ექვსი ერთმანეთისთვის სრულიად უცნობი ადამიანი, რომლებმაც სასიკვდილო თამაშში გადარჩენა მოახერხა, ისევ ნების საწინააღმდეგოდ აღმოჩნდებიან ჯოჯოხეთურ თამაშში. ამჯერად მათ კიდევ უფრო საშინელი გამოცდები ელით წინ, სადაც დავალებები უფრო რთული და დაუნდობელი, ხოლო გადარჩენის შანსი ნულის ტოლფასი გახდა…
ესპანელი პოლიტიკოსს და მის გარემოცვას, რომლის მაღალი კლასის ცხოვრების წესი დაფუძნებულია საძაგელ და უკანონო ბიზნესზე, საფრთხე დაემუქრება მას შემდეგ, რაც გაზეთი მას საზოგადოების წინაშე ამხელს...
ახალგაზრდა წყვილი სახლის შესაძენად, დახმარებისთვის უძრავი ქონების სააგენტოს მიმართავს. ისინი შეხვდებიან უცნაურ გაყიდვების აგენტს, რომელიც მათ პატარა ოჯახის შესაფერის ახალ, მისტიურ სახლს შესთავაზებს...
ფილოსოფიის პროფესორის ევან ბერჩას რესპექტაბელური ცხოვრება ნგრევას დაიწყებს, როდესაც სტუდენტებთან მისი ქმედებები სააშკარაოზე გამოვა. საბოლოოდ კი იგი მისი კურსის მსმენელის მკვლელობაში მთავარი ეჭვმიტანილი ხდება.
კლიმატის ცვლილების შედეგად თითქმის მთელი მაიამი წყლის ქვეშ აღოჩნდება. მარტოხელა მეცნიერი ნიკ ბანისტერი გონების მკვლევარია, რომელიც სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით წარსულის ბნელ და მიმზიდველ სამყაროში მოგზაურობს და თავის კლიენტებს დაკარგული მოგონებების აღდგენაში ეხმარება. მაიამის ჩაძირული სანაპირო ზოლის გარეუბანში მცხოვრები ნიკის ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალება, როდესაც იგი მის ახალ იდუმალ კლიენტს მეის შეხვდება. ის, რაც დაკარგული მოგონების მარტივი ძებნით იწყება საშიშ აკვიატებად და მგზნებარე სასიყვარულო ურთიერთობად იქცევა. მაგრამ მას შემდეგ, რაც მეი გაუჩინარდება, სიმართლის დასადგენად, ბანისტერი წარსულის ბნელ სამყაროში იძირება და მოულოდნელად სასტიკ შეთქმულებას გამოავლენს...
ამერიკელი იაფფასიანი რომანების ავტორი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ვენაში ჩადის და აღმოაჩენს, რომ მისი მეგობარი საიდუმლო ვითარებაშია მოკლული.საიდუმლოს ამოხსნის მცდელობა მას ჩაითრევს თავისი მეგობრის საქმიანობაში შავ ბაზარზე, საერთაშორისო პოლიციასთან და ჩეხ მეგობარ გოგოსთან ერთად.
ფსიქოლოგიური თრილერი, დიზაინერის კარიერაზე მეოცნებე ახალგაზრდა გოგონას ელაიზას შესახებ, რომელიც იდუმალებით მოცულ ვითარებაში ლონდონში 1960-იან წლებში აღმოჩნდება, სადაც მისი შემოქმედებითი გზის სათავეში მყოფ საყვარელ მომღერალს სენდის შეხვდება. მაგრამ 60-იანი წლების ლონდონი სულაც არ არის ისეთი, როგორიც მთავარ გმირს წარმოედგინა. მას ეჩვენება, რომ დრო ნაწილებად იშლება, რასაც ის მძიმე შედეგებამდე მიჰყავს...
საშინელებათა თრილერი, ახალგაზრდა ქალის მედისონის შესახებ, რომელიც ერთ ღამეს სიზმარში ბოროტი არსების მიერ ჩადენილი სასტიკი მკვლელობის მოწმე გახდება. მაგრამ მეორე დილით შოკისმომგვრელი ხილვების შიშით პარალიზებული მთავარი გმირი ხვდება, რომ მსხვერპლი ნამდვილი ადამიანი იყო და მისი ღამის კოშმარები – სინამდვილეში სასტიკი რეალობაა, რომელიც მის წარსულს უკავშირდება…
დამსვენებელთა ოჯახი აღმოაჩენს, რომ განცალკევებული პლაჟი, სადაც რამდენიმე საათი გაატარეს, ასაკის სწრაფ მატებას იწვევს და მათი სიცოცხლის ხანგრძლივობას ერთ დღემდე ამცირებს.
საშინელი ისტორია - ტერორი, მკვლელობა და უცნობი ბოროტება - რომელმაც რეალური პარანორმალური მოვლენების გამოცდილი მკვლევარები, ედ და ლორენ უორენებიც კი შოკში ჩააგდო. ეს მათი პრაქტიკიდან ერთერთი ყველაზე უფო სენსაციური საქმეა, რომელიც პატარა ბიჭის სულის გადარჩენისათვის ბრძოლით იწყება, თუმცა შემდეგ მათთვის აქამდე უჩვეულო რამის მომსწრენი გახდებიან - ამერიკის ისტორიაში პირველად ხდება, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილი მოითხოვს დემონური ძალით შეპყრობა ბრალის გამომრიცხავ გარემოებად ჩაითვალოს...
ახალგაზრდა მამაკაცი, კირანი მის გარშემო განვითარებული უცნაური ტრაგედიების გამო იტანჯება. კირანის ქცევა ყოველი ტრაგედიის შემდეგ უფრო ტრაგიკული ხდება - ის განიცდის მოვლენებს, რომლის გაგება ან ახსნა არ შეუძლია. ის ვერ ხვდება, რომ ის არის უცნობი სულის გამტარი, რომელიც მსხვერპლს იზიდავს...
სკუბი-დუ და მშიშარა ძაღლი ერთიანდებიან მას შემდეგ, რაც ისინი კანზასის შტატის ქალაქ არსადში უცნაური არსების კვალს მიაგნებენ. მალე იდუმალი არმოჩენა მათ გიგანტური მონსტრის და მისი სულელი ფრთოსანი მეომრების კვალზე მიჰყავს. ფრედი, ველმა, დაფნა და შაგი აცნობიერებენ, რომ ამ საქმეს ისინი ვერ გაუმკლავდენიან და თავსატეხის ამოსასხნელად ძაღლების დუეტის დახმარება დასჭირდებათ. ახლა შეძლებენ თუ არა სკუბი-დუ და მშიშარა ძაღლი თავიანთი მღელვარების დაძლევას და მონსტრების არმიის დამარცხებას, სანამ მთელი სამყარო განადგურდება?
ემბერი, ამერიკული ოცნების მაძიებელი სასოწარკვეთილი და უსაბუთო მექსიკელი იმიგრანტია, რომელიც კლივლენდში მდებარე მიტოვებულ პანსიონატში ოთახს ქირაობს, სადაც რამდენიმე ხნის შემდეგ იწყებს შემჩნევას, რომ მას ვიღაც გამუდმებით უყურებს, უხნაური ხმები ესმის და ბოროტების ყოფნას გრძნობს, რომელიც ყოველ ღამე უფრო მტრული ხდება. შედეგად, მთავარი გმირი აღმოჩნდება კოშმარში, საიდანაც თავის დაღწევა არ შეუძლია…
ყოფილი ჯარისკაცი, თინეიჯერი და პოლიციელი ერთიანდებიან ნიუ ორლეანში - ახალი საშიში აბების წყაროს საძიებლად, აბებისა - რომელიც მომხმარებლებს დროებით სუპერ ძალებს ანიჭებს...
მკვლელი, სახელად “ჰოლიდეი“ განაგრძობს ფალკონების კრიმინალური ოჯახის დევნასა და თვალთვალს, გოთემ-სითიში კი კოსტუმირებული კრიმინალის ახალი კლასის აღზევებაა. ბეტმენი ეჭვობს, რომ ყოფილი მოკავშირე შესაძლოა სერიული მკვლელი იყოს...
იერუსალიმში უსამართლო ტყვეობიდან ბედუინი გოგონას გამოხსნის შემდეგ, პრაინ ფიშერი ცდილობს ამოხსნას უძველესი საიდუმლოება, რომელიც ფასდაუდებელ ზურმუხტს, უძველეს წყევლას და შირინის მივიწყებულ ტომს ეხება...
ფილმის სიუჟეტი 2018 წელს, კოპენჰაგენში ვითარდება. 1987 წლის მთელი რიგი საიდუმლოებით მოცული გაუჩინარებებისა უცნაურად უკავშირდება ერთიდაიმავე პიროვნებას.
ძველი ჩანაწერი ნაპოვნია შოტლანდიის ბრძოლაში, რომელიც მოგზაურობდა ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ოკეანის ირგვლივ. ჩანაწერის გაშიფვრა რთულია, მაგრამ როცა დანიელი გამომძიებელი იღებს მას ყველაფერი იცვლება...
კეტრინი მანჰეტენელი მხატვარია, რომელიც ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ჰუძონის ხეობაში, ერთ-ერთ ისტორიულ სოფელში გადადის, მაგრამ ახალ სახლში სიმშვიდის მოპოვება ძალიან ურთულდება...
სცენარისტი ალპებში, შორეულ სახლში მიემგზავრება ოჯახთან ერთად, რათა საკუთარი ფილმის გაგრძელება დაასრულოს, თუმცა მას შემდეგ რაც შემოქმედებითი სტაგნაციის სასტიკი პერიოდი დაუდგება, თავის გადაწყვეტილებას ინანებს...
ფილმის მთავარი გმირი, აარონი წლების შემდეგ, მშობლიურ ქალაქში ბრუნდება, რათა დაკრძალვის პროცესს დაესწროს, მაგრამ მას ქალაქში გაჩერება ცოტა უფრო დიდხანს მოუწევს...
ფილმის სიუჟეტი ჯო დიკონის გარშემო ვითარდება რომელიც ლოს ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტის მოხერხებულ დეტექტივ ბაქსტერთან ერთად სერიული მკვლელის დაჭერას ცდილობს.
ფსიქიკურად არასტაბილურ კერძო გამომძიებელს პატარა ქალაქში მომხდარი მკვლელობის გამოსაძიებლად დაიქირავებენ. ის დარწმუნებულია, რომ მკვლელობა მისი ქალიშვილის გარდაცვალებასთანაა კავშირში...
საუკეთესო მეგობრები ანა და ბეტი მიდიან ვიქენდის ერთად გასატარებლად, ქალაქგარეთ. ორივე მსახიობია, მაგრამ ერთს წარმატებული კარიერა აქვს, მეორეს კი არც ისე. მათ შორის დაძაბულობა ნელ-ნელა იმატებს და დაპირისპირება გარდაუვალი ხდება...
სკუბი-დუს და შაგის საყვარელი დღესასწაულზე კარს მოადგათ! მაგრამ მეგობრებს საინტერესო თავგადასავლები კვლავაც არ ანებებთ თავს - მათ კიდევ ერთი მისტიური ამბის გამოძიება მოუწევთ.
სკუბი-დუ და მისი მეგობრები ამჯერად მისტიურ კუნძულზე აღმოჩნდებიან რომელზეც ზომბების გამოჩენა უკვე აღარავის უკვირს. როგორც ყოველთვის, მეგობრები საქმის გამოძიებას იწყებენ...
კარანტინის დროს 6 მეგობარი დაიქირავებს მედიუმს ზუმში სეანსის ჩასატარებლად. თუმცა იმაზე მეტს მიიღებენ, ვიდრე სურდათ, რადგან მალე სიტუაცია უკონტროლო გახდება. როცა ბოროტი სული მათ სახლებში შეჭრას დააპირებს, მეგობრები ხვდებიან, რომ შესაძლოა, ამ ღამეს ვერ გადაურჩნენ...
მადრიდში სერიული მკვლელი კლავს ადამიანებს, რომლებსაც ერთმანეთთან არანაირი კავშირი არ აქვთ. ამის გამო, მისი პოვნა ძალიან ძნელია, მაგრამ კოსმესთვის, ვეტერანი პოლიციელისთვის შეუძლებელი არაფერია.
ერთ დღესაც 16 წლის ენოლა ჰოლმსი გაიღვიძებს და აღმოაჩენს, რომ დედამისი გამქრალია. დაკარგული დედის მოსაძებნად ენოლა მეტად რთულად სანახავ ძმას, თავად შერლოკს მიმართავს...
კომედიური და სათავგადასავლო ჟანრის მულტიპლიკაცია მოგვითხრობს ისტორიას, თუ როგორ იკვლევს ცნობილი დეტექტივი შერლოკ ჰოლმსი ბაღის გნომების, რომეოსა და ჯულიეტას და სხვა ბაღის ორნამენტების უცნაური გაუჩინარების ამბავს.
მშობლების ტრაგიკულმა სიკვდილმა დიდი გავლენა მოახდინა ორ ობოლ ბავშვზე. ოცი წლის შემდეგ, ძმასთან შედარებით უფრო ემოციური და ცდილობს გამოიძიოს და დაუმტკიცოს ძმას, რომ მშობლების სიკვდილში დამნაშავე არის სარკიდან გამოსული მოჩვენება...
მოჩვენებითად კარიერისტი როი თავის ახალ სამიზნეს ირჩევს - ახალახანს დაქვრივებული ბეტი, რომელსაც ქმრისგან მილიონები დარჩა. როი კი ამ ყველაფრის მისაკუთრებას აპირებს, მაგრამ როგრც კი ეს ორი ადამიანი ერთმანეთს უახლოვდება, რჩება ერთადერთი დეტალი, რომელიც როის მიზნამდე აშორებს...
1950 წლების მიწურულს, ერთ საბედისწერო ღამეს, ნიუ მექსიკოში, ახალგაზრდა სატელეფონო სადგურის ოპერატორი ფეი და ქარიზმატული რადიო დიჯეი ევერეტი უცნაურ რადიო სიხშირეს აღმოაჩენენ, რომელსაც შეუძლია მათი პატარა ქალაქი და მათი მომავალი სამუდამოდ შეცვალოს...
ფილმი მოგვითხრობს ტეხასში მოღვაწე მიცვალებულთა ბიუროს მფლობელის ისტორიაზე. ფილმის მთავარი პერსონაჟი დაუახლოვდება ერთ მდიდარ ქვრივ ქალბატონს, რაც მოულოდნელ შედეგებს მოიტანს...
ახალგაზრდა სამედიცინოს სტუდენტი ცდილობს თავისი ძმა ძილის დარღვევის დაავადებისგან - ფატალური ფამილარული ინსომნიისგან განკურნოს. ამ დაავადების დროს ძირითადად იძინებენ და იქამდე სძინავთ, სანამ არ მოკვდებიან...
სკუბი და მისი მეგობრები ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდებიან: უნდა გამოააშკარაონ, თუ რას უპირებს ძაღლი ცერბერუსი სამყაროს. ძაღლოკალიფსის შეჩერების პროცესში აღმოაჩენენ, რომ სკუბი დიდებული მისიისთვის არის შექმნილი...
მეორე მსოფლიო ომის მარშალი და ყოფილი ჯარისკაცი - ამერიკელი ტედ დენიელსი, საავადმყოფოდან გამქრალი სახიფათო პაციენტის საქმეს იძიებს, მაგრამ მის მცდელობას მისივე საშინელი ხილვები და ექიმი ქაული უშლიან ხელს...
როდესაც მაღალი თანამდებობის ორ დაქორწინებულ წარმომადგენელს საიდუმლო რომანი აქვთ და მოძალადე კრიმინალი აშანტაჟებთ, ისინი ცდილობენ საკუთარი ოჯახები დაიცვან...
სტაფილოსფერი შევროლეტი ჩერდება ძველ სასაფლაოსთან უდაბნოში, ირანელი პრემიერ მინისტრის თვითმკვლელობის წინა დღეს. ადგილობრივები საუბრობენ მიწისქვეშა დრაკონის შესახებ. საინტერესოა რა ხდება სინამდვილეში?!
მამის გარდაცვალებამდე კეილის და მისი ოჯახის ცხოვრება სამოთხეს ჰგავდა, მაგრამ ავტოკატასტროფის შემდეგ, რომელმაც მამა იმსხვერპლა ყველაფერი შეიცვალა. ყველაფერთან ერთად მასწავლებელმა თავს უფლება მისცა უტაქტოდ ეხუმრა მამამისის შესახებ, რაზედაც კეილმა ისეთი პასუხი გასცა, რომ სასამართლოში მოხვდა...