მოტაცებული ბავშვი და მისი გამტაცებელი დამეგობრდებიან. გაქცეული დამნაშავე სამართალს გაურბის, მისი დაჭერა კი პატიოსანი ამერიკელი მარშალის ვალდებულებაა...
ლიზა, ჟულიენი და მათი პატარა შვილი ოსკარი - ბედნიერი ოჯახია. მაგრამ ერთ დილას ლიზას პოლიცია აკითხავს. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. ყველა სამხილი მის წინააღმდეგაა. ჟულიენი მზადაა ყველაფერი გააკეთოს ცოლის გადასარჩენად...
თავისუფლების მოსაპოვებლად ანჟელო ტეტრიჩინი მამას გაურბის სახლიდან. ათი წლის შემდეგ ბუენოს-აირესში მას ახალგაზრდა და გულუბრყვილო ძმა - ბენინი ხვდება. ანჟელო მწერალი გახდა. ტეტრო მისი ფსევდონიმია. ის ავტობიოგრაფიული პიესის გამოქვეყნებას აპირებს. უმცროს ძმას ჰგონია, რომ მასში წერია არასასიამოვნო სიმართლე მათი ოჯახის შესახებ. ძმასთან ჩხუბის შემდეგ ბენინი პიესას საკუთარ ფინალსაც კი ამატებს. მაგრამ როდესაც პიესას დადგამენ, ფინალი აბსოლუტურად განსხვავებული იქნება, რადგანაც სიმართლე ყოველთვის გაცილებით რთული, ღრმა და საშინელია...
ჟურნალისტი კრისტი დევისი სტატიას წერს პოლიციის სამუშაოზე, დეტექტივი რუნის დახმარებით მკვლელობათა განყოფილებიდან. პირველივე დღეს ისინი დანაშაულის ადგილზე აღმოჩნდებიან, გოგონა ჩამოხრჩობილია მკერდზე კი ასო აქვს ამოტვიფრული. იქვე მდებარე შენობაში რუნი იპოვის გილიოტინას და ამოტვიფრულ ციფრებს, რომელიც მისი და ყოფილი დეტექტივი მოხუცი არჩერის სამკერდე ნიშნის ნომერს ემთხვევა...
ჯულია ბრუნდება მშობლიურ ქალაქში, სწავლის დამთარების შემდეგ და ხდება სექსუალური ძალადობის მსხვერპლი, ადამიანსგან რომლის სახელია ბლექვეი. გოგონა როცა მიხვდება, რომ პოლიცია ამ ქალაქში როგორც ასეთი არ ფუნქციონერობს, დახმარებისთვის მიმართავს მეგობრებს, (ყოფილ მეტყევეს და მის ახლობელს) ისინი მოძალადის ძებნის პროცესში მიხვდებიან, რომ ჯულია პირველი მსხვერპლი არ არის...
ფრანგმა მეცნიერმა ქალმა იშვილა აზიელი ბიჭი. ცოტახანში ისინი ხვდებიან ავტოკატასტროფაში, რის შედეგადაც ბიჭი ვარდება კომაში. გერმანელი ექიმის რჩევით, რომელიც აცხადებს, რომ შეუძლია მისი ვაჟის კომიდან გამოყვანა, ქალი მიემგზავრება ბიჭის სამშობლოში, რომ ყველაფერი გაარკვიოს მისი წარსულის შესახებ...
ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გატარებული 20 წლის შემდეგ, უცნაური დენის კლეგი ისტ-ენდში ბრუნდება, სახლში სადაც ბავშვობა გაატარა. ის, ობობის მსგავსად, გადაეშვება მოგონებებში, რომლებიც მის ავადმყოფურ წარმოსახვაში არსებობს... შიში და ტკივილი მისი განუყრელი მეგობრები ხდებიან და მშობლიური სახლი ჯოჯოხეთს ემსგავსება...
ისტორიის მასწავლებელი ტერტულიანო მაკსიმო, რომელიც სულ დეპრესიაშია, ერთ დღესაც ქირაობს ფილმს “მიზანდასახული მონადირის თამაში”. ფილმი მას არ მოეწონება და გადაწყვეტს დაწვეს, თუმცა უცებ გამოეღვიძება რადგან გაახსენდება, რომ ფილმი არ გამოურთავს და მეორე წრეზე ჩაირთო. ამ დროს ტერტულიანომ აღმოაჩინა, რომ მეორე ხარისხოვანი როლის შემსრულებელი როგორც ორი წყლის წვეთი ისე გავს მას. იგი გადაწყვეტს მოძებნოს თავისი ორეული...
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის მეორე ფილმი - თეთრი, ადამიანის შესახებ, რომელიც იკარგება ცივილიზებულ სამყაროში. სამაგიეროდ, თავს კარგად გრძნობს პოსტსოციალისტურ საზოგადოებაში...
უსახელო ქალაქს სიბრმავის აუხსნელმა ეპიდემიამ შეუტია და მხოლოდ ექიმის მეუღლემ შეინარჩუნა ხედვის უნარი. რამდენ ხანს გასტანს ეს არავინ იცის. ფილმი წარმოადგენს ჟოზე სარამაგოს ნაწარმოების ეკრანიზაციას...
კერძო დეტექტივი სემ სპეიდი, საიდუმლო გარემოებაში დაკარგული ფასდაუდებელი ქანდაკების „ „მალტის შევარდენი“–ს სასიკვდილო ძებნაში ებმება. რელიქვია შუა საუკუნეების გადმონაშთია და ადამიანების, ერების, ქვეყნებისა და კაცობრიობის მართვის სიმბოლოა. როგორც საზრიანი ადამიანები ირწმუნებიან, ქვეყანას საიდუმლო ორგანიზაციები მართავენ, ამიტომ, ამ თემის მიმართ ინტერესი არ ნელდება.
ფილმის მოქმედება ხდება ძველ იაპინიაში. ტყეში ქალი გააუპატიურეს, მისი ქმარი კი მოკლეს. ოთხი მოსაზრება არსებობს - ოთხივე მოწმეს საკუთარი აზრი აქვს მომხდართან დაკავშირებით, მაგრამ რომელი მათგანი შეესაბამება სინამდვილეს? ეს არის აკირა კუროსავას ფილმი მორალზე, სიმართლესა და კომუნიკაციაზე.
როცა ამბიციური ახალგაზრდა იურისტი დაიწყებს დიდი საქმის წარმოებას, რომელიც ძლიერი და დაუნდობელი ფარმაცევტული კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის წინაამდეგაა, ის ჩათრეული იქნა კორუფციისა და შანტაჟის სამყაროში...
მწერალ ონოფს პოლიციელები გადაუღობავენ გზას, როცა ის ტყეშია და წვიმისგან ცდილობს თავშესაფრის პოვნას. მას პოლიციის განყოფილებაში მიიყვანენ. ინსპექტორი უცნაური მეთოდით ცდილობს მის დაკითხვას, თან მწერლის ნაწარმოებებიდან ციტატებს ამბობს. ონოფი ვერაფრით ხვდება რა დააშავა და არც ის ახსოვს ტყეში როგორ აღმოჩნდა...
მძარცველი დოკ მაკკოი ციხეში ამოყოფს თავს,რადგან მისმა პარტნიორებმა უღალატეს და ის ფულიან პატიმარში გაცვალეს. დოკმა იცის,რომ ჯეკ ბენიონი რაღაც დიდს გეგმავს და თავისი ცოლის მეშვეობით შეუთვლის,რომ მზადაა დაეხმაროს,თუ ციხიდან გამოიყვანენ. დოკ მაკკოი გარეთ აღმოჩნდება,მაგრამ საუბედუროდ ,ახლა მან იმ ადამიანთან უნდა ითანამშრომლოს,ვის გამოც ციხეში აღმოჩნდა...
ლექსი გოლდი მანჰეტენის ელიტის წარმომადგენელია. მას უყვარს ცნობილი დიზაინერების სამოსში გამოწყობა და ადამიანების თვათვალი. როდესაც მისი სკოლიდან მასწავლებელი გაქრება, ლექსი ჯეკთან ერთად გადაწყვიტავს სამხილები მოძებნოს, ამოხსნას საიდუმლო და სკოლას მასწავლებელი დაუბრუნოს...
აგატა კრისტის რომანის ერთერთი პირველი ეკრანიზაცია საუკეთესო კინოვარსკვლავების მონაწილეობოთ. მოქმედება ხდება 30-იან წლებში. ერკიულ პუარო და ყველა ეჭვმიტანილი, მატარებელში იმყოფება. მაყურებელი, გამომძიებელთან ერთად არკვევს, თუ ვინ ჩაიდინა დანაშაული.
ფილმი "ოლდბოი" არის რეჟისორ პარკ ჩან ვუკის დრამა შურისძიების თემაზე. სცენარი დაფუძნებულია მანგას კომიქსზე და მოგვითხორბს კაცზე, რომელიც გადის დაუსრულებელ მტანჯველ გზას და წარმოდგენა არა აქვს, ვინ არის მისი მტერი სინამდვილეში...
ბავშვობაში ნატანი სიკვდილს გადაურჩა, როდესაც გოგონა გადაარჩინა. ის ძლივს გამოვიდა კლინიკური სიკვდილის მდგომარეობიდან. დროთა განმავლობაში მან დაივიწყა ეს საშინელი შემთხვევა. ნატანმა მთელი ცხოვრება მიუძღვნა კარიერას და ნიუ-იორკის წარმატებული იურისტი გახდა. ერთ დღეს ნატანი უცნაურ მამაკაცს ხვდება, რომელმაც ნებისმიერი ადამიანის სიკვდილის დღე იცის.
ორი ახალგაზრდა ბიჭი მოკლავს თავის კლასელს, მის გვამს კი საკუთარ ბინაში დამალავენ. ამ ყველაფრის შემდეგ გადაწყვეტენ ოჯახის წევრები და მეგობრები წვეულებაზე დაპატიჟონ, რათა გამოსცადონ თავიანთი იდეალურად შესრულებული კრიმინალური დანაშაულის ფარულობა...
ასტრონავტი ბენტი რომლის ხომალდი დაჯდომისას დაზიანდა, იძულებულია დასახმარებლად მაიმუნებს მიმართოს, რომელთა ერთი ნაწილი წინააღმდეგია ადამიანების განადგურების და ისინი და ამ საბაბით ასტრონავტს დახმარებას გაუწევენ თავისი კოლეგების ძებნაში, ამ დროს ბენტი აკრძალულ ზონაში ხვდება, სადაც მიწის ქვეშ ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას ქალაქების ნანგრევებში...
ჯიმ მარკუმი, დეივ ბოილი და შონ დევინი - ბავშვობის განუყრელი მეგობრები არიან. ისინი ერთად, როგორც ჩვეულებრივი ბავშვები ბოსტონის ქუჩებში იზრდებიან. ასე გრძელდება მანამ, სანამ დეივს დააძალებენ მანქანით გასეირნებას, რაც სამუდამოდ ცვლის არა მარტო ახლანდელ ბიჭების ცხოვრებას, არამედ მათ მომავალსაც... 25 წლის შემდეგ ბედისწერა კვლავ ახვედრებს მათ ერთმანეთს - 19 წლის ჯიმის ქალიშვილის საზარელი მკვლელობის წინ. პოლიციელს, რომელსაც ამ საქმის გამოძიებას ავალებენ - შონ დევინია, რომელმაც თავის თანაშემწესთან ერთად უნდა გამოიძიოს, სავარაუდოდ აზრს მოკლებული დანაშაული...
ჰიჩკოკის ფილმი ყოფილ მძარცველზე. მან უნდა დაიჭიროს ქურდი, რომელიც ძარცვისას მისეულ მეთოდებს იმეორებს, უნდა დაასწროს სანამ შეცდომით მას დაადანაშაულებენ. ყოფილ მძარცველს ცოტა დრო აქვს რადგან პოლიცია "კუდზე აზის", მაგრამ პატარა რომანისთვის დროს მაინც გამონახავს. ეს არის კლასიკური შედევრი გრეის ქელის და კერი გრანტის მონაწილეობით.
"საუბარი" გახლავთ ფრენსის ფორდ კოპოლას 1974 წლის ფილმი. ჰარი კაული დაქირავებულია, რათა უთვალთვალოს და ჩაიწეროს ორი თანამშრომლის საუბარი. აღმოჩნდება, რომ ის ჩაწერისას მოისმენს ისეთ ინფორმაციას, რომელიც არ უნდა მოესმინა...
ახალგაზრდა მამაკაცი გაურკვევლობაში აღმოჩნდება. იგი მოტყუებულია და საბედისწერო ქალს მისდევს, რომელიც მის წინაშე მცდარი ვინაობით წარსდგა და რომელსაც სინამდვილეში არასდროს ჰყვარებია იგი...
ოთხმა მათემატიკოსმა ერთმანეთის არსებობის შესახებ არაფერი იცონდნენ, სანამ იდუმალმა უცნობმა ისინი არ შეკრიბა ერთი რთული თავსატეხის გადასაჭრელად. ოთახი სადაც მათემატიკოსები არიან შეკრებილნი, მოძრაობს და განადგურდება თუ ისინი დროულად არ ამოხსნიან დავალებას, რა აერთიანებთ მათ და რატომ სურს ვინმეს მათი მოკვლა?..
ტრევორ რეზნიკს უკვე მთელი წელი არ სძინებია. ცოცხალ ჩონჩხად გადაქცეული, ის ბალანსირებს რეალობის და სიზმრის ზღვარზე. ის დაიღალა საშიში ხილვების უცნაური მოვლენებისგან გარჩევით თავისი ყოველდღიური ცხოვრებიდან. ჭკუიდან რომ არ შეიშალოს ტრევორი საკუთარი უცნაურობების კვლევას იწყებს, ცდილობს გაერკვევს საკუთარ თავში და გაიგოს რამ აქცია ასეთად? საშინელი მოვლენების და მიხვედრების ლაბირინთში სარისკო ძიებისას, ის ვერც კი ხვდება იმას, რის გაგება მოუწევს...
დედამიწას უახლოვდება გიგანტური ზომის ამოუცნობი ობიექტი, რომლის განზრახვები არავისთვისაა ცნობილი. ენტერპრაიზის ადმირალი კირკი აღმოჩნდება ერთადერთი, რომელსაც აქვს შანსი დროულად მიუახლოვდეს ობიექტს მის გამოსაკვლევად თუ სალიკვიდაციოდ...
მშვენიერ ამერიკელ ქალბატონ პეგი ლამბერტს ქმართან გაშორებაზე განცხადება შეაქვს და კურორტზე მიემგზავრება, სადაც მიმზიდველ პიტერ ჯოშუას გაიცნობს. პარიზში დაბრუნებულ პეგის საზარელი ამბავი ხვდება: მისი ქმარი მოკლულია, მთელი ოჯახის დანაზოგი კი, ბანკის ანგარიშიდან არის მოხსნილი და გატაცებული...
უნივერსიტეტის თანამშრომელს ბრალს სდებენ ორი სტუდენტი გოგონას გაუპატიურებაში, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს - ჯერ კიდევ გასარკვევია, თუ ვინ არის მსხვერპლი და ვისი მოფიქრებული გეგმით ვითარდება მოვლენები...
მკვლელობა ყოველთვის საშინელებაა. განსაკუთრებით თუ მოკლულია ახალგაზრდა და ლამაზი ქალია. თან თუ ეს ქალი – აშშ–ს შეიარაღებული ძალების ოფიცერია და ცნობილი სახელგანთქმული გენერლის ქალიშვილი. ამერიკულ ჯარში ყველა შინაგანი პრობლემა დახურული კარების მიღმა იჭრება. ამიტომაც ამ საიდუმლო მკვლელობის გამოძიება დაავალეს სამხედრო გამომძიებელს პოლ ბრენერს – გამოცდილ პროფესიონალს...
შარლი კილერი, წარსულში ცნობილი პიანისტი, მუშაობს აკომპანიატორად პატარა კაფეში. ის თავისი ძმის გამო კრიმინალურ სამყაროში მოხვდება. იგი მალე შეეჩვია, რომ ის და მისი ძმა მუდამ ვიღაცის სამიზნეა, მაგრამ ვერასდროს იფიქრებდა, რომ გასროლილი ტყვია მის შეყვარებულს მოხვდებოდა...
ჯონ კლუტის მეგობარი გაუჩინარდა. ჯონი გადაწყვეტს დაუკავშირდეს მისი მეგობრის შეყვარებულს, ბრიი დანიელს და სთხოვოს მას დაეხმაროს მეგობრის მოძებნაში. სანამ კლუტი მეგობრის ძებნითაა დაკავებული, ბრიის ვიღაცა უთვალთვალებს...
მაიკალ არმსსტრონგი, ცნობილი ფიზიკიკოსი და , თავის საცოლესთან სარასთამ ერთად მიემგზავრება აღმოსავლეთ გერმანიაში. ცივი ომის როს ასეთი პროფესიის ადამიანის მოგზაურობა გარშემომყოფების ყურადღებას ამახვილებს, და სარა მიხვდება, რომ მისმა მომავალმ მეუღლემ მტრის მხარეს გადასვლა გადაწყვიტა. მაგრამ რატომ ნიჭიერი და სამშობლოში აღიარებული მეცნიერი და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი თავისი ქვეყნისთვის ადამიანი ასეთ საშინელ გადაწყვეტილებას მიიღებს? და როგორ უნდა დაუმტკიცო საბჭოთა კავშირის და გერმანელების კონტრდაზვერვას, და ასევე საკუთარ საცოლეს, რომ შენ გადაწყვიტე მტრებში "შენიანი გახდე "? და რისი გულისთვის?...
მილანის ერთ-ერთ მდიდარ ოჯახში სტუმარი მოდის. ის ოჯახის ყველა წევრთან აბამს სასიყვარულო ურთიერთობას და მიდის. ბურჟუაზიული ოჯახის დალაგებული ცხოვრება კი, ძირფესვიანად ინგრევა...
ოფიცრების ეკიპაჟი თავიანთ სიცოცხლეს საფრთხეში იგდებს, როდესაც იწყებენ, მათი კომპანიის გაძარცვას, როგორც ჩანს გეგმა არც ისე რთული აღმოჩნდება, ისინი შეასრულებენ ყველაფერს ისე, რომ ზიანს არავის მიაყენებენ, მაგრამ როცა მოულოდნელი მოწმე ერევა საქმეში, მაშინ საქმე სწრაფად იხსნება...
ჯარის ლეიტენანტი ფრედერიკ მანაიონი დააპატიმრეს ბარის მფლობელის ბარნი ქუილის მკვლელობისთვის. ის ამტკიცებს, რომ ბარმენმა ცემა და გააუპატიურა მისი ცოლი ლაურა. და, იმის მიუხედავად, რომ ლაურა თავისი ქმრის ვერსიას ადასტურებს, სასამართლოექსპერტი ვერ აღმოაჩენს მისი გაუპატიურების დამამტკიცებელ სამხილებს...
პედრო ალმადოვარის ეს ფილმი არის სექსუალურ გადაცდომაზე 1960-იანი წლების კათოლიკურ ეკლესიაში, ესპანეთში. ფილმი ორი ბიჭის შესახებ მოგვითხრობს, რომლებსაც საშინლად ექცევიან კათოლიკურ სკოლაში და შემდგომ ცხოვრებაშიც ისინი ბევრ წინააღმდეგობას ხვდებიან თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამო...
სუტინიორების დამნაშავეთა გუნდი მექსიკელ გოგონას იტაცებს, რათა ის სექს–მონად აქციონ. დაკარგული დის მოძებნის მიზნით ვერონიკას ძმა – რეი პოლიციას უკავშირება. ისინი ერთიანი ძალებით სუტინიორთა ბინძურ ბიზნესს ებრძვიან და გოგონას საშინელი ტყვეობიდან დახსნას ცდილობენ...
დარენ არანოფსკის სადებიუტო ნამუშევარი გენიოს მათემატიკოს მაქსიმილიან კოენზე, რომელიც აღმოაჩენს კავშირს რიცხვებსა და რეალობას შორის. მისი აზრით ამ აღმოჩენით მას მომავლის წინასწარმეტყველება შეუძლია...
ნიუ-იორკის ცენტრალური პარკის უკაცრიელ ღამის ალეაში მაიკლ ო ჰარა იგერიებს ბანდიტებს, რომლებიც თავს დაეხსნენ როზალი ბანნისტერს. მაიკ ო ჰარა გიგანტია ბავშვის გულით, ის უმუშევარი მეზღვაურია. მან მიიქცია როზალის ყურადღება და ის შესთავაზებს მას სამუშაოს თავის ქმრის იახტაზე. როზალის ქმარი პოლიომელიტის გამო დაინვალიდებული ადვოკატია…
ფილმში მოქმედება პრაღაში ვითარდება, 1991 წელს ხდება. სადაზღვეო კომპანიის აგენტი - ფრანც კაფკა, წყნარ და შეუმჩნეველ ცხოვრებას ეწევა. ის სამუშაოს კარგად და დაკვირვებით ასრულებს. წერს მხოლოდ "საკუთარი თავისთვის"...
11 წლის ვიკტორი ოჯახთან ერთად გადადის ბიძის ბნელ სახლში. თავიდან ერთ-ერთ ოთახში სარკის უკან ის ამჩნევს საიდუმლო ფიგურებს, ხოლო შემდეგ ძველი ნივთების ქვეშ პოულობს მრავალი წლის წინ საიდუმლო ვითარებაში დაღუპული ბიძაშვილის სესილის დღიურს.
კშიშტოფ კისლოვსკის ტრილოგიის პირველი ფილმი - ლურჯი. ახალგაზრდა ქალის ამბავი, რომელიც სასწაულით გადარჩა კატასტროფაში, რომელშიც ქმარი და ხუთი წლის შვილი დაკარგა...