კორი ლამბერტი იპოვის გოგონას ნაწამებ სხეულს. იგი გადაწყვეტს დაეხმაროს ფედერალური ბიუროს აგენტს ჯეინ ბენერს, რომელიც ამ საქმეს იძიებს. მაგრამ შეძლებენ ისინი წინააღმდეგობა გაუწიონ ადგილს, სადაც თავად ბუნებაა გაჟღენთილი შურისძიების სურვილით...
ოთხი მხედარი ბრუნდება ილუზიონისტების ახალ თაობასთან ერთად, რომლებიც წარმოადგენენ გასაოცარ მოულოდნელობებს, სიურპრიზებსა და მაგიას, რაც კი ოდესმე ფირზეა გადაღებული....
ჩიროს სხეული ნელა იძირებოდა ნეაპოლის ყურეში. ფსკერთან ახლოს მოგონებები აიშალნენ. 1980 წელი, დედამიწა ირხევა და შენობები ინგრევა. ნანგრევების ქვეშიდან ბავშვის ტირილი ისმის. ათი წლის შემდეგ ბავშვი მოზარდ ბიჭად იქცა, რომელიც დამოუკიდებლად იკვალავს გზას ნეაპოლის ქუჩებში.
ფილმის მოქმედება ვითარდება ლეგენდარულ ტყეში აოკიგაჰარაში მთა ფუძის ძირში, რომელიც იაპონიის კუნძულ ჰონსიუზე მდებარეობს. ამერიკელი სარა მიდის იქ, რათა იპოვოს მისი ტყუპი და, რომელიც მისტიურად გაუჩინარდა. სარას აფრთხილებენ, რომ ტყეში შესვლა არ შეიძლება, მაგრამ გოგონა იძულებულია დატოვოს უსაფრთხო ქალაქი და ებრძოლოს ტყეში მობინადრე მკვდრების სულებს.
პარიზში ახალგაზრდა გოგონების მკვლელობები ხდება. მკვლელის მეტსახელად "მკვლელი ჭაობიდან"-ის ხელწერა იდენტურია დანაშაულიდან დანაშაულამდე, მისი უტიფრობა უფრო შორსაც მიდის, ის რეკავს პოლიციაში და ხმამაღლა ამცნობს მათ საკუთარი მკვლელობების შესახებ. კომისარი მეგრე ძალიან გაბრაზებულია და მზადაა წავიდეს ყველანაირ რისკზე, იმისთვის, რომ მანიაკი ჩასვას ციხეში. მორიგი მკვლელობის შემდეგ, როცა ეჭვი ხორცის გამყიდველზეა, კომისარმა გადაწყვიტა ხაფანგში გააბას მკვლელი...
მეგრე უცნობისაგან იღებს ზარს, რომელსაც ეშინია, რომ მოკლავენ. მეგრე მკვლელობის თავიდან აცილებას ვერ ასწრებს. მკვლელის დაჭერას იგი საკუთარი ვალად თვლის...
"ანუბისის სახლის" მოსწავლეები სკოლას ამთავრებენ. თუმცა სანამ გამოსაშვებ საღამოზე წავლენ მოუწევთ ახალ ბოროტებას დაუპირსიპირდნენ, რომელიც ძველი ეგვიპტელი ღვთაების - რას სასინჯ ქვას უკავშირდება. ახალ მოსულ მოსწავლეებს შორის მოღალატე გამოიკვეთება, რომელსაც სურს ანუბისზე და მის რეზიდენტებზე შური იძიოს, ამისთვის კი მას სწორედ ეს ქვა სჭირდება. მსოფლიოს ხსნა ქალღმერთი რას რისხვისგან მხოლოდ მსხვერპლშეწირვითაა შესაძლებელი. ვინ გახდება რას მსხვერპლი?...