მიზანდასახული და გონებამახვილი, მაგრამ არც ისე იღბლიანი და დამჯერი ბიჭის თავგადასავალი. უცნაური თავგადასავლები მას არა მარტო სკოლაში, არამედ ზაფხულის დასვენების დღეებშიც თან სდევს, მაშინ როდესაც ოჯახს 90 წლის ბებიის დაბადების დღეზე წასვლაზე დაითანხმებს...
12 წლის კაილი და მისი თანაკლასელები ვერც კი წარმოიდგენდნენ რა მოჰყვებოდა ახალი ბიბლიოთეკის გახსნას , რომელიც ცნობილმა კომპიუტერული და სამაგიდო თამაშების გამომგონებელმა ლუიჯი ლიმონჩელომ ააშენა. მეგობრებს უჩვეულო თავგადასავალი ელით წინ, ისინი უმარავ დავალებას უნდა გაუმკლავდნენ , რათა ბიბლიოთეკიდან გააღწიონ, ამისათვის კი მხოლოდ რამოდენიმე საათი აქვთ...
ბლინკი ბილი პატარა კოალაა დიდი წარმოსახვის უნარით. გულის სიღრმეში იგი თავგადასავლების მოყვარული, იგი ოცნებობს დატოვოს პატარა ქალაქი და გაჰყვეს მისი დაკარგული მამის ნაკვალევს...
ტომ სოიერის, ბეკი ტეჩერის და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები მარკ ტვეინის უცხო პლანეტაზე. ტვეინმა უნდა იპოვნოს და გაანადგუროს ჰელის კომეტა, იმისათვის რომ ბედისწერა შეასრულოს. ახლა ტომმა, ბეკიმ და ჰეკმა უნდა გადააფიქრებინონ მას ეს გადაწყვეტილება...
ამ ზღაპარში არ არის პრინცესა, რომელსაც შველა სჭირდება. ბარბი და მისი მეგობარი მუშკეტერები პრინცს გადაარჩენენ! ბარბი – 16 წლის გოგონაა, რომელიც ოჯახს ტოვებს და პარიზში მიემგზავრება, რათა მუშკეტერი გახდეს და სამეფო ოჯახი გადაარჩინოს! სასახლეში ის სამ გოგონას გაიცნობს – ვივესას, რენეს და არამინას...
ნაციონალური პარკის ცხოველები ყოველ ახალ დღეს ეგებებიან ჩიტების გალობის ფონზე ასე გრძელდებოდა სანამ არ დადგა დღე როდესაც სზარელმა ხმაურმა ჩიტები დააბრთხო...
ნეკრომატს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს,მაგრამ მოულოდნელად დასჯა არ შედგა და ნეკრომატი სიკვდილით დასჯას გადაურჩა.იგი ეხლა 25 წელიწადში ერთხელ ერთი სხეულიდან მეორეში გადადის.მან უნდა შეძლოს წიგნის ნაწილების შეგროვება,რის შემდეგაც იგი თავისუფლებას მოიპოვებს...
ერთ დღეს უმუშევარი ფრედი აღდგომის კურდღელს ეჯახება მანქანით. სანამ ზღაპრული ცხოველი გამოჯანმრთელდება, გმირს უწევს მისი ადგილის დაკავება: მან უნდა დაურიგოს შეღებილი კვერცხები ბავშვებს მთელ მსოფლიოში...
თქვენ ფიქრობთ, რომ ეს ამბავი ზეპირად იცით? მაგრამ რა მოხდება თუ წითელქუდა სულ სხვანაირი აღმოჩნდება? დეტექტივურ გამოძიებას ინსპექტორი გომბეშო იწყებს. მას არც ისე ბევრი შეკითხვა აქვს: რატომ დასახლდა ბებია ასე შორს, ვინ გააგზავნა წითელქუდა უღრანი ტყის გავლით, რას საქმიანობს მგელი სინამდვილეში?...
ათი წლის ლიუისი მშობლების გარეშე იზრდება და ოცნებობს თავისი ოჯახის პოვნას. საბედნიეროდ, ლიუის დიდი წარმოსახვის უნარი აქვს და ფანტასტიური გამოგონების საოცარი ნიჭი. სხვადასხვა ხელში მოხვედრილ ნაწილებისგან ის ქმნის მოგონებების აღსადგენ მოწყობილობას, იმისათვის რომ დედის სახე მაინც ნახოს, რომელმაც ის ჯერ კიდევ თოთო ბავშვად თავშესაფარში დატოვა.მაგრამ სკოლის გამოფენაზე, სადაც ლიუისმა უნდა წარმოადგინოს მოქმედებაში თავისი მახსოვრობის სკანერი, დაუჯერებელი რამ ხდება. თავიდან ლიუისი ეცნობა თავის თანატოლს უილბერს, რომელიც წარმოედგინება, როგორც მომავლიდან ჩამოფრენილი "დროის კონტროლის სამსახურის" თანამშრომელი. შემდეგ კი კიდევ ერთი უცნაური ვინმე, ბოროტი ტიპი, გაიტაცებს ლიუისის გამოგონებას და გამოფენაზე სრულ ქაოსს მოაწყობს. იმისათვის რომ ყველაფერი თავის ადგილას დაბრუნდეს, ბიჭები მომავალში მიემართებიან, სადაც ლიუისს უამრავი წარმტაცი თავგადასავლები ელის. მან იმგზავრა დროის მანქანით, დაუმეგობრდა რობოტ კარლს, მონაწილეობა მიიღო დინოზავრთან ბრძოლაში, გადაარჩენს მთელ სამყაროს ბოროტმოქმედისგან, ყველაზე მთავარი კი – გაიცნობს დიდ, მეგობრულ და მხიარულ რობინსონების ოჯახს, და მათი სახით ნანატრ ნათესავებს შეიძენს...
ცბიერი კეტ რ.ვოული შეიტყუებს ჩვენს გმირს დასავლეთში, სადაც ის ძალებს გააერთიანებს ცნობილ ძაღლთან უაილი ბერპთან ბოროტული შეთქმულების წინააღდეგ, რომლის მიზანია არაფრის აზრზე მყოფი თაგვებისგან გამბურგერების გაკეთება!...
ალექს რაიდერი 14 წლის ობოლი ბიჭია , რომელსაც ბიძა ზრდის. ბიძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ალექსი გებულობს რომ ის ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო.
სუზან მერფი და ურჩხულები ახლა აშში–ს მთავრობაზე მუშაობენ. როცა სუზანის მშობლიურ ქალაქ მოდესტოში უცხოპლანეტელებს დააფიქსირებენ, გუნდს მაშინვე გზავნიან სიტუაციის დასაზვერად. ერთი შეხედვით მოდესტოში სიმშვიდეა: გოგრის სანათების ფანჯრებიდან იცქირებიან და ზღურბლთან წვანან. მაგრამ ჰელოუინის მოახლოებასთან ერთად ეს უწყინარი ქმნილებები მსოფლიოს ნამდვილ სახეს უჩვენებენ! მუტანტი-გოგრები დედამიწის დაპყრობის გეგმას აამოქმედებენ, მაგრამ ურჩხულები უკვე აქ არიან, რათა ჩაშალონ მათი მზაკვრული გეგმები!...
მულტფილმი მოგვითხრობს ტიმზე ვულკანის ამობრქვევის დროს დაობლებულ ბიჭზე, რომელიც ერთმა გენერალმა შვილივით გაზარდა და ცდილობდა მისგან გლადიატორის დაყენებას მაგრამ მისი სიზარმაცის გამო ეს შეუძლებელი გახდა, ერთ დღეს როდესაც მისი ბავშვობის მეგობარი გოგონა ბრუნდება ტიმი მის ცხოვრების სტილს რადიკალურად...
ნათანიელი მალე შვიდი წლის გახდება , მაგრამ მან ჯერ კითხვა არ იცის. ამიტომ , როდესაც მისი დეიდა მას ბიბლიოთეკას გადასცემს, რომელშიც ასობით წიგნია, იგი ძალიან დამწუხდება. არადა თითოეული ზღაპარი საიდუმლოს ინახავს, როდესაც ღამდება ზღაპრის გმირები წიგნებიდან ამოდიან. მათ უნდა გააფრთხილონ ნათანიელი , რომ დიდი საფრთხის წინაშე დგანან - ისინი შეიძლება სამუდამოდ გაქრნენ. ნათანიელი ფერიის დახმარებით დაპატარავდება და თამამად გაემგზავრება პატარა მეგობრების დასახმარებლად...
როდესაც ბოროტი კრედი სანტას სათამაშოების ჩანთას იპარავს, იგი ამსხვრევს შობის სულს და მსოფლიოს ბავშვები შობის შესახებ ივიწყებენ. ახლა კი დიდთვალა ობოლსა და მის ჯგუფს უწევს პოლარულ თავგადასავალში გახვევა, რათა შეაჩეროს კრედი ერთხელ და სამუდამოდ...
ბნელი და სახიფათო კრიმინალური მიწისქვეშეთის ამ ოინთა სერიაში, ჰან სოლო ხვდება მის ძლევამოსილ მეორე პილოტს, ჩუბაკას და ამარცხებს ცნობილ მოთამაშეს ლენდო კელრისიანს...
იაპონია, გასული საუკუნის 50-იანი წლები. ორი პატარა და - საცუკი და მეი სოფელში გადადიან საცხოვრებლად. გოგონები ტყეში საოცარ სამყაროს აღმოაჩენენ, რომელიც არაჩვეულებრივი ფუმფულა არსებებით - ტოტოროებითაა დასახლებული. ისინი მათ მალევე დაუმეგობრდებიან. ზოგი მათგანი ვებერთელაა, ზოგიც მინიატურული, მაგრამ ყველას აქვს კეთილი გული და მაგიური ძალა...
მეგობრული და ერთგული ოზის ცხვორება თავდაყირა დგება, მას სმდეგ, რაც მისი ოჯახი დასასვენებლად მიდის, მას კი ძაღლების სპა-სასტუმროში ტოვებენ. რეალურად ეს ძაღლების ციხეა. ოზი მისნაირ ძაღლებთან ერთად ისტორიაში ყველაზე მაგარი გაქცევის გეგმას ამზადებს...
პირველი ფილმის მოვლენების შემდეგ ორი წელი გავიდა. ლამბერტს ელფები პრინცესას ქორწილზე მიიწვევენ. გახარებული ლამბერტი მფრინავი ხომალდით მიემგზავრება ელფებთან. ბოროტი ელფების მეთაური ელენა ქორწილის ჩაშლას და შავი დრაკონის კრისტალის დასაკუთრებას აპირებს...
"პიტერ პენი" გრძელდება და ნევერლენდში ვბრუნდებით. 1940 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს უენდის უკვე ორი შვილი ყავს, ერთერთი მისი ქალიშვილი ჯეინია...
გაიცანით ცეროდენა. ეს პატარა არსება, მეგობრებთან ერთად, ფერად–ფერადი ყვავილებით მორთულ ჯადოსნურ სამყაროში ცხოვრობს, რომელსაც თვილერბი ჰქვია. განებივრებული გოგონას – მაკენას კაპრიზის შესრულების შემდეგ კი ცეროდენა თავის მეგობრებთან ერთად ქალაქის ერთ მდიდრულ ოთახში ხვდება, სადაც იგებს, რომ მის საყვარელ ქვეყანას განადგურება ემუქრება. ცეროდენა საშველად ბუნების მაგიას უხმობს და ცდილობს დაამტკიცოს, რომ ამქვეყნად ყველაზე ციცქნა არსებასაც შეუძლია სამყაროს შეცვლა...
ალბათ არასოდეს დაფიქრებულხართ, რომ თქვენი სახლის გარეთ, ჩვეულებრივ ბაღში, შესაძლებელია იზრდებოდეს ბოროტება, ნამდვილი მაგიით და იდუმალებით.შესაძლებელია ამ მზარდმა ბოროტებამ ბოლო მოუღოს ხასხასა სიმწვანეს და მტვრად აქციოს იგი. გადასარჩენია მსოლიო და საკუთარი თავი...
გოტემ სიტიში გაჩნდა ახალი სუპერ–გმირი, რომელსაც სხვა გეგმები აქვს ამ ბიზნესმენებთან დაკავშირებით – ქალი–ღამურა! სუპერთანამედროვე მოწყობილობების და ძლიერი მუშტების დახმარებით ის კრიმინალებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს!...
მოქმედება ვითარდება ჯადოსნურ ქვეყანაში ალაგეზიაში, რომელიშიც ელფები, ჯუჯები და სხვა ზღაპრული პერსონაჟები ცხოვრობენ. ფილმის მთავარი გმირი - 17-წლის სოფლელი ბიჭია სახელად ერაგონი, ის უკანასკნელი გვარის წარმომადგენელია, როდესღაც ძლევამოსილი დრაკონების მხედდრებიდან. ერთხელ ერაგონი იპოვის დრაკონის კვერცხს. ერაგონს ბედზე უწერია დრაკონი - საფვირას გაზრდა და მოვლა; დიდ ომში მონაწილეობის მიღება; ელფების ქალაქის ელესმერას ძიებაში უნახავ მიწებზე გავლა, რომლებიც ავსებულები არიან საფრთხით და სილამაზით; შეებრძოლება ჯადოქრებთან და ურჩხულებთან; ჩასვლა მთის შუა გულში ჯუჯების სამეფოში, იმისათვის რომ გახდეს პირველი თავისუფალი მებრძოლი, რომელიც არაა დამოკიდებული არც მხედართა მეფეზე, არც ვარდენების წინამძღოლზე...
როდესაც ბოროტი სული ხელყოფს ყველაფერს ძვირადღირებულს - ბავშვური ოცნებები, ჩრდილოელი, ყინულის ჯეკი, კურდღელი, კბილის ფერია და ქვიშის ადამიანი პირველად ერთიანდებიან, რათა შექმნან სიზმრების მცველთა ჯგუფი...
ისტორია ზარინაზე, ჭკვიან და ამბიციურ ფერიაზე, რომელიც კრეფს მტვერს მცენარეებიდან. ყველაფერი დაიწყება იქიდან, რომ ის მოიპარავს ფერიების ჯადოსნურ მტვერს...
ზებრა კუმბა დაბადებიდან გახდა მთელი ჯოგის დასაცინი იმის გამო, რომ დაიბადა ნახევრად ზოლიანი და ნახევრად თეთრი. როდესაც დაიწყო დიდი გვალვა ნათესავებმა გადაწყვიტეს რომ ის დაწყევლილია და ყველა უბედურება ხდება მის გამო. ჯოგმა გააძევა კუმბა და საკუთარმა მამამ ზურგი შეაქცია მას! გაბედული ნახევრად ზოლიანი ზებრა მიემგზავრება საშიშ და სახალისო მგოზაურობაში, რათა იპოვოს დაკარგული ზოლები და დაიმსახუროს ოჯახის პატივისცემა...
ჩვეულებრივი გოგონა სახელად ბლერ უილოუ გარდანიიდან, აირჩიეს სილამაზის კონკურსის მონაწილედ. მას ეხმარებიან მეგობრები, ჰედლი და ისლა, მაგრამ ამის და მიუხედავად, ბლერს მაინც უჭირს, რადგან იქ მყოფ ერთ-ერთ მასწავლებელს ის ძალიან არ მოეწონება და ცდილობს არა ბლერმა, არამედ მისმა შვილმა გაიმარჯვოს კონკურსში...
ოცტომბრის ცა 1999 წელს გადაღებული ჩარლზ გორდონის ფილმია ჯეიკ ჯილენჰაალის, კრის კუპერის და ლორა დერნის მონაწილეობით. დაფუძნებულია ჰომერ ჰიკმანის ცხოვრების ისტორიაზე - მეშახტეს შვილი, რომელიც მამის სურვილის წინააღმდეგ წავიდა და საბოლოოდ ნასას მეცნიერი გახდა...
როდესაც სიძუკუმ მორიგი წიგნი აიღო ბიბლიოთეკიდან, შემთხვევით შენიშნა, რომ მანამდე ეს წიგნი ვინმე სეიძიმ წაიკითხა. ეს პირველი შემთხვევა არ არის - სეიძის სხვა წიგნებიც აქვს წაკითხული, რომლებიც სიძუკუს მოსწონს. მან გადაწყვიტა გაიგოს, თუ ვინ არის სეიძი...
სუპერმენის კლონი ბიზარო ხდება შემაცბუნებელი პრობლემა. ქაოსი და დესტრუქცია სდევს მას ყველაფერი რასაც ისმენს, იმის საწინააღმდეგოა რასაც ამბობს, რასაც ამბობს ის ეწინააღმდეგენა თავის ნაგულისხმევს, და აკეთებს იმის საწინააღმდეგოს რაც სწორია...
ემი და იუკი — მხოლოდ გარეგნობით არიან უბრალო ბავშვები, რომლებსაც სამყაროს მძიმე ტვირთი არ უნდა აწვებოდეს. როდესაც მათი მამა დაიღუპება, უძველესი მაქციების კლანის ბოლო წარმომადგენელი, მათ დედას - ჩვეულებრივ გოგონას, რომელსაც შეუყვარდა ადამიანი, რომელიც აღმოჩნდა მგელი - მოუწევს დიდი ქალაქიდან გადასვლა, რათა დაიწყოს ყველაფერი თავიდან...
პატარა ქალაქის წარმატებული ფეხბურთის მრწვთნელი და მისი ცოლი თავის 12 შვილთან ერთად ბედნიერად ცხოვრობენ. ერთხელაც მამა მიწვევას იღებს დიდი ქალაქიდან სერიოზულ გუნდში. საცხოვრებელი ადგილის და ჩვეული გრაფიკის ცვლილება დადებითად არ აისახება მრავალრიცხოვან ოჯახზე...
მისტერ ბინი კანში მოგზაურობას იგებს, სადაც იგი მოულოდნელად პატარა ბიჭს მამას დააშორებს.ახლა მან უნდა დააკავშიროს ისინი. პროცესში ის საფრანგეთს აღმოაჩენს...
პატარა ვიქტორი სამეცნიერო ექსპერმენტს ატარებს, რათა თავის საყვარელ ძაღლს, სპარკის სიცოცხლე დაუბრუნოს,რომლის დროსაც წინასწარ გაუთვლელ, ზოგჯერ საზარელ შედეგებს აწყდება...
ფილმის პირველი ნაწილის მოვლებნებიდან გავიდა რამოდენიმე წელი. უინტერის დედა გარდაიცვალა. უინტერი დარჩა მარტო, მაგრამ შეერთებული შტატების კანონების მიხედვით დელფინების შენახვა სათითაოდ აკრძალულია. ამიტომაც ჰოსპიტალის გუნდს მოუწევს მონახონ კომპანიონი უინტერისთვის...
თანატოლებთან ურთიერთობის სიძნელეების გამო ფილმის 10 წლის გმირი იძლებულია მარტო დარჩეს არადადაგებზე.იგი იგონებს ორ არარსებულ მეოგობარს: ბიჭ ზვიგენსა და გოგონა ლავას ...
ბეტმენი აღმოაჩენს მისტიურ თინეიჯერ გოგონას, ზეადამიანური უნარებით, რომელიც დაკავშირებულია სუპერმენთან. როცა ის მოექცევა დარქსეიდის ყურადღების ცენტრში, მოვლენები სხვანაირად ვითარდება...
დაცვის თანამშრომელი პოლი მიემგზავრება ლას-ვეგასში ქალიშვილთან ერთად, რომ დაესწროს დაცვის სამსახურისადმი მიძღვნილ გამოფენას. გამოფენაზე პოლი შემთხვევით გაიგებს ძარცვის შესახებ და გადაწყვეტს დამნაშავეების დაკავებას...
შეხვდით კლაჩ პაუერსს, საუკეთესო მშენებელს და გამომძიებელს მთელს სამყაროში. ის მიემართება ყველაზე საპასუხისმგებლო დავალებაზე. შემოუერთდით კლაჩს და მის რაზმს თავგადასავლებში, რომლებიც წაიყვანენ მათ კოსმიურ პოლიციაში, შემდეგ შუა საუკუნის აშლარის სამყაროში, სადაც ისინი უნდა დაეხმაროს სამეფო კარის ნამდვილ მემკვიდრეს მოიპოვოს გამბედაობა იმისათვის, რომ ებრძოლოს სამეფო კარის ჯადოქარს ბოროტ მალოკოს. მოემზადეთ დინამიური თავგადასავლებისათვის, რომელიც არა გავს არცერთ სხვას რაც აქამდე გინახავთ: კლაჩ პაუერსის თავგადასავლებისათვის!...
ატლანტიდა ... ოკეანეს სიღრმეში ჩაძირული ლეგენდარული კუნძულიუს პოვნას უამრავი მამაცი ოცნებობდა. მაგრამ მხოლოდ ახალგაზრდა მაილო ტეტჩს გაუმართლა: 1914 წელს მის ხელში საიდუმლიო დღიური მოხვდა, რომელშიც დაკარგული იმპერიისაკენ მიმავალ გზას აჩენებდა. და აი უკვე მსოფლიოში ყველაზე გამძლე წყალქვეშა ნავი უშიშარი კაპიტან რურკის მეთაურობის ქვეშ ღია ოკეანეში გადის. მაილოს და მის თანამგზავრებს უამრავი დაუვიწყარი თავგადასავალი ელოდება წინ ...
ანიმაცია გვიყვება ამბავს დაკარგულ რუს პრინცესა ანასტასიაზე და მის საოცარ თავგადასავლებზე. როდესაც ცვლილებების ჩრდილი რუსეთს უახლოვდება, პაწაწინა ანასტასია სიცოცხლის გადასარჩენად იძულებულია დაიმალოს. წლების მერე ის შეხვდება მომხიბვლელ ახალგაზრდა დმიტრის. ერთად ისინი პარიზში მიემართებიან, რომ ანასტასიას კანონიერრი მემკვიდრეობა იპოვონ. მაგრამ მათ გზაზე ბოროტი ჯადოქარი რასპუტინი დადგება პაქტარა ბოროტ ღამურასთან - ბარტოქთან ერთად...
ბენი და საორსი დედის გაუჩინარების შემდეგ, ბებიასთან საცხოვრებლად გადადიან ქალაქში. როდესაც ისინი უკან სახლში დაბრუნებას გადაწყვეტენ, მათ ბევრი წინააღმდეგობის გადალახვა მოუწევთ.