ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოდან დათხოვნილი ოფიცერის მემუარები სპორტულ დარბაზში მომუშავე ორ ჭკუასუსტ ადამიანს ჩაუვარდება ხელში. ისინი მათ გამოყენებას ცდილობენ.
მეხუთე სასწავლო წელს ჰოგვარტსის მაგიისა და ჯადოქრობის საპატიო სკოლაში დაბრუნებისას, უკვე მოწიფული ჰარი გაოცებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი გაფრთხილება ლორდი ვოლდემორტის დაბრუნების შესახებ უყურადღებოდ დატოვეს. ჰარის სხვა გზა არ დარჩენია, თვითონ უნდა შეებრძოლოს წინააღმდეგობებს. ბოროტი ძალებისგან თავდაცვის მიზნით იგი მოსწავლეთა პატარა ჯგუფს "დამბლდორის რაზმს" ქმნის...
ჩვეულებრივ, ყველა დანაშაულს აქვს თავისი მოტივი და თუკი საქმე ამოცნობის პროცედურამდე მივიდა, ესე იგი არსებობს თუნდაც ერთი ეჭვმიტანილი, მაგრამ ამჯერად ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივი დანაშაული...
უკვე ზრდასრული იუბილარი თავის ძველი დაბადების დღის ფირის მიმოხილვისას აღმოაჩენს საკუთარ თავს "რეალურად" ვიდეო ფირზე. ცნობისმოყვარეობით გაუმაძღარი მეგობრები იპოვნიან საიდუმლო მოწყობილობის ნახაზებს, რომელიც აღმოჩნდება დროის მანქანის მსგავსი...
დედამიწას უხილავი ძალები უტევენ. მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქი ინგრევა, ლოს-ანჯელესი კი უკანასკნელი ადგილია, სადაც კაცობრიობის უდიდესი ბრძოლა უნდა მოხდეს. ახლა საზღვაო სერჟანტსა და მის ოცეულზეა დამოკიდებული სამყაროს გადარჩენა...
ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტმა, ეველინ სოლტმა ფიცი დადო ვალდებულების, ღირსების და ქვეყნის წინაშე. მისი ერთგულების გამოცდა კი მაშინ იწყება, როდესაც რუსეთის ჯაშუშობაში დაადანაშაულებული სოლტი გაქცევით უშველის თავს და მთელ მის გამოცდილებას და შესაძლებლობებს გამოიყენებს, რათა დაიმალოს და მდევრებს ხელში არ ჩაუვარდეს. სოლტი, უდანაშაულობის მტკიცებისას მხოლოდ ეჭვს გამოიწვევს მისი მოტივაციის შესახებ და სანამ მისი ნამდვილი ვინაობის შესახებ სიმართლეს იკვლევენ, კითხვა "ვინ არის სოლტი" უპასუხოდ რჩება.
მომავლის საზოგადოება. ხულიგნების ბანდის ლიდერს ფსიქიური გადახრა აქვს სექსზე და ძალადობაზე, რისთვისაც ციხეში აღმოჩნდება. როდესაც გაათავისუფლებენ მას ყველა ძველი ნაცნობი სასტიკად უსწორდება...
ჭკვიანმა, რბილმა, წყნარმა და შესანიშნავი მანერების მქონე ალაბამელმა იურისტმა უნდა დაიცვას სასამართლოში შავკანიანი, რომელიც უდანაშაულოდაა დაჭერილი და ბრალს სდებენ ძალადობაში. ფილმი გადაღებულია ჰარპერ ლის ცნობილი რომანის მიხედვით. ფილმს მიღებული აქვს ოსკარი!
არც ისე შორეულ მომავალში დრო გახდა ყველაზე მყარი ვალუტა, ადამიანები გენეტიკურად დაპროგრამებულები არიან და 25 წლის მერე აღარ ბერდებიან. სამაგიეროდ დანარჩენი სიცოცხლე უკვე ფული ღირს. ამიტომ მდიდრები პრაკტიკულად უკვდავები ხდებიან, ხოლო ღარიბები როგორც ყოველთვის დაჩაგრულები არიან, ისინი უშედეგოდ იბრძვიან სიცოცხლისთვის. უილი არის მეამბოხე გეტოდან, მას უსამართლოდ ადანაშაულებენ მკვლელობაში, რომელიც ვითომ ჩაიდინა დროის მოპარვის მიზნით. უილი იძულებულია აიყვანოს მძევალი და გაიქცეს...
ახალგაზრდა კაცს ქირაობს მილიარდერი, რომელმაც ქონება მაღალტექნოლოგიურ გამოგონებებზე გააკეთა. მამაკაცს ევალება ერთი კვირა გაატაროს საიდუმლო ადგილას, სადაც მას მოუწევს ხელოვნური ინტელექტის მქონე ქალი-რობოტის ტესტირება...
მეექვსე წელი ჰოგვარტსის ჯადოქრობის სკოლაში ჰარი პოტერისთვის საინტერესოდ დაიწყო, როცა მან უნებლიედ იდუმალებით მოცულ წიგნს მიაკვლია, რომელიც ბოროტი ლორდ ვოლდემორტის ბინძურ ცხოვრებას ნათელს ჰფენს. გარდაუვალი ბრძოლისთვის მზადების პროცესში, ჰარი და დამბლდორი პროფესორ ჰორას სლაგჰორნს მიმართავენ, რომ მათ ვოლდემორტის სისუსტეების დადგენაში დაეხმაროს...
ეს ისტორია 1985 წელს, ალტერნატიულ სამყაროში ვითარდება, სადაც სუპერგმირები ცხოვრობენ, რიჩარდ ნიქსონი კვლავ პრეზიდენტია, ხოლო ამერიკასა და საბჭოთა კავშირს შორის დაძაბულობა პიკს აღწევს. სუპერგმირი რორჰეჩი, ყოფილი გმირის, მსახიობის მკვლელობას იძიებს. ამ პროცესში იგი სხვა სუპერგმირების დისკრედიტაციისა და მკვლელობის შეთქმულებას გამოააშკარავებს...
როდესაც სერიულ მკვლელს, ოკულტისტ "ჯადოქარს", ლორდ ბლექვუდს ბოლოსდაბოლოს დაიჭერენ, ლეგენდარულ გამომძიებელ შერლოკ ჰოლმსსა და მის ასისტენტს, დოქტორ ვატსონს შანსი ეძლევათ კიდევ ერთი საქმე წარმატებით დაასრულონ. მაგრამ, როდესაც ბლექვუდი სასწაულებრივად აღსდგება საფლავიდან და განაგრძობს მკვლელობებით გართობას, ჰოლმსი კვლავ მასზე ნადირობას იწყებს. პარტნიორის საცოლესთან და სკოტლანდ იარდის სულელ უფროსთან დაპირისპირებულმა უშიშარმა დეტექტივმა უნდა გახსნას საქმე, რომელსაც მკვლელობათა აბურდულ ქსელთან, ღალატთან და შავ მაგიასთან მივყავართ. ამასთანავე, მან ირენ ადლერის მომაკვდინებლად მაცდუნებელ შემოტევებს უნდა გაუძლოს.
სლევინი, ქალაქის კრიმინალური სამყაროს ყველაზე დიდ ბოსებს შორის პირადული დაპირისპირების შუაგულში შემთხვევით აღმოჩნდება. მას თვალს არ აცილებენ. სლევინი უნდა შეეცადოს უცნობი მკვლელის მსხვერპლი არ აღმოჩნდეს და მოიფიქროს თუ როგორ დააღწიოს თავი არსებულ დილემას...
პოპულარული ჰორორის გაგრძელება ეშმაკისეულ თოჯინაზე, რომელიც ანაბელის დაწყევლილი სულის სათავსო გახდა. ვინც თავის სახლში მიიტანს ამ თოჯინას, კარს გაუღებს იმქვეყნიურ ბოროტებას, საშინელებას და სიკვდილს აუცილებლად ინანებს...
ფილმში მოთხრობილია "წყევლა"-მდე მომხდარი ამბები. ჯონი თავის საყვარელ მეუღლეს ჩუქნის თოჯინა ანაბელს, მიას ძალიან უყვარს თოჯინები, ის მათ აგროვებს. ერთ ღამეს მათთან სახლში ბოროტმოქმედები შემოიჭრებიან, რომლებიც სატანური დაჯგუფების წევრები არიან...
ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ლეგენდარული აგენტი ფროსტი საიდუმლო ინფორმაციას ფლობს. თუმცა, ის კონტროლს კარგავს და შემდეგი პრინციპით მოქმედებს "არ ენდო არავის - ყველა მოღალატეა".
მალვაში მყოფი ბორნი კვლავ გამოჰყავს ასპარეზზე ჟურნალისტ საიმონ როსს, რომელიც თავის საგაზეთო სატატიებში ცდილობს ფარდა ახადოს ოპერაცია ბლექბრაიერს, ტრედსტოუნის პროექტის მოდერნიზებულ ვარიანტს. ჟურნალისტისგან მიღებული ინფორმაცია მას მოგონებებს აღუძრავს და იმ დროს, როდესაც კომპანია ცდილობს ბორნის განადგურებას, მისი ბნელი წარსული საბოლოოდ გაცხადდება.
ოთხი ყოფილი თანაკლასელი მიდის ლაშქრობაში მთებში, რათა გარდაცვლილ მეგობარს პატივი მიაგონ. თავიდან დაგეგმილი მარშრუტით მიდიან, შემდეგ კი ბილიკს გადაუხვევენ და უცნაურ სახლს პოულობენ...
ახალი ინგლისი 1630 წელი. ვილიამი და კატერინა ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობენ 5 შვილთან ერთად. როდესაც მათი ახალდაბადებული ბავშვი იღუპება ოჯახი ორად იყოფა. ამ დროისთვის კი ზებუნებრივი ძალებით დაჯილდოვებული ეშმაკი ტყეში ბინადრობს...
ორი გამომძიებელი თავგამოდებით ნადირობს სერიულ მკვლელზე, რომლის დანაშაულებები დაფუძნებულია "შვიდ სასიკვდილო ცოდვაზე". გამოცდილი დეტექტივი სომერსეტი იძიებს ყველა ცოდვას სათითაოდ, რათა ამოიცნოს მკვლელის აზროვნება.
ღმერთის ქალაქი ასახავს სასტიკ ძალადობას რიო დე ჟანეიროს გეტოებში. მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, მაშინ როდესაც მათ წესით დაჭერობანა უნდა ეთამაშათ, ეს ბავშვები იარაღებით დარბოდნენ და კრიმინალურ ბანდებთან იყვნენ დაკავშირებულნი.
1986 წელს კორეაში ორი ქალი იქნა მოკლული ერთი და იმავე მეთოდით. დეტექტივი დუ მან პაკი და მისი დამხმარე იონ გუ ჩჟუ ყველანაირად ცდილობენ გამოიძიონ კვლელობის იდუმალი გარემოებები...
სიყვარულის ტრაგიკული ისტორია, რომელიც აღმოსავლეთ ბერლინში ვითარდება, სადაც გადაცმული "შტაზის" წევრები აკონტროლებდნენ კულტურის სფეროს. პარტიის კაპიტან ვილერს დავალებული აქვს დრამატრურგ დრეიმანს თვალი ადევნოს და როცა იგი უფრო და უფრო სიღრმისეულად იძიებს მის ცხვორებას, ის საშიშ საზღვარს მიაღწევს და თვითონვე შეეპარება ეჭვი სახელმწიფო სისტემაში...
ქრისტინ ქოლინზი გახარებულია, რადგან მისი გატაცებული შვილი სახლში დააბრუნეს. როცა ქრისტინი ეჭვს აიღებს, რომ ეს ბიჭი მისი შვილი არ არის, პოლიციის კაპიტანი გადაწყვეტს ფსიქიატრულ საავადმყოფოში მოათავსოს...
შობის დღესასწაულის წინ ლონდონში მშობიარობის დროს გარდაიცვლება ახალგაზრდა, თინეიჯერი რუსი ქალი, რომელიც ლონდონში გადავიდა საცხოვრებლად. მედდა რომელიც მის წარმოშობას ინიშნავდა ჟურნალში გარკვეულ საიდუმლოებას აწყდება მასსა და გოგონას რუს ოჯახს შორის
ფედერალური ბიუროს ახალგაზრდა აგენტი ქალი ცენტრალური დაზვერვის ბიუროს აგენტებთან ერთად მონაწილეობს მექსიკური კარტელის ბოსის დევნის ოპერაციაში. აგენტები მექსიკაში გადადიან, ხვდებიან ტერიტორიაზე სადაც არანაირი კანონი არ მოქმედებს, სუფევს ძალადობა და სრული ქაოსი...
იურისტ დენ გალაჰერს ბედნიერი ოჯახი აქვს. მიუხედავად ამისა ის ალექს ფორესტთან ერთად ვნებიან უიქ-ენდს ატარებს. მაგრამ ამ ჩვეულებრივ ინტრიგას, რომელსაც დენი მნიშვნელობას არ ანიჭებს, წარმოუდგენელი შედეგები მოჰყვება. სიყვარულით და საბედისწერო ლტოლვით შეპყრობილი ფორესტი, რომელსაც ფსიქოპატური გადახრებიც აქვს, დენის დევნას და შანტაჟს იწყებს...
დასავლეთ ტეხასში 1980 წელს განვითარებული ისტორია მოგვითხრობს ახალგაზრდა ვიეტნამელ ვეტერანზე, ვისი ნარკოტიკების გაყიდვის მცდელობაც მისთვის არასახარბიელად დამთავრდება. მთავარ გმირს მოუწევს ორი კილერისგან თავის გადარჩენა ფულით ავსებული ჩემოდანით, რომლებსაც ნაღდი ფულის დაბრუნება სურთ. რიო გრანდეს ახლოს მონადირე შემთხვევით წააწყდება უამრავ გვამს, ჰეროინის პარტიას და ორ მილიონ დოლარს ნაღდი ფულით. ჯობდა მას ამ ფულისთვის ხელი არ მოეკიდა....
ორსონ უელსმა 26 წლის ასაკში გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი "მოქალაქე ქეინი". ეს ნამუშევარი ყველა დროის ერთერთ სააუკეთესო ფილმად მალევე აღიარეს. ისტორია საგამომცემლო ბიზნესის შესახებ მოგვითხრობს, რომელშიც მძაფრი შეგრძნებების მოყვარული ადამიანი ძალაუფლების მოსაპოვებლად იბრძვის და ეს უარყოფითად იმოქმედებს ყველაზე მის ირგვლივ, რაც საბოლოოდ ომში გადაიზრდება...
ორბიტის სადგურზე მორიგი გუნდი ჩადის, რათა წინა მორიგე გუნდი შეცვალოს და დედამიწის შესწავლა განაგრძოს. ამ გუნდმა ამოხსნა ეგრედ წოდებული ღვთის ნაწილაკის თეორია, რომელიც კაცობრიობას გაუადვილებს ამოცანის ამოხსნას, რატომ გაჩნდა სიცოცხლე მაინცდამაინც დედამიწაზე. ასტრონავტების მიერ შექმნილი სადგური , რომელიც ნაწილაკებს აჩქარების საშუალებას აძლევდა, რთული აგებულება ჰქონდა და აჩვენებდა როგორ ვითარდებოდა ყველაფერი. ამ რთულ მექანიზმში დაშვებული მცირე შეცდომაც კი გლობალურ კატასტროფამდე მიიყვანს დედამიწას...
ორი ილუზიონისტის იდუმალი ისტორია, რომელთაც დაძაბული მეტოქეობა ცხოვრების მანძილზე მიჰყვებათ. პირველობისთვის ხანგრძლივი ბრძოლა კი მანიით, ტყუილით და ეჭვიანობით გაჯერებული, სახიფათო და სასიკვდილო შედეგებს იწვევს...
სტიგ ლარსონის ინგლისურად ადაპტირებული შვედური რომანი, მოგვითხრობს დათხოვნილი ჟურნალისტის მაიკლ ბლომკვისტის შესახებ, რომელიც პატრიარქის ძმისწულის გაუჩინარების საქმეს იძიებს. მას პირსინგიანი და სვირინგებიანი პანკი კომპუტერების ჰაკერი - ლიზბეტ სალანდერი ეხმარება. გამოძიების პროცესში ბლომკვისტი და სალანდერი წარმოუდგენელი მასშტაბის კორუფციას ახდიან ფარდას...
ლოს-ანჯელესში, 50-იანი წლების კორუმპირებულ და სასტიკ პოლიციაში, სამი დეტექტივი განსხვავებულ მეთოდებს იყენებს იმის გასარკვევად, თუ რა იმალება სადღეღამისო სასადილოში ჩადენილი მკვლელობების უკან...
ფილმში მოვლენები ვითარდება 1880 წელს. ლაიმჰაუზში მკვლელობები ხდება. ყველას ჰგონია რომ მკვლელობების მიზეზი გოლემია, მითოლოგიური არსება, რომელიც მაგიის დახმარებით გაცოცხლდა...
სოფია, ოლიგარქი არისტიდ ლეონიდისის შვილიშვილი, დაიქირავებს დეტექტივს, რათა ბაბუამისის მკვლელობა გამოიძიოს. სოფია დარწმუნებულია, რომ ბაბუა რომელიღაც ოჯახის წევრმა მოწამლა. გამოძიების დაწყების შემდეგ დეტექტივისათვის ნათელი ხდება, რომ მოტივი ყველას ჰქონდა, თვით სოფიასაც კი...
როდესაც ბერლინში დასასვენებლად წასული ფოტოჟურნალისტი კლერი ბერლინელ ქარიზმატულ ბიჭს - ენდის გაიცნობს, მათ შორის ურთიერთმიზიდულობა წარმოიქმნება. ქუჩებში სეირნობისა და ერთად გატარებული ღამის შემდეგ კლერი აღმოაჩენს, რომ ენდი სამსახურში წავიდა კარი კი ჩაკეტილი დატოვა. თითქოს ეს შემთხვევითობაა, მაგრამ სამწუხაროდ იგი მის გაშვებას არც აპირებს...
ტონი ადვოკატისაგან წერილს იღებს, იდუმალი მემეკვიდრეობის შესახებ. გარემოებების შესწავლის შემდეგ, ტონი მიხვდება, რომ წარსული არც ისე ცოტა სიურპრიზს მალავს...
ტელმა უნივერსიტეტში აბარებს და პირველად გადადის მარტო საცხოვრებლად. იგი არ ეწევა და არ სვამს, მაგრამ ერთ ცდუნებას ვერ უძლებს: მას ძალიან მოსწონს მისი კურსელი ანია. გაღვიძებული გრძნობები და სურვილი მასში საშიშ შესაძლებლობებს აღვიძებს. როდესაც მისი კურსელი იკარგება გოგონა აცნობიერებს, რომ ეს შეიძლება მისი ბრალი იყოს...
მას შემდეგ, რაც ეროვნული საგანძურის ძიების პირველი მცდელობისას მათ სიმდიდრე და სიყვარული იპოვეს, ბენჟამინ ფრანკლინ გეითსსა და დოქტორ აბიგაილ ჩეისს, კვლავ უერთდებათ ენაკვიმატი პარტნიორი - რაილი პული, რათა კიდევ ერთხელ იმოგზაურონ ამერიკის ისტორიაში. ახლა, როცა მან ხელთ იგდო ჯონ უილკს ბუთის დიდი ხნის წინ დაკარგული დღიურის ფურცლების დასტა, ბენ გეითსი პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნის მკვლელობის შესახებ სიმართლის დადგენას ცდილობს...
თანამედროვე განძის მაძიებლები, არქეოლოგ ბენ გეითსის ხელმძღვანელობით განძის სკივრს ეძებენ, რომელიც გადმოცემის მიხედვით ჯორჯ ვაშინგტონს, თომას ჯეფერსონსა და ბენჯამინ ფრანკლინს ჰქონდათ გადამალული დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში. განძის ადგილმდებარეობა დაშიფრულია კონსტიტუციასა და დამოუკიდებლობის დეკლარაციაში...
მოზარდი სახელად ტომასი, იღვიძებს ლიფტში და არაფერი არ ახსოვს. ის აღმოჩნდება 60-მდე მოზარდთან ერთად, რომლებმაც შეძლეს ჩაკეტილ სივრცეში გადარჩენა. თვეში ერთხელ ჯგუფს ემატება ახალი მონაწილე. ბიჭები უკვე წლებია ცდილობენ გამოაღწიონ ამ ლაბირინთიდან. ერთხელაც, ახალი ბიჭის მაგივრად, გამოჩნდება გოგონა კომაში...
ლეონი, ნიუ-იორკის ყველაზე ცნობილი მკვლელი, უნებურად 12 წლის გოგონას, მატილდას მეურვე ხდება. მატილდას, რომლის ოჯახიც ამოწყვიტეს, შურისძიება სურს და ცდილობს ლეონისაგან ბევრი რამ ისწავლოს...
ვირჯილ ოლდმენი, მსოფლიოში ცნობილი ანტიკვარიატის ექსპერტი და აუქციონების წამყვანია. მას არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ცდილობს დისტანცია დაიცვას და განმარტოებით ცხოვრობს. ერთხელაც მას მდიდრული ვილის მფლობელი, უცანური დაავადებით შეპყრობილი გოგონა დაიქირავებს ქონების შესაფასებლად...
ახლადდამთავრებულთა ჯგუფი გვიან ღამით სასეირნოდ მიემგზავრება, იმ იმედით, რომ საბოლოოდ დატკბებიან შესვენებით, სანამ მათი გზები გაიყრება. ამის ნაცვლად, ისინი შემთხვევით აღმოჩნდებიან დაუსრულებელ, ორზოლიან ჯოჯოხეთში, რომელიც გარშემორტყმულია საშინელებებითა და მათთვის მიუწვდომელი კოსმოსური ძალებით. მანქანაში მოკალათებულები, სადაც უსასრულოდ გრძელი გზაა გაშლილი, ისინი არჩევანის წინაშე დგანან: მიიღონ ახალი არსებობა ან იბრძოლონ მისგან თავის დასაღწევად.
მთავარი გმირი არის ავიაციის მარშალი, რომელიც მიიღებს საიდუმლო შეტყობინებას. მასში წერია, რომ ყოველ 20 წუთში თვითმფრინავის ერთი მგზავრი მოკვდება. ეს ასეც ხდება და გმირმა უნდა შეაჩეროს ეს მკვლელობების სერია, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება.
ზებუნებრივი ამბავი გათამაშებული სიკვდილმისჯილთა კამერაში, სამხრეთის ციხეში, სადაც თავაზიანი გიგანტი - ჯონ კოფი ადამიანთა განკურნების იდუმალ ძალას ფლობს. როდესაც ციხის კორპუსის დაცვის უფროსი - პოლ ეჯკომბი კოფის გასაოცარ ნიჭს შეიცნობს, ის თავგამოდებით ცდილობს მსჯავრდებულის გადარჩენას სიკვდილით დასჯისაგან...
პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100 პროცენტით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
აგენტი ლორიან ბროტონი საიდუმლო სადაზვერვო სააგენტოს ბრილიანტია. მისი უდიდებულესობა არა მხოლოდ ჯაშუშობის ოსტატია, არამედ საოცრად სექსუალური და ფეთქებადია. ის მაქსიმალურად იყენებს უნარებს შეუსრულებელი მისიების დროს. მას ბერლინში გააგზავნიან შეუფასებელი დოსიეს დასაბრუნებლად, სადაც აგენტ დევიდ პერსივალთან ერთად მოუწევს მუშაობა...
დედამიწაზე მომხდარმა კატასტროფამ მოსახლეობა აიძულა დაეტოვიბინა პლანეტა. ფილმის სიუჟეტი კატასტროფიდან ათასი წლის შემდეგ ვითარდება. კაცობრიობისათვის ახალი სახლი პლანეტა სახელწოდებით „ „ნოვა პრაიმი“ გახდა. ლეგენდარული კაპიტანი საიფერ რეიჯი მორიგი დავალების შემდეგ ოჯახში ბრუნდება, სადაც მას 13 წლის შვილი კიტაი ელოდება. ასტეროიდული ქარიშხლის შემდეგ მათი თვითმფრინავი უცნობ და საშიშ პლანეტა დედამიწაზე ვარდება...
ჯერი შოუ და რეიჩელ ჰოლოუმენი ერთმანეთისთვის უცხო ადამიანები არიან, რომლებიც უცნობი ქალბატონის უცნაურმა სატელეფონო ზარმა შეახვედრა. იგი ემუქრება მათ და მათი ახლობლების სიცოცხლეს და ამ ხერხით ჯერის და რეიჩელს სხვადასხვა სახიფათო სიტუაციებში აგდებს. ამ მწვავე სიტუაციაში ეს ორი რიგითი ადამიანი ქვეყნის ყველაზე სახიფათო ძებნილებად გამოცხადდებიან. მათ ერთად უნდა გაარკვიონ, თუ რა ხდება სინამდვილეში...
დევიდ გეილი ადვოკატია. ის ცდილობს სიკვდილით დასჯის აკრძალვას. ბედის ირონიით ის თავად აღმოჩნდება სიკვდილმისჯილთა საკანში, განაჩენის აღსრულებამდე რამდენიმე დღით ადრე, გეილი ინტერვიუზე თანხმდება...