ჯაკარტის საერთაშორისო სკოლაში ფილოსოფიის იდუმალი მასწავლებელი 20 სტუდენტს ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობს. ექსპერიმენტი ყველაზე ექსტრემალური გამოცდილება იქნება მათ ცხოვრებაში...
გარეგნობით უმშვენიერესი ქალი ინფიცირებულია ვირუსით, რომელიც მას სუპერადამიანის ძალას აძლევს. მან უნდა დაიცვას ბიჭი მომავლის სამყაროდან, რომელსაც აქვს ანტიგენი, რითაც სისხლისმსმელების განადგურებაა შესაძლებელი...
ვიკინგების მბრძანებლობის ჟამს, ადამიანი დედამიწაზე სხვა სამყაროდან ეშვება და თან მოჰყვება უცხოპლანეტელი მტაცებელი. მონსტრის წინააღმდეგ საბრძოლველად მან თავისი განვითარებული ტექნოლოგია ვიკინგების საბრძოლო საშუალებებს უნდა მიაშველოს.
მას შემდეგ, რაც ნორმალურ ცხოვრებაში დაბრუნებას გადაწყვიტავს, ლოგანი მიზნად დაისახავს მისი მეგობარი გოგონას სიკვდილისთვის შური იძიოს.ის თანახმაა მუტანტად იქცეს და იქს იარაღის პროგრამის მეშვეობით როსომახა ხდება.
შეძლებული ასაკიანი მამაკაცი სიმსივნის გამო სიკვდილის პირასაა, ის თანხმდება რადიკალურ, გასაიდუმლოებულ ოპერაციას, რომლის შედეგადაც მისი ცნობიერება ახალგაზრდა მამაკაცის სხეულში გადააქვთ. როდესაც ის იწყებს ახალი სხეულის შეცნობას ბევრ უცნაურობას აწყდება, მათ შორის ორგანიზაციის საიდუმლოებებს, რომელიც მკვლელობაზეც კი წავა, რათა მისი საქმიანობის გამომჟღავნება არ მოხდეს...
ჰენრი, ახლად აღმდგარი კიბორგია, რომელმაც უნდა გადაარჩინოს მისი ცოლი/ქმნილება, ფსიქოზური ტირანის კლანჭებისგან ტელეკინეტიკური ძალებთან, აკანსა და მის შეიარაღებულ არმიასთან ერთად. ჰენრის ბრძოლაში ჯიმი არის ჰენრის ერთადერთი იმედი. სასტიკი ჰენრი იმყოფება მოსკოვში, რუსეთში...
უახლოეს მომავალში კაცობრიობა უზარმაზარ ტექნოლოგიურ ნახტომს გააკეთებს. ინფორმაცია მომენტალურად გადაიცემა ყველანაირი კებელების გარეშე. კომპიუტერები მოლეკულებში. თითქმის ყოველი მომენტი წარსულიდან ფაქტიურად შეიძლება აღადგინო – ვთქვათ, საფრანგეთის მე-14 საუკუნის. თუმცა ასეთი მოგზაურობა ბევრ ხიფათს შეიცავს...
სიუჟეტი კორეელ მინ-ვუ ჰუნგის კომიქსის მიხედვითაა შედგენილი. ფილმი მოგვითხრობს აივან აიზაკსის ისტორიას, რომელიც მეომარიცაა და ეკლესიაშიც მსახურობს. ერთხელაც იგი არღვევს ეკლესიის წესებს და შერიფთან ერთად მიდის ვამპირებზე სანადიროდ, რომლებმაც მისი დისშვილი მოიტაცეს.
უცნაური, საშიში და მოულოდნელი კრიზისი ნიუ-იორკის ცენტრალ-პარკში დაიწყო. ბუნებისმეტყველების მასწავლებელი, მისი ცოლი და პატარა გოგონა ყველაფერს აკეთებენ იმისათვის რომ გადარჩნენ...
ამჯერად ბეტმენს ბოროტებასთან ბრძოლაში რობინი და ბეთგელი ეხმარებიან. მისტერ ფრიზი გეგმავს მთელი ქალაქის გაყინვას, თუმცა მეგობრები ამის საშუალებას არ მისცემენ...
პოლარული თოვლის დადნობის შემდეგ დედამიწა წყლით დაიტბორა. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორ ცდილობს თავის გადარჩენას ხალხი, რომლებიც ფაქტიურად წყალზე ცხოვრობენ. ყველას ვისაც უნდა, რომ თავი გადაირჩინოს უნდა მოძებნოს კუნძული, რომელზეც ლამაზი ქალი და მისი გოგონა ცხოვრობენ...
როდესაც მეცნიერები არქტიკაში აღმოაჩენენ რაღაცას, რაც დამარხული პირამიდა აღმოჩნდება, გამოსაძიებლად მკვლევართა ჯგუფი იგაზავნება. მათ არ იციან, რომ იქ უცხოპლანეტელები მტაცებლებთან საბრძოლველად გამოჰყავთ...
უცხოპლანეტელებმა თავის პლანეტაზე კლიმატური ცვლილებების გამო სწრაფი ევოლუცია განიცადეს . მათი წარმომადგენელი კლაატუ ჩამოდის დედამიწაზე, რათა შეაფასოს, რამდენად შეძლებს კაცობრიობა აიცილოს ის ეკოლოგიური ზიანი, რაც საკუთარ პლანეტას მიაყენა. როდესაც გაერთიანებული ერების ორგანიზაცია მას არ მიიღებს,ის გადაწყვიტავს, რომ დედამიწა გადარჩება, ოღონდ ადამიანები უნდა გაანადგურონ...
როდესაც რიპლის ხომალდ–კაპსულას იპოვნიან 50 წლის შემდეგ, იგი აღმოაჩენს, რომ ტერაფორმერები არიან ყველა იმ პლანეტაზე,სადაც კი უცხო სახეობა ბინადრობს. როდესაც კომპანია აგზავნის კოლონისტების ოჯახს რიპლის მონაყოლის გამოსაძიებლად , პლანეტასთან და კოლონისტებთან ყველანაირი კონტაქტი იკარგება. რიპლის და კოლონიურ საზღვაო ქვეითებს ავალებენ, დაბრუნდნენ პლანეტაზე და გაარკვიონ რა ხდება...
კოსმიური ვოიაჟის დროს ოთხი მეცნიერი კოსმოსის სხივების ზემოქმედების ქვეშ მოხვდნენ: რიდ რიჩარდსს სხეულის გაწელვის ზებუნებრივი უნარი აქვს; სიუ სტორმს შეუძლია უხილავი გახდეს; ჯონი სტორმს ცეცხლის კონტროლის ძალა აქვს; ხოლო ბენ გრიმს შეუძლია სუპერ–ძალის მქონე არსებად გადაიქცეს. ერთად ეს "ფანტასტიკური ოთხეული" დოქტორ დუმის ბოროტი გეგმების შესრულებას უშლიან ხელს და სამყაროს განადგურებისგან იცავენ...
მე-20 საუკუნის მიწურულს, ინგლისის სახელმწიფო ბანკზე თავდასხმამ, რომელიც სავარაუდოდ გერმანელმა ჯარისკაცებმა მოაწყვეს და შემდგომ ბრიტანელი ჯარისკაცების ფორმაში გადაცმული პირების მიერ, გერმანიის დირიჟაბლების ქარხანაზე განხორციელებულმა შეტევამ, ევროპა ომის ზღვრაზე მიიყვანა. ბრიტანეთის მთავრობის ემისარი ჩადის აფრიკაში, რომ ლეგენდარული ალან ქუოთერმენი საქმის გამოძიებაში ჩართოს...
პატარა ამერიკული ქალაქი ებრძვის ეკონომიკის მიმოქცევად უბედურებებს, საზღვარის საჯარო კონფლიქტი წარმოშობს სასოწარკვეთასა და უიმედობას მოსახლეობაში, მსოფლიოს შეცვლის იმედის ნაპერწკალი ღვივდება ატმოსფეროში...
დიდებული მილიარდერი, რომელსაც კარლ დიურანტის სახელით იცნობენ, ექსპერიმენტებს ატარებს ზვიგენებზე, რომლებიც მალე აუჯანყდებიან მეცნიერთა ჯგუფს და მათ შორის დიდ ქაოსს გამოიწვევენ...
რეი ბრედბერის ცნობილი რომანის ეკრანიზაცია. მომავლის სამყარო, რომელშიც ყველანაირი ბეჭდვითი გამოცემა ნადგურდება მეხანძრეთა სპეციალური რაზმების მეშვეობით, წიგნების მიმართ ინტერესი და მათი შენახვა კი კანონით ისჯება. სერჟანტი მონეგი ბრმად ასრულებს ბრძანებებს, მაგრამ კლარისასთან შეხვედრა აიძულებს გადახედოს საკუთარ ცხოვრებას...
მისტიურ კუნძულ თემისკირაზე ცხოვრობს ერთი ძალიან ლამაზი, მომხიბვლელი და ძლიერი გოგონა სახელად დიანა. ამ კონძულზე შემთხვევით ჩამოვარდნილი პილოტი სტივ ტრევორია, დიანას მისიაა ტრევორი ცივილიზაციას დაუბრუნოს და ბოროტება გაანდაგუროს...
მეორე მსოფლიო ომის დასასრულს ნაცისტები შავი მაგიის გამოყენებით ჯოჯოხეთის დემონს გამოიძახებენ, რომელმაც მათი აზრით მათ ომის მოგებაში უნდა დაეხმაროს, თუმცა ჰელბოი იზრდება და სიკეთეს უფრო ემსახურება, ვიდრე ბოროტებას...
ფრენკი თავის ირგვლივ ანთებულ სანთლებს დადგავს და გახსნის აღმოსავლეთის ბაზარზე ნაყიდ ძველებურ ზარდახშას. ლეგენდის მიხედვით, მასში მყოფი დემონები, მეპატრონეს დაუვიწყარი და აუღწერელი სიამოვნების მონიჭება შეუძლიათ. მაგრამ ფრენკი ვერ წარმოიდგენდა, რომ ეს ზარდახშა ჯოჯოხეთის კარიბჭეს გასაღებია...
სამედიცინო კოლეჯის სტუდენტები კლინიკური სიკვდილის ხელოვნურად გამოწვევის გზით ცდილობენ გარდაცვალების ფენომენი გამოიკვლიონ, რის შედეგადაც თითოეულ მათგანს კოშმარული ხილვები ეწყება. სიტუაცია თანდათან უმართავი ხდება.
თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ექსპედიციაში მყოფი კეიტ ლოიდი უერთდება ანტარქტიკაში მყოფ საერთაშორისო ჯგუფს, რომელმაც ძალიან დიდი აღმოჩენა გააკეთა, მაგრამ მათი სიხარული ძალიან ჩქარა შიშში გადაიზრდება, რადგან მათ მიერ ჩატარებულმა ექსპერიმენტმა რაღაც საშიში და ამოუცნობი გაანთავისუფლა ყინულოვანი ციხიდან. შიში და პარანოია ეპიდემიის სისწრაფით ედება გმირებს, რადგანაც მათ მიერ განთავისუფლებულ სუბიექტს შეუძლია იმ ადამიანად გადაქცევა ვისაც შეეხება...
მას შემდეგ რაც მისი კარიერა განადგურდა, ბრწყინვალე მაგრამ ქედმაღალი ექიმი ახალ გამოწვევას იღებს ცხოვრებაში, როდესაც ჯადოქარი მას მფარველობაში აიყვანს და წვრთნის, რათა სამყარო დაიცვას ბოროტებისაგან...
ძებნაში მყოფი ჰაკერი ერევა პოლიტიკაში. ამიტომ "მე-9 განყოფილება" საზოგადოებრივი უსაფრთხოების დეპარტამენტი, იღებს დავალებას იპოვოს და შეაჩეროს იგი...
ფსიქოლოგიური თრილერი, ახალგაზრდა წყვილის სასიყვარულო ამბის შესახებ. მილიარდერის მოულოდნელი გარდაცვალება აირისისთვის და მისი მეგობრებისთვის არაპროგნოზირებადი მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს…
13 წლის სემ ქლიარი ეჭვობს, რომ მისი უჩვეულოდ კარჩაკეტილი მეზობელი მისტერ სმიტი სინამდვილეში ლეგენდარული თავზეხელაღებული სამარიტელია, რომელიც 20 წლის წინ მკვდრად გამოაცხადეს. დანაშაულის ზრდისა და ქაოსის პირას მისული ქალაქის გამო სემი მიზნად დაისახავს, რომ მისი მეზობელი სამალავიდან გამოიტყუოს და ქალაქი გადაარჩინოს...
უეიდ უილსონს TVA სთავაზობს ადგილს MCU-ში, მაგრამ ნაცვლად ამისა, ის იბირებს მისთვის მისაღებ ვულვერინის ვარიანტს, რათა გადაარჩინოს მისი სამყარო გარდაუვალი განადაგურებისგან...
სონიკი, ნაკლსი და თეილსი ერთიანდებიან ახალი ძლიერი მტრის - შედოუს წინააღმდეგ. ის საიდუმლოებით მოცული ბოროტმოქმედია, რომელსაც მათთვის აქამდე უცნობი ძალები აღმოაჩნდება. რადგან მტერი მასზე ძლიერია, სონიკის გუნდს მისთვის შეუფერებელი კავშირების დამყარება მოუწევს...
ახალგაზრდა ფიზიკოსი ბარი ალენი ლაბორატორიაში მუშაობის დროს მომხდარი უბედური შემთხვევის შემდეგ, ტოქსიკური ქიმიკატების სასიკვდილო დოზით დასხივებული სასწაულებრივად გადარჩება. მეტამორფოზები, რომლებიც წარმოიშვება მის დნმ-ში სწრაფად ცვლის მას და იგი – ფანტასტიკური სიჩქარის განვითარების სუპერ უნარს იძენს. შედეგად, სუპერგმირად ქცეულ ბარის ადვილად შეუძლია სინათლეზე სწრაფად გადაადგილება. სამყაროები ერთმანეთს ეჯახებიან, როდესაც ბარი იყენებს თავის ზეშესაძლბლობას წარსულში მოგზაურობისთვის, რათა შეცვალოს წარსულის მოვლენები. მაგრამ როდესაც მისი ოჯახის გადარჩენის მცდელობა უნებურად ცვლის მომავალს, ბარი აღმოჩნდება რეალობის ხაფანგში, სადაც გენერალი ზოდი ბრუნდება განადგურების მუქარით. ახლა ბარიმ პენსიაზე გასული ბეტმენი უნდა დაიყოლიოს და გადაარჩინოს დაპატიმრებული კრიპტონიელი. საბოლოო ჯამში, იმისთვის, რომ გადაარჩინოს სამყარო, რომელშიც ის იმყოფება და დაბრუნდეს მისთვის ნაცნობ მომავალში, ბარის ერთადერთი იმედი საკუთარი სიცოცხლისთვის რბოლაა...
წლების განმავლობაში ადამიანების სამყაროდან მოშორებით ცხოვრების შემდეგ ძმები კუები გადაწყვეტენ, ნიუ იორკელების გულები დაიპყრონ და გმირული საქციელით ნორმალური მოზარდების რიგებში დაიმკვიდრონ ადგილი. მათი ახალი მეგობარი ეიფრილ ონილი მათ დანაშაულებრივი სინდიკატის დამარცხებაში ეხმარება, თუმცა მალე მათ თავს ესხმის მუტანტების არმია...
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს მოსახლეობას ამოუცნობი არსებები დაეპატრონებიან, რომელთა დანახვის შემდეგაც ადამიანები თავს იკლავენ, სებასტიანი და მისი ქალიშვილი გადასარჩენად ახალ თავგადასავალს ბარსელონაში იწყებენ...
მაილს მორალესი ბრუნდება ოსკაროსან საგაში სპაიდერმენის შესახებ, ეპიკურ თავგადასავალში, რომელიც ბრუკლინის მეგობრულ უბანში მცხოვრებ ადამიან ობობას აიძულებს, პარალელურ სამყაროებში გადაინაცვლოს, შეუერთდეს გვენ სტეისისა და სპაიდერმენების ახალ გუნდს და შეებრძოლოს ბოროტმოქმედს, რომლის მსგავსსაც აქამდე არასდროს დაპირისპირებია...
ხელოვნური ადამიანი მერედიტი მგლოვიარე ქვრივის უილიამის კომპანიონი ხდება, ის შექმნილია იმისთვის, რომ მისი გარდაცვლილი ცოლივით მოიქცეს. თუმცა ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ბრძოლაში ორგანიზაცია მისი პროგრამის შეცვლას გადაწყვეტს...
სკოტ ლენგი და ჰოუპ ვან დაინი ჰენკ პაიმთან და ჯენეტ ვან დაინთან ერთად კვანტურ სამყაროს იკვლევენ. ისინი ხვდებიან უცნაურ არსებებს და მოგზაურობენ თავგადასავალში, რომელიც მათ მიერ წარმოდგენილ საზღვრებს სცდება....
ბოროტი დოქტორი რობოტნიკი და მისი მეწყვილე ნაკლსი მოულოდნელად დედამიწას ეწვევიან უძლეველი ზურმუხტის ძიებაში. სონიკი ახალ თანამოაზრეს, სახელად თეილსს შეიძენს და ზურმუხტის მოსაძებნად მიემართება, რათა ქვა არასწორ ხელში არაღმოჩნდეს...
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.
ალმა მეცნიერია ბერლინის ცნობილ პერგამონის მუზეუმში. იმისთვის, რომ მისი კვლევის დაფინანსება შეინარჩუნოს, უჩვეულო ექსპერიმენტში მონაწილეობას თანხმდება. 3 კვირის განმავლობაში მან უნდა იცხოვროს ჰუმანოიდ რობოტთან ერთად ხელოვნური ინტელექტით, რომლის წყალობითაც მას შეუძლია, იდეალირ პარტნიორად იქცეს. ტომი ადამიანის ფორმის რობოტია, რომელმაც ის უნდა გააბედნიეროს.
პოსტაპოკალიფსური ამბავი, რომელიც მოგვითხრობს ოგუსტინის, მარტოხელა მეცნიერის ამბავს, რომელიც არქტიკაშია და ცდილობს, სალი და მისი მეგობარი ასტრონავტები შეაჩეროს, რადგან საიდუმლოებით მოცული გლობალური კატასტროფისგან განადგურებულ სახლში აპირებენ დაბრუნებას...
როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსები მარა და დილანი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი იყოს. როდესაც მათ შორის მოულოდნელი რომანი აღმოცენდება, მარა და დილანი მიხვდებიან, რომ როდესაც ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის, აწმყოთი ტკბობა უნდა დაიწყონ...
ერთმანეთს გამომწერებისა და მოწონებების რაოდენობის მიხედვით ვაფასებთ. კაილიც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. ხელიდან ტელეფონს არ იშორებს, ფეხიდან კი სკეიდ ბორდს. მას უნიკალური სმარტფონი ჩაუვარდება ხელში, რომელიც ამ ტელეფონით გამოქვეყნებულ პოსტს რეალობად აქცევს. ის იმაზე მეტს იღებს, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ სამყაროს ეპიცენტრში ყოფნა არც ისე ადვილი აღმოჩნდება...
თინეიჯერი გოგონა და მისი მამა ერთ შორეულ უცხო მთვარეზე იმოგზაურებენ ელვისებურად გამდიდრების იმედით. მათ მოახერხეს კონრაქტის გაფორმება, რომელიც უფლებას აძლევთ ძნელადმოსაპოვებელი ძვირფასი ქვების საბადო გათხარონ, რომელიც მთვარის ტოქსიკურ ტყეშია. თუმცა ამ უკაცრიელ ადგილებში სხვებიც დახეტიალობენ და ეს საქმეც მალე გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება. ფილმი არ უნდა აგვერიოს 2004 წელს იგივე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში...
აპოკალიფსი - მზე ქრება. დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას 8 წუთი სჭირდება... მთელი სამყარო პანიკაშია, ერთი ადამიანის გარდა. ის აპოკალიფსს პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად აქცევს...
მზე ძალას კარგავს. მამაცი ასტრონავტებისგან შემდგარი ჯგუფი ყველაფერს აკეთებს კაცობრიობის გადასარჩენად, ისინი ადამიანთა მოდგმისათვის ახალი სახლის პოვნას თავგანწირვით ცდილობენ...