რალფი არის ძველი კომპიუტერული თამაშის მეორეხასისხოვანი პერსონოჟი. ის ათი წლის განმავლობაში კეთილსინდისიერად ასრულებდა ბოროტმოქმედის როლს, მაგრამ მას მობეზრდა სულ მთავარი პერსონაჟის ჩრდილში ყოფნა და გადაწყვიტა წავიდეს მოგზაურობაში სხვადასხვა ჟანრის თამაშებში, რათა დაამტკიცოს, რომ მასაც შეუძლია იყოს გმირი.
პირველი ფილმის მოვლენებიდან ექვსი წლის შემდეგ, რალფის თავგადასავალი გრძელდება ინტერნეტსამყაროში. როდესაც Wi-Fi-ს როუტერი ერთდება არკადში, რალფმა უნდა იპოვოს გამოსავალი, რომ შუგარ რაში შეაკეთოს...
ეს არის ყველასათვის საყვარელი ანიმაციური ფილმის მეორე ნაწილი, სადაც ერთმანეთის მტრები - ჩიტები და მწვანე გოჭები ქმნიან გუნდს და ემზადებიან ახალი თავგადასავლებისთვის...
უოლ-ი ადამიანებისგან მიტოვებულ, ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი 700 წლის განმავლობაში ცდილობს დედამიწის დასუფთავებას და ამასობაში ფრიად საინტერესო, ადამიანის მსგავს თვისებებს იძენს. ერთხელაც, როდესაც დედამიწაზე კოსმოსური ხომალდი ჩამოდის თანამედროვე, პრიალა რობოტთან ერთად, უოლ-ი ჩათვლის, რომ ნანატრი მეგობარი იპოვა და ხომალდის უკან გამგზავრებისას, მასთან ერთად, მალულად მიემგზავრება...
ძაღლი ზედმეტსახელად ვოლტი მთელი თავისი ცხოვრება სატელევიზიო სერიალის გმირია. ამ სერიალში ის სუპერძაღლს ასახიერებს, რომელიც მუდმივად იბრძვის კაცობრიობის გადასარჩენად და ამისთვის თავის ზებუნებრივ შესაძლებლობებს იყენებს. თავად ვოლტს სჯერა, რომ ის ზებუნებრივი შესაძლებლობების პატრონია და ფრენაც შეუძლია. როდესაც ვოლტი ხიფათით სავსე ქალაქში აღმოჩნდება მას გონია, რომ ეს სატელევიზიო სერიალის მორიგი ეპიზოდია…
ყველას სჯერა რომ წეროს მოჰყავს ბავშვები, მაგრამ საიდან მოჰყავს ისინი? პასუხი სტრატოსფეროშია, სადაც ღრუბლის ადამიანები ქმნიან ბავშებს, ღრუბლისგან და აძლევენ მათ სიცოცხლეს. მარტოხელა რუხი ღრუბელი არის ოსტატი, საშიში ბავშვების შექმნაში. ნიანგები, მაჩვი, ზღარბი და სხვა - გასის საყვარელი ქმნილებებია, მისი ხელოვნების ნიმუშები...
ახლო მომავალი. საკმარისია ერთ ღილაკს დააჭირო ხელი, რომ გარშემო სამყარო შენი სურვილისამებრ შეიცვლება: ფანჯრის წინ მთები გაიზრდება, ეზოში ოკეანის ტალღები ახმაურდება. ერთადერთი უხერხულობა ის არის, რომ გარშემო ყველაფერი პლასტიკისგანაა. მაგრამ შეყვარებულისთვის გადაულახავი წინააღმდეგობა არ არსებობს. მშვენიერი გოგონას ერთი სურვილი აქვს ნახოს უკანასკნელი ნამდვილი ხე...
ანიმაციური ფილმი მხიარული ალპინისტების ჯგუფის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც მოულოდნელად ევერესტზე მყოფ მარტოხელა მითიურ არსებას შეხვდებიან. იგი ძალიან ჰგავს თოვლის კაცს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან და ადამიანები ამ მითიური არსების დიდი ხნის წინ დაკარგული ოჯახის პოვნაში წვლილის შეტანას გადაწყვეტენ...
ტერიერი მაქსი უნდა შეეგუოს გარდაუვალ ცვლილებებს, როდესაც მისი პატრონი ქორწინდება და მათ ცხოვრებაში ბავშვი ჩნდება. მაქსი ოჯახთან ერთად ქალაქგარეთ რანჩოზე მიემგზავრება, ქალაქში კი ამ დროს საინტერესო თავგადასავალი მზადდება...
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდიალიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „ „სფიდი“ თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი...
ყველაფერი რეცეპტის მიხედვით მზადდება, ჯადოსური მიქსტურა თუხთუხბს ახალ სრულმეტრაჟიან ანიმაციურ ფილმში, სახელად - ასტერიქსი: ჯადოსნური მიქსტურის საიდუმლო.
მანამ, სანამ ტარზანი ჯუნგლების მეფე გახდებოდა, მოუხერხებელი პატარა ბიჭუნა იყო, რომელიც სცდილობდა გარესამყაროსთან შეგუებას. მაგრამ ერთხელაც ის შეცდომას დაუშვებს და ოჯახს რისკის ქვეშ დააყენებს. ამ მომენტიდან ტარზანი გადაწყვეტს, რომ ისინი მის გარეშე უფრო უსაფრთხოდ იქნებიან, და მიდის მათგან, ვინც უზომოდ უყვარს. სახიფათო მოგზაურობის დროს ტარზანი გაიცნობს იდუმალ ზუგოროს - იმ ადგილების ყველაზე ძლიერ წარმომადგენელს. ერთად ყოფნისას, ტარზანი და ზუგორი ხვდებიან, რომ ერთმანეთისგან განსხვავებულობა არც ისეთი ცუდია, მეგობრები და ოჯახი კი - ორი ყველაზე მთავარი რამაა ცხოვრებაში...
ლედის და მაწანწალას ლეკვი - უქნარა არ ემორჩილება წესებს და სახლიდან გარბის, რადგან უნდა ქუჩის ცხოვრებით იცხოვროს. რას აირჩევს უქნარა საბოლოოდ სახლს, კომფორტს და ოჯახის სიყვარულს თუ ქუჩაში უდარდელად ცხოვრებას?
ჰიკკაპო ოცნებას აიხდენს და მშვიდობიან დრაკონს შექმნის, ეს აღმოჩენა ბევრ პრობლემას მოაგვარებს, მაგრამ როდესაც ჰიკკაპოსა და მის სოფელს საფრთხე შეექმნებათ, დრაკონსაც და მის მხედარსაც ურთულესი გადაწყვეტილებების მიღება მოუწევთ საკუთარი რასის გადასარჩენად...
მალე ლურჯი მოსავლის მთვარე ამოდის, რაც ფერიებს საშუალებას აძლევს ძვირფასი მთვარის ქვის მეშვეობით, აღადგინონ პიქსის მტვერის ხე – ჯადოქრობის საწყისი. როდესაც თინკერ ბელი შემთხვევით მთელ პიქსი ჰოლოუს საფრთხის წინაშე დააყენებს, მან უნდა გადალახოს ზღვა საიდუმლო მისიის შესასრულებლად და ყველაფერი თავის ადგილზე დააბრუნოს.
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მელოდი, ქალთევზა არიელისა და პრინც ერიკის შვილია. მშობლები ძალიან ცდილობდნენ პატარა გოგონა ოკეანის უსიამოვნებებისგან ეხსნათ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. პატარა ქალთევზა ზღვაში გაიქცა და ბოროტი გრძნეულის, ურსულას, დას - მორგანს გადაეყარა...
სიცოცხლის წრე გრძელდება სიმბასთვის, ახლა ის მეფეა. სიმბას და ნალას ქალიშვილი კიარა მამასავით ინტერესიანია. მას მოეწონება კოვუ, სიმბას მოსისხლე მტრის ზირას ვაჟი. შეძლებს კი კოვუ პრინცესას გულის მოგებას?
მთელი მხიარულება მაშინ იწყება, როდესაც მარტოხელა ქვრივი - ობოლ მელიის შვილს სახელად ტოდს აიყვანს. იგი მალე საყვარელ ლეკვ კუპერს შეხვდება. ისინი ერთად იზრდებიან ტყეში და განუყრელი მეგობრები ხდებიან. მაგრამ მალე მოვა ის დღე, როდესაც მათი მეგობრობა სასწორზე დაიდება...
მარტოხელა თოჯინების ოსტატ ჯეპეტოს სურვილი აუხდება, როცა კეთილი ფერია მის ხის თოჯინას, პინოქიოს სულს შთაბერავს. სანამ ნამდვილი ბიჭი დაერქმევა, პინოქიომ უნდა დაამტკიცოს, რომ ამის ღირსია. აქედან იწყება პინოქიოს თავგადასავალი განუყრელ მეგობართან და სინდისთან, ჭრიჭინა ჯიმინი კრიკეტთან ერთად სტრომბოლის ცირკიდან სიამოვნების კუნძულამდე. პინოქიოს გზად მრავალი ცდუნება ხვდება, თუმცა მალე სწავლობს კარგის და ცუდის გარჩევას. რამოდენიმე უიღბლო ეპიზოდის მიუხედავად, ჯეპეტოს პატარა, ხისთავიანი თოჯინა საბოლოოდ ყველაფერს სწავლობს და ამტკიცებს, რომ თუ ვარსკვლავს ჩაუთქვამ, ოცნება აუცილებლად აგიხდება.
და-ძმა ჯუდი და პიტერი ჯადოსნურ თამაშს აღმოაჩენენ. ეს თამაში მათ მაგიური სამყაროს კარს გაუღებს და ბავშვებიც უნებლიედ თამაშიდან ალანს მოიწვევენ - ალანი არის ზრდასრული ადამიანი, რომელიც 26 წლის მანძილზე თამაშში იყო გამომწყვდეული მათ სასტუმრო ოთახში. ალანის გათავისუფლების ერთადერთი შანსი თამაშის დამთავრებაა, რაც საკმაოდ სარისკოა, რამდენადაც სამივე მოთამაშე გიგანტური მარტორქების, ბოროტი მაიმუნების და სხვა საშიში არსებების გარემოცვაში იმყოფება...
ლომი ალექსი, ზებრა მარტი ჰიპოპოტამი გლორია და ჟირაფი მელმანი, ასევე სხვა ცხოველები ისევ ცდილობენ ნიუ იორკში დაბრუნებას. ამჯერად ევროპის გავლით, სადაც საკუთარ ცირკს ხსნიან...
სასტიკი და საძულველი გრინჩი გაღიზიანებულია იმით, რომ მეზობელ სოფელში აქვთ მხიარული საშობაო წვეულება. ის შეინიღბება, როგორც სანტა კლაუსი და ძაღლთან ერთად, რომელიც დაამსგავსა ირემს მიდის იქ. ის აპირებს სოფელში მოიპაროს ყველაფერი საშობაო. სოფელი რწმუნდება, რომ სევდიანი შობა აქვთ ამ წელს...
თოვლის კაცი მოგვითხრობს ისტორიას წითელცხვირა ირემზე, რომელიც ირმების თამაშიდან მოელვარე ცხვირის გამო გამოგდების შემდეგ დაუმეგობრდა ელფ ჰერმის, რომელსაც დანტისტობა სურს და ასევე მზვერავ იუკონ კორნელიუსს...
ახალი თავგადასავალი ფერიების სამყაროში. სასაცილო და ნიჭიერმა ფერია ფავნმა იცის, რომ წიგნი ყდით არ უნდა შეაფასოს და უმეგობრდება დიდ და საშიშ მხეცს სახელად NEVERBEAST-ს...
ფლაბერი. ქიმიის პროფესორის ბოლო ქმნილება, რომელზეც ის მთელი ცხოვრება მუშაობდა. დაბნეული მეცნიერი ვერც კი ხვდება, როგორი მნიშვნელოვანი აღმოჩენა აჩუქა მსოფლიოს. სინამდვილეში ხომ ეს რეზინის ნაგლეჯი - დაუჯერებელი სიძლიერის კონცენტრირებული ენერგიაა...
ახალი წელი უახლოვდება ქალაქს და ცენტრალური ზოოპარკის ყველა მცხოვრები ემზადება მის შესახვედრად. პინგვინებმა მორთეს თავისი გამოქვაბული და ოცნებობენ შავ–თეთრ დღესასწაულზე ...
სანტა კლაუსი "მადაგასკარის" კომპანიის მიზეზით ავარიაში მოყვება და მეხსიერებადაკარგული მადაგასკარის კუნძულზე აღმოჩნდება. ალექსი, მარტი, მელმანი და გლორია თავიანთ თავზე იღებენ ბავშვებისთვის საჩუქრების დარიგებას. მათ სანტას ნიუ-იორკში დაბრუნების იმედი აქვთ...
ყველასთვის კარგად ნაცნობი ანიმაციის მეორე სერია სადაც ბოლტოს უკვე თავისი ოჯახი და მასზე მეტად მგელს დამსგავსებული შვილი ყავს რომლის თავგადსავალსაც ჩვენ ვიხილავთ მოცემულ სერიაში...
ნახევრად ლაიკა, ნახევრად მგელი, ბალტომ თვითონაც არ იცის ვინაა სინამდვილეში. ყველას მიერ განდევნილი მაწანწალა ალიასკას ყინულის უდაბნოში. მხოლოდ მისი მეგობრები რუსული პოლარული ბატი ბორისი, დათვის ბელები მაკი და ლაკი და ლამაზმანი-ლაიკა ჯენა დარწმუნებულები არიან, რომ იმის მიუხედავად, რომ ის ყველასაგან განირჩევა, მის გულში კეთილი გული ძგერს. ერთხელაც უბედურება დატრიალდება. დიფტერიის ეპიდემიამ იფეთქა პატარა დასახლებაში ბავშების შორის, თოვლის ქარიშხალმა კი შეუძლებელი გახადა გზებზე გადაადგილება. მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ წამლკის მოტანა და მათი გადარჩენა. მაგრამ ძაღლები დაიკარგნენ გაყინულ სივრცეში. ახლა მხოლოდ ბალტოს შეუძლია დაკარგულენბის პოვნა და ბავშვეების გადარჩენა, თან გმირი და ნამდვილი ლეგენდა გახდეს...
მაუგლი ტოვებს ახალ ოჯახს და ბრუნდება ჯუნგლებში, რათა მოინახულოს მისი საუკეთესო მეგობარი ბალუ, თუმცა მან არ იცის, რომ ბოროტი ვეფხვი შერ ჰანი აპირებს მასზე შურიძიებას...
მოუსვენარი ქათამი ლიფი ტოვებს უზრუნველ ცხოვრებას ფერმაში და ტყეში მიდის. შემთხვევით იგი პატარა იხვის ჭუკს იხსნის მელიასაგან და გადაწყვეტს იზრუნოს მასზე. წინ საინტერესო თავგადასავლები ელით...
უძველესი დროის დედამიწა, როდესაც აქ ჯერ კიდევ ვულკანები მძვინვარებენ და საშინელი კატაკლიზმები ხდება. ჩვენი პლანეტა საოცარი არსებებით არის დასახლებული. ჩვენი პატარა ბრონტოზავრი დინო ლეგენდარული ველის საძებნელად მიემგზავრება. მას თანამგზავრებიც ჰყავს - სხვადასხვა სახეობის ოთხი პატარა დინოზავრი. შორს მიმავალ გზაზე პატარებს წარმოუდგენელი თავგადასავლები ელით...
დინოზავრებმა შეიტყვეს რომ დიადი ველის იქით ამინდი შეიცვალა. ყველგან ნისლია. ნისლში უცნობი არსებები ჩნდებიან და იქ ყოფნა სახიფათოა. იქ არც ერთი დინოზავრი არც აპირებდა წასვლას, მაგრამ ბაბუა დინოზავრი ავად გახდა, მას მხოლოდ ყვავილი გადაარჩენს, რომელიც ნისლის მხარეში მოიპოვება. თავგადასავალი იწყება, პატარა მეგობრები წამლის მოსატანად მიდიან...
ნახევარქათამას ზემოდან ჩამოვარდნილი რკო, ცის ნაჭერი ეგონა. ახლა ის ატეხილი პანიკის გამო დაკარგული რეპუტაციის აღდგენას ცდილობს, მაგრამ ამ დროს მას თავზე ნამდვილი ცის ნაგლეჯი ეცემა. ახლა მან და მისმა მეგობრებმა სამყარო უნდა გადაარჩინონ...
დიადი ველი ყოველთვის იყო ის ადგილი , სადაც ყველა ჯიშის დინოზავრი ერთად ცხოვრობდა. საკვები ყველასთვის საკმარისი იყო, შესაბამისად მშვიდად ცხოვრობდნენ. მაგრამ სამწუხაროდ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. ველს კალიები შემოესივნენ და ფოთლები გაანდაგურეს. სანამ დიდი დიმოზავრები ფიქრობდნენ რა ეღონათ, პატარა დინოზავრები მოგზაურობაში გაემგზავრნენ...
ისტორია ზარინაზე, ჭკვიან და ამბიციურ ფერიაზე, რომელიც კრეფს მტვერს მცენარეებიდან. ყველაფერი დაიწყება იქიდან, რომ ის მოიპარავს ფერიების ჯადოსნურ მტვერს...
ჯადოსნურ სამეფოში გრანდიოზული დღესასწაულია: რაპუნცელის ქორწილი! ყველანი მოუთმენლად ელიან საზეიმო მომენტს, მაგრამ საქორწინო ცერემონიას ემუქრება კატასტროფა: ცხენი მაქსიმუსი და ქამელეონი პასკალი კარგავენ საქორწილო ბეჭდებს. მათ რჩებათ მხოლოდ რამდენიმე წუთი იმისათვის, რომ იპოვონ დანაკარგი...
აზარტული თამაშების მოყვარული ძაღლი, სახელად ჩარლი, პიტბულის ხელით კვდება. სიკვდილის შემდეგ კი სამოთხეში აღმოჩნდება, რადგანაც ყველა ძაღლი სამოთხეში ხვდება. მაგრამ ჩარლის ისე უნდა შური იძიოს თავის მკვლელზე, რომ დედამიწაზე ბრუნდება...
პოპ მუსიკის სენსაცია - ელვინი, საიმონი და თეოდორი დეივ სევილის 20 წელს გადაცილებული ძმის შვილის, ტობის ხელში ჩავარდებიან. მათ ცოტა ხნით მუსიკის გვერდით გადადება უწევთ რადგან სკოლაში უნდა დაბრუნდნენ, სადაც სკოლის მუსიკალური პროგრამა უნდა გადაარჩინონ და სხვა ბენდებთან შეჯიბრში 25000 დოლარი მოიგონ...
მეზობლის მიერ დაჩაგრული 10 წლის ლუკას ნიკელი დაღონებული მისი ეზოს წინ ჭიანჭველების გორაკისკენ გაემართება. მწერები მას ჯადოსნური ელექსირით ზომაში დააპატარავებენ და ხოჭოს ხელას გახდიან. მას "კოლონიის" წინაშე დამნაშავედ აღიარებენ და ახლა მისი თავისუფლების დაბრუნების ერთადერთი გზა ისაა, რომ იცხოვროს ჭიანჭველებთან და ისწავლოს მათი ცხოვრების წესები...
მაკქუინის და მისი მეგობარი მეიტერის შეჯიბრი უცხო ქვეყანაში მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა შედგეს, მაგრამ ჩემპიონატამდე მისასვლელი გზა რთულდება,რადგან მეიტერს საერთაშორისო ჯაშუშობას აბრალებენ...
საიმპერატორო პინგვინების მუსიკალურ სამყაროში, რომლებიც წყვილებს სიმღერით პოულობენ, დაიბადა პინგვინი სახელად მამბლი, რომელსაც არანაირი ნოტის გამოთქმა არ შეუძლია. სამაგიეროდ ის არაჩვეულებრივად ცეკვავს...
ზაფხულის არდადეგების შემდეგ გრეგ ჰეფლი სკოლაში ბრუნდება. მშობლები სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ გრეგისა და მისი ძმის როდრიკის ერთმანეთთან დაახლოვებას...
რიგით მესამე ისტორია დინ-დინის და მისი მეგობრების. ერთხელ ფერია დინ-დინი შეხვდება პატარა გოგონას სახელად, ლიზი, რომელსაც სჯერა ჯადოქრობის. დინ-დინი ეჩვევა პატარა, ცნობისმოყვარე გოგოს, რომელსაც სჭირდება მეგობარი. მის გამო იგი რისკზე მიდის და საფრთხეს უქმნის არამარტო საკუთარ სიცოცხლეს, არამედ მთელს ფერიების ქვეყანას...