კოსმოსური მისიიდან დაბრუნებული ნასა-ს ასტრონავტისა და მისი მეუღლის ცხოვრება რადიკალურად იცვლება, რადგან ფრენის დროს ხომალდის ეკიპაჟმა 2 წუთით დედამიწასთან კონტაქტი დაკარგა. ის, რაც ამ 120 წამის განმავლობაში მოხდა, სამუდამოდ შეცვლის წყვილის ურთიერთობებს...
ფილმი მოგვითხრობს სამყაროზე, სადაც ადამიანების ანალოგ არსებებს ქმნიან სოციუმში სხვადასხვა დანიშნულებისთვის. სამწუხაროდ ამ ხელოვნრუად შემქნილ არსებებს გამრავლება არ შეუძლიათ. ერთ დღეს ერთ-ერთი მათგანი გაიგებს ინფორამციას, რომელიც ყველაფერს შეცვლის...
დისტოპიურ, ალტერნატიულ ამერიკაში, რომელსაც ტოტალიტარული რეჟიმი მართავს, 50 მოზარდი ბიჭი მონაწილეობას იღებს ყოველწლიურ სასიკვდილო "გრძელი გასეირნების" შეჯიბრში, იძულებულნი არიან შეინარჩუნონ ტემპი ან სიკვდილით დასჯიან მანამ, სანამ მხოლოდ ერთი გადარჩენილი არ დარჩება.
მოქმედება ახლო მომავალში ვითარდება. სასოწარკვეთილი მამა ბენ რიჩარდსი გადაწყვეტს მონაწილეობა მიიღოს სასტიკ რეალით შოუში „Running Man“-ში იმ იმედით, რომ მძიმედ დაავადებული ქალიშვილის მკურნალობისთვის ფულს მოიგებს. გამარჯვებისთვის მონაწილეებმა მკვლელების მიერ 30-დღიანი ნადირობას უნდა გადაურჩნენ. ბენის დაუმორჩილებლობა, ინსტინქტები და სიმტკიცე მას მოულოდნელად გულშემატკივრების ფავორიტად და მთელი სისტემისთვის საფრთხედ აქცევს.
თითქმის სამი ათწლეული გავიდა მას შემდეგ, რაც მძვინვარე ვირუსი გავრცელდა და ახლა, ჯერ კიდევ მკაცრ კარანტინში, ზოგიერთმა იპოვა გზა ინფიცირებულებს შორის არსებობისა. გადარჩენილთა ერთი ასეთი ჯგუფი ცხოვრობს პატარა კუნძულზე, რომელიც მატერიკთან ერთი, დაცული გზით არის დაკავშირებული. როდესაც ერთ-ერთი ჯგუფი მისიით მატერიკის ბნელ გულში მიემართება, აღმოაჩენს საიდუმლოებებს, საოცრებებსა და საშინელებებს, რომლებმაც მუტაცია განაცდევინა არა მხოლოდ ინფიცირებულებს, არამედ სხვა გადარჩენილებსაც...
როდესაც მოწინააღმდეგე ძალის ლიდერი, მომავლის დასაცავად კაილ რიზს 1984 წელში აგზავნის, სერჟანტი რიზი უცნობი წარსულის ვერსიაში ხვდება, სადაც ახალ მოკავშირეს - ტერმინატორს ხვდება. ამჯერად მისი მთავარი ამოცანაა - შეცვალოს მომავალი...
როდესაც ცოფის მსგავსი დაავადება მთელ პლანეტაზე ვრცელდება და ადამიანებს აგრესიულ არსებებად გარდაქმნის, მანელი თავის კატასთან ერთად ცდილობს იპოვოს უსაფრთხო ადგილი, ამ ახალ საშინელი არსებებით სავსე სამყაროში...
კლარკ კენტი, ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ჟურნალისტი, მაგრამ სინამდვილეში ძალიან დიდი ძალის მქონე კრიპტონელია, რომელსაც მოუწევს არანაკლებ ძლიერ მოწინააღმდეგეს დაუპირისპირდეს, რათა გადაარჩინოს ადგილი სადაც ის გაიზარდა, დედამიწა...
1960-იანი წლებიდან შთაგონებული, რეტრო-ფუტურისტული სამყაროს ნათელი ფონის ფონზე, Marvel-ის პირველი ოჯახი იძულებულია დააბალანსოს გმირების როლები ოჯახური კავშირის სიძლიერესთან და ამავდროულად დაიცვას დედამიწა მტაცებელი კოსმოსური ღმერთისგან, სახელად გალაქტუსისა და მისი იდუმალი მაცნის, ვერცხლისფერი სერფერისგან...
ფილმში მოქმედება მეოთხე ეპიზოდამდე 32 წლით ადრე ხდება. გალაქტიკათაშორისი სავაჭრო ფედერაცია მშვიდობიანი პლანეტა ნაბუს დაპყრობას ცდილობს. ახალგაზრდა დედოფალი ამიდალა ჯედაის რაინდების დახმარებით იბრძვის მშობლიური პლანეტის დასაცავად.
კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ცოდვილთა ქალაქში. ეს ქალაქი იხმობს ძლიერებს, გარყვნილებს, გულგატეხილებს. ზოგი მას ბნელს უწოდებს... ცინიკოსები. ზოგიერთი მას სახლად მიიჩნევს - კორუმპირებული პოლიციელები, სექსუალური ქალბატონები, სასოწარკვეთილი სამართლიანობის მაძიებლები. ზოგიერთს შურისძიება სწყურია, სხვებს ვნება, არიან ისეთებიც, რომელნიც არცერთზე არ იტყოდნენ უარს. იმედგაცრუებული და საეჭვო გმირების შესახებ, რომლებიც ჯერ კიდევ ცდილობენ, სწორად მოიქცნენ ქალაქში, რომელსაც ეს სულაც არ ადარდებს.
ექვსი თვე გავიდა პირველი მატრიცის მოვლენებიდან. ნეო, ტრინიტი და მორფეუსი აგრძელებენ ბრძოლას ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ, რომელიც დედამიწაზე ბატონობს. მატრიცის ძალაუფლებას უფრო და უფრო მეტი ადამიანი აღწევს თავს - ისინი საყოველთაო აჯანყებისათვის ემზადებიან. კომპიუტერული სისტემის უზარმაზარი არმია დაპროგრამებულია იპოვოს და გაანადგუროს რეალური სამყაროს უკანასკნელი ქალაქი, ზიონი.
თომას ა. ანდერსონი ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს. დღისით ის კომპიუტერის პროგრამისტია, ღამით კი ჰაკერი სახელად - ნეო. ის გაიცნობს მორფეუსს, ლეგენდარულ ჰაკერს, რომელიც მას შოკისმომგვრელ სიმართლეს გაუმხელს ჩვენს რეალობაზე...
კომპიუტერული კორპორაციის მეცამეტე სართულზე შემუშავებულ იქნა ვირტუალური რეალობის სრულყოფილი მოდელი, რომლის შექმნას საიდუმლო მკვლელობების მთელი სერია მოჰყვა. ამოცანის ამოცნობა შეიძლება მხოლოდ სხვა განზომილებაში გადასვლისას, სადაც შეიძლება იყოს პასუხები უამრავ კითხვაზე...
ტეხასის შტატის ზომის ასტეროიდი პირდაპირ დედამიწისკენ მოემართება 22,000 მილი საათში სიჩქარით. ნასა-ს აღმასრულებელ დირექტორს დენ ტრუმენს მხოლოდ ერთი არჩევანი აქვს, გაგზავნოს ჯგუფი ასტეროიდის გასანადგურებლად. ჯგუფში შედის საუკეთესო სპეციალისტი ჰარი ს. სტემპერი. სტემპერი და მისი ბრიგადა უნდა დაეშვას ასტეროიდზე, გაბურღოს მისი ზედაპირი და მოათავსოს ატომური ასაფეთქებელი მექანიზმი...
გლობალური დათბობა მრავალი წლის შემდეგაც არ შესუსტებულა. სათბურის ეფექტმა მსოფლიოში ქაოსი გამოიწვია. კატასტროფული ქარიშხლები, ტორნადოები, ცუნამები, წყალდიდობები ყველაზე საშიშ, მომავალ გამყინვარების პერიოდს მოასწავებს. პალეოკლიმატოლოგი ჯეკ ჰოლი მსოფლიოს გადარჩენას ცდილობს და ამასთანავე თავისი შვილის სემის უსაფრთხოებაზეც ზრუნავს. სემი ნიუ-იორკში იმყოფებოდა, როდესაც ქალაქი დიდმა გამყინვარებამ მოიცვა...
რობერტ ნევილი მეცნიერია, რომელმაც ვერ შეაჩერა საშინელი, ხელოვნურად შექმნილი ვირუსის ეპიდემია. ახლა ნევილი უკანასკნელი ადამიანია რომელიც ცხოვრობს ტერიტორიაზე, რაც ნიუ-იორკისგან ან საერთოდ სამყაროსგან არის დარჩენილი. სამი წლის მანძილზე ნევილი აგზავნის შეტყობინებებს რადიოს მეშვეობით, რათა კიდევ იპოვნოს ვინმე გადარჩენილი...
წარსულში მოვლენების ცვლილების იმედით, მე-19 საუკუნის გამომგონებელი, წარსულის ნაცვლად 800 000 წლით წინ, მომავალში აღმოჩნდება, სადაც მას ორი, ერთმანეთთან მებრძოლი რასა ხვდება...
კოსმიური ხომალდი "ბოინგ 747" ატლანტიკის ოკეანეში ვარდება და მის აღმოსაჩენად გაგზავნილი გუნდი ვერ აგნებს მას. ჯეიმს ბონდი დაკარგულ შატლს ეძებს და მალე იგებს, რომ ხომალდის მფლობელ ჰიუგო დრაქსს კაცობრიობის განადგურება აქვს დაგეგმილი. ლეგენდარული ბონდიანის მეთერთმეტე ფილმი.
კაპიტან კირკმა და მისმა გუნდმა მისტერ სპოკის ნახევარძმა უნდა დაამარცხონ, რომელმაც გაიტაცა სამი დიპლომატი და ღმერთის ძიების იდეით შებყრობილმა გააკოტრა წარმოება...
ადმირალი კირკი პლანეტა ალფა 5-დან შეტყობინებას იღებს. მისი ძველი მოწინააღმდეგე გამოჩნდა. ხანი გენეტიკურად შექმნილი ზეადამიანია, რომელსაც განვითარებული ინტელექტი, ფიზიკური ძალა და ამბიციები გააჩნია. 15 წლის წინ, ის თავის ხალხთან ერთად, პირველივე შემხვედრ პლანეტაზე გადასვეს, რადგანაც ”ინტერპრაიზის” ხელში ჩაგდებას ცდილობდა. ახლა ხანი თავისუფალია და მხოლოდ კირკის განადგურება სურს, რადგანაც ყველაფერში დამნაშავედ თვლის.
მეთაურის რიკის და ადვოკატის ტორის ქორწილის შემდეგ, ხომალდის "ენტერპრაიზის" ეკიპაჟი პლანეტაზე ნეიტრალური ზონის ახლოს პოზიტრონების არსებობას აღმოაჩენს. აქ ისინი იპოვიან B-9, რომლის პროტოტიპი შექმნა ექიმმა სუნგომ. ეს ამოცანა ამოუცნობი რჩება, რადგან გუნდს არ აქვს დრო გამოკვლევების ჩასატარებლად, ამავე დროს ადმირალ ჯანევეი უბრძანებს მათ ახალ ექსპედიციას რომულიუსზე ჩაუდგნენ სათავეში, სადაც სენატი გადააყენეს სახელმწიფო გადატრიალების შედეგად.
მსოფლიოში ცნობილი სერიალის მერვე ნაწილი მოგვითხრობს უშიშარ ვარსკვლავთ-მფრინავებზე შორეულ მომავალში. მტრული უცხოპლანეტური ცივილიზაციის კურიერები წარსულებში შეიჭრებიან. ლეგენდარული კოსმიური ხომალდის "ენტერპრაიზის" ეკიპაჟის და მისი მამაცი კაპიტანის პიკარდის წინ რთული და სახიფათო ამოცანა დგას – გუნდმა ხელი უნდა შეუშალოს მტრის გეგმებს და დედამიწა გადაარჩინოს...
კაპიტანი კირკი კოსმოსურ ორმოში აღმოჩნდება, სადაც დროის ცვალებადობა აბსოლუტურად განსხვავებულია. სამოცდაათი წლის შემდეგ ვარსვლავთა მოგზაურების შთამომავლები ამავე ორმოს წააწყდებიან და პირისპირ შეშლის ხვდებიან - დამანგრეველს, რომელიც დაჰქრის ვარსკვლავურ გზებზე და მარადიულობას ეძებს. კაპიტანი პიკარდი უარს ამბობს საკუთარ უკვდავებაზე მომავალი თაობების გამო და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლას იწყებს შეშლითან...
მას შემდეგ, რაც პრაქსისი ააფეთქებს კრონსის ერთერთ მთვარეს, რომელიც გაანადგურებს კლინგონებთან არსებობის ელემენტარულ საშუალებას, დაპირისპირება ფედერაციის და კლინგონების იმპერიას შორის დამთავრდება. დადგება მშვიდობიანი მოლაპარაკებების დრო, მაგრამ როგორც ჩანს, ყველას არ სურს მშვიდობა - ზოგიერთს აწყობს დაუსრულებელი ომი...
ისტორია საიდუმლო ეპიდემიაზე, რომელსაც უცხოპლანეტელები, ჩვენს პლანეტაზე შემოჭრილები, პატარა ქალაქს შეყრიან. ფილმის მთავარი გმირი ნიკოლ კიდმანი, ფსიქიატრი ვაშინგტონიდან, შესძლებს ამ ქალაქის მაცხოვრებლების გაუგებარი მოქცევის ცვლილებების ნამდვილი მიზეზის პოვნას...
ფილმი მოგვითხრობს ბევრისთვის ნაცნობი პერსონაჟის, რიდიკის პირველ ეკრანიზებულ თავგადასავალს. ფილმის გმირები ხვდებიან პლანეტაზე სადაც საოცრად საშიში არსებები ბინადრობენ...
დატჩი და მისი ჯარისკაცები ცენტრალურმა სადაზვერვო სამმართველომ დაიქირავა, რათა ცენტრალური ამერიკის ჯუნგლებში ჩამოვარდნილი მფრინავები, პარტიზანებისგან გადაარჩინონ. მისია საქმეს უმკლავდება, თუმცა დაბრუნებისას აღმოაჩენენ, რომ მათ რაღაც დასდევთ. თითქმის შეუმჩნეველი, ტყესთან შერწყმული, რომელიც მსხვერპლის გვამებს ნაწილებს აცლის. თანდათან მაყურებელი ხედავს, რომ ეს არის ჭკვიანი უცხოპლანეტელი მონადირე, რომელიც ადამიანებზე ნადირობს და სათითაოდ კლავს...
ოთხი წლის შემდეგ, რაც იურიული პერიოდის პარკის გენეტიკურად გამოყვანილი დინოზავრები გაცოფდნენ, მულტიმილიონერი ჯონ ჰამონდსი შოკში აგდებს ქაოსის თეორეტიკოს იან მალკოლმს, რომელიც გამოააშკარავებს, რომ მულტიმილიონერს კვლავ გამოჰყავს მხეცები საიდუმლო ადგილას. მალკოლმი, მისი პალეონტოლოგი შეყვარებული და ვიდეო ოპერატორი ექსპედიციას უერთდებიან, რათა ასახონ მომაკვდინებელი ხვლიკის ბუნებრივი ქცევა...
შეერთებული შტატების ატომური წყალქვეშა ნავი "მონტანა", რომელსაც ბირთვული იარაღი გადაჰქონდა, ღია ოკეანეში ჩაიძირა. წყალქვეშა მკვლევართა ჯგუფმა უნდა დაადგინოს ტრაგედიის მიზეზი და გააუვნებელყოს იარაღი...
ილუზიონისტს ლას ვეგასიდან, რომელსაც შეუძლია მომავლის დანახვა, გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტები დასდევენ, რომლებსაც სურთ მისი უნარი ატომური ტერორისტული აქტის თავიდან ასაცილებლად გამოიყენონ...
იმის გამო, რომ დოქტორ ალან გრანტს კვლევის ჩასატარებლად თანხა სჭირდება, იგი თანახმაა პოლ და ამანდა კირბისთან ერთად ნაკლებად ცნობილ კუნძულზე მოგზაურობის სანაცვლოდ დიდი თანხა მიიღოს. თუმცა სიტუაცია მოულოდნელად იცვლება და მოგზაურები იძულებულნი გახდებიან გადარჩენისთვის იბრძოლონ, რათა დინოზავრების ლუკმა არ გახდნენ...
იზოლაცია, პანიკა... ყველა კოშმარს აქვს დასაწყისი... ახალგაზრდა კაცი, რომელსაც, ადამიანის სასტიკი გამოგონების - კუბის ზედამხედველობა ევალება, მის ერთ-ერთ ოთახში, შემთხვევით დატყვევებულ ქალს შენიშნავს, და მიუხედავად დიდი რისკისა გადაწყვიტავს დაეხმაროს მას...
ახალგაზრდა ბიჭი ცდილობს ბავშვობის მოგონებები აღიდგინოს. ის მიაგნებს გზას, რომლის დახმარებითაც წარსულში გადადის და კვლავ ბავშვია. მას შეუძლია მოვლენების განვითარება შეცვალოს, მაგრამ მალე ხვდება, რომ ყველა ამ ცვლილებას გაუთვალისწინებელი შედეგები მოყვება...
ფილმის გმირმა ახალი ვირტუალური თამაში გამოიგონა: ადამიანის სხეულს უერთდება სპეციალური ბიოდრაივერი, რომელიც გონებასთანაა დაკავშირებული და თამაში, რომელშიც ზღვარი რეალობასა და ფანტაზიას შორის ფაქტიურად არ არსებობს, მთლიანად მოთამაშეთა წარმოსახვაზეა დამოკიდებული...
რას ხედავს სკანერი? გონებას? გულს? ფილიპ ქეი დიკის, სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ლეგენდარული ავტორის რომანის მიხედვით შექმნილი ფილმი. ცნობილი ფილმების "დანის პირზე მორბენალი", "სრული გახსენება" და "განსხვავებული აზრი"ს შემქმნელისგან. დრო: ახლო მომავალი. ადგილი: ქალაქგარეთ. სცენარი: მხიარული, ჩახლართული ისტორია სადაც მთავრობა ასევე მხიარული მეთოდებით ანადგურებს მოსახლეობას მათ უფლებებს და მათ ურთიერთობებს იმისათვის, რომ გადაარჩინოს ისინი. რობერტ დაუნი ჯუნიორი, ვუდი ჰარელსონი, უაინონა რაიდერი და რორი ქოჰრეინი ერთმანეთზე გადამტერებული მეგობრების როლში. კიანუ რივზი ასევე ერთერთი ჯაშუში-მეგობრის როლშია და მას ნელნელა პიროვნების გაორება ეწყება... ისიამოვნეთ პარანოიის ცქერით. არავინ არ გითვალთვალებთ. მართლა !...
რაკუნ-სითიში ბოროტება მძვინვარებს, უშიშარი ალისი კი ერთ-ერთია იმ მცირერიცხოვან ადამიანთა შორის, ვისაც სურს საკუთარი სიცოცხლის ფასად გამოააშკარავოს ბოროტი ძალა. ვირუსი თავს ესხმის ადგილობრივ მაცხოვრებლებს და მათ უკვდავებად აქცევს. მისი კოლეგის ჯილის დახმარებით, ალისი აპირებს სიმართლეს ფარდა ახადოს, მაშინაც კი, თუ მას მოუხდება ბრძოლა ექსპერიმენტულ იარაღთან კოდური სახელით "ნემეზის"...
(19 წლით ადრე მე-4-ე ეპიზოდამდე) სასტიკი ბრძოლების სამი წლის მერე, კლონების ომი დასასრულს უახლოვდება. ჯიდაები აძლევენ ობი-ვან კენობის დავალებას გენერალი გრივოსი ადგილამდე მიიყვანოს, სასტიკი დროიდების სეპარატიული ჯარების მეთაური, სამართალდამცავი ორგანოების ხელში. ამ დროს კორუსკანტზე ძლიერდება კანცლერი პალპატინის ძალაუფლება. მისი პოლიტიკური რეფორმები გარდაქმნიან ომისგან ძალაამოლეული რესპუბლიკას ძლიერ გალაქტიკურ იმპერიად. პალპატინი გაუხსნის ანაკინ სკაიუოკერს, თავის უახლოეს მოკავშირეს, უდიდესი ძალის საიდუმლოებს, იმის იმედით, რომ ის ბნელეთის მხარეზე გადმოვა...
(4 ეპიზოდამდე 22 წლით ადრე პერიოდი) სეპარატისტული პოლიტიკური დაჯგუფება სენატორ პადმე ამიდალას მკვლელობას გეგმავს. ჯედაის რაინდები ობი-ვან კენობი და ენეკინ სქაიუოქერი კლონების გასაიდუმლოებულ ჯარებს მიაგნებენ. გალაქტიკური რესპუბლიკა სამოქალაქო ომის საფრთხის წინაშეა...
იაპონური ანიმაციური საშინელება, ვამპირის შესახებ, რომელსაც ვიეტნამის ომიდან დაბრუნებისთანავე, აშშ-ს მთავრობა უკანასკნელი ვამპირის განადგურებას ავალებს...
ახალგაზრდა მეი ჰოლანდი, დამწყები , მაგრამ პერსპექტიული სპეციალისტი თავის სფეროში, იღებს ვაკანსიას უმსხვილეს კომპანიაშია "წრე" . კომპანიის დამაარსებელი მალევე შეამჩნევს მას და სთავაზობს მონაწილეობა მიიღოს ექსპერიმენტში, რომელიც გადაატრიალებს მილიარდობით ადამიანის წარმოდგენას პირადი თავისუფლების საზღვრებზე...
ნერვიული ჰენრი, რომელიც ცხოვრობს მეწარმეთა ქალაქში, რომელიც შედგება კვამლისგან, ხმაურისგან და ჩრდილებისგან, იძლებულია ცოლად მოიყვენოს თავისი მეგობარი გოგონა ცოლად იმის შემდეგ, რაც ის განუცხადებს, რომ ორსულადაა, და შედეგად გახდება პატარა, მუტანტი–ბავშვის მამა. ახლა ოჯახის წინ პრობლემა დგება ამ ურჩხულის მოვლასთან დაკავშირებით.
ამ სამეცნიერო-ფანტასტიკურ თრილერში, ტელეკინეზის და ნათელმხილვეობის უნარის მქონე, უცხოეთში მცხოვრები ამერიკელი ექსპატრიანტების ჯგუფი ამერიკის მთავრობის საიდუმლო სააგენტოს ემალება. მათ უნდა გამოიყენონ ეს ზებუნებრივი ნიჭი და გაერთიანდნენ ფინალურ ბრძოლაში, რათა სამუდამოდ დააღწიონ თავი სააგენტოს...
მოვლენები ვითარდება ახლო მომავალში. კერძო ციხეებში პატიმრებს სიცოცხლის შესანარჩუნებლად მოუწევთ ჭიდილი სხვა პატიმრებთან სატელევიზიო შოუში.კარლ ლუკასმა ოთხი რბოლა მოიგო და ერთიღა დარჩა თავისუფლების მოსაპოვებლად.ლუკასს და მის გუნდს სხვა ციხეში გადაიყვანენ და ახლა რბოლა მას უდაბნოში მოუწევს...
ატომური აფეთქების შემდეგ რამდენიმე გადარჩენილი ადამიანი ერთად იმალება საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში, სადაც საკვების მარაგი ნელ-ნელა ილევა და შიში ისადგურებს...