ფილმის მთავარი გმირი უფროსკლასელი მაიკია, შეძლებული ოჯახიდან, რომელსაც სკოლიდან რიცხავენ. ამის შემდეგ ის ნარკოტიკებით მოვაჭრეთა სამყაროში ხვდება. საქმე კარგად მიდის, ფულიც წყალივით მოდის, თუმცა, ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მის ძმას კლავენ, საუკეთესო მეგობარს კი აპატიმრებენ...
მკვლელობის ცნობილი გამომძიებელი კესი მეიუეზერი და მისი ახალბედა პარტნიორი საქმეზე მუშაობენ, სადაც ორი ძნელად გამოსაჭერი ახალგაზრდა ბოროტმოქმედის დაჭერას ცდილობენ. მათი ბნელი საიდუმლოებები, შესაძლოა ცივი გონებით დაგეგმილი დანაშაულის ახსნა გახდეს...
კლაუსტროფობიული ტრილერი, რომელშიც განქორწინებული ქალი და მისი ქალიშვილი "კატა-თაგვობანას" სასიკვდილო თამაშში ჩათრეულები აღმოჩნდნენ. ისინი სამი მძარცველისაგან ეგრეთწოდებულ უსაფრთხოების ოთახში იმალებიან,რომელსაც "შიშის ოთახი" ჰქვია...
როდესაც ჰოფმანი იგებს, რომ "ხერხთან" მისი საიდუმლო კავშირი აშკარა ხდება, კრიმინალური დეტექტივი იწყებს მოქმედებას, რათა გააქროს ყველანაირი კვალი...
ახალი ამბავი დეტექტივ კერის სიკვდილის შესახებ ფედერალური ბიუროს თანამშრომლების ყურადღებას იქცევს. აგენტები სტამი და პერესი, პოლიციის ვეტერან დეტექტივ ხოფმანთან ერთად ჯიგსოს უკანასკნელი თამაშის დეტალებში გარკვევას ცდილობენ, რათა საერთო სურათი ააწყონ. ამავდროულად სპეცდანაყოფის მეთაური რიგი ახალი თამაშის მონაწილე ხდება. მას მხოლოდ 90 წუთი აქვს.
ძარცვის დროს შექმნილი შეფერხებები პოლიციის ინფორმატორის არსებობაზე მიუთითებს, რის გამოც საწყობში სადაც ისინი არიან დაძაბულობა მატულობს. დანაშაული ძალადობას წარმოქმნის. გადარჩენილები: ვეტერანი მისტერ უაიტი, ახალბედა მისტერ ორენჯი, ფსიქოპატი მისტერ ბლონდი, მისტერ პინკი და სასიამოვნო ახალგაზრდა ედი - მათგან ერთერთი ამოსაცნობია...
ნატაშა ბინდერი ჩადის ნიუ ორლეანში მამის საძებნელად, რომელიც უკვალოდ გაქრა.იგი ხვდება ძლიერ კაცს ჩანსს.მისი დახმარებით ნატაშა არკვევს, რომ მამა მოკლულია...
კაილს (ნიკოლას კეიჯი) და სარა მილერს (ნიკოლ კიდმანი) ყველაფერი ჰქონდათ: დიდი სახლი ტბის პირას, ძვირფასი მანქანები და პოტენციური რომანის შესაძლებლობა მათ ურთიერთობაში. კაილი მივლინებიდან ახალ დაბრუნებულია (იგი ბრილიანტებით მოვაჭრეა), მისი ქალიშვილი ევერი (ლიანა ლიბერტო) კი ჩუმად წვეულებაზე გაპარვას ცდილობს, როდესაც დაცვის ფორმაში ჩაცმული ოთხი ნიღბიანი ბოროტმოქმედი მათ სახლში შევარდება. ისინი ყველაფერს წაიღებენ რაც სეიფში იყო, ფულსაც და ბრილიანტებსაც. როდესაც კაილი მათ სარას გასათავისუფლებლად დაედევნება, ცოლ-ქმრის წარსული ცოდვები და ამ ოთხი მძარცველის წარსული ამოტივტივდება...
1979 წლის ფილმის რიმეიქი, მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერალ ქალზე, რომელის რომანის დასამთავრებლად ტბისპირა სახლს ქირაობს, რათა განმარტოვდეს. სოფლის რამდენიმე მაცხოვრებელი გადაწყვეტს ქალაქელ გოგოს ჭკუა ასწავლოს და მასთან ღამით გასართობად შეიპარებიან...
ფედერალური გამოძიების ბიუროს აგენტები ჯო და კეტრინი უცნაური მკვლელობების სერიას იძიებენ. ყველა დანაშაულს აერთიანებს რაღაც ზებუნებრივი. სერიული მკვლელი ყოველ ჯერზე ნაბიჯით წინაა საუკეთესო გამომძიებლებზე. აგენტები დახმარებისათვის სპეცსამსახურების ანალიტიკოს, პენსიაზე გასულ დოქტორ ჯონ კლენსის მიმართავენ, რათა ის დამნაშავის პოვნაში დაეხმაროს. ჯონი მალე ხვდება, რომ მისი მოწინააღმდეგე მასზე გაცილებით ჭკვიანია...
უოჩატის მეგობრული ტომის წმინდა ცხოველის, შიკაკას საძებნელად ტიბეტში გაგზავნილი ეის ვენტურა, აფრიკის ჯუნგლებში სახიფათო მოგზაურობაში ამოყოფს თავს.მან ეს უნდა შეძლოს, სანამ უოჩატის ტომის ბელადის ქალიშვილი უოჩუტუს მეომარი ტომის ბელადის ვაჟზე დაქორწინდება. თუკი ეისი ვერ შეძლებს დავალების შესრულებას, შედეგად ტომებს შორის საბედისწერო ომი გაჩაღდება...
მსოფლიო საფრთხეშია: ექიმი ბოროტება იმუქრება ბირთვული რაკეტის გაშვებით და ითხოვს 100 მილიარდ დოლარს! მაგრამ ყოველ საუპერბოროტმოქმედს შეებრძოლება სუპერგმირი! კრიოგენულ კამერაში გატარებული 30 წლის შემდეგ, შეუდარებელი ოსტინ პაუერსი, მისი უდიდებულესობის საუკეთესო საიდუმლო აგენტი და ყველა ქალის ფავორიტი, გაალღვეს და ის მზადაა კვლავ საქმეს შეუდგეს!
ყოფილი მოკრივე და ნარკოდილერი ბრედლი ტომასი ცდილობს თავი დააღწიოს კრიმინალურ წარსულს, მაგრამ კრიმინალმა იგი კვლავ ჩაითრია. მას შვიდი წლით დაიჭერენ. ეს ყველაფერი ძალიან უდროო დროს მოხდა: ცოლი ფეხმძიმედაა და დიდი ხნის ნანატრ ქალიშვილს ელოდებიან. ციხეში უცნობი ტიპი მივა, რომელიც ჯერ დაუბადებელი ქალიშვილის სიცოცხლით იმუქრება, თუ ბრედლი 99-ე ბლოკში ერთ-ერთ პატიმარს არ მოკლავს.
ნიუ-იორკი, 1974 წელი. მკვლელობის ბრალდებით ციხეში გატარებული მრავალი წლის შემდეგ, 50 წლის კრისი თავისუფლდება კარგი ყოფაქცევის გამო. ციხის კართან მას ელოდება უმცროსი ძმა, ფრენკი - პერსპექტიული პოლიციელი. ძმები განსხვავდებიან არა მხოლოდ “პროფესიის” არჩევანით, არამედ ცხოვრებაზე შეხედულებებითაც...
მას შემდეგ, რაც კომისარი ლეგიონის ორდენს იღებს ფანტომასის ლიკვიდაციისთვის, ის კვლავაც ჩნდება და იტაცებს პროფესორ მარშანს, რათა მისგან სასტიკი იარაღის საიდუმლო გაიგოს. მაგრამ ამ იარაღის დამონტაჟება მეორე მეცნიერის - პროფესორ ლოფერის გარეშე შეუძლებელია. კომისარი ჟუვი იყენებს თავის წარმოუდგენელ გამოგონებებს, რათა დაიცვას პროფესორი, რომელსაც საფრთხე ელოდება...
მარსელის ერთ-ერთმა ნათლიმამამ - შარლ მათეიმ, გადაწყვიტა საქმეს ჩამოშორდეს და მშვიდად იცხოვროს, მაგრამ მისი კომპანიონები ამის წინააღმდეგები არიან. მასზე სასტიკ თავდასხმას აწყობენ და შანსს არ უტოვებენ. სასწაულით გადარჩენილი შარლის სხეულიდან 22 ტყვიას იღებენ. ახლა მას შურისძიება სურს, ის არავის დაინდობს...
სილვია ბრუმი - გაეროს თარჯიმანია, მან შემთხვევით ერთ-ერთი აფრიკული სახელმწიფოს მეთაურის მკვლელობის სამზადისის შესახებ შეიტყო. ის ცდილობს აღკვეთოს მკვლელობა. ამავე დროს ესმის, რომ საფრთხეშია და სანამ მკვლელების მსხვერპლი თავად არ გამხდარა აუცილებელია ვინმემ მისი სიტყვები დაიჯეროს...
ნორვეგიელი ნილსი დიდი ხანია მუშაობს საზოგადოების სასარგებლოდ. თავისი დიდი მანქანით ის ასუფთავებს თოვლს. ცხოვრება გრძელდება, ყოველი დღე მთავრდება ნორმალურად მანამ, სანამ ნილს არ შეატყობინებენ, რომ მისი ერთადერთი ვაჟი გარდაიცვალა, ნარკოტიკის დიდი დოზის მიღებისგან...
ახლო მომავალში, როცა ადამიანის ხელოვნური ორგანოების ყიდვა კრედიტითაა შესაძლებელი, ერთი მამაკაცი ფულს იმ ორგანოების დაბრუნებით შოულობს, რომელთა მომხმარებლებიც ფულს ვერ იხდიან. რა მოხდება, როცა ამ ბიზნესში საუკეთესო მფატრავი თავისი საკუთარი ხელოვნური გულის საფასურს ვერ აანაზღაურებს?..
ამ საშინელებათა სერიების მესამე ნაწილში პოლიციელებისგან თავის დაღწევის შემდეგ,ფსიქოპათი მკვლელი "ხერხი" ქალაქის განაპირა მიტოვებულ საწყობს საზარელი წამების ოთახად გადააქცევს. მისი ახალი შეგირდი ამანდა გაიტაცებს ექიმს, რომელსაც აიძულებს გადაარჩინოს თავისი ბოროტი მასწავლებელი. გადარჩენილი "ხერხი" იწყებს თავისი საზარელი გეგმის განხორციელებას ექიმისა და კიდევ ერთი უმწეო მსხვერპლის მიმართ...
მე-20 საუკუნის 80-იანი წლები. ნიუ-იორკი დანაშაულების ტალღამ დაფარა. ნარკომაფიის ბოსები სიას შეადგენენ ადგილობრივი პოლიციელთა დეპარტამენის თანამშრომლების, რომლებიც სასიკვდილოთ უნდა გაწირონ. რობერტ გრინი – წარმატებული პოპულარული ღამის კლუბის მმართველია . მისი მეპატრონე საკმაოდ ახლოსაა დაკავშირებულია განგსტერებთან, ამიტომაც რობერი იძულებულია დამალოს, რომ მისი ნათესავები პოლიციაში მსახურობენ. შემთხვევით ის გაიგებს, რომ პირველ ნომრებად, განადგურების სიაში მისი მამის და ძმის სახელები ფიგურირებს.
ისინი ოთხნი არიან, ძმები, მაგრამ საერთოდ არ გვანან ერთმანეთს. ბავშვობაში ისინი ერთმა ქალმა აიყვანა და გაზარდა. ახლა ეს ქალი მკვდარია, ძმები კი, მის მკვლელს ეძებენ სამაგიეროს გადასახდელად.
ათწლიანი დუმილის შემდეგ გენიალური ჰანიბალ ლექტერი წერილს დაუწერს გამოძიებათა ფედერალური ბიუროს აგენტს კლარისა სტარლინგს, რომელშიც შეწყვეტილი ინტელექტუალური დუელის გაგრძელების სურვილს გამოთქვამს. მილიონერს მეისონ ვერჯერის დახმარებით, რომელიც, დაუნდობელი ექიმის მორიგ მსახვერპლად იქცა და ოცნებობს ახლა ლაკტერი გაუმაძღქრ ტახებს შეაჭამოს, კლარისა გამოდის მამნიაკის კვალზე და მალე გაიგებს, რომ მასზე უკვე ნადორობს ვენეციის პოლიციის ინსპექტორი რინალდო პაცი...
ბოსტონში ცხოვრობდა ორი ირლანდიელი ძმა: კონორი და მერფი. ერთ მშვენიერ დღეს ისინი "მიხვდნენ" რომ ღმერთმა გამოაგზავნა დედამიწაზე, რათა განწმინდონ სამყარო ბოროტებისაგან...
ბონდი მაიამიში ისვენებს, როცა M-სგან გოლდფინგერზე თვალთვალის დავალებას იღებს. ბონდი გოლდფინგერის მეგობარ გოგონას ჯილ მასტერსონს იტაცებს, მაგრამ თავდასხმის შემდეგ გონებაზე მოსული აღმოაჩენს, რომ ჯილი მკვდარია და მისი სხეული ოქროს საღებავითაა დაფარული. ლონდონში დაბრუნების შემდეგ ბონდს გამოძიების გაგრძელებას დაავალებენ, მაგრამ გააფრთხილებენ, რომ ეს დავალება მის ვენდეტად არ უნდა იქცეს. ბონდი გოლდფინგერს ვერ დაუმეგობრდება, მას თვალთვალში გამოიჭერენ და დატყვევებულს ამერიკაში წაიყვანენ. ის გოლდფინგერის გეგმის შესახებ შეიტყობს, რომელსაც კოდური სახელი "დიდი სლემი" ჰქვია, რაც ფორტ ნოუზე თავდასხმას და გოლდფინგერის ოქროს მარაგის გაზრდას გულისხმობს. შეძლებს თუ არა ბონდი გოლდფინგერის შეჩერებას?
ჯაკარტას შუაგულში ელიტარული დანაყოფის პოლიციელებმა უნდა შეაღწიონ მრავალსართულიან შენობაში და შეიპყრონ მაფიის ბარონი, რომელიც შენობის ერთ-ერთ სართულზეა გამაგრებული.
ტომ ლუდლოვი გულგატეხილი პოლიციელია ლოს–ანჯელესიდან. იგი წესების მიხედვით თამაშობს და შეშფოთბულია ცოლის სიკვდილის გამო.ის იძულებული ხდება იმ კანონების საწინააღმდეგოდ წავიდეს, რასაც მთელი ცხოვრება იცავდა, ამის შედეგად კი ნდობას კარგავს მის გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ...
ჯონი თრულავს უხეშობა უყვარს. იგი მნიშვნელოვანი ფიგურის შვილია და ნარკოტიკებით ვაჭრობს. როდესაც ჯეიკ მაზურსკი მას ვალს ვერ უხდის, მაზურსკების ოჯახისთვის ცუდი დრო დგება, რადგან ჯონი და მისი ბანდა ჯეკის 15 წლის ძმას მოიტაცებენ და დატყვევებული ჰყავთ. პრობლემა ახლა ის არის, რა უყონ "მოტაცებულ ბიჭს"...
CIA ყოფილი თანამშრომელი იძულებულია საქმეს დაუბრუნდეს პირადი მისიის შესასრულებლად, თუმცა აღმოაჩენს, რომ თავისი ყოფილი მოსწავლის წინააღმდეგ იბრძვის სასიკვდილო თამაშში, რომელშიც CIA ს ოფიციალური წარმომადგენლები და რუსი აგენტებიც არიან ჩართულნი...
დეტექტივები ქრისტოფერ დენსონი და ჰაისმითი არიან ნიუ-იორკის ყველაზე პატივცემული და საყვარელი პოლიციელები. ადამიანები მათ საპატივცემულოდ ტატუს იკეთებენ მათი გამოსახულებით. დეტექტივი გემბლი და ჰოიტცი კი უბრალოდ ჩრდილში მყოფი პოლიციელები არიან, რომლებიც საბუღალტრო სამუშაოს ასრულებენ. ერთხელაც მათ ეძლევათ შანსი თავი გამოიჩინონ.
19 წლის ჯეის და ნატაშას ერთამნეთი უყვართ. ყველაფერი კარგად იქნებოდა, ახალგაზრდა წყვილს საუკუნის ძარცვაში, რომ არ მიეღოთ მონაწილეობა და დიდი თანხით არ მიმალულიყვნენ. მათი ბანდის ლიდერი ლეგენდარული მძარცველი ბრენდან ლინჩია, რომელიც არ აპირებს თავისი ნაძარცვი ვინმეს გაუყოს. ჯეიმ და ნატაშამ უნდა მოიფიქრონ როგორ დაიძვრინონ თავი ბრენდანისგან.
პოლიციელი ჯეი დიკშიტასა და მისი მეგობრის ალის თავაგადასავლი გრძელდება. ამჯერად მათ საერთაშორისო ქურდი უნდა დაიჭირონ, რომელმაც შეუფასებელი საგანძური მოიპარა, რათა ისტორიაში თავის კვალი დაეტოვებინა.
იური ორლოვი მოგზაური იარაღით მოვაჭრეა. ყველაზე სახიფათო საომარი ზონების გავლით, იური ახერხებს ერთი ნაბიჯით წინ გაუსწროს ინტერპოლის აგენტს, მის მეტოქეებს, ზოგიერთ მის კლიენტსაც კი, რომელთა რიგებში მსოფლიოს ყველაზე ცნობილი დიქტატორები შედიან. საბოლოოდ, იური იძულებულია თვალი გაუსწოროს საკუთარ სინდისს...
ჰოლივუდელი მრბოლელი - დღისით გადასაღებ მოედნებზე ასრულებს ტრიუკებს, ღამით კი სარისკო თამაშს თამაშობს, მაგრამ ერთი სახიფათო კონტრაქტი და მასზე უკვე ნადირობას აცხადებენ. ახლა, საკუთარი თავისა და მომხიბლავი მეზობლის გადასარჩენად იგი იძულებულია ის გააკეთოს რაც ყველაზე კარგად გამოსდის - ვირტუოზულად დაუძვრეს მდევარს ხელიდან.
ლას-ვეგასში დანაშაულებრივი სამყაროსგან დაღლილი ბადი ისრაელი, ფედერალურ ბიუროსთან თანამშრომლობას და მაფიის ბოსის ჩაშვებას აპირებს, ხალხის უმეტესობას მისი სიკვდილი უნდა.
ფედერალური საგამოძიებო სააგენტოს აგენტს სპეციალური დავალება აქვს. მოტოცილებიანი დაჯგუფება საინკასაციო მანქანებს ძარცვავს. არსებობს ეჭვი, რომ მათ ვიღაც ეხმარება პოლიციიდან. სწორედ ამ ამბის გარკვევა ევალება აგენტს...
სიუზან კუპერი მთელი ცხოვრებაა ოცნებობს გახდეს საიდუმლო აგენტი და აი მას მიეცა შანსი გამოავლინოს თავისი შესაძლებლობები და წინ აღუდგეს ბოროტმოქმედებს. შეძლებს კი ის საიდუმლო მისიის შესრულებას?
კოლეჯის სამი მეგობარი მექსიკაში ერთკვირიან მოგზაურობაში წავა. ფილი ტყვედ ჩაუვარდება სატანისტურ, ნარკოტიკებით მოვაჭრეთა ჯგუფს, რომლებიც ტურისტებს კლავენ...
ირანელი ემიგრანტი ყიდულობს ბუნგალოს კალიფორნიაში, რათა შეაკეთოს და გაყიდოს, მოგებული ფულით კი ვაჟს კოლეჯში სწავლის თანხა გადაუხადოს. ბუნგალო იურიდიულად ყოფილი ნარკომანის კეიტის მფლობელობაშია. მას შემდეგ რაც ქალი კარგავს სახლს სახელმწიფოსთან იურიდიული გარჩევისას, მას წასასვლელი არ აქვს. ბუნგალოს დაბრუნების მიზნით კეიტი იურისტს ქირაობს. კანონი არ დაურღვევია არც კეიტს და არც ბეჰრანს, ორივე ცდილობს სახლის მისაკუთრებას, ამისათვის მათ რთულ სიტუაციასთან გამკლავება უწევთ...
პეიშინს ფილიპსი, მორიდებული მხატვარია, რომელიც უდიდეს კოსმეტიკურ კომპანიაში დიზაინერად მუშაობს. მისი კომპანია გამაახალგაზრდავებელი ელექსირის გამოსაშვებად ემზადება. მოულოდნელად პეიშენი კორპორაციის საიდუმლოს იგებს და უნებლიედ ეხვევა შეთქმულიბაში.
ახალ გაცნობილი კრიმინალის დასაცავად, გმირი იძულებული ხდება FBI-ს აგენტებისა და რუსი ბანდიტების წინააღმდეგ უთანასწორო ბრძოლაში ჩაებას. ის რომ გადამდგარი სპეცნაზელი არ ყოფილიყო, რომელმაც ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება გადაწყვიტა, ამ ომის ფინალი დრამატული იქნებოდა...
ფბრ-ის საიდუმლო ლაბორატორიაში ექიმებმა შეიმუშავეს პრეპარატი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს გაუმკლავდეს ნებისმიერ განუკურნებელ დაავადებას. სპეცსამსახურები ამ წამლის მიღებას სთავაზობენ ყოფილ სპეცაგენტს, ითან რანერს, რომელსაც ექიმებმა სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს, მაგრამ სამაგიეროდ მან უნდა შეასრულოს კიდევ ერთი დავალება რომელზეც მისი სიცოცხლე იქნება დამოკიდებული.