როდესაც კინგსმენის შტაბბინას თავს დაესხმებიან და ახალი ბოროტმოქმედი გამოჩნდება, ეგსი და მერლინი იძულებულები არიან, რომ ამერიკულ სააგენტო სტეიტსმენთან ერთად იმუშაონ, რომ სამყარო გადაარჩინონ...
დიდი კედელი აღმართეს, რათა დაეცვა შუა სამეფო ნებისმიერი საფრთხისაგან, მაგრამ ასეთი თავდამსხმელები ყველაზე მამაც კედლის დამცველებსაც კი არ უნახავთ. თუ თავდასხმას ვერ შეაჩერებენ სამყარო განადგურდება...
როდესაც დედამიწას მოულოდნელი საფრთხე დაემუქრება, გლობალური უსაფრთხოების და დაცვის სამსახურის, S.H.I.E.L.D დირექტორი ნიკ ფური გადაწყვეტს სუპერგმირების გუნდი შეკრიბოს, რათა თავიდან აიცილოს მსოფლიო მასშტაბის კატასტროფა...
ანიმაციური ფილმის მთავარი პერსონაჟები საყვარელ სამ შვილთან ერთად ჯადოსნურ ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში ცხოვრობენ. ერთხელაც ბლუ გადაწყვეტს, რომ უკვე დროა შვილებს ასწავლოს ნამდვილი ფრინველებივით ცხოვრება, ამისათვის საჭიროა მდინარე ამაზონის მიდამოებში გადასახლება. ბლუს მეუღლეს კი ეშინია, რომ შესაძლოა ამაზონის ჯუნგლების სილამაზით მონუსხული ბავშვები ტყეებში დაიკარგონ...
ჰენკოკი სახელგატეხილი სუპერგმირია, რომელიც იძულებული ხდება პიარის ექსპერტი დაიქირავოს, რომელმაც მისი ავტორიტეტის აღდგენა უნდა შეძლოს მაშინ, როდესაც ხალხი უკვე დაიღალა მისი გმირული საქმეებით და იმ ზიანით რაც ჰენკოკმა მათ მიაყენა. აგენტის იდეა, ანტიგმირი ციხეში ჩაჯდეს - იმისათვის, რომ მსოფლიოს მისი არ ყოფნა დააკლდეს - წარმატებული აღმოჩნდება, მაგრამ აიტანს თუ არა ჰენკოკი მის ახალ როლს? თუ ისევ ძველ ჩვევებს დაუბრუნდება?
იმის შიშით, რომ მეტროპოლისის სუპერგმირის ქმედებები ისევ დარჩება უკონტროლოდ, გოთემ-სითის რაინდი გამოუცხადებს სუპერმენს ომს. სანამ ისინი არჩევენ საქმეებს და აყენებენ კაცობრიობას არჩევანის წინაშე: თუ რომელი სუპერგმირი უფრო სჭირდებათ, ჩნდება ახალი, გაცილებით საშიში საფთხე...
თავგადასავალი, რომელიც პირადი ვენდეტა უნდა ყოფილიყო, საშინელი მონსტრების წინააღმდეგ სასტიკ ბრძოლაში გადაიზრდება და მეომარი კონანი ხვდება, რომ მხოლოდ მას შეუძლია ჰაიბორიას ხალხის დაცვა ზებუნებრივი ძალის მქონე ბოროტებისაგან...
ფილმი მოგვითხრობს ინდოელი ბიჭის, სახელად პი-ს ისტორიას. იგო ზოოპარკის მეპატრონის ვაჟია. წყნარი ოკეანის გადაცურვისას გემი, რომელზეც ბიჭი მშობლებთან და ზოოპარკის ცხოველებთან ერთად იმყოფება შტორმში მოყვება. პი აღმოჩნდება ერთ ნავში აფთართან, ზებრასთან, გორილასთან და ვეფხვთან ერთად. მას წინ დიდი თავგადასავალი ელის...
როცა კოსმოსური ხომალდის კაბინის ბიჭი ჯიმ ჰოუკინსი აღმოაჩენს გალაქტიკის რუკას "მსოფლიოს ათასი ნადავლი", ჯონ სილვერი ასწავლის მას ბრძოლას საჰაერო შტორმებთან. მალე ჯიმი იგებს მეკობრეთა თავდასხმის გეგმის შესახებ.
მოუხელთებელი პრინცი იძულებულია იდუმალ პრინცესას შეუერთდეს. ერთად ისინი იბრძვიან ბნელი ძალების წინააღმდეგ, იმისათვის რომ დაიცვან ღმერთების საჩუქარი - ხანჯალი, რომლითაც შესაძლებელია დროის ქვიშის გახსნა, მის მფლობელს კი დროის მართვა და მსოფლიოს დაპყრობა შეეძლება. ფილმი შექმნილია ამავე სახელის ვიდეო თამაშის მიხედვით.
როდესაც მშვიდობის ველი საფრთხის ქვეშაა, ზარმაცი პანდა პო აღმოაჩენს, რომ მისი ბედისწერაა იყოს "რჩეული" და ვარჯიშს იწყებს, რათა კუნგ-ფუს გმირი გახდეს, მაგრამ ადვილი როდია ზანტი უქნარადან უშიშარ მებძოლად გარდაიქმნა. ყველაფერი დამოკიდებულია ოსტატ შიფუსა და მძვინვარე ხუთეულზე - ძუ ვეფხვზე, წეროზე, ღვთისმლოცველაზე, გველგესლასა და მაიმუნზე...
ათასობით ადამიანს სურს იურული პერიოდის სამყაროს ნახვა, მაგრამ ერთი შეხედვით, უსაფრთხო გართობა მთელი კაცობრიობისთვის დიდ საშიშროებად შეიძლება გადაიქცეს...
სიუჟეტის მიხედვით პატარა ქალაქში როუზ კრიკში ბატონობს მრეწველი ბართოლომიუ. შეშინებული მოსახლეობა მიმართავს დახმარებისთვის ცნობილ თავებზე მონადირეებს...
ახლა, როდესაც მისი სუპერ ძალის საიდუმლო უკვე ყველასთვის ცნობილია, ტონი სტარკის ცხოვრება ისეთი დაძაბულია როგორც არასდროს. ყველას აინტერესებს რკინის კაცის ტექნოლოგია, ძალაუფლებისა და სარგებელის მოსაპოვებლად. მაგრამ ივან ვანკოსთვის ეს შურისძიებაა! ტონიმ კიდევ ერხელ უნდა ჩაიცვას სუპერ გმირის კოსტიუმი და დაუპირისპირდეს სახიფათო მტერს, ოღონდ ამჯერად უკვე რამოდენიმე მოკავშირესთან ერთად...
ფრენკ მილერის რომანის ეკრანიზაცია "300" ეხება ძველი წელთაღრიცხვით 480 წელს მომხდარ თერმოპილის ბრძოლას, სადაც სპარტის მეფე თავის ჯარს შემოჭრილ სპარსელთა წინააღმდეგ მიუძღვება.
დაუნდობელ უდაბნოში დიად სამარხში ფარაონის ქალიშვილი განისვენებს. აი დადგა დღე და ის ბრუნდება, რათა დაიბრუნოს ის რაც მას ეკუთვნის. სამყაროს ღმერთები და მონსტრები მართავენ.
ყველა ადგილზეა: პიტერ ქვილი, სიტყვაძუნწი დრაქსი, მწვანეკანიანი ჰამორა, ცოცხალი ხე გრუტი და მოლაპარაკე ენოტი. გმირები ჩვეულ რიტმს არ ღალატობენ: ეხვევიან გაუგებარ სიტუაციებში და საზოგადოებისათვის ზიანის მიყენების გარეშე პოულობენ გამოსავალს. ამჯერად მათ ყველაზე დიდი საიდუმლოს ამოხსნა მოუწევთ. მათ უნდა გაიგონ, თუ ვინ არის პიტერ ქვილის მამა...
როდესაც ბრიუს უეინი დაინახავს, რომ მისი მშობლიური ქალაქი გოთჰემ სითი კრიმინალმა მოიცვა, ის გადაწყვეტს გაიდაიქცეს ბეტმენად. გმირად, რომელიც გოთჰემს ასე ძალიან სჭირდება...
რევოლუციური ტექნოლოგიის საშუალებით, რომელსაც მემკვიდრული ინფორმაციის გათავისუფლება შეუძლია, კალუმ ლინჩი გამოცდის მისი წინაპრის თავგადასავლებს მეთხუთმეტე საუკუნეში.
იქს ადამიანების გუნდი გზავნის ლოგანს წარსულში, რათა შეცვალონ მომავალში მომხდარი მოვლენები. ის იძულებულია იმოქმედოს ძალიან ფრთხილად, რომ ეს გლობალურად არ აისახოს ადამიანთა და მუტანტთა მომავალზე...
ფილმის მოქმედება ვითარდება კუნძულზე, რომელზეც კინგ-კონგი დაიჭირეს. მთვარი გმირი მოაწყობს ექსპედიციას კუნძულზე, რათა იპოვოს მისი დაკარგული ძმა და რაღაც საიდუმლო ნივთიერება...
მას შემდეგ რაც დონი და ბრაიანი იყვნენ რიოში და გაძარცვეს ერთი ძლევამოსილი დამნაშავე, ისინი და მთელი მათი ჯგუფი დაიშალნენ მთელ მსოფლიოში. მათ რაღა თქმა უნდა გაინაწილეს 100 მილიონი დოლარი და ყველაფერი დაიწყეს თავიდან, ახალი სახელებით და ა.შ. მაგრამ მათ არ შეეძლოთ მშობლიურ ადგილებში დაბრუნება…
ბობ პარმა უარი თქვა თავის გმირულ წარსულზე, რათა დროს მორგებოდა როგორც სადაზღვევო ზარალის შემფასებელი და თავის ერთ დროს გმირ ცოლთან ერთად სამი შვილი აღეზარდა. საიდუმლო დავალების მიღების შემდეგ, ის კვლავ ირგებს თავის გმირულ სამოსს...
ყოფილი პოლიციელი ბრაინ ოკონორი ყოფილ პატიმართან დომ ტორეტოსთან ერთად კანონის საპირისპირო მხარეს არიან. მათ შემდეგ რაც ბრაიანმა და მიამ დონი დაიხსნეს, კანონისგან თავის დასაღწევად მათ მრავალი წინააღმდეგობა გადალახეს. ახლა ისინი რიო დე ჟანეიროში არიან და ბოლო საქმე უნდა განახორციელონ...
ციყვისა და მისი მეგობარი ვირთხა ბადის თავგადასავალი გრძელდება! რას მოიფიქრებენ ისინი ამჯერად, ქალაქში ცხოვრება რომ შეძლონ? პატარა მხეცუნები, თხილის ძიებაში ახალ თავგადასავალს წააწყდებიან, რაც ხიფათებითაა აღსავსე. უკვე, ქალაქის არაერთმა მაცხოვრებელმა ჩაასო კბილი ამ პატარა ონავრებს. მაგრამ, კაკლის ძიებაში მეგობრები ახალ დამნაშავეებს გამოააშკარავებენ და ისინი მოულოდნელად, გმირები გახდებიან...
ქალაქში გადარჩენის მიზნით, განუყრელი მეგობრები - ციყვი ელიუკი და ვირთხა ბადი, გაემართებიან მაღაზიისკენ, სადაც მათი საყვარელი საკვები კაკალი ინახება. ისინი დაგეგმავენ ყველაზე დიდ ძარცვას, ძარცვის ისტორიაში. მათი მიზანია მაღაზიიდან მოიპარონ კაკალი, მაგრამ მათ არიციან, რომ კაკლების მაღაზია ბანკის მძარცველების საფარია, რომელთაც გადაწყვეტილი აქვთ მოიპარონ ბანკიდან ფული და მიწისწქვეშა გვირაბის დახმარებით ფულის ჩანთები შეცვალონ კაკლის ჩანთებით...
მოახლოებულ დიდ განსაცდელს, რომელიც მთელ კაცობრიობას განადგურებით ემუქრება, ბეტმენი მარტო ვერ გაუმკლავდება. ის განსაკუთრებული შესაძლებლობების მქონე ადამიანების გუნდს ქმნის...
მოვლენები მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში ვითარდება და ნათელს ჰფენს იმას, თუ რამ მისცა საიდუმლო ორგანიზაციის Kingsman-ს შექმნას ბიძგი. როდესაც კაცობრიობის ისტორიაში რამდენიმე საზარელი ტირანი და დამნაშავე გენიოსი გაერთიანდება, რათა მილიონობით ადამიანის განადგურების საშიში გეგმა განახორციელონ, მსოფლიოს ბედი მარტოხელა გმირის ხელში აღმოჩნდება
Uncharted: Live Action Fan Film is a video starring Nathan Fillion, Stephen Lang, and Geno Segers. Treasure hunter Nathan Drake finds himself captured while searching for the lost treasure of the Flor de la Mar...
1206 წელი, ნორვეგია დამარცხდა ომში, მეფე შვილს დიდ საიდუმლოს უზიარებს, ბიჭის მოკვლა უნდათ მაგრამ მას ორი კაცი გადაარცენს. ისტორია მოგვითხრობს გაქცევაზე რომელმაც ნორვეგიის ისტორია შეცვალა...
მშობლიურ ქალაქში დაბრუნებულ ყოფილ სპეცრაზმელს ბევრი რამ შეცვლილი დახვდა. ახლა აქ ნარკოტიკები, ძალადობა და ტერორი მბრძანებლობს. წესრიგის აღსადგენად მას სერიოზული ბრძოლა მოუწევს.
ფილმში მოქმედება ცნობილი სერიალის, "24"-ს მეექვსე სეზონის მოვლენებიდან სამი წლის მერე და მეშვიდე სეზონის მოვლენებამდე 2 თვით ადრე, ინაუგურაციის დღეს ხდება...
რომის იმპერიაში გლადიატორების ბრძოლები ითვლებოდა მამაკაცობის სამხედრო მწვერვალად. სასიკვდილოთ განწირული მებრძოლები – ეს არენას გმირები არიან, რომლებსაც ეძემდნენ მთელ იმპერიაში. მონა გერმანიუსი, რომელი გვარის წარმომადგენელი იყო, იყო ერთერთი მათგანი. მშობლების მკვლელობის შემდეგ ის ძმასთან და დასთან ერთად მოხვდება რომაელების ტყვეობაში. მაგრამ მისი ძმა იღუპება თავისუფალი გლადიატორის ლაგოსის ხელისგან, შურისძიების სურვილით ის შემთხვევით გაიგებს, რომ მისი და შეყვარებულია მათი ძმის მკვლელზე თავისუფლებისაკენ მიმავალი გზა იქნება გრძელი და რთული!...
პიტერი ობოლი ბიჭია, რომელიც მეგობრებთან ერთად ფულს წვრილ-წვრილი ქურდობით შოულობს. ჯიმი ჰუკი ასეთ ბავშვებს აგროვებს და დავალებას აძლევს: მოიპარონ ჯადოსნური განძი, რომლის მეშვეობითაც სხვა სამყაროში, ნევერლენდში მოხვედრაა შესაძლებელი. ამ სამეფოში სხვადასხვა დროის ხალხი ხვდება. იქ XVIII საუკუნის მეკობრეები და ინდიელები ცხოვრობენ. მეკობრეების მეთაური ელიზაბეტ ბონნია, ხოლო ინდიელები მისგან სულების ხის დაცვას ცდილობენ. მათ შორის უკვე დიდი ხანია ბრძოლა მიმდინარეობს. ამ სამეფოში მთავარი გმირებიც ხვდებიან ჰუკი, პიტერი და მისი მეგობრები.