20 წლის ავტომექანიკოსს შეუყვარდება 17 წლის ჟენევიევა, რომელიც დედას ეხმარება ქოლგების მაღაზიაში. შეყვარებულები თავს ბედნიერად გრძნობენ, სანამ გაის ალჟირში არ წაიყვანენ ჯარში...
ეს ისტორია იმაზეა, თუ როგორ შეძლო ახალგაზრდა მამაკაცმა რეი ჩარლზმა ღარიბი ოჯახიდან, რომელიც ალაბამას შტატში ქალაქ ოლბანში ცხოვრობდა, ყველა სირთულეების გადალახვა, რომელიც მას დიდების მიმავალ გზაზე შეხვდა და როკ-ენ-როლის ისტორიაში ყველაზე დიდი პიანისტი გახდა... მას თავისი ოცნების ასრულებისთვის იმანაც არ შეუშალა ხელი, რომ ჯერ კიდევ ბავშვმა - ექვსი წლის ასაკში - მხედველობა დაკარგა...
ეს ბიოგრაფიული ლენტა მიძღვნილია ლეგენდარული კანტრის სტილის მომღერლის, ჯონი კეშის და მისი მეორე ცოლის, ჯუნ კარტერის ცხოვრებას. კეშის ახალგაზრდობა, რომელიც 1932 წელს დაიბადა არკანზასში, მოღუშუული იყო უფროსი ძმის ტრაგიკული სიკვდილით და უყურადღებო მოქცევით მამის მხრიდან, რომელიც მას ცუდ შვილად თვლიდა. ჯარი მომავალმა მუსიკოსმა და მომღერალმა გერმანიაში გაიარა აშშ-ს სამხედრო-საჰაერო ძალების რიგებში. 1954 წელს მან ცოლად ვივიანი მოიყვანა, რომელმაც მას ქალიშვილი გაუჩინა, 1955 წელს კი, 23 წლის ასაკში, მან თავისი პირველი ჰიტი გამოუშვა: «Cry, Cry, Cry». მალევე კეში აშშ-ში გაემგზავრა ტურნეში ჯერი ლი ლიუსთან, ელვის პრესლისთან და ჯუნ კარტერთან ერთად, რომელზეც ის უიმედოთ ოცნებობდა მთელი ათი წლის განმავლობაში. კრიტიკულ მომენტებს კეშის ცხოვრებაში თანამგზავრობას უწევდა ამფეტამინის და ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. 1968 წელს კეში და კარტერი ცოლ-ქმარი გახდნენ და ერთად 2003 წლის მაისამდე - ჯუნის სიკვდილამდე იცხოვრეს. კეში იმავე წლის სექტემბერში გარდაიცვალა...
მოქმედება ვითარდება XIX საუკუნის ერთ ევროპულ სოფელში. მთავარი გამირი - ვიქტორი, ბნელ ძალებს ჯოჯოხეთში მიყავთ და ცოლად იდუმალ პატარძლის გვამს ართმევინებენ, მაშინ როდესაც მის ნამდვილი საცოლე ვიქტორია ელოდება თავის საქმროს ცოცხალი ადამიანების სამყაროში. იმის მიუხედავათ, რომ მკვდრების სამეფოში ცხოვრება ბევრად უფრო საინტერესო აღმოჩნდება, ვიდრე თავის სოფელში, ვიქტორი ხვდება, რომ თავის ნამდვილ სიყვარულს ის არაფერზე არ გაცვლის...
ფილმი მოგვითხრობს როკ ჯგუფზე, რომელსაც ჰქვია „ „ამერიკელი სატანა“. ბენდი სწრაფად გახდება პოპულალური ერთი კაცის დახმარებით, მაგრამ მალევე დაეწყება პრობლემები ჯგუფის სოლისტს...
40-იანი წლების კუბა. ჩიკო ახალგაზრდა პიანისტია, რომელიც ჯაზითაა შეპყრობილი. რიტა ოცნებობს გახდეს ცნობილი მომღერალი. ერთხელაც, ისინი ერთმანეთს ხვდებიან და თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია იწყება...
23 წლის DJ კოული ხმის ჩამწერი სტუდიის პროდიუსერობაზე ოცნებობს. შედარებით უფროსი DJ ჯეიმსი, მის პროფესიულ აღზდას დაიწყებს, თუმცა კოული ჯეიმსის მეგობარ გოგოს - სოფის დაუახლოვდება. საბოლოოდ კი ცხოვრებაში ურთულესი გადაწყვეტილების მიღება მოუწევს.
ვეიდ ვოლკერი იგივე "მტირალა" ცდილობს მოიგოს ელისონ ვერნონ-ვილიამსის გული. ელისონი გადაწყვეტს ცუდი გოგო გახდეს, მას თავდავიწყებით შეუყვარდება მტირალა...
რობი – თავისი საქმის ნამდვილი ფანატიკოსია, საქმე კი მუსიკალური ფირფიტების გაყიდვაა. მისი დღეები ერთფეროვნად და წყნარად გადიან, მაგრამ ერთხელაც მისი ცხოვრება გადატრიალდება: საყვარელი გოგონა სხვასთან წავიდა! ახლა მელომანს მოუწევს თავისი ცხოვრება უკან გადატრიალოს, მან ხომ სადღაც შეცდომა დაუშვა...
ედიტ პიაფის ცხოვრების ყოველი დღე შერკინებას გავდა. მას უხდებოდა ბრძოლა არსებობისთვის, სიმღერისთვის და სიყვარულისთვის. პარიზის ღარიბი უბნიდან მან შეძლო ნიუ-იორკის საკონცერტო დარბაზებამდე მიღწევა და მოყვარულთა გულების დაპყრობა.
ჯაზის ერთ-ერთი გენიოსი ჩარლი პარკერი, 1920 წელს, კანზას-სითიში დაიბადა და 1955 წელს გარდაიცვალა. ალკოჰოლით, ნარკოტიკებით, საჭმლით და სექსით ზედმეტმა გატაცებამ, ლეგენდარული საქსოფონისტის უდროო სიკვდილი გამოიწვია...
დოკუმენტური ფილმი ენი ვაინჰაუსზე – უნიჭიერეს მომღერალზე. ფილმში ნაჩვენებია მომღერლის თინეიჯერობის წლები, სადაც მას უკვე გამომჟღავნებული აქვს საკუტარი სიმღერის ნიჭი. ასევე ვეცნობით ვარსკვლავის ცხოვრებას წარმატების უმაღლესი მწვერვალიდან ალკოჰოლიზმსა და ნარკოტიკებამდე.
ერთხელ პატარა ჯეიმსი იხსნის ერთი ობობის სიცოცხლეს. მადლიერების ნიშნად, ის ჩუქნის ბიჭს ჯადოსნურ წამალს, რომლის დახმარებით პატარა ატამი მოულოდნელად გიგანტურ ხილად იქცევა. მის შიგნით იმალება მთელი მსოფლიო. შესაძე~ლებელია ისიც, რომ ჯეიმს იმ ადგილას ნამდვილი მეგობრები დახვდნენ, რომლებიც დაეხმარებიან მას აისრულოს თავისი ყველაზე სანუკვარი ოცნებები...
უსახლკაროდ დარჩენილი ულამაზესი ფიფქია ტყეში ჯუჯების სახლშს შეაფარებს თავს, რადგან ბოროტ დედოფალს ემალება. დედოფალს ეჭვიანობა ტანჯავს, მას უნდა რომ "მსოფლიოში ყველაზე ლამაზი" თვითონ იყოს, ფიფქიას სილამაზე კი მისას ჩრდილავს...
31 ოქტომბერს ძველებური ხრიკებით ხალხის შეშინებებით დაღლილი, გამხდარი და მაღალი, ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ, როდესაც შობა მოახლოვდება ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება...
დოროთი ჯადოსნური ხერხით კვლავ გადაადგილდება ოზის სამყაროში, რათა გადაარჩინოს მისი მაცხოვრებლები. მაგრამ აღმოჩნდება, რომ დოროთის ძველი მეგობრები - საფრთხობელა, რკინის ტყის მცველი და მამაცი ლომი - გაუჩინარდნენ. მეგობრების ძიებაში ქვეყანაში მოგზაურობისას, დოროთი შეხვდება ახალ თანამგზავრებს.
მითჩ ტორესს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება როკ ბანაკში, რომ მან, როკ-ვარსკვლავმა შეინ გრეიმ და ჯეისონმა შეძლონ ზაფხულის გატარება მუსიკის შექმნაში და ამით დიდი სიამოვნება მიიღონ.
ექსკლუზიური კურორტი "ლავა სპრინგს ქანთრი ქლაბსი" "უაილდქეთის" გუნდის გმირ ტროი ბოლტონს, მის გენიოს შეყვარებულ გაბრიელა მონტეზს და მათ ორ უახლოესს მეგობარს მიიწვევს ზაფხულის სამუშაოზე. შარპეი ევანსი, ვის მშობლებსაც ეკუთვნით ეს ადგილი ტროის და გაბრიელას დაშორებას გეგმავს, რადგან ტროი თვითონ მოსწონს. საბოლოოდ ტროიმ უნდა გააკეთოს არჩევანი სიყვარულსა და კარიერას შორის.
საშუალო სკოლის ორი სრულიად განსხვავებული მოსწავლე, გადაწყვიტავს ფარულად წავიდეს მუსიკალურ მოსმენაზე, რაც მთელ მათ ცხოვრებას და სკოლასაც თავდაყირა აყენებს!
მუსიკოსი ძმები ბლუზები იგებენ, რომ მათ ეკლესიას დაანგრევენ, თუ თავის დროზე 5000$-ს არ შეიტანენ. ფულის საშოვნელად ცოტა დრო აქვთ - ისინი კონცერტის გამართვას აპირებენ...
ფრენკ ფარმერი, პრეზიდენტ რეიგანის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი, გრძნობს საკუთარ თავს ნაწილობრივ დამნაშავედ იმაში, რომ მის არყოფნაში პრეზიდენტზე თავდასხმა იყო განხორციელებული. ის ტოვებს ამ სამსახურს და შავკანიან მომღერალ და მსახიობ ქალთან, რეიჩელ მერონთან დაიწყებს პირად მცველად მუშაობას, რომელიც მუდამ ღებულობს მუქარით სავსე წერილებს...
ერთადერთი რაც ტესს სურს მშვიდი ცხოვრება ბოიფრენდთან, დეტექტივ დიკ ტრეისისთან ერთად, მაგრამ ქალაქს თავზეხელაღებულების ბანდა მართავს, რომლებსაც ვერავინ ვერ აჩერებს. ერთადერთი ვისაც ეს შეუძლია – მამაცი გამომძიებელი დიკ ტრეისია და ის უკან არ დაიხევს, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მის გზაზე მაფიის ბოსი აღოჩნდება...
ორი ძმის, მოსესა და რამზესის არაჩვეულებრივი ამბავი. ერთი წარმოშობით სამეფო გვარისაა, მეორე კი - ობოლი, იდუმალი წარსულით. თავისუფლების სულისკვეთებით გაერთიანებულები და კეთილგანწყობილი მეტოქეობით დაკავშირებულნი, ისინი საუკეთესო მეგობრებად იზრდებიან. მაგრამ საბოლოოდ, სიმართლე დააპირისპირებს მათ. ერთი მსოფლიოს ყველაზე ძლიერი იმპერიის მმართველი, მეორე კი თავისი ხალხის რჩეული ლიდერი ხდება! საბოლოო დაპირისპირება სამუდამოდ შეცვლის მათ ცხოვრებას და მთელ მსოფლიოს...
ფრედი და მიკი მეგობრები არიან. ფრედი ცნობილი კომპოზიტორი და დირიჟორია, მისი უდიდებულესობის, დედოფლის თხოვნის მიუხედავად ის უარს ამბობს პრინც ფილიპის დაბადების დღეზე გამოსვლაზე. მიკი ოსკაროსანი რეჟისორია და ახალ ფილზე მუშაობს. მეგობრები ზაფხული ერთად გატარებას გადაწყვეტენ...
ეს პირველი შობაა, მას შემდეგ რაც სამეფო კოშკის კარი ყველა ერენდელის მაცხოვრებლისათვის ღიაა. ელზამ და ანამ დიდი საშობაო წვეულება გამართეს, მაგრამ გულდაწყვეტილები დარჩნენ, როდესაც 12 საათისთვის ყველამ საკუთარ ოჯახს მიაშურა. ოლაფი გადაწყვეტს ირემ სვენთან ერთად გოგონებს დაუვიწყარი შობა მოუწყოს. ისინი სამეფოს ყველა ოჯახს ჩამოივლიან, რათა საუკეთესო ტრადიცია საშობაო აღმოაჩინონ...
ძმები კოენების ფილმი რომელიც უხეშად ჰომეროსის ოდისეას ეფუძნება. მოქმედება ვითარდება მე-20 საუკუნის 30-იან წლებში, შორეულ სამხრეთში. ფილმი მოგვითხრობს სამი გაქცეული კატორღელის თავგადასავალს, რომლებიც განძს ეძებენ. მოგზაურობის დროს ისინი აწყდებიან ბევრ კომიკურ გმირს და ძნელად დასაჯერებელ სიტუაციებში ამოყოფენ თავს...
სამ ახალგაზრდა ქალს, დინა ჯონსს, ეფი უაიტსა და ლორელ რობინსონს სურთ, რომ პოპის ვარსკვლავები გახდნენ. მათი ოცნება სრულდება, როდესაც ლეგენდარული ჯეიმს ეარლის ჯგუფში მოხვდებიან. მალე მათი სოლო კარიერაც დაიწყება, მაგრამ როდესაც დინას ჯგუფის სოლისტად დაასახელებენ, მეგობრების ურთიერთობაში ბზარი გაჩნდება.
მაიკლ უიტერბოტომსის "9 სიმღერა" ეს არის ფილმი ახალგაზრდა წყვილის მეტის და ლიზას შესახებ, რომელთა ურთიერთობა პოპულარული ბრიტანული ინდი ბენდების 9 კონცერტის ჩატარების განმავლობაში გრძელდებოდა...
ყველა იმსახურებს შანსს ოცნებას მიჰყვეს, მაგრამ ზოგიერთებს მხოლოდ ერთი შანსი ეძლევათ. ბალტიმორელი ტაილერ გეიჯი მეამბოხე სულისაა და არასწორი ცხოვრების სტილით ცხოვრობს. ერთადერთი, რის გამოც მისი ცხოვრება არ შედგა, მისი აუხდენელი ოცნებებია. ნორა კი წარმატებული ბალერინაა, რომელიც ბალტიმორში მერილენდის ხელოვნების ულტრაელიტარულ სკოლაში სწავლობს.
ბილი და ტედი ხარჯავენ საკმაოდ დიდ დროს როკ ბენდის ფორმირებაზე, "ვაილდ სტალინსი" - ისინი თავს არიდებენ ისტორიას. როცა ტედის მამიკო ემუქრება მას სამხედრო სკოლაში გაგზავნით, ბილი და ტედი ხვდებიან, რომ ეს შეიძლება სტალინსის საზარელი დასასრული იყოს! რუფუსი - გიდი მომავლიდან მათთან მოდის პრობლემების გადასაჭრელად...
მომხიბლველი ბანდიტი ფლინი მოგზაურობს. იგი სიმპათიურია, უყვარს ბევრი ლაპარაკი და იღბლიანიცაა. ერთხელაც იგი უღრან ტყეში ღამის გასათენებლად ადის მაღალ კოშკზე. ფლინს ლამაზი რაპუნცელი კოჭავს. მას 21 მეტრიანი ოქროსფერი თმა აქვს. რაპუნცელი კოშკშია ჩაკეტილი...
ადამი ნიჭიერი მუსიკოსია, ცხოვრობს დეტროიტში და უკრავს 60-იანი წლების მუსიკას, სახლიდან კი მხოლოდ ღამით გამოდის. მისი საყვარელი ევა კი ტანჟერში ცხოვრობს, უყვარს პოეზია და ლამაზად ჩაცმა. ადამი და ევა ათას წელზე მეტის არიან. დიდი ხნის წინ მათ გადაწყვიტეს, რომ ახალი სისხლის გამო არ მოეკლათ ადამიანი და სავადმყოფოში აღებული სისხლით საზრდოობენ. მათ ცოტა ხნით ცალ-ცალკე ცხოვრება გადაწყვიტეს, მაგრამ დიდხანს უერთმანეთოდ ვერ გაძლეს.
ფილმი მოგვითხრობს ერთი გენიალური დრამერის ისტორიას, რომელსაც სიცოცხლე მისმა მასწავლებელმა გაუმწარა. თუ რა შედეგი მისცა ამ მწარე სიცოცხლემ და სისხლის ფასად მიღებულ უნარჩვევებმა იხილეთ ფილმში...
მეფე შტორმს სურს წაართვას პონებს მისი მაგიური შესაძლებლობები. ბოროტმოქმედის შესაჩერებლად პონები ტოვებენ მშობლიურ მხარეს და სამოგზაუროდ მიდიან. მათ საინტერესო თავგადასავალი ელით წინ...
ფილმი მოგვითხრობს მოსმენებს შორის ყავის დამტარებელისა და ღარიბი ჯაზ-მომღერლის სიყვარულის ისტორიას. მათი ერთობლივი წარმატება მათ ურთიერთობას გამოცდას უწყობს...
ანიმაცია მოგვითხრობს ახალგაზრდა გოგონას, მოანას და მისი ბედისწერის შესახებ. ნახევრად ღმერთთან, მაუისთან ერთად მოგზაურობისას ის საოცარი მოვლენების მთავარი გმირი ხდება...
ფილმი გადაღებულია მიკი რეპკინის წიგნის მიხედვით - “იმღერე იდეალურად”, რომელშიც მოთხრობილია სტუდენტზე, რომელმაც უეცრად აღმოაჩინა, რომ თურმე იდეალური ხმა აქვს…
Live, documented at Chicago's Vic Theatre in April of 1996. 1 Thumbscrews 2 Fly On The Wall 3 Mailman 4 Destroy Before Reading 5 Thumper 6 Bloody Mary 7 Wheelchair Epidemic