ცელქი სამეულის, ძმები თახვების თავგადასავალი გრძელდება! ელვინს, საიმონს , ტეოდორს და მათი სამ დაქალს, უბრალოდ არ შეუძლიათ არ ჩავარდნენ სხვადასხვა უსიამუვნო სიტუაციებში, რომლებიც როგორც წესი გადაიზრდებიან ხოლმე დიდ თავგადასავლებში. ამჯერად რა მოუმზადა ბედმა ჩვენ გმირებს? როგორ გამოძვრებიან მორიგი გაუგებრობიდან?...
ელვინი და ციყვები, რაც არ უნდა სასაცილოდ მოგეჩვენოთ, ნამდვილი სუპერვარსკვლავები არიან. მათი მუსიკალური კარიერა 43 მილიონზე მეტ გაყიდულ ალბომს, რამოდენიმე "გრემის"–ს ჯილდოს, პოპულარულ ანიმაციურ სერიალსა და რეიტინგულ შაბათის შოუს ითვლის. ისინი ასზე მეტ ქვეყანაში ნახეს და ახლი სუპერვარსკვლავები ჩვენი სტუმრები არიან...
რთულია გოგონასთან საუბრის წამოწყება, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ის არამიწიერი სილამაზის უცხოპლანეტელია და მან ლონდონი უნდა დატოვოს, როგორც კი გალაქტიკათშორისი წვეულება დასრულდება. მაგრამ სიმპატურ მეამბოხე ენნს გადაწყვეტილი აქვს საცეკვაო მოედანი დაიპყროს და პანკ-დედოფალთან ერთად პატარა რევოლუცია მოახდინოს. რას არ გააკეთებ სიყვარულისთვის! დარჩა მხოლოდ გალაქტიკის მთავარ კითხვაზე პასუხის გაცემა: როგორ გამოველაპარაკოთ გოგონას წვეულებაზე?...
მეამბოხე სულის მქონე ახალგაზრდა რენ მაკკორმაკი, მეგობრის და შეყვარებულის მხარდაჭერით, გადაწყვიტავს ძველმოდური წესები შეცვალოს და წესიერი თანამოქალაქეები ცოტა გამოაცოცხლოს...
ჯესიკა ოლსენი ლოს-ანჯელესში მიემგზავრება ნათესავების მოსანახულებლად და ჩასვლისთანავე დისგან იგებს ადგილობრივ სახელგანთქმულ პიროვნებაზე, კრისტოფერ უაილდზე. ერთ ღამეს ჯესიკა შემთხვევით ხვდება კრისტოფერს. ისინი ღამის ლოს-ანჯელესში გიჟურ თავგადასავალში მოხვდებიან და ერთმანეთი შეუყვარდებათ, მაგრამ, როცა ჯესიკა სახლში ბრუნდება, კრისტოფერის ტელევიზიაში კითხვაზე თუ ვინ იყო ის გოგო ვისთანაც ნახეს, პასუხობს, რომ მას არ იცნობს და არასდროს შეხვედრია...
მალეფიცენტას ქალიშვილი მოზარდი მელი, ბრუნდება მშობლიურ დაკარგულ კუნძულზე. იქ ანტიგმირების ახალი თაობის შეთქმულება მწიფდება , რომელთაც თავისუფლება წყურიათ. ამ ამბის გაგების შემდეგ მეგობრის გადასარცენად უფლისწული ბენი მიდის, რომელიც მზეთუნახავისა და ურჩხულის შვილია...
რეჟისორი ვუდი ალენი შეეცადა ვარსკვლავები შეეკრიბა და ძალები კლასიკური ამერიკული მუზიკის ჟანრში მოესინჯა. რომანტიკული კომედია სიყვარულზე და ურთიერთობებზე, რომლის სიუჟეტიც ნიუ-იორკში ვენეციასა და პარიზში ვითარდება...
ფილმი მომღერალსა და გიტარისტ რიკიზე მოგვითხრობს, რომელიც ჯგუფ “ფლეშის” წევრია და მისი ცხოვრების ერთადერთ მიზანსა და ოცნებას როკენროლის ვარსკვლავობა წარმოადგენს. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ბევრ პრობლემას უქმნის პირად ცხოვრებას...
ნიუ-იორკში, მანჰეტენის დასავლეთ მხარის მიწურებში პოლონელ-ამერიკელების თინეიჯერების დაჯგუფება "ჯეთსი" ეჯიბრება პუერტო რიკოელების მოწინააღმდეგე ჯგუფ "შარქსს", იმისათვის რომ მეზობელი ქუჩა დაისაკუთრონ. სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია, მაგრამ ამ დაჯგუფებებიდან ორ წევრს ერთმანეთი უყვარდებათ და ყველაფერი ეს ტრაგედიის სახეს იღებს...
ტარზანი გორილების შორის გაიზარდა, გაუვალ ჯუნგლებში, სადაც ადამიანის ფეხი არ დამდგარა. მტრულად განწყობილ ცხოველთა სამყაროს დიდხანს არ უნდოდა სუსტი ბიჭი მიეღო. მალე ყველას თვალწინ სუსტი ბიჭუნა მამაც ვაჟკაცად იქცევა! ის პანტერაზე სწრაფი გახდა, ვეფხვზე ძლიერი, არწივზე თვალმახვილი, მაგრამ, როდესაც ტარზანი ჯუნგლების მეფე ხდება, მოულოდნელი შეხვედრა ელის, რომელიც თავიდან ბოლომდე ცვლის მის ცხოვრებას...
ლომის პატარა ბოკვერს სახელად სიმბას, ერთი სული აქვს სანამ მეფე გახდება, მაგრამ მის ბიძას სამეფო გვირგვინი თავისთვის უნდა და არაფერზე იხევს უკან მის მოსაპოვებლად, საკუთარი ძმის მოკვლაზეც კი...
დოკუმენტური ფილმი ერიკ კლეპტონის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ის არის პირველი თეთრკანიანი მუსიკოსი, რომელმაც დაიწყო ბლუზის დაკვრა და ბევრი რამ გააკეთა მისი პოპულარიზაციისათვის მთელს მსოფლიოში.
„ „მე ვარ ქალი“ არის ისტორია ჰელენ რედის შესახებ, რომელიც 1966 წელს 3 წლის ქალიშვილთან ერთად ნიუ იორკში ჩავიდა, მხოლოდ ერთი ჩემოდნითა და 230 დოლარით ჯიბეში. რამდენიმე კვირის განმავლობაში უსახსროდ ცხოვრობდა. რამდენიმე თვეში შეუყვარდა. რამდენიმე წელიწადში კი ყველა დროის ერთ-ერთი უდიდესი სუპერვარსკვლავი და 70-იანი წლების ფემინისტური მოძრაობის სიმბოლო გახდა. მან დაწერა სიმღერა, რომელიც ქალებს დიდი ცვლილებისთვის ბრძოლისკენ მოუწოდებდა.
ფილმი 16 წლის ვივიან კარტერის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც საკუთარ სკოლაში არსებულ სექსიზმს დღის შუქზე გამოიტანს: მას აღარ სურს სკოლის დერეფანში სექსისტური ხუმრობებისა და შევიწროების ატანა.
უკვე ასაკში მყოფი მუსიკალური პროდიუსერი კარიერის გადასარჩენად გადაწყვეტს დაეხმაროს ახალგაზრდა გოგოს ავღანეთიდან, რომელსაც მისი აზრით შესანიშნავი ხმა აქვს...
ამ ფილმში ტეილორ სვიფტი ყველა სიმღერას იმ თანმიმდევრობით ასრულებს, როგორც თავის ალბომშია, სახელად “ფოლკლორი“, და ჩვიდმეტივე სიმღერის ისტორიას გვიმხელს...
პატარა კონსერვატიულ ინდიანაში, თეატრის ვარსკვლავების ჯგუფი საშუალო სკოლის გოგონას მხარდასაჭერად შეიკრიბა, რომელსაც სურს შეყვარებული გამოსაშვებ საღამოზე წაიყვანოს...
ახალგაზრდა მუსიკოსი ზაკი აღმოაჩენს რომ სულ რამოდენიმე თვის სიცოცხლე დარჩა. ის გადაწყვეტს დარჩენილი დრო მაქსიმალურად გამოიყენოს და ოცნება აიხდინოს - ალბომი გამოუშვას.
ფილმი ცნობილი ოპერის მომღერლის გარშემო ვითარდება, რომელსაც იაპონელი ბიზნესმენის მშვენიერ წვეულებაზე გამოსვლის შემდეგ სამხრეთ ამერიკული პარტიზანული მეამბოხე ჯგუფი მძევლად აიყვანს
ფილმი ლას ვეგასის სცენების ნამდვილი ვარსკვლავის, გრეის დევისის და მისი შრომისმოყვარე პირადი ასისტენტის შესახებ მოგვითხრობს. ისინი ცდილობენ კარიერაში მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღონ...
როდესაც გაირკვევა, რომ კვინ აკერმანისთვის საოცნებო კოლეჯში მოხვედრა დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარმოაჩენს თავს ცეკვის შეჯიბრზე, იგი სახელდახელო მოცეკვავეთა ჯგუფს შექმნის - სკოლის საუკეთესო გუნდს რომ დაუპირისპირდეს. ახლა მთავარია ცეკვა ისწავლოს...
საკუთარი გუნდის დაშლის შემდეგ მთავარი გმირი, ნიჭიერი ჰიპ-ჰოპ მოცეკვავე პარიზის უმაღლეს საბალეტო სკოლაში მასწავლებლად იწყებს მუშაობას, სადაც ის განსაკუთრებულ ბალერინას ხვდება...
პეკინში სხვადასხვა სოციალური კლასების ახალგაზრდები იკრიბებიან, ჩინეთის საუკეთესო საცეკვაო გუნდის შესაქმნელად და იმის გასაგებად, რომ გაიგონ რას ნიშნავს ოჯახში ყოფნა...
ქუჩის მოცეკვავე ენდი მერილენის ხელოვნების სკოლაში ჩააბარებს. იქ მეცადინეობით, მას სურს დაამტკიცოს, რომ არაფრით ჩამოუვარება სხვა სტუდენტებს. სკოლის საუკეთესო მოსწავლის - ჩეიზის გაცნობის შემდეგ, ენდი შექმნის კოლექტივს, რომელმაც არალეგალურ "ქუჩის" საცეკვაო შეჯიბრში უნდა მიიღოს მონაწილეობა...
გოგონას თავის საქმროსთან განშორების გადატანა მოუწევს, როდესაც მისი ღალატის შესახებ გაიგებს. ერთი ახალგაზრდა ვნებიანი მამაკაცი დაეხმარება ყველაფრის გადატანაში, მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, თუმცა არსებობს გარემოებები, რაც მათ ერთად ყოფნას ხელს უშლის...
სიმღერის შექმნის ისტორია, რომელიც ჯგუფის ლიდერმა მამას მიუძღვნა. მას წარმოდგენაც არ ჰქონდა, რომ სიმღერა მთელ სამყაროს მოივლიდა და მილიონობით ადამიანს აჩუქებდა იმედს...
კეტი მეოცნებე მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. თუმცა მის ოცნებებს სასტიკი რეალობა უშლის ხელს - ცბიერი და ბოროტი დედინაცვლის ოჯახი და მოსაწყენი სამსახური - ის მომღერალ ელფად მუშაობს მილიარდერის ტერენს უინტერგარდენის "სანტა ლენდში".
25 წლის ტურო ჩრდილოეთ ფინეთის პატარა სოფელში ცხოვრობს. მისი ერთადერთი გასართობი როკ ჯგუფში დაკვრაა, სადაც მეგობრებთან ერთად უკრავს. მათ არასოდეს ჰქონიათ კონცერტი და აი ეძლევათ შანსი დაუკრან ნორვეგიაში მეტალ ფესტივალზე. ისინი გადაწყვეტენ რადაც არ უნდა დაუჯდეთ წავიდნენ კონცერტზე...
საცეკვაო სტუდიაში, რომელიც ემზადება ღია მსოფლიო ჩემპიონატისთვის სამეჯლისო ცეკვებში ლას-ვეგასში, გამოჩნდება ახალგაზრდა კუბელი რაფაელი. ის ჩამოდის ამერიკაში, იმისათვის რომ თავისი სანუკვარი სურვილი აისრულოს. სტუდიის დირექტორს ნიჭიერ ახალგაზრდა მოცეკვავეზე დიდ იმედებს ამყარებს. ლამაზმანის - რუბის მეთაურობის ქვეშ რაფაელი იწყებს მზადებას მომავალი შეჯიბრისთვის...
ზაფხულის ბოლო დღეები დასასრულს უახლოვდება და სერფინგის გულშემატკივრებს მაკენზის და მის მეგობარ ბრეიდის არ სურთ დატოვონ სანაპირო. საღამოს ისინი უზარმაზარ ტალღას დაიჭერენ, რომელიც გადაიყვანს მათ, არა მხოლოდ სივრცეში, არამედ დროში - ნახევარი საუკუნით უკან...
ყველას ჰქონია ცხოვრებაში დიდების წუთი, ან აუცილებლად ექნება. თუ თქვენ უკვე ოცდაჩვიდმეტის ხართ, არ ხართ ლამაზი, მუშაობთ მობილური ტელეფონების პატარა მაღაზიაში, ცხოვრობთ მშობლებთან სხვენზე და გინდა მხოლოდ ერთი რამ - იმღერო საოპერო სცენაზე, მაშინ ყველაფერი გაცილებით რთულადაა...
ფილმი მოგვითხრობს თავდადებულ მარტოხელა დედაზე, რომელი ქალაქში, უჩვეულო ღამეს, იხიბლება სიმპატიური უცნობით. მაგრამ მან ჯერ არ იცის, მზად არის თუ არა გულის გასახსნელად...
ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მუსიკალური ჯგუფის "Coldplay"-ს შთამბეჭდავი ისტორია. რეჟისორი გვიჩვენებს ცნობილი ტურის "ოცნებებით სავსე თავი"-ს აქამდე უცნობ კადრებს კულისებიდან, ასევე არქივს, რომელიც კოლექტივის 20 წლიანი არსებობის მანძილზე მდიდრდებოდა. ფილმი სავსეა ისეთი ჰიტების გრანდიოზული შესრულებებით, როგორებიცაა "FIX YOU" და "VIVA LA VIDA". ისტორიის ბირთვია ჯგუფის წევრების ურყევი მეგობრობა, რომელმაც ბევრ აღმავლობასა თუ წარუმატებლობას გაუძლო...
ლიამ პეიჯი ქანთრი მუსიკოსია, რომელიც იმის მაგივრად რომ მის შეყვარებულ ჯოზიზე დაქორწინებულიყო, დიდებასა და სიმდიდრეს გაეკიდა. მაგრამ მას მისი საუკეთესო მეგობრის დაკრძალვაზე მოუწევს მშობლიურ ქალაქში დაბრუნება, სადაც კვლავ ხვდება მის ერთადერთ ნამდვილ სიყვარულს ჯოზის...
ქალისა და მამაკაცის დიდებული სიყვარულის ისტორია, რომლებიც ერთმანეთს ომისგან ნანგრევებად ქცეულ პოლონეთში ხვდებიან. რადიკალურად განსხვავებული ცხოვრებისეული გამოცდილებისა და ტემპერამენტის მიუხედავად, საბედისწერო კავშირი ვერანაირმა სირთულემ ვერ გაანელა, მათ ერთმანეთის სიყვარული სიცოცხლის ბოლომდე აქვთ მისჯილი...
რიგით 91-ე დაჯილდოვება, რომელიც ჩატარდება 2019 წლის 24 თებერვალს, გამოავლენს 2018 წლის საუკეთესო ფილმებს. ცერემონია ჩატარდება კალიფორნიაში, კერძოდ, ჰოლივუდში მდებარე თეატრში...
ახალგაზრდა ჟურნალისტი, რომელმაც დედისგან იცის, რომ ცნობილი ფრანგი მომღერლის გაი ჯემეთის უკანონო შვილია, გადაწყვეტს რომ მომღერალს ტურნეში გაყვეს. გაი ამ მომენტისთვის ახალ ალბომზე მუშაობს, ეს კი კამერამომარჯვებული ჟურნალისტისთვის იდეალური შანსია, რომ დოკუმენტური პორტრეტი გადაიღოს...
ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი იუჯინი ბლიუზის გიტარისტობაზე ოცნებობს.ერთადერთი, ვინც მას ამაში დაეხმარება ,ბლიუზის ლეგენდა ვილი ბრაუნია. იუჯინი ძველი გიტარისტის გეგმის ნაწილად იქცევა, რომლის მიზანია ეშმაკისათვის ოდესღაც მიყიდული სულის დაბრუნება...
ბალეტის ამერიკული აკადემია აცხადებს კონკურსს წამყვანი როლენისათვის. კონკურსი ტარდება ბანაკში. როგორც იქნა დის ჩრდილში მყოფ ბელა პარკერს ეძლევა საშუალება აღმოჩნდეს ყურადღების ეპიცენტრში და აჩვენოს მისი შესაძლებლობები...
ბილ მიურეი აღნიშნავს საზეიმო საღამოს საკუთარ ტელეშოუში. ზუსტად ამ დროს ნიუ-იორკში ამოვარდა ქარბუქი, ცუდმა ამინდმა საფრთხის ქვეშ დააყენა სტუმრების მოსვლა ზეიმზე, მაგრამ როგორც ვიცით შობას ყველა სურვილები სრულდება და ბილის დაგეგმილი ტელეშოუ შედგა - ყველა დაპატიჟებული სტუმარი მოვიდა...