სოლომონ ნორტაპი იყო დაქორწინებული და კარგად განათლებული ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში, როდესაც ორმა ადამიანმა შესთავაზა მიმზიდველი სამუშაო ვაშინგტონში. ჩამოსვლისას, მას იტაცებენ და ის ხდება მონა...
ბარენსის ზღვა, 2000 წლის 12 აგვისტო. რუსული სამხედრო-საზღვაო ვარჯიში, რომლის დროსაც სერიოზული შეჯახება მოხდება, გამოიწვევს წყალქვეშა ნავის ჩაძირვას, რომლის ბორტზეც 118 ადამიანისგან შემდგარი ეკიპაჟი იმყოფება. გადარჩება რამდენიმე მეზღვაური, რომელიც ჯერ კიდევ სიცოცხლისთვის იბრძვის. მათი ოჯახები ყველანაირად ცდილობენ მათ გადასარჩენად ყველანაირ ხეხრს მიმართონ, თუმცა, მათი ყველა მცდელობა უშედეგოა...
ფილმი მოგვითხრობს მეორე მსოფლიო ომის დროს უდანაშაულო ბრუნოს თვალით დანახული ისტორიის შესახებ. რვა წლის ბიჭი საკონცენტრაციო ბანაკის კომენდანტის შვილია. მას ებრაელ ბავშვთან მეგობრობას უკრძალავენ, რომელიც ბანაკის ჭაობის მეორე მხარეს არის და მოვლენების განვითარებას ელოდება...
ფილმი შთაგონებულია რეალური სამაშველო ისტორიებით და მოგვითხრობს გასაოცარ ამბავს მოსადის აგენტებისა და მამაცი ეთიოპიელების შესახებ. მოქმედება მიმდინარეობს 80-იანი წლების დასაწყისში, სუდანში. მისია დაეკისრა შესანიშნავ გუნდს, რომელსაც ხელმძღვანელობენ ქარიზმატული არი კიდრონი და მამაცი ადგილობრივი სახელად კაბედე ბიმრო.
ეს არის ამბავი ადამიანის, რომელიც ერთდროულად აღმოაჩენს მეგობრობას, სიყვარულსა და შთაგონებას სკოლის კედლებში, რომლებიც სავსეა ახალგაზრდული სულის მქონე მოზარდებით...
ტედ ბანდის დანაშაულების ქრონიკა, მისი დიდიხნის მეგობარი გოგონას - ელიზაბეტ კლეპფერის, პერსპექტივიდან დანახული, რომელიც წლების მანძილზე არ იჯერებდა სიმართლეს მის შესახებ...
მე-18 საუკუნის დასაწყისი - ინგლისი საფრანგეთს ებრძვის. ამის მიუხედავად, გაცხარებული მიმდინარეობს იხვების შეჯიბრი და ანანასსაც არავინ იკლებს. ტახტზე ავადმყოფი დედოფალი ანა ზის, ხოლო ქვეყანას მისი ახლო მეგობარი, ლედი სარა განაგებს. როდესაც ახალი მოახლე, ებიგაილი ჩამოდის, სარა მისით იხიბლება. სარა მასზე ზრუნავს და ებიგაილსაც უჩნდება შესაძლებლობა, რომ თავის არისტოკრატულ ფესვებს დაუბრუნდეს. სარა ომისგან დაღლილია და ამ დროს ებიგაილი მას სიცარიელეს უვსებს, როგორც დედოფლის კომპანიონი...
მარია სტიუარტი, ბევრის მხრიდან ინგლისის ტახტის ერთადერთ ლეგიტიმურ მემკვიდრედ აღიარებული ქალი, ცდილობს საკუთარი ბიძაშვილის - დედოფალი ელიზაბეტ პირველის ტახტიდან ჩამოგდებას...
ფილმი სრულიად მოულოდნელ პასუხს გასცემს მუდმივ კითხვას : ვინ "იყო ან არ იყო" შექსპირი. სინამდვილეში ვინ იმალება ამ უდიდესი ადამიანის სახელის უკან?...
ავსტრალია 1920-იანი წლები. აბორიგენი სემი კლავს თეთრკანიან მიწათმფლობელს, რათა თავი გადაირჩინოს. როდესაც მასზე ნადირობა იწყება, სემი მთავრობას ჩაბარდება, მისი ორსული ცოლის უსაფრთხოების გამო. სემს მხოლოდ სასამართლოს სამართლიანობის იმედი აქვს...
1942 წელი, ბრიტანელი ჯარისკაცი ხვდება იაპონელების სატუსაღო ბანაკში. ბანაკის ხელმძღვანელი იონოი მკაცრად იცავს დისციპლინას, ის ტრადიციების დამცველია და თვლის რომ ტყვეები მხდალები არიან, რადგან ურჩევნიათ ტყვედ ჩავარდნა თვითმკვლელობას...
გერმანია 70-იანი წლები. რადიკალურად განწყობილი ყოფილი ნაცისტების შთამომავლები, რომლებსაც ანდრეა ბაადერი ხელმძღვანელობს, ყოფილი ჟურნალსტი ულრიკე მაინჰოფი და გუდრუნ ენსლინი იბრძვიან იმის წინააღმდეგ, რასაც ისინი ფაშიზმის სახეს უწოდებენ: აშშ–ს პოლიტიკის წინააღმდეგ ვიეტნამში, ახლო აღმოსავლეთში და მესამე სამყაროს ქვეყნებში, რომლებსაც მხარს უჭერს გერმანის პოლიტიკური ელიტა.
რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული სამი ებრაული ოჯახის ისტორია. მთავარი გმირები, 1942 წლის 16-17 ივლისს მომხდარი მოვლენების ცენტრში აღმოჩნდნენ, როდესაც ფრანგმა პოლიციელებმა 12 ათასზე მეტი ებრაელი დააკავეს. ისინი ველ-დ ’ივის სტადიონზე ჰყავდათ ჩაკეტილი. ასამდე ტყვემ თვითმკვლელობით დაასრულა სიცოცხლე, ხოლო ვინც გაქცევას ცდილობდა ადგილზევე ხვრეტდნენ. ექვსი დღის შემდეგ ებრაელები ფრანგულ ბანაკებში გადაიყვანეს რის შემდეგაც ისინი გერმანულ სიკვდილის ბანაკებში აღმოჩნდნენ...
XVI საუკუნეში, დაიბადა აბეგარი. იგი იყო ღმერთების რჩეული, რომლებმაც აჩუქეს მას უკვდავება და ღრუბლებში ფრენის უნარი. უშიშარ მეომარს თავისი ძალები უნდა გამოეყენებინა ხალხის გადასარჩენად...
ფილმი ოსკარ ვაილდის უკანასკნელი დღეების შესახებ მოგვითხრობს. ერთ დროს ინგლისის ყველაზე პოპულარული მწერალი, სასიკვდილო სარეცელზე მოგონებებში იძირება და წარსულს იხსენებს...
მეფედ კურთხევის შემდეგ, ინგლისელების მიერ იძულებით გადასახლებული შოტლანდიის მეფე, ლეგენდარული მეომარი რობერტ VIII დე ბრუსი, ტახტის დასაბრულებლად იბრძვის...
ოსკარ უაილდის ტალანტი საქვეყნოდ მაშინ აღიარეს, როდესაც მისი რომანი "დორიან გრეის პორტრეტი" დაიბეჭდა. ოსკარი ცხოვრებით სავსებით კმაყოფილი იყო და წარმატებით ტკბებოდა ვიდრე ერთმა გარემოებამ გადამწყვეტი მნიშვნელობა არ იქონია მის მომავალზე...
ერთი სწორი პასუხი ტელევიქტორინაში და უეჭველი გამარჯვებული0... აგებს. გერბერტ სტემპელი სუპერმოთამაშეა სახელგანთქმულ ტელეშოუში - "21", რომელსაც მოგების უდიდესი შანსი აქვს. მილიონობით მაყურებელი ფინალის მოლოდინშია, მაგრამ მოულოდნელად ის სცენიდან მიდის. მის მაგივრად კი, ახალი მოთამაშე შემოდის. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების ნიხედვით - გრანდიოზული სკანდალი, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა...
მაქს მანუსი ოცს წელს ცოტათი იყო გადაცილებული, როდესაც დაიწყო მეორე მსოფლიო ომი და ნორვეგია აიღეს ნაცისტებმა. მაქსი გახდა ერთ-ერთი უშიშარი ნორვეგიული წინააღმდეგობის მეომარი. მისი უფროსობის დროს ახალგაზრდა ბიჭები აფეთქებდნენ ტანკებს და იღებდნენ შტაბებს. რამოდენიმე საშიში წელი, ომი მაქსისთვის ცხოვრება გახდა - იქ ის შეხვდა ნამდვილ სიყვარულს, და იქვე დაკარგა მეგობარი...
In Norway on 22 July 2011, right-wing terrorist Anders Behring Breivik murdered 77 young people attending a Labour Party Youth Camp on Utöya Island outside of Oslo. This three-part story will focus on the survivors of the attacks, the political leadership of Norway, and the lawyers involved.
ბრწყინვალე ოფიცერი და ცნობილი პოეტი სირანო დე ბერჟერაკი შეყვარებულია თავის ბიძაშვილზე, როკსანაზე რასაც ის საერთოდ ვერ ხვდება. სირნო რამდენადაც მამაცია ბრძოლის ვერლზე და მრავალლიცხოვან დუელში, იმდენად სუსტია და მორცხვი სიყვარულში. თავისი გრძელი ცხვირის გამო ის ბოლომდეა დარწმუნებული, რომ როკსანა მას ზედაც არ შეხედავს. ამიტომ მეგობრის სახელით, სირანო სწერს მას სასიყვარულო ლექსებს. ამის წყალობით მან როკსანას გული მოიგო, მაგრამ ირუპება ომში, ისერომ ვერ გამოუტყდა მას რომ ლექსები და წერილები მისი დაწერილი იყო. და ინახავს ამ საიდულოს სიკვდილამე…
ჩიტუნა - ახალგაზრდა მამაკაცია, რომელიც ვიეტნამის ომიდან დაბრუნდა. ის ცხოვრობს ჰოსპიტალში ვეტერანებისთვის და თავისი თავს ერთერთ ფრთიანად წარმოუდგენია. იმ კოშმარის შემდეგ, რომლის გავლაც მას მოუწია, მას არ უნდა ადამიანი იყოს. მის მკურნალი ექიმი გადაწყვეტს ის ცხოვრებისაკენ ნებისმიერ ფასად დააბრუნოს. ამისათვის ის ჩიტუნას ძველ მეგობარს გამოიძახებს, ასეთივე ბიჭს, რომელმაც ვიეტნამი გამოიარა - ელა კოლუმბატოს. როდესღაც ბავშვობაში ჩიტუნამ თავისთვის ფრთები გაიკეთა, ელი კი მას აფრენაში დაეხმარა. ახალ ისტორია უნდა განმეორდეს...
1812 წელი. აშშ-მ კიდევ ერთხელ გამოაცხადა ომი და აიძულა ჩინეთის მაცხოვრებლები აერჩიათ, რომელ მხარეს იყვნენ. გოგო მოჰოკების ტომიდან, ორ საყვარელთან ერთად გადაყწვეტს შეებრძოლოს ამერიკელ ჯარისკაცებს, რომლებიც მათი მეგობრების გამო შურის საძიებლად მოვიდნენ...
ნახევრად ბიოგრაფიული კინოსურათი მოგვითხრობს სამხედრო-საბრძოლო ხელოვნების ოსტატზე, რომელსაც შეხება აქვს ვინგ ჩუნის ჩინურ საბრძოლო ხელოვნებასთან. როცა სასტიკი განგსტერების ბანდა განაგრძობს თამაშს ქალაქის აღებასთან დაკავშირებით, იპი ცდილობს მათ შეჩერებას...
ფილმი მოგვითრობს კაპიტან გუ ზიდის ცხოვრებაზე, რომელიც ჩინური სახალხო ჯარის ასეულს მეთაურობს. ასევე სამხედრო მოქმედებებზე, რომელთაგან ბოლოს ბრძოლაში ის ერთადერთი გადარჩა ცოცხალი და ცხოვრების ბოლომდე ცდილობდა სამხედროების შეცდომების გამოსწორებას, რომლებმაც მისი ასეული უგზო–უკვლოდ დაკარგულად გამოაცხადეს...
ჩინეთი მრავალი წლის განმავლობაში იყო გაყოფილი.აქ ყველა ერთმანეთს ებრძოდა.გადამწყვეტ ბრძოლაში მერონგუ ახ ხუმ მოახერხა თავისი ჯარის გამარჯვებამდე მიყვანა.მაგრამ ყველაფერი მას შემდეგ აირევა რაც მოკლულია მეფე იანი...
ფილმი იესოზე - ლუკას სახარების ეკრანიზაცია. რეჟისორი ჯონ ჰეიმანი სხვა კინორეჟისორების ნამუშევრებისგან განსხვავებით იესოს ზებუნებრივ გმირად არ გვიხატავს. ის მისაღები, ახლობელი და თბილია - სწორედ ისეთი, როგორსაც ლუკა ახასიათებს მისი ცხოვრების და მოღვაწეობის აღწერისას...
ახალგაზრდა კატარო და მისი ძაღლი ხვდება უსახელო სამურაის. მეომრები, მოხუცი ალქიმიკოსის მეთაურობით, ამომავალი მზის ქვეყანაში ჩამოდიან. მათი ჩამოსვლის ნამდვილი მიზეზი უკვდავების ელექსირის ინგრედიენტების შეგროვებაა, რომელიც იმპერატორისთვისაა განკუთვნილი...
ნაწილობრივ ფილმი ომზე და ნაწილობრივ სასამართლო დრამა, რომელშიც ომის გმირი სასამართლოს წინაშე წარსდგება და მხოლოდ ერთი მეგობარი ჰყავს, რომელსაც მისი დაცვა და გამართლება შეუძლია.
ფილმი მოგვითხრობს მკვლელის ისტორიას, რომელიც ბევრ საბრძოლო ხელოვნებას ფლობს. მან მკვლელობებს თავი დაანება. მას გარეგნობა შეიცვალა და ჩვეულებრივი ადამიანივით დაიწყო ცხოვრება. იგი გათხოვდება, მაგრამ წარსული მოსვენებას არ აძლევს. მას ბევრი მკვლელი ეძებს...
კოპენჰაგენი, 1944 წელი. დანია ნაცისტების ჯარებითაა ოკუპირებული. ალის წინააღმდეგობის მებრძოლები და ციტრონი მალულად მოქმედებენ, დანიელ ინფორმატორებს იშორებენ გზიდან და საბოტაჟით არიან დაკავებულები...
სალემი, მასაჩუსეტის შტატი, 1692 წელი, გოგონებს ბრალად ედებათ ჯადოქრობა და სოფლის მოსახლეობა მათ დასჯას ითხოვს. ფილმი ეფუძნება არტურ მილერის ამავე სახელწოდების პიესას...
მე–20 საუკუნის 30–იანი წლები, დიდი ბრიტანეთი. მსოფლიოს მეორე მსოლფიო ომით მოსპობა ემუქრება, მაგრამ ბრიტანეთის პარლამენტის წევრებს არ სჯერათ ომის გარდუვალობა და იმედოვნებენ იპოვონ ფაშისტურ გერმანიასთან თანაცხოვრების მშვიდობიან გზებს. მხოლოდ უინსტონ ჩერჩილი ხედავს იმ საფრთხეს, რომელიც რეალურად ემუქრება ევროპასა და ბრიტანეთს...
რეალურ მოვლენებზე დაფუძნებული ფილმი მოგვითხრობს აფრიკელი მონების დაუჯერებელი მოგზაურობის შესახებ, რომლებიც თავს დაესხმევიან, დაიპყრობენ მონებით მოვაჭრე გემს და სამშობლოში დაბრუნებას ეცდებაინ. იმის შემდეგ, რაც ხელისუფლება ხომალდს დაიბრუნებს, მონებს აშშ–ში გადააგზავნიან, სადაც ისინი ციხეში მოხვდებიან მკვლელობის ბრალდებით. დაიწყება სასამართლო პროცესი, რომელიც ამერიკული სამართალის საფუძვლებს შეეხება და მთელი ნაციის ყურადღებას მიიზიდავს...
1962 წლის ოქტომბრის ცამეტი დღის მანძილზე მსოფლიო საშინელი კატასტროფის ზღვარზე იყო. მთელი მსოფლიოს მოსახლეობა ელოდა დიპლომატიური და საომარი კონფრონტაციის შედეგებს აშშ-სა და საბჭოთა კავშირს შორის...
ერიკ ლომაკსის რეალური ისტორია. მეორე მსოფლიო ომის დროს, ეს ბრიტანელი ოფიცერი შეიპყრო იაპონიის ჯარმა, შედეგად მან გაიარა ტყვეობის ყველა საშინელება. ტყვეობაში, ის აიძულეს, მონაწილეობა მიეღო რკინიგზის მშენებლობაში. მისი გათავისუფლების შემდეგ ლეიტენანტ ლომაკს მიანიჭეს კაპიტნის წოდება...
აღიარებული მწერალი და ისტორიკოსი დებორა ე, ლიპსტადტი იბრძვის ისტორიული სიმარტლის დასამტკიცებლად, რომლის თანახმადაც ჰოლოკოსტი ცილისწამების მსხვერპლი იყო...
ანნა, რომელიც პირველ მსოფლიო ომში დაღუპული შეყვარებულის, ფრანცის საფლავზეა, შეხვდება უცნობ ფრანგ მამაკაცს, რომელსაც საფლავზე ყვავილები მიაქვს. მამაკაცთან შეხვედრა ანას ცხოვრებას თავდაყირა დააყენებს...
ინტერვიუს სერია პრეზიდენტის შესახებ. უოტერგეიტის სკანდალის დრო. პოპულარული გადაცემა "საუზმე დევიდ ფროსტთან". და ეს ყველაფერი პირდაპირ ეთერში ხდება...
ლინდონ ბი ჯონსონი აშშ-ს პრეზიდენტი ხდება, საყოველთაო ქაოსის ტალღის შემდეგ, რომელიც ჯონ კენედის მოულოდნელი მკვლელობით იყო გამოწვეული. ფილმში ნაჩვენებია მისი პრეზიდენტობის პირველი 11 თვე. რომელიც მოიცავს, 1964 წლის სამოქალაქო უფლებების აქტის მიღებისათვის ბრძოლას, ასევე საკუთარ საპრეზიდენტო კამპანიას. კულმინაცია კი არის ღამე, როდესაც ჯონსონი რეალურად იქნა არჩეული პრეზიდეტად. იგი უკვე აღარ იყო "შემთხვევითი პრეზიდენტი"...
ფილმი ეფუძნება რეალურ ისტორიას. სახელგანთქმულმა ფსიქოლოგმა სტენლი მილგრამმა 1961 წელს ჩაატარა რამოდენიმე რადიკალური ექსპერიმენტი, ელექტროშოკის გამოყენებით...
ფილმი 1939 წლის 17 სექტემბერს იწყება და მთავრდება 1945 წლის შემოდგომაზე. ფილმში მოთხრობილია თუ როგორ სასტიკად გაუსწორდა საბჭოთა არმია ასობით პოლონელ ოფიცერს კატინის ტყეში...