ქლოიას ადგილობრივი საშობაო გამოფენის ორგანიზებას შესთავაზებენ, სადაც ევანს გაიცნობს. სამწუხაროდ ევანს სამსახურის გამო სხვა ქვეყანაში მოუწევს გამგზავრება. რა მოხდება ოთხი წლის შემდეგ? მათი ცხოვრება კვლავ ძველებურად მიედინება?
კინოვარსკვლავი ჯესიკა მაკელისი მისი პირველი ფილმის გადაღება პატარა ქალაქ ჰოუმსტედში გადაწყვეტს. ფილმი შობის საღამომდე უნდა გადაიღოს, მაგრამ ქალაქის მერს არ სურს ჰოლივუდმა ქალაქის ტრადიციები დაარღვიოს. ჯესიკას რთულ გარემოებაში უწევს მუშაობა...
მას შემდეგ, რაც ჯადოქარი შუა საუკუნეების რაინდს სადღესასწაულო სეზონის დროს ოჰაიოს აწმყოში ამოაყოფინებს თავს, იგი უმეგობრდება ჭკვიან და კეთილშობილ ბრუკს, სიყვარულში გულნატკენ მეცნიერს, რომელიც ეხმარება მას თანამედროვე სამყაროს ყოველდღიურ სირთულეებთან გამკლავებაში და ასევე მთავარი მიზნის მიღწევაში - იპოვოს შინ დასაბრუნებელი გზა. თუმცა დრო გადის და ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან, რაც დააფიქრებს სერ კოოლს იმის თაობაზე სურს თუ არა უკან დაბრუნება...
კეტი მეოცნებე მომღერალი და სიმღერების ავტორია, რომელსაც დიდი მიზნები აქვს. თუმცა მის ოცნებებს სასტიკი რეალობა უშლის ხელს - ცბიერი და ბოროტი დედინაცვლის ოჯახი და მოსაწყენი სამსახური - ის მომღერალ ელფად მუშაობს მილიარდერის ტერენს უინტერგარდენის "სანტა ლენდში".
ალდოვიაში საშობაო დღეებია, ხოლო სამეფო ოჯახში სადაცაა პატარა დაიბადება. დედოფალი ამბერი და მეფე რიჩარდი აპირებენ სამეფო საქმეებს ცოტახნით ჩამოშორდნენ და პირველი ბავშვის დაბადებისთვის მოემზადონ. თუმცა ჯერ პენგლიის მეფე ტაის და დედოფალ მინგს უნდა უმასპინძლონ, რათა 600 წლის წინათ დადებული ზავი განაახლონ. მაგრამ როდესაც შობისწინა ღამეს ქარბუქი დაატყდებათ თავს და ფასდაუდებელი ხელშეკრულება დაიკარგება, მშვიდობას საფრთხე შეექმენება და უძველესი წყევლაც შესაძლოა ამოქმედდეს...
ერთი წლის თავზე, მას შემდეგ რაც ამბერი რიჩარდს ტახტის დაცვაში დაეხმარა, ისინი გადაწყვეტენ ბედი საშობაო ქორწილში დაუკავშირონ ერთმანეთს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როცა ამბერი თავის გადაწყვეტილებაში ვერ ერკვევა...
ქეითი, ტკბილეულის მწარმოებელი ფირმის - "ქენდი ქეინ" აღმასრულებელი დირექტორი, საშობაო პერიოდში გეიბს შეხვდება. მისი ვარაუდით, გეიბი სწორედ ის თაყვანისმცემელია, რომელიც მის კეთილისმსურველ დედას სურს გაურიგოს. გეიბი კი სინამდვილეში იმ ორგანიზაციაში მუშაობს, რომელიც სპეციალურად იქნა დაქირავებული, რათა "ქენდი ქეინის" საქმიანობა შეისწავლოს და ფირმა უფრო მომგებიანი გახადოს. ერთად დაიწყებენ რა მუშობას, გზებსაც გამონახავენ, როგორ განავითარონ ბიზნესი და იმასაც აღმოაჩენენ, რომ ბევრად მეტი აქვთ საერთო, ვიდრე საღი აზრი ბიზნესში...
გუანტანამოს ყურეში მომხდარი მოვლენების შემდეგ ექვსი წელი გავიდა და ახლა ჰაროლდი და კუმარი ერთმანეთისგან დაშორებულები თავიანთი ცხოვრებით, ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად ცხოვრობენ. მაგრამ უეცრად კუმარი ჰაროლდის სახლის კარის ზღურბლზე აღმოჩნდება და შემთხვევით ჰაროლდის სიმამრის ნაძვის ხეს დაწვავს, ისინი იძულებულები არიან მთელს ნიუ-იორკში ახალი ნაძვის ხე ეძებონ. მოულოდნელობებით აღსავსე თავგადასავალი იწყება...
ნიჭიერი ფოტოგრაფი ები, რომელიც რუტინული სამუშაოს შესრულებითაა დაკავებული, საჩუქრად ბებიის ძველ კალენდარს იღებს. მოულოდნელი საჩუქარი 180 გრადუსით ცვლის და განსაზღვრავს მის მომავალს...
ქრისტინ კუპერი ნიჭიერი ასისტენტია გლობალურ პიარ ფირმაში. მას დაეკისრა ბატონი კარსონის თანაშემწეობის პასუხისმგებლობა ყოველწლიურ საშობაო სამოდელო შოუსა და ტანსაცმლის აუქციონზე. სიმპათიური და ახალგაზრდა პრინც პატრიკს კი მამისგან დაევალა თავიანთი ოჯახის მიერ დაფინანსბულ საღამოზე წარდგენა. ბევერლი ჰილში ჩამოსვლისთანავე პატრიკი ხვდებაკრისტენს და დიდი გაუგებრობაც სწორედ ამ წუთიდან იწყება...
ალისონ ბენეტი, თავის ქალიშვილ, ოლივიასთან და დედასთან, მარტასთან ერთად, ტენესის შტატის ერთ ქალაქში ცხოვრობს და პატარა საცხობს ფლობს. როდესაც მეთიუ, უძრავი ქონების დეველოპერული კომპანიის მომხიბვლელი ხელმძღვანელი ქალაქის ყიდვას ცდილობს, რათა იქ სათხილამურო კურორტი გააშენოს, ალისონს და ქალაქის მაცხოვრებლებს დიდი ძალისხმევა დასჭირდებათ ამის აღსაკვეთად. და სწორედ მაშინ, როდესაც ბენეტებს თითქოს იღბალი არ სწყალობთ, მოულოდნელი სტუმარიეწვევა საცხობს, რომელმაც შესაძლოა ფაქტიურად ყველაფერი მოაგვაროს...
ყოველ წელს, იზაბელი და მისი სკოლის მერხის შეყვარებული მაიკი პატარა ქალაქის ყოველწლიურ საშობაო წარმოდგენაზე საშობაო დუეტით გამოდიოდნენ. მაგრამ სკოლის დამთავრების შემდეგ, იზაბელმა მაიკი დატოვა და ნიუ იორკში, ჯულიარდის აკადემიაში სასწავლებლად წავიდა. წლების შემდეგ, როდესაც იზაბელი მშობლიურ ქალაქში ბრუნდება საშობაო წარმოდგენისათვის მუსიკის დასაწერად, თავისდა გასაოცრად, გაიგებს, რომ მაიკი ამ შოუს ხელმძღვანელია. დაივიწყებენ კი ისინი წარსულს და კვლავ დაიბადება მათი არაჩვეულებრივი დუეტი?
წინასაშობაო საგიჟეთში, ორი მარტოხელა მშობელს - მუდამ საქმიან დედას აბის და ადვოკატ რაიანს - შემთხვევით, გადაჭედილ სავაჭრო ცენტრში საშობაო სათამაშოები ერთმანეთში აერევათ. ამის გამო, შობა ორივეს ჩაუმწარდება. მიუხედავად იმისა, რომ, ერთმანეთის ატანა არა აქვთ, ერთადერთი გზა ყველაფრის გამოსასწიორებლად ერთმანეთისათვის დახმარებაა, რათა საშობაო გეგემები როგორმე ბოლომდე მიივანონ. ამასობაში, ვერც კი შეამჩნევენ, როგორ შუყვარდებათ ერთმანეთი...
მას შემდეგ, რაც თავის საოცნებო სამსახურში აღმასრულებელ თანამდებობას დაკარგავს, მადი, სადღესასწაულოდ მშობლიურ სახლში ბრუნდება ცვლილებების მოლოდინში. აქ იგი სკოლისდროინდელ შეყვარებულს, კარტერს, შეხვდება, და დაძაბულობაც მაშინვე თავს იჩენს. როდესაც ადგილობრივი სკოლისათვის საშობაო ცეკვების ორგანიზება ერთად მოუწევთ, კიდევ ერთხელ აღმოაჩენენ, რამ შეაყვარათ ერთმანეთი წლების წინ...
შობა მირანდასთვის სევდის მომგვრელი დღესასწაულია, რადგან ის ყოველთვის ახსენებს ოჯახს, რომელიც არასდროს ყოლია. პატარა გოგონა იყო, როდესაც დედა გარდაეცვალა, მამის ვინაობა კი მას არასდროს გაუმხელია. შობამდე 3 დღით ადრე მოულოდნელად იღებს ინფორმაციას და მამის მოსაძებნად ინგლისში მიემგზავრება. ძიების პროცესში იგი ხვდება იანს, ახალგაზრდა სიმპათიურ მამაკაცს, რომელიც მას აქტიურად ეხმარება. მალევე მიაგნებს ბიოლოგიურ მამას და საბედისწერო არჩევანის წინაშე დგება: გაამხილოს ვინაობა და დაკარგოს ახალი ოჯახის წევრები, თუ ყველაფერი ისე დატოვოს როგორც არის?
საცხობის მფლობელ ქეითს, მეტი შეკვეთები აქვს ვიდრე დრო იმისთვის რომ შეიგრძნოს საშობაო არდადეგების ხიბლი. სწორედ ამ დროს, მას მეგობარი ბიჭი მოულოდნელად მიატოვებს და შობის სიხარულიც თითქოს გაქრება. სწორედ მაშინ, როცა ქეითი უკანასკნელ მოსართავს დაკიდებს ნაძვისხეზე და დასაძინებლად წავა, ჯადოქრობა თავს იჩენს: მომხიბვლელი ჯარისკაცი, რომელიც ჩაიკოვსკის "მაკნატუნადან" გადმომხტარ პრინცს გავს მის სასტუმრო ოთახშია...
შობის წინ შეყვარებულთან დაშორება მარის ყოველგვარ სადღესასწაულო განწყობას დაუკარგავს. დედა მისთვის ბავშვობისდროინდელი ნაძვის ხის სათამაშოების გაგზავნით ცდილობს მისთვის განწყობის გაუმჯობესებას, ახალი მეზობელი მუსიკით, ნაძვის ხითა და ციგურებით სრიალით, მეგობარი კი სთავაზობს ბავშვებს დაეხმარონ . შეძლებს კი გუნდი მარის საშობაო განწყობის დაბრუნებას?...
ათწლიანი უთანხმოების შემდეგ მაიერსები ბრუნდებიან კალიფორნიაში, რომ ერთად აღნიშნონ შობა და აღადგინონ ოჯახური კავშირები. ყველა ოჯახის წევრი სასიამოვნო ვახშმის მოლოდინშია და უეცრად ყველაფერი თავდაყირა დგება- კვდება ბებია. არავის სურს დღესასწაულის გაფუჭება და არავინ არ აღიარებს მომხდარ ფაქტს...
კესი მეგობრებთან და ძაღლ სკუტთან ერთად საშობაოდ საქველმოქმედო ღონისძიებას გეგმავენ, მათ ყველაფერთან ერთად მოგროვილი თანხის მძარცველებისგან დაცვა მოუწევთ...
სიუჟეტი ვითარდება ბოიდის გარშემო, რომელიც შობის აღნიშვნას მამასთან ერთად გადაწყვეტს. მოულოდნელად აღმოჩნდება, რომ ყველა საჩუქარი სახლში დარჩა და იძულებულია, უკან დაბრუნდეს და მზის ამოსვლამდე ყველა ნივთი ნაძვის ხესთან გააჩინოს...
100 წლის წინ, რუსეთის იმპერია… შობის დღეები. დეკემბრის საცობები, სადღესასწაულო სამზადისი, დიდებული მეჯლისები და მოკრძალებული დღესასწაულები, ტიტულოვანი აზნაურები და ჩვეულებრივი გლეხები, სამეფო ოჯახი და პირველი მსოფლიო ომის ჯარისკაცები, პროგრესული პოეტები და პირველი მოციგურავე...
ახალგაზრდა ქალი და მამაკაცი, რომლებიც ახლახანს დაშორდნენ პარტნიორებს, დღესასწაულის სეზონზე დამეგობრდებიან. კაცი გადაეშვება პაემნების სერიაში, ასე მას სეუზლია იპოვოს გოგონა, რომელიც რეალურად მოსწონს...
ახალგაზრდა გოგო ცდილობს დაამტკიცოს რომ ამოუცნობი მოხუცი ქალი მეზობელი კარიდან არის ნამდვილი ანგელოზი, როცა სამეზობლოს ბავშვებს აქვთ საშობაო სურვილები. ოლივია არ არის ხუთოსანი, მას მარტოხელა დედა მელინდა ზრდის, ქალი მუშაობს საცხობში საუკეთესო მეგობარ დაფნესთან, რომელიც ოლივიას დედის მეგობარი და კლასელია. ოლივიას ოქროს გული აქვს, რომელიც ანათებს მის კარგ განზრახვებსა და ჩანაფიქრებში. საშობაო დღეებში მეზობელი ქალი წყნარად მიდის სახლიდან. ეს სახლი იყო მაცხოვრებლის გარეშე, მას შემდეგ რაც დოქტორ ნათან დევისი წავიდა ქალაქიდან. მალე ბავშვების ოცნებები უეცრად იწყებს ახდენას. ოლივია ისევ ამტკიცებს რომ ქალი ანგელოზი იყო...
რეპორტიორი ქალების მოყვარულ მომხიბვლელ პრინცზე დეტალების გამოაშკარავებას ცდილობს. ამ მიზნით იგი სხვა ადამიანის როლს ირგებს და სასახლეში იპარება, თუმცა მალევე თავს სამეფო ინტრიგების ეპიცენტრში ამოყოფს და მცდელობას ნამდვილი სიყვარულის პოვნით დაასრულებს...
სკრუგი არის ძველი ბიზნესმენი 1840 წლის ლონდონში. ერთ შობის წინადღით ის სტუმრობს მოჩვენება მარლის. მის მკვდარ ბიზნეს პარტნიორს. მარლი იწინასწარმეტყველებს რომ სკრუგი ესტუმრება 3 სულს, რომლებიც შეეცდებიან მის ცდუნებას და გზის არევას. შეძლევს სკრუგი შეცვალოს მისი გზები შობის აღნიშვნამდე?...
Born under the Christmas Star, Noelle believes she has the gift to perform miracles, so when conniving developer McKerrod threatens her peaceful life she and her friends determine to use this gift to thwart his plans and save their village.
შობამდე ერთი კვირით ადრე, მომავალი პრინცესა მარგარეტი და ჩიკაგოს ჩვეულებრივი მცხოვრები სტეისი აღმოაჩენენ, რომ ფიზიკური მსგავსების გამო, მათი ერთმანეთისგან გარჩევა შეუძლებელია. ისინი აწყობენ გეგმას თუ როგორ გაცვალონ ადგილები...
დადგა შობა... მაგრამ სამწუხაროდ, ამ მშვენიერი დღესასწაულის ჯადოსნური ძალა ზოგიერთ ადამიანზე უბრალოდ არ მოქმედებს და ვერ ადნობს ყინულს მათ გულებში. ამგვარი ადამიანების რიცხვს მიეკუთვნება ამ ფილმის გმირი მაგნატი ფრენკ კროსი. ის მდიდარია, ყოვლისშემძლე და აბსოლუტურად გულგრილი ყველაფრის მიმართ, გარდა ფულისა. კროსი საკუთარი ტელეარხის მფლობელია, დაუნდობელი და ცივსისხლიანი ბიზნესმენი სასტიკი იუმორის გრძნობით. ასეთი ადამიანებს სჭირდებათ აღზრდა და სწორედ ამ საქმეში ჩაერთვებიან ზებუნებრივი ძალები...
დრიუ მარტოხელა ახალგაზრდაა, მას არავინ ჰყავს და როგორც წესი შობას მარტოობაში ატარებს, ერთხელაც ის გადაწყვეტს დაიქირაოს მთელი ოჯახი, რათა შობის დღესასწაულზე მარტო არ იყოს...
8 წლის ფინი იგებს, რომ მისი ოჯახი მზიანი კალიფორნიიდან მაინში გადადის. ფინი თვლის, რომ მათ ახალ სახლში მოჩვენებები ცხოვრობენ და გადაწყვეტს ისინი დაიჭიროს...
ახალი წლის ღამე ყოველთვის სავსეა საოცარი სიურპრიზებით. ჩვენი დროის სასწაულები კი, ხშირად ტექნიკური პროგრესის ხარჯზე ხდება. მაგრამ ამაში თოვლის ბაბუას ხელიც ურევია, რომელიც შეიძლება ”ოცნების ტელეფონის” ჩვეულებრივი გამყიდველიც აღმოჩნდეს. ანდრეიმ ახალი ტელეფონი იყიდა და ახალ წელს უცხო ნომერი აკრიფა, რათა უცხო ადამიანისთვის მიელოცა ახალი წელი! მეგობრებს ასეთი ტრადიცია ქონდათ. ასე დაურეკა მან ალიონას, რომელიც სხვა დროში აღმოჩნდა. მასთან ახლა 2009 კი არა, 2008 წელი დგებოდა...
ას ლეულების წინ ლაპლანდიაში პატარა ბიჭუნამ სახელად ნიკოლასი, დაკარგა მშობლები, მისი აღზრდა თავის თავზე სოფლის მკვიდრებმა აიღეს. წელიწადში ერთხელ - შობას - ნიკოლასი ახალ სახლში გადადის. მადლობის ნიშნად ნიკოლასი გადაწყვეტს ბავშვებისათვის სათამაშოები გააკეთოს. ნელ-ნელა ტრადიციად იქცევა, რომ ყოველ შობას ბავშვებს საჩუქარი უნდა დახვდეთ...
მელოდი, შრომისმოყვარე გოგონა, ბედნიერია რომ შვებულება მეგობრებთან უნდა გაატაროს, თუმცა მას ბოსი მშობლიურ ქალაქში გზავნის ადგილობრივების დასარწმუნებლად და მშენებლობის ნებართვის ასაღებად. ძნელია ოჯახთან და ყოფილ შეყვარებულთან შეხვედრა, რადგან ისინი მისი კომპანიის მოთხოვნების საწინააღდეგო შეხედულებისანი არიან...
შობის წინ მანჩესტერში იდუმალი, უცნაური ადამიანი გამოჩნდა. მას არ ახსოვს საკუთარი სახელი, სად იმყოფება და რა უნდა იქ. ერთადერთი რაც მისთვის ცნობილია არის სახელი ენტონი, რომელიც მის ქურთუკზე ეწერა. მალე ის უნიკალურ ნიჭს აღმოაჩენს - ის ხელის შეხებით იგებს თუ რა დაკარგა ადამიანმა და ეხმარება მათ პოვნაში...
სანტა კლაუსის მემკვიდრე ნიკმა პირველად უნდა შეასრულოს საშობაო დავალება. შობამდე 11 დღე დარჩა. მას და მის რჩეულს ბეტს კი აუარებელი წინაღობა აქვთ გადასალახი...
ფილმი გადაღებულია ცნობილი თანამედროვე მხატვრის, ტომას კინკეიდის რეალური ისტორიის მიხედვით. მომავალ მხატვარს საკუთარ ტალანტზე ყურადღება მოულოდნელმა უბედურებამ მიაქცევინა - დედამისმა ლამის სახლი დაკარგა. ვალების გადასახდელად, ახალგაზრდამ სახლის კედელზე საშობაო ფრესკა გამოსახა, რამაც პატარა ქალაქის ცხოვრება შეცვალა...
ნიუ იორკის კეთილმოწობილი სასტუმროდან განთავისულფების შემდეგ, ელი არც ისე დიდი სიხარულით თანმხდება პატარა გოგონას მომვლელობას. გოგონას მშობლები ერტ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანები არიან ევროპაში, რომელბიც ნამდვილ კოშკში ცხოვრობენ...
საახალწლო კომედიაში მოქმედება 11 ქალაქში ხდება: კალინინგრადში, კაზანში, პერმში, უფეში, ბავლახში, ეკატერინბურგში, კრასნოიარსკში, იარკუტსკში, ნოვოსიბირსკში, სანქტ-პეტერბურგში და მოსკოვში.ფილმის გმირები არიან: ტაქსისტი, პოპ-დივა, ბიზნესმენი, მსახიობი, სნოუბორდისტი, მოთხილამურე, სტუდენტი, პენსიონერი, მეხანძრე, დირექტორი, ქურდი, პოლიციელი და რუსეთის პრეზიდენტი. ისინი ყველა ახალი წლის ღამეს ხვდებიან რთულ სიტუაციაში, საიდანაც თავის დაღწევაში მხოლოდ სასწაული დაეხმარებათ...
ორი წლის შემდეგ ისინი ისევ ჩვენთან არიან: “ნაძვების” გმირები ისევ ერთად არიან საახალწლო თავგადასავლებში. ბორია და ჟენია, მათი შვილები. მეთხილამურე და სნოუბორდისტი და ასევე ბევრი სხვა სახალისო პერსონაჟი...
მოღალატე მამაკაცებთან ჩიხში შესული ურთიერთობების შემდეგ ,ლოს -ანჯელესელმა ამანდამ და ლონდონელმა აირისმა გადაწყვეტეს სახლები გაცვალონ. ისინი ვერასდროს წარმოიდგენდნენ, რომ ეს გაცვლა სასიყვარულო რომანების საწინდარი გახდებოდა...
ინდიანა, 1940 წელი. ათი წლის რალფი ოცნებობს იდეალურ საშობაო საჩუქარზე – ნამდვილ წითელი მხედრის პნევმატიკურ შაშხანაზე. ბუზღუნა მამიკო და მზრუნველი დედიკო, რა თქმა უნდა ამის წინააღმდეგეები არიან, რადგან ეშინიათ, რომ მათი ბიჭუნა დაიზიანებს თავს! და მაშინ რალფი გადაწყვეტს სანტა კლაუსს მიმართოს თხოვნით...
ოჯახათან ერთად ფლორიდაში გაფრენის მაგივრად კევინი ნიუ-იორკში მარტო აღმოჩნდება, სადაც სასტუმროს კლერკთან და მომსახურე პერსონალთან პრობლემების მიუხედავად, მამამისის საკრედიტო ბარათით სასტუმროს ნომერს აიღებს. როდესაც კევინი თავის ძველ მტრებს გადაეყრება, ის შეეცდება მათ სათამაშოების მაღაზიის გაქურდვის გეგმა ჩაუშალოს...
კრის ვან ოლსბერგის ბავშური ზღაპრის ეკრანიზაცია, გვიყვება ამბავს ბიჭზე, რომელიც თანტოლების დაცინვის მიუხედავათ ყოველთვის სჯეროდა სანტა კლაუსის არსებობის. ერთხელაც, შობის ღამეს, როდესაც სანტას ელოდებოდა, სახლთან გაჩერდა ზღაპრული მატარებელი, გამცილებელმა შესთავაზა დაუვიწყარი მოგზაურობა ზღაპრულ სამყაროში - ჩრდილოეთ პოლუსზე, ჯადოსნურ ქვეყანაში, რომელშიც გზა ხსნილია მხოლოდ მათთვის, ვისაც გულით სჯერა...
გრისვოლდების სახლში შობას ზეიმობენ. ეს არის დრო, როდესაც ჩუქნიან საჩუქრებს, მღერიან ჰიმნს, ციმციმებენ საშობაო ნაძვისხის შუქები. შობა მშვენიერი დროა კლარკ გრისვოლდის და მისი ოჯახისთვის, მაგრამ ნათესავები, რომლებიც სტუმრად მოდიან, სიმშვიდეს და სომყუდროვეს არღვევენ: იწყება ნამდვილი სტიქიური უბედურება...
ბრიტანული რომანტიკული კომედია ადამიანებზე, რომელთაც როგორც აღმოჩნდება საერთო რამ აკავშირებთ. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ, ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, მღელვარება მატულობს და შობაც ახლოვდება.
ჯორჯ ბეილი პატარა სადაზღვეო კომპანიის მფლობელია გამოგონილ ამერიკულ ქალაქში, ბედფორდ ფოლსში. ის პატიოსანი, თანამგრძნობი, მოსიყვარულე ქმარი და მამაა, მაგრამ უსიამოვნებების გამო დეპრესიაში ვარდება და თვითმკვლელობაზე ფიქრობს. აშკარაა, რომ ადამიანს, რომელიც უარს ამბობს ღმერთის ყველაზე დიდ მადლზე – სიცოცხლეზე – ესაჭიროება მფარველი–ანგელოზის დახმარება...
31 ოქტომბერს ძველებური ხრიკებით ხალხის შეშინებებით დაღლილი, გამხდარი და მაღალი, ჰელოუინის მეფე ჯეკ სკილინგტონი სანტა კლაუსს იტაცებს და აპირებს რომ ბავშვებს საშობაოდ გამხმარი თავები და სხვა საშინელი საჩუქრები გაუგზავნოს. მაგრამ, როდესაც შობა მოახლოვდება ჯეკის შეყვარებული სელი ამ საშინელი გეგმების ჩაშლას შეეცდება...