ექიმს ტეს კოლმანს და მის თხუთმეტი წლის ქალიშვილს - ენს, ცხოვრებაზე სხვადასხვა შეხედულებები აქვთ. მათი გემოვნება განსხვავდება ყველაფრის მიმართ – მოდის, მუსიკის, მათ სხვადასხვა ტიპის მამაკაცები მოსწონთ. ერთხელაც ხუთშაბათს მათი უთანხმოებები აპოგეას წვდება. ტესს საერთოდ არ ესმის ქალიშვილის მუსიკალური გემოვნება, ენი კი ვერ იტანს დედის მეგობარ მამაკაცს და აქტიურად ეწინააღმდეგება მათ დაქორწინებას. მაგრამ მოულოდნელად ყველაფერი ყველაზე ჯადოსნური გზით იცვლება. პარასკევს ორი შეურიგებელი მტერი აღმოაჩენს მოულოდნელად, რომ სხეულებით ერთმანეთი შეცვალეს. ტესი და ენი ერთმანეთს სულ სხვა თვალით შეხედავენ და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა გაუჩნდებათ. მაგრამ ეს ცოტაა: ბედისწერა ოჯახს ახალ გამოცდას უმზადებს. შაბათს ტესის ქორწილია, და ეს პიკანტურობას შემატებს ჩვენი ორი გმირის ურთიერთობას...
ვარსკვლავური ფლოტის კრეისერის უშიშარი გუნდი იძიებს მიუწვდომელ კოსმოსის სიღრმეებს. მისიის შესრულებისას გმირები ეჯახებიან ამოუცნობ ძალას, რომელიც რისკის ქვეშ აყენებს არა მარტო მათ მისიას და ფედერაციის სტაბილურობას, არამედ მთელი სამყაროს წესრიგს...
ანონის ისტორია იწყება ახლო მომავალში, სადაც პრივატულობა, პირადი საიდუმლოებები და ანონიმურობა არ არსებობს. ადამიანების პირადი მოგონებები ჩაწერილია, რაც კრიმინალის დონეს მინიმუმამდე იყვანს. როდესაც სალ ფრილენდი ცდილობს ამოხსნას მკვლელობების სერია, ის წააწყდება ახალგაზრდა ქალს, რომლმაც უარყო სისტემა და გაქრა. მას არ გააჩნია პირადობა, ისტორია და ჩანაწერები. სალი მიხვდება, რომ ეს ერა კრიმინალის დასაწყისი უფროა, ვიდრე დასასრული. მან ქალზე არაფერი იცის, მაგრამ უნდა იპოვოს, სანამ იგი მორიგი მსხვერპლი არ გახდება...
დედამიწა, ახლო მომავალი. ჩვიდმეტი წლის წინ დედამიწაზე მოხდა ტექნოგენური კატასტროფა. იქ სადაც ადრე ტყე იყო და ბაღებს აშენებდენ, ახლა თოვლია და ყინულითაა დაფარული. სიცოცხლე მხოლოდ გიგანტურ მატარებელში გადარჩა, რომელიც გაუჩერებლად მოძრაობს ტრანსატლანტიკურ მაგისტრალზე. შემადგენლობის პირველ ვაგონებში ცხოვრობს მმართველი ელიტა, ხოლო ბოლოში უბრალო ხალხი. მატარებლის კუდში ცხოვრება კონცბანაკს მოგაგონებთ: ავადმყოფობა, სიღარიბე, უკანონობა. თუმცა, სწორედ მათ შორის ვისაც ამცირებენ და შეურაცხყოფას აყენებენ გამოჩნდება ადამიანი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენა.
მეზღვაური რეი გარისონისა და მისი მეუღლის მკვლელობის შემდეგ მეცნიერთა გუნდი რეის მკვდრეთით აღადგენს. ნანოტექნოლოგიით აღჭურვილი რეი სუპერადამიანად და მკვლელ მანქანად იქცევა. ის წვრთნას სუპერჯარისკაცებთან ერთად გადის და წარსული ცხოვრებიდან აღარაფერი ახსოვს. თუმცა როცა მოგონებები ამოუტივტივდება და მისი და მისი ცოლის მკვლელი გაახსენდება, დაწესებულებიდან შურისძიების მიზნით გაიქცევა და აღმოაჩენს, რომ საქმე ბევრად უფრო ჩახლართულია...
გალაქტიკის ბედი ორი სხვადასხვა სამყაროს წარმომადგენელი მეტოქის ხელშია. ერთი მათგანი - თავდგადასავლების მოყვარული კირკი აიოვადან, მეორე - სპოკი, რომელიც უემოციო, მხოლოდ ლოგიკაზე დაყრდნობილი ხალხის წრეში გაიზარდა. მათი პარტნიორობა ერთადერთია, რასაც შეუძლია მათი გუნდი წარმოუდგენელ უბედურებას ააცილოს და გაბედულად დაადგნენ გზას იქითკენ, სადაც აქამდე არავინ ყოფილა...
ამერიკის სამოქალაქო ომის ვეტერანი ჯონ კარტერი, მარსზე აღმოჩნდება, სადაც ტყვედ ხვდება მტრულად განწყობილ ოთხმეტრიან აბორიგენებთან. კარტერი არამარტო თავად უნდა გადარჩეს, არამედ პრინცესა დეა ტორისიც უნდა გადაარჩინოს...
წყალქვეშა მკვლევარების გუნდი ცდილობს, უსაფრთხო ადგილს მიაგნოს მას შემდეგ, რაც მიწისძვრა მათ საიდუმლო ლაბორატორიას გაანადგურებს. თუმცა გუნდის ოკეანეში ჩაძირვის გარდა სხვა საფრთხეც ემუქრება.
ჰენრი ბროგენი, რომელიც ყოფილი დაქირავებული მკვლელია, ცდილობს თავი დააღწიოს ძველ პროფესიას, თუმცა მას გადამწყვეტი ბრძოლა დარჩა... ის იძულებულია ებრძოლოს საკუთარ კლონს, რომელიც მასზე 25 წლით უმცროსია და გაცილებით ძლიერი ვიდრე თვითონ...
დედამიწაზე დაბრუნების შემდეგ, ხომალდ “ენტერპრაიზის” გუნდი ამჩნევს, რომ მათი ორგანიზაციის საქმიანობა და პრინციპები შიგნიდან იხრწნება. ფლოტი შებოჭილია გაუაზრებლობის შიშით და უმოქმედობით. მსოფლიო კი ნელ-ნელა მიექანება წყვდიადისაკენ. კაპიტანი კირკი თავის თავზე იღებს ვალდებულებას ებრძოლოს დასადგურებულ ქაოსს და ბოროტებას...
ფსიქოლოგიური სამეცნიერო-ფანტასტიკური თრილერი, შეშფოთებული მარტოხელა მამის შესახებ, რომელიც გარე სამყაროს სერიოზული საფრთხეების შიშით შეპყრობილი, მის შვიდი წლის უშიშარ ქალიშვილს სახლში გამოკეტავს. მაგრამ იდუმალი მამაკაცი, გოგონას გაქცევაში არწმუნებს და თავისუფლების, ახალი ოჯახის და შურისძიების ძიებაში მასთან გაერთიანებას სთავაზობს. მას შემდეგ, რაც გოგონა მისი პარანოიდული კონტროლით შეპყრობილი მამის ხელიდან გასხლტომას და სახლიდან გაქცევას მოახერხებს, იგი მოულოდნელად უცნაურ, ძალიან საშიშ და იდუმალ ახალ სამყაროში აღმოჩნდება…
როცა ახალი სასიკვდილო ვირუსით გამოწვეული ეპიდემია სწრაფი ტემპით გავრცელებას იწყებს, მსოფლიოს სამედიცინო საზოგადოება ცდილობს ვაქცინა აღმოაჩინოს და შეაჩეროს პანიკა, რომელიც მთელს მსოფლიოს ვირუსზე სწრაფად მოიცავს...
მოქმედება ვითარდება არქტიკაში. სიუჟეტის ცენტრში მკვლევართა ჯგუფია, რომლებსაც პარაზიტი-მკვლელი დაესხა თავს. პარაზიტმა თავისუფლებაზე არქტიკული ყინულების დნობის შედეგად გამოაღწია...
ამბავი ატომურ კატასტროფაზე გარდნერების ოჯახის შესახებ, რომლებიც ნიუ ინგლანდის სოფლის ფერმაში გადავიდნენ საცხოვრებლად, რათა 21-ე საუკუნის ორომტრიალს მოშორებოდნენ. ახალ ცხოვრებასთან შეგუების პროცესში მათ წინა ეზოში მეტეორიტი ჩამოვარდება. მისტიკურმა აეროლითმა, რომელიც დედამიწას შეეზარდა, გავლენა მოახდინა როგორც მიწაზე, ასევე დროსა და სივრცეზე უჩვეულო, უცხო სამყაროს ფერით. გარდნერების ოჯახი აღმოაჩენს, რომ მათდა საუბედუროდ, ეს უცხო ძალა თანდათან სიცოცხლის ყველა ფორმას გარდაქმნის, რასაც კი შეეხება, მათი ჩათვლით...
ტერმინატორის ფილმების სერიის რიგით მეექვსე ამბავი გრძელდება ზუსტად იქიდან, სადაც მეორე ფილმი დასრულდა... “ტერმინატორი 2: განკითხვის დღის” მოვლენებიდან 27 წლის გასვლის შემდეგ კაცობრიობა კვლავ აბსოლუტური განადგურების საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება, როდესაც Skynet-ი წარსულში თხევადი ლითონისგან გაუმჯობესებულ ტერმინატორს გააგზავნის, რომელსაც დენი რამოსის განადგურება დაევალება, რომლის გადარჩენის საკითხზე მსოფლიოს ბედია დამოკიდებული. Skynet-ი სიკვდილის მანქანის კვალდაკვალ წინააღმდეგობა საკუთარ ქმნილებას – კიბორგ გრეისის აგზავინის, რომელიც ადამიანისა და ტერმინატორის ნარევია...
პიტერ პარკერი და მისი მეგობრები საზაფხულო მოგზაურობისთვის მიდიან ევროპაში. თუმცა, ისინი ვერ შეძლებენ დასვენებას - პიტერი უნდა დათანხმდეს ნიკ ფიურის დახმარებას მისტიური არსებების ძიებაში, რომლებიც იწვევენ ბუნებრივ კატასტროფებს და ემუქრებიან კონტინენტს...
მოქმედება 1988 წლის ფილადელფიაში ვითარდება. პოლიციის ოფიცერი თომას ლოქჰარტი ცდილობს დეტექტივი გახდეს. იგი იწყებს სერიული მკვლელის დევნას, რომლის დანაშაულებიც არანაირ ახსნას არ ექვემდებარება. როდესაც ცხრა წლის შემდეგ, დამნაშავე კვლავ ჩნდება, ლოქჰარტის დაუცხრომელი სურვილი გამოაშკარაოს სიმართლე, მის კარიერას, ოჯახსა და სულიერ წონასწორობას განადგურებით ემუქრება.
საიმონ ფენიქსი სახიფათო კრიმინალია, რომელიც 1996 წელს კრიოგენიულად გაყინეს, 2032 წელს კი სან-ანჯელესში იგი თავდებში გამოშვების სასამართლო მოსმენიდან გაიქცა. პოლიცია უძლურია მის წინააღმდეგ და ამიტომ მიმართავენ ჯონ სპარტანს, რომელმაც თავის დროზე იგი დაატყვევა. ჯონი ასევე კრიოგენიულად გაყინეს იმის შემდეგ, რაც ფენიქსის დაჭერისას 30 უდანაშაულო ადამიანის შემთხვევით მოკვლა დაბრალდა...
ჯინ გრეი იძენს გასაოცარ ძალებს, რაც მას ბნელ ფენიქსად აქცევს. ახლა იქს-ადამიანებმა უნდა გადაწყვიტონ, გუნდის წევრის სიცოცხლე უფრო მნიშვნელოვანია თუ მსოფლიო მოსახლეობის...
მოვლენები ფილმიდან - „ „რკინის ზეცა“ - 25 წლის შემდეგ ხდება. ნაცისტების ყოფილი ბაზა მთვარეზე კაცობრიობის უკანასკნელი თავშესაფარი გახდება. სიმართლე კაცობრიობის შექმნასთან დაკავშირებით გამჟღავნდება, როდესაც დიდი ხნის მტერი ფილმის გმირებს ფუღურო დედამიწაში სამოგზაუროდ წარუძღვება. კაცობრიობის გადასარჩენად ისინი უნდა შეებრძოლონ ვრილებს, უძველეს ფორმაცვალებადი რეპტილიების მოდგმას და მათ დინოზავრების არმიას...
სამხედრო სამსახურიდან დაბრუნებუს დროს, ექსპედიციისთვის განკუთვნილი თვითმრინავი ჩამოვარდება ტროპიკულ ჯუნგლებში. დაკარგული სამყარო, რომელიც დასახლებულია დინოზავრებით და საბედისწეროა ჯგუფის თითოეული წევრისთვის. მათ დაუყოვნებლივ უნდა იპოვონ თავის დაღწევის საშუალება, თუ არ სურთ, რომ პრეისტორიულ არსებებს ემსხვერპლონ...
რა მოხდება, თუ დედამიწაზე აღმოჩნდება ბავშვი სხვა სამყაროდან? მაგრამ იმის ნაცვლად, რომ ის გმირად მოევლინოს კაცობრიობას, დაამტკიცებს, რომ სამყაროში უფრო დიდი ბოროტება შეიძლება არსებობდეს, ვიდრე წარმოგვიდგენია...
ფილმის მოქმედება მომავალში მიმდინარეობს, როდესაც მსოფლიო სექტორებადაა დაყოფილი. ადამიანებმა დაიპყრეს დევიანტები, რომლებიც სიცოცხლის ბოლო წუთამდე იბრძვიან. შეშლილი დომინიონ ჰარვი ტელევიზიით გადასცემს ამ მარადიულ ომებს მთელ პლანეტას. ტრიკალიპსი და მისი თანამოძმე დევიანტები არა მარტო გადარჩენისთვის იბრძვიან, არამედ მათი მიზანია დაამხონ დომინიონი...
თინეიჯერ გოგონას მალულად ზრდის რობოტი „ „დედა“, რომელიც შექმნილია იმისათვის, რათა დადამიწის რეპოპულაცია მოახდინოს ადამიანების გადაშენების შემთხვევაში, თუმცა მათ უნიკალურ კავშირს საფრთხე შეექმნება, როდესაც ამოუცნობი პიროვნება გამოეცხადებათ შემაშფოთებელი ამბებით...
ვესტალის აკადემიის თინეიჯერი გოგონები დეტალურად სწალობენ, თუ როგორ უნდა გამოვიდნენ „ „სპეტაკი გოგონები“ და შეიძინონ სრულყოფილი ქალურობის ღირსებები. მაგრამ კონკრეტულად რისთვის წრთვნიან მათ? ამის გარკვევას ვივიენი შეეცდება...
ჩიკაგოში არსებული დასახლების ათწლიანი ოკუპაციის შემდეგ, საზოგადოების ნაწილი მშვიდობას ირჩევს, ნაწილი კი თავისუფლებისთვის ბრძოლას. კონფლიქტის ორივე მხარეში არსებობენ კოლაბორატორები და დისიდენტები...
გვიცავს თუ არა ჩვენ მთავრობის მიერ დაყენებული კამერები, თუ ეს მთავრობის გეგმის ნაწილია ოპოზიციის დასამარცხებლად? იქნებ ტერორისტებმა ჩაიგდეს ხელში ჩვენი უსაფრთხოების სისტემა და ახლა მას ჩვენს წინააღმდეგ იყენებენ? დიდი ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ამერიკის მთავრობა ინტენსიურ სათვალთვალო პროგრამას შეიმუშავებს, რომელშიც ქვეყნის მასშტაბით დამონტაჟებული ყველა კამერა ერთი ოპტიკური დაცვის სადაზვერვო ქსელშია გაერთიანებული და მილიონობით სათვალთვალო კამერას შეიცავს, რომელსაც "აიბორგებს" უწოდებენ...
ახლო მომავალში სამყაროს წესრიგი შეიცვლება. ათი მილიონი უმუშევრის გამო საფრანგეთი ღარიბი ქვეყანა გახდა. ხალხი რევოლუციის მოწყობს აპირებს, მთავრობა კი ამ ზიზღის არიდების მიზნით ტელევიზიით ბრძოლებს წესების გარეშე გადასცემენ, რომელსაც მთელი ქვეყანა უყურებს და გულშემატკივრობს...
როგორც კი შურისმაძიებლებმა და მათმა მოკავშირეებმა გააგრძელეს სამყაროს დაცვა საფრთხეებისგან, რომლებიც ნებისმიერი გმირისთვის უზარმაზარია, კოსმიური ჩრდილებიდან ახალი საშიშროება გამოჩნდა: ტანოსი. დესპოტი ინტერგალაქტიკური მდაბიოობიდან, მისი მიზანია შეაგროვოს უსასრულობის ექვსი ქვა, წარმოუდგენელი ძალაუფლების ნიმუშები და ზიანი მიაყენოს ყველა რეალობას. ყველაფერი, რის გამოც შურისმაძიებლები იბრძოდნენ, ხელმძღვანელობს ამ მომენტს - დედამიწის ბედი და არსებობა ასეთი არასაიმედო არასდროს ყოფილა...
იდუმალმა ქმნილებამ მთვარის 70% გაანადგურა. თუ მას არ გაანადგურებენ, ეს ქმნილება შემდეგი წლის მარტში დედამიწასაც გაანადგურებს. ეს ქმნილება ასევე მოითხოვს რომ მესამე კლასის მასწავლებელი იყოს. მთავრობა უძლურია მის წინაშე, ასე რომ უარს ვერ ეუბნება. ის კი მასწავლებელი ხდება, სახელად - კორო. მთავრბა მოითხოვს რომ მოსწავლეებმა ის გაანადგურონ მისი ზებუნებრივი ძალების მიუხედავად...
დაე-ჰო გამომძიებელი ჟურნალისტია, რომელიც ცდილობს მისი სამი წლის წინ გატაცებული შვილის პოვნას. ამ ამბის დეტალების გასახსენებლად ახალ მეთოდს იყენებს, რომელშიც მისი ფსიქიატრი მეგობარი ეხმარება...
"კლონების ომი" კომპიუტერული ანიმაციით შექმნილი პირველი ფილმია ვარსკვლავურ ომებზე გადაღებულ ფილმებს შორის. ენიკინმა და ობი ვანმა უნდა გაიგონ ვინ მოიტაცა ჯაბბა ჰატის ვაჟიშვილი და უვნებელი დააბრუნონ. სეპარატისტები ყველაფერს ეცდებიან მათ შესაჩერებლად, რათა ჩაშალონ მშვიდობიანი შეთანხმება ჰუტებსა და რესპუბლიკას შორის...
The Justice League faces a powerful new threat — the Fatal Five! Superman, Batman and Wonder Woman seek answers as the time-traveling trio of Mano, Persuader and Tharok terrorize Metropolis in search of budding Green Lantern, Jessica Cruz. With her unwilling help, they aim to free remaining Fatal Five members Emerald Empress and Validus to carry out their sinister plan. But the Justice League has also discovered an ally from another time in the peculiar Star Boy — brimming with volatile power, could he be the key to thwarting the Fatal Five? An epic battle against ultimate evil awaits!
არტურ ქიური აღმოაჩენს, რომ ის ატლანტის წყალქვეშა სამეფოს მემკვიდრეა, რომელიც თავის ხალხს წინ უნდა გაუძღვეს და გახდეს ის გმირი, რომელიც სამყაროს ასე ძალიან სჭირდება...
1987 წელი. მდევრისგან თავდასაცავად ბამბლი, კალიფორნიის შტატის - პატარა ქალაქის, ავტომობილების სასაფლოზე იმალება, სწორედ იქ ცხოვრობს გოგონა ჩარლი. მას მალე 18 წელი შეუსრულდება. ის ცდილობს საკუთარი თავის დამკვიდრებას ამ ქვეყანაზე. სწორედ იგი იპოვნის დამტვრეულ ბამბლის და მოიყვანს გონზე. გოგონა მიხვდება, რომ ეს პატარა ყვითელი ფოლცვაგენი ხოჭო უბრალო მანქანა არ არის...
გაბრაზებული კრიმინალები, ფედერალები და უცხოპლანეტელი ჯარისკაცები მისდევენ ციხიდან ცოტა ხნის წინ გამოსულ დამნაშავესა და მის აყვანილ ძმას, რომელთა თავდაცვის ერთადერთი საშუალება უცნობი წარმოშობის იარაღია...
1978 წლის ზაფხულში, ფილმის გადაღების დროს მეგობრების ჯგუფი მატარებლის საშინელ ავარიას შეესწრება. სულ მალე მათ ეჭვი უჩნდებათ, რომ ეს შემთხვევით არ მომხდარა. ქალაქში უცნაური გაუჩინარებებისა და აუხსნელი მოვლენების ჯაჭვი იწყება. ადგილობრივი შერიფი ცდილობს გაარკვიოს სიმართლე, რომელიც ბევრად უფრო შემაძრწუნებელი აღმოჩნდება ვიდრე ამას ვინმე წარმოიდგენდა.
„ „სუპერმენის სიკვდილის“ შემდეგ , მსოფლიო „ „ფოლადის კაცის“ დაკარგვას ჯერ კიდევ გლოვობს, რაც ურჩხულთან მის ფატალურ ბრძოლას მოჰყვა. თუმცა, როგორც კი მისი სხეული მიწას მიებარა, სუპერმენის ფარის ოთხი ახალი მატარებელი გამოჩნდა, რომელმაც მისი ადგილი უნდა დაიკავოს. კრიპტონის უმცროსი შვილი, სუპერბიჭი, სტილი და კიბორგ სუპერმენი - ყველა მათგანი ცდილობს შეავსოს ვაკუუმი, რაც მსოფლიოს უდიდესი ჩემპიონის წასვლის შემდეგ გაჩნდა. ამასთანავე, სუპერმენის სიკვდილმა სამყაროს ამცნო, რომ დედამიწა დაუცველია. შესძლებენ ეს ახალი სუპერმენები და სხვა დარჩენილი გმირები საწინააღმდეგო დაამტკიცონ?...
მეორე მსოფლიო ომის დროს, ამერიკელი მედესანტეები მტრის ხაზის მიღმა აღმოჩნდნენ მას შემდეგ, რაც მათი თვითმფრინავი ჩამოვარდა გერმანიის რადიო კოშკის განადგირების მისიის დროს პატარ ქალაქში, ნორმანდიის გარეთ. სამიზნემდე მიღწევის შემდეგ მედესანტეები გააცნობიერებენ, რომ ნაცისტებთან ბრძოლის გარდა, მათ ასევე უნდა იბრძოლონ საშინელი, სისხლიანი და ულმობელი არსებების წინააღმდეგ, რომლებიც ნაცისტების ფარული ექსპერიმენტის შედეგია.
"60 წუთიანი ომიდან" მრავალი წლის შემდეგ დედამიწას გიგანტური რგოლები ანადგურებენ. ისინი შთანთქავენ პატარა ქალაქებს, რათა აღიდგინონ რესურსები...
დაქირავებული მიემგზავრება მისი ბოსის გადასარჩენად "გამაჯანსაღებელ სპა ცენტრში" მაგრამ მალევე აღმოაჩნს , რომ დაწესებულება მხოლოდ პაციენტის ჯანმრთელობაზე არ ზრუნავს...
ტომას კეისერმა კარგად იცის რომ მისი ოჯახი დაწყევლილია. მისგვევლინება მცველის როლში რომელმაც თავის ოჯახი დემონებისგან უნდა დაიცვას. მან სახლი უნდა დაიცვას და ამვდროულად გააღვიძოს ულამაზესი ბრეის როუზი...
დამსახურებული ჯარისკაცი კაპიტანი კოლტერ სტივენსი იღვძებს უცნობი ადამიანის სხეულში და აღმოაჩენს, რომ მან ჩიკაგოს მატარებელის დამნაღმველი უნდა იპოვნოს. ამ სრულიად საიდუმლო ექსპერიმენტალური პროგრამის ფარგლებში ის უნდა გადავიდეს სხვა ადამიანის სხეულში და მისი სიცოცხლის ბოლო რვა წუთი გაიაროს...
ელიზაბეტი ყოველთვის ცდილობდა ისეთი ადამიანის მოხიბვლას, რომელიც მას ამქვეყნიური პრობლემებისაგან შორს წაიყვანდა. და აი ოცნება ხდება, ელიზაბეტი ცოლად მიყვება მეცნიერ ჰენრის, რომელიც მასზე ასაკით ბევრად დიდია. მეუღლე მას სახლში მიიყვანს და ეტყვის, რომ ამ სახლში ყველაფერი მისთვისაა, გარდა ერთი ოთახისა, რომელში შესვლაც არ შეიძლება. ერთ დღეს, როდესაც ჰენრი სახლში არაა, ელიზაბეტი გადაწყვეტს გაიგოს საიდუმლო ოთახის დანიშნულება.