2013 წელს რაღაც საშინელი ხდება ლონდონის ეროვნულ გალერეაში. 1562 წელს მკვლელობის შეთქმულება მზადდება ელიზაბეტის ინგლისში. და სადღაც, კოსმოსში, ანტიკური ბრძოლა უახლოვდება გამანადგურებელ დასასრულს...
ალმა, ნიუ-იორკელი 20 წლის პიანისტია, რომელიც კანადაში მდებარე შორეულ კუნძულზე მიფრინავს, სადაც მან ბავშვობა გაატარა, რათა ბაბუის დაკრძალვას დაესწროს, რომელმაც ის გაზარდა. თავის ფესვებთან კავშირის აღდგენისას გოგონას ცხოვრებაში ყველაფერი იცვლება, როცა მოულოდნელად დაობლებულ მგლის ლეკვს და ვანკუვერის ცირკისთვის განკუთვნილ, დაკარგულ ლომის ბელს იპოვის. ცხოველების გადასარჩენად, ალმა მათ დატოვებას გადაწყვეტს, რომლებიც ერთად იზრდებიან და ძმებივით უყვარდებათ ერთმანეთი. მაგრამ გმირების იდეალური სამყარო იშლება, როდესაც მათი საიდუმლო გამჟღავნდება… ლომის ბელს იჭერენ და ცირკში აგზავნიან, ხოლო მგლის ლეკვი მეცნიერებს გამოსაკვლევათ მიჰყავთ. ახლა სამივეს წარმოუდგენელ და სახიფათო მოგზაურობაში წასვლა მოუწევს, რათა კვლავ იპოვონ ოჯახი...
ტუტსონი და ლუდვიგსონი განუყოფელი მეგობრები არიან, რომლებიც მათ მეგობარ მაჩვთან ერთად გვირაბში ცხოვრობენ და მხიარულობენ, სადაც მთელ დროს მურაბების ჭამაში და სიმღერაში ატარაებენ. მაგრამ ერთ დღეს მათ იდილიას მკაცრი მატარებლის კონდუქტორი დაარღვევს, რომელიც აცხადებს, რომ გვირაბები მატარებლებისთვისაა და არა ხალხისთვის! ტუტსონს და ლუდვიგსონს ძალიან უყვართ თავიანთი სახლი და არ სურთ მისი დატოვება. შედეგად, ისინი ხის ფეხა მოხუცი მეკობრის, ტუტსონის ბაბუის მოძებნას გადაწყვეტენ, რომელიც მათ საკუთარ სახლში დარჩენაში ნამდვილად დაეხმარება.
დაკარგული განძის ძიებისას, დროში მოგზაური მეკობრეები თანამედროვე დროში მოხვდებიან და უჩვეულო მტრებთან ბრძოლა მოუწევთ - უახლესი ტექნოლოგიებით შეიარაღებულ ბავშვებთან...
ისტორია ვითარდება სოფის ირგვლივ, რომელიც შუაღამემდე ვერ იძინებს. მან ფანჯარაში უზარმაზარი გოლიათი დაინახა, რომელიც მეზობელი სახლების საძინებლის ფანჯრებს სულს უბერავდა. გოლიათმა სოფის დაინახავ და თან წაიყვანს - გოლიათების ქვეყანაში...
დოკუმენტური ფილმი, რომელიც ახალშობილ მაიმუნზე გვიყვება. იგი და მისი დედა გადარჩენას ცდილობდნენ მაიმუნთა დინამურ ჯგუფში, რომლებიც სამხრეთ აზიის ანტიკურ ნანგრევებში, ჯუნგლებში ცხოვრობენ.
მოქმედება რომაელების მიერ დაპყრობილ უელსში ხდება, პირველ საუკუნეში. ოთხი მეამბოხე ახალგაზრდა იძულებულია თავისი სოფლიდან გაიქცეს და ველურ გარემოში იცხოვროს, მას შემდეგ რაც შემთხვევით რომაელ ჯარისკაცს მოკლავენ, რაც ამბოხებას გამოიწვევს. ან ასეთ პირობებში ერთად ცხოვრება უნდა ისწავლონ ან არადა, რომის რისხვა დაატყდებათ თავს...
ჯერი შეფერდი იძულებულია არქტიკული ექსპედიცია მიატოვოს მოსალოდნელი ქარბუქის გამო. ის ექსპედიციაში მონაწილე ძაღლებს ადგილზე დატოვებს, რადგან ჰგონია, რომ უკან დაბრუნდება მათ წასაყვანად. სამწუხაროდ ექსპედიცია შეწყდება და ძაღლები ბუნებასთან მარტოდმარტო რჩებიან...
ჰაროლდი და კუმარი დაედევნენ გოგონას, რომელიც ჰაროლდს შეუყვარდა - ჰოლანდიაში. მაგრამ წყვილს გეგმების შეცვლა მოუწევს, იმიტომ, რომ კუმარს თვითფრინავში ტერორისტად აღიქვამენ...
ფრანგ აგენტს ძალიან რთული დავალება აქვს, ის დაკარგავს სუნამოს, რომლის მეშვეობით შეგიძლია ადამიანს თავი შეაყვარო. მართალია ძალიან ხიფათიანი და დაბნეულია, მაგრამ ის მაინც მოხერხებულია და მზად არის ებრძოლოს ბოროტებას...
ქალაქის გადარჩენა, რომელსაც ბოროტი მაიორი განაგებს, როგორც ჩანს მხოლოდ ლურჯ ვეფხვს შეუძლია, რომელიც ბოტანიკურ ბაღში ბინადრობს. ეს ყოველივე კი, იოანკაზე და მატიასზეა დამოკიდებული, რომელთაცც ბაღის დაცვა ევალებათ მაიორისგან...
ახალგაზრდა პრინცესა დრაკონების ქალაქში პატიმარია, ობოლი ბიჭი კი თავისი წარმომავლობის გარკვევას ცდილობს. ჯიმი და მისი მეგობარი ლუკი, ძიებისას, მისტიურ მიწებს აღმოაჩენენ და შეეცდებიან გადაარჩინონ პრინცესა...
მიკა ძალიან ცნობილი გახდა ცხენების სამყაროში: ცხენების მფლობელები მთელი გერმანიიდან ასობით კილომეტრს გადიან, რათა კალტენბაჰისაგან რჩევა მიიღონ. მაგრამ მიკასთვის ამდენი ყურადღება დამღლელი აღმოჩნდება და იგი მის ცხენთან ერთად ანდალუსიაში მიდის...
ფილმი მოგვითხრობს ერთი ძაღლის - ბელას, გულიშიჩამწვდომ თვგადასავალზე, რომელიც 400 მილის სიგრძის გზას დაადგება სახლში დასაბრუნებლად, მას შემდეგ, რაც საყვარელ ადამიანს დააშორებენ...
ფილმი გადაღებულია ჰანს კრისტიან ანდერსენის ამავე სახელწოდების ზღაპრის მიხედვით, სადაც ასახულია უდიდესი სიყვარულის ამბავი. დედის ტრაგიკული სიკვდილის შემდეგ გერდა და მისი მამა გააგრძელებენ პატარა სასტუმროს ხელმძღვანელობას, რომელსაც ისინი სახლს უწოდებენ. მარტოხელა გერდასთვის ერთადერთი მეგობარი არის ლამაზი ახალგაზრდა - კაი. ერთხელაც ღამე სასტუმროში დასახლდება უცნობი სტუმარი და მეორე დღესვე გაუჩინარდება კაისთან ერთად. ამიტომ გერდა გაემგზავრება მის საძებნელად. საინტერესო, უჩვეულო, საშიში მოგზაურობის გზა გერდას საბოლოოდ მიიყვანს ყინულის დედოფალთან...
ახალგაზრდა გოგონა სახელად რობინი გადაწყვეტს ავსტრალიის გადაკვეთას. გზაში მას თან ჰყავს ძაღლი და ოთხი აქლემი. «NATIONAL GEOGRAPHIC»-ის ჟურნალი, რომელიც დაინტერესდა მისი პროექტით, სთავაზობს გოგონას დაწეროს ტურისტული შენიშვნები და აყოლებენ ფოტოგრაფს.
ტობი, სარეკლამო სამსახურის ცინიკოსი ხელმძღვანელი, ერთი მოხუცი ესპანელი ფეხსაცმლის ხელოსნის სულელური ბოდვების მსხვრეპლი აღმჩნდება, რომელსაც იგი დონ კიხოტი ჰგონია. კომიკური და სურეალისტური თავგადასავლების ფონზე, ტობის მოუწევს თავის გადაღებული ახალგაზრდობის დროინდელი იდელისტური ფილმის გამოძახილებს შეეწინააღმდეგოს.
საფრანგეთის ალპებში მყოფი პატარა მთის სოფელი, გერმანელების ჩასვლამდე მეორე მსოფლიო ომის წლებში. სოფლის მოსახლეობა დიდ პირინეის მთის ძაღლში ხედავს მხოლოდ საფრთხეს და მტერს, რომელზეც დაიწყებენ ნადირობას. მხოლოდ პატარა ობოლ ბიჭს სებასტიანს ძალუძს შეხედოს ცხოველს სხვა თვალით. ერთად ისინი გახდებიან განუყრელი მეგობრები, მაგრამ დამალობანას თამაში გახდება დასაწყისი დიდი თავგადასავალის, რომელიც მათ უნდა გადახდეთ...
გარდაცვლილი დედის მტკივნეული მოგონებებისაგან თავის დასაღწევად დანა მალიბუდან სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება,სადაც დედამისის ოცნების ასრულებას და ჯეფრის ყურეში სერფინგს აპირებს...
ჩოსონში კვლავ ხმაურია. ვიღაც დამწვარი ქალის სხეულს ამოთხრის და სისხლის დახმარებით აცოცხლებს მას. ამის შემდეგ ძალიან უცნაური მოვლენები ხდება: ხალხი მოულოდნელად ალდება და იწვება ქუჩაში. დროა ცნობილმა კიმ მინმა საქმის გამოძიება დაიწყოს მის დამხმარესთან ერთად, მაგრამ აი კიდევ ერთი უცნაურობა - სადაც არ უნდა წავიდნენ ყველგან უცნობი ქალი ხვდებათ, რომელიც დიდ ძალას ფლობს, ამასთან არც საკუთარი სახელი ახსოვს და არც მისი წარსული...
ვენეციელი ვაჭარი მარკო პოლო, მამასთან და ბიძასთან ერთად ორ მღვდელს შორეულ აღმოსავლეთში, კუბლაი ხანის სასახლისკენ მიუძღვის, რათა მათ ყველაზე მდიდარი და მრავალრიცხოვანი ერი გააქრისტიანონ. მაგრამ ეკლესიის მსახურებს ეჭვი ეპარებათ ჩინეთის სახელმწიფოს არსებობაში, ამიტომაც უკან ბრუნდებიან და გამცილებლებს მარტო ტოვებენ. შიმშილით და სიცხით გატანჯული მარკო, მამა და ბიძა მიიწევენ ხანის სამფლობელოს გულისკენ...
საფრანგეთის ალპებში მყოფი პატარა მთის სოფელი, გერმანელების ჩასვლამდე მეორე მსოფლიო ომის წლებში. სოფლის მოსახლეობა დიდ პირინეის მთის ძაღლში ხედავს მხოლოდ საფრთხეს და მტერს, რომელზეც დაიწყებენ ნადირობას. მხოლოდ პატარა ობოლ ბიჭს სებასტიანს ძალუძს შეხედოს ცხოველს სხვა თვალით. ერთად ისინი გახდებიან განუყრელი მეგობრები, მაგრამ დამალობანას თამაში გახდება დასაწყისი დიდი თავგადასავალის, რომელიც მათ უნდა გადახდეთ...
ახალგაზრდა მზვერავი ტოვებს რაზმს ბასილისკის ალყის დროს და გარბის ტყეში. იგი გამოიყენებს დედის ხსოვნასა და მისი მასწავლებლის დარიგებებს, რათა იპოვოს საკუთარ თავში სიმამაცე შეცვალოს მისი ბედი...
Los Buscadores tells the story of Manu, a young paperboy who lives in the Chacarita neighborhood. He receives an old map, a gift from his grandfather, and embarks on the adventure of finding a treasure called "Plata Yvyguy", gold and jewels buried by families in Paraguay's 1864-70 War of the Triple Alianza.
შეინის გუნდი ბრუნდება უჩვეულო გამოქვაბულებში მათი სამყაროს საპოვნელად. ფილმის მთავარ გმირებს მოუწევთ შეასრულონ დავალება, რომელიც ერთი შეხედვით შეუძლებელია...
Avinash, a dejected soul stuck in a dead-end job shares a strange relationship with his father. He holds him responsible for crushing his dreams. However, he is left pondering upon this longstanding hatred when he hears of his father’s untimely demise.
დოკუმენტური ფილმი გვიყვება 1902 წელს ჯორჯ მელიესის მიერ გადაღებული ცნობილი ფილმი "მოგზურობა მთვარეზე" გაფერადების შრომატევად ისტორიას. ფილმის გაფერადებას 12 წელი დასჭირდა, ის პირველად კანის კინოფესტივალზე აჩვენეს 2011 წლის მაისში...
ნიუ-იორკელი ჟურნალისტი ქალი ჩამოდის ავსტრალიის ერთ-ერთ ველურ მხარეში, და მონადირეებზე მონადირე აცნობს მას ადგილობრივ წესჩვეულებებს. ის კი მას ნიუ-იორკში დაპატიჟებს...
ფილმში მოქმედება არაბეთის ნახევარკუნძულზე ვითარდება. 30-იანი წლები, ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც აქ ნავთობი აღმოაჩინეს. ბრძოლა ძალაუფლებისთვის და შავი ოქროს ხელში ჩასაგდებად, რელიგიური თემა და რა თქმა უნდა სიყვარული...
ჩვიდმეტი წლის მერაია მუნდის სამყარო იცვლება, როდესაც მისი მშობლები მოულოდნელად ქრებიან. მერაიას და მის ძმა ფელიქს გადასარჩენად მოუწევთ ბრძოლა, მათ წინ მრავალი თავგადასავალი ელით. ფილმი გ.პ. ტეილორის საგის ატაპტაციაა...
In this action comedy the French boxer Jo Cavalier is charmed on the train to Berlin for the Olympics in Hitler's Germany by the little boy Simon Rosenblum who asks his autograph; when it turns out his adorable young fan is a Jewish orphan in danger of persecution, he risks his one shot at Olympic glory to save Simon and his family, helped only by a German officer-gentleman who became his friend in World War I, by an adventurous escape to Switzerland, Nazi troops on their heals and braving impossible odds in roller coaster-style.
ერთ საღამოს ფეშენებელური პარიზის ოტელი "კრიიონის" ლიფტში ერთად აღმოჩნდნენ სამი ადამიანი: ინდოელი, რომელიც ამაზონკიდან ჩამოვიდა ჰუმანიტარულ ტურნირში, მისი თარჯიმანი – ფრანგი, რომელიც ინდოელების შრის გაიზარდა და კიდევ ერთი საინტერესო და სასაცილო ტიპი – უსაქმური და თაღლითი პერენი, რომელსაც ბანდიტები მოსდევენ კვალდაკვალ ვალების გამო...
კირა კუპერი სამხრეთ აფრიკაში მიემგზავრება, რომ ზაფხული ბაბუასთან ერთად, მის ძველ გასართობ პარკში გაატაროს. შემთხვევით ახლოს მდებარე ლაგუნაში ვეშაპი იჭედება, კირა კი მის გათავისუფლებას ცდილობს...
რობი თავის მეუღლესთან ერთად გადაწყვიტავს გემით მოგზაურობას. ერთ დღეს გემი ჩაიძირება და ამ საშინელ შემთხვევას გადაურჩება რობი, რომელასც ზღვის ტალღები უკაცრიელ კუნძულზე მიიყვანს…
ერნესტ ჰემინგუეის ნოველის ეკრანიზაცია. უკვე ოთხმოცდაოთხი დღეა რაც მოხუცი მეთევზე ზღვაში გადის და უკან ნადავლის გარეშე ბრუნდება. ის ძალიან ღარიბი და მარტოხელაა. მოხუცის ერთადერთი მეგობარი პატარა ბიჭია მეთევზეთა დასახლებიდან, რომელიც ბადის აკეცვაში ეხმარება და განიცდის მის წარუმატებლობას. დილაადრიან სანტიაგო კვლავ მიეშურება ზღვაში, წყალში სატყუარას უშვებს და ნელა მიჰყვება დინებას. მოულოდნელად ანკესი იჭიმება და რაღაც უშველებელი ძალა ქაჩავს ქვემოთ... ასე იწყება სანტიაგოს და უშველებელი თევზის დრამატული ორთაბრძოლა...
ვანკა მუშაობს შვეიცარად სასტუმროში. ის ვერ იტანს სასტუმროს შეძლებულ სტუმრებს, მაგრამ მიუხედავად ამისა ოცნებობს მათი ცხოვრებით ცხოვრებას. მანამდე ის იძულებულია იცხოვროს მანქანაში, რომელიც იყიდა აღებული კრედიტით, რადგან ბინიდან რომელსაც ქირაობდა გამოაგდეს გადაუხდელობის გამო. ამ ისედაც რთულ მდგომარეობაში ვანკას თავზე ეცემა კოლექტორი სერგეი სერგეევიჩი, რომელმაც გადაწყვიტა მისგან ვალის გამორთმევა…
ელი ფოქსს მხოლოდ ერთადერთი ოცნება აქვს.მას სურს გაექცეს ცივილიზაციას და სადმე ჯუნგლებში იცხოვროს თავის ოჯახთან ერთად.ამ ოცნების ასრულების მიზნით იგი მოსკიტების ნაპირზე წასვლას გადაწყვიტავს...
ორი ოჯახის წარმოუდგენელი ისტორია, რომლებიც ცდილობდნენ თავის სახლად ექციათ დედამიწის ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო ადგილი. თქვენ პირისპირ შეხვდებით სავანის ამ დიდებულ ხელმწიფეებს, ნახავთ მათ ნამდვილ ცხოვრებას, სიყვარულს და მიზანდასახულობას.