პროფესიონალი ბეისბოლის მოთამაშის ისტორია, რომელსაც შეეძლო ბევრისთვის მიეღწია, მაგრამ დანებდა ნარკოტიკების ცდუნებას. ის ხვდება, რომ მარტო ვერ გაუმკლავდება პრობლემას, რომელიც ანადგურებს მის კარიერის და წვება კლინიკაში რეაბილიტაციისთვის თავის მშობლიურ ქალაქში...
ბილიარდის მოთამაშე ედი ფელსონს, მეტსახელად "ფასტის" ბევრი ნიჭი აქვს. მას თამაშის თავისი წესები აქვს. თავდაპირველად მოწინააღმდეგეს მოგების შანსს აძლევს, შემდეგ ფსონს ზრდის და მას ბოლომდე აკოტრებს. ნიუ–იორკში ლეგენდარული დუელი იმართება: "ფასტი" სათამაშოდ "მინესოტელ მსუქანას" იწვევს, რომელიც ბილიარდის მოთამაშეებში ცნობილი ავტორიტეტია...
ისტორიაში ბევრი გამარჯვებაა ცნობილი, რომელმაც მილიონობით ადამიანზე მოახდინა გავლენა. ასეთ ტრიუმფს წარმოადგენს საბჭოთა კავშირის გამარჯვება კალათბურთში დრამატულ ოლიმპიადაზე 1972. დაახლოებით 4 ათწლეულის მანძილზე ამერიკის გუნდი დაუმარცხებლად ითვლებოდა. ყველა გუნდი შეგუებული იყო იმ აზრს, რომ პირველები ამერიკელები იყვნენ, ამიტომ მეორე ადგილისთვის საბრძოლველად მიდიოდნენ ჩემპიონატებზე. საბჭოთა კავშირის გუნდმა კი შეძლო მათი დამარცხება...
მორის ბუთერმარკერი ალკოჰოლიკი მუშაა და ძველი კალათბურთის მოთამაშე. მალე ის მწრთვნელი ხდება და 12 წლის ბავშვებს კალათბურთში ამეცადინებს რომ ლიგაზე გაიყვანოს...
ცნობილი ალპინისტის ჯო სიმპსონის ბესთსელერის ეკრანიზაცია, რომელიც მოგვითხრობს მისი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე წარმოუდგენელი, რეალური ისტორიის შესახებ. წიგნში აღწერილია სიმპსონის და მისი მეგობრის საიმონ იეთსის ასვლა პერუს ანდების ერთ-ერთ მწვერვალზე, 1985 წელს. ახალგაზრდა ამბიციურმა ალპინისტებმა გადაწყვიტეს შორეული სიულ გრანდეს დასავლეთ ქედი დალაშქრონ, რომლის სიმაღლეც 7000 მეტრია. დღეს სიმპსონი და იეთსი ერთად ბრუნდებიან მოვლენების ადგილზე, რათა თავიაანთი თავგადასავალი გვიამბონ...
როდესაც თვითფრინავი ჩამოვარდება, ბორტზე მყოფი მარშალის უნივერსიტეტის ფეხბურთის გუნდი და მათი ფანები იღუპებიან. გუნდის ახალი მწვრთნელი და რამდენიმე გადარჩენილი წევრი ახალ გუნდს აყალიბებენ.
ყოფილ ინგლისის გუნდის კაპიტანს დენი მიჰენს "ძვლების მსხვრეველს" აქვს ყველაფერი: ძვირფასი მანქანები, ფული, პოპულარულობა. ერთხელაც იდილია იმსხვრევა და დენი ციხეში ხვდება, ციხის უფროსს დიდი თანხა აქვს ჩადებული ფეხბურთის გუნდის შესაქმნელად, მას სურს "ციხის თასის" მოგება და ყოფილი ფეხბურთელს გუნდის მწვრთნელად დანიშნავს. დენის არ სჯერა, რომ პატიმრები შეძლებენ მოგებას.
დიანა - ჯიუტი გოგონაა. ამის გამო მის ცხოვრებაში მხოლოდ უსამოვნებები ხდება. ნიუ-იორკის რაიონში, სადაც ის გაიზარდა, სხვაგვარად არც შეიძლება - აქ გარშემომყოფი სამყარო სასტიკია და უკომპრომისო, აქ ჯუნგლების კანონი მუშაობს. აქ ის იმარჯვებს, ვისაც თავისი თავის დაცვა შეუძლია. ერთხელაც ის მოხვდება კრივის დარბაზში და გადაწყვეტს, რომ მოკრივე გახდება...
საკალათბურთო ლიგის ყველაზე უკანასკნელი გუნდის მწვრთნელი, ჯეკი მუნი იმედს არ კარგავს და თავისი გუნდის, ბოლო ადგილიდან მეოთხეზე გადაადგილებას აპირებს ამით მისი გუნდი NBA-ში მოხვდება...
მსოფლიო ჩემპიონი კრივში – ჯეიმს ჩემბერსი, გაუპატიურების ბრალდებით ციხეში ხვდება. მას ვარსკვლავის ტიტული ჩამოერთმევა და სასჯელს მკაცრი რეჟიმის კოლონიაში იხდის, სადაც უკვე 10 წელია ზის ხელშეუხებელი ჩემპიონი მონრო ჰატჩინსი. დაუმარცხებელი ჩემბერსი დარწმუნებულია, რომ დედამიწაზე მისი მომრევი არავინაა. ის ყოველთვის მზადაა, ეს დაამტკიცოს. თუმცა, არც ჰატჩინსს სურს დამარცხება. სიკვდილ–სიცოცხლის ბრძოლა იწყება...
კლევლინდის ბეიზბოლის გუნდს გაქმოუჩდა ახალი მფლობელი: დონალდ ფალსის წინა მეპატრონე გარდაიცვალა და მისი ადგილი დაიკავა რეიჩელ ფალსმა, დონალდის ქვრივი (ყოფილი სტრიპტიზიორი) სასტიკად ვეროტანს კლივლანდს მას უნდა გადაიყვანოს ინდიელების გუნდი სადმე მაიამის მავარ თბილ კუთხეში...
ახალმა საფეხბურთო გუნდმა ტურნირი უნდა მოიგოს, სადაც პრიზი მილიონი დოლარია. მათ ცხოვრებაში არ უთამაშიათ ფეხბურთი, სამაგიეროდ საბრძოლო ხელოვნებების საიდუმლოებებს ფლობენ...
ალექსის ვინსტონი - ახალგაზრდა ქალია, რომელიც ფიგურულ სრიალში ჩემპიონობაზე ოცნებობს. ერთხელ, ყინულზე სრიალის დროს უბედური შემთხვევა ემართება, რამაც შესაძლოა მისი ოცნებები ჩაშალოს. მაგრამ მისი მეგობარი ნიკი და ოჯახი, ეხმარება რათა ალექსისს კვლავ დაუბრუნდეს თავისი თავის რწმენა, და რომ მას ჯერ კიდევ შეუძლია ოცნებების განხორციელება...
ახალგაზრდები მაიკი და ემა თავიანთი ურთიერთობების დასალაგებლად მიდიან მთაში, ტურისტებისგან თავისუფალ ადგილას. დანიშნულების ადგილზე მისვლისას ისინი ხვდებიან, რომ ერთადერთი და თან იშვიათად ვისაც შეიძლება აქ გადაეყარო არის მონადირე. ისინი ავტომობილს აჩერებენ და გზას განაგძობენ, მანქანა მალე ფუჭდება და მთავარი თავგადასავალი იწყება...
პოლ ნიუმენის გმირი, ჭაღარათმიანი რეჯი დანლოპი მეორეხარისხოვანი ჰოკეის გუნდის მწვრთნელი და კაპიტანია. მოგების დრო დარჩა უკან, მარცხს მარცხი მოჰყვება და რეჯის გუნდი რჩება ბოლო ადგილზე...
კრისტიანო რონალდო: სამყარო მის ფეხქვეშაა. ფეხბურთელის ისტორია პირველი ნაბიჯებიდან პოტგუგალიის გუნდში, გაგრძელება მანჩესტერ იუნაიტედში და ახლანდელი კარიერა რეალ მადრიდში...
პაბლო ესკობარი ცნობილი კოლუმბიელი ნარკობარონი იყო, ხოლო ანდრე ესკობარი კოლუმბიის ყველაზე ცნობილი ფეხბურთელი. პაბლოს ფულის დახმარებით ანდრეას ეროვნულმა ნაკრებმა სამხრეთ ამერიკის ჩემპიონობას მიაღწია.
ჯიუტი ხასიათის ნიჭიერი ტანმოვარჯიშე მთელ თავის დროს ვარჯიშს უთმობს. მწვრთნელები მასზე დიდ იმედებს ამყარებენ, მაგრამ ერთხელაც მას ყველაფერი მობეზრდება...
კრივი, ეს ყოველთვის უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სპორტი - ეს ბიზნესი და ტოტალიზატორია. ჩემპიონის მენეჯერი ფრედი ფიქრობს რომ გამდიდრებისათვის ყველა გზა გამართლებულია, ჩემპიონისათვის ღირსეული მეტოქის მოძიებისათვის კი მას სკანდალი სჭირდება...
1982 წლის რბოლის "ტურ დე ფარმასის" ისტორია, რომელშიც თითქმის ყველა მონაწილე დოპინგს იყენებდა. ისინი თითქოს ამორალურობაში ეჯიბრებოდნენ ერთმანეთს...
უმაღლესი ლიგის პროფესიონალი ფეხბურთელები გაიფიცებიან, ხელფასის მომატების მოთხოვნით. მათთვის ჭკუის სასწავლებლად ახალი მწვრთნელი დუბლიორების გუნდს აგროვებს...
ოქლენდის ბეისბოლის გუნდის მენეჯერის ბილი ბინის ისტორია, რომელიც ფინანსური პრობლემების თავიდან ასაცილებლად ანალიტიკოსს დაიქირავებს, რათა კომპიუტერული პროგრამის მეშვეობით თამაშის ზუსტი მათემატიკური გათვლები გააკეთონ.
ფილმის მოქმედება პროფესიონალური პოკერის სამყაროში ვითარდება. ლენტის მთავარი გმირი – მოთამაშე გეკ ჩივერი, რომელიც მთელი ძალებით იბრძვის გამარჯვებისთვის და არ ერიდება რისკს. პირად ცხოვრებაში ის, პირიქით იქცევა, ფრთილად ნა ნელად მოქმედებს, გაურბის ემოციებს და ყველანაირ ვალდებულებებს...
ჯიმი დუგანი - ყოფილი ბეისბოლისტია, ვისი დღეები დიდ ლიგაში წარსულს ჩაბარდა. მას მრწვთნელად მოიწვევენ ქალთა ბეისბოლის ლიგაში, რომელიც 1943 წელს დაარსდა, როდესაც ყველა მამაკაცი ომში იყო წასული...
გილმორს ბავშვობიდან უყვარდა ჰოკეი, მაგრამ ძლიერი დარტყმის გარდა სხვა არაფერი გამოსდიოდა. სრულიად შემთხვევით მის ხელში აღმოჩნდა გოლფის ჯოხი, მისი დარტყმა ისტორიაში ყველაზე ძლიერი აღმოჩნდა...
როკი უნდა დაბრუნდეს, რათა შეებრძოლოს გიგანტ საბჭოთა მოკრივეს დრაგოს, რომელიც სასტიკად გაუსწორდა როკის მეგობარს და ყოფილ მეტოქეს, აპოლო კრიდს. დამარცხებული მეგობრის და ქვეყნის სახელით შურის საძიებლად, როკი შობის პერიოდში მოსკოვში დრაგოსთან შერკინებას თანხმდება, რაც ორივე მებძოლს და სამყაროსაც შეცვლის...
ამჟამად მსოფლიო ჩემპიონი როკი ბალბოა, ფუფუნებაში ცხოვრობს და რინგზე სხვადასხვა ოპონენტებს ხვდება, რომლებიც მისთვის საშიშროებას არ წარმოადგენენ. მის მდიდრულ და არხეინ ცხოვრების წესს, ახალგაზრდა მოკრივე - ქლაბერ ლანგი შეარყევს, რომელსაც იგი რინგზე დაუპირისპირდება. ლანგის დარტყმის შემდეგ, დამცირებული ჩემპიონი მის ყოფილ მტერს აპოლო კრიდს მიმართავს, რათა ლანგთან შემდეგ შეხვედრამდე ფორმა აღიდგინოს...
როკი და მისი მეტოქე აპოლო კრიდი ცდილობენ დაივიწყონ დაპირისპირება. როკი, ადრიანთან ოჯახის შექმნაზე ფიქრობს, მაგრამ ვერ წარმოუდგენია ერთობლივი ცხოვრება კრივის გარეშე, რადგან რეპუტაციის აღსადგენად კრიდს მასთან მატჩ-რევანში სურს. ძალიან მალე "კატასტროფების ოსტატი" და "იტალიელი ულაყი" ერთმენეთს სასტიკ და დაუვიწყარ ორთაბრძოლაში შეერკინებიან...
როკის კარიერა დამთავრდა, უსინდისო ბუღალტერმა კი იგი გაკოტრებული დატოვა. მწვრთნელზე მოგონებებით შთაგონებული როკი, თავდაუზოგავი ვარჯიშის შედეგად კვლავ გაითქვამს სახელს და პერსპექტიული მოკრივის გამოწვევას მიიღებს...
ისტორია, რომელიც მოგვითხრობს მოუსვენარი ბიჭის იანკის და მისი სასაცილო მეგობრების, გონებამახვილ ხუმარა-ბურთის და თავხედი პრიმადონას-ბიტასა დოროგუშას მხიარულ თავგადასავლებზე. მათთან ერთად ის მიყვება თავის ოცნებას ნიუ-იორკიდან ჩიკაგოში. გზა და გზა ის სასაცილო და კავერსულ სიტუაციებში ხვდება. მეგობრობის ძალა და ოპტემიზმი კი მას ეხმარება გამარჯვებამდე მიიყვანოს თავისი სპორტული გუნდი...
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ იცის, რომ აპარტეიდის შემდგომ ერი რასობრივად და ეკონომიკურად გაყოფილი რჩება. მტკიცე რწმენით, რომ მას შეუძლია თავისი ხალხის გაერთიანება სპორტის უნივერსალური ენის მეშვეობით, მანდელა კრავს სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებს, რომელიც გაიბრწყინებს 1995 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჩემპიონატის ისტორიულ მატჩში.
მისი მასწავლებლები, მწვრთნელები, ბავშვობის მეგობრები და ბარსას თანაგუნდელები ჟურნალისტებთან, მწერლებთან და გამოჩენილ ხალხთან ერთად შეიკრიბებიან რესტორანში, რათა გაანალიზონ მესის პიროვნება მინდორზე და მის გარეთ...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. 90-იან წლებში პატარა ქალაქ მაკფარლანდში, პროფესიონალმა მწრთვნელმა შექმნა მძლეოსანთა გუნდი ჩვეულებრივი ადგილობრივი ხულიგნებისგან და გუნდი სპორტული ოლიმპის მწერვალზე აიყვანა...
ჰარვარდის უნივერსიტეტიდან უსამართლოდ გარიცხვის შემდეგ, ამერიკელი მეთ ბაკნერი ინგლისში, დასთან ჩადის. აქ იგი მომხიბლავ, მაგრამ საშიშ სიძეს, პიტ დუნჰამს დაუმეგობრდება, რომელიც მას ბრიტანული ფეხბურთის ხულიგან გულშემატკივრებს გააცნობს. მეგობრების დახმარებით მეთი სწავლობს, როგორ გაძლიერდეს და როგორ იცხოვროს ძალადობით აღსავსე სამყაროში. "მწვანე ქუჩის ხულიგნები" არის ისტორია ერთგულებაზე, ნდობასა და ზოგჯერ სასტიკ შედეგებზე, რაც ხიფათიან ცხოვრებას ახლავს...
როდესაც მოქმედი ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში მაისონ დიქსონი, ყოფილ ჩემპიონ როკი ბალბოასთან მრავალრიცხოვანი პუბლიკის წინაშე კრივის მატჩს წააგებს, სამაგიეროს სახით იგი იტალიელ ულაყს რეალურ 10 რაუნდიან პაექრობაში გამოიწვევს, ეს მატჩი ეროვნული ტელევიზიით უნდა გადმოსცენ. შვილის და მეგობრების გასაკვირად, როკი ამ გამოწვევაზე თანხმდება და რინგს უბრუნდება, რათა შეერკინოს ოპონენტს, რომელიც ამ დროისთვის ბევრად სწრაფი,ძლიერი და 30 წლით უმცროსია...
1976 წელს, ამერიკის საფეხბურთო ლიგაში მომხდარი რეალური ამბავი. ერთ-ერთი გუნდის მწვრთნელმა, თავზეხელაღებული ექსპერიმენტი ჩაატარა. მან გამოაცხადა კონკურსი გულშემატკივართათვის. გამარჯვებულს პროფესიონალთა გუნდში მიიღებდნენ. ბედმა 30 წლის მასწავლებელს გაუღიმა...
ჯერი მაგუაიერი ტიპიური სპორტული აგენტი იყო: იგი ყველაფერს აკეთებდა, რომ რაც შეიძლება დიდი კონტრაქტები გაეხერხებინა თავისი კლიენტებისათვის და შესაბამისად სოლიდური საკომისიოც მიეღო. ერთ დღეს, იგი თავისი საქმიანობის მართებულობაში დაეჭვდება, და როდესაც ამ ეჭვებს გაახმოვანებს იგი სამსახურს და ყველა კლიენტს დაკარგავს, მაგრამ თავისთავზე შეყვარებულ ფეხბურთელს, როდ ტიდველს გადაარჩენს.
რიკ პენინგი ცხოვრობს ზუსტად ისე როგორც თამაშობს რაგბის: სწრაფად, მკაცრად და ინტენსიურად. როცა ცხოვრება მიიყვანს მას ციხემდე, ციხის მაყურებელი მარკუს ტეიტი სთავაზობს მას დაუბრუნდეს თამაშს, მაგრამ მისი კონკურენტების მხარეს...
არც ისე ახალგაზრდა, მაგრამ მიზანდასახულ ჩოგბურთელს ცნობილ უიმბლდონის ტურნირზე გამარჯვების შანსი ეძლევა, და ამასთან ერთად მომხიბვლელი გოგონას გულის მოგებისაც...
კრივის მსოფლიო ჩემპიონი მძიმე წონით კატეგორიაში, აპოლო კრიდი, ტიტულის დასაცავად უცნობ მოწინააღმდეგესთან ბრძოლაში საჯარო სპექტაკლის გამართვას აპირებს. მისი მწვრთნელები, ფილადელფიელი მევახშეების გაუნათლებელ გადასახადების ამკრეფს, დაბალი დონის მოკრივეს, როკი ბალბოას შეარჩევენ...
ვეტერანი მრბოლელის დახმარებით, ნიჭიერი მაგრამ გამოუცდელი კოულ თრიკლი თავადაც მრბოლელი ხდება. მას თავისი გუნდის წევრთან მუდმივი პაექრობა აქვს და როდესაც რბოლის დროს მათი მანქანები ერთმანეთს შეეჯახება, მისი კარიერა ეჭვის წვეშ დგება. შესაძლოა კოლი გამოჯანმრთელდეს და შიშსაც დაძლევს.
დაგ გლათი ჰოკეის მოთამაშეა, რომელსაც არცთუ ისე კარგად გამოსდის ეს საქმე, მაგრამ ნებისმიერის დამარცხება შეუძლია მისი ძლიერი მუშტების საშუალებით. მარჯვენა ხელის ტრამვის მიღების შემდეგ, მას ჰოკეის მიტოვება მოუწევს, მაგრამ ძალიან უჭირს მოსაწყენ საოფისე საქმიანობასთან შეგუება...
ისევე როგორც ბავშვების უმეტესობა მთელს მსოფლიოში, სანტიაგოც ოცნებობს გახდეს პროფესიონალი ფეხბურთელი. ის ლოს-ანჯელესში ცხოვრობს და ეს ყველაფერი მხოლოდ ოცნებაა. მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს მას მოულოდნელი შანსი ეძლევა ცხოვრებაში...