ჰოვარდ მაიკლ გულდის ამავე სახელწოდების დეტექტიურ რომანზე დაფუძნებული მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივის ჩარლ უოლდის შესახებ, რომელიც წარუმატებელი საქმის შემდეგ, განმარტოებულ ცხოვრებას ეწევა შუაგულ ტყეში, სანამ მის მყუდროებას მისი ყოფილი გოგონა არ დაარღვევს და ჰოლივუდში მცხოვრები ექსცენტრიული ტელევარსკვლავის ალასტერ პინჩის მეუღლის სენსაციური მკვლელობის გამოძიებაში ჩაითრევს.
ბავშვობაში ნატანი სიკვდილს გადაურჩა, როდესაც გოგონა გადაარჩინა. ის ძლივს გამოვიდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან. დროთა განმავლობაში მან დაივიწყა ეს საშინელი შემთხვევა. ნატანმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა კარიერას და ნიუ-იორკის წარმატებული იურისტი გახდა. ერთ დღეს ნატანი უცნაურ მამაკაცს ხვდება, რომელმაც ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის დღე იცის.
მატიე – ახალგაზრდა და ნიჭიერი “შავი ყუთების” ანალიტიკოსია, რომლის მიზანი ახალი თვითმფრინავის სასიკვდილო კატასტროფის მიზეზის გარკვევაა, თუ რა მოხდა დუბაი-პარიზის რეისზე, სანამ ის ალპებში ჩამოვარდებოდა, რის შედეგადაც თითქმის 300 ადამიანი დაიღუპა. პილოტირების შეცდომა? ტექნიკური შეცდომა? ტერორისტული თავდასხმა? კატასტროფის მიზეზები უცნობია. შავი ყუთის შესწავლისას, ახალგაზრდა გმირი სერიოზულ შემაშფოთებელ დეტალებს ავლენს და მისი უფროსის ბრძანებების საწინააღმდეგოდ, საკუთარ ფარულ გამოძიებას იწყებს – სიმართლის აკვიატებული და სახიფათო ძებნა, რომელიც სწრაფად საფრთხეს შეუქმნის მის სიცოცხლეს. მან ჯერ არ იცის, სადამდე მიიყვანს ჭეშმარიტების ძიება.
ორი ახალგაზრდა ბიჭი მოკლავს თავის კლასელს, მის გვამს კი საკუთარ ბინაში დამალავენ. ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვეტენ ოჯახის წევრები და მეგობრები წვეულებაზე დაპატიჟონ, რათა გამოსცადონ თავიანთი იდეალურად შესრულებული კრიმინალური დანაშაულის ფარულობა...
ფილმი ადამიანზე, რომელსაც ორი გასვენება ჰქონდა, ამის გამო კი მთელი ტენესის შტატის ყურადღება მიიპყრო. 1938 წელს 74 წლის ფელიქსმა გადაწყვიტა მოეწყო საკუთარი გასვენება და მიეღო მასში მონაწილეობა. ამ დღის შემდეგ, 5 წელში, იგი გარდაიცვალა...
ფრედერიკ ფიტცელი "ცხოვრებით ტკბება", მაგრამ ერთ დღეს მას მოჩვნებებები ეწყება: ფრედი წარსულში მოგზაურებს პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით.
სადაზღვეო აგენტი, მაქსი მისი საუკეთესი მეგობრის თვითმკვლელობის შემდეგ სიმართლის დადგენას ცდილობს. მას ყველაფრის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება მოუწევს, რისაც მანამ ეჯერა...
ჯონი, გულგატეხილი მეოჯახე კაცი რიჩისთან შეხვედრის შემდეგ წარმოუდგენელ ცვლილებებს განიცდის შინაგან სამყაროში. საბოლოოდ ის იქცევა კაცად, რომელიც მზადაა საკუთარი სიცოცხლის ფასად დაიცვას ოჯახი.
ბესტსელერის ტრილოგიის ბოლო ნაწილის სათარგმნელად 9 მთარგმნელს დაიქირავებენ და მათ მდიდრულ ბუნკერში გამოკეტავენ. მას მერე რაც გასაიდუმლოებული ფურცლების პირველი 10 გვერდი ინტერნეტში აიტვირთება, მთარგმნელების ოცნების სამსახური ნამდვილ ღამის კოშმარად იქცევა. ფაქტია ქურდი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა საკითხავია რომელი?!
შრომისმოყვარე, უემოციო იურისტს, კეიტს, სამი კვირის ვადა აქვს, იმისათვის რომ შეაფასოს და გაყიდოს დასასვენებული სახლი, რომელშიც მოჩვენება ბუდობს. სახლის მენეჯერი ირწმუნება, რომ სული ამას არ შეეგუება, თუმცა კეიტი უკან არ იხევს, რადგან მისი დაწინაურება ამ დავალების შესრულებაზეა დამოკიდებული. იგი ხვდება დანიელს, აჩრდილს, რომელიც უკანასკნელი ოთხმოცდათხუთმეტი წლის განმავლობაში ყოველ დეკემბერს, საშობაოდ, 12 დღით სიცოცხლეს უბრუნდება. კეიტი ერთადერთ ლოგიკურ გამოსავალს ხედავს - დაეხმაროს მამაკაცს წყევლის მოშორებაში. თუმცა საუკუნით უფროს ადამიანთან ურთიერთობა მის გეგმებში არ შედიოდა...
ერთ ღამეს, ქალი პოლიციის განყოფილებაში მიდის და აღიარებს მეუღლის მკვლელობას. ათი წლის წინ, მისმა მეუღლემ შეურაწყოფა მიაყენა და მას რეგულარულად სცემდა. მიუხედავად იმისა, რომ გამოიძიების შემდეგ ცნობილი გახდა, რომ სიკვდილი გამოწვეული იყო შემთხვევითობით ან თვითმკვლელობით, ქვრივმა განაცხადა, რომ ეს ყველაფერი მან ჩაიდინა...
An 11-year old boy believes that he is the best detective in town and runs the agency Total Failures with his best friend, an imaginary 1,200 pound polar bear.
ლონდონში მცხოვრებ ამერიკელ მწერალს - სამსონ იანგს უკანასკნელი 20 წლის განმავლობაში არფერი შეუქმნია. იგი შემოქმედებით კრიზისშია, რასაც თან ერთვის სასიკვდილო დაავადება. მეორე გმირი კი ლამაზმანი ნიკოლა სიქსია. იგი ბარში ორ მამაკაცს გაიცნობს, რომლებიც მისი პოტენციური მკვლელები გახდებიან. ერთი წვრილმანი თაღლითია, მეორე კი თსვხედი არისტოკრატი. იანგი თვალს ადევნებს სამეულს, იმ იმედით რომ ახალი რომანისთვის მასალას იპოვის...
ორი სკოლის მოწაფე ობოლ ლეკვს - ბენჯის დაუმეგობრდება. როდესაც ბავშვებს მძარცველები მოიტაცებენ და სერიოზული საფრთხე დაემუქრებათ, ბენჯი მის მეგობართან ერთად მათ მხსნელად მოევლინებათ...
საშუალო ზომის დარბაზი. ერთი მაგიდა, თორმეტი სკამი. თორმეტ ნაფიც მსაჯულს განაჩენი გამოაქვს 18 წლის ჩეჩენი მოზარდისთვის, რომელსაც ბრალად ედება თავისი მამობილის მკვლელობა, რომელიც რუსი ოფიცერი იყო. ყველა სამხილი მსჯავრდებულის წინააღმდეგაა და თერთმეტი მსაჯული მზადაა ბიჭი გაასამართლოს. მხოლოდ ერთი მსაჯულია დარწმუნებული, რომ ყველაფერი ისე ცალსახად არაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს და კოლეგებს სთავაზობს კიდევ უფრო დაფიქრებულად გადახედონ საქმეს...
კეტრინი ექიმია, დევიდი პროფესორი, მათ მშვენიერი ვაჟი ჰყავთ. ერთი შეხედვით, ეს იდეალური ოჯახია. მაგრამ ერთხელ დევიდი თვითმფრინავზე აგვიანებს, როს გამოც თავისი დაბადების დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე ვერ ხვდება...
მეტი და ქეითი საცხოვრებლად იზოლირებულ სახლში გადავლენ, სადაც აღმოაჩენენ ერთ იდუმალ ოთახს, რომელიც მათ ნებისმიერ მატერიალურ სურვილს უსრულებს, თუმცა, რადგანაც ქეითს ორი წარუმატებელი ორსულობა ჰქონდა, მის ერთადერთ სანუკვარ სურვილს ბავშვი წარმოადგენს...
ალფავილი – ტოტალიტარული საზოგადოებაა, რომელიც დედამიწისგან უზომოდ შორსაა სხვა გალაქტიკაში და რომელსაც ელექტრონული ალფა–ტვინი მართავს. ის შექმნა დედამიწიდან გაქცეულმა პროფესორმა...
ასტრონავტი ბენტი რომლის ხომალდი დაჯდომისას დაზიანდა, იძულებულია დასახმარებლად მაიმუნებს მიმართოს, რომელთა ერთი ნაწილი წინააღმდეგია ადამიანების განადგურების და ისინი და ამ საბაბით ასტრონავტს დახმარებას გაუწევენ თავისი კოლეგების ძებნაში, ამ დროს ბენტი აკრძალულ ზონაში ხვდება, სადაც მიწის ქვეშ ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას ქალაქების ნანგრევებში...
ოლივერისა და ჯულიას ქალიშვილი სარა მოულოდნელად უჩინარდება. დრო მიდის, ახალი კი არაფერია, თუმცა ერთ დღეს, ოჯახი წერილს მიიღებს, სადაც უცნობი პიროვნება ამტკიცებს, რომ სარა მასთანაა და მის მშობლებთან მოლაპარაკება სურს.
ახალგაზრდა ბიჭს გარდაცვლილს იპოვნიან პენსილვანიის ერთ ქალაქში. დონალდი, ადგილობრივი დასუფთავების მანქანის მძღოლი, დეტექტივის როლს მოირგებს, წამოიწყებს რა სახიფათო გამოძიებას, რათა დაამტკიცოს, რომ ბიჭი მოკლულია.
ფილმის მოქმედება ქალაქ პიკოკში ხდება. მატარებლის კატასტროფის შედეგად, მოულოდნელად ირკვევა, რომ თავმდაბალი ბანკირის სახლის უკანა ეზოში ქალბატონი ცხოვრობს, რომელსაც არავინ იცნობს...
დეტეექტივი, რომელიც ემსხურება ჩინელ დიდგვაროვანს, იძულებულია გამოიძიოს ის უცნაური ამბავი, რაც ლოიანგში ხდება, რაშიც შედიან მისტიური მებრძოლები ნიღბებით, მელიები რომლებიც ადამიანთა ენაზე საუბრობენ და ქანდაკებები, რომლებიც ცოცხლდებიან...
ჯიმ მარკუმი, დეივ ბოილი და შონ დევინი - ბავშვობის განუყრელი მეგობრები არიან. ისინი ერთად, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები ბოსტონის ქუჩებში იზრდებიან. ასე გრძელდება მანამ, სანამ დეივს დააძალებენ მანქანით გასეირნებას, რაც სამუდამოდ ცვლის არა მარტო ახლანდელ ბიჭების ცხოვრებას, არამედ მათ მომავალსაც... 25 წლის შემდეგ ბედისწერა კვლავ ახვედრებს მათ ერთმანეთს - 19 წლის ჯიმის ქალიშვილის საზარელი მკვლელობის წინ. პოლიციელს, რომელსაც ამ საქმის გამოძიებას ავალებენ - შონ დევინია, რომელმაც თავის თანაშემწესთან ერთად უნდა გამოიძიოს, სავარაუდოდ აზრს მოკლებული დანაშაული...
804 წელს ახალგაზრდა იაპონელი მოძღვარი მიდის იმპერატორის სასახლეში, რათა ეგზორციზმის სეანსი ჩაატაროს. მმართველი უცნაურ მდგომარეობაშია - ორი კვირაა თვალი არ მოუხუჭავს. მოძღვარი მის გადარჩენას ვერ ახერხებს და იმპერატორი იღუპება. მას ახალ იპერატორთან ერთად მოუწევს უცნაური მოვლენების გამოძიება, რომელიც შავ კატასთანაა დაკავშირებული...
განცალკევებით მცხოვრები ოჯახი, რომლის ოთხი წევრიც მოწამვლით გარდაიცვალა, რიტუალებისა და თილისმების დახმარებით ცდილობს მტრულად განწყობილი ქალაქელებისგან თავი დაიცვას...
მრავმილიონიანი ქონების მემკვიდრე – ლინეტი საუკეთესო მეგობრის, ჟაკლინის საქმროს გაჰყვა ცოლად. ახალდაქორწინებული წყვილი გემით ნილოსზე არაჩვეულებრივ კრუიზში გაემგზავრნენ. ჟაკლინი კი, გადაწყვეტს ახლადშეუღლებულ წყვილს თაფლობისთვე ჩაამწაროს. საქმეს ერკულ პუარო იძიებს. ფილმი აგათა კრისტის მოთხრობის მიხედვითაა გადაღებული...
ჰიჩკოკის ფილმი ყოფილ მძარცველზე. მან უნდა დაიჭიროს ქურდი, რომელიც ძარცვისას მისეულ მეთოდებს იმეორებს, უნდა დაასწროს სანამ შეცდომით მას დაადანაშაულებენ. ყოფილ მძარცველს ცოტა დრო აქვს რადგან პოლიცია "კუდზე აზის", მაგრამ პატარა რომანისთვის დროს მაინც გამონახავს. ეს არის კლასიკური შედევრი გრეის ქელის და კერი გრანტის მონაწილეობით.
ახალგაზრდა ქალი ასაკოვან ქვრივს დაკარგულ საფულეს დაუბრუნებს, რაც ამ ორს შორის უჩვეულო ურთიერთობის ჩამოყალიბებით დამთავრდება, სანამ ქალი არ აღმოაჩენს, რომ ქვრივი სულაც არ არის ის, ვინც ეგონა...
სიუჟეტის ცენტრში ვიქტორიანული ეპოქის სასახლეში მცხოვრები დები არიან. სასახლის კედლებში უცნაური მოვლენები ხდება, რაც დებს მკვლელობაში ეჭვმიტანილებად აქცევს. ნენსი დრიუ, დეტალებზე ორიენტირებული, ჭკვიანი სკოლის მოსწავლეა, რომელიც ცდილობს ჩაწვდეს საიდუმლოებას, იხსნას უდანაშაულო ადამიანები ციხისგან და შეიძინოს ახალი მეგობრები...
ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება...
განდევნილ დეტექტივს კვლავ სამსახურში დააბრუნებენ, რათა საიდუმლოებით მოცული სიკვდილის ფაქტები გახსნას, რომლებიც იმპერატორი დედოფლის - ვუს ინოგურაციის ჩატარებას უქმნის საფრთხეს...
გაწბილებული თავის მოსწავლეებზე, მასწავლებელი აღმერთებს მხოლოდ ერთ ბიჭს, რომელიც ბოლო მერხზე ზის და ძლიერ განსხვავდება სხვებისგან. ამ ბიჭს აქვს ჩვევა უთვალთვალოს სხვების ყოფაცხოვრებას. ის ჩაიფიქრებს დაწეროს მოთხრობა თავის თანაკლასელის ოჯახზე. მან გადაწყვიტა დაუკვირდეს მათ სისტემატიურად...
გიჟური თავგადასავლების მაძიებელი ჯგუფი ცდილობს გადარჩენას ღამის მოტელში შუა უდაბნოში - სასტიკი მკვლელებისგან. ისინი მალე აღმოაჩენენ, რომ გაქცეული ჩინელი ქალი საიდულოს მალავს...
ოქსფორდის უნივერსიტეტში, პროფესორი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთად მუშაობენ, რათა შეაჩერონ მკვლელობების სერია, რომელიც მათემატიკურ სიმბოლოებთანაა კავშირში...
ფილმი - "უხილავი სტუმარი" მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიზნესმენ ედრიან დორიაზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სასტუმროს ნომერში მისი გარდაცვლილი საყვარლის სხეულთან ერთად იღვიძებს. მას მკვლელობაში დაანაშაულებენ. იგი გადაწყვეტს საუკეთესო ადვოკატს მიმართოს საქმის გამოსაძიებლად...
ლაურა, ბუენოს - აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოააშკარავებს...
კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი დაკითხავს - კვდება...
საიდუმლოებაში გახვეული სიყვარულის ისტორია. Nმოქმედება ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე ვითარდება. ლიტერატურისა და ფილოსოფიის პროფესორს დომინიკ მატეის მეხი დაეცემა და ის ნელნელა ახალგაზრდავდება, რითაც მსოფლიოსა და ნაცისტების ყურადღებას იპყრობს...
"საუბარი" გახლავთ ფრენსის ფორდ კოპოლას 1974 წლის ფილმი. ჰარი კაული დაქირავებულია, რათა უთვალთვალოს და ჩაიწეროს ორი თანამშრომლის საუბარი. აღმოჩნდება, რომ ის ჩაწერისას მოისმენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა მოესმინა...
ახალგაზრდა მწერალი ჯონსუ ხვდება ძველ ნაცნობს, რომელთან ერთადაც იზრდებოდა. მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა იგი ძალიან მომხიბვლელია. საკუთარი თავის ძიებაში გოგონა აფრიკაში მიემგზავრება, იქიდან კი ახალ მეგობართან, ბენთან ერთად ბრუნდება. ბენი თანამედორვე გეტსბია, მას ნაკლი არ აქვს, მაგრამ აქვს ჰობი. როდესაც გოგონა მისი ჰობის შესახებ შეიტყობს - მოსვენებას დაკარგავს...
კერძო დეტექტივი, მოიხდის რა მრავალწლიან სასჯელს იმ პირის მკვლელობისათვის, რომლის საქმის გამოძიებაც უნდა ეწარმოებინა, მემუარებს დაწერს და ამ გზით სურს საბოლლოდ ნათელი მოჰფინოს ყველაფერს. თითქმის ბოლოშია გასული, როდესაც ერთ ღამეს კარის ზღურბლთან წარსულთან დაკავშირებული ფოტოებით სავსე კონვერტები გაჩნდება...
ხანძრის შედეგად, რომელიც ბავშვობაში მოხდა, სემ რიდს გაუჩნდა ნიჭი, რომლის დახმარებით მას წარსულში დაბრუნება შეუძლია. თავისი ნიჭის გამოყენებისას სემი ეხმარება პოლიციას დამნაშავეებთან ბრძოლაში და ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. მაგრამ ერთხელაც, მომდევნო დაზარალებულის გადარჩენისას სემი შემთხვევით დროის გასასვლელს დატოვებს და გაანთავისუფლებს სახიფათო სერიულ მკვლელს...
არც ისე შორეულ მომავალი. ბავშვებს აფასებენ არა მხოლოდ ინტელექტით, არამედ ფრეკვენციით - განსაკუთრებული მახასიათებლებით. მაღალი ფრეკვენცია - და შენ არასოდეს დააგვიანებ მატარებელზე, მაშინაც კი, თუ სპეციალურად გამოხვალ ერთი საათით გვიან...
"აღმოსავლეთი" — ეკოლოგიური ტერორისტების ჯგუფის სახელი, რომლებიც ცდილობენ შური იძიონ ამორალურ კორპორაციებზე. სპეცსამსახურების წარმომადგენელმა უნდა შეაღწიოს დაჯგუფებაში...