ბიოგრაფიული ფილმი დაფუძნებულია რეალურ ფაქტებზე. მოქმედება ხდება 1939 წელს, მეორე მსოფლიო ომისათვის მზადებისას. ზოგიერთმა ევროპულმა ქვეყანამ გადაწყვეტილება მიიღო არ ჩართულიყო ომში და ნეიტრალური მდგომარეობა ეჭირა. მოქმედება ხდება ნიდერლანდებში, რომლის მთავრობაც გადაწყვეტილებას იღებს შეინარჩუნოს ნეიტრალიტეტი. მიუხედავად ამ პოზიციისა 1940 წელს ქვეყანას დაიპყრობენ. ქვეყანა გერმანიის მმართველობის ქვეშ აღმოჩნდება. ებრაელებს საკონცენტრაციო ბანაკებში აგზავნიან, ადგილობრივი მთავრობა კი ნაცისტებთან თანამშრომლობას იწყებს. სიუჟტის ეპიცენტრში აღმოჩნდება მოხერხებული კაცი, რომელიც ცდილობს ორივე მხარე დაიჭიროს მეტი სარგებელის მიღების მიზნით...
ვიეტნამის ომის ვეტერანი ჯონ რემბო, რომელიც დაიღალა თავისი სამხედრო და სამოქალაქო გმირობებისგან, ბუდისტების მონასტერში დასახლდება. თუმცა მშვიდობიანი და წყნარი ცხოვრება მას დიდ ხანს არ გამოუვა. ტყვედაა აყვანილი მისი ყოფილი მეთაური. და რემბო მის გადასარჩენად გაემგზავრება...
პოლკოვნიკი ტრაუტმანი სრულიად საიდუმლო, სახიფათო მისიისთვის ყოფილ მწვანე ჩაფხუტიანს,ჯონ რემბოს დაიქირავებს. თავისუფლებისთვის მებრძოლ ქო ბაოსთან ერთად რემბო ვიეტნამში გაემგზავრება,რომ ამერიკელი ჯარისკაცები ტყვეობიდან გაათავისუფლოს. მისი გუნდისგან მიტოვებული, იგი მტრების გარემოცვაში მარტოდმარტო დარჩენილი, ჯუნგლებში გადარჩენისთვის იბრძვის...
ის ექსპერტია საკუთარი სხეულის, ცეცხლსასროლი და ცივი იარაღის. ის ადამიანია, რომელსაც ასწავლეს არ ეგრძნო ტკივილი და ამინდის პირობები. ომში ის გმირი იყო, სამშობლოში კი არავის სჭირდებოდა. მშვიდ ცხოვრებას მიუჩვეველი რემბო ავტოსტოპით მოგზაურობს ამერიკის ქალაქებში და თანამებრძოლებს ხვდება. მოგზაურობას ერთი პროვინციის შერიფი შეწყვეტს, რომელსაც მაწანწალები ეზიზღება. რემბოს ცრუ ბრალდებით ციხეში მოხვდება და ის იგრძნობს თუ რას ნიშნავს ადმინისტრაციის მხრიდან დამცირება, რემბო ომს გამოაცხადებს...
ფრანგული წინააღმდეგობის აქტივისტი ანდრე ნაცისტების მიერაა დატყვევებული. იგი გაქცევის გეგმაზე მუშაობს. იმავე დღეს, როდესაც მას სასიკვდილო განაჩენს გამოუტანენ, ახალ თანამესაკნეს შეუსახლებენ. უნდა მოკლას თუ არა ანდრემ ის, თუ გარისკოს მისი გეგმის გამომჟღავნება ადამიანისათვის, რომელიც შესაძლოა გესტაპოს ინფორმატორი იყოს?..
მაშინ როდესაც რომის იმპერია დაცემის პირზეა, ახალგაზრდა რომულუს აუგუსტუსი ქალაქიდან იპარება და ბრიტანეთში მიემართება, რომ მისი მხარდამჭერების ლეგიონი შეკრიბოს...
ბერლინი 1940 წელი. მუშათა კლასის ოჯახი გაიგებს, რომ მათი ერთადერთი შვილი ბრძოლის ველზე დაეცა და გადაწყვეტენ თავად შეწინააღმდეგონ ნაცისტურ რეჟიმს. მალე გესტაფო იწყებს ამ "საფრთხეზე" ნადირობას...
ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს...
მსოფლიოში არსებობს სამი ადამიანი, რომელსაც ნამდვილი ძალაუფლება გააჩნია – რუსეთის პრეზიდენტი, აშშ–ს პრეზიდენტი და ბირთვული წყალქვეშა ნავის კაპიტანი, რომლის ბორტზე სასიკვდილო ბირთვული იარაღია. ნებისმიერი ომის დროს არსებობს მომენტები, როდესაც ბრძანების შესრულებაზე მთელი კაცობრიობის ბედია დამოკიდებული, მაშინ კაპიტანის ხელშია მილიონობით ადამიანის სიცოცხლე.
მთავარი გმირი 11 წლის გოგონა პარვანაა, რომელიც ოჯახთან ერთად ავღანეთში ცხოვრობს. მამის დაპატიმრების შემდეგ გოგონა თმას იჭრის, ბიჭივით იცვამს და ოჯახისათვის ლუკმა-პურის საძიებლად მიდის...
ვიეტნამის ომის დროს, აშშ-ს არმიის კაპიტან უილიარდს სახიფათო დავალება მისცეს. მისი მიზანია დაადგინოს მისტიური მწვანე ბერეტის, პოლკოვნიკ უოლტერ კურტსის ადგილსამყოფელი...
ამერიკელი ჯარისკაცების საწვრთნელი ბაზა, 1968 წელი, ვიეტნამის ომის პერიოდი. სტენლი კუბრიკის ფილმი წარმოადგენს გუსტავ ჰასფორდის წიგნის ეკრანიზაციას. ფილმი ნომინირებული იყო ოსკარზე...
ამერიკელი სპეცრაზმელი აფრიკაში იყო, როდესაც დედამიწა მაღალტექნოლოგიურმა ურჩხულებმა დაიპყრეს. როდესაც იგი პირისპირ შეხვდება ურჩხულებს იგი გონებას დაკარგავს. როდესაც გაიღვიძებს აღმოაჩენს, რომ იგი მიტოვებულ პოლიციის განყოფილებაშია გამოკეტილი, თან მეხსიერებაც დაკარგა. გვერდით საკანში ექიმი ნადია ზის. ორ თეთრკანიან ადამიანს არა მარტო მკვლელ რობოტებთან მოუწევთ შერკინება.
ერაყის ომის სამი ვეტერანის ისტორია, რომლებსაც ამერიკაში დაბრუნების შემდეგ საზოგადოებაში დაბურნება არ შეუძლიათ. ისინი აღმოაჩენენ, რომ მათ მოგონებებს საკუთარ კედლებშიც კი შეუძლიათ მათი დაღუპვა.
კიბორგი თავიდან ყვება უკრაინის ისტორიას – 2014 წლის ლეგენდარული ბრძოლაზე დონეცკში, რუსეთის შემოჭრის პერიოდში. თავისუფლებისთვის მებრძოლებმა უკრაინული არმიის სხვადასხვა დანაყოფებიდან და ასევე მოხალისე მებრძოლებმა, 242 დღიანი შეტევა განახორციელეს რუსეთის მდარდამჭერი ბოევიკების წინააღმდეგ, სანამ აეროპორტის ტერმინალი სრულიად არ განადგურდა.
გილერმო დელ ტოროს გენიალური ფილმი. ფილმის მოქმედება ვითარდება მეორე მსოფლიო ომის პერიოდში. მთავარი გმირი პატარა გოგონა ოფელიაა, რომლისთვისაც წიგნები და ზღაპრები ცხოვრების ნაწილია. ერთ დღეს იგი აღმოაჩენს, რომ ჯადოსნური სამყარო რეალურია და მართლაც შეაბიჯებს ამ სამყაროში. გოგონა აღმოაჩენს, რომ სხვა სამყაროში პრინცესაა. ის დესპოტი გენერლის გერია. გენერლის წინააღმდეგ შეთქმულება მზადდება...
ფილმს საფუძვლად უდევს სამხედრო მეგან ლივისა და მისი ძაღლის მეგობრობა. ისინი ერთად მსახურობდნენ ერაყში 2004 წლიდან 2006 წლამდე, სადაც პოულობდნენ და აუვნებელყოფდნენ ასაფეთქებელ მოწყობილობებს. მათ ბევრი სიცოცხლე გადაარჩინეს...
ფრენკ მილერის რომანის ეკრანიზაცია "300" ეხება ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს მომხდარ თერმოპილის ბრძოლას, სადაც სპარტის მეფე თავის ჯარს შემოჭრილ სპარსელთა წინააღმდეგ მიუძღვება.
მოვლენები მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება და ნათელს ჰფენს იმას, თუ რამ მისცა საიდუმლო ორგანიზაციის Kingsman-ს შექმნას ბიძგი. როდესაც კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე საზარელი ტირანი და დამნაშავე გენიოსი გაერთიანდება, რათა მილიონობით ადამიანის განადგურების საშიში გეგმა განახორციელონ, მსოფლიოს ბედი მარტოხელა გმირის ხელში აღმოჩნდება
ფილიპინები. 1945 წელი. მეორე მსოფლიო ომი დასასრულს უახლოვდება. რეინჯერების მეექვსე ბატალიონმა, რომელსაც პოლკოვნიკი ჰენრი მუჩი ხელმძღვანელობს, მიიღო ბრძანება. მათ უნდა შეაღწიონ მტრის ზურგში და იქედან ამერიკელი სამხედრო ტყვეები გამოიყვანონ. მისია პრაქტიკულად შეუსრულებელია...