1982 წელი, ანდრე ბანბერსჯუ გაიგებს მისი 14 წლის ქალიშვილის, კალინკას შესახებ. გოგონა დედასთან და მამინაცვალთან ერთად დასასვენებლად იყო წასული გერმანიაში. ანდრეს ეჭვი აქვს, რომ მისი ქალიშვილის სიკვდილი შემთხვევითობა არ იყო და იგი გამოძიებას იწყებს...
ახალგაზრდა შეყვარებული წყვილი, რომელიც ოცნებობს ფულის შეგროვებას ქორწილისთვის, გადაწყვეტს იმ კლუბების ძარცვას, სადაც იკრიბებიან მაფიოზები. მათი გეგმა მარტივია - რაც არ უნდა ჩაიდინონ, მაფია არ უჩივლებს მათ პოლიციაში.
ბრუს უეინის ბეთმენად გადაქცევის ისტორია. მდიდარი "ფლეიბოი" და ჩიკაგოს პოლიციელი გოთემში ბრუნდებიან. მათი ცხოვრება მოულოდნელად გადაიკვეთება...
ნირუპამა უკვე დიდი ხანია ოცნებობს ამერიკაში წასვლაზე. როდესაც მას სთავაზობენ დოქორწინდეს ასაკოვან ცეკვის მასწავლებელზე, ვიშვანახტზე, რომელიც ნიუ იორკში ცხოვრობს, იგი დიდხანს არ ფიქრობს...
საგადასახადო სამსახურის სპეც განყოფილების უფროსი, უილიამ ლუკი, იძიებს საქმეს კორუფციისა და ფულის გათეთრების შესახებ, თუმცა საქმე ჩიხში შედის. საგამოძიებო განყოფილებაში შემოდის ინფორმაცია, რომ ლუკი გარეულია მსხვილმასშტაბიან მექრთამეობაში.ახლა მას მოუწევს დიდი ძალისხმევა, რომ პატიოსანი სახელი აღიდგინოს და სახელმწიფო სტრუქტურის მუშაკები ამხილოს...
ფილმის მთავარი გმირი კეიტ ფულერია, რომელსაც ერთი შეხედვით ჩვეულებრივი საქმის გამოძიება დაავალეს. გარდაცვლილია მამაკაცი, რომელიც გამოძიების ვარაუდით ცოლმა დაახრჩო. გამოძიების დაწყებისას კეიტი აღმოაჩენს , რომ მამაკაცის სიკვდილში დემონია დამნაშავე, რომელიც მის მსხვერპლს ძილში კლავს. თავიდან იგი სკეპტიკურადაა განწყობილი, მაგრამ როდესაც მას უცნაური სიმპტომები ეწყება, ხვდება რომ დემონმა უკვე მასზე დაიწყო ნადირობა...
აშშ–ს მშვიდობიანი მოსახლეობა საფრთხეშა! ქალაქის მერმა ახალი კანონი მიიღო – ახლა ნებისმიერს შეუძია პოლიციაში მუშაობა. წონა, სქესი, სიმაღლე და ჭკუანაკლებობა ახლა არაფერს ნიშნავს, პოლიციის აკადემიაში ნებისმიერს შეუძია ჩაბარება. აკადემიის ლექტორები შოკში არიან და გადაწყვეტილი აქვთ ნებისმიერი გზით მოიცილონ სტუდენტების ეს ნაკრები. მაგრამ გამოცდები, ფიზმომზადება და გეი–ბარები არანაირად არ შეაშინებენ ახალბედებს!...
ბევრს უნატრია მომავლის შეცვლა და სასურველი მიმართულებით წარმართვა, მაგრამ ის, რაც ადამიანთა ბედისწერაში ჩარევამ შეიძლება გამოიწვიოს, ბევრად უარესია, ვიდრე ის, რისი შეცვლაც სურთ...
ზღაპრულად წარმატებული ადვოკატი ლოს-ანჟელესიდან, რომელის სპეციალიზაცია - განქორწინებაა, ის შეხვდება თვალიმომჭრელ ქალბატონს, რომელიც მამაკაცებს პირველი დანახვისთანავე აჯადოებს. მისთვის ახალი მამაკაცი ახალ ქორწინებასთან და კაპიტალის დაგროვებასთან ასოცირდება. მდიდარი და მოტყუებული ქმრების ინტერესებს კი პროფესიონალი ადვოკატი იცავს.მაცდური ქალბატონი მოწინააღმდეგეების მალე გადაიბირებს და ადვოკატის ცოლი გახდება...
ნარკოდილერი შექმნის ფიქტიურ ოჯახს, დაიქირავებს ცოლსა და ორ ბავშვს, იმისთვის რომ მექსიკიდან-ამერიკაში სატვირთო მანქანით გადაიტანოს ათასი ფუნტი ნარკოტიკი...
პოლიციელი ტერენს მაკდონაგი, რომელიც თვითონაც გასვრილია ნარკოტიკებით ვაჭრობაში, აზარტულ თამაშებში და ქურდობაში, მკვლელობას იძიებს. პარალელურად ის ქარიშხალ კატრინას დროს გადაარჩენს პატიმარს და შემდეგ ცდილობს მას ნორმალური ცხოვრება მოუწყოს...
ნიუ-იორკის პოლიცია იძიებს შემაშფოთებელ და აუხსნელ სერიულ დანაშაულობებს. ერთ-ერთი პოლიციელთაგანი დასახმარებლად ეგზორციზმის სპეციალისტს მიმართავს, რომ ქალაქი ეშმაკის თავდასხმისგან იხსნას...
პირველი სენსაციური გასროლებიდან დაწყებული და მოულოდნელი ფინალით დასრულებული, ფილმი სავსეა საიდუმლოებით და დაძაბული ლოდინით. კეიჯი რიკ სანტოროს როლს ასრულებს, ექსცენტრიული ატლანტიკ–სიტის პოლიციის დეტექტივის როლს, რომელიც მოდის თავის სპორის კუმირის სანახავად და თან გამოაკეთოს თავისი ფინანსური საქმეები ტოტალიზატორში. მოულოდნელი სროლა 14 ათასს გულშემატკივარს პოლიტიკური მკვლელობის თვითმხილველებად აქცევს. თვითმხილველების ჩვენებები, ელექტრონული სისტემების ვიდეოჩანაწერები და ინფორმაცა , რომელიც საიდუმლო უცნობი ქალისგანაა მიღებული, – ეს ყველაფერი ერთად მკვლელობის რეალურ სურათს ხატავს...
ფედერალური ბიუროს ყოფილი თანამშშრომელი არტ ჯეფირისი იცავს დაუნდობელ ფედერალური ბიუროს საიმონის აგენტებისგან, ცხრაწლის ბიჭს, რომელმაც შეძლო ახსნას ახალი, რომელიც 'დეშიფროვკას არ ექვემდებარება' მთავრობის კოდი...
ბიჭი სახელად კენი შემთხვევით მოკლავს პოლიციელის ცხენს – ის მას ფასტ–ფუდის საჭმელს აჭმევს. საიდან უნდა ცოდნოდა კენის, რომ ცხენს მთელი თავისი ცხოვრება დიაბეტი ჰქონდა? საცოდავ ბიჭს ციხეში ჩასვამენ და მისი გამოშვება მხოლოდ მილიონი დოლარის გადახდის შემთხვევაშია შესაძლებელი. კენის სამი მეგობარი ფიქრობს, როგორ შეაგროვონ საჭირო თანხა და ეშმაკურ გეგმას შეადგენენ...
საბჭოთა კავშირის დროში ნარკოტიკებით ვაჭრობა წარმოუდგენელი სიდიდის დანაშაულად ითვლებოდა. ქართველ მაფიოზთან საბრძოლველად, რომელიც აშშ–თანაა კავშირში, სცდილობს კოკაინს რუსეთის მოქალაქეები მიაჩვიოს, გამოდის ივან დანკო – კრიმინალების პირველი მტერი. ამ ახალგაზრდას არ უყვარს ხუმრობა, და მისი სერიოზული განზრახვების დადასტურებაა კუნთები და პისტოლეტი. ბანდიტის დასაპატიმრებლად, ივანი ჩიკაგოში გაემგზავრება. მანდ მისი მეწყვილე ამერიკელი პოლიციელი გახდება. ერთად ისინი გააუვნებლებენ კრიმინალურ ბოსს...
1976 წლის ზაფხულში კლივლენდის შუაგულში 36 აფეთქება მოხდა, როდესაც ირლანდიელ მაფიოზს, დენი გრინსა და იტალიურ მაფიას შორის დაპირისპირება დაიწყო. ფილმი გრინის აღზევებას გვიჩვენებს. ის მაფიის მითითებებს აღარ ასრულებს და საკუთარი მიზნების განხორციელებას იწყებს. გრინი მასზე განხორციელებულ უამრავ თავდასხმას გადაურჩება და სახელს გაითქვამს, როგორც ადამიანი, რომელიც მაფიამ ვერ დაამარცხა...
ახალგაზრდა სიმპატიური წყვილი ახალ სახლში გადადის საცხოვრებლად. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ,რომ მათი ოჯახური ცხოვრება მეზობლების ყურადღების ცენტრში მოხვდება...
უოლის თვალწინ მკვლელობა ხდება, მაგრამ ის ბრმაა. დეივმა ყველაფერი გაიგო, მაგრამ ის ყრუა. ერთად ისინი იდეალური მოწმეები არიან. დამნაშავისთვის! პოლიციელთათვის კი ერთადერთი ეჭვმიტანილები...
ყველა პოლიციელი ოცნებობს, გახდეს ოფიცერი, მაგრამ არავის არ სურს ეროვნული უსაფრთხოების სამსახურში მუშაობა - სწორედ ამ სამსახურის ოფიცერია წარუმატებელი პოლიციელი, ერლ მონტგომერი...
ჩარლი მაკკენზი - პოეტი-ლირიკოსია. მას შემოქმედებითი ხასიათი აქვს, ამიტომ ხშირად წინააღმდეგობაში მოდის თავის თავთან ანუ შეიძლება ითქვას - ნევროტიკია. ამიტომ, თავისი საქმიანობის რომანტიული ხასიათის მიუხედავად ქალებთან ყოველთვის წარუმატებელია! მაგრამ, ერთხელ მაღაზიაში, რომელიც ხორცეულის მდიდარი ასორტიმენტით ვაჭრობს, იგი შეხვდება მშვენიერ ჰენრიეტას - თავისი ოცნების ქალიშვილს! თუ კოშმარების? იმიტომ, რომ მალე ჩარლის გულში ეჭვი შეეპარება, რომ მისი რჩეული არც ისეთი საოცარი და უმშვენიერესია და სინამდვილეში ცივსისხლიანი სერიული მკვლელია - მისის იქსი, რომელიც ქორწინების შემდეგ ყველა ახალ ქმარს კლავს. ამისდამიუხედავად, ჩარლი მას შესთავაზებს დაქორწინებას, რომელსაც ”დაუვიწყარი” საქორწინო მოგზაურობა მოყვება, სადაც ყველაფერი გაირკვევა!...
ციხიდან გამოსვლისას, განგსტერი ფრენკ უაითი გამოაცხადებს, რომ ნიუ–იორკში ნარკოტიკებით ვაჭრობას თვითონ გააკონტროლებს და გაანადგურებს ყველას, ვინც მის გზაზე დადგება. ნიუ–იორკი სისხლიანი გარჩევების არენად იქცევა...
კერის მხოლოდ სამი დღე აქვს იმისათვის, რომ ვერტმფრენის პილოტის დახმარებით ანტარქტიდის ისტორიაში პირველი სერიული მკვლელი დაიჭიროს, რის შემდეგაც კონტინენტს პოლარული ღამე დაფარავს...
საიდუმლო სამთავრობო ორგანიზაცია ქმნის სპეციალურ ჯგუფს "თვითმკვლელთა რაზმს", რომელიც შედგება დაქირავებული მკვლელებისგან. მათი მიზანია შეაღწიონ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, არკხამში და მოიპოვონ მოპარული საიდუმლო ინფორმაცია...
ქალაქში რამოდენიმე სხეულს აღმოაჩენენ. როგორც ჩანს მათ არც ისე კარგი სიცოცხლის დასასრული ჰქონდათ. ყველა ნივთმტკიცება ერთ ადამიანზე მიუთითებს, ჯონ კრამერზე. მაგრამ ეს როგორაა შესაძლებელი? ადამიანი სახელად ხერხი უკვე ათ წელზე მეტია გარდაცვლილია. ნუთუ ვინმემ მისი გზის გაგრძელება გადაწყვიტა...?
მაიკლი ყოფილი მეზღვაურია. მისი ჯიბეები აბსოლუტურად ცარიელია და სამუშაოს პოვნის ერთადერთი შანსი – გზისპირა ბარია "Red rock west". სწორედ ამ დილით ადგილობრივი შერიფი უეინი, ყოფილი დამნაშავე, რომელმაც ცოლ სიუზანთან ერთად მოიპარა ნახევარი მილიონი, ელოდება ქილერს ტეხასიდან. შერიფმა მას დაუკვეთა საკუთარი ცოლის მოკვლა...
ირანსა და საფრანგეთში მომუშავე ჟურნალისტი ხვდება ზაჰრუს. ის მას სულისშემძვრელ ისტორიას უყვება. ეს არის საზარელი ამბავი, რომელიც თავს გადახდა მის ძმიშვილს – სორაიას. ზაჰრუ სთხოვს ჟურნალისტს, რომ ეს ისტორია მან მთელ მსოფლიოს მოუთხროს.
დედის დაკრძალვიდან დაბრუნებული, სპეციალური დანაშაულების დეპარტამენტის დეტექტივი გო გონ სუ მოხვდება ავარიაში, რის შედეგადაც იღუპება ადამიანი. მომხდარ ავარიას შეუძლია მომენტალურად ბოლო მოუღოს მის კარიერას, გაანადგუროს მისი ცხოვრება. იმისათვის, რომ დამალოს თავისი დანაშაული, იგი მალავს გარდაცვლილის სხეულს დედის საფლავში...
უკვე რამდენიმე თვეა პარიზში ბატონობს საშიში დამნაშავეების ბანდა, ისინი ახერხებენ ინკასატორებზე თავდასხმას და დანაშაულის ადგილიდან ისე მიმალვას, რომ მათ კვალს ვერ აგნებენ...
ნიკი - მსხვილი კომპანიის მენეჯერია, მშვიდი და ზრდილობიანი ადამიანი შესანიშნავი მეოჯახის რეპუტაციით. მისი ცხოვრება მშვენიერი იყო მანამ, სანამ მოწმე არ გახდა იმისი, რამაც სრულიად შეცვალა. იმ საშინელ ღამეს მასში ჩასახლებული სისასტიკე არწმუნებს, რომ თავისი ოჯახის დასაცავად არაფრის წინაშე არ დაიხევს უკან...
ფილმის მთავარ გმირს ნათლობის დღეს მამის ერთერთი მეგობარი ჩუქმნის მაგნუმ-357. ბიჭი გაიზარდა და გახდა სუპერთავხედი მძარცველი ზედმეტსახელად დობერმანი. 357-ე მაგნუმი ჩაანაცვლა ახალმა თანამედროვე ცეცხლსასროლმა იარაღმა. მასთან ერთად ყოველთვის არის მისი ყრუ დაქალი, რომელიც მშვიდად იღებავს ფრჩხილებს ინკოსატორების ძარცვისას. ბანდის ყველა წევრი ნამდვილად უცნაური და საინტერესო პერსონაჟია! დაიჭერს კი მას ჩეკი კარიო, დაუნდობელი პოლიციელი. მასთან შედარებით ჭუჭყიანი გარი - უბრალოდ ბოისკაუტია. მას სიგიჟემდე სურს დაიჭიროს ან მოკლას დობერმანი და თავისი მიზნის მისაღწევად მზად არის ყველაფერი გააკეთოს...
მაიკლი 12 წლის ჭკვიანი მოზარდია, ზედმეტსახელად "ნორჩი", რომელიც დეიდასთან და დეიდაშვილთან ერთად ცხოვრობს. მამამისი, რომელიც ქუჩაში ცხოვრობს, შემთხვევით ხვდება მას და ჭადრაკს ეთამაშება. მაიკლი უკვე გიჟური სამყაროს წევრია, სადაც ნარკოტიკი, ალკოჰოლი და დანაშაულებების მთელი კასკადია. მას ამ წრიდან გათავისუფლება უნდა და აქვს გეგმა, რომელიც ზუსტ სვლებს მოითხოვს, რაშიც მას ჭადრაკი ეხმარება...
როლანდ ფლინტი და ვინსენტ ბრეიზილი- დაქირავებული მკვლელები, აღმოსავლური ორთაბრძოლის ოსტატები და საომარი ხელოვნების მცოდნენი. ვინსენტი სპეციალიზირებულია ცივ იარაღზე, როლანდი კი არის პირველი კლასის მსროლელი. ისინი არ იცნობენ ერთმანეთს, მაგრამ მალე მათ მოუწევთ შექმნან არც თუ ისე მარტივი ალიანსი და კოლორიტული ტანდემი...
დამნაშავე გენიოსი ცდილობს მოხვდეს მსოფლიოში ერთერთ ყველაზე საუკეთესოდ დაცულ ციხეში, იმისთვის რომ სიკვდილმისჯილი თანასაკნელისგან გაიგოს 200 მილიონი დოლარის ღირებულების ოქროს ადგილმდეარეობა, რომელიც მან ოდესღაც მოიპარა. მაგრამ მისდა საუბედუროდ, ფედერალურ ბიუროს თავისი კაცი ჰყავს ციხეში, რომელიც ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მას ხელი შეუშალოს დამალული განძის პოვნაში...
მითიურ ლონდონში, ზღვის დონიდან ამოსვლა გულისხმობს, რომ დიდ არეებს ფეხები აქვთ წყალში. ჰაუერი თამაშობს პოლიციელს, რომელმაც დაკარგა პარტნიორი უცნაური ქმნილება. ქმნილება უკან ბრუნდება...
სასტიკი მკველობების სერიის გამოსაძიებლად, რომლებმაც ქალაქი შეძრეს, ახალგაზრდა პოლიციელი გაერთიანდება ყოფილ გამომძიებელთან, რომელსაც ზებუნებრივი ნიჭი აქვს...
ფილმი მოგვითხრობს ერთი საოცრად დახვეწილი უნარჩვევების მქონე მძღოლის შესახებ, ის ტრანსპორტერად მუშაობს და კონკრეტული ტიპის ტვირთს უწევს ტრანსპორტირებას, მას ყველაფერი გეგმის თანამხად მისდიოდა სანამ 4 საოცრად მომხიბვლელი გოგო არ გაიცნო...
ცნობილი ადვოკატი ნიუ-ორლეანიდან ლოსენ რასელი რომანის ბოლოს ხელს აწერს. მაგრამ ეს რომანი მას არ დაუწერია. გამომძიებელი კლიფორდ დიუბოსი აღმოაჩენს, რომ რომანი წარმოადგენს საიდუმლო მკვლელობების დეტალურ აღწერას, რომლებსაც ის და ფედერალური ბიურო იძიებენ. ლოსენ რასელი იძულებულია თვითონ გაარკვიოს, ვინ დააყენა ის ეჭვის ქვეშ და რა მიზნით...
ლამაზი და მდიდარი ჯენიფერ ბარეტი გებულობს, რომ ის მართლა ცოტა ხნის უკან მოკლული მაფიის მეთაურის ანჯელო ალიგიერის ქალიშვილია. მას მემკვიდრეობაში ერგო მის ერთგული პირადი მცველი ფრენკი და უამრავი დაღვრემილი ტიპი, რომლებიც ოცნებობენ გაუსწორდნენ თავისი მუდმივი მტერის სანათესაოს. ფიცის მიხედვით, რომელიც მან ბოსს მისცა ფრენკი იცავს ჯენიფერს დაქირავებული ”შავი სამყაროს” წარმომადგენლებისგან. ამავე დროს კი ლამაზმანი შურისძიების გეგმას შეადგენს თავის მამის მკვლელებზე...
მოქმედება ფილმში ვითარდება ციმბირის ერთ-ერთ ყრუ დასახლებაში.ახალგაზრდა მთავარი გმირი, სახელად კოლიმა, ჩათრეულია საკუთარი ქალაქის კრიმინალური დაჯგუფების ცხოვრებაში.ჩვენ ვხედავთ ახალგაზრდა ბიჭის ცხოვრებას, რომელსაც უწევს მიიღოს და გაიზიაროს საერთო კრიმინალური წეს-ჩვეულებები...
მკვლელი ფრენკი ორჯერ გადაიკვეთება განგსტერებთან და თაღლითი ქირურგი მას ქალად გადააქცევს. ახლა ის შურისძიებას გეგმავს მედდა ჯონის დახმარებით, რომელსაც თავადაც აქვს საიდუმლოები...
მარტოხელა დედა, რომელიც ბრძოლობს ნარკოტიკული დამოკიდებულისგან თავის დასაღწევად, აყვანილია მძევლად საკუთარ ბინაში, მამაკაცის მეშვეობით. ეს მამაკაცი გაქცეულია ციხიდან მან მოკლა მოსამართლე...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას კაცზე, რომელიც შინ დაბრუნდა და აღმოაჩინა რომ მისი შეყვარებული გაქრა. იგი მას მეზობლის სახლში იპოვის სხვა მოტაცებულებთან ერთად...
როგორი კარგი ფეხბურთელიც არ უნდა იყოს კრის როეზი, სულ ეყოლება ვალებში ჩაფლული მეგობარი. მის გადასარჩენად და საკუთარი მტრისაგან თავის დასაღწევად კრისი გარიგებაზე მიდის რუსულ მაფიასთან…
კრისტინ პენმარკი ქალიშვილს იდეალურ გოგონად თვლიდა, მორიდებულს, თავაზიანსა და მზრუნველს. მაგრამ მას შემდეგ რაც როდამ სკოლის კონკურსზე მეორე ადგილი დაიკავა და გამარჯვებულს მკვდარს იპოვიან, კრისტინი ამჩნევს, რომ მისი ქალიშვილი შეიცვალა. ნუთუ გენეტიკაშია საქმე?...
ცოლ-ქმარი შვილის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ გასამხნევებლად მიემგზავრება იახტით ზღვაზე. ისინი აიყვანენ ბორტზე უცნობ ადამიანს ,რომელმაც თავისი იახტა უცნობი მიზეზის გამო მიატოვა. ცობისმოყვარე ქმარი მიდის ნავით იმ მიტოვებული იახტისაკენ და იქ მოულოდნელ რაღაცას აღმოაჩენს...