აქამდე უცნობი 500-ზე მეტი კადრისგან შექმნილი დოკუმენტური ფილმი ეხმიანება, ცნობილი ფეხბურთელის - დიეგო მარადონას კარიერას, რომელიც ოთხმოციან წლებში იტალიურ საფეხბურთო გუნდ ნაპოლში თამაშობდა, რა დროსაც გუნდმა მსოფლიო ჩემპიონობა მოიპოვა.
ფილმი მოგვითხრობს დაუნის სინდრომით დაავადებული 22 წლის ზაკზე, რომელიც ინვალიდთა სახლიდან გარბის, სადაც ის ცხოვრობს, რათა ოცნება აისრულოს და პროფესიონალი რესლერი გახდეს. მთელი რიგი მოვლენების შემდეგ, ახალგაზრდა ტაილერი – ძებნაში მყოფი წვრილმანი თაღლითი, ზაკის მწვრთნელი და მოკავშირე გახდება. გმირები ერთად გაურბიან დევნას, ვისკის სვამენ, ღმერთს ეძებენ, თევზებს იჭერენ და ინვალიდთა სახლის მშვენიერ და კეთილ მედდას - ელეონორას, თავიანთ მოგზაურობაში ჩაითრევენ...
დოკუმენტური ფილმი ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული იტალიელი მოთამაშის, რობერტო ბაჯოს შესახებ. ფილმში გადმოცემულია მისი 22 წლიანი დიდებული კარიერის ისტორია.
ნორმი მასხარა იყო, მაგრამ ვერავის ვერ აცინებდა. მის წარმოდგენებს სრული ჩავარდნისგან მხოლოდ მისი ძაღლი ბადი შველიდა, რომელთანაც ის ტრიუკებს აკეთებდა. წარუმატებლობისგან გააფთრებული ნორმი ცემდა ბადის და ჭკვიანი ძაღლი გაიქცა მისგან. ბადი 11 წლის ბიჭს ჯოშს დაუმეგობრდება ისინი ერთმანეთს კალათბურთის მოედანზე გაიცნობენ, სადაც ჯოში სავარჯიშოდ დადის იმის იმედით, რომ მას აიყვანენ სკოლის გუნდში. როდესაც ჯოში დაინახავს, როგორ შეუძლია ბადის ბურთების ჩაგდება კალათაში, ისინი ერთად დაიწყებენ ვარჯიშს და წარმატებასაც მიაღწევენ...
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე, რომელიც შურისძიებას გეგმავს ყოფილ შეყვარებულზე, რაც გამოწვეულია მისი მშობლიურ ქალაქში ახალ შეყვარებულთან ერთად დაბრუნებით...
პეიჯი და მისი ძმა ზაკი, რომლებიც მოჭიდავეთა ოჯახში დაიბადნენ, ძალიან ეგზალიტირებულნი არიან: ცხოვრებაში რომ ერთხელ ეძლევა ადამიანს, ისეთი შანსი მიეცემათ - მონაწილეობა მიიღონ პროფესიული ჭიდაობისათვის შესარჩევ საკონკურსო პროგრამაში. მაგრამ როდესაც პეიჯს საწვრთნელ პროგრამაში აიყვანენ, მოუწევს თავის საყვარელი ადამიანებისგან მოშორებულს, მარტომ გაუსწოროს თვალი ამ ახალ სასტიკ სამყაროს. ეს გამოცდილება აიძულებს ყველა რესურსი გამოიყენოს და საბოლოოდ დაამტკიცოს, რომ რაც მას გამოარჩევს სწორედ ისაა, რაც ვარსკვლავად აქცევს...
წარმატებული მოციგურავე ტონია ჰარდინგი შტატების ფიგურული სრიალის ჩემპიონატზე წარსდგება, თუმცა მისი მომავალი ეჭვქვეშ დგება, როდესაც მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდება...
მე-20 საუკუნის 70-იანი წლები. “ფორმულა 1″-ის ოქროს ხანა: სარბოლო ავტომობილების გამარტივებული ფორმები, სასტიკი მრბოლელები ტრეკებზე და ჩვეულებრივები ცხოვრებაში, სექსუალური გულშემატკივრები, შამპანიური გამარჯვებულისთვის ფინიშზე. ორი შეურიგებელი მოწინააღმდეგე ფორმულა 1-ის ისტორიაში - მომხიბლავი ინგლისელი ფლეიბოი ჯეიმს ჰანტი და დისციპლინირებული ავსტრიელი ნიკი ლაუდა - ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ფინიშთან პირველები მივიდნენ.
ფილმს საფუძვლად უდევს ბეტანი ჰამილტონის რეალური ამბავი. ბეტანი ბავშვობიდან იყო ამ სპორტით დაკავებული, მაგრამ 13 წლის ასაკში კაუაის ჩრდილოეთ სანაპიროსთან მას ზვიგენი დაესხა თავს, რის შედეგადაც ბეტანიმ მარცხენა ხელი დაკარგა და ძლივს გადარჩა. ამ ყველაფრის მიუხედავად იგი კვლავ დადგა დაფაზე და დაიწყო შეჯიბრებში მონაწილეობის მიღება...
აირტონ სენას, მსოფლიოში ყველაზე ცნობილი მრბოლელის, ცხოვრების საოცარი და მომნუსხველი ისტორია. ფილმი მოგვითხრობს სენას წარმატებული გზის დასაწყისზე, მის ცხოვრებაზე და ტრაგიკულ სიკვდილზე...
დაძაბული და დინამიური ფილმი გადარჩენისათვის ბრძოლაზე - სპორტის სამყაროში. შერკინება ფეხბურთის მოედანზე არ მთავრდება. ოთხი წლის წინ საფეხბურთო გუნდი "მაიამის ზვიგენები" თავისი წარმატების მწვერვალზე იყო. ახლა კი მათ აღარ უმართლებთ. ყოველ კვირა დღეს შენ მიდიხარ სტადიონზე, რათა მოიგო ან წააგო. მთავარი აზრი კი იმაშია, შეძლებ თუ არა წააგო, როგორც ნამდვილი მამაკაცი...
მესამე ნაწილის მოქმედება ვითარდება 2006 წელს გერმანიაში ჩატარებული მსოფლიო ჩემპიონატის დროს, სადაც ამომავალი მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავი სანტიაგო მუნეზი იცავს მექსიკის ნაკრებს...
ბრაიან კლაფის ლიდს იუნაითედის თამაშის ბინძური სტილი არ მოსწონს, რაც აშკარად იმაზე მიუთითებს, რომ მალე უსიამოვნება მოხდება. მისი კარიერიდან გამომდინარე ადვილად ვხვდებით, რომ იგი ყოფილ მენეჯერ დონ რევისთან მტრობდა და ეტყობა, თუ როგორ აკლია მისი მარჯვენა ხელი პიტერ ტეილორი.
მამაკაცი საკუთარი იახტით მოგზაურობს ინდოეთის ოკეანეში. უცებ ამინდი იცვლება და მას მოუწევს ბუნების ძალებთან შებრძოლება, რათა ნაპირზე საყვარელ ადამიანებთან დაბრუნდეს...
ფეხბურთის გუნდის თავდამსხმელი პოლ ქრუვი და კოლეჯის ყოფილი ჩემპიონი და მწვრთნელი ნეით სკარბორო ერთ ციხეში ამოყოფენ თავს.მათ პატიმრების საფეხბურთო გუნდის შეკრება ევალებათ.სკარბორო მატჩის მსაჯადაა დანიშნული და პატიმრებს მოგებაში უნდა დაეხმაროს, მაგრამ თამაში გეგმის მიხედვით არ წავა...
ფილმი დაფუძნებულია დაუჯერებელ რეალურ ისტორიაზე. ექსპრესი გვიამბობს კოლეჯის მოთამაშის ენრი დევის შესახებ. პირველი აფრო-ამერიკელი რომელმაც ჰეისმენ ტროპი მოიგო...
ფეხბურთის მწვრთნელი გარი გეინსი ტეხასის პატარა ქალაქ ოდესიდან გუნდს ქვეყნის ჩემპიონატზე გაიყვანს. დიდებამდე გასავლელი გზა რასისტული და ეკონომიკური დაბრკოლებებით არის სავსე, ამიტომ მწვრთნელი უნდა დაეხმაროს გუნდს ამ ლაბირინთში გასასვლელად და მოგების მოსაპოვებლად...
რუსი პატიმარი, ბოიკა მუხლის ტრავმის გამო, რომელიც "გასაჩივრებას არ ექვემდებარება 2"-ის ბოლოს მიიღო, დაკოჭლდა. იგი აღარ არის ციხის ისეთი სახიფათო მოჩხუბარი, როგორიც იყო. უკვე იმდენად დაეცა, რომ მხოლოდ ტუალეტების მწმენდავად თუ გამოდგება, მაგრამ როდესაც ციხის ჩხუბების ახალი, უკვე საერთაშორისო ტურნირი იწყება, იგი მსოფლიოს ციხეების საუკეთესო მოჩხუბრებს უნდა შეხვდეს. გამარჯვებულის ციხიდან გაშვების პირობით შეგულიანებულმა ბოიკამ - უნდა აღიდგინოს საკუთარი ღირსება და იბრძოლოს ტურნირში თავისი ადგილის მოსაპოვებლად...
ფილმი მოგვითხრობს ტრამპლინისტზე, ედიზე მეტსახელად "არწივი". მან სახელი გაითქვა თავის უიღბლობით. საქმე იმაშია, რომ ყველა შეჯიბრებაში ის იკავებდა ბოლო ადგილს...
ფერმერ აიოვიან რეი კინსელს ბოლო დროს უცნაური ხმები ესმის, რომელიც მას თავისი სიმინდის მინდორზე ბეისბოლის მოედნის გაკეთებას ურჩევს. შეიძლებოდა ეს ნებისმიერს სისულელედ მოჩვენებოდა, მაგარამ არა რეის...
რენდი 80-იანი წლების ვარსკვლავი იყო, ახლა კი საკუთარი თავის მკრთალი ანარეკლია. მან ერთ-ერთი ბრძოლის დროს ინფარქტი მიიღო, რის გამოც ექიმებმა რინგზე გამოსვლა აუკრძალეს. ახლა ის ახალ ცხოვრებას იწყებს. მაგრამ ძველ მოწინააღმდეგესთან რევანშის აღების პერსპექტივა ძალიან მიმზიდველი აღმოჩნდება...
მოკრივის ცხოვრებისეული თავგადასავალი, რომელიც ემოციურად საკუთარ თავს ბოლოს უღებს. სისასტიკე და მძვინვარება, რისი წყალობითაც იგი რინგზე წარმატებას აღწევს, რინგის გარეთ მის ცხოვრებას ანადგურებს...
„ „პომპონები“ კომედიაა ქალების ჯგუფის შესახებ, რომლებიც პენსიაზე გასვლის შემდეგ მხარდამჭერთა გუნდს ჩამოაყალიბებენ, რათა დაამტკიცონ, რომ ცეკვისთვის გვიანი არასდროს არაა...
ფრენბურთის ვარსკვლავის - კაროლინის - ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ, სკოლის გოგონათა დამწუხრებული გუნდი ერთ მუშტად შეიკვრება მათი მკაცრი, მაგრამ საყვარელი მწვრთნელის ხელმძღვანელობით იმ იმედით, რომ ჩემპიონატს მოიგებენ...
როზ პამფილე 21 წლისაა და ცდილობს თავი დააღწიოს მობეზრებულ გარემოს. როზი მუშაობას იწყებს დაზღვევის სააგენტოში, რომლის ქარიზმატული უფროსი იმედოვნებს, რომ მისი ახალი თანამშრომელი მანქანაზე სწრაფად ბეჭდვის ტურნირში გაიმარჯვებს.,,
ხუთმა ახალგაზრდა სპორტსმენმა უნდა დაივიწყოს უთანხმოება და პირადი პრობლემები იმისათვის, რომ ერთიან გუნდად დაიცვან აშშ-ს ნაციონალური ნაკრების სახელი საერთაშორისო შეჯიბრზე კარატეში. ბრძენი მწვრთნელის ხელმძღანელობით მათ ეს გამოსდით, და ისინი თავის ოსტატობას დემონსტრირებას ახდენენ...
ფილმის მოქმედება ვითარდება 70-იანი წლების ავსტრალიაში. მთავარი გმირები - ძმები ფიშერები არიან. ენდის და ჯიმის ყველაზე მეტად უყვართ ტალღების დაპყრობა, მაგრამ როდესაც ოჯახს უდგება გაჭირვების დღეები ჯიმი ეხვევა კრიმინალურ სამყაროში…
ჩემპიონი მოკრივის ისტორია, რომელიც ციხეში მოხვედრის შემდეგ ყველაფერს კარგავს. გათავისუფლების შემდეგ მას მოუწევს ბევრი სირთულის გადალახვა, რათა აღიდგინოს რეპუტაცია, დაიბრუნოს ერთხელ მოპოვებული ქამარი და ნამდვილი სიყვარული...
დაგი მთელ დანაზოგს დათმობს, რათა მოხვდეს გუნდში - ქუჩის ტურნირში მონაწილეობის მისაღებად, მაგრამ წარუმატებლობის შემდეგ ყველაფერს კარგავს. მან ტურნირისა და ფულადი პრიზის მოგების იმედი დაკარგა, სწორედ ამ დროს იგი კალათბურთის ლეგენდას გაიცნობს, რომელიც მას დაარწმუნებს დაბრუნდეს კორტზე ბოლოჯერ...
რენდი დეიტონა პინგ-პონგის გენიალური მოთამაშე ბავშვია, რომელმაც ოლიმპიადაზე ოქრო იმის გამო ვერ მოიგო, რომ მამამისის მკვლელობის შესახებ შეიტყო. 15 წელი გავიდა ამის შემდეგ და ახლა მას ფედერალური ბიუროს აგენტი მამამისის მკვლელის, ფენგის დასამარცხებლად დახმარებას სთავაზობს...
ამომავალ ფეხბურთის ვარკვლავს სანტიაგო მუნიეს ყველაფერი აქვს: ის თავდამსხმელია ლეგენდარულ გუნდში "რეალ მადრიდი", ახალი "ლამბორჯინი" ყავს, საკუთარი აგარაკი, ეპანელი ლამაზმანების ყურადღება და სიყვარული, მაგრამ ყველაზე მთავარია ისაა, რომ მას შეუძლია ბეკხემთან, რაულთან, ზიდანთან და რონალდოსთან ერთ მოედანზე თამაში! მაგრამ წარსული სანტიაგოს არ ეშვება...
ემა და სემ სტენტონები – საუკეთესო მეგობრები არიან. თან გოგონები ტყუპები და დიდი მეოინეები არიან. მათ უყვართ ერთმანეთში ტანსაცმლის და სხვადასხვა ნივთების გაცვლა, მაგრამ მათი ერთმანეთში არევა თითქმის შეუძლებელია. სემი ფეხბურთითაა გატაცებული, ემა კი ოცნებობს ნამდვილი ლედი გახდეს. მაგრამ ასე მოხდება, რომ მათ ორივეს მოუწევთ საფეხბურთო მოედანზე გასვლა. რით დამთავრდება ეს მატჩი?...
არტიომ კოლკინი ერთ-ერთი იყო, მაგრამ მას დიდება უნდოდა. და მან თავისი გზა აირჩია: ის მოკრივე გახდა. ახლა არტიომი ჩემპიონის ტიტულის პრეტენდენტია, მებრძოლი, რომელმაც სახელი მთელ მსოფლიოში გაითქვა. მაგრამ მის ცხოვრებაში ყველაზე მთავარი ბრძოლა სულ სხვანაირად წავიდა. ახლა მან თავისი პრობლემები რინგის მიღმა უნდა გადაჭრას. მას მხოლოდ სამი დღე აქვს, იმისათვის, რომ შური იძიოს იმათზე, ვინც მას უღალატა, საყვარელი ქალი დაიცვას დაქირავებული მკვლელებისგან და უზარმაზარი თანხა შეაგროვოს...
ნამდვილი ამბავი, რომელშიც რიჩმონდის კოლეჯის საკალათბურთო გუნდის მწვრთნელი კენ კარტერი 1999 წელს მედიის ყურადღების ცენტრში ხვდება იმისათვის, რომ მთელ გუნდს სათადარიგოთა სკამზე დასვამს ცუდი აკადემიური მოსწრების გამო.
ფილმი არის დევიდ და ქურთ სლოანებზე - მეომრებზე კალიფორნიის დინასტიიდან. დევიდი გარდაიცვლება ერთ-ერთ ორთაბრძოლაში - ჰონკ-გონკში. ამის გაგების შემდეგ ქურთი გაემართება ტაილანდში თავის მასწავლებელთან ნებისყოფის ასამაღლებლად, რომ გადაუხადოს სამგიერო ძმის მკვლელს...
ამბობენ, რომ თუ მამაკაცი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული, ე.ი. მას რაღაც ვერ აქვს წესრიგში. თუ 30 წლის ქალი ჯერ კიდევ არ გათხოვილა, ე.ი. ის ძალიან ბევრს მუშაობს. და რა მოხდება თუ ორი ასეთი მარტოობა ერთმანეთს შეხვდება?...
ფოლბრუკის სკოლა აღფრთოვანებულია ახალი მასწავლებლით. მისტერ დი - ჭკვიანი, მშვენიერი, სასაცილო და აზრიანი გამომგონებელია. ახალგაზრდა კუმირს უკვე გამოუჩნდა გავლენიანი მტერი. პედანტ მისტერ უორენს გადაწყვეტილი აქვს მიიღოს წლის საუკეთესო მასწავლებლის წოდება. მაგრამ მისტერ დის გამოჩენის შემდეგ მისი შანსები ქრება...
სერფინგი - მეფეების სპორტი. ყველა ვერ შეძლებს გაუმკლავდეს უდიდეს ტალღებს კალიფორნიის სანაპიროებზე. მათ ეძახიან დამპყრობლებს, რომლებიც აღწევენ 25 მეტრს სიმაღლეში. ჰესონს არაერთხელ ყავს სტიქია დაპყრობილი, მაგრამ თავის საიდუმლოებას არავის უნდობს. მან დაპირდა თავის საყვარელ ქალს, რომ აწი აღარ გარისკავს. მაგრამ ახალგაზრდა ჯეიმ მოთაფლა ჰესონი...
ახალგაზრდა, ნიჭიერი სკოლის ნაკრების მოთამაშე, რომელზეც დიდ იმედებს ამყარებენ, დაიბნა თავის ძმებთან ურთიერთობებში... ერთი მათგანი - ნარკოტიკების მოვაჭრეა, მეორე კი სკოლის დარაჯი...