ბალტიმორის გარეუბანშ ერთ მზიან დღეს დაიკარგა ბავშვი. ორი ახალგაზრდა გოგონა ეჭვმიტანილი იყო, მიუხედავად იმისა რომ ბრალი არ დაუმტკიცდათ ქალაქმა მაინც ვერ აპატია მათ. მალე კიდევ ერთი ბავშვი უჩინარდება და ორი დეტექტივი ჩამოდის საიდუმლო საქმის გასახსნელად...
ლარსონის ორი უკანასკნელი რომანის გმირი – ელისაბეტ სალანდრი, შვედეთის ერთ–ერთ ქალაქის საავადმყოფოში ინტენსიური დაკვირვების თერაპიას გადის. ის იბრძვის სიცოცხლისთვის არამარტო ფიზიკური გაგებით: როდესაც იგი თავს საკმაოდ კარგად იგრძნობს, მას სამი მკვლელობისთვის და ერთი მკვლელობის მცდელობისთვის სასამართლოს წინაშე წარდგომა მოუწევს. თავისი მეგობრის დახმარებით, ჟურნალისტის მიკაელ ბლომკვისტის მას მოუწევს თავისი უდანაშაულობის დამტკიცება.
ფერმერის ქალიშვილს ადანაშაულებენ იშვიათი ჯიშის არწივზე ნადირობაში. მალე ირკვევა, რომ ბანალური კანონდარღვევის უკან ბევრად სერიოზული დანაშაული იმალება...
ჯონი უორიკერი დიდი ხანია რაც სადაზვერვო სამმართველო მი-5-ის ოფიცერია. თავისი საუკეთესო მეგობრის უეცარი გარდაცვალების შემდეგ ჯონი მასთან პოულობს უცნაურ დოკუმენტს, რომლის შინაარსი მთელი ორგანიზაციის სტაბილურობას ემუქრება. უორიკერი იძულებულია სამსახურიდან წავიდას, მოგვიანებით კი შეიცვალოს იერი, რათა ჭეშმარიტებას მიაკვლიოს...
ლეგენდებში არსებობენ პერსონაჟები, რომლებიც სხვადასხვა სურვილებს ასრულებენ. სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სახელითაა ცნობილი. ამერიკაში არის ძალიან უცნაური ო.ჟ. გრანტი. ერთხელ მას შეხვდება ნეილ ოლივერი, ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც პასუხები სჭირდება... ერთხელ ოლივერს დაესიზმრება უცნობი გოგონა, როდესაც უცნაური გრანტი სამოგზაუროდ წასვლას შესთავაზებს. მამაკაცი ყველაფერს მიატოვებს და წავა, რადგან ძალიან უნდა სიზმარში ნანახი გოგონას პოვნა...
ჩარლი ქალის ნდობაში შევა, მერე კი კლავს და ძარცვავს მას. ის ბეწვზე გადაურჩება პოლიციას და თავის ნათესავებთან მიდის სოფელში. განსაკუთრებით თბილად მას ძმისშვილი შეხვდება, რომელსაც სახელი ბიძია ჩარლის საპატივცემულოდ დაარქვეს...
ტონი ვენდისი, ყოფილი პლეიბოი და ჩოგბურთის ვარსკვლავი, რომელიც თავისი ლამაზმანი ცოლის, მარგოს ფულის ფლანგვითაა დაკავებული, დანაშაულის ჩადენას გადაწყვეტს, როდესაც გაიგებს, რომ მილიონების დაკარგვა ემუქრება, რადგან მარგომ ამერიკელ დეტექტივების მწერალთან მარკ ხოლიდეითან გააბა რომანი. ტონი იდეალური მკვლელობის გეგმას შეადგენს, იპოვის საიმედო შემსრულებელს და უმწიკვლო ალიბს შეიქმნის. ის ყველაფერს გაითალისწინებს, მარგოს უჩვეულო მოქცევის და მარკის ანალიტიკური ნიჭის გარდა...
კორეელი რეჟისორის კიმ კი-დუკის ფილმი ვენეციის კინოფესტივალის 4 პრიზის მფლობელია. ტაე-სუკი ქალაქში დასეირნობს მოტოციკლით, იპარება მდიდრულ სახლებში და ცხოვრობს იქ პატრონების დაბრუნებამდე. სძინავს მათ ლოგინებში, ჭამს საჭმელს მათი მაცივრიდან და ბინის ქირის მაგივრად, რეცხავს სარეცხს ან აკეთებს მცირე რემონტს. ერთ-ერთ მორიგ სახლში ის აღმოაჩენს სასტიკად ნაცემ გოგოს, რომელიც არაფერზე არ რეაგირებს...
ყოფილი საზღვაო ქვეითი ბობ ლი სვაგერი, პროფესიონალი სნაიპერია, რომელიც უკვე სამი წელია რაც გადამდგარია. თავისი ნების წინააღმდეგ ის ამერიკის პრეზიდენტის მკვლელობის ორგანიზებაში აღმოჩნდა ჩათრეული. ახლა ის უნდა გაიქცეს, რათა თავისი უდანაშაულობის დასამტკიცებლად ნამდვილი მკვლელი იპოვოს და გაარკვიოს ვინ დგას ამ საქმის უკან.
ამ პლანეტის საიდუმლოება აღელვებს ხალხს უკვე მრავალი ათწლეულია... სოლარისის ოკეანე წარმოადგენს გიგანტურ ტვინს, მაგრამ ყველა ცდა უცნობ ცივილიზაციასთან დაკავშირებისა კრახით მთავრდება. კოსმოსურ სადგურზე უჩვეულო მოვლენები ხდება. ხალხი აღმოაჩენს რომ მათმა ფიქრებმა, მოგონებებმა შეიძინეს მატერიალიზირების უნარი...
ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონი, რომელსაც პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიის სხეული...
ეილული ლამაზი,მხიარული და საინტერესო გოგოა.იგი ცხოვრებისაგან იმას იღებს, რასაც მოისურვებს.ერთხელ მას რაღაც დაემართება. იგი ვერ იხსენებს ბოლო თვეს.მეგობრები აწყნარებენ, რომ ყველაფერი კარგადაა და პრობლემა არაა.თუმცა ეილულს ესმის რომ რაღაც ისე ვერ წავიდა.მეხსიერების დასაბრუნებლად იგი კუნძულზე მიდის, იქ კი უცნაურ ადამიანს ხვდება...
პარიზი, 1930. ცნობილი დეტექტივი ვიდოქი ალქიმიკოსი მკვლელის მსხვერპლი გახდა. მისი ახალგაზრდა მეგობარი შურისძიების მიზნით გამოძიებას საკუთარ თავზე იღებს.
4 ასტრონავტობის მსურველს, 400 დღით სიმულაციურ კოსმოსში ჩაკეტავენ რომ ისინი კოსმოსში მოგზაურობის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში გამოსცადონ. როცა ყველაფერი აირევა, ისინი იძულებული გახდებიან გარეთ გამოვინენ. სწორედ ამ დროს მიხვდებიან რომ დედამიწაზე ყველაფერი შეიცვალა. ნამდვილია ეს თუ ისევ სიმულაცია? თუ კიდევ უფრო სხვა საფეხურზე არიან, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ?
21 წლის ჯინ-სეოკი ახალ სახლში გადადის ოჯახთან ერთად. იგი შიზოფრენიით იტანჯება, მაგრამ ოჯახის მზრუნველობა უმსუბუქებს ამ მდგომარეობას. მისი უფროსი ძმა ჯინ-სეოკისათვის მისაბაძი მაგალითია. ერთ ღამეს ჯინ-სეოკის თვალწის მის ძმას იტაცებენ. 19 დღის შემდეგ იგი უკან ბრუნდება, მაგრამ არაფერი ახსოვს. ჯინ-სეოკს ჰგონია, რომ დაბრუნებული ადამიანი მისი ძმა არაა.
ჟურნალისტი დევიდ ლოკი ჩადის ჩრდილოეთ საჰარაში მასალების შესაგროვებლად, მაგრამ სამუშაო არ მისდის. მომდევნო რთული–ცხელი დღე უსიამოვნო სიურპრიზს მოუტანს: კვდება მამაკაცი, რომელიც ცხოვრობს მეზობელ ნომერში. ლოკი მოულოდნელ გადაწყვეტილებას მიიღებს: ის წაიღებს გარდაცვლილის ტანსაცმელს, პასპორტში სურათებს ადგილებით შეცვლის და მიემგზავრება...
ფილმის მთავარი გმირი პოლი ავღანეთში იბრძვის. ბრძოლაში ერთ-ერთი შეჯახებისას იგი გონს კარგავს და გმირს ვიწრო და ბნელ ადგილას ეღვიძება. იგი ანთებს სანთებელას და აღმოაჩენს, რომ კუბოში წევს. მას ბევრი ტანჯვის გადატანა მოუწევს თავისუფლების მოსაპოვებლად და გადასარჩენად.
ХIV საუკუნე, ინგლისი. მღვდელი ნიკოლასი იძულებულია შეუერთდეს მოხეტიალე არტისტების ჯგუფს იმისათვის, რომ დადევნებისგან დაიმალოს. სოფელში ჩამოსვლისას, სადაც ცოტახნის წინ ბიჭის მკვლელობა მოხდა, მსახიობებს ახალგაზრდა ყრუმუნჯი ქალი შეხვდებათ, რომელსაც ჯადოქრობას აბრალებენ და სიკვდილი მიუსაჯეს მკვლელობისთვის, რომელიც მას არ ჩაუდენია. მსახიობთა ჯგუფის ლიდერი მოიხიბლება ამ ქალის სილამაზით და მის დახმარებას გადაწყვეტს. და იმის მაგივრად, რომ სპექტაკლი ბიბლიურ თემაზე დადგან, მსახიობები მომხდარი დანაშაულის ნამდვილი ფაქტების აღდგენას და ნამდვილი მკვლელის გამოაშკარავებას ეცდებიან...
სიგარეტის სუნით გაჟღენთლ ოფისში დღე და ღამე მიმდინარეობს ბრძოლა ძვირფასი კლიენტებისთვის, რომლებსაც სურთ მიწის შეძენა. ფირმაში შემოდიან ახალი და ახალი წინადადებები, მაგრამ პრიზი შეხვდება მხოლოდ საუკეთესოებს. კონკურენცია იზრდება, მაგრამ როდესაც უცნობი დამნაშავეები ოფისში შედიან და საჭირო დოკუმენტებს იტაცებენ, სიტუაცია გაურკვეველ სახეს ღებულობს. ახლა ხომ ყველა ეჭვის ქვეშაა.
ვიდია ლონდონიდან კალკუტაში ჩადის დაკარგული მეუღლის მოსაძებნად. შვიდი თვის ფეხმძიმე ქალი მარტოა და რეალურად არავისგან ელის დახმარებას. გარშემომყოფნი ცდილობენ მის დარწმუნებას, რომ მისი ქმარი საერთოდ არ არსებობს...
ისტორია ახალგაზრდა, ნიჭიერი ფოტოგრაფის, რომელიც ქალაქის პარკში მუშაობს და იღებს ადამიანებს, რომლებიც მოსწონს. ლონდონი თავისი ფეშენებელური ცხოვრებით, პოპ მუსიკა, მარიხუანა და მარტივი სექსი არის მისი ცხოვრება. ერთხელ მას ახალგაზრდა წყვილი დააინტერესებს. თავიდან შეყვარებული წყვილი ჰგონია, მაგრამ მალე ირკვევა კრიმინალური დეტალები...
ფილმი მოგვითხრობს საიდუმლო დამნაშავეზე, რომელის ერთადერთი მიზანია დაწყებული საქმის დასრულება. ამ საქმის მიზანი ბუნდოვანია, იგი არავის ენდობა. მისი მოგზაურობა ესპანეთში სიზმარს ემსგავსება, თუმცა ექვემდებარება კონკრეტულ მარშრუტს. მოგზაურობისას მას უხდება გადალახოს უცნობი ქვეყანა და ჩაეშვას საკუთარი ცნობიერების სიღრმეებში.
ფილმში მრბოლელი მოჩვენება: შურისძიების სული - ნიკოლას ქეიჯი კვლავ ჯონი ბლეიზის როლს ასრულებს. ამ გმირის მამაცი ხასიათის ახალებური წარმოჩენით, ჯონი კვლავ ეშმაკის წყევლას ებრძვის, რამაც იგი დაქირავებულ მკვლელად აქცია. იგი ყველაფერს რისკავს, როდესაც მეამბოხე ბერთა ჯგუფის ლიდერს შეეკვრება, რათა პატარა ბიჭი ეშმაკისგან დაიფაროს და თან შესაძლოა თვითონაც სამუდამოდ გათავისუფლდეს ეშმაკის წყევლისგან...
იაპონია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ამერიკელ მძევალს ათავისუფლებენ თანამესაკნის დახმარებით. გათავისუფლებული ჯარისკაცი იწყებს პატივისცემის მოხვეჭას და უბრუნებს ვალს კრიმინალურ სამყაროს...
თავის ტრავმის შემდეგ ლეონარდ შელბის დროებით მეხსირება აქვს დაკარგული. ის მისი მეუღლის მკვლელს ეძებს. თავისი ჩანაფიქრის განსახორციელებლად ის პოლაროიდით ადამიანებს და ადგილებს ფოტოებს უღებს და საკუთარ სხეულზე სვირინგსაც კი გაიკეთებს, რათა მნიშვნელოვანი რამ დაიმახსოვროს.
მეცხრამეტე საუკუნის პირველი ნახევრის ფანტასტიკური ისტორია. მონასტერში ახალი ბერი ივანი მიდის. მასთან ერთად კი დემონიც. დემონი ცდილობს ააცდინოს ივანი მის მიერ არჩეულ ღვთისაკენ მიმავალ გზას, მაგრამ რაც უფრო დიდია ცდუნება, მით უფრო დიდია რწმენა...
ვერმონტის შტატის პოლიციელები - ტონი, მაკი, რებოტი, ფოსტერი და ფავა უდარდელად ცხოვრობენ, მაგრამ ბიუჯეტს ამცირებენ, რაც მათ ჯიბეს საკმაოდ დაეტყობა და მეგობრები ერთიანდებიან გადარჩენისათვის ბრძოლაში. ყველაფრის კალაპოტში დასაბრუნებლად მათ მკვლელობის საქმე უნდა გახსნან და ყველა შესაძლო ნარკოტიკი მოძებნონ...
ქმარი ორ ადამიანს ქირაობს, რომლებმაც მისი ცოლი უნდა გაიტაცონ და შემდეგ მამამისს გამოსასყიდი მოსთხოვონ. ეს ფაქტი სისხლიანი მოვლენების მთელ ჯაჭვს იწვევს, დამკვეთის, შემსრულებლის და გატაცებულის მამის სულელობის, სიხარბის და უიღბლობის გამო.
სამანტა კინგსტონი გოგონაა, რომელსაც ყოველთვის და ყველაფერში უმართლებს, მაგრამ იმ დღეს პარასკევს, 12 თებერვალს ყველაფერი არასწორად განვითარდა, შემდეგ ავარია გზაზე და ... გოგონა მოჯადოვებულ წრეში აღმოჩნდება. ამ წრიდან გასასვლელად სამანტამ უნდა იპოვოს ის არასწორი ნაბიჯი, რომლის შედეგადაც ამ ხაფანგში აღმოჩნდა...
ყოფილ პოლიციელს სთხოვენ, მისი ძველი მეგობრის ცოლით დაინტერესდეს, რომელსაც მოჩვენებები აწუხებს. ჰიჩკოკის კლასიკა, სიმაღლის შიშით შეპყრობილი მამაკაცისა და იმ ქალის შესახებ, რომელსაც მამაკაცი საუბედუროდ სიმაღლისკენ უნდა გაჰყვეს...
ჯეფერისს ფეხი თაბაშირში აქვს, კვირების განმავლობაში უსაქმოდაა და თავს ფანჯრიდან მეზობლების ცქერით იქცევს. ამ თვალთვალისას მას ეჩვენება, რომ მკვლელობის მოწმე გახდა. თავის მეგობარ გოგონა ლიზასთან და მომვლელთან ერთად ისინი ცდილობენ საიდუმლოს და შესაძლო მკვლელობის გახსნას.
ოსკარ უაილდის თხზულების მიხედვით გადაღებული ფილმი, პატივმოყვარე ფლეიბოის შესახებ ლონდონიდან, რომელმაც უკვდავი სილამაზის შესანარჩუნებლად სული გაყიდა. ლორდ ჰენრი უოტონის ცხოვრების წესით ცდუნებული ლამაზი, ახალგაზრდა არისტოკრატი დორიან გრეი ახალგაზრდობის შენარჩუნების სურვილით შეპყრობილი ხდება და სპეციალურად ახატინებს პორტრეტს, რომელიც ჟამთასვლას თავის თავზე იღებს, ხოლო თავად სამუდამოდ ახალგაზრდა რჩება...
ჯეი სვანი, დეტექტივი, დაბრუნდა თავის მშობლიურ პროვინციაში და დაიწყო სასტიკი დანაშაულის გამოძიება. მან უნდა იპოვოს დამნაშავე ეჭვმიტანილი ახალგაზრდა გოგონას მკვლელობაში, რომლის ცხედარი იპოვეს გზატკეცილის ქვეშ...
ძველი ტრაგედია და მტრობა კვლავ იფეთქებს, როდესაც მარკოსი ბრუნდება შინ, რათა დამარხოს მამის ფერფლი. თან სურს დაარწმუნოს მისი ძმა, სალვადორი, რომელიც ტყეში მარტო ცხოვრობს, გაყიდოს მიწა...
ადგილობრივი შეშლილი შედის ცარიელ სახლებში, ცხოვრობს გარკვეული დროის განმავლობაში, შემდეგ ქვაბში ისაქმებს და ისე ტოვებს სახლს. მას პოლიციის გარდა სერიოზულად არავინ აღიქვამს...
დევიდ ეიმსს ყველაფერი აქვს: სიმდიდრე, კარგი გარეგნობა და მშვენიერი ქალბატონი გვერდით. მაგრამ როდესაც იგი თავის ნამდვილ სიყვარულს სოფიასთან პოულობს, მისი სახე საშინლად დამახინჯდება ავტოსაგზაო შემთხვევის დროს და იგი კარგავს ყველაფერს... თუ არა ?
ისტორია ტყუილსა და შურისძიებაზე. აშშ-ს ელიტარული სპეცრაზმელები რომელთაც ბოლივიის ჯუნგლებში გამანადგურებელ მისიაზე გააგზავნიან. გუნდი: კლეი, ჯენსენი, როქი, პუჩი და კოგარი, მაქსის სახელით ცნობილი ძლიერი მტრის მიერ მოწყობილი სასიკვდილო ღალატის მსხვერპლი გახდებიან. როდესაც ისინი დაღუპულებად ჩაითვლებიან, მათ ახალი გეგმების დასახვაში მისტიური აიშა ეხმარებათ. ერთიანი ძალით ისინი ფარულად მაქსს უთვალთვალებენ. ამ ულმობელ კაცს კი გადაწყვეტილი აქვს მსოფლიოში ახალი მაღალტექნოლოგიური ომი წამოიწყოს...
2052 წელი, ბერლინი. ლეო ბაილერი მუნჯი ბარმენია და მას არსებობისათვის აღარანაირი მიზეზი არ აქვს - მისი საყვარელი ქალი გაქრა. ძიება მას მიწისქვეშა ქალაქში მიიყვანს, სადაც ამერიკელი ქირურგების წყვილს გაიცნობს. ლეო ვერ ხვდება ვინ არიან მისი ახალი ნაცნობები, დახმარებას უნდა ელოდოს მათგან თუ სასწრაფოდ უნდა გაექცეს მათ...
მაქსი არის ფლეიბოი, რომელმაც გადაწყვიტა გადასულიყო საცხოვრებლად მურელთან - მის საყვარელთან. თუმცა ბიზნეს მოგზაურობის დროს, ის თვალს მოკრავს თავის დაკარგულ სიყვარულს. ის არჩევანის წინაშე დგება...
უოლტერ სპაროუ საიდუმლოებით მოცული წიგნით შეპყრობილი ხდება. როგორც აღმოჩნდება, ეს წიგნი მის ცხოვრებაზეა დაფუძნებული. როდესაც ის წიგნს გადაფურცლავს, მაშინვე წაკითხულსა და საკუთარ ცხოვრებას შორის პარალელებს იპოვნის. მას შიში შეიპყრობს,რომ წიგნში აღწერილი მკვლელობა შესაძლოა სინამდვილეში მოხდეს...
ლეონარდო შელბის დახვეწილი და მდიდრული ტანსაცმელი აცვია, ის თავისი იაგუარით დადის, მაგრამ იაფფასიან მოტელებში ცხოვრობს. მისი ცხოვრების მიზანი ცოლის მკვლელის პოვნაა. მისი პრობლემა - ამნეზიის იშვიათი სახეობაა - მახსოვრობის მოკლე ნაწილის დაკარგვა. ლეონარდს ყველაფერი ახსოვს მკვლელობამდე, მაგრამ მას არ ახსოვს რა იყო თხუთმეტი წუთის წინ. მისი მეგობრები - ტედი და ნატალი არიან, და არიან, რომ საერთოდ მეგობრები? მისი თანამგზავრები - ფოტოაპარატი "პოლაროიდი" და ტანზე სვირინგები. მთავარი კითხვა - რატომ დასჯილი მეტია, ვიდრე დამნაშავე?
ყველა დანაშაულს აქვს მოტივი. ჩვეულებრივ თუ ტარდება ამოცნობის პროცედურა ესეიგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი. მაგრამ ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული... ხუთი დამნაშავე ერთ უცნაურ ადგილას შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვიტეს ერთი საქმის გაკეთება. მაგრამ ერთ ვინმეს, რომელსაც მათზე მეტი ძალა და ძალაუფლება გააჩნია, ვისი სახელიც მთელი მსოფლიოს დამნაშავეებს აშინებს, სურს, რომ ამ ხუთეულმა მასზე იმუშაოს... ეს არ იყო ჩვეულებრივი დანაშაული და ისინი – არ არიან უბრალოდ ეჭვმიტანილები...
ფილმი მოგვითხრობს უნიკალურ მეცნიერზე, რომელიც მისი აღმოჩენის წარდგენამდე საიდუმლო მიზეზით ერთი დღით ადრე გარდაიცვალა. აღმოჩენის საშუალებით შესაძლებელია მოგონებების შენახვა და თავიდან განცდა...
მამა და მოზარდი ქალიშვილი ნანატრ კონცერტს ესწრებიან, სადაც ხვდებიან, რომ ბნელი და ბოროტი მოვლენის ეპიცენტრში არიან. მამის ყურადღებას მაშინვე იპყრობს საკონცერტო დარბაზში პოლიციისა და სამხედროების დიდი რაოდენობა...
ნოე და მისი მეგობრები ზაფხულის არდადეგებს კუნძულზე ატარებენ, თუმცა, მალევე მიხვდებიან, რომ მათ გარშემო რაღაც საეჭვო ხდება. ისინი პენსიაზე გასულ დეტექტივთან ერთად ცდილობენ გაარკვიონ რეალურად რა ხდება კუნძულზე.