როდესაც ონლაინ თამაშების წევრები უცნაურ მოწვევას ღებულობენ ვირტუალურ ვიდეო თამაშში, ყველაფერი ნამდვილი ხდება რისი თავიდან აცილებაც შეუძლებელია. ისინი რევოლუციისთვის ემზადებიან. თავდაპირველად უნიკალური გამოცდილებაა მაგრამ მალე ყველაფერი იცვლება...საქმე სიკვდილ სიცოცხლეს ეხება.
დედის ძიებაში, იოჰანი აღმოჩნდება ფრთოსანთა მეფის შორეული სამეფოში, საიდანაც უკან დაბრუნების გზა არ არსებობს. ბედს ვერ გაექცევი: ახლა მან უნდა იზრუნოს არა მხოლოდ დედის გადარჩენაზე, არამედ მთელი სამეფოსი...
ტომ სოიერის, ბეკი ტეჩერის და ჰეკლბერი ფინის თავგადასავლები მარკ ტვეინის უცხო პლანეტაზე. ტვეინმა უნდა იპოვნოს და გაანადგუროს ჰელის კომეტა, იმისათვის რომ ბედისწერა შეასრულოს. ახლა ტომმა, ბეკიმ და ჰეკმა უნდა გადააფიქრებინონ მას ეს გადაწყვეტილება...
როდესაც მუტაციის საწინააღმდეგოდ განკურნების საშუალებას გამოიგონებენ,იქს ადამიანებს შორის დაპირისპირება იწყება. პროფესორი ჩარლზ ქსავიე და მისი საძმო,მუტანტების ორგანიზებულ ჯგუფთან შერკინებას იწყებს.
ლას–ვეგასში უამრავი ავტომობილი მიქრის დიდი სიჩქარით. პირველში მიდისბიზნესმენი ცოლთან და სიდედრთან ერთად. მეორეში – დანტისტი მეუღლესთან ერთადე. მესამეში რამოდენიმე განგსტერი. ისინი ერთმანეთს არ იცნობენ და ძალიან პატარა შესაძლებლობაა რომ ისინი სხვაგან გაიცნობდნენ ერთმანეთს. მაგრამ! როგორც ეს ხშირად ხდება, დიდ სიჩქარეზე მანქანები შეეჯახებიან ერთმანეთს. ყველა შოკშია, – ყველა– თვითმხილველია. და ერტად–ერთი დაზარებული სიკვდილის წინ საიდუმლოს გაამხელს: რომ დიდი W ქვეშ მას განძი აქვს დამალული...
ნახევრად ლაიკა, ნახევრად მგელი, ბალტომ თვითონაც არ იცის ვინაა სინამდვილეში. ყველას მიერ განდევნილი მაწანწალა ალიასკას ყინულის უდაბნოში. მხოლოდ მისი მეგობრები რუსული პოლარული ბატი ბორისი, დათვის ბელები მაკი და ლაკი და ლამაზმანი-ლაიკა ჯენა დარწმუნებულები არიან, რომ იმის მიუხედავად, რომ ის ყველასაგან განირჩევა, მის გულში კეთილი გული ძგერს. ერთხელაც უბედურება დატრიალდება. დიფტერიის ეპიდემიამ იფეთქა პატარა დასახლებაში ბავშების შორის, თოვლის ქარიშხალმა კი შეუძლებელი გახადა გზებზე გადაადგილება. მხოლოდ ძაღლებს შეუძლიათ წამლკის მოტანა და მათი გადარჩენა. მაგრამ ძაღლები დაიკარგნენ გაყინულ სივრცეში. ახლა მხოლოდ ბალტოს შეუძლია დაკარგულენბის პოვნა და ბავშვეების გადარჩენა, თან გმირი და ნამდვილი ლეგენდა გახდეს...
ბნელი და სახიფათო კრიმინალური მიწისქვეშეთის ამ ოინთა სერიაში, ჰან სოლო ხვდება მის ძლევამოსილ მეორე პილოტს, ჩუბაკას და ამარცხებს ცნობილ მოთამაშეს ლენდო კელრისიანს...
მეშვიდე მომაკვდინებელი მტრისგან სამყაროს დასაცავად არჩეულია კაცი. ახალგაზრდა ბილი ბეტსონი თავის ბედს ცდის. სუპერმენის მხარეზე იწყებს ბრძოლას ბლექ ადამის წინააღმდეგ...
ეს მოხდა ჩინეთში არეულობის დროს, როცა მტრულად განწყობილი სახელმწიფოები ერთმანეთს პირველობისთვის ებრძოდნენ. ლიანისა და ვეის სათავადოების ჯარები ერთმანეთს ეკვეთნენ და ბრძოლა მთელი დღე გრძელდებოდა. დასასრულს მხოლოდ ორი მოწინააღმდეგე დარჩა - ახალგაზრდა დიდებული მხედართმთავარი, რომელიც საგმირო საქმეებსა და დიდებას ეძიებდა, და უბრალო მეომარი - საზრიანი და გონებამახვილი, რომელსაც ამქვეყნად ყველაზე ნაკლებად ბრძოლა სურდა...
მაუგლი ტოვებს ახალ ოჯახს და ბრუნდება ჯუნგლებში, რათა მოინახულოს მისი საუკეთესო მეგობარი ბალუ, თუმცა მან არ იცის, რომ ბოროტი ვეფხვი შერ ჰანი აპირებს მასზე შურიძიებას...
ფილმი დაფუძნებულია 1898 წელს აფრიკაში მომხდარ ნამდვილ ისტორიაზე ორი ლომის შესახებ, რომლებბმაც 130 კაცი დახოცეს 9 თვის განმავლობაში, სანამ ხიდების მშენებელი ინჟინერი და გამოცდილი მონადირე მათ შეჩერებას არ შეეცადნენ...
მოქმედება ვითარდება ვესპერიის დიდი ომის დასრულების შემდეგ, უკანასკნელი იმპერატორი გარდაიცვალა და მისი ადგილი თავისუფალია. პლანეტა ტერკა ლუმირეიზე არსებული ჟანგბადის გაფილტვრის შედეგად მიიღება აპათიად წოდებული აირი, რომელსაც არსებობაზე დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია. მოსნტრებისაგან თავდასხმის შესაჩერებლად და აპათიას შესანარჩუნებლად საჭირო ხდება ქალაქს ირგვლივ ბარიერების შექმნა...
ლეგენდარული რობინ ჰუდი, რომელიც მისი მიმდევარების არმიის წინამძღოლი გახდა. იგი შერვუდის ტყეში ოცი წლის წინ მოხვდა, როდესაც შემთხვევით საკუთარი მამის მკვლელობას შეესწრო. ახლა კი შერიფმა მიზნად დაისახა რობინ ჰუდისა და მისი გუნდის დაჭერა. მან მონსტრი გაათავისფლა, რომელიც ღამით ლამაზი გოგონას ელინას სახეს იღებს...
ცბიერი კეტ რ.ვოული შეიტყუებს ჩვენს გმირს დასავლეთში, სადაც ის ძალებს გააერთიანებს ცნობილ ძაღლთან უაილი ბერპთან ბოროტული შეთქმულების წინააღდეგ, რომლის მიზანია არაფრის აზრზე მყოფი თაგვებისგან გამბურგერების გაკეთება!...
ალექს რაიდერი 14 წლის ობოლი ბიჭია , რომელსაც ბიძა ზრდის. ბიძის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ ალექსი გებულობს რომ ის ბრიტანეთის საიდუმლო სამსახურის აგენტი იყო.
ფილმი მოგვითხრობს ვიკინგების თავგადასავალს. ფილმის მთავარი გმირი თავის მებრძოლ მეგობრებთან ერთად მოხვდება უცნობ ტერიტორიაზე სადაც ისინი მიმდებარე მიდამოების ბატონის ქალიშვილს აიყვანენ ტყვედ…
ტედ ბრუკისი – ყველაზე ცნობილი დანტისტი მაიამიში. სამუშაო უამრავია, და ახალგაზრდეა ბიჭს არაფერზა აქვს საოცნებო ითქოს. მაგრამ ერთხელაც ის შეტყობინებას მიიღებს, რომ ვიღაც ქალმა სახელად ლიუსი ის თავის ანდერძში ჩართო, ახლა კი მას მემკვიდრეობის ნაწილი ერგება. აღმოჩნდება, რომ ტედი აყვანილი შვილია, ლიუსი კი – მისი ნამდვილი დედა. ის ამერიკაში მიფრინავს, და მემკვიდრეობაში მიიღებს – ძაღლებს...
ისტორია გრძელდება. მას შემდეგ ორი წელი გავიდა, რაც პროფესორმა შალინსკიმ ახალი აღმოჩენის შედეგად თავისი შვილები და მეზობლის ორი ბიჭი დააპატარავა. ახალი კი ისინი ისევ დაუბრუნდნენ თავიანთ ზომას და ჩვეულ ცხოვრებას, რა თქმა უნდა ისევ მისივე წყალობით. დრო გავიდა და მათ ოჯახში მატებაა - არაჩვეულებრივი პატარა! ამჯერად სწორედ ის ხდება ექსპერიმენტის მსხვერპლი! „ „მეცნიერი“ აპარატის გამოცდისას მანქანა შემთხვევით შეისრუტავს შვილს. და ორ წუთში პატარა ბიჭი ორმეტრიან არსებად გადაიქცევა!...
გოტემ სიტიში გაჩნდა ახალი სუპერ–გმირი, რომელსაც სხვა გეგმები აქვს ამ ბიზნესმენებთან დაკავშირებით – ქალი–ღამურა! სუპერთანამედროვე მოწყობილობების და ძლიერი მუშტების დახმარებით ის კრიმინალებისთვის დიდ საფრთხეს წარმოადგენს!...
ეს არის ანიმაცია "თვითმფრინავების" მეორე ნაწილი სადაც ჩვენი ყანის თვითმფრინავი ახალ გამოწვევას მიიღებს სადაც ამჯერად მისი იარაღი წყალი იქნება მოწინააღმდეგე კი ცეცხლი...
დარენ შენი – ჩვეულებრივი სკოლის მოსწავლე იყო მანამ, სანამ არ წავიდა ცირკში მახინჯების წარმოდგენაზე. სანამ არ შეხვდა მადამ ოკტუს… და სანამ პირისპირ არ გადაეყარა ღამის მოჩვენებას...
უძველესი დროის დედამიწა, როდესაც აქ ჯერ კიდევ ვულკანები მძვინვარებენ და საშინელი კატაკლიზმები ხდება. ჩვენი პლანეტა საოცარი არსებებით არის დასახლებული. ჩვენი პატარა ბრონტოზავრი დინო ლეგენდარული ველის საძებნელად მიემგზავრება. მას თანამგზავრებიც ჰყავს - სხვადასხვა სახეობის ოთხი პატარა დინოზავრი. შორს მიმავალ გზაზე პატარებს წარმოუდგენელი თავგადასავლები ელით...
დინოზავრებმა შეიტყვეს რომ დიადი ველის იქით ამინდი შეიცვალა. ყველგან ნისლია. ნისლში უცნობი არსებები ჩნდებიან და იქ ყოფნა სახიფათოა. იქ არც ერთი დინოზავრი არც აპირებდა წასვლას, მაგრამ ბაბუა დინოზავრი ავად გახდა, მას მხოლოდ ყვავილი გადაარჩენს, რომელიც ნისლის მხარეში მოიპოვება. თავგადასავალი იწყება, პატარა მეგობრები წამლის მოსატანად მიდიან...
ალბათ არასოდეს დაფიქრებულხართ, რომ თქვენი სახლის გარეთ, ჩვეულებრივ ბაღში, შესაძლებელია იზრდებოდეს ბოროტება, ნამდვილი მაგიით და იდუმალებით.შესაძლებელია ამ მზარდმა ბოროტებამ ბოლო მოუღოს ხასხასა სიმწვანეს და მტვრად აქციოს იგი. გადასარჩენია მსოლიო და საკუთარი თავი...
"პიტერ პენი" გრძელდება და ნევერლენდში ვბრუნდებით. 1940 წელს მეორე მსოფლიო ომის დროს უენდის უკვე ორი შვილი ყავს, ერთერთი მისი ქალიშვილი ჯეინია...
მშვიდობიანი უცხოთა პლანეტა განადგურების საფრთხის წინაშეა. უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანთა რასა ტერასკენ მიმართავს მზერას. მალა მეამბოხე თინეიჯერია, ის ყველაფერს გააკეთებს ამის შესაჩერებლად...
ფილმი მოგვითხრობს შეშლილ მანიაკზე, რომელსაც სურს საშინელი ვირუსი, რომელიც ადამიანებს შეშლილ ზომბებად აქცევს მთელს ნიუ-იორკში გაავრცელოს და ეს ყველაფერი შურისძიების სახელით გააკეთოს…
ბოსტნეულები გადაწყვეტენ თეატრში მეკობრეების ცხოვრებიდან თავგადასავლების დადგმას. მაგრამ ბედისწერამ ახალგამოცხობილ არტისტებს მოუმზადა არა თეატრალური, არამედ ნამდვილი თავგადასავლები: ისინი XVII საუკუნეში ხვდებიან, სადაც მათ სამეფო ოჯახის წევრის გადარჩენა მოუწევთ სასტიკი ტირანისგან...
ზებრა კუმბა დაბადებიდან გახდა მთელი ჯოგის დასაცინი იმის გამო, რომ დაიბადა ნახევრად ზოლიანი და ნახევრად თეთრი. როდესაც დაიწყო დიდი გვალვა ნათესავებმა გადაწყვიტეს რომ ის დაწყევლილია და ყველა უბედურება ხდება მის გამო. ჯოგმა გააძევა კუმბა და საკუთარმა მამამ ზურგი შეაქცია მას! გაბედული ნახევრად ზოლიანი ზებრა მიემგზავრება საშიშ და სახალისო მგოზაურობაში, რათა იპოვოს დაკარგული ზოლები და დაიმსახუროს ოჯახის პატივისცემა...
დიადი ველი ყოველთვის იყო ის ადგილი , სადაც ყველა ჯიშის დინოზავრი ერთად ცხოვრობდა. საკვები ყველასთვის საკმარისი იყო, შესაბამისად მშვიდად ცხოვრობდნენ. მაგრამ სამწუხაროდ ეს იდილია დიდხანს არ გაგრძელდა. ველს კალიები შემოესივნენ და ფოთლები გაანდაგურეს. სანამ დიდი დიმოზავრები ფიქრობდნენ რა ეღონათ, პატარა დინოზავრები მოგზაურობაში გაემგზავრნენ...
ამადეოს მორცხვი ბიჭია კეთილი გულით, მისი მეგობრების - მამაცი ფეხბურთელების დახმერებით, რომლებიც მაგიდის ფეხბურთის თოჯინები იყვნენ, ამადეომ უნდა დაიბრუნოს პატივი, ღირსება და ჭეშმარიტი სიყვარული...
რობინზონ კრუზო გარბის ბრიტანეთიდან გემით, მისი მეგობრის მოკვლის შემდეგ მარიას სიყვარულის გამო. მრისხანე ოკეანის შტორმი ანგრევს გემს და ის რჩება ცუდ ...
გავიდა ერთი წელი მისი მეგობრის, ყოფილი რეინჯერი გეიბ უოკერის და მისი პარტნიორის ტრაგიკული სიკვდილიდან, რომლებიც 4000 ფუტიდან ჩამოვარდნენ და დაიღუპნენ. ახლა ჰალი უნდა დაბრუნდეს იმავე ადგილას, რათა გადაარჩინოს მთასვლელთა გუნდი, მაგრამ მალე იგებს რომ ისინი სინამდვილეში ქურდები და ყაჩაღები არიან..
ამერიკელი პროფესორი, რომლის სპეციალობა იეროგლიფებია, ჩადის ოქსფორდში, საიდუმლო დაშიფრული წერილის ამოსახსნელად. წერილის შინაარსით დაინტერესებულნი არიან სპეცსამსახურები, არაბი შეიხი და ახლო აღმოსავლეთის რამდენი ლიდერი...
ახალგაზრდა და მამაცი თორი, საკუთარ ძმა ლოკისთან და ერთგულ ჯარისკაცებთან ერთად, გადაწყვეტს მისტიური სარტარის ხმლის ძიებას.ხმალი შეუზღუდავ ძალას აძლევს მის მფლობელს, და მას დაუმარცხებელ მებრძოლად აქცევს.ახალგაზრდებს წარმოდგენაც კი არ აქვთ თუ რა სირთულეებთან მოუწევთ შეჭიდება. მხოლოდ ისინი არ ეძებენ ხმალს...
აშშ-ს პრეზიდენტი ლეკს ლუტორი, სუპერმენის დასამარცხებლად მოსალოდნელი კრიპტონიტური მეტეორის გამოყენებას გეგმავს. იგი ჯილდოს აწესებს, მილიარდ დოლარს, მისთვის, ვინც მოუტანს სუპერმენისა და მისი მოკავშირის, ბეტმენის თავებს. სუპერმენი და ბეტმენი ლუტორის გეგმების ჩასაშლელად და სიმართლის დასადგენად უნდა გაერთიანდნენ...
მორიდებული მოზარდი ოსკარის ისტორია. მან ისევე როგორც მისმა წინაპრებმა უნდა გაატაროს 24 საათი უდაბურ ტყეში, მხოლოდ მშვილდ-ისრით შეიარაღებულმა. უკან ოსკარი ნანადირევით უნდა დაბრუნდეს, რაც მის დაკაცებას ნიშნავს. ვინ იფიქრებდა, რომ ასეთი ნადავლი აშშ-ს პრეზიდენტი აღმოჩნდებოდა და რომ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანის ბედი მოზარდის ხელში აღმოჩნდებოდა. პრეზიდენტი და ოსკარი უნდა გაერთიანდნენ, რათა მათ სიცოცხლეში ყველაზე საშიში ღამე გადაიტანონ...
ედი ჰოკინსი, იგივე ჰუძონელი ქორი, ახლახანს იქნა გათავისუფლებული ათწლიანი პატიმრობიდან და დარჩენილი ცხოვრების პატიოსნად ცხოვრებას გეგმავს. მაგრამ სწორედ ამდროს მეიფლაუერის შეშლილი წყვილი აშანტაჟებს მას, რათა ლეონარდო და ვინჩის რამოდენიმე ნაწარმოები მოაპარინოს, უარის შემთხვევაში კი მისი მეგობრის ტომის მოკვლით ემუქრებიან...
სავაჭრო ცენტრს წვრილმანი ქურდების ბანდა დაესხმევა თავს, დაცვის თანამშრომელს პოლ ბლარტს, მოუწევს თავისი ზედმეტად რბილი ხასიათის დავიწყება და სიტუაცისს მოგვარება...