დაუნდობელი ჰელას მიერ მისი სამშობლოს განადგურებისა და ასგარდიული ცივილიზაციის სიკვდილის შემდეგ, თორი სამყაროს მეორე მხარესაა პატიმრობაში და დროის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება, რათა ასგარდთან დაბრუნდეს რაგნაროკის შესაჩერებლად...
2018 წლის “იურიული სამყარო 2: დაცემული სამეფო“ -ს მოვლენების შემდეგ, დინოზავრები მთელ პლანეტაზე გავრცელდებიან, რაც საგრძნობლად შეცვლის მოსოფლიოს, სადაც ადამიანები იძულებულნი არიან მათთან ერთად იცხოვრონ ან მოკვდენ. დინოზავრების შექმნის ტექნოლოგია, ნებისმიერი ტექნოლოგიის ღია წყარო გახდება, ახლა ჰენრი ვუ ერთადერთი არ არის, ვინც მას ფლობს. შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დინოზავრების შექმნა, რომლებიც გადაშენებულ წინაპრებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე InGen კლონები. კლერ დირინგი და ოუენ გრედი, ახალგაზრდა მეისი ლოკვუდზე ზრუნავენ, და პასუხისმგებლობას იზიარებენ ყველაფერ მომხდარზე. მაგრამ სამმა ადამიანმა, რომელბიც ისლა ნუბლარზე და ისლა სორნზე იმყოფებოდნენ, კლერს და ოუნეს უნდა უჩვენონ, რომ სიცოცხლემ იპოვა გზა იმ ადგილისკენ, სადაც დინოზავრებს შეუძლიათ გამრავლება, ცხოვრება და განვითარება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სხვა პრეისტორიული ცხოველები უკვე გზაში არიან. როდესაც ახალგაზრდა მეისის დინო-ბრაკონიერები გაიტაცებენ, ოუენი და კლერი მის მოსაძებნად და გადასარჩენად მიდიან. მათი თავაგადასავალი გმირებს გლობალური კორპორაციის მიერ, შესაძლო საშინელი პროგრამით მართულ, დინოზავრების საარსებო გარემოში მიიყვანს, რომელსაც ალან გრანტი და ელი სატლერი იკვლევენ...
როცა მის ტომს საფრთხე დაემუქრება, უშიშარი და გაწაფული კომანჩი მეომარი ნარუ საკუთარი ხალხის დასაცავად გაემართება. თუმცა ნადირი, რომელსაც ის ეძებს, აღმოჩნდება განვითარებული უცხოპლანეტელი მტაცებელი მაღალტექნოლოგიური არსენალით...
ახალგაზრდა ჩარლი კინკეიდი საკუთარი სახლის ქვეშ სუპერგმირის საიდუმლო შტაბს აღმოაჩენს. ამ ამბის მეგობრებისთვის გაზიარების შემდეგ ყველა ფიქრობს, რომ ჩარლის მამა შესაძლოა, ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობდეს...
სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი, რომელშიც მოვლენები უახლოს მომავალში ვითარდება და ორი მსჯავრდებულის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც სასჯელის შემსუბუქების სანაცვლოდ რადიკალურად ახალი პრეპარატის გამოცდის ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობენ. გმირებს სპეციალურ საპყრობილეში აგზავნიან, რომელსაც შეშლილი მეცნიერი მართავს. ამგვარად, ის პატიმრებზე სხვადასხვა ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ ნარკოტიკებს ტესტავს, რომლებიც მათ გონებას აკნტროლებს და გავლენას ახდენს ემოციებზე...
მოვლენები უახლოეს მომავალში ვითარდება და ახალგაზრდა სარას შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მოულოდნელად გაიგებს, რომ ის უკურნებელი სენით არის დაავადებული. ახლა სიკვდილის წინ საყვარელ ადამიანებს მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი, რომ შეუმსუბუქოს, გოგონა საკუთარი თავის კლონირების პროცედურის გავლას გადაწყვეტს. მაგრამ შემდეგ სარა სასწაულებრივად გამოჯანმრთელდება, რაც მას ახალ პრობლემას გაუჩენს, რადგან მომავლის საზოგადოებაში ადამიანებს უფლება არ აქვთ იარსებონ მათი კლონებისთვის დაწესებულ სიცოცხლეზე მეტ ხანს...
ნიუ-ორკის ამბების შემდეგ სტივ როჯერსი ცდილობს შეეჩვიოს ახალ სამყაროს და წყნარად ცხოვრობს ვაშინგტონში, მაგრამ როცა კორპორაცია S.H.I.L.D-ზე განახორციელდება თავდასხმა, როჯერსი გაიხლართება ინტრიგების ქსელში, რომელიც მთელ სამყაროს განადგურებით ემუქრება. როცა ამბები ოდნავ დაწყნარდება, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი და ქორი შეებრძოლებიან მორიგ მოულოდნელ მტერს - ზამთრის ჯარისკაცს.
ანიმაციური ფილმი, საოცარი ხელოვნური ინტელექტის – მოსიარულე და მოსაუბრე რობოტების შესახებ, რომლებიც მთელს მსოფლიოში ბავშვებს ეძებენ, რათა მათი მეგობრები გახდნენ. ღარიბ ოჯახში მცხოვრები 11 წლის ბიჭის, ბარნის ერთ-ერთი ასეთი რობოტი-მეგობარი, სახელად რონი გახდება, რომელიც შეზღუდული ფუნქციების მქონე უხარისხო მოდელი აღმოჩნდება. ბიჭი მალე ხვდება, რომ მისი რობოტი არასწორად მუშაობს. ამიტომ გაუმართაობის კომპესირებისთვის ახალგაზრდა მთავარი გმირი გადაწყვეტს რონის ყველაფერი ასწავლოს, რაც მან უნდა იცოდეს. ახლა მას უწევს გაარკვიოს კომპიუტერების და ინტერნეტის სამყაროში, როგორია ნამდვილი მეგობრობის ფასი, რაც საბოლოოდ მათი ლამაზი, მხიარული და ამაღელვებელი მეგობრობის დასაწყისი გახდება...
ედი ბროკი ცდილობს საკუთარი კარიერის დაბრუნებას სერიული მკვლელის - კლეტუს კესიდისგან ინტერვიუს აღებით, რომელიც ხდება სიმბიოტი ქარნიჯის მასპინძელი და გარბის ციხიდან წარუმატებელი სიკვდილით დასჯის შემდეგ...
ფილმში მოვლენები 2135 წელს ვითარდება. კაცობრიობამ მხოლოდ სასწაულით გაუძლო უცხოპლანეტელების რასის ორ შეტევას და ემზადება მორიგი შეტევისთვის. პილოტების და მეთაურების ძიებისთვის, რომლებიც შეძლებენ დედამიწის გადარჩენას, იქმნება ახალი სამხედრო სკოლა, სადაც ასწავლიან ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს ადრეული ასაკიდან. ამ ბავშვებს შორის არის ენდრიუ ვიგინი - დედამიწის საერთაშორისო ფლოტის მეთაური და კაცობრიობის გადარჩენის ბოლო იმედი...
ერთ დროს გიგანტი ფარმაცევტული კომპანია „ამბრელა კორპორეიშენის“ მშობლიური ქალაქი, რაკუნ სითი, დასავლეთის ცენტრალურ მომაკვდავ ქალაქად იქცა. კომპანიის დახურვამ ქალაქი ნანგრევებად აქცია, სადაც უზარმაზარი ბოროტება მძვინვარებს. ბოროტი ძალების გამოჩენის შემდეგ ქალაქის მოსახლეობა სამუდამოდ იცვლება. გადარჩენილთა პატარა ჯგუფებმა კი ერთად უნდა იმოქმედონ, რათა „ამბრელას“ საიდუმლოებები გამოააშკარაონ და მეორე დილამდე მიაღწიონ...
მას შემდეგ, რაც საშინელი ვირუსული პანდემია მთელ მსოფლიოს გაანადგურებს, გადარჩენილი ადამიანები იძულებულები არიან ებრძოლონ ძლიერად შეიარაღებულ ფანატიკოსთა ჯგუფს, რომლებიც თვლიან, რომ ისინი იფარებენ ახალგაზრდა ქალს, რომელიც გადამწყვეტ როლს ასრულებს ვირუსის დამარცხებასა და მსოფლიოს მოწესრიგებაში…
ადამიანი-ობობას ფილმების ისტორიაში პირველად ჩვენი სამეზობლოს მეგობრული გმირი ნიღაბს იხსნის და მისი ჩვეული ცხოვრება და სუპერგმირობის ტვირთი ერთმანეთში იხლართება. როცა ის დახმარებას დოქტორ სტრეინჯს სთხოვს, ყველაფერი უფრო სახიფათო ხდება. მალე კი აღმოაჩენს, თუ რას ნიშნავს რეალურად იყო ადამიანი-ობობა...
ახალგაზრდა წყვილი სახლის შესაძენად, დახმარებისთვის უძრავი ქონების სააგენტოს მიმართავს. ისინი შეხვდებიან უცნაურ გაყიდვების აგენტს, რომელიც მათ პატარა ოჯახის შესაფერის ახალ, მისტიურ სახლს შესთავაზებს...
13 წლის ადამ რიდი, რომელიც ჯერ კიდევ გლოვობს მამის უეცარ სიკვდილს, ერთ ღამეს თავის ავტოფარეხში დამალულ დაჭრილ პილოტს აღმოაჩენს. ეს იდუმალი პილოტი მისი უფროსი ვერსია აღმოჩნდება მომავლიდან, სადაც დროში მოგზაურობა საწყის ეტაპზეა. მან ყველაფერი გარისკა, რათა უკან დაბრუნებულიყო საიდუმლო მისიით. ახლა ისინი ერთად უნდა წავიდნენ თავგადასავალებით სავსე წარსულში, რათა იპოვონ მამა, გამოასწორონ ყველაფერი და გადაარჩინონ სამყარო. გარდა ამისა, გმირები აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ არ მოსწონთ ერთმანეთი და თუ ისინი აპირებენ სამყაროს გადარჩენას, ჯერ უნდა გაარკვიონ, როგორ შეეგუონ ერთმანეთს.
„მარადიულნი“ უძველესი უცხოპლანეტელების გუნდია, რომლებიც დედამიწაზე საუკუნეების მანძილზე საიდუმლოდ ცხოვრობენ. მოულოდნელი ტრაგედია მათ ჩრდილიდან გამოსვლას და კაცობრიობის უძველეს მტერთან - უცხოებთან ბრძოლას აიძულებს.
ორი დაბალი რანგის ასტრონავტი უზარმაზარ მედიატურში მიემგზავრება, რათა კაცობრიობა მოახლოებული კომეტის შესახებ გააფრთხილოს, რომელიც დედამიწას გაანადგურებს.
პოსტაპოკალიპტურ დედამიწაზე რობოტი, რომელიც მისი პატრონის საყვარელი ძაღლის დასაცავადაა შექმნილი, სწავლობს ცხოვრებას, სიყვარულს, მეგობრობას და ადამიანობას.
მონადირეების ჯგუფი უკაცრიელ კუნძულზე ადამიანებზე სანადიროდ მიდის, თუმცა მოულოდნელად თავად ჯგუფის წევრები გახდებიან ნადირობის ობიექტი. ყოფილი პოლიციელი ჯეიმს მელოუნი, უვადო სასჯელს იხდის იმ დანაშაულისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მას თავისუფლების მოპოვების შანსი ეძლევა, თუ გადარჩება სასიკვდილო თამაშში, რომელშიც მონადირეების ჯგუფი ფულს იხდის, შორეულ კუნძულზე სხვა ადამიანებზე ნადირობისგან სიამოვნების მისაღებად. მელოუნი წესებს ემორჩილება, და კუნძულზე ხაფანგების შექმნით თუ მონადირეების წინააღმდეგ ფსიქოლოგიური ომის წამოწყებით ნამდვილ კოშმარს უწყობს მათ...
ალტერნატიულ სამყაროსი ჯოკერი მოტყუებით აიძულებს სუპერმენს მეტრპოლისის გაზეთის რეპორტიორის ლოის ლეინის მოკვლას, წარმოუდგენელი ტრაგედია ფოლადის კაცს ახალი სახიფათო აზროვნებისკენ და სასიკვდილო მრისხანებისკენ უბიძგებს, რაც საბოლოოდ სამართლიანობის ლიგის წევრებს ერთმანეთს დააპირისპირებს. იმედგაცრუებული, სუპერმენი კაცობრიობის სასიკეთოდ დედამიწის კონტროლის ხელში აღებას გადაწყვეტს. შედეგად, ბეტმენი მის შესაჩერებლად თავისუფლებისთვის მებრძოლ, თანამოაზრეების გუნდს ქმნის. მაგრამ როდესაც სუპერგმირები ომში მიდიან, შეძლებს თუ არა სამყარო გადარჩენას?
მაქსი ირწმუნება , რომ ის გმირია სხვა განზომილებიდან, რომელიც დროისა და სივრცის მარყუჟის გამოყენებით დედამიწაზე აღმოჩნდა და ძალები დაკარგა. მისი ისტორიის არავის სჯერა, გარდა ერთი ადგილობრივი თინეიჯერის - ჰამსტერისა...
ახალი საუკუნე, ახალი ფანტაზიები. ციფრული მონობა, რომელიც ცოტა ხნის წინ ფანტაზიის ნაყოფი იყო, უკვე რეალობად იქცა. ტოკიოში მცხოვრები ახალგაზრდები ცდილობენ ებრძოლონ ამ მძიმე სენს.
როცა მებაღე-ასტრონავტი უკაცრიელ პლანეტაზე დაეშვება, მას არაამქვეყნიური სტუმარი ეწვევა. ის ახალი ცხოვრების დაწყების ბედნიერებით ტკბება და აღმოაჩენს, რომ სამყარომ მას რაღაც გასაოცარი აჩუქა.
22 ერთმანეთთან დაკავშირებული ფილმის კულმინაცია და ფინალი მარველის კინემატიკური სამყაროს გრძედისა და განედის კვალდაკვალ. ჩვენი საყვარელი გმირები გაანალიზებენ რამდენად მსხვრევადია რეალობა და რა მსხვერპლის გაღებაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს...
მაშინ, როდესაც ადამიანთა მოდგმის მომავალი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, ახალგაზრდა კაცებისა და ქალებისგან დაკომპლექტებულ გუნდს ახალი პლანეტის ასათვისებლად გზავნიან...
დედამიწის სამყაროს გმირებმა გარე სამყაროში უნდა იმოგზაურონ და სამშობლოს გადასარჩენად უნდა იბრძოლონ, რომელსაც ბოროტი ომის მბრძანებლის შაო კანის ძალები დაესხნენ თავს. მათ მოუწევთ იბრძოლონ ტურნირში ყოველგვარი შეჯიბრებების დასასრულებლად - უკანასკნელ სასიკვდილო ორთაბრძოლაში.
მსოფლიოს ახალი შემაძრწუნებელი საფრთხე ემუქრება, სადაც მხოლოდ უშიშარ მდევრებს შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა. ფილმი მოგვითხრობს ვესემირის - გერალტის, ცირის და სხვა ჯადოქრების მასწავლებელის და მენტორის, ბავშვობასა და მოზარდობაზე და იმაზე, თუ როგორ გახდა იგი ჯადოქარი...
ადამიანების არეულ-დარეულ სამყაროში მრავალი გობლინი ცხოვრობს მშვიდად და წყნარად. ლუო-ქსიაო-ჰეი, კატა-დემონი, აქეთ-იქეთ დახეტიალობს, რადგან სახლი, რომელიც ტყეში ჰქონდა, დაუნგრიეს. ხან კეთილისმსურველი გობლინები გამოჩნდებიან მის ცხოვრებაში, ხანაც პატრონი-ადამიანი. ჰეი დილემის წინაშე დგას - რომელ მხარეს უფრო მიაკუთვნოს თავისი თავი.
სახლში მომხდარი მოვლენების შემდეგ, ებოტების ოჯახი გარე სამყაროს ტერორის წინაშე აღმოჩნდება. უცხო მიწებზე იძულებით მოგზაურობისას აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ იმ ურჩხულების არ უნდა ეშინოდეთ, რომლებიც ხმაზე რეაგირებენ...
მომავლიდან, 2051 წლიდან ადამიანები წარსულში ბრუნდებიან, რათა კაცობრიობას 30 წლის შემდეგ მოსალოდნელი კატასტროფის შესახებ ამცნონ: მომავალში ადამიანები უცხოპლანეტელებთან ბრძოლას თმობენ...
ფილმის მთავარი გმირი ქალია, რომელიც "კუბოში" იღვიძებს. მას წარმოდგენა არ აქვს თუ როგორ მოხვდა იქ, ჟანგბადი კი თანდათანობით საკმარისი აღარ არის...
ბარი ალენი აღმოაჩენს, რომ იმაზე გაცილებით უფრო სწრაფია ვიდრე ეს აქამდე ეგონა. ის წარსულში ბრუნდება და ნაცისტებსა და ამერიკის სამართლიანობის საზოგადოების სახელით ცნობილ, ოქროს ხანის სუპერგმირების გუნდს შორის, მძვინვარე ბრძოლის შუაგულში ხვდება.
ყოველ ექვს წელიწადში ერთხელ, ჯიუ-ჯიცუს მებრძოლების უძველესი კლანი უერთდება ძალებს უცხოელი დამპყრობლების რასის წინააღმდეგ ბრძოლაში. მაგრამ როდესაც ცნობილი ომის გმირი დამარცხდება, პლანეტისა და კაცორიობის ბედი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება...
5 ახალგაზრდა მუტანტი, რომლებიც საიდუმლო დაწესებულებაში არიან გამომწყვდეულნი, საკუთარ შესაძლებლობებს აღმოაჩენენ და წარსული ცოდვების გამოსყიდვისა და გადარჩენისთვის ბრძოლას იწყებენ...
ტასია ვონი კორპორაციული აგენტია, რომელიც ტვინის გადანერგვის ტექნოლოგიას იყენებს სხვის სხეულში გადასასვლელად. მიუხედავად იმისა, რომ მას განსაკუთრებული ნიჭი აქვს, მისი ექსპერიმენტები სერიოზულ ცვლილებებს გამოიწვევს მასში. დაუზიანებს მოგონებებს, შეშლის მენტალურად და საკუთარ თავზე კონტროლს დააკარგვინებს. როგორც კი გააცნობიერებს - ადამიანი, რომლის სხეულშიც არის გადასული, მისი ცნობიერების წაშლას ცდილობს...
მას შემდეგ, რაც ვენდის მარეკის გაცნობის შანსი ეძლევა, მის ცხოვრებაში ყველაფერი რადიკალურად იცვლება. ვენდი აღმოაჩენს, რომ მას ზებუნებრივი უნარი აქვს, თუმცა ვენდის ეს არც ისე ახარებს...
ცივი ომის პერიოდში საბჭოთა კოსმოსურმა ხომალდმა კატასტროფა განიცადა და ჩამოვარდა. ერთადერთი გადარჩენილი მისი მეთაურია. მას შემდეგ, რაც მასთან ცნობილი რუსი ფსიქოლოგი მივა, რათა მისი მენტალური მდგომარეობა შეაფასოს, ნათელი ხდება, რომ შესაძლოა მეთაური დედამიწაზე მარტო არ დაბრუნებულა - მას თან რაღაც გამოჰყვა...
იმისთვის, რომ დედამიწა გამეფებული კრიზისისგან დაიხსნას, მისტიური რადიო სიგნალის მეშვეობით ერთი კაცი მომავალში მიემგზავრება. მომავლისთვის ბრძოლა იწყება!
2038 წელი: ჯორჯ ალმორი ჭეშმარიტად ადამიანის ტოლფას ხელოვნურ ინტელექტზე მუშაობს. მისი უკანასკნელი პროტოტიპი თითქმის მზადაა. ეს სენსიტიური ფაზა ასევე ძალიან სარისკოა. მითუმეტეს რომ მას მიზანი აქვს, რაც ნებისმიერ ფასად უნდა დამალოს - თავის გარდაცვლილ ცოლს უნდა შეხვდეს...
წარმოიდგინეთ, რომ დედამიწაზე ჩამოსული უცხოპლანეტელების წინააღმდეგ საბრძოლველად არც მეტი, არც ნაკლები უფროსკლასელები, ზომბები და ვამპირები ერთიანდებიან რათა დედამიწაზე მათ ბატონობას წინ აღუდგნენ.