სადაზღვეო აგენტი ბრიგსი ვერ იტანს თავის უფროსს. საქმიანია და მიზანსწრაფული, ის თაღლითების ძებნის მთელი სისტემის შეცვლას ცდილობს, რომელსაც მან მთელი თავისი ცხოვრება დაუთმო. ერთხელაც წვეულებაზე კლუბში 'ნეფრიტის მორიელი", ისინი ჰიპნოზური ექსპერიმენტის მონაწილეები გახდნენ და ერთმანეთი შეუყვარდებათ...
შემოდგომაზე სინდი პრესკოტი გეგმავს პატარა ქალაქიდან ვუდსბოროდან გამგზავრებას, და კოლეჯში ჩაბარებას. ის მოახერხებს ცოცხლად გადარჩენას იმის შემდეგ, რაც უცნობმა მკვლელმა სისხლიანი სასაკლაო მოაწყო. ახლა ის მზადაა ახალი მშვიდობიანი ცხოვრება დაიწყოს უსაფრთხო სტუდენტურ ქალაქში, წარსული სიგიჟისგან შორს... ყველაფერი წარსულს ჩაბარდა?.. იქნებ არა?.. ყველაფერი იწყება იმ მომენტიდან, როდესაც მაყურებლები საშინელებათა ფილმის პრემიერაზე მიდიან...
ფერმერი გრემ ჰესი პენსილვანიის შტატში ორ ვაჟთან და ძმასთან ერთად ცხოვრობს. მათ მშვიდ ცხოვრებას მოულოდნელად ანგრევენ უცნაური მოვლენები. ყველაფერი იქიდან იწყება, რომ ფერმერთა სიმინდის ველებზე საიდუმლო გზით უზარმაზარი წრეები ჩნდება, რომელთა დიამეტრები 150 მეტრს აღწევს. შესაძლებელია, ველებზე გაჩენილი წრეები – ეს არამიწიერი ცივილიზაციების მოქმედების კვალია. გრემი ცდილობს გაერკვიოს, რა ხდება მის ფერმაზე, ის ცდილობს ოჯახი დაიცვას უცხოპლანეტელებისგან.
1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან. ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანთ...
ის დაიბადა 6 საათზე მეე–6 დღეს მე–6 თვეში. წინასწარმეტყველების მიხედვით, მსოფლიოს დასასრული დადგება, უკანასკნელი შებრძოლება ბნელი და ნათელი ძალების, და მის დასაწყისი სატანას შვილის დაბადებაა...
მეგობრებმა ზაფხულში მანქანით ადამიანი გაიტანეს. ისინი ჩათვლიან, რომ იგი გარდაიცვალა და ზღვაში გადააგდებენ. ერთი წლის შემდეგ წერილს მიიღებენ, ვიღაცამ მათი საიდუმლო იცის...
სემის კონტრაქტი იწურება: მან სამი წელი მთვარეზე გაატარა, სადაც იშვიათი გაზის მოპოვების ავტომატიზებულ ქვესადგურს აქცევდა ყურადღებას. მარტოობის სამმა წელმა შეიძლება ნებისმიერი ადამიანი შეცვალოს. დედამიწაზე დაბრუნებამდე ორი კვირით ადრე, სემი თავის შემცვლელს ხვდება, რომელიც გაჭრილი ვაშვილით ჰგავს მას. იქნებ ეს hალუცინაციაა? ან იქნებ დადამიწაზე რამე მოხდა და სახლიდან წლების მანძილზე მიღებული ვიდეო-გზავნილები ყალბია...
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჰოლივუდში - ბრწინვალების, ფუფუნების და ცოდვის იმპერიაში. ერთხელაც მთავარი როლის შემსრულებელი ფილმში "დიდება კეისარს!" უკვალოდ ქრება. არც ცოლმა, არც მრავალრიცოვანმა საყვარლებმა, მის შესახებ არაფერი არ იციან. ფილმის პროდიუსერმა სასწრაფოდ უნდა იპოვნოს მთავარი გმირი, სანამ გაიგეს რეპორტიორებმა მისი დაკარგვის შესახებ, თუ უნდა გადაურჩეს აჟიოტაჟს და სკანდალს...
ფილმის მოქმედება სამოქალაქო ომიდან 6, 8 ან 12 წლის შემდეგ ხდება, ეტლი ზამთრის ცივ და სუსხიან გზაზე მიქრის, მისი მგზავრები თავებზე მონადირე ჯონ რუთი და მისი პატიმარი დეიზი დომერგი მიდიან ქალაქში, სადაც ჯონი დეიზის მართლმსაჯულებას გადასცემს. გზად ისინი ორ უცხო ადამიანს შეხვდებიან: თავებზე მონადირე მაიორ მარკის ვორენსა და კრის მენიქსს, რომელიც ირწმუნება, რომ ქალაქის ახალი შერიფია. ისინი მიადგებიან ადგილს სახელად: მინის გალანტერეა, სადაც მეპატრონის ნაცვლად ოთხი უცხო ადამიანი დახვდებათ. ესენი არიან: ბობი, რომელიც მეპატრონის მოვალეობას დროებით ასრულებს, ჯალათი ოსვალდო მობრეი, კოვბოი ჯო გეიჯი და გენერალი სენფორდ სმიზერნი. როდესაც მთებს შტორმი მოადგება რვა მოგზაური მიხვდება, რომ გზის გაგრძელებას ვერ შეძლებენ...
მელორი ქეინი ოპერატიული მუშაკია, რომელიც მთავრობის უშიშროების კონტრაქტორად მუშაობს და სხვადასხვა სახიფათო ადგილებში უწევს მოხვედრა. ერთერთ ოპერაციაზე სადაც ჩინელი ჟურნალისტი ტყვეობიდან გაათავისუფლა მას უღალატეს და სასიკვდილოდ მიატოვეს. ახლა მელორიმ უნდა გამოიძიოს სიმართლე იმისათვის, რომ ცოცხალი გადარჩეს...
ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტები ჯო და კეტრინი უცნაური მკვლელობების სერიას იძიებენ. ყველა დანაშაულს აერთიანებს რაღაც ზებუნებრივი. სერიული მკვლელი ყოველ ჯერზე ნაბიჯით წინაა საუკეთესო გამომძიებლებზე. აგენტები დახმარებისათვის სპეცსამსახურების ანალიტიკოს, პენსიაზე გასულ დოქტორ ჯონ კლენსის მიმართავენ, რათა ის დამნაშავის პოვნაში დაეხმაროს. ჯონი მალე ხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგე მასზე გაცილებით ჭკვიანია...
საცხოვრებელი სახლების დარაჯი ერთ დღეს დაინახავს,რომ აუზში იდუმალი ქალბატონია.მალე კაცი გაარკვევს,რომ ეს იდუმალი ქალბატონი მიწისქვეშა არხებში ცხოვრობს.კლივენდი და სახლის სხვა მაცხოვრებლები დაიწყებენ ამ ყველაფრის ახსნას,რომ იდუმალი ქალბატონი გაანთავისუფლონ...
12 წლის ანდუან დუანელი ძნელად აღსაზრდელი მოზარდია. დედამისი პირადი ცხოვრებითაა დაკავებული და არც დრო აქვს და არც სურვილი, ვაჟის პრობლემებში გაერკვიოს. მამინაცვალი - სუსტი ნებისყოფის კაცია და არც ცოლზე აქვს გავლენა და არც შვილზე. მასწავლებელი ბავშვს მხოლოდ სჯის. ანტუანი და მისი მეგობარი სულ უფრო ნაკლებად დადიან სკოლაში...
ნიუ-იორკელ დეტექტივს იჩაბოდ ქრეინს "სლიფი ჰოლოუში" გააგზავნიან სერიული მკვლელობების გამოსაძიებლად. უცნაური კი ის არის, რომ ყველა მსხვერპლს თავი აქვს მოჭრილი. ადგილობრივებს სჯერათ, რომ ამ დანაშაულების ავტორი, თვით ლეგენდარული უთავო მხედარია...
სიმპათიური, თავის თავში დარწმუნებული კონგრესმენი სტივენ კოლინზი თავისი პოლიტიკური პარტიის მომავალია. მან თავდაცვითი ხარჯების კონტროლის კომიტეტის თავმჯომარის საპატიო თანამდებობა მიიღო. მთელი ყურადღება ამომავალ ვარსკვლავზეა მიპყრობილი, ის მომავალ საარჩევნო კამპანიაში თავისი პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი უნდა გახდეს, მაგრამ ამ დროს მხეცურად კლავენ მის საყვარელ ქალს და სტივენის ცხოვრებაში საიდუმლოებების გამომჟღავნების ეტაპი დგება...
წინასწარი მოლაპარაკების თანახმად, ორწლიანი კონტრაქტის დასრულების შემდეგ, კომპიუტერული პროგრამების შემქმნელმა ჯენინგსმა 5 მილიონი დოლარი უნდა მიიღოს თავისი სამუშაოსთვის, თუმცა ჩეკის მაგივრად ბანკის თანამშრომელი მას შვიდ უცნაურ საგანს გადასცემს. ჯენინგსი გაოგნებულია. მას სურს გაიგოს, ვინ დართო ნება ამის გასაკეთებლად, და მიიღებს უცნაურ პასუს: მან თვითნ! ამ მომენტიდან ჯენინგსის ცხოვრება მუდმივ გამოძებად გადაიქცევა. გამოძების მთავარი ობიექტი – ის თვითნაა და მისი წარსული. მან უნდა იპოვოს არა მარტო საიდუმლო ადამიანი, რომელიც მას კვალდაკვალ მოსდევს, არამედ შვიდი საგნის მიხედვით მიხვდეს რაზე მუშაობდა ის ორი წლის განმავლობაში. თმცა ეს გამოძება მას სიცოცხლის ფასად შეიძლება დაუჯდეს...
მეცამეტე ათასწლეული. ატომური ჰოლოკოსტის შემდეგ რამოდენიმე ათასი წელია გასული. ღამის წყვდიადში კვლავ ვამპირები მეფობენ, მაგრამ მათი დღეები დათვლილია, რაოდენობაც იკლებს. ვამპირი მაიერ ლინგომი, ერთ-ერთი გავლენიანი ადამიანის ქალიშვილს იტაცებს. მის მოსაძებნად, ვამპირებზე მონადირე ნახევარსისხლა ვამპირი - დი მიდის. გატაცებული გოგონას კვალს, ძმები მარკუსებიც მიჰყვებიან...
პირველკურსელი სმიტი მთელ დროს უსაქმურობაში ატარებს თავის არტისტულ და სარკასტულ მეგობარ სტელასთან ერთად. ბისექსუალური სმიტის ფიქრები მეამბოხე სულის ლამაზმანი ლონდონით და მეზობელი სერფერი ტორით არის დაკავებული..
ავადმყოფი გოგონა ჯუ-რანი გადადის ახალ დახურულ სკოლაში, რათა გაიუმჯობესოს ჯანმრთელობა. მაგრამ იგი შეამჩნევს, რომ სტუდენტები ქრებიან და მისი სხეული ცვლილებებს განიცდის. იგი გადაწყვეტს გამოიძიოს რა ხდება სკოლაში...
საიდუმლო აგენტი ლეგენდარული სამხედრო რეინჯერის და მასთან ერთად მყოფი რამოდენიმე თანმხლების გაუჩინარების საქმეს იძიებს. ისინი სასწავლო წვრთნაზე წასულები გაუჩინარდნენ...
ახალგაზრდა აგენტი ელიოტ ნესი ჩიკაგოში ჩამოდის და ალ კაპონეს გამოჭერა აქვს გადაწყვეტილი. ეს ადვილი არ არის, კაპონე პოლიციასთანაა შეკრული. ნესი ჯიმი მელოუნს შეხვდება და დახმარებას სთხოვს. ჯიმი აფრთხილებს, რომ კაპონეს დაჭერა ომის გამოცხადებას ნიშნავს.
მოქმედება ვითარდება DC MINI მოწყობილობის გარშემო, რომელიც თერაპევტებს აძლევს საშუალებას შეაღწიონ პაციენტების სიზმრებში და ჩაწერონ მათი "შინაარსი". სამი მოწყობილობა მოიპარეს, რომელთა მფლობელს საშუალება მიეცათ არა მხოლოდ შეაღწიონ ადამიანების ფანტაზიებში, არამედ გონებაში და შემდეგ გაუხსნან გზა საკუთარ ფანტაზიებს...
სატელევიზიო პროდიუსერი მაქს პენი, რომელიც თავისი საკაბელო არხისთვის, ახალ და ორიგინალურ პორნოგრაფიას ეძებს შემთხვევით ნახულობს "ვიდეოდრომს". აქ ხდება გადაცემის ტრანსლირება სექსის და მკვლელობების შესახებ, რომლის მრავალჯერადი ყურება არამარტო ფსიქიკის, არამედ ადამიანის სხეულის გახრწნასაც იწვევს...
ამერიკელი წარმატებული არქიტექტორი მაიკლ ლევისი მოგზაურობს ლონდონში მის პარტნიორსა და მეგობართან, მშენებელ ჯეიკთან ერთად, ძველი სასტუმროს განახლებისთვის. მაიკლი ხედავს თანმიმდევრულ კოშმარებს, ერთხელ ლონდონში ის ხვდება, რომ ოცდაერთი სული ცდილობს დაეკონტაქტოს მას რათა სერიული მკვლელის მკვლელობები ამოხსნას. მაიკლი ჯეკის მხარდაჭერით, დეტექტივი პრაისი და მოჩვენებები ცდილობენ აარიდონ თავი მეცხრე დანაშაულს და იპოვონ სერიული მკვლელი...
მეთიუ, რეკლამის ბიზნესში მომუშავე ახალგაზრდა ჩიკაგოელი, ჩინეთში მივლინებას დროებით გადადებს, როცა დაინახავს ლიზას, მისი ცხოვრების სიყვარულს, რომელსაც ორი წლის წინ შეხვდა და არც კი გამოლაპარაკებია, უბრალოდ რესტორანთან მოჰკრა თვალი...
ანა ფსიქიატრიული კლინიკიდან სახლში ბრუნდება, სადაც დედამისის სიკვდილის შემდეგ მოხვდა და აღმოაჩენს, რომ დედის ყოფილი მომვლელი, რეიჩელი საცხოვრებლად მათთან გადმოვიდა და მის მამაზე, სტივენზეა დანიშნული. მას შემდეგ რაც ამ შოკისმომგვრელ ამბავს გაიგებს, ანას დედამისის მოჩვენება ესტუმრება, რომელიც მას აფრთხილებს, რომ რეიჩელს ბოროტი ზრახვები გააჩნია.
მშვენიერ დამნაშავეს პოლიციელის მკვლელობისთვის სიკვდილი აქვს მისჯილი, თუმცა მას მეორე შანსი ეძლევა: გახდეს საიდუმლო პოლიტიკური მკვლელი, რომელსაც მთავრობა გააკონტროლებს.
ტომასი წინ უძღვება საკუთარ გუნდს "მორბენლები" მათი ფინალური და ყველაზე სახიფათო მისიის შესასრულებლად. იმისთვის, რომ მეგობრები გადაარჩინონ, ისინი უნდა შეიჭრნენ ლეგენდარულ "ლასთ სითიში". WCKD-ის მიერ გაკონტროლებულ ლაბირინთში, რომელიც შესაძლოა ყველაზე საშინელ ადგილად იქცეს. ყველა, ვინც ლაბირინთს ცოცხალი დატოვებს, მიიღებს პასუხს ყველა კითხვაზე, რომელიც მაშინ დაებადათ, როცა ლაბირინთში პირველად მოხვდნენ...
სიდნი პრესკოტმა ბოლო წლები სიწყნარეში გაატარა. ახლა კი იგი ვუდსბორგის სკოლაში მუშაობს. თითქოს ყველაფერი მის ცხოვრებაში თავის ადგილზე დგება, სანამ ერთ დღესაც არ იპოვიან ერთ-ერთი მოსწავლის გვამს. მკვლელი "მოჩვენების სახე" კვალვ ბრუნდება მის ცხოვრებაში...
პოპულარული ტელეწამყვანი, მსახიობი კოტონ უილი, რომელიც საშინელებათა ფილმში "დანით დარტყმა 3" ღებულობს მონაწილეობას უარი განაცხადა უთხრას მკვლელს, სად არის სინდი პრესკოტი, და ეს სიცოცხლის ფასად დაუჯდა მასაც, და მის საყვარელ გოგონას ქრისტინას. მანიაკი უკვე ნაცნობ კოსტუში კლავს მსახიობებს, რომლებიც გადაღებებში მონაწილეობენ, იმავე მიმდევრობით, როგორითაც მათ სცენარის მიხედვით კლავენ. სინდი იმალება პატარა კალიფორნიის ქალაქში, და მას მუდამ კოშმარები ელანდება: ხან მოკლული დედა დასისხლიანებული ფრჩხილებით, ხან დედის ხმა ტელეფონში. მას აქვს მოწყობილობა, რომლის დახმარებით ის ნებისმიერი ადამიანის ხმას კოპირებს. ამ მოწყობილობის დახმარებით მან პოლიციელებს, რომლებსაც გამოძიება მიყავთ თავგზა აუბნია...
ჯონ ანდერტონი, "პრეკრიმინალური" პოლიციის უფროსია 21-ე საუკუნის მეორე ნახევარში, მაშინ, როცა ტექნოლოგიას შეუძლია გამოიცნოს და გამოავლინოს დანაშაული მის ჩადენამდე. ანდერტონი თავად ხდება მსხვერპლი, როცა მკვლელობის ბრალდებით სხვა გამომძიებელი მიზანში ამოიღებს. შეძლებს თუ არა ანდერტონი იპოვოს ბზარი სისტემაში და დროულად დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა?
კანადელი რეჟისორი ვინჩენცო ნატალის დებიუტი კლაუსტრაფობიის მომგვრელი ფილმით, სადაც შვიდ ერთმენეთისთვის უცნობ ადამიანს მოწყვეტენ ყოველდრიურ ცხოვრებას და მისტიურ სასიკვდილო კუბში მოათავსებენ, მათი საერთო მიზანი კი გადარჩენაა. თრილერის და ფსიქოლოგიური დრამის ჟანრის ნაზავი, დაბალბიუჯეტიან ფილმში რომელმაც საკულტო სტატუსი მოიპოვა...
უშიშარი ახალგაზრდა თინთინისა და მისი ერთგული ძაღლის სნოუის თავგადასავალი იწყება, როდესაც ისინი საოცარი საიდუმლოს მატარებელ გემს აღმოაჩენენ. თინთინს, რომელმაც უძველესი საიდუმლოს შესახებ შეიტყო ივან ივანოვიჩ სახარინი ძვირფასი განძის მოპარვაში ადანაშაულებს. თინთინი და სნოუი ჭირვეული კაპიტანი ჰადოკის და დაბნეული დეტექტივი ტომპსონ ტომპსონის დახმარებით ნახევარ მსოფლიოს შემოივლიან და მათ მტრებს ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ უსწრებენ.
ფილმის მთავარი გმირი ფედერალური საგამოძიებო სისტემის აგენტი,ჯოა, რომელიც ცდილობს შეცვალოს მისი ცხოვრება. იგი დაკავებულია სექსუალური ძალადობის მსხვერპლი მოზარდების გადარჩენით. მას პოლიტიკოსი მიმართავს, რომლის ქალიშვილიც დაიკარგა. ჯო შეთქმულებებისა და კორუფციის ქსელში ეხვევა...
დალასი, ტეხასის შტატი. ტერორისტის ბომბი შენობას ანადგურებს. ფბრ–ს აგენტები, ფოქს მალდერი და დანა სკალი იდუმალ შეთქმულებას წააწყდებიან, რომელიც ბევრად სახიფათოა იმაზე, რაც მათ ადრე გადახდენიათ...
მეუღლის გარდაცვალებიდან შვიდის წლის შემდეგ კომპანიის დამაარსებელი აოიამა იწვევს მოსასინჯად მსახიობებს, რათა იპოვოს სასურველი ქალი და დაიწყოს ახალი ცხოვრება...
იაკობ სინგერი, რომელიც დაიჭრა ვიეტნამში, ბრუნდება სახლში, ნიუ-იორკში. მას არ ასვენებს მოგონებები ვაჟიშვილსა და ომზე. იაკობი ნელნელა კარგავს კონტროლს რეალობაზე. მისი მდგომარეობა ხდება კიდევ უფრო მძიმე, როდესაც ის იგებს, რომ მის ფრონტელ მეგობრებს აწუხებთ ასეთივე ჰალუცინაციები...
უკვე მეოცე წელია, იმ დღიდან, რაც მწერალი კრისტინა ავტოკატასტროფაში მოჰყვა და მეხსიერება დაკარგა. ყოველ დილით მას ავიწყდება რა მოხდა წინა დღეს. ექიმის რჩევით, ის ხმის ჩამწერი მოწყობილობის მეშვეობით იწერს ყველაფერს, რაც მის ცხოვრებაში ხდება. ერთ დღესაც კრისტინა აღმოაჩენს, რომ მის თავს ისეთი რაღაცები ხდება, რაც ჯობია სამუდამოდ დაივიწყოს.
შეწუხებული ფსიქოთერაპევტი პიტერ ბაუერსი იტანჯება ღამეული კოშმარებით და საშინელი ხილვებით. როცა ის ახდის ფარდას საშიშ საიდუმლოს ყველა მის პაციენტს უზიარებს. ის სამუშაოდ გადადის კურსზე, რომელიც აბრუნებს მას მშობლიურ ქალაქში,რომელსაც წლების წინ თავი დააღწია. აქ ის ეჯახება მის დემონებს და ხსნის ოცი წლის საიდუმლოს.
ჯასტინი ბრიტანელი დიპლომატია. ის თავის სამუშაოს ყოველთვის სანიმუშოდ ასრულებდა, მაგრამ მას შემდეგ რაც მის რადიკალურად განწყობილ მეუღლეს ტესის მოკლავენ ის ყველაფერზე მიდის რათა სიმართლე გამოიძიოს...
როდესაც სამხედრო ადვოკატს, ლეიტენანტ დენიელ კაფის და მის თანამშრომელს ლეიტენანტ ჯოან გალოუეის მკვლელობის გამოძიებას დაავალებენ, ისინი ფარდას ახდიან საშინელ რიტუალს, რომლის მიღმაც შესაძლოა ოფიციალური პირი, პოლკოვნიკი ნეითენ ჯეზეპი დგას...
მოვლენები ვითარდება 2035 წელს, იმ დროს როდესაც რობოტები ჩვეულებრივი მოვლენაა, ტექნოფობი პოლიციელი კი იძიებს თვითმკვლელობას. მას ეჭვი აქვს, რომ ამ მკვლელობაში რობოტის ხელი ურევია. გამოძიებიდან გამომდინარე ჩანს, რომ კაცობრიობა საფრთხის წინაშე დგება...
ახალგაზრდა მეგობართა ჯგუფი ღამეს გაატარებს ტყეში უცნაური სახლის კედლებში. დახურულ კარს მიღმა, რაღაც უცნაური და საშინელი ხდება. ახალგაზრდებს აღარ ჰყოფნით იმის დრო, რომ გაარკვიონ, თუ რა ემუქრება მათ, თუმცა ერთადერთი, რაც მათ იციან ისაა, რომ მათი დრო იწურება...
საპირისპირო წევა – ეს პროფესიონალი მეხანძრეების ტერმინია. ამ წევის შედეგად დაიღუპება ბრაიანის და სტივენის მამა. სტივენისგან განსხვავებით, ბრაიანი უარს იტყვის მეხანძრეს კარიერაზე, მაგრამ ბედისწერა ისე განკარგავს, რომ ძმები ერთ ჯგუფში აღმოჩნდებიან. მათ შორის დაძაბული ურთიერთობებია. მალევე უმცროსი ძმა წავა გუნდიდან, იმისათვის რომ გამომძიებელს მანიაკი დააჭერინოს...
თამაშში ყოველთვის რამდენიმე ფიგურა მონაწილეობს. ერთერთი მათგანი ჯეისონ ბორნია, მეორე–სრულყოფილი აგენტი– კენეტ კიტსონი. მათი შესაძლებლობები უსაზღვროა. მაგრამ იდელაური იარაღიც კი გამოდის ზოგჯერ მწყობრიდან...
როზმარის ჩვილი რომან პოლანსკის მიერ გადაღებული კლასიკური ფსიქოლოგიური თრილერია. იგი მოგვითხრობს ახალგაზრდა წყვილზე, რომლებიც საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის. მალე როზმარი ხვდება, რომ მისი ახალშობილი ბავშვი დაუცველია უცნაური მეზობლების გარემოცვაში...
ოჯახში, რომელმაც ომში შვილი და ძმა დაკარგა, უცნობი მიდის. მან თავი გააცნო თითქოს გარდაცვლილთან ერთად მსახურობდა და სთხოვა რამოდენიმე დღით დარჩენა, რათა ახლოს გაეცნო ისინი...
დაჭრილი ლეკვის გადარჩენა ბობ საგინოვსკისთვის კეთილი საქმის ნაცვლად, დიდ პრობლემებში გარევის დასაწყისად იქცა: პატრონისთვის, ბარის გიჟი მეპატრონისთვის, რომელშიც ბობი მუშაობს, უბედური ცხოველის დაბრუნება, ძაღლის უთუო სიკვდილს ნიშნავს. არ დაბრუნება – ნიშნავს გარჩევებს, არა მხოლოდ ბოსთან, არამედ მაფიასთან, რომელიც ბარს თავისი ბინძური მიზნებისთვის იყენებს. გარდა ამისა, აქვეა იდუმალი ნადია, რომელმაც ლეკვის ტანჯვა გულთან ახლოს მიიტანა და რომელიც აშკარად თავისი ბნელი წარსულის დაფარვას ცდილობს...
შიში, ტყუილი და ცინიზმი – სასამართლო დრამის მთავარი თემებია. ჩიკაგოელი არქიეპისკოპოსის მკვლელობაში ბრალს ახალგაზრდა ბიჭს სდებენ, რომელიც მის მიმართ არსებული ყველა მტკიცებულების მიუხედავად, ბრალდებას უარყოფს და ადვოკატს თავის უდანაშაულობაში არწმუნებს. სიტუაცია თანდათან იძაბება. სასამართლო პროცესის დროს საქმეში ყოფილი საყვარლების გვარები ამოტივტივდება. ესენი არიან პროკურორი ჯენეტ ვიეიბლი და ადვოკატი მარტინ ვეილი.
მარტოხელა დედა ტელი პარეტი ეძებს თავის 8 წლის ვაჟიშვილს, რომელიც ავიაკატასტროფაში დაიკარგა. სტრესის გადასატანად ის ფსიქოანალიტიკოსს მიმართავს, რომელიც მხარდაჭერის ნაცვლად ცდილობს დააჯეროს, რომ შვილი მხოლოდ მისი წარმოსახვის ნაყოფი და ფსიქიკის მოშლილობის ბრალია. ტელი პოულობს ადამიანს ანალოგიური პრობლემებით, რომელმაც ქალიშვილი დაკარგა. ახლა მათ ერთად უნდა დაამტკიცონ, რომ მათი მოგონებები არ არის ავადმყოფი ფანტაზიის ნაყოფი...
გაბედული ფიზიკოსი იწყებს მოგზაურობას წარსულში, ცდილობს შეაჩეროს ამოუცნობი ქალი არ მოიპაროს მისი გამოგონება. მაგრამ ის აღმოაჩნეს გასაოცარ სიმართლეს მანქანზე, ქალსა და საკუთარ გაბზარულ რეალობაზე...
ოკეანის სიღრმეების დაპყრობა განძით სავსე ჩაძირული გემების ძიებაში, წყალქვეშა თავგადასავლების მოყვარულის და მისი ენამახვილი თანამგზავრის ჩვეული საქმიანობაა, მაგრამ როდესაც ეს ორნი ულამაზეს ექიმ ქალს შეხვდებიან, ისინი ექსტრემალურ თავგადასავალში ამოყოფენ თავს.