ბუჩი და სანდენსი ჰოლინვოლის ბანდის ორი ლიდერია. ბუჩი იდეების, სანდენსი კი მოქმედების კაცია. დასავლეთი უფრო და უფრო ცივილიზებული ხდება და მას შემდეგ რაც ბუჩი და სანდენსი მატარებელს გაძარცვავენ, პოლიციის სპეციალური რაზმი მათ ყველგან დასდევს. როდესაც ბედის წყალობით გაქცევას მოახერხებენ, ბუჩს ახალი იდეა მოუვა: ბოლივიაში წასვლა...
მზის დაბნელება ააქტიურებს მაგიურ დროის პორტალს და ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე ვიქტორი, ოცდამეერთე საუკუნიდან ათასი წლის უკან ხვდება. ვიქტორი უჩვეულო მოვლენების ეპიცენტრში აღმოჩნდება , ჩაებმევა ბრძოლაში მითიურ არსებებთან და ნამდვილ სიმამაცეს შეიძენს...
ჯოვანი ბოკაჩოს გულახდილი ნოველები მეთოთხმეტე საუკუნის სექსუალური თავგადასავლების შესახებ. თქვენს წინაშეა 9 ნოველა, რომელიც დიდმა რეჟისორმა პიერ პაოლო პაზოლინიმ გააცოცხლა...
ვიქტორ ჰიუგოს რომანის კლასიკური ეკრანიზაცია გამოირჩევა პირველ რიგში დეკორაციებითა და ლუდოვიკო XI მეფობის ხანის სკურპულოზული აღდგენით, ლამაზი კოსტუმებითა და სულში ჩამწვდომი თამაშით...
ფილმი გადაღებულია ოლივერ სთოუნის სცენარის მიხედვით. ამერიკელი ოფიცერის მეუღლე და შვილი, პარიზის კაფეში, ისლამისტი ტერორისტების დადებული ბომბის აფეთქების დროს იღუპებიან. რამდენიმე წლის შემდეგ, 1993 წელს, ის ყოფილ იუგოსლავიაში იბრძვის, სადაც ხანძრის დროს, ფეხმძიმე სერბ ქალს გადაარჩენს. ეს სასტიკი და სულისშემძვრელი დრამა საშინელ ომს გმობს, რომლის შეჩერებაც ვერაფრით ხერხდება...
ფრანკო ძეფირელის გენიალური ფილმი, გადაღებული უილიამ შექსპირის შედევრის მიხედვით. დიდებული იტალიელი რეჟისორი, უილიამ შექსპირის პიესათა ეკრანიზაციის ყველაზე საუკეთესო ოსტატად ითვლება. ოსკარის ორი ნომინაციის მფლობელი ფრანკო ძეფირელი, წარმოგიდგენთ უკვდავი "ჰამლეტის" საკუთარ ვერსიას...
კელის ბანდას, რომელიც მისი ძმის და კიდევ რამდენიმე კაცისგან შედგება, დაშინებული ყავდა მთელი ვიქტორიის შტატი. ბანკის ძარცვა და სამი პოლიციელის მკვლელობა ეს ნაწილია იმ კრიმინალური დანაშაულებებისა რაც ჩაუდენია ამ ბანდას. თითქოს ამ ბიჭებს იღბალი არასდროს არ მოშორებიათ. ერთხელ ნედმა ერთ სახლში მხიარული წვეულება მოაწყო, ბანდა ელოდებოდა მატარებელს დასაყაჩაღებლად, მაგრამ არავის წარმოედგინა რომ მათი ჩანაფიქრი სასიკვდილო ბრძოლად გადაიქცეოდა.
1968 წელს ფორდის ქარხანაში 850 ქალი გაიფიცა იმის გამო, რომ ქალების უფლებები ირღვეოდა. ითვლება, რომ სწორედ ამ დროიდან, პირველად წამოიჭრა საკითხი, რომ მამაკაცებისთვის და ქალებისთვის ერთნაირად გადაეხადათ გასამრჯელო...
რუსეთი, 1917 წელი. პირველი მსოფლიო ომი. ეს არის ისტორია ქალების პირველ ბატალიონზე რუსეთში, რომელიც ჩამოყალიბდა საბრძოლო სულის ასამაღლებლად რუსეთის დროებითი მთავრობის მიერ...
ფილმი ამერიკული ჯარის სამი ოფიცრის ისტორიას მოგვითხრობს, რომლებიც ომიდან სახლში ბრუნდებიან. ელი, ფრედი და ჰომერი - ეს მათი ისტორიაა. ელს სახლში ცოლი და ორი მოზრდილი შვილი ელოდება. ის ცდილობს წარსული დაიბრუნოს, გაიცნოს ისინი თავიდან და კვლავ მიოპოვის ოჯახის სიყვარული და რწმენა...
ჟან რენუარის შედევრი, რომლის მოქმედება პირველი მსოფლიო ომის დროს ვითარდება. გერმანელების ტყვეობაში ფრანგი ჯარისკაცები და ოფიცრები ხვდებიან. ყველანი ისინი განსხვავებული ჩინის და წარმომავლობის არიან კაპიტანი დე ბოლდიე არისტოკრატია, ლეიტენანტი მარეშალი მშვიდობიან დროს ჩვეულებრივი მექანიკოსი იყო და როზენთალი მდიდარი ებრაელი ბანკირების ოჯახიდანაა. მათ ყველას ომი და ამ დიდი კატაკლიზმის შედეგად გამოწვეული ტყვეობიდან თვის დაღეწვის სურვილი აერთოიანებთ. ეს არის ამბავი თავისუფლების სიყვარულზე, პირად ღირსებაზე, ადამიანურობასა და კეთიშობილებაზე მოუხედავად გარემოებებისა. თუ ფილმის დასაწყისში პერსონაჟები გაქცევასა და სახლში დაბრუნებაზე ფიქრობენ ფილმის ბოლოს ისინი მშვიდობაზე იქყებენ ოცნებას...
პროფესიონალმა მოკრივემ ალენ ლეფერიმ ადგილობრივი მაფიის ბოსის ბრძანებით უნდა წააგოს მორიგ შეხვედრაზე რინგზე. მაგრამ ლეფერს სხვა გეგმები აქვს... თან ის გეგმავს მის საყვარელთან ერთად გაქცევას. თუმცა, ჩანაფიქრი ჩაიშლება, და კუთხეში შემწყვდეული მებრძოლი იპოვის თავისი სიცოცხლის გადარჩენის ერთადერთ საშუალებს – ის ფრანგული უცხოური ლეგიონის რიგებში გაწევრიანდება. მაროკოში აღმოჩენლი, პარიზიდან ათას კილომეტრში ლეფერი, სამწუხაროდ ვერ გადაწყვეტს თავის პრობლემას...
მე-14 საუკუნის ბოლო წლები. ორი დინასტიას შორის შეურიგებელი ბრძოლა, რომლებიც ოცნებობენ ტახტის და ძალაუფლების ხელში ჩაგდებაზე, აავსებენ ჩინურ იმპერიას სისხლის მდინარეებით. ტყვეობაში მყოფ პრინცესას გადააჩენენ კორეის მებრძოლები, რომლებსაც სასჯელი და საშნელი გამოცდები ემუქრებათ: დაუნდობელი უდაბნოს გადალახვა და გააფთრებული მტრების მოგერიება, მაგრამ მათ პრინცესა უნდა მიიყვანონ იმპერატორთან...
ვიქტორ ჰიუგოს მეორე ქალიშვილის, ადელ ჰიუგოს ბიოგრაფია. იგი მამასთან ერთად წავიდა ინგლისში ემიგრაციაში. იქ კი ინგლისელი ოფიცერი შეუყვარდა. მასთან ერთად იგი გადავიდა კანადაში, შემდეგ კი აშშ-ში. ადელი მარტოსულია სამყაროში, სადაც მისთვის ადგილი არ მოიძებნა...
მოკლე, მაგრამ დრამატული მოვლენებით აღსავსე მხატვრის - ჟან-მაიკლ ბასკიას ისტორია ნიუ-იორკის არისტოკრატიული ცხოვრების ფონზე. მისი ტილოები, ისევე, როგორც მისი ცხოვრების სტილი, უამრავი რომანები, ნარკოტიკებისადმი მიდრეკილება, - ყველაფერმა ამან თვითგანადგურებამდე მიიყვანა...
ფილმში აღმოსავლური ორთაბრძოლის ამსახველი არაერთი შთამბეჭდავი სცენაა, ჰაერში საცეკვაო ილეთებითა და საბრძოლო ხელოვნების თვალისმომჭრელი ნიმუშებით დატვირთული...
კინოფილმის გადაღების დროს რომელიც არის ჰიროსიმაზე, ერთ-ერთ ფრანგ ქალს შეუყვარდება იაპონელი მამაკაცი. ეს მამაკაცი მას აგონებს პირველ სიყვარულს, რომელსაც სამწუხაროდ ცუდი დასასრული ჰქონდა...
საფრანგეთი, 1944 წელი. ადგილობრივი საავადმყოფოს ქირურგი, რომელიც წინააღმდეგობას ეხმარება, ცოლს და შვილს სოფელში გზავნის, მაგრამ როდესაც მათ სანახავად ჩადის, საზარელ სურათს ხედავს: ირგვლივ დახოცილი ადამიანების ცხედრებია, მათ შორის მისი ქალიშვილიც. ცოლი სულ მთლიანად არის დამწვარი. ფაშისტები კი, გამარჯვებას ზეიმობენ. გაბოროტებული ქირურგი ხელში იღებს თავის ძველ თოფს და შურისძიება იწყება...
ახალგაზრდა შოტლანდიელი ქალი უერთდება ფრანგულ წინააღმდეგობის მოძრაობას მეორე მსოფლიო ომის დროს, რათა გადაარჩინოს საქმრო, რომელიც საფრანგეთში დაიკარგა...
ცნობილი ვენეციელი საყვარელი კაზანოვა სიცოცხლის ბოლოს ყვება მისი ფილოსოფიის, მისი ცხოვრებისა და მისი "მორალის" შესახებ. შეხვედრები, კოცნები, ღვინის სმა - ეს ყველაფერი გრძელდება , მაგრამ უკვე ამის დაჯერება რთულია. იგი სამოგზაუროდ მიდის, მან არ იცის რომ დრაკულასთან შეხვედრა ელის. ერთი ლეგენდის ბედი მეორე ლეგენდის ბედს ეჯაჭვება...
1429 წელს მოზარდი გოგონა ფრანგული სოფლიდან მეფის წინაშე ღმერთისგან გადმოცემული შეტყობინების გადასაცემად წარსდგა, რის თანახმადაც იგი დაამარცხებდა მსოფლიოში უდიდეს ჯარს და გაათავისუფლებდა მის ქვეყანას პოლიტიკური და რელიგიური ანარქიისგან. ჟანა ამ მისიას თვალნათლივ ასრულებს და დაუჯერებელი წარმატებით იგებს ყველა ბრძოლას, იქამდე სანამ საბოლოოდ წამებით სიკვდილის განაჩენს გამოუტანენ...
მას შემდეგ,რაც ის ბავშვთა სახლს ტოვებს სადაც მამამისმა მიიყვანა და აღარასოდეს მიუკითხავს მისთვის, გაბრიელ შანელი პროვინციულ ბარში იწყებს მუშაობას. იგი მსახიობებისათვის სამოსს კერავს და თან მომღერლობას ცდილობს. სწორედ აქ,მას კოკო შეარქვეს.RN ბარონ ბელსენთან სასიყვარულო ურთიერთობის შემდეგ, ის საფრანგეთის ელიტარულ საზოგადოებაში შევა და თავის ნიჭს გამოამჟღავნებს...
ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ მინისტრის, მარგარეტ ტეტჩერის (მერილ სტრიპი) ცხოვრების ისტორია,რომელშიც კარგად სჩანს თუ რად დაუჯდა მას ძალაუფლების მოპოვება...
1636 წელს მტრები შეესიენ ჩასონის სამეფოს. ერთ-ერთ სოფელზე თავდასხმისას ტყვედ აიყვანეს ჩა ინი, ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ცნობილი მეისრეების დაა. მეისრე გადაწყვეტს რადაც არ უნდა დაუჯდეს, გადაარჩინოს და.....
დასავლელი იპოვის თავშესაფარს ეკლესიაში სადაც გოგონები იმყოფებიან, 1937 წელს, როდესაც იაპონია ნანკინში შეიჭრა. მამაკაცი ჯარისკაცებთან თავს მღვდლად გაასაღებს რათა ქალები დაიცვას.
1937 წელს, ქალაქ ნანკინში იაპონელი დამპყრობლები შევიდნენ. ბევრმა ჯარისკაცმა დატოვა ქალაქი, მაგრამ ვისაც დანებება არ სურდა, დარჩა და მტერს წინააღმდეგობა გაუწია. ასობით ათასი ადამიანი დაიღუპა, ნანკინი კი სიკვდილის ქალაქად გადაიქცა. მხოლოდ ერთი უსაფრთხო ზონაა ქალაქში. ეს არის ქალთა სკოლა ცზინლინი, სადაც ჩინელმა ქალებმა მამაკაცები შეიფარეს...
ფილმს საფუძვლად უდევს რეალური ისტორია. ბოტსვანას პრინცი სერეტსე ჰამა დაქორწინდება ლონდონის მაცხვორებელზე რუთ უილიამსზე. მათმა ურთიერთობამ აღაშფოთა არა მარტო მათი ოჯახები , არამედ ბოტსვანას ტომები, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის მთავრობები, მაგრამ მათი ოჯახი ვერაფერმა დაანგრია...
ჯერემი აირონსი ესპანელი იეუზიტის როლში, რომელიც სამხრეთ ამერიკის ველურ მხარეში მისიაზე მიდის ინდიელების რეგიონში ცივილიზაციის შესატანად. რობერტ დე ნირო მონებზე მონადირეს თამაშობს, რომელიც აირონსს ამ მისიის შესრულებაში უერთდება. როდესაც ესპანეთი ამ კოლონიას პორტუგალიას მიჰყიდის, ისინი ყველაფერს აკეთბენ იმისთვის, რომ პორტუგალიელი აგრესორებისგან თავი დაიცვან...
მოქმედება იწყება 1936 წელს, როცა იპ მანი ჯერ კიდევ 40 წლის დარდიმანდი იყო და მშობლების მილიონებზე იჯდა. მას შემდეგ რაც იაპონია ჩინეთის ჩრდ. აღმოსავლეთ ნაწილს იპყრობს დიადი ოსტატი გონი ჩადის ფოშანში სადაც “ოქროს პავილიონში” მისი გაცილების ცერემონია უნდა ჩატარდეს. მოხუცი ოსტატი სხვადასხვე პრეტენდენტს ეჩხუბება, რომელთა შორის საუკეთესო იპ მანია. ამ დროს ჩამოდის მისი გოგო რომელიც მამის გარდა ერთადერთია ვინც ფლობს “64 ხელის” სასიკვდილო ტექნიკას. გონის და იპ მანის ორთაბრძოლა გადაიქცევა მგრძნობიარე და ელეგანტურ ცეკვად.
უბრალო ირლანდიელი ბიჭის, რედმონდ ბარის ცხოვრეის ისტორია. ჯერ კიდევ სულ ახალგაზრდამ მან დუელზე ინგლისური ჯარის ოფიცერი მოკლა. პოლიციისგან დამალვის მიზნით მას მშობლიური სახლის მიტოვება მოუწია და ირლანდიაში მოგზაურობა. მისი მოგზაურობა ხანგრძლივი არ აღმოჩნდა. მას ყაჩაღებმა ფული, იარაღი და ცხენი წაართვეს და რაიმონდი იძლებული გახდა ინგლისური ჯარების რიგებში ჩაწერილიყო.
ციხის ბანაკებიდან გაქცეულ პატიმართა რაოდენობამ, მათ შორის მოკავშირეთა შედარებით მცირე რიცხვმა, ნაცისტების რისხვა გამოიწვია. ისინი ომის დასრულებამდე გაძლიერებული დაცვის ბანაკებში გადაიყვანეს. პატიმრების გაბედული ჩანაფიქრი წარმოადგენს გაქცევის ერთ-ერთ ყველაზე ამბიციურ მცდელობას მეორე მსოფლიო ომის დროს. ფილმი დაფუძნებულია რეალურ ამბავზე...
ცნობილი ინგლისელი მწერალისა და პოლიტიკოსის ვერა ბრიტენის ავტობიოგრაფიული რომანის ეკრანიზაცია. ახალგაზრდობა, ოცნებები, პირველი სიყვარული... ყველაფერი ომმა დაანგრია. მისი ძმა, შეყვარებული, მეგობრები ყველანი ფრონტზე არიან. ახლა ვერავინ იქნება ისეთი ლაღი როგორც ადრე.
ფილმი ეხება ხმლის ხმარების ხელოვნებას 3 პროფესიონალს. მათ აჯანყება მოაწყვეს კორიოს დინასტიის მოღვაწეობის ეპოქაში. დოკ კიმ უღალატა კომპანიონებს, რამაც პუნ ჩანის სიკვდილი გამოიწვია. სოლ რანს არაფერი დარჩენოდა გარდა სოლ ჰისთან ერთად გაქცევისა. გავიდა 18 წელი. დოკ კი ერთ-ერთი გავლენიანი პიროვნება გახდა ქვეყანაში, ხოლო დაბრმავებული სოლ რანი შურისძიებაზე ოცნებობს. მან სოლ ჰის ასწავლა ხმლის ხმარების ხელოვნება, იმისთვის, რომ მოღალატეზე შური იძიოს...
ფილმში ნაჩვენებია პირველი 40 დღე, ქრისტეს აღდგომის შემდეგ. მთავარი პერსონაჟია ათეისტურად განწყობილი რომაელი ცენტურიონი, რომელსაც პონტი პილატე გააგზავნის გაიგოს რასთანაა დაკავშირებული ჭორები ქრისტეს აღდგომის შესახებ და ასევე ეცადოს იპოვნოს მესიის სხეული...
ეპიური სურათი, კლასიკური სიყვარულის ისტორია, რომელიც დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. ფილმში თამაშობენ ჯოდი ფოსტერი და ჩოუ იუნ-ფატი. სკოლის მასწავლებელი ინგლისიდან ანა ლეონოვენცი ჩამოვიდა მეფე მონგკუტას კარზე ეკზოტიკურ სიამში. ის ასწავლის მეფის შვილებს. მოულოდნელად დასავლეთური მგრძნობიარობა აქ ხვდება აღმოსავლეთის მფლობელის ფსიქოლოგიას. ანა და მეფე – ეს არის ფილმი, რომელიც გადაღებულია მამაცი გულისა და ინგლისელი პაციენტის საუკეთესო ტრადიციებით. შედევრი, რომელიც აღსავსეა ვნებითა და თავგადასავლებით.
ერონის ბავშვობამ ამერიკის ცნობილი დეპრესიის წლებში გაიარა, 1930იან წლებში. თუმცა მძიმე ცხოვრებამ ვერ გატეხა ბიჭი, პირიქით მან ბევრი გამოსცადა საკუთარ თავზე და წარმატებას მიაღწია ცხოვრებაში.
ფილმი უკეთებს ანალიზს თანამედროვე სამყაროში მიმდინარე პოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ პროცესებს. ის წარმოადგენს ხალხისთვის თვალის ახელის რეალურ მცდელობას. ასევე გაეცნობით მოძრაობა ”პროექტ ვენერას” აქტივისტებს, რომლებიც თვლიან, რომ მოსახლეობას არ სჭირდება პოლიტიკოსები და ფინანსური სისტემა. მათი აზრით მხოლოდ თანამედროვე ტექნოლოგიებს შეუძლია კაციობრიობა მშვიდობამდე მიიყვანოს.
ჩინეთი. X საუკუნე. იმპერატორი ხანგრძლივი მოგზაურობიდან ბრუნდება. იმპერატორის მეუღლე თავის კავშირს კრონპრინცთან მალავს. უცნაურად იქცევა მის შვილიც. მთელი საზოგადოება სასიყვარულო და პოლიტიკურ ინტრიგებშია ჩაფლული... იმპერატორი გრძნობს, რომ მისი ტახტიდან ჩამოგდება სურთ...
ფილმის მოქმედება 1939 წლის ზაფხულში იწყება ვოლინის ტერიტორიაზე. პოლონელ გოგონას ზოსიასა და უკრაინელ ბიჭს პეტროს შორის სიყვარული იფეთქებს, მაგრამ მშობლები ზოსიას ძალდატანებით მდიდარ ქვრივს გააყოლებენ ცოლად. მალე მეორე მსოფლიო ომი იწყება და ზოსიას ქმარი ომში მიდის, მას კი ბავშვებთან ერთად სახლში ტოვებს...
ფილმი 24 ადამიანის, მათ შორის ქალების და ბავშვების ცივსისხლიანი ჟლეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ერაყის ქალაქ ჰადიტაში მოხდა. ეს ოთხმა ამერიკელმა ჯარისკაცმა გააკეთა, ნაღმზე აფეთქებული თანამებრძოლისთვის შურისძიების გამო. ფილმი გადაღებულია რეალური მოვლენების მიხედვით...
ირლანდია, მე-18 საუკუნის 80-იანი წლები. ცნობილი და მდიდარი ირლანდიური ოჯახების ტიტული და მდგომარეობა ტრადიციულად გადადის უფროს შვილზე, ხოლო უმცროს შვილებს საფრთხე ემუქრებათ მთელი ცხოვრების სიღარიბეში გატარების ან, რაც უფრო ცუდია, მონასტერში. მათი ერთადერთი შანსია - "გამტაცებელთა კლუბი". კლუბის წესები მარტივია: აირჩიო "მდიდარი საპატარძლო", გაიტაცო გოგონა და დაითანხმო, რომ გათენებამდე შენი ცოლი იყოს...