როდესაც ბოდი და მისი ჯგუფი ,,თრუ ბლუ“ დატოვებენ ,,სნოუ მაუნთინს“ და ტურნეში გაემგზავრებიან თვიანთი პოპ-სენსაციით - „ლილ-ფოქსი“, მიხვდებიან, რომ დიდება მარტივად არ მოდის...
ორ მომავალ როკერს სან დიმასიდან, კალიფორნიიდან, დროში მოგზაურმა ოდესღაც უთხრა, რომ მათი სიმღერები სამყაროს გადაარჩენდა. ახლა ისინი შუახნის მამები არიან, ისევ ცდილობენ, ჰიტი შექმნან და ბედისწერა აღასრულონ...
როცა პრიმების ოჯახი ნიუ იორკში გადავა, მათი უმცროსი შვილი ჯოში ახალ სკოლასთან და ახალ მეგობრებთან შეგუებას ცდილობს. ყველაფერი იცვლება, როცა ის საკუთარ სხვენში აღმოაჩენს ლაილს - მომღერალ ნიანგს, რომელსაც აბაზანები, ხიზილალა და კარგი მუსიკა უყვარს. როცა ლაილის კეთილდღეობას მისი მეზობლისგან მისტერ გრამპისგან საფრთხე დაემუქრება, პრიმები ერთად უნდა დადგნენ და მსოფლიოს აჩვენონ, რომ ყველაზე მოულოდნელი წარმომავლობის ოჯახებიც არსებობს...
ისინი ცხოვრობენ მუსიკალური სამყაროს ცენტრში, ნიუ-იორკში. დენი - შოუ-ბიზნესის ლეგენდა და მუსიკალური ლეიბლის ყოფილი დირექტორი. გრეტა - მუსიკოსი და როკ-მუსიკოსის ყოფილი შეყვარებული. მაგრამ ხალხი ყოფილი ხდება იმისთვის, რათა დაიწყონ ყველაფერი თავიდან…
მუსიკოსი, რომელმაც მუსიკის მიმართ შთაგონება დაკარგა, საკუთარი სხეულიდან გამოაძევეს. უკან დასაბრუნებლად მან საკუთარ ახალშობილ სულზე მეტი უნდა შეიტყოს...
ამერიკის ერთერთი უპირველესი დამფუძნებელი მამისა და ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის, ალექსანდერ ჰამილტონის რეალური ცხოვრება. ფილმი გადაღებულია პირდაპირი ეთერით ბროდვეიზე მდებარე რიჩარდ როჯერსის თეატრიდან ბროდვეის დასის მონაწილეობით.
დიდებულ ქალაქ კობლეტონში ლეგენდალური სათამაშოების შემქმნელი ჯერონიკუს ჯენგლის გასაოცარი გამოგონება საოცრებებს ახდენს , თუმცა მისი სანდო შეგირდი მის ყველაზე ძვირფას ქმნილებას მოიპარავს . ასე რომ მას და მის შვილიშვილს დიდი ხნის მივიწყებული გამოგონების გამოღვიძება , მისი ჭრილობების მოშუშება და მასში მაგიის გაღვიძება მოუწევთ.
ლარსსა და სიგრიტს, ამბიციურ და ენთუზიასტ მუსიკოსებს, შესაძლებლობა მიეცემათ საკუთარი ქვეყანა წარმოადგინონ მოფლიოს უმნიშვნელოვანეს სიმღერის კონკურსზე. ამით მათ შესაძლებლობაც ეძლევათ, ისიც დაამტკიცონ, რომ ნებისმიერი ოცნებისთვის ღირს ბრძოლა...
ფოფი და ბრენჩი აღმოაჩენენ, რომ მხოლოდ ისინი დარჩნენ ტროლთა იმ 6 ტომიდან, რომელიც მიმოფანტულია ექვს სხვადასხვა მხარეს და წარმოადგენენ ექვს სხვადასხვა ჟანრის მუსიკას. მძიმე როკის სამეფოს დედოფალ ბარბს, სურს გაანადგუროს ყველა სხვა ჟანრი, რათა როკი იყოს უზენაესი მუსიკა. მსოფლიოს ბედით დამწუხრებულნი, ფოფი და ბრანჩი სხვა ტროლების მოსაძებნად და გასაერთიანებლად გაეშურებიან, რათა საერთო ძალებით წინ აღუდგნენ ბოროტი დედოფლის ზრახვებს...
ბროდვეის მიუზიკლის რიმეიქი, რომელშიც ღვინისა და სურსათის მაღაზიის მფლობელი ყოყმანობს, დახუროს თუ არა მაღაზია და ბებიის მემკვიდრეობის მიღების შემდეგ დომინიკის რესპუბლიკაში დაბრუნდეს...
ფილმი დაფუძნებულია ნამდვილ ამბავზე. ის ვარსკვლავობისთვის დაიბადა. იგი ძალიან ლამაზი და ნიჭიერი იყო, მაგრამ დიდებამ და ფულმა მას ბედნიერება ვერ მოუტანა. მთელი ცხოვრება ნამდვილ სიყვარულს ეძებდა, რის გამოც ყველაფერი გაწირა...
ყველა ოცნებობს პრინცზე, მითუმეტეს თუ ის მომხიბვლელია. გოგოები მზად არიან ყველაფერი დათმონ მისი ერთი ღიმილისთვის, თუმცა ამ ყველაფერს თან ბევრი უარყოფითი რამ ახლავს. გამართლება მალე წყევლაში გადაიზრდება და მშვენიერ პრინცს მხოლოდ სამი დღე რჩება იმისათვის, რომ სამეფო საკუთარი თავისგან იხსნას...
აგათა ვონ ტრაპი - ცნობილი მუსიკალური ოჯახის უფროსი ქალიშვილია, რომელიც ჩარჩოებს სცდება - გადალახავს უამრავ წინააღმდეგობას - მისი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად და შეერთებულ შტატებში გადასასვლელად...
დისნეის ყველაზე უფრო სამარცხვინო ბოროტმოქმედების ახალი თაობა „ „დაკარგულთა კუნძულზე“ ბრუნდება, რათა საძაგელი შთამომავლების ახალი პარტია აიყვანონ აურადონის სკოლისთვის...
ფილმი მოგვითხრობს ელტონ ჯონის ცხოვრების ისტორიაზე, "როიალ აკადემის მუსიკალური" ეტაპიდან დაწყებული, ბერნი ტოპინთან მუსიკალური პარტნიორობით დამთავრებული...
ამერიკელი შოუმენისა და ცირკის დამფუძნებლის პი.თი. ბარნამის ისტორია, რომელიც ცნობილი გახდა "რინგლინგ ბროსისა" და "ბარნამისა & ბეილის ცირკის" მოგზაურობებით...
ანიმაციური ფილმის მთავარი გმირი – მელოდი, ქალთევზა არიელისა და პრინც ერიკის შვილია. მშობლები ძალიან ცდილობდნენ პატარა გოგონა ოკეანის უსიამოვნებებისგან ეხსნათ, თუმცა, არაფერი გამოუვიდათ. პატარა ქალთევზა ზღვაში გაიქცა და ბოროტი გრძნეულის, ურსულას, დას - მორგანს გადაეყარა...
1999 წელს, თინეიჯერი დები, სელესტა და ელეონორი გადაურჩნენ სეისმურ, ძალადობრივ ტრაგედიას. დები ქმნიან და ასრულებენ სიმღერას თავიანთი გამოცდილების შესახებ, აკეთებენ რაღაც სასიამოვნოს და ცდილობენ გათავისუფლდნენ მოგონებებისგან, ამავდროულად, სელესტა სწრაფად მიისწრაფვის ვარსკვლავობისკენ. 2017 წლისთვის, სელესტა უკვე თინეიჯერი გოგოს დედაა და იბრძვის რომ სკანდალებთან ერთად, წარმართოს თავისი კარიერა, როდესაც კიდევ ერთი ძალადობის ფაქტი მის ყურადღებას მიიქცევს.
დეპრესიის ერაში, ლონდონში ახლა უკვე ზრდასრული ჯეინი და მაიკლ ბენკსი, მაიკლის სამ შვილთან ერთად სტუმრობენ მერი პოპინსს. მისი უნიკალური მაგიური უნარებით და მეგობარი ჯეკის მეშვეობით ის ეხმარება ოჯახს თავიდან აღმოაჩინონ მხიარულება და ცხოვრების სილამაზე...
ყოფილი გემის კაპიტანი, ბარონ ფონ ტრაპი, ამჯერად ქვრივი თავის შვიდ შვილთან ერთად ზალცბურგის მახლობლად ცხოვრობს. სახლში დისციპლინა და წესრიგი სუფევს, მაგრამ ის მაინც გადაწყვიტავს ბავშვებს აღმზრდელი დაუქირაოს. ყველაფერი იცვლება, როდესაც სახლში მარია გამოჩნდება...
როცა პროფესორი და კლდის ფსკერი შეთანხმდებიან შექმნან მსოფლიოში უდიდესი ქარბუქი, რათა დაანგრიონ შობა. კატა ფელიქსი და პოინდექსტერი წავლენ ჩრდილოეთ პოლუსზე სანტა კლაუსის დასახმარებლად და შობის გადასარჩენად...
ფილმში მომღერალი ქეთ პოლი მოგვითხრობს ჯენის ჯოპლინის ვარსკვლავური გზის შესახებ.მონათხრობს საფუძვლად უდევს წერილები , რომლებსაც ჯენისი უგზავნიდა ნათესავებსა და მეგობრებს...
ალექს ფლეტჩერი 80-იანი წლების პოპ-ვარსკვლავია, რომლის მატარებელიც დიდი ხანია წავიდა. ახლა მას კვლავ აქვს შანსი დაბრუნდეს სცენაზე, რადგანაც ახლადგამომცხვარი ვარსკვლავი ერთობლივი სიმღერის ჩაწერას სთავაზობს...
ცნობილი ისტორია ძუნწი ებენიზერ სკრუჯის შესახებ, მაგრამ აქ ყველა როლს მაპეტებ შოუს ვარსკვლავები თამაშობენ. როდესაც საშობაო ღამით სკრუჯს შობის სულები მოევლინება, ისინი აუხელენ მას თვალებს წარსულზე, ახლანდელზე და მომავალზე...
აუქციონის წინ, ექსპერტებისგან შემდგარი ჯგუფი, რომელსაც სათავეში ჩარლზ მორიცი უდგას, არაჩვეულებრივივი ფერის და იდეალურად ჟღერად ვიოლინოს იკვლევენ. ექსპერტები გაიგებენ მის საოცარ წარსულს. მეჩვიდმეტე საუკუნეში შექმნილი ნიკოლო ბუსოტით და გალაკული ზედაპირით, რომელშიც ცოლის სისხლი ურევია, ვიოლინო თავისი მფლობელების ბედს განკარგავს საიდუმლო გზით, ჩუქნის და ართმევს სიყვარულს, ზოგჯერ კი სიცოცხლესაც...
ფილმი მოგვითხრობს ქუჩის მოცეკვავეების კდიევ ერთ თავგადასავალს ამჯერად ისინი ვორტექსში გამარჯვებას ეცდებიან ფილმის ამ სერიაში ჩვენ ვიხილავთ წინა რამოდენიმე სერიის მსახიობების ერთ გუნდში...
როდესაც ჰანა მონტანას პოპულარობა მაილი სტიუარტის ცხოვრებაზე გავლენას მოახდენს, მამამისის დაჟინებული მოთხოვნით მაილი სამშობლოში, ტენესის შტატში ქროული ქორნერსში მიემგზავრება, იმისათვის რომ გაერკვეს რა არის მთავარი მის ცხოვრებაში...
ანიმაცია მოგვითხრობს ორი განსხვავებული სამეფოს და მისი საოცარი მოსახლეების შესახებ. ერთი სამეფო თავისი საზარელი არსებებით სიბნელით და სიმკაცრით გამოირჩევა მეორე კი მისი ულამაზესი ქმნილებებით და უმშვენიერესი პრინცესებითა…
ოდესღაც ლონდონში ცხოვრობდა ახალგაზრდა და გულუბრყვილო ბენჟამინ ბარკერი. მას ცოლად ყავდა შესანიშნავი ქალი სახელად ლუსი, რომელმაც მას, თავისნაირი მშვენიერი გოგონა აჩუქა. ბენჯამინის საუბედუროდ, მისი ცოლის მშვენიერებამ მოხიბლა მოსამართლე ტერპინი. მან ბენჯამინ ბარკერს სამუდამო კატორღაზე უკრა თავი მისი ცოლის მარტივად ხელში ჩასაგდებად.. ქალმა, ვერ აიტანა სირცხვილი, და თავი მოიწამლა, ბარკერის პატარა ქალიშვილი კი მოსამართლემ იშვილა – შესაძლოა, სინდისის დასამშვიდებლად. თხუთმეტი წლის შემდეგ ბარკერი გაიქცა კატორღიდან, სხვისი სახელით და ლონდონში ჩავიდა – მან ვერ იპოვა სახლში ვერც ცოლი და ვერც შვილი...
ანიმაცია მოგვითხრობს ძაღლზე, რომელის მამაც უდიდესი მეომარია და ცდილობს შვილიც მისი ნაბიჯებით ატაროს, მაგრამ ერთ დღეს, ჩვენი ანიმაციის მთავარი გმირი გადწყვეტს მუსიკოსი გახდეს...
გოგონების ჯგუფი ესპანეთში მიემგზავრება.ისენი მონაწილეობას მიიღებენ მუსიკალურ ფესტივალში.ეს მოგზაურობა დაუვიწყარია მათთვის,მაგრამ მათ ამავე დროს ბევრი დაბრკოლებების გადალახვა მოუწევთ...
რეტროკომედია ჯაზის კლასიკოსის - გიტარის ემეტ რეის შესახებ, რომელიც XX საუკუნის 30-ან წლებში ნაკლებად ცნობილი იყო. თვითონ და მისი შემფასებლები მასზე მაღლა მხოლოდ ჯანგო რეინჰარტს აყენებდნენ, გიტარისტ ბოშას, რომელიც პარიზის რესტორნებში მუშაობდა...
ფილმი მოგვითხრობს თუ როგორ ჩამოყალიბდა ქანთრი სტილი. ჰენკ ვილიამსი ამ ჟანრის სულის ჩამდგმელია. ჰენკს ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავდა, მაგრამ სამწუხაროდ მას სცენაზე დიდხანს ნათება არ ეწერა, მისი კარიერა მის სიცოცხლესთან ერთად დასრულდა. მისი გარდაცვალების მიზეზად საბოლოდ მაინც ალკოჰოლი და ნარკოტიკები რჩება, რომლის საშუალებითც მომღერალი ცდილობდა ეპოვა ჰარმონია გარემოსთან...
როდესაც მისი ალბომი აღარ გაიყიდება, პოპ სუპერსტარი უყურებს თუ როგორ იწყება მისი კარიერის ნგრევა. ის ყველაფერს ცდის დიდების დასაბრუნებლად, ყველაფერს გარდა თავისი ძველი ბენდის, სთაილ ბიჭების თავიდან აღდგენას...
ნეი ორლეანი, მეოცე საუკუნის დასაწყისი, ჯაზის აღმოცენების ხანა. ახალგაზრდა შარლოტა ოცნებობს ფულის შეგროვებაზე და საკუთარი რესტორნის გახსნაზე. ერთხელაც მას ბაყაყად ქცეული, ბოროტი ჯადოქრის მიერ მოჯადოებული, პრინცი აკოცებს.
დღისით კრის კოუელი დაკავებულია ტექნიკის შეკეთებით. ღამ-ღამობით კი ის ბაძავს როკ ჯგუფს STEEL DRAGON ყველაზე მაგარ ჯგუფს მთელ მძიმე მეტალის სამყაროში. მოულოდნელად მას მიეცემა შესანიშნავი შესაძლებლობა: გახდეს ახალი სოლისტი ნადვილი STEEL DRAGON! რამოდენიმე წამში ის, არავისთვის ცნობილი ბიჭუნადან, გახდება სუპერ ვარსკვლავი. წამში ის და მისი მენეჯერი შეყვარებული ემილი, გიჟურ სამყაროში ჩაეშვებიან...
პოპ მუსიკის სენსაცია - ელვინი, საიმონი და თეოდორი დეივ სევილის 20 წელს გადაცილებული ძმის შვილის, ტობის ხელში ჩავარდებიან. მათ ცოტა ხნით მუსიკის გვერდით გადადება უწევთ რადგან სკოლაში უნდა დაბრუნდნენ, სადაც სკოლის მუსიკალური პროგრამა უნდა გადაარჩინონ და სხვა ბენდებთან შეჯიბრში 25000 დოლარი მოიგონ...
პიტერ პენი - არის ბიჭი, რომელიც არ ბერდება და ცხოვრობს "ნევერლენდში" (არასდროსეთში), სხვა ბავშვებთან ერთად. ფერია "წინკი" - ვენდის, ჯონს და მაიკლ დარლინგებს, ფრენის შესაძლებლობას ანიჭებს. ისინი "ნევერლენდში" მიფრინავენ, სადაც კაპიტან "კაუჭას" შეებრძოლებიან...