ფილმის სიუჟეტი დაფუძნებულია რეალურ შემთხვევაზე, ერთ ევროპულ ოჯახზე. ცოლ-ქმარმა სამ შვილთან ერთად გადაწყვიტა საშობაო დღესასწაულის ტაილანდის თბილ ადგილებში გატარება, რომელიც მათთვის საბედისწერო აღმოჩნდა...
ალ ქაიდას ტერორისტების ლიდერ ოსამა ბინ ლადენზე 10 წლიანი ნადირობის ქრონიკა, 2001 წლის სექტემბერის ტერაქტიდან 2011 წლის 6 მაისამდე, როდესაც მისი ლიკვიდაცია მოხდა, საზღვაო ფლოტის S.E.A.L. ჯგუფის მიერ.
ფილმი მოგვითხრობს ინგლისელი ბიჭის ისტორიას, რომელიც მშობლებთან ერთად შანხაიში ცხოვრობს. პერლ ჰარბორზე იერიშის შემდეგ, იაპონელებმა შანხაიში მცხოვრები უცხოელების დასახლება დაიკავეს და ჯიმი ამ არეულობაში მშობლებს დაკარგავს...
ჩუნ შიკი მუშაობდა ტატუსოში, ბაბუის ფერმაში, სანამ კორეა იყო იაპონიის კოლონია. მისი ოცნება იყო, რომ მონაწილეობა მიეღო ტოკიოს სირბილის მარათონში. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე.
"ერთხელ დასავლეთში" - სერჯო ლეონეს ფილმების ტრილოგიის პირველი ნაწილია. ეს კლასიკური ვესტერნი მოგვითხრობს ქვრივი ქალის ისტორიას, რომელსაც თავისი სიცოცხლისა და მიწის დაცვა უწევს, რაშიც მას უცნობი მამაკაცი ეხმარება...
ლუდოვიკ XIV-ს ძალიან უყვარდა გემრიელად ჭამა, ამის გამო მთელი ცხოვრება სხვადასხვა დაავადებებით იტანჯებოდა. ექიმები არ ცდილობდნენ მის გამოჯანმრთელებას, მათ უნდოდა მეტი ფული აეღოთ მისი მკურნალობით. ერთმა მედიცინის ისტორიკოსმა დაწერა:" ეჭვგარეშეა, რკინის ჯანმრთელობაა საჭირო ასეთი მკურნალობის გაძლებისათვის."
ფინლანდიიდან გაქცევის შემდეგ იუსი კეტოლა საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე აღმოჩნდება. ახალმა რეჟიმმა იგი არჩევანის წინაშე დააყენა - მთავრობასთან თანამშრომლობა თუ ახალი სახელით მშვიდი ცხოვრება. იუსი ბევრი სირთულის გამოვლის შემდეგ მოახერხებს ახალ ადგილზე დამკვიდრებას, მაგრამ პოლიტიკური მდგომარეობა მოულოდნელად იცვლება...
ერიკ ლიდელი - ოლიმპიის ჩემპიონია ოქროს მედალოსანი სირბილში. როდესაც სპორტი მის ცხოვრებაში მეორე ხარისხოვანი ხდება, იგი გადაწყვეტს დაბრუნდეს ჩინეთში მისიონერული მისიით და ხალხში რწმენა დანერგოს. ჩინეთში ომი იწყება ერიკი შვილებს კანადაში აგზავნის თავად კი ჩინეთში რჩება და განარგრძობს ბრძოლას საკუთარი თავისა და სხვების გადასარჩენად...
კოსმოსური სადგური "სალუტ 7" ორბიტაზე იმყოფება უპილოტო რეჟიმში. იგი მოულოდნელად შეწყვეტს კავშირს ფრენის მართვის ცენტრთან. მიღებულია გადაწყვეტილება ორბიტაზე დამხმარე ეკიპაჟის გაგზავნის შესახებ. ეკიპაჟი ხვდება რომ დედამიწაზე დაბრუნების შანსი არც ისე დიდია. მათ არა მხოლოდ უნდა იპვოონ სადგური, არამედ უნდა გააცოცხლონ კიდეც ის. შეძლებს კი ორი ადამიანი თავიდან აიცილოს კატასტროფა და გადაარჩინოს დედამიწა სადგურის დაცემისაგან? ორბიტაზე ნამდვილი დეტექტივი განვითარდება. ფილმი გადაღებულია რეალურ მოვლენებზე. 1985 წელს ორბიტაზე გაფრენა ყველაზე რთულ ფრენად ითვლება კოსმონავტიკის ისტორიაში...
1594 წელი. ახალგაზრდა დრამატურგი უილიამ შექსპირი კრიზისში იმყოფება: მუზამ ის მიატოვა, ფული აღარ აქვს, თეატრის მეპატრონე ავტორისგან პიესას ითხოვს უმოკლეს დროში. თითქოს, მწერალს არანაირი შანსი არ რჩება ახალი შთაგონებისთვის, სწორედ ამ დროს მის ცხოვრებაში გამოჩნდება თვით სიყვარული მომხიბვლელი არისტოკრატი გოგონას ვიოლას სახით...
მარტი 1965 წელი. ცივი ომი. ამერიკის შეერთებული შტატები და საბჭოთა კავშირი პირველობისთვის იბრძვიან კოსმოსურ რბოლაში. ჯერჯერობით საბჭოთა კავშირი ლიდერობს. შემდეგი სვლა ღია კოსმოსში ადამიანის შესვლაა. გაფრენამდე ორი კვირით ადრე სატესტო ხომალდი ფეთქდება. მაგრამ ყოყმანის დრო არაა, რისკების მიუხედავად საბჭოთა კავშირს ლიდერობის დაკარგვა არ შეუძლია. ორი ადამიანის ისტორია , რომელმაც შეუძლებელი უნდა შეძლოს, კოსმოსში გაფრენა სატესტო ფრენის გარეშე.
ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით, რთულ ურთიერთობებზე, რომლებიც პოეტ დილან ტომასს, მის ცოლ - კეიტლინს, მის ბავშვობის მეგობარ - ვერა ფილიპსს და მის ქმარს - ვილიამ კილიკს შორის იყო...
კრისტი მარტინის, 1990-იანი წლების ყველაზე წარმატებული ქალი მოკრივის, ისტორია, რომელმაც თამამად შეაბიჯა მამაკაცთა კრივში და შეცვალა ქალთა კრივის შესახებ წარმოდგენა.
მეორე მსოფლიო ომის დროს იაპონელებმა ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების ფრთის მეთაური ჯეიმს რაიტი ტყვედ აიყვანეს. დამტყვევებლების გასართობად, პატიმრები იძულებულნი არიან, სასტიკ, სასიკვდილო ბრძოლაში მიიღონ მონაწილეობა...
მას შემდეგ, რაც ბენჯამინ მარტინმა თავისი თავი ფრანგებისა და ინდიელების ომში გამოსცადა, მას ეს საქმე აღარ აინტერესებს და ფერმერის მარტივი ცხოვრების წესს ირჩევს. მაგრამ როდესაც მისი შვილი, გაბრიელი ნებაყოფლობით მიდის ჯარში ახალი ნაციის, ამერიკის დასაცავად, ბენჯამინი ძალაუნებურად იძულებული ხდება დაუბრუნდეს ძველ ცხოვრებას, რათა საკუთარი შვილი დაიცვას.
ფილმში მოვლენები ვითარდება მე-18 საუკუნეში.ინგლისელი და ფრანგი ჯარისკაცები ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიების ხელში ჩასაგდებად იბრძვიან. ადგილობრივები და ამერიკელები იძულებულნი არიან დაპირისპირებაში ჩაერთონ. კორა და მისი და ელისი შემთხვევით სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, მაგრამ მათ უკანასკნელი მოჰიკანის მიერ აღზრდილი მამაკაცი გადაარჩენთ...
ავსტრიელი მთამსვლელი ჰაინრიჰ ჰარერი ჰიმალაებში ოჯახის გარეშე მიემგზავრება, რათა 1939 წლის ექსპედიციას უხელმძღვანელოს, მაგრამ მეორე მსოფლიო ომი იწყება და ამპარტავან ჰარერს მოკავშირე ძალები ხელთ იგდებენ, როგორც სამხედრო ტყვეს. იგი სხვა პატიმარათან ერთად ტყვეობას თავს აღწევს და ლიასოში, ტიბეტში მიემგზავრება. აქ ის 14 წლის დალაი ლამას შეხვდება. მასთან მეგობრობა საბოლოოდ შეცვლის ჰარერის მსოფლმხედველობას და შეხედულებას ცხოვრების შესახებ...
ბრაზილია, 1971 წელი. ქვეყანაში ექვსი წელია სამხედრო დიქტატურა მძვინვარებს. ინჟინერი რუბენს პაივა, მრავალშვილიანი მამა და მოსიყვარულე ქმარი, რიო-დე-ჟანეიროში ცდილობს ოჯახისთვის უზრუნველყოფილი ცხოვრება შექმნას, მაგრამ ჯარისკაცები ჩამოდიან და რუბენსი დაკითხვაზე მიჰყავთ, საიდანაც ის აღარასდროს ბრუნდება. მისი ცოლი, იუნისი, სიმართლისთვის ბრძოლას იწყებს და საყვარელი ადამიანის დაბრუნებას ცდილობს.
მარია კალასი, მსოფლიოს უდიდესი ოპერის მომღერალი, სიცოცხლის ბოლო დღეებს 1970-იანი წლების პარიზში ატარებს, სადაც საკუთარ ვინაობასა და ცხოვრებას უპირისპირდება.
"ქრისტეს ვნებანი" მხატვრული ფილმია, სადაც აღწერილია იესოს სიცოცხლის ბოლო 12 საათი. ქრისტეს წამების სცენების ზედმიწევნით რეალისტურად ასახვისათვის, რეჟისორმა - მელ გიბსონმა მაყურებლებისა და კრიტიკოსების მხრიდან მწვავე კრიტიკა დაიმსახურა, განსაკუთრებით კი ებრაული საზოგადოებისგან. ფილმი არაბულ, ლათინურ და ძველ ებრაულ ენებზეა ნათარგმნი. როლებს არაპროფესიონალი მსახიობებიც ასრულებენ, რაც ასევე კამათის საგანი გახდა...
ოსკაროსანი სცენარისტისა და რეჟისორის აარონ სორკინის ბიოგრაფიული დრამა, ორი დიდი ამერიკელი სუპერვარსკვლავის უსილ ბოლის და დისი არნაზის ცხოვრების, ურთიერთობისა და ერთობლივი თანამშრომლობის შესახებ. ისინი შოკისმომგვრელი პირადი ბრალდებების, პოლიტიკური ცილისწამების და კულტურული ტაბუების პირისპირ აღმოჩნდებიან. ფილმი წყვილის რთულ რომანტიკულ და პროფესიულ ურთიერთობებს გვიჩვენებს, რომელსაც მაყურებელი სცენარისტების ოთახში, დახურულ კარს მიღმა გადაჰყავს.
მე-14 საუკუნე. ფრანცისკანელი ბერი უილიამ ბასკერვილელი და მისი ახალგაზრდა მოწაფე ჩადიან მონასტრის ყრილობაზე, რადგან რამდენიმე ბერი უცნაურ ვითარებაში იქნა მოკლული. კრიმინალი რომ გამოიძიონ, უილიამი უნდა დაუპირისპირდეს ეკლესიის ავტორიტეტს და იბრძოლოს მის წინააღმდეგ...
კრივის მოთამაშე ჯიმ ბრედოკი ზედიზედ რამოდენიმე დამარცხების შემდეგ იძულებული გახდა სპორტიდან წასულიყო. თავისი ცოლ- შვილის სარჩენად ბრედოკი არცერთ სამსახურზე არ ამბობდა უარს. ის რინგზე დაბრუნების იმედებს მაინც არ კარგავს. და ერთხელაც, მას ამის შანსი მოეცემა. ბოლო წუთას ის სხვა სპორტსმენს შეცვლის და რინგზე გამოვა... ის მსოფლიო ჩემპიონის ტიტულის მოსაპოვებლად სხვა პრეტინდენტთან ერთად გამოვა. ბრედოკი ყველას გააკვირვერბს! ის გაიმარჯვებს მესამე რაუნდში! იმის მიუხედავად, რომ ის თავის მოწინააღმდეგეებზე ნაკლები წონისაა და თან უამრავი ტრამვა აქვს მიღებული, ჯიმი აგრძელებს წინსვლას და რაუნდებში გამარჯვებას. ჯიმს წინ ბოლო ბრძლა ესლის მსოფლიო ჩემპიონთან მაქს ბაერთან, რომელმაც რინგზე ორი ადამიანი მოკლა...
ნეითენ ალგრენი ამერიკელია, რომელიც იაპონელებმა, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში თანამედროვე ომის ხელოვნების სწავლებისთვის დაიქირავეს, რომლის დროსაც ალგრენი სამურაებისგან პატივისცემისა და ღირსების პრინციპებს სწავლობს. მოდერნიზაციისა და თავისუფალი ვაჭრობის დანერგვის მიზნით ალგრენს სამურაების ცხოვრების სტილის მოსპობას აიძულებენ, მაგრამ ის გადაწყვეტს თვითონვე გახდეს უკანასკნელი მებრძოლი, და სამურაების გადასარჩენად იბრძოლოს...
ბალიანი გადაწყვეტს შეუერთდეს მამის ჯვაროსნების რაზმს. ერთ-ერთი ბრძოლის დროს მამამისი სასიკვდილო ჭრილობას მიიღებს. სიკვდილის წინ მამა მის შვილს რაინდად აკურთხებს. ამის შემდეგ ბიჭი ფიცს დადებს, რომ მთელი ცხოვრება იერუსალიმის მეფის ერთგული იქნება. მის წინააღმდეგ რამოდენიმე ადამიანი გაერთიანდება, როდესაც გაიგებენ, რომ მას მეფის და შეუყვარდა...
ფილმი მიუნხენელი ანტიფაშისტი სტუდენტის ბედზე გვიყვება, რომელიც ნაცისტურმა სასამართლომ სიკვდილით დასაჯა. ფილმში მოქმედებაა 1943 წლის თებერვალში ვითარდება. სტუდენტური მოძრაობის წარმომადგენლები „ „თეთრი ვარდი“ მიუნხენის უნივერსიტეტში სააგიტაციო ფურცლებს არიგებენ. და-ძმა სოფის და ჰანს შოლს აპატიმრებენ. მათ ხუთი დღის სიცოცხლე რჩებათ. სურათს საფუძვლად დაკითხვის პროტოკოლები უდევს, რომელიც ცოტა ხნის წინ გახდა ხელმისაწვდომი...
როდესაც ამერიკის ჯარები შეუტევენ ნორმანდიის სანაპიროებს, სამი ძმა ბრძოლის ველზე იღუპება, მეოთხე კი მტრის ზურგში არის მოქცეული. კაპიტან ჯონ მილერს შვიდ კაცთან ერთად ევალება, რომ შეაღწიოს გერმანელების კონტროლირებად ტერიტორიაზე ბიჭის დასახსნელად...
1942 წელი. ბრძოლა სტალინგრადთან. გერმანელები, მაიორ კენინგს განსაკუთრებულ დავალებაზე აგზავნიან. ეს გამოცდილი პროფესიონალი, ერთადერთია, ვისაც შეუძლია რუსი ლეგენდარული სნაიპერის - ვასილი ზაიცევის დამარცხება...
ეს რეალური და სამწუხარო ამბავი მეცხრამეტე საუკუნეში მცხოვრები ადამიანის – ჯონ მერიკის ისტორიას მოგვითხრობს, რომელსაც საშინელი სენი – სხეულის დეფორმაცია ტანჯავდა...
1970-80-იანი წლები, ირანის უახლესი ისტორია, რომელიც თავისუფლების მოყვარული ქალის ბედისწერას უკავშირდება, რომელიც დასავლური როკ–მუსიკითაა გატაცებული და იძლებულია ქვეყანა დატოვოს...
ექვსი ამერიკელი ქვეითი ჯარისკაცის ისტორია, რომლებმაც დროშა აღმართეს სურიბაჩის მთის მწვერვალზე ივოძიმას ბრძოლის მსვლელობისას. კუნძული ივოძიმას აღების ოპერაცია 1945 წლის გაზაფხულს ამერიკა-იოპონიის წყნაროკეანური კამპანიის გარდამტეხ მომენტად იქცა. ცნობილი ფოტო, რომელიც ჯო როზენტალმა გადაიღო 1945 წლის 23 თებერვალს, სწორედ ამ მოვლენას ასახავს...
ფილმი მოგვითხრობს ღვთისმშობელი მარიამის და იოსების მძიმე მოგზაურობის შესახებ, მას შემდეგ, რაც ისინი ნაზარეთიდან განდევნეს. მოგზაურობის დროს ისინი ბედმა არაერთხელ გამოსცადა. მათი გზა მთავრდება ბეთლემში, სადაც იესო დაიბადა...
1942 წელს გერმანიამ საზღვაო ძალების სრული მობილიზაცია გამოაცხადა. ათასობით წყალქვეშა ნავი ყოველდღიურად მიემართებოდა ინგლისური, ამერიკული და რუსული ხომალდების გასანადგურებლად...
90 წუთის განმავლობაში სამ ისტორიას ერთდროულად ვისმენთ: რესპუბლიკელი სენატორი სკეპტიკურად განწყობილ ტელე-რეპორტიორს ერთსაათიან ინტერვიუს აძლევს ავღანეთში გამარჯვების მოსაპოვებლად საჭირო სტრატეგიის შესახებ; ამავე დროს, ავღანეთის მთებს შეფარებული ორი სპეციალური რაზმი ხსნას ელოდება, რადგან მათ თალიბები უახლოვდებიან; კალიფორნიის კოლეჯში კი პოლიტიკურ მეცნიერებათა პროფესორი არწმუნებს სტუდენტს, არ მიატოვოს სწავლა...
1972 წლის არჩევნების დროს "ვაშინგტონ პოსტის" რეპორტიორი ბობ ვუდვარდი დემოკრატების პარტიის შტაბ-ბინის გატეხვასთან დაკავშირებულ მოვლენებს აშუქებს. რესპუბლიკელთა პარტიის დამფინანსებელთა სახელები და გვარები ნელნელა სააშკარაოზე გამოდის, ისინი ეჭვმიტანილები ხდებიან. ვუდვარდი ჟურნალისტურ გამოძიებაში კარლ ბერნსტაინს რთავს და თანდათან კვალი მათ თეთრ სახლამდე მიიყვანთ...
2001 წლის 11 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ტერორისტებმა მსოფლიო სავაჭრო ცენტრის შენობა დაანგრიეს მაშველი რაზმი გადარჩენილების მოძებნას ცდილობს. უილ ჯიმენო და სერჟანტი ჯონ მაკლოულინი ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილები, მაშველი რაზმი კვლავ განაგრძობს ბრძოლას მათ გადასარჩნად...
1572 წლის 24 აგვისტოს ღამე, ცნობილი როგორც ბართლომეს ღამე. საფრანგეთში რელიგიური ომი მიდის. ქვეყანაში წესრიგის დასამყარებლად, მშვენიერი და ამაყი პრინცესა მარგო, კათოლიკური მეფის კარლ IX და, ცოლად პროტესტანტს გენრიხ ნავარსკის უნდა გაყვეს. ქორწილის მერე ბართლომეს ღამე მოხდა, რომელსაც სასტიკმა ეკატირინა მედიჩიმ გაუწია ორგანიზება...
სექსის, სისასტიკისა და როკ-ნ-როლის ისტორია, 1950–იანი წლების ჩიკაგო. "კადილაკ რეკორდსი" - ისეთი ამერიკელი მუსიკალური ლეგენდების შესახებ მოგვითხრობს, როგორებიც მადი უოთერსი, ლეონარდ ჩეზი, ლითლ უოლტერი, ჰოულინ უოლფი, ეთი ჯეიმსი და ჩაკ ბერი არიან...
1945 წლის მაისი. დანია ნელნელა ფხიზლდება გერმანიის ოკუპაციის შემდეგ, მაგრამ მთლიანად დასავლეთ სანაპირო დანაღმულია - ეს სიურპრიზია მოკავშირე არმიასთვის. სამხედრო სარდლობის გადაწყვეტილებით, განაღმვა მოხდება სამხედრო ტყვეების მეშვეობით. სერჟანტ რასმუსენს კატეგორიულად არ უმართლებს. მის დაქვემდებარებაში ძალიან ახალგაზრდა გერმანელი ჯარისკაცები არიან. ბიჭები, რომლებიც ცოტა ხნის წინ ერთმანეთისგან იწერდნენ საკონტროლოზე...
ედ ვუდი ყველა დროის ყველაზე ცუდი რეჟისორია. იგი თავის მეგობრებთან ერთად ერთმანეთის მიყოლებით იღებს მცირებიუჯეტიან ფილმებს, მაგრამ პოპულარობასა და წარმატებას ვერ აღწევს. ტიმ ბარტონისა და ჯონი დეპის უცნაური, შავ-თეთრი, ერთობლივი ნამუშევარი...
დიდი დეპრესიის ჩრდილში - სახელგანთქმული კრიმინალები ჯონ დილინჯერი, "ბავშვის სახიანი" ნელსონი და "ლამაზი ბიჭი" ფლოიდი დანაშაულს გეგმავენ. ედგარ ჰუვერსა და გამოძიების ფედერალურ ბიუროზეა დამოკიდებული მათი დამარცხება, ამ მწარე რეალობით აღსავსე კრიმინალურ დრამაში...
პუს, ჩინეთის უკანასკნელი იმპერატორის ისტორია. გარე სამყაროდან იზოლირებული, ის მუდამ მიისწრაფოდა დახურული ქალაქიდან. მას მთელი გზის გავლა მოუწია მწვერვალიდან უფსკრულამდე...
ფილმი მოგვითხრობს პირველი მსოფლიო ომის ლეგენდარულ გმირზე – ინგლისელ ჯაშუშზე თ.ე. ლოურენსზე, რომელიც არაბთა ტომებში მოქმედებდა და ითავა მათი ლაშქრობა თურქების წინააღმდეგ. ფილმი თომას ედვარდ ლოურენსის ავტობიოგრაფიის მიხედვითა გადაღებული...
ფილმი დედოფალი ელისაბედის მეფობის ადრეულ წლებზე მოგვითხრობს. კათოლიკური ეკლესია წინააღმდეგია დედოფლის და ლორდ რობერტ დადლის რომანტიკული ურთიერთობის, მათ სურთ ელისაბედი მათთვის სასურველ კანდიდატს გაჰყვეს ცოლად...
ამერიკის ოთხი პრეზიდენტი ერთიანდება, რომ დაარბიონ ამერიკის პირველი ქალური ჟურნალი. ეს კი გადაიზრდება უპრეცედენტო ბრძოლაში ჟურნალისტებისა და ხელისუფლებას შორის. ფილმი შთაგონებულია ჭეშმარიტი მოვლენებით...
ახალგაზრდა დედოფალს რომელსაც შეურაცხადი მეუღლე ჰყავს, მისი მკურნალი ექიმი შეუყვარდება. ერთად ისინი რევოლუციას წამოიწყებენ, რომელიც მთელი ნაციის ცხოვრებას შეცვლის. ეს არის ისტორია მამაცი იდეალისტების შესახებ, რომლებიც ყველაფერზე მიდიან ადამიანებისთვის თავისუფლების მოსატანად და ყველაზე მეტად ეს არის ამბავი ვნებიანი და აკრძალული სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ, რომელმაც მთელი ერის ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა...
ლეგენდარული შერიფი უაიტ ერპი უკვე ცხოვრებაგამოვლილი, დაქანცული მსროლელია, რომელიც უერთდება მის ორ ძმას მორგანს და ვირჯილს, რათა ბედი მაღაროელთა აყვავებულ ქალაქ თომბსთოუნში ეძიონ, მაგრამ როდესაც მოულოდნელად თავს ყაჩაღთა დაჯგუფება დაატყდებათ, რომელიც ქალაქს ატერორებს, ერპი იძულებული ხდება კვლავ ძველი ფორმა ჩაიცვას და დახმარება მის სახელგანთქმულ მეგობარს, დოქ ჰოლიდეის სთხოვოს...
ახალგაზრდა აგენტი ელიოტ ნესი ჩიკაგოში ჩამოდის და ალ კაპონეს გამოჭერა აქვს გადაწყვეტილი. ეს ადვილი არ არის, კაპონე პოლიციასთანაა შეკრული. ნესი ჯიმი მელოუნს შეხვდება და დახმარებას სთხოვს. ჯიმი აფრთხილებს, რომ კაპონეს დაჭერა ომის გამოცხადებას ნიშნავს.
მეორე მსოფლიო ომის დროს "ქართან მოსაუბრები" აშშ სამხედრო ძალების სპეციალურ დანაყოფს წარმოადგენდა. მისი წევრები საიდუმლო კოდურ ენას ფლობდნენ, რომლის გაშიფრვაც შეუძლებელი იყო.
ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა, ნელსონ მანდელამ იცის, რომ აპარტეიდის შემდგომ ერი რასობრივად და ეკონომიკურად გაყოფილი რჩება. მტკიცე რწმენით, რომ მას შეუძლია თავისი ხალხის გაერთიანება სპორტის უნივერსალური ენის მეშვეობით, მანდელა კრავს სამხრეთ აფრიკის რაგბის ნაკრებს, რომელიც გაიბრწყინებს 1995 წლის რაგბის მსოფლიო თასის ჩემპიონატის ისტორიულ მატჩში.
ფილმი მოგვითხრობს რეინჰარდ ჰეიდრიხის აღზევებაზე - ნაცისტური გერმანიის საზოგადო და პოლიტიკურ მოღვაწეზე. მისი ინიციატივა იყო საბოლოოდ "გადაეწყვიტათ" ებრაელების საკითხი. იგი ინგლისელების მიერ სპეციალურად მომზადებულმა ჩეხოსლოვაკიელმა დივერსანტებმა მოკლეს...