ოქსფორდის უნივერსიტეტში, პროფესორი და დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ერთად მუშაობენ, რათა შეაჩერონ მკვლელობების სერია, რომელიც მათემატიკურ სიმბოლოებთანაა კავშირში...
ლაურა, ბუენოს - აირესში მცხოვრები ესპანელი ქალი, ქმართან და შვილებთან ერთად, მშობლიურ ქალაქში, მადრიდის შემოგარენში ბრუნდება. გამგზავრების პროცესი დიდ იმედგაცრუებაში გადაიზრდება, როდესაც მოულოდნელი გარემოებები, საიდუმლოებებს გამოააშკარავებს...
ფილმი - "უხილავი სტუმარი" მოგვითხრობს ახალგაზრდა ბიზნესმენ ედრიან დორიაზე, რომელიც ერთ მშვენიერ დღეს სასტუმროს ნომერში მისი გარდაცვლილი საყვარლის სხეულთან ერთად იღვიძებს. მას მკვლელობაში დაანაშაულებენ. იგი გადაწყვეტს საუკეთესო ადვოკატს მიმართოს საქმის გამოსაძიებლად...
ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსი იუჯინი ბლიუზის გიტარისტობაზე ოცნებობს.ერთადერთი, ვინც მას ამაში დაეხმარება ,ბლიუზის ლეგენდა ვილი ბრაუნია. იუჯინი ძველი გიტარისტის გეგმის ნაწილად იქცევა, რომლის მიზანია ეშმაკისათვის ოდესღაც მიყიდული სულის დაბრუნება...
ციხის ზედამხედველის – ჯეკის ცხოვრება კოშმარად გადაიქცა. სამაგალითო მეოჯახე და "კეთილი" პოლიციელი დამნაშავეებს პატიმრობიდან თავის დაღწევაში ეხმარებოდა. სთოუნი – მკვლელია, რომელსაც სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი და გათავისუფლების არანაირი შანსი არ აქვს. ის ყველაფერზე მიდის, რათა თავისუფლება დაიბრუნოს, ჯეკი კი მისი უკანასკნელი იმედია. სთოუნის მშვენეირი ცოლი აცდუნებს ჯეკს. ახლა ის საშინელი არჩევანის წინაშე დგას: ან მანიაკი გაათავისუფლოს ციხიდან, ან ოჯახს გაუნადგურებენ. და რაც უფრო ცდილობს ხაფანგიდან თავის დაღწევას, მით მეტად ებმება მასში...
რვა წლის წინ გოგონა გაიტაცეს, რომელიც ვერსად იპოვეს. რვა წლის შემდეგ იგივენაირად დაიკარგა გოგონა. ახლა ბაბუა, პოლიციის ოფიცერი და მღვდელი ეძებენ გოგონას გამტაცებელს...
1984 წელს ახალგაზრდა პროგრამისტი იწყებს რეალობის ქითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, მას შემდეგ რაც ვიდეო თამაშში ბნელი ფანტასტიკური სცენარის მონაწილე გახდება. ეს არის გონების მანიპულირებელი ისტორია რამდენიმე დასასრულით.
ელიტური სკოლა-ინტერნატის კედლებს მიღმა, მოცურავეთა გუნდის წევრი გოგონები უბრალოდ კი არ ვარჯიშობენ, არამედ აღმერთებენ თავიანთ იდუმალ და ქარიზმატულ მასწავლებელს - მის ჯის. სკოლაში ახალი მოსწავლე ჩამოდის ესპანეთიდან, სახელად ფიამა. მასწავლებლის ყურადღება მასზე გადადის.
არქეოლოგიის პროფესორი ჯეკი, რომელიც სიანში ტერაკოტის არმიის მუზეუმში მუშაობს, აშმიტასთან და კირასთან ერთად ცდილობს იპოვოს მაგადაჰას საგანძური. ტიბეტში ყინულის გამოქვაბულში, ისინი სამეფო არმიის ნაშთებს აღმოაჩენენ, რომელიც საგანძურთან ერთად გაქრა. ამავე დროს, მათ თავს ესხმის რენდალი, ამბოხებული ჯარის შთამომავალი ლიდერი. მას შემდეგ, რაც ისინი ტყვეობიდან თავს დაიხსნიან, მიდიან დუბაიში, სადაც აუქციონზე გეგმავენ ყინულის გამოქვაბულში ნაპოვნი ბრილიანტის გაყიდვას. მთელი რიგი წარუმატებლობის შემდეგ, ჯეკი და მისი გუნდი ინდოეთში მდებარე ტაძარში მიდიან, სადაც ბრილიანტს გამოიყენებენ როგორც ნამდვილი საგანძურის გასაღებს…
ფილმის მთავარი გმირი არის ასაკოვანი მევიოლინე მარჯორი, რომელიც ართრიტით იტანჯება და მეხსიერებაში ჩავარდნებიც დაეწყო. იგი ქმრის სიკვდილს ვერ შეეგუა, ამიტომ იპოვა ადამიანი, რომელიც გარეგნულად მეტნაკლებად მის ყოფილ ქმარს ჰგავს ახალგაზრდობაში. მარჯორი ცდილობს იცხოვროს ისე, თითქოს მისი ქმარი არც გარდაცვლილა...
ახალგაზრდა მწერალი ჯონსუ ხვდება ძველ ნაცნობს, რომელთან ერთადაც იზრდებოდა. მის ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა და ახლა იგი ძალიან მომხიბვლელია. საკუთარი თავის ძიებაში გოგონა აფრიკაში მიემგზავრება, იქიდან კი ახალ მეგობართან, ბენთან ერთად ბრუნდება. ბენი თანამედორვე გეტსბია, მას ნაკლი არ აქვს, მაგრამ აქვს ჰობი. როდესაც გოგონა მისი ჰობის შესახებ შეიტყობს - მოსვენებას დაკარგავს...
კერძო დეტექტივი, მოიხდის რა მრავალწლიან სასჯელს იმ პირის მკვლელობისათვის, რომლის საქმის გამოძიებაც უნდა ეწარმოებინა, მემუარებს დაწერს და ამ გზით სურს საბოლლოდ ნათელი მოჰფინოს ყველაფერს. თითქმის ბოლოშია გასული, როდესაც ერთ ღამეს კარის ზღურბლთან წარსულთან დაკავშირებული ფოტოებით სავსე კონვერტები გაჩნდება...
ხანძრის შედეგად, რომელიც ბავშვობაში მოხდა, სემ რიდს გაუჩნდა ნიჭი, რომლის დახმარებით მას წარსულში დაბრუნება შეუძლია. თავისი ნიჭის გამოყენებისას სემი ეხმარება პოლიციას დამნაშავეებთან ბრძოლაში და ადამიანებს სიცოცხლეს უნარჩუნებს. მაგრამ ერთხელაც, მომდევნო დაზარალებულის გადარჩენისას სემი შემთხვევით დროის გასასვლელს დატოვებს და გაანთავისუფლებს სახიფათო სერიულ მკვლელს...
არც ისე შორეულ მომავალი. ბავშვებს აფასებენ არა მხოლოდ ინტელექტით, არამედ ფრეკვენციით - განსაკუთრებული მახასიათებლებით. მაღალი ფრეკვენცია - და შენ არასოდეს დააგვიანებ მატარებელზე, მაშინაც კი, თუ სპეციალურად გამოხვალ ერთი საათით გვიან...
"აღმოსავლეთი" — ეკოლოგიური ტერორისტების ჯგუფის სახელი, რომლებიც ცდილობენ შური იძიონ ამორალურ კორპორაციებზე. სპეცსამსახურების წარმომადგენელმა უნდა შეაღწიოს დაჯგუფებაში...
კერძო დეტექტივს ქირაობენ იმისთვის, რომ იპოვონ დაკარგული სტრიპტიზის მოცეკვავე. ადვილი საქმე ნელ-ნელა იხლართება - ის, ვისაც დეტექტივი დაკითხავს - კვდება...
საიდუმლოებაში გახვეული სიყვარულის ისტორია. Nმოქმედება ევროპაში მეორე მსოფლიო ომამდე ვითარდება. ლიტერატურისა და ფილოსოფიის პროფესორს დომინიკ მატეის მეხი დაეცემა და ის ნელნელა ახალგაზრდავდება, რითაც მსოფლიოსა და ნაცისტების ყურადღებას იპყრობს...
ეშლი ჰაროსონი და დეშ საზერლენდი მოგზაურობაში მიდიან, სადაც მათ მრავალი წინაღობა შეხვდებათ. რას მოუტანს წყვილს ეს მოგზაურობა სიყვარულის გაძლიერებას თუ კრახს?...
ერთ პატარა იტალიურ ქალაქში ქალი ჩამოდის. ის იტალიაში ემიგრირებული უკრაინელია. მას ირენა ქვია, მაგრამ რისთვის ჩამოვიდა და რა სურვილი აქვს? ერთმანეთში ირევა წარსული და აწყმო და ჩვენს თვალწინ ლამაზ სურათად ლაგდება.
ქალაქ ტინენში, (ლუიზიანა) "შავი სერჟანტი" მოკლული იპოვნეს ადგილობრივ სამხედრო ბაზაში. შავკანიანი სამხედრო ადვოკატი, ვაშინგტონიდან გამოძიებაზე გააგზავნეს. კაპიტანმა დევენპორტმა უნდა იბრძოლოს იმისათვის, რომ გაარკვიოს თუ ვინ მოკლა სერჟანტი უოტერსი სინამდვილეში.
სათამაშო მკვლელის ხელში შეიძლება სახიფათო გახდეს, ასე მოხვდა გაცნობის აპლიკაციის შემთხვევაშიც. ჰეილი მორიგ გამოძიებას იწყებს, ამჯერად ვირტუალური მკვლელი ყველა ცოცხალ არსებაზე სახიფათო აღმოჩნდება...
პერსი და ვერონიკა ზაფხულში ჰოლივუდის მთებში ისვენებენ, თანამედროვე, გადატვირთული, ნიუ იორკული ცხოვრებისგან შორს. თუმცა, მათი ბედნიერება მაშინ მთავრდება, როდესაც მათ მახლობლად კოლეჯის ძველი კლასელი ფრიდგუდი აღმოჩნდება...
როდესაც ახალგაზრდა წყვილი იწყებს ერთობლივი ცხოვრების და ქორწილის დაგეგმვას, საშინელი საიდუმლოები მათი წარსულიდან ულმობელად დაიწყებს ზედაპირზე ამოსვლას...
უბედური შემთხვევების შემდეგ ეკლესია იღებს გადაწყვეტილებას გაგზავნოს მამაო სმიტი რომში რწმენის განსამტკიცებლად. რომში ჩასვლის შემდეგ სმიტი იგებს, რომ მას რთული მისია აქვს. მან უნდა შეძლოს მოხვდეს დაჯგუფებაში და გაიგოს რა სურს მათ ხელმძღვანელს, რომლის სახელიცაა კვირა...
ორი ქალის ისტორია, რომლებიც დიდი კომპანიის მენეჯერები არიან. მათ ქონდათ რომანი ერთი და იგივე თანამშრომელთან. ამასთან ერთად ისინი ვერ იტანენ და პატივს სცემენ ერთამენეთს. ერთ დღეს ერთი ქალი მეორეს შეურაცხყოფას აყენებს...
Following a break-up with her unfaithful fiancé, a young college professor agrees to live at her sister’s and watch over the home and her 17 year old niece. Unbeknownst to her, a gorgeous tenant, who is friendly to her young niece, is living in the guest house. But things aren't that simple as this mysterious stranger turns out to have a troubled past with dangerous consequences.
Aurora Teagarden is a beautiful young librarian with a passion for solving murders. After an exhaustive search for the perfect home, Aurora finally purchases her dream house, unaware of its murky history. As she prepares to move in, Aurora discovers that the family who once lived there mysteriously disappeared without a trace.
ბრიჯეტ გრეგორი ეძებს გზას რომ თავის უბედურ ქორწინებას გაექცეს. ჯერ აიძულებს ქმარს კოკაინი გაყიდოს მერე იპარავს ფულს და გარბის მისგან. ის პატარა ქალაქში ჩერდება სადაც ის თავის სიყვარულს ხვდდება...
საშა და ილია მოწყენილი ახალგაზრდა წყვილია კრიზისის პირას, წინა საახალწლოდ ისინი ატარებენ დროს სანაპიროს სახლში ჩრდილოეთ საფრანგეთში. ერთხელ სახლში დაბრუნებისას ადგილობრივი ბარიდან ილია ხვდება მაშას, დაკარგულ რუს გოგონას...
ტყუპისცალი დის გაუჩინარებიდან ერთი წლის განმავლობაში, მოდი ეშტონს აწუხებს მის დაკარგვასთან დაკავშირებული სასტიკი ხილვები. მიუხედავად გარშემომყოფების სკეპტიკური დამოკიდებულებისა, მოდი, დარწმუნებულია, რომ მისი და კვლავ ცოცხალია. დის ბოიფრენდის და გამომძიებლის დახმარებით, ხილვებს მიენდობა და დაიწყებს მის ძებნას. მალევე ირკვევა რომ მოტაცების საქმეში ჩართულია საიდუმლო ორგანიზაცია...
An aging lawman is convinced a mysterious stranger arrested in his small town is innocent. His investigation stirs up a hornet's nest that will change the town forever.
1980 წელი. ხუანი და პედრო — ორი პოლიციელი მადრიდის მკვლელობის განყოფილებიდან, იდეოლოგიური ოპონენტები — საყვედურის მიღების შემდეგ სასჯელის მოხდისთვის უნდა გადავიდნენ მოშორებულ და ადამიანებისგან დავიწყებულ ჭაობში გვალდაკვივერში, რათა გამოიძიონ ადგილობრივი დღესასწაულის დროს ორი თინეიჯერი გოგოს გაუჩინარება და სასტიკი მკვლელობა...
ადრეული შემოდგომა, რუსეთის სოფელი. ადგილობრივი მონადირე მიხაილი, შემთხვევით ხდება მოწმე, თუ როგორ ცდილობს სამი მამაკაცი მეოთხეს მოკვლას. მიხაილი დაეხმარება ანდრეის და ისინი ერთად ცდილობენ გაიქცნენ და დაიმალონ, რადგან ბოროტმოქმედნი მათ კვალს ადგანან...
ამერიკელი წყვილი ტრანსციმბირის რკინიგზით მოგზაურობს ჩინეთიდან მოსკოვში და გზაში კიდევ ერთ წყველს გაიცნობს, რომელიც მათ მოტყუებასა და მკვლელობაში გარევს...
სანჯაი სინგჰანი - მობილური ტელფონების კომპანიის მფლობელია. კალპანა მოდელია, რომელიც მეგობრებს არწმუნებს, რომ სანჯაისთან რომანი აქვს. სინამდვილეში კი მას საერთაოდ არ იცნობს. ამ ამბავს სანჯაი იგებს და გადაწყვეტს, გოგონას ჭკუა ასწავლოს. გზაში ის ხედავს ლამაზმანს, რომელიც ინვალიდ ბავშვებს გზაზე გადასვლაში ეხმარება, მათთან თვითონაც მიდის მისაშველებლად და მოგვიანებით შეიტყობს, რომ ეს ლამაზმანი სწორედ კალპანაა. გაცნობასა და მეგობრობას ცოტა ხანში სიყვარული მოჰყვება. შეყვარებულმა გოგონამ არ იცის, სინამდვილეში ვინ არის მისი რჩეული.
სამი მეგობარი აღმოაჩენს იდუმალ მოწყობილობას, რომელიც მომავალში იღებს სურათებს. ისინი ამ მოწყობილობას თავიანთ სასიკეთოდ იყენებდნენ, თუმცა ერთხელაც აღმოაჩინეს, რომ მომავლის შეცვლამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მათ...
უძრავი ქონების აგენტი - ჯიმ ევერსი, შემდგომი გაყიდვის მზნით, შეიძენს ძველისძველ სახლს. დროებით, თავისი ოჯახოთ, საცხოვრებლად გადავა ამ სახლში. მაგრამ, სულ მალე გაირკვევა, რომ ამ სახლში მათ გარდა 999 ცელქი და პრანჭია მოჩვენება ცხოვრობს!!!...