...
2257 წელია. რიგითი ტაქსისტი შემთხვევით აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა მან უნდა გადაარჩინოს ახალგაზრდა გოგონა - თვით კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი. ფილმი "მეხუთე ელემენტი" ვითარდება ფუტურისტულ მეგაპოლისში და გადაღებულია ფრანგული კომიქსის მიხედვით ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული იმპროვიზაციით...
უბედური შემთხვევის შემდეგ, გომი იღვიძებს კომიდან და აღმოაჩენს, რომ მის ტელეფონის ფუნქციები მის თავშია ჩადებული. მას აღარ შეუძლია დაუბრუნდეს ნორმალურ თინეიჯერულ ცხოვრებას უცნაური შესაძლებლობების გაჩენის გამო...
22-ე საუკუნეში, ინვალიდის სავარძელს მიჯაჭვული ყოფილი საზღვაო ქვეითი, უნიკალური მისიის შესასრულებლად პლანეტა პანდორაზე მიემგზავრება. ის იძულებულია შეასრულოს ბრძანებები, მაგრამ ამავე დროს უცხოპლანეტელთა ცივილიზაციის დაცვაც მოუწევს...
ფილმში მოქმედება მომავალში, დესპოტურ ჩიკაგოში ვითარდება. ყველა ახალგაზრდა, რომელიც 16 წლის ვალდებულია აირჩიოს ერთ-ერთი 5 ფრაქციიდან და სამუდამოდ მას შეუერთდეს. ყველა ფრაქცია განასახიერებს ერთ-ერთ თვისებას: გულწრფელობა, უშიშრობა, უარყოფა, მეგობრულობა და ერუდიცია.
ახლო მომავალში, სადაც შესაძლებელი გახდა დროში მოგზაურობა, ერთ-ერთი კორპორაცია იშორებს არასასურველ ადამიანებს და სპეციალურ პაკეტებში განთავსებულებს აგზავნის მათ წარსულში, მაგრამ ეს უკანონოდ ხდება. მიმღები მხარის მოვალეობაში კი შედის - მოკლას მსხვერპლი და მთლიანად ამოშალოს ისტორიიდან. ყველაფერი შესანიშნავად მიდის მანამ, სანამ მთავარი გმირი არ აღმოაჩენს, რომ მორიგი მსხვერპლი თავადაა გამოგზავნილი მომავლიდან...
დოქტორი რაიან სტოუნი პირველადაა კოსმოსურ შატლზე, მასთან ერთად ხომალდზე იმყოფება ვეტერანი ასტრონავტი მეტ კოვალსკი, რომლისთვისაც ეს უკანასკნელი ფრენაა პენსიაზე გასვლის წინ...
ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას...
ფილმი წარმოადგენს სტივენ კინგის ამავე სახელწოდების ეკრანიზაციას. პატარა ქალაქს ბურუსი მოიცავს, რომლიდანაც საშინელი არსებები გამოდიან და ქალაქის მცხოვრებლებს ანადგურებენ...