5 ჩვეულებრივი უფროსკლასელი გაიგებს, რომ მათი ქალაქი და მთელი დედამიწა უცხოპლანეტელების მიერ განადგურების საშიშროების ქვეშაა. მალე ისინი გააცნობიერებენ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ პლანეტის გადარჩენა...
სემ ვიტვიკი ნორმალური ცხოვრებისათვის ავტობოტებს ტოვებს. მაგრამ, რადგანაც მისი გონება სავსეა უცნაური სიმბოლოებით, დესეპტიკონები მიზანში ამოიღებენ მას და კვლავ ტრანსფორმერების ომში ჩაითრევენ...
თინეიჯერი სემ ვიტვიკი ძველისძველ ბრძოლაში აღმოჩნდება ჩართული, რომელიც ტრანსფორმირებადი რობოტების არაამქვეყნიურ ფრაქციებს - გმირ აუტობოტებსა და ბოროტ დესეპტიკონებს შორს მიმდინარეობს. სემი წარმოუდგენელი ძალაუფლების გასაღებს ფლობს, ამიტომ დესეპტიკონები, მის მოსაპოვებლად უკან არაფერზე დაიხევენ...
შორეული პლანეტის შესწავლისას, რომელიც გალაქტიკის მეორე მხარეს მდებარეობს, ხომალდის ეკიპაჟი მიხვდება რომ ის ადგილი, რომელიც მათ სამოთხე ეგონათ ბნელი და სახიფათო სამყაროა. მისი ერთადერთი მაცხოვრებელი დევიდია, რომელიც საექსპედიციო მისიის "პრომეთეს" შემდეგ გადარჩა ცოცხალი...
აგენტები ჯეი და ქეი ამჯერად წარსულში. ჯეი თავის წარსულზე გაურკვეველ ამბებს შეიტყობს. ქეის სიცოცხლე და პლანეტის ბედი კი ბეწვზე ჰკიდია, რისთვისაც ჯეიმ წარსულში უნდა იმოგზაუროს, რომ ყველაფერი გამოასწოროს. ამ პროცესში ჯეი ასევე იმ საიდუმლოსაც აღმოაჩენს, რომელსაც ქეი უმალავდა...
ჰონკონგის ბრძოლის შემდეგ ოპტიმუს პრაინს ახალი საფრთხე ელის, რომელსაც მარტო ვერ გაუმკალვდება. ამიტომ მას უწევს ახალი მოკავშირეების ძებნა, რათა გადაარჩინოს დედამიწა და სამყარო...
სპეცაგენტი მუდამ წარსულსა და მომავალს შორის იმყოფება, რათა მარადიული კარიერა გაინაღდოს. თავის უკანასკნელ მისიაზე ის წარსულიდან თავის თავს დაიხმარს და დაიჭერს დამნაშავეს, რომელიც მუდამ ხელიდან უსხლტებოდა და ყოველთვის ერთი ნაბიჯით წინ იყო მასზე...
გამტაცებლებისგან იმპროვიზირებული ჯავშნის საშუალებით თავის დაღწევის შემდეგ, უმდიდრესი გამომგონებელი და იარაღის შემქმნელი, თავის გამოგონებას კრიმინალთან ბრძოლის სამსახურში იყენებს...
შურისმაძიებლები კაპიტან ამერიკის ხელმძღვანელობით საერთაშორისო მაშტაბის დამანგრეველი ინციდენტის მონაწილეები გახდებიან. ამის გამო მთავრობა დაფიქრდება იმაზე, რომ დაარეგულიროს და გააკონტროლოს ყველა იმ ადამიანების ქმედება, რომლებსაც გააჩნიათ ზებუნებრივი უნარები. მათ შეიმუშავეს "სუპერგმირების რეგისტრაციის აქტი".
მეორე მსოფლიო ომის მოსაგებად ამერიკელები ბრუკლინელ, ფიზიკურად სუსტ სტივ როჯერსს სუპერ-ჯარისკაც "კაპიტან ამერიკად" გადააქცევენ. როჯერმა ადოლფ ჰიტლერის იარაღების მმართველი, სასტიკი "წითელი ჩონჩხი" უნდა შეაჩეროს. იგი ორგანიზაციის ლიდერია, რომელიც უდიდეს საიდუმლო ძალას ფლობს, რისი მეშვეობითაც მსოფლიოს დაპყრობაა შესაძლებელი...
მეცნიერი ვილ როდმანი ცდილობს ალცჰეიმერის დაავადების განსაკურნი საშუალების გამოგონებას. ის მაიმუნებზე ცდის ახალ პრეპარატს, რომელსაც საოცარი გვერდითი მოვლენა აღენიშნება - პრეპარატი რამდენჯერმე ზრდის მაიმუნების ინტელექტს. მთავარი გმირი შიმპანზე ცეზარი აცნობიერებს რა თავის ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, სხვა მაიმუნებთან ერთად აწყობს აჯანყებას ადამიანების წინააღმდეგ...
მოზარდი სახელად ტომასი, იღვიძებს ლიფტში და არაფერი არ ახსოვს. ის აღმოჩნდება 60-მდე მოზარდთან ერთად, რომლებმაც შეძლეს ჩაკეტილ სივრცეში გადარჩენა. თვეში ერთხელ ჯგუფს ემატება ახალი მონაწილე. ბიჭები უკვე წლებია ცდილობენ გამოაღწიონ ამ ლაბირინთიდან. ერთხელაც, ახალი ბიჭის მაგივრად, გამოჩნდება გოგონა კომაში...
როდესაც დედამიწას მოულოდნელი საფრთხე დაემუქრება, გლობალური უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის, S.H.I.E.L.D დირექტორი ნიკ ფური გადაწყვეტს სუპერგმირების გუნდი შეკრიბოს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა...
ტაილერი შედის ბიბლიოთეკაში და მაგიის წყალობით საუკეთესო საბავშო წიგნების სამყაროში აღმოჩნდება. საყვარელ გმირებთან ერთად იგი მონაწილეობას ღებულობს მულტიპლიკაციურ თავგადასავლებში...
გენეტიკური წარმოშობის მაიმუნების მზარდი ერი, ემუქრება დამანგრეველი ვირუსის შემდეგ გადარჩენილ ადამიანთა ჯგუფს. მათ მიაღწიეს სიმშვიდეს, მაგრამ ის აღმოჩნდა ხანმოკლე, რადგან ორივე მხარე ომის ზღვარზეა მისული. ეს ომი განსაზღვრავს ვინ დარჩება დედამიწაზე როგორც დომინანტი...
ისტორიის ცენტრშია მოლეკულარული მედიცინის ბიოლოგი და მისი ასიასტენტი. ერთად ისინი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებენ, რომელსაც შეუძლია რადიკალურად შეცვალოს თანამედროვე საზოგადოება...
ისტორია ვითარდება არც თუ ისე შორეულ მომავალში, როცა უცხოპლანეტელების რასა, რომლებსაც ეძახიან მიმიკებს, თავს ესხმის დედამიწას და ანადგურებს მილიონობით ადამიანს. დედამიწის არმია აერთიანებს ძალებს, რათა წინ აღუდგეს დაუნდობელ მოწინააღმდეგეს უკანასკნელ ბრძოლაში კაცობრიობის გადასარჩენად...
ათასობით ადამიანს სურს იურული პერიოდის სამყაროს ნახვა, მაგრამ ერთი შეხედვით, უსაფრთხო გართობა მთელი კაცობრიობისთვის დიდ საშიშროებად შეიძლება გადაიქცეს...
ახლა, როდესაც მისი სუპერ ძალის საიდუმლო უკვე ყველასთვის ცნობილია, ტონი სტარკის ცხოვრება ისეთი დაძაბულია როგორც არასდროს. ყველას აინტერესებს რკინის კაცის ტექნოლოგია, ძალაუფლებისა და სარგებელის მოსაპოვებლად. მაგრამ ივან ვანკოსთვის ეს შურისძიებაა! ტონიმ კიდევ ერხელ უნდა ჩაიცვას სუპერ გმირის კოსტიუმი და დაუპირისპირდეს სახიფათო მტერს, ოღონდ ამჯერად უკვე რამოდენიმე მოკავშირესთან ერთად...
სასიკვდილო ვირუსმა ბრიტანეთის ყველა მოქალაქე იმსხვერპლა. ამერიკელთა ჯგუფი დარწმუნებულია, რომ საფრთხე ჩავლილია და კუნძულზე ჩასვლას გაბედავს. მალე ცხადი ხდება, რომ ვირუსი კვლავ ცოცხლობს და ახალ მსხვერპლს ელის...
28 დღის შემდეგ, რაც სასიკვდილო ვირუსი ბრიტანული კვლევითი დაწესებულებიდან გავრცელდა, ლონდონში გადარჩენილი ადამიანები ცდილობენ თავი დაიცვან და არ დაავადდნენ. ვირუსი ადამიანებს და ცხოველებს გადააქვთ და დაავადებულებს მანიაკებად აქცევს...
პარანოიკული ექშენ-თრილერი წარუმატებელი მწერლის შესახებ, რომლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება საიდუმლო აბის მიღების შემდეგ, რის დახმარებითაც ტვინის 100 პროცენტით გამოყენება და შენი თავის იდეალური ვერსიის შექმნაა შესაძლებელი. ეს არაბუნებრივი შესაძლებლობა მალე ბნელი ძალების ყურადღებას მიიპყრობს, რის გამოც მისი სიცოცხლე საფრთხეში აღმოჩნდება.
2154 წელი, არსებობენ ორი ტიპის ადამიანები: ძალიან მდიდრები, რომლებიც ცხოვრობენ კოსმოსურ სადგურ ელიზიუმზე, სადაც ყველას ყველაფერი აქვს და დანარჩენები, რომლებიც დანგრეულ, დაბინძურებულ დედამიწაზე აგრძელებენ ცხოვრებას...
უახლოეს მომავალში, როდესაც კრივი მაღალტექნოლოგიური ხდება, ყოფილი მებრძოლი ჩარლი კენტონი, რომელმაც ფოლადის რობოტებთან შერკინება წააგო, მის ვაჟთან ერთად დაუმარცხებელი რობოტის შექმნას და გაწვრთნას გადაწყვეტს...
მას შემდეგ, რაც ძლიერი მზის აფეთქება დედამიწის აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ანადგურებს, რომლის შედეგადაც ცოცხალი ორგანიზმები რადიაციისა და ნალექებისგან მუტაციას განიცდიან, განძის მაძიებელი ევროპაში მიემგზავრება მონა ლიზას საპოვნელად. მალევე მიხვდება, რომ მას უფრო მნიშვნელოვანი მისია აქვს, ვიდრე უბრალოდ ნახატის პოვნაა.
უაღრესად დახვეწილი პროგრამა სახელად - არესი, იგზავნება ციფრული სამყაროდან რეალურ სამყაროში სახიფათო მისიით, რაც აღნიშნავს აკაცობრიობის პირველ შეხვედრას A.I. არსებებთან...
ჯეიკი და მისი მეუღლე კირა ჩინელ გოგონას მიკას იშვილებენ, და იმისთვის, რომ მიკა ჩინურ კულტურას, ენასა და ფესვებს გაეცნოს, ისინი მეორად გონიერ ანდროიდს, სახელად იანგს ყიდულობენ, რომელიც გოგონასთან ერთად იზრდება. ერთ დღეს, როდესაც ანდროიდი ფუჭდება და უბრალოდ რეაგირებას წყვეტს, ჯეიკი ხელოსანთან მიდის, რომელიც მას არავითარ იმედს არ აძლევს, მაგრამ მაინც ხსნის მოგონებებს იუნგის მკერდიდან. მთავარ გმირს ის ტექნოლოგიებისს მუზეუმში მიაქვს იმ იმედით, რომ მოიპოვებს ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რამ გამოიწვია მისი სისტემის გაუმართავობა, სადაც ხელოვნური ინტელექტის ექსპერტი, უხსნის მას, რომ იანგის მეხსიერების ჟურნალში წვდომის მსაღებად ვირტუალური რეალობის სათვალეებია საჭირო.
ფილმის მთავარი გმირი მოუხერხებელი უცხოპლანეტელია შორეული სამყაროდან, რომელიც მასწავლებელის ნერვებს გამოცდას უწყობს. იგი ცდილობს პირველად მოიტაცოს მძინარე ფერმერი...