ნიუ-იორკელი პოლიციელი ჯონ მაკკეინი თავის ცოლთან, ჰოლისთან შეხვედრას ცდილობს. როგორც კი ის ჰოლის ოფისთან მივა, შენობას ტერორისტები დაეპატრონებიან და მძევლებს აიყვანენ. ახლა მაკკეინმა მარტოდმარტო უნდა შეძლოს დატყვევებული ხალხის განთავისუფლება და ტერორისტების დამარცხება.
ემი, კიკი და კარლა - ოჯახური ვალდებულებებითა და საქმით გადატვირთული სამი ქალბატონი - ამბოხდებიან გამოწვევებისა და მოლოდინების წინააღმდეგ, რომელიც ყველა დედას ატყდება თავს საშობაოდ. ოჯახისთვს ბრწყინვალე დღესასწაულის მოწყობასთან ერთად, მათ თავიანთ დედიკოებსაც უნდა უმასპინძლონ...
ბოროტმოქმედებმა იყიდეს მათთვის მოპარული უახლესი მიკროსქემა, რომელსაც მთელი სისტემის ნეიტრალიზება შეუძლია. ჩადეს ის სათამაშო მანქანაში, რათა საზღვარზე გადაეტანათ. აეროპორტში აღმოჩნდა, რომ პარკში სათამაშო არ არის, ირგვლივ კი დადიან ადამიანები ზუსტად ასეთი პარკებით. ძებნა დაიწყეს, რის შედეგადაც პაკეტისთვის ჩიკაგოში მოუწიათ გაფრენა...
ენერგიული ბიზნესმენი უილი დაპატიჟებს თავის საცოლეს და მის მშობლებს შობის შესახვედრად. ლამაზი ელისი ძალიან ნერვიულობს მომავალ დედამთილთან და მამამთილთან შეხვედრის წინ. ელისის მოგზაურობა კიდევ უფრო აუტანელი ხდება, როდესაც იგი ბარგს დაკარგავს და ტელეფონი გაუფუჭდება...