დიდი ხნის წინ ადამიანები და დრაკონები ერთად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ბოროტმა მონსტრებმა, დრუნებმა გაანადგურეს. დრაკონებს ადამიანთა გამო თავის გაწირვა მოუხდათ...
მისტერ პოპერი მარტოხელა მუშაა, რომელიც არქტიკაზე მოხვდერაზე ოცნებობს და წერილებს წერს პოლუსებზე მყოფებს. ერთ დღესაც მის კარებთან ტოვებენ ყუთს შესანიშნავი ორი პინგვინით. პოპერი მათ თავის მაცივარში ასახლებს. ისინი ნელ-ნელა მრავლდებიან და ცდილობენ მისტერ პოპერი სახლიდან გამოაგდონ. პოპერი გამოსავალს პოულობს: იგი ქმნის კერძო ცირკს.
კეითი მიტჩელი მისთვის საოცნებო კინოსკოლაში მიიღეს. ქეითის უნივერსიტეტში მთელი ოჯახი აცილებს, ამ დროს კი მათ გეგმებს ტექნოლოგიური აჯანყება ჩაშლის. მიტჩელებმა ერთად უნდა იმოქმედონ და სამყარო გადაარჩინონ...
პრინცი ჯოფერი ზამუნდას მეფედ გახდომისთვის ემზადება, როდესაც იგებს რომ მას ამერიკაში ვაჟი ყავს სახელად ლევილი. ამის გამო, პრინცს კიდევ ერთხელ უწევს ა.შ.შ-ს სტუმრობა...
ოჯახში, სადაც დედა და მამა შვილების გიჟურ თხოვნებს მუდმივად ცივი უარით პასუხობენ, ამჯერად ბავშვების დრო დგება - დღე, როდესაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს!
მეცხრე საუკუნე. ირლანდიის სიღრმეებში მიმალულ, უძველეს სააბატოს ავტორიტარული ზედამხედველი ხელმძღვანელობს. მისი აღსაზრდელი - ნიჭიერი და მხიარული ბიჭია. სხვა ბერებთან ერთად ის სააბატოს კედლებს ამაგრებს, რომლებმაც ისინი ვიკინგების თავდასხმებისგან უნდა დაიცვას. ბიჭუნას ახალი თავგადასავლებით სავსე ცხოვრება იწყება მას შემგეგ, რაც სააბატოში სახელგანთქმული ოსტატი ჩამოდის. ანიმაციური ფილმი წარდგენილი იყო 2010 წლის ოსკარზე...
ტომის და ჯერის თავგადასავალი ამჯერად ნიუ იორკის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში გრძელდება. სასტუმროს თანამშრომელი, კაილა იძულებულია ჯერი სასტუმროში გასამართ ქორწილამდე დაიჭიროს. გამოიცანით, ვის დაიხმარს ის საამისოდ?
მობრძანდით სანტა კლაუსთან, მიკი მაუსთან და სხვა დისნეის პერსონაჟებთან სტუმრად დღესასწაულზე და გაიგეთ, როგორ ხვდებიან ისინი შობას. ყველასთვის ნაცნობი დონალდი მთელი ძალებით ცდილობს შეეწინააღმდეგოს დღესასწაულს, იმ დროს როგორც მიკი და პლუტო მთელი სულით და გულით ერთობიან...
ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს პრეისტორიული პერიოდის დედამიწის შესახებ. დაობლებული პატარა დინოზავრი მოხვდება ლემურების ტომში. ელადარი ცხოვრობს და იზრდება მათთან, სანამ მეტეორიტების წვიმამ ყველაფერი არ გაანადგურა ირგვლივ. იგი მეგობრებთან ერთად ნაყოფიერი მიწის საძებნელად მიემართება და გზად უამრავი ხიფათი ელოდება...
სპანჯბობის საყვარელი მეგობრის ლოკოკინა გერის გატაცების შემდეგ, ის და პატრიკი ეპიკურ თავგადასავალში ერთვებიან და გერის დასაბრუნებლად დაკარგულ ქალაქ ატლანტიდაში მიემგზავრებიან...
პატარა შეგირდი მონადირე მამასთან ერთად ირლანდიაში მიემგზავრება, რათა მგლების უკანასკნელი ხროვა ამოწყვიტოს. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც გოგონა დაუმეგობრდება საიდუმლოებით მოცული ტომის წევრ გოგონას. გავრცელებული მითის მიხედვით ღამით ტომის წევრები მგლებად იქცევიან...
ფილმის სიუჟეტი ნათლიდედის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც თავს არ ზოგავს რათა აღსაზრდელს შესაბამისად მოუაროს. მალე ის აღმოაჩენს, რომ გოგონა უკვე დიდია, და ის სულაც არ არის ჩვეულებრივი ახალგაზრდა ქალი...
მეგატვინი და მისი მუდმივი მტერი, მეტრომენი უცხოპლანეტელები არიან, რომლებიც თავისი მშობლიური პლანეტებიდან კრიზისის დროს გამოაგზავნეს. ბოროტმოქმედის როლში შესული მეგატვინი მეტრომენთან ბრძოლაში მუდმივად მარცხდება. ამ ორთაბრძოლებს ბოლო არ უჩანს, სანამ მეგატვინი მზის ენერგიით მომუშავე სატელიტით არ მოკლავს მეტრომენს, მისი მორიგი მზაკვრული გეგმის განხორციელებისას. მეტრომენის აჩრდილისგან განთავისუფლებული მეგატვინი მეტრო სიტის ხელში ჩაგდებას იწყებს და თან ავისმომასწავებელი თავისუფლებით ტკბება. გადის დრო და იგი ხვდება, რომ მტრის დაკარგვასთან ერთად ცხოვრების მიზანიც დაკარგა...
ფილმი პატარა თაგუნას, სტიუარტ ლითლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც როგორც იქნა თავს აღწევს ბავშვთა სახლს და ნამდვილ ოჯახში მიდის საცხოვრებლად, სადაც მას მრავალი კომიკური თავგადასავალი ელოდება.
Mary Lennox is born in India to wealthy British parents who never wanted her. When her parents suddenly die, she is sent back to England to live with her uncle. She meets her sickly cousin, and the two children find a wondrous secret garden lost in the grounds of Misselthwaite Manor.
ვინი პუჰი და მეგობრები ერთად გასწევენ კრისტოფერ რობინის უბედურებისგან დასახსნელად - ადგილსკენ, რომელსაც „ „თავის ქალა“ ჰქვია, მაშ შემდეგ რაც არასოწრად წაიკითახვენ მის დატოვებულ მინაწერს...
როგორც ყოველთვის, თაფლის მაძიებელი ვინი პუჰი დიდ აურზაურში ეხვევა. ის მის მეგობრებთან - ქრისტოფერ რობინთან, ვეფხვთან, რუსთან და სხვებთან ერთად პატარა მეგობრის გადასარჩენად მიემართება.
1930-იანი წლები, ჰოლივუდი. ახალგაზრდა პილოტი კლიფ სეკორდი თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ავიაციის განვითარებასა და ნაცისტების დამარცხებაში დაეხმაროს. საბოლოოდ, კლიფი ზესაიდუმლო მასალებს გადააწყდება რაკეტების შესახებ რაც მას რაკეტების ნამდვილ სპეციალისტად აქცევს.
ენდი, თავისი ყოფილი მენტორის და “ჯადოსნური ბანაკის“ მფლობელის - როეი პეტერსონის დაჟინებული თხოვნით თავის ახალგაზრდობისდროინდელ ბანაკში კონსულტანტად ბრუნდება, კარიერული წინსვლის იმედით...
ამჯერად ანიმაციაში მთავარი როლი პეტჩს ეთმობა, რომელიც 101 დალმატინელიდან თავს სრულიად მარტოდ გრძნობს, რაც მას ძალზედ აწუხებს. ერთხელაც, მას დალმატინელები სრულიად მარტო ტოვებენ, რა დროსაც პეტჩი თავის კუმირს, სანდერბოლტს ხვდება.
ბილი ბეტსონი, 10 წლის ბიჭუნა რომელიც სულ ერთ წამში შაზამად იქცევა! მალე მასთან სხვა სუპერგმირები, ბეტმენი და ვონდერვუმენიც გამოჩნდებიან რათა ბილი თავის გუნდში მიიწვიონ.
მაგიდები შემობრუნდა მას მერე, რაც ოთხი თინეიჯერი ჯუმანჯის სამყაროში ჩაერია. ისინი მარტორქა-ამფიბიებისა და ჯუნგლების დაუსრულებელი ხაფანგების წინააღმდეგ იბრძვიან. გადასარჩენად მათ უწევთ, რომ ჯუმანჯის პერსონაჟებივით ითამაშონ...
ირლანდიელი ჭკუისკოლოფი კრიმინალი გაიტაცებს გოგონას, სახელად ჰოლი შორთს, მამამისის მოსაძებნად. მისი მიზანია, რომ გამოასწოროს თავისი დაწყევლილი ოჯახის იღბალი...
ფილმი მოგვითხრობს ერთი პატარა მწვანე დინოზავრის და ბიჭუნას თავგადასავლის შესახებ, მათ ერთმანეთის დახმარებით მოუწევთ უამრავი სირთულის გადალახვა, იმისთვის რომ საკუთარ ოჯახთან დაბრუნდნენ...
იმაში დარწმუნებულნი, რომ აღმზრდელი არ ჭირდებათ და საკუთარ თავს თავად მიხედავენ, ბავშვები ეგოისტი მშობლების სახლიდან გასტუმრებას გეგმავენ. ამის შემდეგ ისინი შეეცდებიან ოჯახის ნამდვილ მნიშვნელობას ჩასწვდნენ...
ჯეკ ბდუნოს ცხოვრებაში, წარუმატებელი ტაქსისტის ლას–ვეგასიდან, ყველაფერი თავდაყირა დადგა მას შემდეგ, რაც მის ტაქსში გაქცევისას, ჩახტნენ ტონი და ტია. მალე ის მიხვდება, რომ მის მგზავრებს არაჩვეულებრივი პარანორმალური ნიჭი გააჩნიათ და მას მათი დაცვა მოუწევს...
ფილმი მოგვითხრობს ცირკის ილუზიონისტზე, რომელიც ერთხელაც საჰაერო ბურთით მოხვდება ტორნადოში და შემთხვევით აღმოჩნდება ოზის ჯადოქრულ სამყაროში. ის მიხვდება, რომ თავისი აფერისტობით მას აქ შეუძლია მოიხვეჭოს სახელიც და სიმდიდრეც. მაგრამ მოუწევს შეხვედრა ნამდვილ ჯადოქრებთან, რომლებიც ეჭვით უყურებენ მას, ფიქრობენ არის კი ის ვისაც ელოდნენ ამდენი ხანი? უნდა თუ არა მას ჩაითრევენ წინააღმდეგობაში და მოუწევს მიიღოს ეპიკურ ბრძოლაში მონაწილეობა…
ოჯახური კომედია გამოცდილი CIA-ის აგენტის, ჯეიჯეის შესახებ, რომელსაც წარუმატებელი მისიის შემდეგ სამსახურში დააქვეითებენ. ერთ დღეს ძალიან ჭკვიანი და ეშმაკი ცხრა წლის გოგონას, სოფის შანტაჟის მსხვერპლი გახდება, როდესაც მას მისი დედის სათვალთვალოდ გააგზავნიან. მაგრამ ყველაფერი თავდაყირა დადგება, როცა სოფი მის სახლში ფარულ კამერებს აღმოაჩენს, თავალთვალის საიდუმლო ოპერაციის მიმდინარეობის ადგილმდებარეობის გამოსავლენად, გოგონა საკუთარ ტექნიკურ ცოდნას იყენებს...
ყველას სჯერა რომ წეროს მოჰყავს ბავშვები, მაგრამ საიდან მოჰყავს ისინი? პასუხი სტრატოსფეროშია, სადაც ღრუბლის ადამიანები ქმნიან ბავშებს, ღრუბლისგან და აძლევენ მათ სიცოცხლეს. მარტოხელა რუხი ღრუბელი არის ოსტატი, საშიში ბავშვების შექმნაში. ნიანგები, მაჩვი, ზღარბი და სხვა - გასის საყვარელი ქმნილებებია, მისი ხელოვნების ნიმუშები...
ეს მოკლე ისტორია მოგვითხრობს ხანდაზმული ოჯახის შესახებ. ქალი, რომელსაც დედად გახდომის იმედი უკვე გადაწურული აქვს და დეპრესიით იტანჯება, მას შემდეგ გაუჩნება სიცოცხლის ხალისი, რაც მისი მომზადებული ერთ-ერთი დამპლინგი გაცოცხლდება და პატარა ბიჭუნად გადიქცევა...
კარატეს მასწავლებელი მიიაგი ტოვებს ლოს-ანჯელესს და მიემგზავრება ოკინავაში თავის მომაკვდავ მამასთან. დენიელი მიყვება მას მოგზაურობის დროს. სამშობლოში მიიაგი ხვდება თავის ძველ მტერს, დენიელი კი – ახალს იძენს...
აგათა ვონ ტრაპი - ცნობილი მუსიკალური ოჯახის უფროსი ქალიშვილია, რომელიც ჩარჩოებს სცდება - გადალახავს უამრავ წინააღმდეგობას - მისი მუსიკალური კარიერის გასაგრძელებლად და შეერთებულ შტატებში გადასასვლელად...
მოქალაქე-ბაიკების ცხოვრება იდიალიურია, სანამ ერთ დღეს ქალაქში ახალი და საოცარი მექანიზმი, შიგაწვის ძრავა, არ გამოჩნდება. ამის შემდეგ ძალიან სასაცილო თავგადასავალი იწყება - მთის ბაიკი „ „სფიდი“ თავისდაუნებურად გარემოსდამცველი აქტივისტების ლიდერი გახდება, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ შიგაწვის ძრავას ხელი შეუშალონ და არ დააბინძურებინონ თავიანთი ჯერ კიდევ ხელშეუხებელი ნავსაყუდელი...
უშიშარმა ნატურალისტმა და მკვლევარმა, ლაიონელ ფროსტმა მიზნად დაისახა მსოფლიოსთვის სხვადასხვა ქმნილებების არსებობის შესახებ მოეთხრო, რომელთა შესახებ ცნობები მხოლოდ ლეგენდებშიღა იყო. მისი ახალი აღმოჩენა არის ლინკი "დაკარგული რგოლი", რომელიც ევოლუციურ კიბეზე კაცობრიობას თავის წინაპრებთან აკავშირებს...
დამჩაგვრელებისაგან დამალვისას, მოზარდი ბიჭი აღმოაჩენს ექსტრაორდინალურ ფანტაზიის მიწას, მაგიური წიგნის მიხედვით, სახელად "დაუსრულებელი ამბავი". წიგნი ჰყვება ახალგაზრდა მეომარზე, რომელსაც ეხმარება დრაკონი სახელად ფალკორი. მათ უნდა გადაარჩინონ ფანტაზია დამანგრეველი ძალისგან...
ბალტოს და მის შვილს დიდი მოგზაურობა ელით. საქმე იმაშია, რომ ციგებს, რომლებსაც საუკუნეების მანძილზე გადაადგილების საშუალებად იყენებდნენ, უცნაური მოწყობილობა ავიწროვებს. ახალი დროა და ძნელად მისასვლელ ადგილებში ახლა თვითმფრინავით შეიძლება მოხვედრა. ეს ბალტოს სულაც არ მოსწონს. მან გადაწყვიტა შეეჯიბროს გამოცდილ მფრინავ დიუკს. ვინ უფრო სწრაფად მიიტანს ფოსტას დანიშნულების ადგილას...
სკუბი დუსა და მისი მეგობრების თავგადასავალი გრძელდება. მათ ახალი საიდუმლო უნდა ამოხსნან. მულტფილმის ერთ-ერთი პერსონაჟი ჯგუფი "კისის" წევრი ხდება. ამ სერიაში არის ბევრი მისტიკა, გამოცანა და სახალისო სიტუაცია...
როდესაც დრაკულაურა გადაწყვეტს, რომ ის ვამპირების ტახტის კანონიერი მემკვიდრეა, მაშინ ის მეგობარ მონსტრებთან ერთად გაემგზავრება ტრანსილვანიაში კორონაციის ცერემონიაზე. მაგრამ ისინი მალევე აღმოაჩენენ რომ დედოფალზე ნადირობა ჯერ არ დასრულებულა! ჩვენმა გმირებმა უნდა იპოვნონ უძველესი არტეფაქტი, რომელიც ცნობილია როგორც ვამპირის გული - რათა გაიგონ ვინ არის რეალურად ვამპირების დედოფალი...
დინამ დედისგან არაბუნებრივი ძალა მიიღო მემკვიდრეობით. მას შეუძლია ხალხის სულში ჩაიხედოს და აიძულოს ისინი შერცხვეთ საკუთარი ქმედების გამო. როდესაც ტახტის ერთადერთ მემკვიდრეს მკვლელობაში სდებენ ბრალს, დინას უწევს სიმართლის გარკვევა...
ბეტმანი, ბეტგირლი და რობინი ალიანსს შეკრავენ თინეიჯერ მუტანტ კუ-ნინძებთან, რათა კუ-ნინძების დაუძინებელ მტერს, შრედერს შეებრძოლონ, რომელიც, როგორც ირკვევა შეუამხანაგდა რას ელ გულს და დაქირაევებული მკვლელების ლიგას...
ანიმაციური ფილმი მოგვითხრობს ძაღლზე, სახელად რექსი. ის ბრიტანელი მონარქის საყვარელი არსებაა, რომელიც დაიკარგება და შეუერთდება ძაღლების კლანს, რომლებიც მუდმივად ჩხუბობენ. ამ გასაოცარ მოგზაურობაში რექსი იპოვის სიყვარულს და საკუთარი თავის რეალურ სახეს...