ფილმი მოგვითხრობს ბენგალიის არმიის ყოფილი ბრიტანელი ჯარისკაცის სერ ჯეიმს ბრუკსის რეალური თავგადასავლების შესახებ, რომელიც 1839 წელს ახალი სამყაროს აღმოჩენის მიზნით გემით მიემგზავრება ბორნეოში, სადაც ის იარაღის გამოყენების გარეშე სულთანს მკვიდრი ტომების აჯანყების ჩახშობაში დაეხმარება. ჯეიმის ბრიტანეთის იმპერიას გამოიწვევს, როდესაც ჯუნგლების სამეფოს მართვას და საზოგადოების რეფორმირებას გადაწყვეტს, სადაც მას მეკობრეების, ადგილობრივი მოსახელობის, დიდებულების, მონობის და ადამიანებზე ნადირობის წინააღმდეგ ბრძოლა მოუწევს. შედეგად, ბრიტანეთის დედოფალი ვიქტორია მთავარ გმირს მისი მიღწევების გამო წოდებას მიანიჭებს...
მიჩიგანის ციხიდან გაქცევის შემდეგ მომხიბვლელი კრიმინალი კანადაში ახალ ვინაობას იძენს და რეკორდული ოდენობის - 59 ბანკსა და საიუველირო მაღაზიას ძარცვავს. ამ დროს კი მის დაჭერას თავზეხელაღებული ოპერატიული ჯგუფი ცდილობს. დაფუძნებულია "გაქცეული ბანდიტის" ისტორიაზე.
სათავგადასავლო კომედია, რომელიც მამაცი მეკობრეების და ბანდიტების ავანტიურისტთა ჯგუფის შთამბეჭდავი ამბის შესახებ მოგვითხრობს, რომლებიც ბობოქარ ზღვაში მთელი ძალებით იბრძვიან კორეული დინასტიის, გორიოს სამეფო ოჯახის უკანასკნელი საგანძურის მოსაპოვებლად, რომელიც უკვალოდ გაუჩინარდა ჩოსონის დინასტიის დაარსების შემდეგ...
ფილმი მოგვითხრობს ცნობილი ახალზელანდიელი ბერტა მონროს ცხოვრების ისტორიაზე, რომელმაც თავისი ცხოვრების უამრავი წელი მიახარჯა თავისი საყვარელი მოტოციკლის გადაკეთებას საშეჯიბრო ბოლიდში სიჩქარის რეკორდის დასამყარებლად. ეს მოტოციკლი მარკის "ინდიანი" იყო, გამოშვებული 1920 წელს და მის მაქსიმალური სიჩქარე მხოლოდ 58 მილი/სთ აღწევდა. ოფიციალური რეკორდი (200 მილი/სთ) იყო დამყარებული! ეს 1967 წელს მოხდა...
პარიზი, 1940 წელი. დე გოლების წყვილი საფრანგეთის სამხედრო და პოლიტიკური კოლაფსის მომსწრეა. შარლ დე გოლი ლონდონში მიდის, ხოლო ივონი, მისი მეუღლე, სამი შვილით ბიბლიური გაქცევის გზაზე აღმოჩნდება...
ისტორიული დრამა, ეიფელის კოშკის მშენებლობის შესახებ, რომელშიც მოვლენები საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავისთვის პარიზში მსოფლიო გამოფენის მომზადების დროს ვითრდება, რომელიც 1889 წელს უნდა ჩატარებულიყო. საფრანგეთის ხელისუფლება არქიტექტურულ კონკურს გამოაცხადებს, რომელშიც გუსტავ ეიფელის საინჟინრო ბიურო გაიმარჯვებს, რამაც სამუდამოდ შეცვალა არქიტექტორის ცხოვრება და ქალაქის ბედი, რაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი და ცნობილი ღირშესანიშნაობის შექმნას გამოიწვევს.
ნამდვილ ამბავზე დაფუძნებული კრიმინალური დრამა, უცნაური და ჩახლართული ურთიერთობის შესახებ, რომელიც გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტ ბილ ჰაგმაიერსა და სერიული მკვლელის ტედ ბანდის შორის განვითარდა, როდესაც 1980 წელს ბანდი სიკვდილმისჯილთა კამერაში იმყოფებოდა…
ფილმის სიუჟეტი 1966 წელს, ტეხასში ვითარდება, სადაც თეთრკანიანი მწვრთნელი დონ ჰესკინსი კოლეჯის კალათბურთის გუნდს ამზადებს, რომლის ყველა წევრი შავკარიანია...
ფილმის სიუჟეტი ტეხასელი მოგაზურის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ველურ დასავლეთს სიახლეებს ამცობს. მისი ცხოვრება პატარა გოგოს გამოჩენის შემდეგ იცვლება, რომელსაც კაცი ნამდვილ მხსნელად მოევლინება.
ესტონეთი, 1870 წელი. ახალგაზრდა და შეუპოვარი ანდრესი, ცოლთან ერთად ფერმაში ჩადის, რომელიც სესხით იყიდა, რათა ახალი ცხოვრება დაიწყოს. ჭაობებგარშემორტყმული, მიტოვებული და უარყოფილი ადგილი ისეთ ადგილად უნდა გადაკეთდეს, როგორიც ოჯახს გამოადგება. მათ მხოლოდ ის მოეთხოვებათ, რომ უნაყოფო მიწა გატეხონ, მეზობლებთან იურთიერთონ და მემკვიდრე აღზარდონ - ვაჟი, რომელიც მამის მთელი ცხოვრების ნამუშევარს მემკვიდრეობით მიიღებს. მაგრამ როდესაც ბუნება არ დაემორჩილება, მეზობლები კი შფოთისთავი მეტოქეები გახდებიან, ხოლო ცოლი გოგოებს გააჩენს, ანდრესი ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი ნახოს. სიმართლისა და სამართლიანობის ძიებაში იგი ოჯახს, მეგობრებსა და თავისთავსაც სწირავს. აყვავებულ და დამპურებელ ადგილზე ოცნებას სასოწარკვეთილება ჩაანაცვლებს - როდესაც არაფერი გაქვს, რაც გინდა და ყველაფერი რისიც გეშინია.
ფილმი დიდი ბრიტანეთის მეფის ედვარდ VIII-ს და ამერიკელი უოლის სიმპსონის რომანის შესახებაა. როდესაც სიმპსონმა პრინცი გაიცნო ის გათხოვილი იყო. თუ მეფეს მასზე დაქორწინება სურდა, მას ტახტზე უარი უნდა ეთქვა. მაგრამ მათ სიყვარულს ამანაც კი არ შეუშალა ხელი...
ფილმის სიუჟეტი 1939 წლის დიდ ბრიტანეთში, ენი კისის გარშემო ვითარდება, რომლის ცხოვრებაც რადიკალურად იცვლება. ენის ხელში საიდუმლო მასალები ჩაუვარდება რომელიც ინგლისის და გერმანიის საერთო შეთქმულებას ადასტურებს.
ფილმი მოგვითხრობს მოციქული პავლეს ცხოვრების ისტორიაზე. მან ქრისტიანების დევნით დაიწყო და როგორც ქრისტიანული ეკლესიის ეკლესიის დამაარსებელმა, ისე დაასრულა სიცოცხლე ციხეში...
საფრანგეთის მეფე ლუდოვიკო XIV სიცოცხლით ტკბება და დარწმუნებულია საკუთარ ძალაუფლებაში, ქვეყანა კი სიღატაკის ზღვარზე დგას. ყოფილი მუშკეტერები ათოსი, პართოსი და არამისი ეცდებიან გადაარჩინონ საიდუმლო პატიმარი, რომელიც შეიძლება საფრანგეთის აყვავების ერთადერთი იმედი აღმოჩნდეს. მხოლოდ ერთი კითხვა რჩება: დაეხმარებათ მათ თუ არა ერთგული მეგობარი, დარტანიანი...
აშშ-ს არმიის სერჟანტი უილ მონტგომერი დაბრუნდა ერაყიდან და ახალი მოვალეობა გაუჩნდა - მან დაღუპული ჯარისკაცების ქვრივებს პირადად უნდა აცნობოს, რომ მათი მეუღლეები ფრონტიდან ცოცხლები ვეღარ დაბრუნდებიან. ძნელია "სიკვდილის მოციქულის" ეთიკური დილემის წარმოდგენა, რადგან სერჟანტ მონგომერის ერთ-ერთი ქვრივის მიმართ გრძნობები გაუჩნდა...
ფილმი უკეთებს ანალიზს თანამედროვე სამყაროში მიმიდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს. ის წარმოადგენს ხალხისთვის თვალის ახელის რეალურ მცდელობას. ასევე გაეცნობით მოძრაობა ”პროექტ ვენერას” აქტივისტებს, რომლებიც თვლიან, რომ მოსახლეობას არ სჭირდება პოლიტიკოსები და ფინანსური სისტემა. მათი აზრით მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია კაციობრიობა მშვიდობამდე მიიყვანოს...
ფილმი მოგვითხრობს 2008 წელს რუსეთ-საქართველოს შორის ომის შესახებ. ფილმში დანახულია მოვლენები ამერიკელი ჟურნალისტის, მისი ოპერატორის და ქართველი მოქალაქეების თვალით...
ემა ნეაპოლში ბრიტანეთის ელჩს – ლორდ ჰამილტონს გაიცნობს და მალე მისი ცოლი ხდება. ის ახალგაზრდა არ არის, მაგრამ აქვს დიდებული შინაგანი ბუნება და დახვეწილი მანერები. თუმცა, წარსული ნამდვილად არ აქვს სუფთა. თითოეული მათგანი თითქოს იღებს მას რაც უნდა, მაგრამ ბედნიერები მაინც არ არიან. ერთ–ერთ მაღალი დონის მიღებაზე ემა ნელსონს გაიცნობს და...
1905 წელს რევოლუციონერი სუნ იატ-სენი ჰონკონგში ჩადის, რათა ტონგმენგჰუის წევრებთან ერთად ქინგის დინასტიის დამხობის გეგმა განიხილოს. თუმცა როდესაც ისინი გაიგებენ რომ მის მოსალკლავად დაქირავებული მკვლელები გაგზავნეს, ამ თავდასხმის აღსაკვეთად დამცველთა ჯგუფების მობილიზებას შეძლებენ...
ფილმში მოვლენები XIX საუკუნეში ვითარდება და ოქსფორდის ინგლისური ენის ლექსიკონის პირველი მრავალტომიანი გამოცემის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ინგლისური ლიტერატურის განვითარებისთვის ეპოქალური მოვლენა გახდება...
ფილმი მოგვითხრობს მე-20 საუკუნის მნიშვნელოვან მოვლენაზე "უოთერგეითზე", რომელმაც პრეზიდენტ ნიქსონის თანამდებობის ნაადრევი დატოვება გამოიწვია. ადამიანის ვინაობა, რომელიც პრესას ინფორმაციას აწოდებდა მხოლოდ 30 წლის შემდეგ გაირკვა, მას შემდეგ რაც თავად აღიარა. ისტორია დაფუძნებულია რეალურ ამბავზე...
დოკუმენტური ფილმი პირველი მსოფლიო ომის შესახებ. დაზავების დღის, რომელმაც ომს წერტილი დაუსვა და ომში დაღუპულთა ხსოვნის უკვდავსაყოფად, საზოგადოებისთვის აქამდე უცნობი ფაქტები დღის შუქს იხილავს...
ახალგაზრდა ადვოკატი რუთ ბეიდერ გინზბურგი და მისი ქმარი მართი აშშ უზენაეს სასამართლოში შეიტანენ სკანდალური საქმეს და გადატრიალებას მოახდენენ გენდერული დისკრიმინაციის საუკუნოვან ეპოქაში...
645 წელს თენგის დინასტიის იმპერატორი ლი, კორეის უძველეს სამეფოში გოგურიეოში იჭრება, ერთ გამარჯვებას მეორე მოსდევს, თანგის არმია ანსის საზღვარს მიადგება, რომელსაც გენერალი იანგი იცავს. გენერალი აერთიანებს ქალებსა და მამაკაცებს, უკლებლივ ყველას, რათა მოწინააღმდეგეს წინ აღუდგეს.
პოლიტიკის-სტრატეგი დომინიკ ქუმინგსი, 2015 წლიდან დღემდე, ხელმძღვანელობს პოპულარულ მაგრამ საკამათო კამპანიას რათა დაარწმუნოს ბრიტანელი ამომრჩეველი ევროკავშირიდან გამოსვლის დადებით ასპექტებში.
ფილმი მოგვითხრობ შეხვედრაზე, რომლმაც უნდა გადაწყვიტოს მოსახლეობის ბედი. შეხედრის ადგილი კი ახლადაშენებული ასამბლეის შენობაა. ამბის დასასრულს გადაწყდება მეფისა და ახლადაბადბული საფრანგეთის რესპუბლიკის ბედი...
30 წელი გავიდა 1984 წლიდან მას შემდეგ რაც კარბიდის ნარგავების დიფუნქცია მოხდა, შედეგები ტრაგიკულია. ესაა ისტორია ბოფალის ტრაგედიაზე, ერთ-ერთ უდიდეს კორპორაციულ სკანდალზე, რომელიც უკანასკნელი ნახევარი საუკუნის განმავლობაში მომხდარა. ესაა ადგილობრივი მოსახლეობის დრამატული დამოკიდებულება ქიმიურ ნარგავზე, რაც კატასტროფის სერიას იწვევს. აქ ჩანს კორპორაციის უპასუხისმგებლობა მსოფლიო განვითარებაში...
1988 წლის აპრილი, კუნძული უვეა, ახალი კალედონია. 30 პოლიციელი მძევლად აიყვანა სეპარატისტ-კანაკების ჯგუფმა. 300 სამხედრო გააგზავნეს წესრიგის დასამყარებლად. ორი ადამიანი ერთმანეთის წინააღმდეგ: ფილიპ ლეგორჟუ, ჟანდარმერიის ელიტური ქვედანაყოფის კაპიტანი და ალფონს დიანუ, სეპარატისტთა დაჯგუფების მეთაური...
ფილმის მთავარი გმირები არიან აფრიკული წინააღმდეგობის ლიდერი ბანტუ და თეთრკანიანი ლონდონელი ჟურნალისტი დონალდი, რომელიც თავდაპირველად მას აკრიტიკებდა, მოგვიანებით კი გაიგო რა ბანტუს ჭეშმარიტი მიზნების შესახებ, დაუმეგობრდა ახალგაზრდა მეამბოხეს...
1968 წელს რიჩარდი პენსიაზე გავიდა და გადაწყვიტა სრულიად ახლებური ცხოვრება დაეწყო: მან მოიფიქრა საკუთარი თავი გამოეცადა იმაში, თუ რამდენად შეძლებდა ველურ პირობებში სრულიად მარტოდმარტო ცხოვრებას. დიკმა საცხოვრებლად ამოირჩია ტბის - ტვინ ლეიკსის ახლომდებარე ულამაზესი ადგილი. აქ მან სრულიად მარტომ ააშენა ქოხი მორებისაგან და მასში ცხოვრობდა მთელი 30 წლის განმავლობაში...
1863 წლის შემოდგომა. კონფედერაციული არმია მოძრაობს პენსილვანიის სამხრეთით. წინ მათ დივიზიები ელოდებათ. ორი უდიდესი არმია ხვდება ერთმანეთს გეტისბურგში. სამი დღის განმავლობაში მათი ღირსება ბეწვზე კიდია.
1912 წელს, ავსტრიაში, მხატვარი ეგონ შილე დააკავეს პორნოგრაფიის ბრალდებით ტატიანას სიშიშვლის გამო მის ნახატებში. მისი მეგობარი და მოდელი ველი, იღებს დახმარებას ცნობილი იურისტისგან, რათა ეგონი გაათავისუფლოს. შემდეგ ის დატოვებს ველის, ცოლად სხვა ქალს მოივანს და მიდის ომში...
Parikka, the actor once called the Funniest Man in Finland, and his troupe are about to be executed for the atrocities committed during the Civil War in Finland. Jaeger Lieutenant Nyborg, an admirer of Parikka, suspects a definite miscarriage of justice. He wants to save the actors. The forthcoming visit of the German General von der Goltz to the prison island provides him with a suitable opportunity. Nyborg suggests that the actors prepare a comical performance for the visitor and not be shot. Instead, they will be given a new trial. Preparing a comedy in the horrible circumstances, in the midst of hunger and death, seems quite an overwhelming task. Only a handful of real actors are still alive, the rest of the troupe consists of stagehands. Parikka has to use all his inventive skills to be able to produce something funny.
ფეოდალი ლორდის ერთადერთი მემკვიდრის დედა ქმრისგან გაიტაცეს. მეუღლემ და მისმა სამურაი მამამ უნდა გადაწყვიტონ დასთანხმდნენ უსამართოლო გადაწყვეტილებას, თუ სიცოცხლის რისკის ფასად დააბრუნონ ქალი...
კახელი გლეხი გიორგი მახარაშვილი, დაჭრილი შვილის მოსანახულებლად ფრონტზე გაემგზავრება, მაგრამ ჰოსპიტალში ჩასული შეიტყობს, რომ გამოჯანმრთელებული გოდერძი თავის ნაწილში დაბრუნებულა. გიორგი შვილის კვალს გაჰყვება და ფრონტის წინა ხაზზე აღმოჩნდება. ჯარისკაცის მამა სამხედრო ხელმძღვანელობას დაარწმუნებს, რომ ახალგაზრდებს არ ჩამოუვარდება, ნაწილში დარჩენას მოითხოვს და ბრძოლით გერმანიის საზღვრამდე მიაღწევს. ომის მიწურულს გიორგი შვილს იპოვნის, მაგრამ ცხარე ბრძოლაში გოდერძი მამას ხელში ჩააკვდება. ჯარისკაცის მამა ვალს ბოლომდე აღასრულებს და შვილის ნაბრძოლ ადგილებს თვალცრემლიანი სიამაყით გაივლის...
სამხედრო გადატრიალების შედეგად სამხრეთკორეის პრეზიდენტი ჩონ დუ-ხვანი ხდება. სტუდენტური დემონსტრაციისთვის ცეცხლის გახსნის შემდეგ ქალაქ კვანჯუში ადგილობრივი მოსახლეობა მასობრივად გამოდის აქციებზე. გერმანელ ჟურნალისტს სურს შეაღწიოს მოვლენების ეპიცენტრში და ხალხს სიმართლე გადასცეს. ცხელ წერტილში და უკან იგი სეულელმა ტაქსის მძღოლმა უნდა მიიყვანოს, რომელსაც წარმოდგენა არ ჰქონდა რომ საღამოს მას სამხედრო პატრულისაგან დამალვა მოუწევდა...
ფილმი მოგვითხრობს მოვლენების შესახებ, რომელიც მოხდა მას შემდეგ რაც 1992 წელს პოლიციის მიერ შავკანიანი ბიჭის ცემის კადრები საზოგადოებისთვის გახდა ცნობილი...
1936 წელს, კორეაში ცინის დინასტიის დროს, მეფე ინჯო და მისი მსახურები, მთის ციხესიმგრეში - ნამხანსანონში იმალებიან. მიონ კილი ირწმუნება, რომ საჭიროა მოლაპარაკების წარმოება ცინის დინასტიასთან, მაგრამ სან ჰონი სთავაზობს ბრძოლის გაგრძელებას...
ფილმი ეფუძნება რეალურ მოვლენებს. “ჩელენჯერის” აფეთქება - ამერიკის კოსმონავტიკის ისტორიაში უდიდესი ტრაგედია. კატასტროფის გამოძიებას აწარმოების რიჩარდ ფეიმანი, თავისი დროის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მეცნიერი...
გასული საუკუნის 30-იანი წლების დასასრული იაპონიაში - ეკონომიკური კრიზისის ჟამია, საშინელი უმუშევრობის და სიღარიბის, პოლიტიკური არასტაბილურობის. ქვეყანა განუხრელად მიემართება ომისკენ. ადმირალი იამამოტო საიმპერატორო საზღვაო ფლოტის მეთაურია, ის იყო ერთ-ერთი იმათგანი, ვინც თვლიდა, რომ ა.შ.შ.-სთან ომის დაწყება არ შეიძლება. მისი პოზიცია იწვევდა ზიზღს ნაციონალისტებში და მილიტარისტებში. მათ სძულდათ იამამოტო და ემუქრებოდნენ მას...