ახალგაზრდა ბიჭის თვალწინ, რომელიც კრიმინალურ რაიონში გაიზარდა, მეგობრები ან ციხეში ხვდებიან ან ნარკოტიკებისგან კვდებიან. ის კი ცდილობს გაარკვიოს თუ როგორ გადაურჩა თავად ამ ყველაფერს...
ფილმი მოგვითხრობს ბაიკერზე, ძარცვის ხელოვნების სპეციალისტზე. ის უკვე თავს ანებებდა კრიმინალურ წარსულს, მაგრამ მაინც არ ყოფნის ძალა თავი შეიკავოს, ის გადაწყვეტს განახორციელოს კიდევ ერთი, ძალიან მაცდური ძარცვა მის არასაიმედო ძმასთან ერთად...
რეალური შემთხვევი გამოძიება, თუ როგორ მიაყენა ორმა 12 წლის გოგონამ 19 ჭრილობა დანით თანაკლასელს. შემდეგ კი მათ განაცხადეს, რომ ეს სლენდერმენის გამო გააკეთეს...
"ნიჭიერი მისტერ რიპლის" მოვლენებიდან გავიდა 20 წელი. ტომ რიპლი უკვე დაოჯახებულია, ცხოვრობს საფრანგეთში. ერთხელ ერთ საღამოზე ხდება არასასიამოვნო რამ, ტომს შეურაცხყოფას აყენებს ადამიანი, რომელსაც მასზე დაბალი სოციალური მდგომარეობა უკავია. ეს მისთვის ხდება შურისძიების მიზეზი. ის ეძებს დაქირავებულ მკვლელს, რათა თავის მტრებს გაუსწორდეს...
რიჩარდი ახალგაზრდა კაცია , რომელიც პატარა ქალაქში ცხოვრობს დერბიშირში, ის 8 წელი მსახურობდა ჯარში. ამ დროის განმავლობაში მისი ძმა ანტონი, რომელიც გონებაშეზღუდულია, ექცევა ნარკოტიკებით მოვაჭრეების გავლენის ქვეშ. რიჩარდი ბრუნდება სახლში, რათა ძმასთან გაერთიანდეს და ყველას სამრთლიანობა აღადგინოს...
დაქვრივებული როსარია პარონდი, თავის ოთხ ბიჭთან ერთად გადაწყვიტავს საცხოვრებლად მილანში გადავიდეს, სადაც მისი მეხუთე შვილი ცხოვრობს. თანდათან ყველა ძმა თავის ადგილს და სამუშაოს პოულობს. მაგრამ ერთ დროს შეკრულ ოჯახში განხეთქილებაა: როკო თავის სასტიკ ძმასთან - სიმონთან წინააღმდეგობაში მოდის. განხეთქილების მიზეზი მსუბუქი ყოფაქცევის ნადიაა...
ფილმის მთავარი გმირი იუბერტ ბონისორი, აგენტი 117, რიოში მიემგზავრება ახალი დავალებით. მან უნდა მოიპოვოს სახელმწიფოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი მიკროფილმი...
ეს ისტორია ორ ბვშვობის მეობარზეა. ჯერ კიდევ სკოლაში მეგობრებმა ნაბიჯი გადადგეს კრიმინალურ სამყაროში – ისინი შეიარაღებულ ყაჩაღობებს ახორციელედნენ და ნარკოტიკებს იღებდნენ. ასეთი ცხოვრების შედეგად მეგობრები ციხეში აღმოჩნდებიან. პატიმრობის მოხდის შემდეგ მეგობრები შეიცვლებიან, თუმცა ბედისწერა მათ სიურპრიზს უმზადებს...
ფილმი მოგვითხრობს საშიშ დამნაშავეების დაჯგუფებაზე სამხრეთ საფრანგეთში, რომელიც 70-იანი წლების დასაწყისში მარტივად და მოხერხბულად ძარცვავდა ბანკებს და სხვა უამრავ დანაშაულს ჩადიოდა...
ერთ დილას ოტელში ''ბევერლი ხილსი ", ახალგაზრდა მამაკაცი სახელად ჯეკი თავის გვერში აღმოაჩენს ფედერალური ბიუროს აგენტის გვამს,ლოგინის ქვევით კი - ჩემოდანს 250 ათასი დოლარით. ამ დროს მას არაფერი ახსოვს - დღის კარგი დასაწყისია! ღრმა ამნეზიაში ჩავარდნილი, ის ვერ სცნობს თავის ცოლს და ტავის საყვარელსაც კი, საერთოდ ვერ ხვდება, საიდან აქვს ტავზე დიდი კოპი და რატომ მოსდევენ მას ცენტრალური დაზვერვის აგენტები...
ისტორია იწყება იმით, რომ ბარის კლიენტებს აიყვანენ მძევლად. მათ შორის არიან პოლიციის ოფიცერი ვენ ჩჟუნი და მისი ქალიშვილი მიაომიაო. გამტაცებელი ცდილობს ამ საქციელით აიძულოს მთავრობა გამოუშვას ციხიდან მისი მეგობარი...
იამაკასი - შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებმაც ნინძების ტრადიციებზე დაყრდნობით თავიანთი სტილი შექმნეს - გადაადგილების ხელოვნება. ისინი ადიან ცათამბჯენებზე, აკეთებენ თავბრუდამხვევ ნახტომებს სიმაღლიდან, ფაქტიურად დაფრინავენ. ახალგაზრდები თაყვანს სცემენ მათ და ცდილობენ მიბაძონ, და აი ხდება უბედური შემთხვევა... პატარა ბიჭი დაზარალდა... საჭიროა გულის სასწრაფო გადანერგვა...
მაქს დემბო ციხიდან 7 წლის შემდეგ გამოდის. თუ მას უკან ციხეში დაბრუნება არ უნდა აუცილებლად მასზე მეთვალყურე ოფიცერს უნდა დაემორჩილოს, რაც არც თუ მარტივი საქმეა...
სამსახურიდან გამოშვებული პოლიციელი, რომელიც სვამს, გარდაცვლილი გოგონას სხეულს იპოვის. დანაშაულის გახსნა ბოლო იმედია მისთვის, ამიტომ იგი გამოძიებას იწყებს. მკვლელის ძიება მის ახლობლებს საფრთხეში აგდებს...
ბინის პატრონის საშინელი მკვლელობის შემდეგ, მევალე-მოიჯარე მალავს მის ცხედარს და ცდილობს გააგრძელოს ცხოვრება შეუმჩნევლად. მაგრამ ცხოვრება მისთვის უკვე აღარ იქნება ისეთი, როგორიც იყო. მოვლენების ერთობლიობა აიძულებს მას იაროს სხვა გზით, რომელიც მიიყვანს მას დასასრულამდე…
ძმები ფაბიო და ენცო არიან ტექნიკოსები, მაგრამ მათ ვერ შეძლეს ღირსეულ სამსახურში დასაქმება, ამიტომ გადაწყვეტენ გაძარცვონ მილანის უდიდესი საიუველირო მაღაზია, რისთვისაც მათ ულამაზესი დებორას დახმარება სჭირდებათ...
ძველმა პოლიციელმა გადაწყვიტა დაეხმაროს თავის ძმიშვილს და დააწყებინა მუშაობა ბანკში. ძმიშვილმა თავიშეაყვარა ბოსს, დაიწყო მაქინაციები საკრედიტო ბარათებით და მთელ უფროსობას ეჩხუბა...
ჯონ ლეტური - ნარკოდილერი მუშაობს გლამურულ წყვილზე, რომელიც გეგმავს კაპიტალის ჩადებას კოსმეტიკურ ბიზნესში. თავად ლეტური ოცნებობს, რომ თავი დაანებოს თავის საქმეს...
მაქს გრაბელსკი მუშაობდა კურიერათ.მისი დირექტორი იყენებდა მას შავი სამსახურებისათვის.დირექტორის სიკვდილის მერე მაქსი იძულებuლია მიიმალოს რათა მას არ დაბრალდეს მკვლელობა...
ყოფილი პოლიციელი შეიმი დაკავებულია სახიფათო კერძო გამოძიებებით. ის ყოველთვის ცეცხლის ხაზზეა, თუმცა ნებისმიერი სიტუაციიდან ყოველთვის ცოცხალი გამოდის. ძველმა მეგობარმა გადაწყვიტა გამოეყენებინა შეიმის ესთვისებები და შესთავაზა მას მოეძებნა დაკარგული მილიონები. ყველა წინა თავგადასავალი ბავშვური გართობა აღმოჩნდა ახალ დავალებასთან…
ფბრ-ს აგენტები ქალს გაიტაცებენ,ქალაქის შერიფი ამ ყველაფერს დაინახავს და ცდილობს ქალი დაიხსნას.მოგვიანებით აღმოაჩენს,რომ ეს აგენტები დამნაშავეები არიან და ამ ქალბატონის მოკვლა უნდათ რადგან ის ერთადერთი მოწმეა...
გარი – ნიჭიერი მხატვარია. მისი ნამუშევრები უამრავ კერძო კოლექციაში არსებობს. მაგრამ გარის სახელი ცნობილია მხოლოდ ვიწრო წრეებში. ის ინკოგნიტოდ მუშაობს, მისი სურათები კი – დიდი ხელოვნების ასლებია. გარი შეკვეთას მიიღებს – მან რემბრანტის სურათი უნდა დახატოს 500 ათას დოლარად. გარი გადაწყვეტს, რომ ამ თანხით ახალ კანონმორჩილ ცხოვრებას დაიწყებს. მან შეკვეთა შესანიშნავად შეასრულა, და ვერცერთი ექსპერტი ვერ მიხვდება გაყალბებას. მაგრამ კლიენტებმა არ მოისურვეს ფულის გადახდა და გარი მკვლელობაში დაადანაშაულეს, რომელიც მას არ ჩაუდენია. პოლიციისგან გაქცევისას, გარი ტყვედ აიყვანს მსოფლიოში საუკეთესო სპეციალისტს რემბრანტის ნამუშევრებში – მარიკეს იმისათვის, რომ მისი დახმარებით დაამტკიცოს, რომ არც ქურდია და არც მკვლელი, არამედ უბრალო თაღლითი...
ისინი არ უხდებიან ერთმანეთს: ჯეკი – წვრილიმანი თაღლითია, რომელიც ფულს შოულობს მდიდარ ოტელებში ძარცვით. კლერი – ბიოლოგიური ფაკულტეტის სტუდენტი, რომელიც დამატებითი შემოსავლისთვის კინოთეატრში მუშაობს . მათი გზები შემთხვევით გადაიკვეთება. მათ ერთმანეთი შეუყვარდებათ. ჯეკი თან გაიყოლებს კლერს უძირო უფსკრულში...
Dressed as a clown, the clever rascal Grimm holds up the most secure bank of Montreal and takes 30 hostages. While confusing and ridiculing the police with his strange behavior, he calmly manages to rid the bank of a fortune. But then an unsatisfied companion arouses trouble...
მოვლენები ვითარდება 80-იანი წლების ბელფასტში, სადაც ორი ახალგაზრდა მამაკაცი კათოლიკე კოლმი და პროტესტანტი ჯორჯი, გადაწყვეტენ გვერდზე გადადონ მათი რელიგიური შეხედულებები და ერთად დაიწყონ ბიზნესი, რაც მოსახლეობას შოკში ჩააგდებს…
ნეაპოლში, წმინდა იანუარის ტაძრის მიწისქვეშა სამარხში 30 მილიარდ ლირად შეფასებული ბრილიანტები და სხვა ძვირფასეულობები ინახება. ამერიკიდან ჩამოსული ჯეკი და მერი, ვინჩენცოს მათი მოპარვის ორგანიზებას სთავაზობენ. ვინჩენცო ამ საქმეს ახალგაზრდა ქურდს, დუდუს ავალებს...
ფილმში აღწერილია ფრენკის ისტორია.ბინძური ბიზნესიდან გამოსვლის შენდეგ, ფრენკი პოლიციას აბარებს თავის ბიზნეს პარტნიორებს. მას ფედერალურ პროგრამის ფარგლებში იცავენ...
ინტერპოლის აგენტს ენიჭება სამიზნე აღმოსავლეთ ევროპის რაზმთან ერთად იარაღით და სხვა აკრძალული ნივთებით ვაჭრობის წინააღმდეგ მთელს ბალკანეთში. ერთ-ერთი შეტაკების დროს მისი რაზმელის სიკვდილი სიტუაციას ამძაფრებს...
უძველესი კელტური ჯვრის ძალის გამოისობით კალანი კვლავ აგრძელებს ბოროტებასთან ბრძოლას... ლოს-ანჟელესში შეიარაღების ექსპერტების გუნდთან გაერთიანების შემდეგ ის დაუღალავად ებრძვის ბოროტების იმპერიას...
ღამით მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდა გოგონა ავარიაში მოყვება, რის გამოც მას აუცილებლად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. მისი მეგობარი კირა იპოვის დამნაშავეს, მდიდარ ცინიკოს სერგეის, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის და არ სურს დახმარება გაუწიოს გოგონას. სასოწარკვეთილი კირა მიმართავს სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სამივეს კირა მოსწონთ. ბიჭები გადაწყვეტენ ჯერ დაეხმარონ გოგონებს, შემდეგ კი გადაწყვიტონ ვის ეკუთვნის კირა...
ფედერალური ბიუროს აგენტს და ბოსტონის პოლიციელს დაევალათ საპასუხისმგებლო დავალება: გავიოდნენ საშიში დამნაშავის კვლაზე და დააკავონ ის. საქმეში კიდევ რამოდენიმე დეტალია, ორივე კანონდამცველი ქალია, ხოლო დამაშავე კი რუსი, რომელიც არასტანდარტული აზროვნებით გამოირჩევა და მას მხოლოდ ”ქალური ლოგიკა” თუ შეაჩერებს...
პროფესიონალი გამომძიებელი სკოტ ტერნერი ვერ იტანს უწესრიგობას. მის ცხოვრებაში ყველაფერი წინასწარ დაგეგმილია. ჰუჩი - ყველაზე მოუსვენარი, ყველაზე უზრდელი ძაღლია, რომლის გაწვრთნაც პრაქტიკულად შეუძლებელია. არ გაუმართლებს იმ უბედურს, რომლის ხელშიც ის მოხვდება. ტერნერი გვიან მიხვდა, ვინ შემოუშვა სახლში. მაგრამ ხმაურიანმა ჩხუბებმა არაფერი მოიტანა. შეიძლება, საუკეთესო გზა მტერს აჯობო, ეს დაუმეგობრდე მას?...
საიანი დაიბადა და გაიზარდა ალმა-ატაში. მას დიდი მომავალი ჰქონდა კრივში და ფიქრობდა, რომ ცხოვრების გზას თავისი მუშტებით გაიკვალავდა. თითქოს ყველაფერი კარგად იყო. მაგრამ დგება მომენტი, როდესაც ის ხვდება, რომ ცხოვრებაში ყველაფრის სამაგიერო უნდა გადაიხადო...
თანამედროვე იტალიის კრიმინალური ოჯახების შიდა სამზარეულო, ნეაპოლის და კასერტას კამორა - გადაღებული რობერტო სავიანოს წიგნის მიხედვით. ძალაუფლება, ფული და სისხლი: ეს არის "ღირებულებები", რაც ნეაპოლისა და კასერტას პროვინციის მაცხოვრებლებს ყოველდღიურ ცხოვრებაში ხვდებათ. მათ არა აქვთ არჩევანი და იძულებულნი არიან დაემორჩილნონ კამორას წესებს. მხოლოდ რამოდენიმე იღბლიანი თუ ახერხებს იფიქროს ნორმალურ ცხოვრებაზე...
ორმა მეგობარმა მაფიას ფული უნდა მიუტანონ.მაგრამ ყველაფერი არც თუ ისე კარგად მიდის.ერთ ერთი მეგობარი თავის ქურთუკს ჩადებს კენგურუს ჩანთაში.ისინი იძულებულები არიან დაედევნონ გაქცეულ კენგურუს რათა დაიბრუნონ თავიანთი ფული...
უფროსკლასელები ცდილობენ შეიმუშავონ გეგმა, რომელიც დაეხმარება მათ გვერდი აუარონ მთავარ გამოცდას. ეს გამოცდა მათ პროფორიენტაციას ავლენს. ყოველ მათგანს ამ უკანონობის ჩადენის საკუთარი მიზეზი აქვს.
არანაირი კანონები... არანირი წესები... არავინ არ არის დასანდობი... არავინაა მართალი... თუ ჩვენ ასეთი რამ ჯერ არ შეგხვედრია ცხოვრებაში, ეს არ ნიშნავს, რომ ეს არ არსებობს. ეს უფრო იმას ნიშნავს, რომ გაგვიმართლა... მოსკოვის ღამის ქუჩებში შავი BMW მიქრის.... ის დევნისგან სცდილობს წასვლას.. საბედისწერო მოვლენების რიგმა კრიმინალური გარჩევებით და სროლით ოთხი მთავარი გმირი – ოთხი მეგობარი, კანონის მიღმა აღმოაჩინა... ცხოვრებაში წესების გარეშე მათ უკან დასაბრუნებელი გზა არააქვთ, და შავი "ბუმერი" – ძლიერი და სანდო, ისინი მოსკოვისგან შორს მიჰყავს... მათგან არც ერთს უნდოდა ადამიანის მოკვლა, არცერთ მათგან არ სურდა სიკვდილი, მაგრამ ამ გზის გავლა მათ ბოლომდე მოუწევთ...
ძარცვისას მოხდა მკვლელობა და მძარცველები იძულებული არიან დაიმალნონ ერთ-ერთი სახლის სარდაფში. მალე სახლს პოლიცია აგნებს, მაგრამ მძარცველები არ აპირებენ ბრძოლის გარეშე დანებებას...
კონსტანტინ ოგოროდნიკოვი კოლონიიდან გამოდის, დროზე ადრე. ყველა განვითარებული ამბის შემდეგ: მეგობრების დაღპვის, ციხის... ის სხვა ადამიანად იქცა. მას სურს ცხოვრების ახალი ფურცლიდან დაწყება. მაგრამ პირველ რიგში დაღუპული მეგობრის ხსოვნისთვის, რომლის სიკვდილში ის უნებლივ დამნაშავეა, უნდა იპოვოს ერთი ადამიანი... მაგრამ შეხვედრა ჩვიდმეტიწლის დაშკასთან მის გეგმებს შეცვლის... მას კვლავ უამრავი გამოცდა ელის წინ...
მამაკაცს შეუყვარდება სხვა ქალი და მასთან გადაწყვიტავს საცხოვრებლად გადასვლას.კაცს არ უნდა,რომ თავისი მეუღლე განქორწინებით დააამციროს და ამიტომ გადაწყვიტავს ცოლი მოკლას...
ფედერალური ბიუროს აგენტი მალკოლმ ტერნერი კვლავ სამხრეთელ ბებიად გარდაიქმნება, რომელმაც ახლა სამი მდიდარი ბავშვის ძიძად უნდა იმუშაოს,რომ ბავშვების მამას უთვალთვალოს...
ფილმის მოქმედება ვითარდება ნორმანდიაში 1894 წელს. საოცრად მომხიბვლელი ახალგაზრდა მამაკაცი ვნებიანად გატაცებულია ავანტიურებით, თავგადასავლებით და ქურდობებით. მის სახელს უკვე მთელი საფრანგეთი იცნობს. მას არსენ ლიუპენი ჰქვია. ქურდობას არსენი ბავშვობიდანვე სწავლობდა საკუთარი მამისგან. ეხლა ის გაიზარდა და იმის მიუხედავად, რომ მსახურობს ოფიცრად საბაჟოზე, არსენ ლიუპენი - პროფესიონალი ქურდი და ყაჩაღია. ერთხელ შობის წინა ღამეს ის ძვირფასეულობას პარავს გემის მგზავრებს...