ალმა მეცნიერია ბერლინის ცნობილ პერგამონის მუზეუმში. იმისთვის, რომ მისი კვლევის დაფინანსება შეინარჩუნოს, უჩვეულო ექსპერიმენტში მონაწილეობას თანხმდება. 3 კვირის განმავლობაში მან უნდა იცხოვროს ჰუმანოიდ რობოტთან ერთად ხელოვნური ინტელექტით, რომლის წყალობითაც მას შეუძლია, იდეალირ პარტნიორად იქცეს. ტომი ადამიანის ფორმის რობოტია, რომელმაც ის უნდა გააბედნიეროს.
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.
როდესაც საშუალო სკოლის მოსწავლეები იწყებენ აუხსნელ აფეთქებას, უფროსები მარა და დილანი იბრძვიან გადარჩენისთვის იმ სამყაროში, სადაც ყოველი მომენტი შეიძლება უკანასკნელი იყოს. როდესაც მათ შორის მოულოდნელი რომანი აღმოცენდება, მარა და დილანი მიხვდებიან, რომ როდესაც ხვალინდელი დღე გარანტირებული არ არის, აწმყოთი ტკბობა უნდა დაიწყონ...
პოსტაპოკალიფსური ამბავი, რომელიც მოგვითხრობს ოგუსტინის, მარტოხელა მეცნიერის ამბავს, რომელიც არქტიკაშია და ცდილობს, სალი და მისი მეგობარი ასტრონავტები შეაჩეროს, რადგან საიდუმლოებით მოცული გლობალური კატასტროფისგან განადგურებულ სახლში აპირებენ დაბრუნებას...
ასტრონავტი ბენტი რომლის ხომალდი დაჯდომისას დაზიანდა, იძულებულია დასახმარებლად მაიმუნებს მიმართოს, რომელთა ერთი ნაწილი წინააღმდეგია ადამიანების განადგურების და ისინი და ამ საბაბით ასტრონავტს დახმარებას გაუწევენ თავისი კოლეგების ძებნაში, ამ დროს ბენტი აკრძალულ ზონაში ხვდება, სადაც მიწის ქვეშ ადამიანები კვლავ განაგრძობენ ცხოვრებას ქალაქების ნანგრევებში...
ერთმანეთს გამომწერებისა და მოწონებების რაოდენობის მიხედვით ვაფასებთ. კაილიც ასეთი ცხოვრებით ცხოვრობს. ხელიდან ტელეფონს არ იშორებს, ფეხიდან კი სკეიდ ბორდს. მას უნიკალური სმარტფონი ჩაუვარდება ხელში, რომელიც ამ ტელეფონით გამოქვეყნებულ პოსტს რეალობად აქცევს. ის იმაზე მეტს იღებს, ვიდრე წარმოედგინა, მაგრამ სამყაროს ეპიცენტრში ყოფნა არც ისე ადვილი აღმოჩნდება...
როგორ დამწყები მეცნიერი, მთავარი გმირი ეძებს გზებს, რისი დახმარებითაც მომაკვდავ დედამიწას გადაარჩენს. ამ ძიებისას ის აღმოაჩენს მამაკაცს, რომელიც დედამიწიდან საბოლოო გაფრენისთვის ემზადება...
მზე ძალას კარგავს. მამაცი ასტრონავტებისგან შემდგარი ჯგუფი ყველაფერს აკეთებს კაცობრიობის გადასარჩენად, ისინი ადამიანთა მოდგმისათვის ახალი სახლის პოვნას თავგანწირვით ცდილობენ...
აპოკალიფსი - მზე ქრება. დედამიწაზე სინათლის სხივის გაქრობას 8 წუთი სჭირდება... მთელი სამყარო პანიკაშია, ერთი ადამიანის გარდა. ის აპოკალიფსს პირად ცხოვრებისეულ გამარჯვებად აქცევს...
თინეიჯერი გოგონა და მისი მამა ერთ შორეულ უცხო მთვარეზე იმოგზაურებენ ელვისებურად გამდიდრების იმედით. მათ მოახერხეს კონრაქტის გაფორმება, რომელიც უფლებას აძლევთ ძნელადმოსაპოვებელი ძვირფასი ქვების საბადო გათხარონ, რომელიც მთვარის ტოქსიკურ ტყეშია. თუმცა ამ უკაცრიელ ადგილებში სხვებიც დახეტიალობენ და ეს საქმეც მალე გადარჩენისათვის ბრძოლაში გადაიზრდება. ფილმი არ უნდა აგვერიოს 2004 წელს იგივე რეჟისორების მიერ გადაღებულ ამავე სახელწოდების ფილმში...
უფროსკლასელი ალექს ლეინი იდუმალი ნათებების მოწმე გახდება, რომლებიც მისი პატარა ქალაქის ცაზე ჩნდება. მალე იგი თავის თავში სახიფათო, ზებუნებრივ უნარებს აღნღმოაჩენს და რჩევისათვის ბავშვობის მეგობარს შონ ტერელს მიმართავს. ქალაქის ხელისუფალნი თვალყურს ადევნებენ და სდევნიან კიდეც - აინტერსებთ რეალურად რა იმალება ალექსის ტრანსფორმაციის მიღმა...
განმარტოებით მცხოვრები ფერმერი გარცაცვლილი მამის საიდუმლო დღიურს იპოვნის, რომელშიც მაგნიტური ელექტრომანქანის სქემაა. ამ მანქანას სამყაროს შეცვლა შეუძლია, მაგრამ მას მოულოდნელად თავის 6 წლის ძმისშვილის მეურვეობა მოუწევს, რომელსაც დედა უდროოდ გარდაეცვალა...
გიოცნებიათ ოდესმე, სხვა ადამიანის გონებაში ყოფნა? ნეირონების გადაცემის სამეცნიერო ექსპერიმენტისას ახალგაზრდა მეცნიერი შედის უცნობი ქალის გონებაში, რომელიც იმყოფება კომაში...
Jonathan is a young man with a strange condition that only his brother understands. But when he begins to yearn for a different life, their unique bond becomes increasingly tested.
უახლეს მომავალში ბრუკლინში, სარეკლამო ორგანიზაციის აღმასრულებელი იყენებს ახალ გაფართოებულ რეალურ ტექნოლოგიას, რათა დაუკავშირდეს საუკეთესო მეგობარს ამ გზით...
ფეი ბენქსი იმ სამყაროში ჩაიკარგა, რომელიც მისთვის სრულიად უცხოა. მისი მდიდარი წარმოსახვა ბოლოსდაბოლოს იქამდე მიიყვანს, რომ მარსზე გასამგზავრებელად მოსურნეთა კონკურსში მიიღებს მონაწილეობას. შემდგომ განვითარებული მოვლენები სრულად შეცვლის მის ცხოვრებას...
სამი მეგობარი აღმოაჩენს იდუმალ მოწყობილობას, რომელიც მომავალში იღებს სურათებს. ისინი ამ მოწყობილობას თავიანთ სასიკეთოდ იყენებდნენ, თუმცა ერთხელაც აღმოაჩინეს, რომ მომავლის შეცვლამ შეიძლება ძალიან დიდი ზიანი მიაყენოს მათ...
ეს ფილმი მსოფლიოში ყველაზე დიდ აფიორაზე მოგვითხრობს, რომელიც ორმა მეგობარმა ჩაიდინა. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული. ორი მეგობარი დოკუმენტურ ფილმს გადაიღებეს, რომელშიც უცხოპლანეტელის გვამის გაკვეთის კადრებია ნაჩვენები. ფილმის შემქმნელები ამტკიცებენ, რომ ეს რეალური კადრებია. ისინი დიდ ყურადღებას მიიქცევენ ამ ფილმის გადაღების მერე. რა საიდუმლოს მალავენ ისინი?...
მას მერე, რაც კაცობრიობა განადგურდა, დელი სამყაროში მარტო დარჩა. ის პატარა და ცარიელ ქალაქში ცხოვრობს სრულიად მარტო მანამ, სანამ გრეისს შეხვდება - გოგონას გაურკვეველი წარსულითა და მოტივებით.
A mysterious young woman materializes in the middle of the southwestern desert, where each step teaches her about her new world and her new body. As she assumes her new life, she discovers she has a twin with whom she shares more than just an outward appearance.
იუბერი დე ტარტასი, მდიდარი მეწარმეა, რომელიც ბედნიერად ცხოვრობს თავის ცოლთან ედმესთან და შვილთან ერთად. მაგრამ მოულოდნელად უცნაური ამბავი მათ ცხოვრებას შეძრავს: ჩრდილოეთ პოლუსზე მისი ცოლის ბაბუა იპოვეს, რომელმაც ყინულში 65 წელი გაატარა. ბაბუა გალღვება და გაცოცხლდება, იმისათვის, კი რომ ბაბუის ფსიქიკას ზიანი არ მოაყენონ, მის ირგვლივ სცდილობენ მე–XX საუკუნის დასაწყისის ცხოვრების ინსცინირებას. თუმცა მათ გეგმებში გაუთვალისწინებელი ვითარებები შეუშლიან ხელს...
7 წელი გავიდა ფილმის პირველი ნაწილის მოვლენების შემდეგ და ამჯერად «ინფიცირებული ზონები» გავრცელდნენ მთელს მსოფლიოში. ახლა მთლიანად კაცობრიობა იბრძვის გადარჩენისთვის…
ყოფილი მომღერალი ჟილ გაბრიელი სახლში დაბრუნების დროს, მანქანით შეეჯახება ოდნავ შეშლილ ბუღალტერ ჟან–კრისტიან რანიუს, რომელსაც ამ შემთხვევის შემდეგ მუდამ ადამიანის ხმა ჩაესმის. რანიუს ცხოვრება ნამდვილ საგიჟეთად იქცევა მას შემდეგ, რაც მიხვდება რომ ავარიის დროს დაღუპული ჟილის სული ჩასახლდა მის სხეულში და ახლა ის ორი ადამიანია ერთ სხეულში...
XX საუკუნის დასაწყისში პროფესორი ჩელენჯერი არაჩვეულებრივ აღმოჩენას აკეთებს - ამაზონის ჯუნგლებში, შორეულ ფერდობზე არსებობს გასაოცარი და არაჩვეულებრივი სამყარო, სადაც დღემდე არსებობენ დინოზავრები. ევოლუციის მილიონი წელიწადი მათ არ შეხებიათ. თქვენ არ ხართ საიტის წევრი, გაიარეთ რეგისტრაცია რათა გქონდეთ მეტი ფუნქციები და შესაძლებლობები!...
გამოცდილი ექიმი დიეგო სანზი მრავალი წელი ეხმარებოდა ადამიანებს, რომლებიც იყვნენ სიკვდილის ზღვარზე, თუმცა ერთ დღეს თავად აღმოჩნდება მათ ადგილას, რის შემდეგაც მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება…
კაპიტანი ვილიამ სტენფორდი პირველ მისიას ასრულებს რომ ფეხი დადგას მარსზე. როგორც ყველა პიონერი სტენფორდსაც მოუწევს შეხვდეს სირთულეებს და სასიკვდილოდ საშიში გადაწყვეტილებები მიიღოს. რადგან მისი რაკეტა ძლისვ მუშაობს კოსმოსში...
ახალგაზრდა გვენდოლინ შეფერდის თავგადასავალი გრძელდება. იგი იწყებს უფრო მეტის გაგებას დროში მოგზაურთა მსოფლიოს ყველა საიდუმლოებაზე. მას მოუწევს უფრო მეტი გამოცანების გამოცნობა და ისწავლის იყოს მაღალი საზოგადოების ლედი მე-18 საუკუნეში. გვენდოლინი გაიგებს მეტს მის ოჯახზე, განსაკუთრებით მისი ბაბუა ლუკასის შესახებ...
ფიზიკოსი, რომელსაც მეუღლე ავტოავარიაში დაეღუპა და ამას ძალიან განიცდის, იყენებს რევოლუციურ მანქანას ქმრის დასაბრუნებლად. ამას კი ოჯახისთვის შესაძლოა სავალალო შედეგები მოჰყვეს...
პიტერი ერთი და იგივე სიზმარს ხედავს, რომელშიც იგი მუდმივად კარგავს ოჯახს. ერთხელ სიზმარი თითქმის ახდება, დედამიწაზე უცხოპლანეტელები ჩამოვლენ, რომლებიც სიკვდილს, განადგურებასა და შიშს თესავენ. ოჯახის გადარჩენის მცდელობისას პიტერი საკუთარ თავში მოულოდნელ ძალას აღმოაჩენს...
კომპიუტერის ჰაკერის ცხოვრების აზრად გადაქცეულია ადამიანის არსებობის ხანგრძლივობის და არსის გამოკვლევა. მისი კვლევით დაინტერესდებიან ძლიერნი ამა ქვეყნისა...
არც ისე შორეულ მომავალში, ორი ახალგაზრდა ქალი, რომელიც უდაბურ ტყეში ცხოვრობს აღმოაჩენს რომ მსოფლიო მათ გარშემო აპოკალიფსის ზღვარზეა. მათ უწევთ ბრძოლა გადარჩენისთვის, ასევე გამკლავება სხვადასხვა დაავადებებთან და შიმშილთან...
ორ პარალელურ სამყაროს - თანამედროვე ლონდონსა და ფუტურისტულ, ბედისწერით მართულ მეტროპოლისს - მინუაილ სითის შორის, ფრანკლინი შეთხზავს ზღაპარს ოთხი ადამიანის შესახებ, ხოლო თითოეული მათგანის ცხოვრება, ბედისწერით, რომანტიზმითა და ტრაგედიით ერთმანეთშია გადახლართული. როდესაც ეს სამყაროები ერთმანეთს შეეჯახება, მხოლოდ ერთი ტყვია გადაწყვეტს ოთხივე პერსონაჟის ბედს.
ბოროტი უცხოპლანეტელები აპირებენ დედამიწის განადგურებას, მაგრამ სანამ ამ გეგმას მოიყვანენ სისრულეში ისინი ადამიანებს აძლევენ ბოლო შანს. უცხოპლანეტელები უბრალო მასწავლებელს მაგიურ ძალას ანიჭებენ, რის შემდეგაც მას თავს გადახდება ბევრი უცნაურობა...
სამი ჰაკერი-სტუდენტი მოულოდნელად მიიღებენ საიდუმლო შეტყობინებებს უცნობისგან სახელად NOMAD (მაწანწალა). მაგრამ ისინი ვერც კი ხვდებიან, რომ საქმე აქვთ არა ადამიანთან, არამედ არამიწიერ გონებასთნა. მთელი რიგი აუხსნელი ინციდენტების შემდეგ მეგობარი გარბიან საშიში ხაფანგიდან, მაგრამ მაშინვე გახდებიან «ადამიანი შავებში»-ის სამიზნეები, რომლებიც თვლიან, რომ კონტაქტის შემდეგ ჰაკერები შეუძლება წარმოადგენდნენ საფრთხეს მთელი კაცობრიობისთვის…
სელესტა - სექსუალური უცხოპლანეტელი, საიდუმლო დავალებით, ფიზიკოს სტივ მილეას აცდუნებს და მის გამოკვლევებს მოიპოვებს, რომელშიც პლანეტის გადარჩენის გასაღები ინახება...
უხსოვარ დროს როდესაც დედამიწაზე დადიოდნენ გნომები და გიგანტები ხოლო დრაკონები იტაცებდნენ მზეთუნახავებს, უშიშარი ჯადოქრები იცავდნენ ადამიანებს ურჩხულებისგან, ერთერთი მათგანი იყო დრუიდების აღზრდილი გარალტი რივიიდან ...
პოსტაპოკალიფტური ინგლისის მოშორებულ მხარეში, რომელიც უცხოპლანეტელების მიერაა მიტაცებული, მოზარდი გოგო საკუთარი მშობლების ფერმას იცავს დამნაშავეებისაგან...
ახლო მომავალი. შვიდი წლის რებეკა და ტომასი პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობენ და ბავშვობიდან მეგობრობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ რებეკა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ახლა უკვე გაზრდილ ტომასთან რომანი ეწყება. რამოდენიმე თვის შემდეგ ტომასი ავტოკატასტროფაში იღუპება. სასოწარკვეთილი რებეკა ადგილს ვერ პოულობს, სანამ თავში გიჟური იდეა არ მოსდის...
დედამიწაზე არსებობა შეუძლებელი გახდა, მას მერე რაც ჰაერი დაბინძურდა. თუმცა ადამიანებს კიდევ აქვთ შანსი გადარჩნენ. მეცნიერთა ჯგუფი კრიოგენული გაყინვის შედეგად გადარჩა, ახლა მხოლოდ მათზეა დამოკიდებული იარსებებს თუ არა დედამიწაზე სიცოცხლე. ფილმის გმირები რიდუსი და ხონსუ, იცავენ ამ მეცნიერთა კრიოგენულ ძილს, მაგრამ ეს სამუშაო არც თუ მარტივია...
უსახელო და უსახური ქალაქის ახლოს, საიდუმლოებით მოცული ადგილი მავთულხლართებითა და მოდარაჯე ჯარისკაცებით არის დაცული. იქ შეღწევას ვერავინ ბედავს, სტალკერის გარდა.
როდესაც მწვანე უცხოპლანეტელები ჩვენს პლანეტას შემოესევიან, მათი შემოსვლა სულაც არ აღმოჩნდება მშვიდობიანი ამ კომედიაში, რომელიც 50-იანი და 60-იანი წლების სამეცნიერო ფანტასტიკური ჟანრის ფილმებს მიუძღვნეს...
4 ასტრონავტობის მსურველს, 400 დღით სიმულაციურ კოსმოსში ჩაკეტავენ რომ ისინი კოსმოსში მოგზაურობის ფსიქოლოგიურ ზემოქმედებაში გამოსცადონ. როცა ყველაფერი აირევა, ისინი იძულებული გახდებიან გარეთ გამოვინენ. სწორედ ამ დროს მიხვდებიან რომ დედამიწაზე ყველაფერი შეიცვალა. ნამდვილია ეს თუ ისევ სიმულაცია? თუ კიდევ უფრო სხვა საფეხურზე არიან, რომელსაც ვერასდროს წარმოიდგენდნენ?
უნივერსიტეტის პროფესორი ჯონ ოლდმენი სამსახურს მიატოვებს. მისი კოლეგები განცვიფრებულები არიან ამ გადაწყვეტილებით და ახსნა-განმარტებებისათვის პროფესორს სახლში მიაკითხავენ. მიზეზი, რომელსაც ოლდმენი მოიშველიებს კიდევ უფრო გამაოგნებელი აღმოჩნდება. მისი მტკიცებით ის უკვდავია და იმისათვის,რომ მისი საიდუმლო არ გამოაშკარავდეს, ერთ ადგილას 10 წელზე დიდ ხანს არასოდეს ჩერდება...