როცა კოლეჯის მგლოვიარე პროფესორი ორ მონადირეს საკუთარ ტერიტორიაზე შემოჭრის დროს აღმოაჩენს, ისინი მას მწვავე ორთაბრძოლაში ჩაითრევენ, რასაც კატასტროფული შედეგები მოჰყვება...
ტომას სევიჯის ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული დრამატული ვესტერნი, ძმების ფილ და ჯორ ბერბანკების შესახებ. უფროსი ფილი გონიერი და სასტიკი ადამიანია, ხოლო უმცროსი ჯორჯი ნაზი და მგრძნობიარე. ორივე მათგანმა ცოტა ხნის წინ მემკვიდრეობით მიიღეს მონტანას ხეობაში მდებარე უდიდესი რანჩო. მაგრამ ძმების ურთიერთობა სწრაფად ნადგურდება, როდესაც ჯორჯი ქვრივ როუზზე ფარულად დაქორწინდება. შედეგად, გაბრაზებული ფილ ქორწინების გასანადგურებლად დაუნდობელ ომს იწყებს, და ამაში ის როუზის შვილს პიტერს პაიკის სახით იყენებს.
ჰენრი, დაქვრივებული მოხუცი ფერმერია, რომელიც თავის ფერმაში ვაჟთან ერთად ცხოვრობს, სადაც ერთ დღეს ისინი ფრთხილად იღებენ იდუმალ დაჭრილ მამაკაცს ფულის ტომარით. ჰენრი უცნობს ეხმარება, რის შედეგადაც საკუთარ თავს და შვილს დიდ უბედურებაში გახვევს. როდესაც კბილებამდე შეიარაღებული ბანდიტები ფულისთვის მოდიან, ფერმერმა უნდა გადაწყვიტოს ვის ენდოს. თავისი ქონების ალყისგან დაცვისას, მთვარი გმირი მოულოდნელად აღმოაჩენს იარაღით სროლის ნიჭს, რაც დიდად უკვირს ყველას, ვინც ეჭვქვეშ აყენებდა მის შესაძლებლობებს.
ფილმის მთავარი გმირი 60 წელს მიტანებული ქალბატონია, რომელიც დიდი რეცესიის დროს აბსოლუტურად ყველაფერს კარგავს. ეს მას დასავლეთ აშშ-ში მოგზაურობას გადააწყვეტინებს.
როდესაც რანგოს ოჯახიდან შორს წაიღებს ქარი, ის აღმოჩნდება უდაბნოს ქალაქში. ქამელეონ რანგოს ძალიან უნდა გახდეს გმირი, ის ქალაქელების უკანასკნელი იმედია. შერიფი რანგო ცდილობს დაიცვას მცხოვრებნი ბოროტმოქმედებისაგან...
თავზეხელაღებული ძმები სისთერსები, საიდუმლო მეთაურის დავალებით, ოქროს მაძიებელი აფერისტის მოსაკლავად მიემართებიან. თუმცა, ახალი სამიზნე გამოცდილი მონადირეებისთვისაც კი არ აღმოჩნდა ადვილად ხელში ჩასაგდები. იწყება თამაში გადარჩენისთვის - მოხერხებული გონება, ბრმა ძალის წინააღმდეგ...
ეს სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი ველური ულაყი მუსტანგის, სახელად სპირიტის შესახებაა. მამაცი სპირიტი დაუმეგობრდება ახალგაზრდა ინდოელს ლაკოტას და სიყვარულს იპოვის...
როდესაც მშვენიერ ჩინელ პრინცესას გაიტაცებენ, იმპერატორი ველურ დასავლეთში გააგზავნის სამ ყველაზე ერთგულ და გამოცდილ მებრძოლს. ჩონ ვანგი, რა თქმა უნდა არ აღმოჩნდება მათ რიცხვში. მაგრამ საიდუმლო გზით ის მოახერხებს სამხედრო დელეგაციაში მოხვედრას - ამერიკის და დაუჯერებელი თავგადასავლების შუაგულში აღმოჩნდება...
ფილმი გაგრძელებაა სატელევიზიო სერიალისა, რომელიც 2004-2006 წლებში გადიოდა. სამხრეთ დაკოტა 10 წლის დამოუკიდებლობას ზეიმობს დედვუდთან ერთად. ყოფილი მეტოქეობა კვლავ გაღვივდება, ალიანსები კიდევ ერთხელ გამოიცდება, ხოლო ძველი ჭრილობები ისევ გაიხსნება. ყველას მოუწევს იმ გარდაუვალი ცვლილებებისთვის თვალის გასწორება, რაც დრომ მოიტანა...
თრილერის მოქმედება 1800იანი წლების მიწურულს, ამერიკის დასავლეთი შტატების საზღვართან ვითარდება. კეთლინ ჟერარდი თამაშობს ქალს, რომელიც სიგიჟემდე მიდის ხელუხლებელი და გადაკარგული მიწების გადამკიდე...
არმანდო ალვარესი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელსაც დიდად არაფერი უნახავს ცხოვრებაში. ის მთელ დროს ატარებს მამამისის რანჩოზე. ყველაფერს ართულებს ის, რომ არმანდომ არ იცის ინგლისური, მამას ფინანსური პრობლემები აქვს და სასწრაფოდ სჭირდება გარკვეული თანხა. სწორედ ამ დროს, როგორც მხსნელი მათ მოევლინებათ არმანდოს უფროსი ძმა. ის ჩამოდის რანჩოზე თავის ახალ საცოლესთან ერთად...
ველურ დასავლეთზე თავისებურათ ერთობოდნენ! პოკერის პარტია გემზე გამარჯვებულს პირდება ნახევარ მილიონ დოლარს და ბრეტი აპირებს ეს ადამიანი გახდეს. მაგრამ თავიდან მან უნდა გაარკვიოს საქმე ჯალათთან, რომელმაც მისი ჩამოხრჩობა გადაწყვიტა, ცხენებთან, რომლებმაც წაიღეს, მავნე ინდოელების ბელადთან, ბანდიტებთან, უსახელოებთან და ბევრ სხვასთან...
განგსტერი კოლორადო და მარშალი მაკენა უდიდეს ოქროს საბადოს ეძებენ. ბუნებრივია მათ გარდა ოქროზე სხვებიც ნადირობენ და რაც მთავარია, მთები, სადაც სავარაუდო საბადოა განლაგებული, ინდიელთა ტერიტორიას ეკუთვნის...
მეგობრები მიემგზავრებიან უნიკალურ ადგილას სახელად "გიჟური რანჩო ქიუ-ბიჭებისათვის" . ადგილი შემთხვევით არ აურჩევიათ ის შეგის ბიძაშვილს ეკუთვნოდა, რომელიც უგზოუკვლოდ დაიკარგა. მეგობრებს სურთ გაიგონ რა დაემართა ტონის. ისინი ხვდებიან ადგილობრივ მოსახლეობას, რომლებიც შეგის დანახვაზე გარბიან, რადგან მოჩენება ჰგონიათ...
ახალგაზრდა მამაკაცი (კრუზი) მისი პატრონის ქალიშვილთან (კიდმანი) ერთად ირლანდიიდან გაიპარება. 1893 წელს ისინი ოკლაჰომაში მიწის ყიდვაზე ოცნებობენ. ახალ ადგილას ჩასულები ისინი სამსახურს მოძებნიან და ფულის შეგროვებას იწყებენ. კაცი კრივს მოკიდებს ხელს და თავიდან წარატებულიც არის ამ საქმეში, სანამ საბოლოოდ არ დამარცხდება და მას საკუთარი დამქირავებლები უკაპიკოდ დატოვებენ, ისე, რომ ზამთარში შიმშილიც კი უწევს. ამის მიუხედავად ფილმის გმირები მაინც იბრძვიან მათი ოცნებისათვის...
ამ ფილმმა რეჟისორი ალეხანდრო ხოდოროვსკი საქვეყნოდ ცნობილი გახადა. მსროლელი ზედმეტ სახელად - თხუნელა, უდაბნოში შვილთან ერთად მოგზაურობს. ისინი მიდიან ქალაქისკენ, რომლის მთელი მოსახლეობაც ბანდიტებმა ამოჟლიტეს. ეს გზა მამა-შვილისთვის იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რამდენადაც გასაოცარი...
ბოლივიაში, ბუთჩ კესიდი მეოცე საუკუნის ამერიკაში ერთ-ერთი ყველაზე საშიში დამნაშავე იყო. ის ხელმძღვანელობდა ლეგენდარულ ბანდას და მატარებლის მძარცველთა სინდიკატს...
მეცხრამეტე საუკუნის ბოლო. ჯონა ჰექსი - მოხეტიალე დაქირავებული მკვლელია. მას ყველაზე უკანასკნელ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ადამიანის ან რაღაც არაადამიანურის დაჭერა სურთ. მიუხედავად იმისა, რომ ჰექსი ადამიანებს გაურბის, ერთ-ერთ ბორდელში მომუშავე ლეილასთან კონტაქტს მაინც არ წყვეტს. მას ახალი დავალება აქვს - უნდა მოძებნოს და დაიჭიროს ვუდუს შამანი კვენტინ ტერნბალი, რომელსაც განზრახული აქვს მიცვალებულთა არმიის შეკრება და სამხრეთის კონფედერატებისგან გაწმენდა...
1970 წელი, ტეხასი, სამი ახალგაზრდა ბანდიტი ალყაშემორტყულია, ისინი მძიმედ დაჭრიან ერთ-ერთ პოლიციელს. ბანდის მეთაური, ბობ მალდონი, დანაშაულს თავის თავზე იღებს, მაშინ როცა გასროლა მისმა შეყვარებულმა რუთმა მოახდინა.
ჯონი, ფერმერია, რომლის ოჯახი მოკლეს, მან დაიფიცა რომ შურს იძიებდა. ის იპოვის და დასჯის მკვლელს. მისი ქმედებები გამოიწვევს ძალადობის ჯაჭვს: ადგილობრივი ბანდის ლიდერი თავის თანამოაზრეებთან ერთად გადაწყვეტს დაუპირისპირდეს ჯონს.
ბნელი გზებით მარტოხელა მხედარი შეაღწევს პატარა ქალაქში, რომელიც მდებარეობს მაღალმთიან ალპებში. არავინ არ იცის, საიდან მოვიდა ის და რა უნდა. ერთადერთი რაშიც დარწმუნებულები არიან ადგგილობრივი მკვიდრები, ის არის, რომ არავის არ უნდა, რომ ეს უცნობი ადამიანი დარჩეს ქალაქში...
მოვლენები 1978 წელს ვითარდება და როდეოს ყოფილი ვარსკვლავის მიკოს შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მეუღლის და შვილის მკვლეობის შემდეგ დეპრესიაში ვარდება და შვებას ალკოჰოლში ეძებს. ერთ დღეს მას, მისი ყოფილი ბოსი დაუკავშირდება. ეს უკანასკნელი მიკოს მექსიკაში წასვლას სთხოვს, რათა თავისი მცირეწლოვანი ვაჟი სახლში დააბრუნოს, სადაც ის ალკოჰოლიკ დედასთან ერთად ცხოვრობს. მექსიკიდან ტეხასისკენ მიმავალ გზაზე, ისინი მოულოდნელად რთულ მოგზაურობაში აღმოჩნდებიან, რა დროსაც მთავარ გმირს საკუთარი ცოდვების გამოსყიდის შანსი მიეცემა.
როდეოს ამომავალი ვარსკვლავი და ნიჭიერი ცხენების მწვრთნელი იძულებულია კარიერა მიატოვოს თავის სერიოზული ტრამვის გამო. მშობლიურ მხარეში, პაინ-რიჯში დაბრუნების შემდეგ, იგი ვერ ხედავს მისი წარსული ცხოვრების ვერანაირ ალტერნატივას. ბრედი გადაწყვეტს დაიწყოს ახალი ცხოვრება და შეიგრძნოს, როგორია იყოს ჩვეულებრივი ადამიანი ამერიკის გულში...
თინეიჯერი გოგონა და მისი მამა ერთ შორეულ უცხო მთვარეზე იმოგზაურებენ ელვისებურად გამდიდრების იმედით. მათ მოახერხეს კონრაქტის გაფორმება, რომელიც უფლებას აძლევთ ძნელადმოსაპოვებელი ძვირფასი ქვების საბადო გათხარონ, რომელიც მთვარის ტოქსიკურ ტყეშია. თუმცა ამ უკაცრიელ ადგილებში სხვებიც დახეტიალობენ და ეს საქმეც მალე გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება. ფილმი არ უნდა აგვერიოს 2004 წელს იგივე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში...
ქალაქის ადვოკატი პან სიაო საკმაოდ კმაყოფილია ცხოვრებით და დარწმუნებულია საკუთარ თავში. მან იცის კანონი და იცის როგორ გაძვრეს მასში. მაგრამ რა უნდა ქნა მაშინ, თუ ყველაფერი მოულოდნელად თავდაყირა დადგება და მთელი მსოფლიო შემოტრიალდება თქვენს წინააღმდეგ, ხოლო თქვენი ერთადერთი იარაღი - კანონი, ისვრის მხოლოდ ცარიელ ვაზნებს...
ახალგაზრდა ტრევისმა მამის არყოფნაში, დედას, უმცროს ძმას და რანჩოს უნდა მიხედოს. როდესაც მასთან ყვითელი ქოფაკი დაუპატიჟებლად მოვა, ტრევისი ძაღლს დაიტოვებს...
An aging lawman is convinced a mysterious stranger arrested in his small town is innocent. His investigation stirs up a hornet's nest that will change the town forever.
"ერთხელ დასავლეთში" სერჯო ლეონეს ფილმების ტრილოგიის პირველი ნაწილია. ეს კლასიკური ვესტერნი მოგვითხრობს ქვრივი ქალის ისტორიას, რომელსაც თავისი სიცოცხლისა და მიწის დაცვა უწევს, რაშიც მას უცნობი მამაკაცი ეხმარება...
ფილმის სიუჟეტი ვითარდება 1870 წელს. წმინდა მთების წიაღში ინდოელების თქმულებით არსებობს საიდუმლო ოქროს მაღარო.მაიკ ბლუბერი გაემგზავრა მის მოსაძებნად, ის სცდილობს დაასწროს ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას...
სანი - როდეოს ყოფილი ჩემპიონი იძულებულია გაუკეთოს რეკლამა მარცვლეულს, რომელსაც საუზმობისას მიირთმევენ ხოლმე. ამაში მას ეხმარება მისი ერთგული მეგობარი - ცხენი. ჯეინ ფონდა პოლულარული ჟურნალისტია და სკანდალურ სიახლეებს ეძებს, მაგრამ ამის მაგივრად ის სიყვარულს იპოვის...
ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს ველური დასავლეთის ათვისებაზე, როცა 1845 წელს ე.წ. ორეგონის ბილიკზე მიმდინარეობდა დიდი გადასახლება ამერიკის აღმოსავლეთიდან დასავლეთის სანაპიროზე...
ჯონ ჰენრი ბრუნდება მშობლიურ ქალაქში მამასთან ურთიერთობის მოწესრიგების იმედით, მაგრამ ადგილობრივი ბანდა ატერორებს ქალაქს. ჯონ ჰენრი არის ერთადერთი, რომელსაც მათი შეჩერება შეუძლია, თუმცა მას ჩამოართვეს იარაღი და უშიშარი ქილერის რეპუტაცია...
ორი ახალგაზრდა კოვბოი - ჯონ გრედი კოული და ლეისი როულინსი - მშობლიურ ტეხასს ტოვებენ და თავგადასავლებისა და ახალი მეგობრების საძიებლად მექსიკაში მიემგზავრებიან. ამ ლამაზ და ველურ მხარეში თავგადასავლები მართლაც რომ ბევრია. კოულს იქ მდიდარი რანჩოს მეპატრონის ქალიშვილი შეიყვარდება. თუმცა, მისი და მექსიკელი გოგონას სიყვარული გასაიდუმლოებულია...
მითჩ რობინსის მე-40-ე დაბადების დღე იწყება იმით, რომ სახლში დაბრუნებული ის პოულობს თავის ძმას გლენს, ოჯახის შავ ცხვარს სავარძელში. გლენი თავისი შესანიშნავი დაბადების დღის შემდეგ თავის ცოლთან ერთად, ის აღმოაჩენს განძის რუკას, რომლითაც შანსი ეძლევა განძის პოვნის. მეგობრებთან ერთად ის ხსნის საიდუმლოებებს...
მართი 19 წლის ახლახან დაქორწინებული პიონერი გოგონაა. ის მიდის დასავლეთში ქმართან კლემთან ერთად, ახალი ცხოვრების დაწყების იმედით. მაგრამ კლემი მოულოდნელად კვდება და მართი მარტოსულადაა, ის ორი თვის ორსულია. ქვრივი კლარკ დევისი სთავაზობს მას ქორწინებას: ქალს სჭირდება საჭმელი და ფული, ხოლო კაცს სჭირდება ვინმემ იზრუნოს მის ქალიშვილ მისიზე. ქალი იღებს მის წინადადებას, როგორც დროებით გამოსავალს...
სამი მეგობარი მექსიკელი მოხუცისგან იგებს სიერა მადრეში განძის არსეობის და მისი ადგილსამყოფელის შესახებ. ისინი სახიფათო მოგზაურობაში მიდიან, გზა რთულია, თუმცა ოქროს დანახვაზე საღი აზროვნების შენარჩუნება უფრო რთული...
The Wild West, circa 1870. Samuel Alabaster, an affluent pioneer, ventures across the American frontier to marry the love of his life, Penelope. As his group traverses the west, the once-simple journey grows treacherous, blurring the lines between hero, villain and damsel.
ძებნაში მყოფი ბუღალტერი უილიამ ბლეიქი უცნაურ ინდიელს ხვდება, სახელად "არავინ", რომელიც მას სულების სამყაროში სამოგზაუროდ მოამზადებს...
"ერთხელ დასავლეთში" - სერჯო ლეონეს ფილმების ტრილოგიის პირველი ნაწილია. ეს კლასიკური ვესტერნი მოგვითხრობს ქვრივი ქალის ისტორიას, რომელსაც თავისი სიცოცხლისა და მიწის დაცვა უწევს, რაშიც მას უცნობი მამაკაცი ეხმარება...
მე-20 საუკუნის დასაწყისი. ხე-ტყის მჭრელი და რკინიგზის მუშა რობერტ გრანიერი სახლიდან თვეების განმავლობაში მუშაობს: ხეებს ჭრის, რკინიგზის კავშირებს აგებს და ხიდების მშენებლობაში იღებს მონაწილეობას. ის მომსწრეა, თუ როგორ იცვლება ცხოვრება მონუმენტური ცვლილებების ეპოქაში.