პარიზში დასასვენებლად ჩასულ ამერიკელ გოგონას ტრეფიკინგის დაჯგუფება გაიტაცებს. გოგონას მამა, ყოფილი ჯაშუში, თავს არ ზოგავს შვილის დროულად დასახსნელად. როგორც სჩანს, ის ვეღარ მუშაობს ისევე კარგად როგორც ადრე და შესაძლოა თავი ვერ გაართვას ამ ამოცანას.
ვეტერან სამურაის რთული დრო დაუდგა, მან სოფელი ბანდიტებისგან უნდა დაიცვას. იგი დახმარებისთვის კიდევ ექვს სამურაის შეკრებს და ისინი სოფლის მაცხოვრებლებს თავდაცვას ასწავლიან...
ახალგაზრდა ჰირო ჰამადა – გამომგონებელი და გენიოსია რობოტების შექმნაში. თავის უფრო ძმასთან, ტადაშისთან ერთად ისინი მომავალი სან-ფრანცისკოს ტექნიკურ უნივერსიტეტში ყველაზე მოწინავე იდეებს რეალობად აქცევენ. გამოუცნობი მოვლენების სერიის შემდეგ მეგობრები ბოროტი შეთქმულების ცენტრში აღმოჩნდებიან. ამ სიტუაციაში უიმედო ჰირო თავისი კეთილი ექსპერიმენტული რობოტის ბეიმაქსის გამოყენებას გადაწყვეტს და მას საბრძოლო მანქანად გადააკეთებს.
მეცნიერი ბრიუს ბანერის შესახებ არავინ არაფერი იცის. ის მისი უკონტროლო მძვინვარე ძალის "ჰალკისთვის" ვაქცინას ეძებს. როდესაც სამხედრო პირები ცდილობენ გამოიყენონ მისი ძალა და დააბრუნონ ცივილიზაციაში, ბრიუს ბანერი მის ყველაზე ძლიერ მტერს გადააწყდება - საშინელ აგრესიულ ცხოველს, რომელიც თვით ჰალკის ძალებს ედრება...
მსოფლიოში პანიკა და ქაოსია. ცა სავსეა კოსმოსური ხომალდებით, ისინი ძლიერი ლურჯი სხივის საშუალებით ზეცაში იტაცებენ ადამიანებს. დეტექტივს მოუწევს აგრესიული უცხოპლანეტელების ხომალდზე მოხვდეს, რათა იპოვოს მისი დაკარგული შვილი...
ფილმის მოქმედება ვითარდება მეცამეტე საუკუნის რუსეთში. ქვეყანა დანაწევრებულია ხშირი ომების გამო. მოსახლეობას უჭირს არსებობა, მებრძოლები კი დათრგუნულები არიან. ამ დროს გამოჩნდება მამაცი ადამიანი, რომელიც ქვეყანას დაიცავს - რიაზანელი რაინდი, ევპათი კოლოვრატი, რომელიც სათავეში ჩაუდება რაზმს და მიზნად დაისახავს დაიცვას მშობლიური მიწები და საყვარელი ხალხი...
1960-იანი წლები, ცენტრალური დაზვერვის ბიურო აგენტი ნაპოლეონ სოლო და კგბ-ს ოპერატიული მუშაკი ილია კურიაკინი მონაწილეობენ ერთობლივ მისიაში. მათ ევალებთ საიდუმლო კრიმინალური ორგანიზაციის, რომელიც ბირთვულ იარაღზე მუშაობს, გამომჟღავნება და განიარაღება.
"მუმია"-ს და "მუმია ბრუნდება"-ს წინაისტორია. ჯერ კიდევ ეგვიპტის პირამიდების აშენებამდე, აღმოსავლეთიდან მოვიდა სასტიკი დამპყრობელი, ძველი დროის ხალხებმა ვერ გაუძლეს დარტყმას და დაემორჩილნენ მას.როდესაც სამყარო ბნელეთსა და უკანონობაში ჩაეფლო, მხოლოდ ერთმა ადამიანმა გაბედა ბრძოლაში გამოეწვია ბოროტება...
თაღლითების გუნდი უერთდება მისიას, რის მიხედვითაც უნდა მოიპარონ ხომალდ "სიკვდილის ვარსკვლავის" გეგმები და გალაქტიკაზე ახალი იმედი ჩამოიტანონ.
ფილმის სიუჟეტი ვითარდება ძველი დროის ჩინეთში დინასტია იუანის მმართველობის დროს. რომაელი მეთაური ლუციუსი აღმოჩნდება ჩინეთის ტერიტორიაზე. ამავე დროს დასავლეთის ჰო ანის დაცვის მეთაური ღალატის შედეგად გახდება მონა. ზუსტად ამ ორ მეომარს მოუწევს შეხვედრა დასავლეთის უდაბნოში, სადაც განვითარდება ეპიკური ბრძოლა.
2048 წელი. ადამიანთა რასას პლანეტის დაკარგვა ემუქრება. ყველაზე საშიში მონსტრი გოძილაა - დაუმარცხებელი ხვლიკი შხამიანი სუნთქვით. ადამიანები გადაწყვეტენ დატოვონ დედამიწა და იპოვონ ახალი სახლი. კოსმოსში მოგზაურობა 20 წელი გაგრძელდა უშედეგოდ. ჰარუო 4 წლის იყო, როდესაც ხომალდზე მოხვდა. იგი თვლის , რომ კაცობრიობა ლაჩრულად დანებდა. მისი აზრი პოპულარული გახდება და ადამიანები დედამიწაზე დაბრუნებას გადაწყვეტენ. დედამიწაზე ცივილიზაციისაგან აღარაფერია დარჩენილი, სამყაროს ურჩხულები მართავენ.
ბონდის ბოლო მისია ცუდად დამთავრდა და მთელი მსოფლიოს აგენტები ფეხზე დადგნენ, მი–6–ს საფრთხე ემუქრება, რის გამოც ემი იძულებულია მისი ადგილმდებარეობა შეცვალოს. ახლა მას მხოლოდ ერთი მოკავშირე დარჩა ვისაც შეუძლია რომ ენდოს და ეს არის ბონდი. 007 ახლა იდუმალებით მოცულ და ჯერ უცნობი მოტივების მქონე ვინმე სილვას კვალს მიყვება.
თითქმის 10 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სარა კონორის განადგურება მომავლიდან მოსულ კიბორგს დაევალა. ახლა კი სარას ვაჟი, ჯონი, წინააღმდეგობის მომავალი ლიდერი - გახდა სამიზნე ახალი, უფრო მომაკვდინებელი ტერმინატორისა. წინაამღდეგობის მოძრაობამ, კიდევ ერთხელ შეძლო დაებრუნებინა უკან მცველი, რათა კიდევ ეცადა ჯონისა და მისი დედის, სარას გადარჩენა.
ბობ მუნროს სამსახურში პრობლემები აქვს. მას პრეზენტაციის ჩატარება დაავალეს კოლორადოს კლდოვან მთებში, მაგრამ ბობი ოჯახთან ერთად, ჰავაიზე გამგზავრებას აპირებდა. მას მოუწევს გეგმების შეცვლა ისე, რომ სამსახურიც შეინარჩუნოს და ოჯახთან ერთადაც გაატაროს დრო.
ღმერთმა საბოლოოდ დაკარგა ყველანაირი იმედი კაცობრიობის და სიკვდილის ანგელოზები გაგზავნა დედამიწაზე საკუთარი ქმნილების მოსასპობად... ადამიანებს მხოლოდ მთავარანგელოზი მიქაელი გამოექომაგა...
ჯეკ ბეღურა გაიგებს , რომ მასზე მისი ძველი არაკეთილმოსურნე კაპიტანი სალაზარი და მისი მოჩვენება პირატები ნადირობენ. ისინი ახლახანს გამოიქცნენ ეშმაკის სამკუთხედიდან და განზრახული აქვთ გაანადგურონ ყველა პირატი, მათ შორის ჯეკიც. დახმარება მხოლოდ პოსეიდონის არტეფაქტს შეუძლია, რომელიც მის მფლობელს ყველა ზღვაზე მბრძანებლობას ანიჭებს...
მეხუთე სასწავლო წელს ჰოგვარტსის მაგიისა და ჯადოქრობის საპატიო სკოლაში დაბრუნებისას, უკვე მოწიფული ჰარი გაოცებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ მისი გაფრთხილება ლორდი ვოლდემორტის დაბრუნების შესახებ უყურადღებოდ დატოვეს. ჰარის სხვა გზა არ დარჩენია, თვითონ უნდა შეებრძოლოს წინააღმდეგობებს. ბოროტი ძალებისგან თავდაცვის მიზნით იგი მოსწავლეთა პატარა ჯგუფს "დამბლდორის რაზმს" ქმნის...
ახალგაზრდა ჯადოქრი, ჰარი პოტერი ჰოგვარტსში სწავლის მეოთხე წელს სამი ჯადოქრის ტურნირში მონაწილეობს და ხვდება ბოროტ ჯადოქარ ვოლდემორტს. მეგობრები ჰერმიონა და რონი კი მას მხარში უდგანან. ჩასაფრებული ვოლდემორტი შესაფერის მომენტს ელოდება, რათა გაანადგუროს ჰარი და ყველაფერი რისთვისაც იგი იბრძვის...
სასწაულებითა და თავგადასავლებით აღსავსე მესამე წელს, ჰარი, რონი და ჰერმიონა ჰოგვარტსში ბრუნდებიან. ეს ფილმი ჰარი პოტერის შესახებ ბლოკბასტერის გაგრძელებაა. ჰარი კვლავ ხიფათშია და ამჯერად საშიშროებას სირიუს ბლეკი, ციხიდან გაქცეული ძებნილი წარმოადგენს. საშველად ჰარი პროფესორ ლუპინს მიმართავს...
ყველასათვის საყვარელი, ახალბედა ჯადოქრის ჰარი პოტერის წარმატებული თავგადასავალის უკვე ყველასათვის ცნობილი "ჰარი პოტერი და ფილოსოფიური ქვის" მეორე ნაწილი. ჰარი ყურად არ იღებს გაფრთხილებას, რომ ჰოგვარტსში მისი დაბრუნება სიცოცხლისთვის სახიფათოა. ის რონთან და ჰერმიონასთან ერთად გაურკვეველი თავდასხმების წარმომავლობას იძიებს...
ჰარი პოტერი მთელი ცხოვრება კიბის ქვეშ, დეიდის და ბიძის სახლში ცხოვრობს, მაგრამ მხოლოდ თავის მე-11 დაბადების დღეზე იგებს, რომ ძლევამოსილი ჯადოქარია და ჩარიცხულია ჰოგვარტსის მაგიისა და ჯადოქრობის სკოლაში. კეთილი სკოლის დირექტორის დახმარებით ჰარი მალე გაერკვევა მის ახლადაღმოჩენილ შესაძლებლობებში და თან გაიგებს სიმართლეს მისი მშობლების მკვლელობის შესახებ, რომელიც ბოროტი ჯადოქრის ჩადენილია...
მაიკი და დეივი გართობის მოყვარული ძმები არიან. ისინი ინტერნეტით ეძებენ გოგონებს, რომელბიც პარტნიორობას გაუწევენ დის ქორწილზე ჰავაიზე. მაიკს და დეივს სურთ დაუვიწყარი დრო გაატარონ ქორწილზე, მაგრამ მათი არჩეული გოგონები სრულიად არაკონტროლირებადნი აღმოჩნდებიან, რომლებსაც ნებისმიერი დღესასწაულის ჯოჯოხეთად გადაქცევა შეუძლიათ.
ნიკი და ჯეიკობი გადაწყვეტენ კვლავ გამოიყენონ დროის მანქანა და დაბრუნდნენ წარსულში, რათა მათი მეგობარი ლუი გაამხნევონ, რომელიც ფიქრობს რომ უბედურია, თუმცა წარსულის ნაცვლად ისინი მომავალში აღმოჩნდებიან და იწყებენ უკან დასაბრუნებელი გზების ძიებას...
სათხილამურო კურორტზე დროის მანქანის გადატვირთვით, მამაკაცი მის ორ მეგობართან და ძმისშვილთან ერთად 1986 წელში აღმოჩნდება, სადაც მათ უნდა გამოიარონ საბედისწერო ღამე ისე, რომ არაფერი არ შეცვალონ და ძმისშვილის დაბადებას ხელი არ შეეშალოს...
გაუმაძღარი უზარმაზარი თეთრი ზვიგენი ემიტი აილენდის მაცხოვრებლებს ატერორებს. ოკეანოლოგი, პოლიციის უფროსი და ზვიგენებზე მონადირე, ამ სისხლისმსმელი არსების დასამარცხებლად იბრძვიან...
მოქმედება 30-იანი წლების პარიზში ვითარდება. 12 წლის ობოლ ჰუგოს მამამისისგან მხოლოდ საიდუმლო მექანიზმი დარჩება, მის ასამოქმედებლად ფილმის გმირი გასაღებს ეძებს. იზაბელთან შეხვედრა მას აძლევს შესაძლებლობას იპოვოს გასაღები, მაგრამ ეს მხოლოდ თავგადასავალის დასაწყისია...
ლოს-ანჯელესის პოლიციის სპეცრაზმელი ჯეკ ტრეივენი იბრძვის ნაღმების დამზადების ექსპერტის ჰოვარდ პეინის წინააღმდეგ, რომელიც გამოსასყიდს ითხოვს. თავიდან მაღალსართულიანი შენობის ლიფტია დანაღმული, შემდეგ ავტობუსი, რომელიც აფეთქდება. ეს კოშმარი ლოს-ანჯელესის ერთი დღისთვის საკმარისზე მეტია და ეს კიდევ დასასრული არ არის...
დედამიწას უხილავი ძალები უტევენ. მსოფლიოს ყველა დიდი ქალაქი ინგრევა, ლოს-ანჯელესი კი უკანასკნელი ადგილია, სადაც კაცობრიობის უდიდესი ბრძოლა უნდა მოხდეს. ახლა საზღვაო სერჟანტსა და მის ოცეულზეა დამოკიდებული სამყაროს გადარჩენა...
თინეიჯერი ბიჭი სახელად პერსი (ლოგან ლერმანი) შემთხვევით აღმოაჩენს, რომ ნახევრად ღმერთია, რადგან პოსეიდონი მამამისია. ახლა მან ზევსის ელვა უნდა იპოვნოს რომელიც ვიღაცამ მოიპარა. პერსიმ მისი ახლად აღმოჩენილი ზებუნებრივი ძალების მართვაც უნდა ისწავლოს იმისათვის, რომ შეაჩეროს ღმერთებს შორის ომი და სამყარო განადგურებისგან გადაარჩინოს.
დოქტორ ადრიან ჰელმსლი, საერთაშორისო გეოფიზიკური ჯგუფის წევრია, რომლის მიზანია მზეზე უპრეცედენტო აფეთქებების შედეგად დედამიწაზე რადიაციის ზეგავლენის შესწავლა. ადრიანი იგებს, რომ დედამიწის ბირთვი ხურდება. იგი ამერიკის პრეზიდენტს, თომას უილსონს აცნობებს, რომ დედამიწის ქერქი არასტაბილური ხდება და სათანადო მზადების გარეშე, რაც მსოფლიოს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის გადარჩენას ისახავს მიზნად, კაცობრიობა განწირულია. ამავდროულად, მწერალი ჯექსონ კერტისი იგივე ინფორმაციას წააწყდება. როდესაც გარდაუვალი კატაკლიზმებისაგან გადასარჩენად მსოფლიო ლიდერები ერთმანეთს "კიდობნების" მშენებლობაში ეჯიბრებიან, კერტისი ცდილობს თავისი ოჯახის გადასარჩენი გზა იპოვოს...
მეექვსე წელი ჰოგვარტსის ჯადოქრობის სკოლაში ჰარი პოტერისთვის საინტერესოდ დაიწყო, როცა მან უნებლიედ იდუმალებით მოცულ წიგნს მიაკვლია, რომელიც ბოროტი ლორდ ვოლდემორტის ბინძურ ცხოვრებას ნათელს ჰფენს. გარდაუვალი ბრძოლისთვის მზადების პროცესში, ჰარი და დამბლდორი პროფესორ ჰორას სლაგჰორნს მიმართავენ, რომ მათ ვოლდემორტის სისუსტეების დადგენაში დაეხმაროს...
საუკუნეებია მცირერიცხოვანი, მაგრამ ძლიერი დამცველთა ჯგუფი სახელწოდებით მწვანე ლამპარი იცავს გალაქტიკას საფრთხისაგან. როდესაც სამყაროს განადგურებით დაემუქრება ბოროტმოქმედი პარალაქსი, მისი გადარჩენის ბედი პირველ ადამიან მწვანე ლამპარზეა დამოკიდებული...
ფილმი მოგვითხრობს ბილბო ბაგინსის მოგზაურობაზე, რომელიც ერთვება გრანდიოზულ საომარ მოძრაობაში, რომლის მიზანიცაა გნომების დაკარგული ქალაქის ერებორის წართმევა დრაკონისთვის. მოულოდნელად მას უკავშირდება ჯადოქარი გენდალფი. ასე პოულობს ბილბო საკუთარ თავს, რომელიც უერთდება ცამეტი ლეგენდარული მებრძოლი გნომებისგან შემდგარ გუნდს. მათ მოუწევთ მოგზაურობა ველურ მხარეებში, გობლინებისა და ორკების დასახლებაზე, რათა მიაღწიონ მიზანს და გაანადგურონ ბოროტი დრაკონი...
"მოტოციკლისტის დღიური" კუბის რევოლუციის ლიდერის, ჩე გევარას დღიურებზეა დაფუძნებული. მოგონებებში ის თავის საუკეთესო მეგობართან ალბერო გრანადოსთან ერთად სამხრეთ ამერიკაში მოტოციკლით მოგზაურობის შესახებ მოგვითხრობს.
ვუდი, ბაზი და ენდის დანარჩენი სათამაშოები უკვე წლებია თაროზე აწყვია. ენდი გაიზარდა და კოლეჯში მიდის, სათამაშოები კი შეცდომით საბავშვო ბაღში აღმოჩნდებიან. მეგობრებმა ერთად უნდა მოახერხონ გაქცევა და ენდისთან დაბრუნება..
ყველა ბავშვს სჯერა, რომ როდესაც ის თავის სათამაშოებს მარტო ტოვებს, ისინი ცოცხლდებიან და თავის საქმეებს აკეთებენ. ეს ანიმაციური ფილმი მათ თავიანთ აზრებში კიდევ ერთხელ დაარწმუნებს...
ბოროტმა ჯადოქარმა 18 წლის გოგონა სოფი მოხუცებული ქალის სხეულში ჩაამწყვდია. ადამიანის ძებნისას, ვისაც მისთვის ჩვეულებრივი გარეგნობის დაბრუნება შეუძლია, სოფი გაიცნობს ჯადოქარ ჰაულს და მის დემონს კალციფერს. კალციფერი უნდა ემსახუროს ხალს გარიგების თანახმად, რომლის პირობებს ის ვერ ამბობს. გოგონა და დემონი გადაწყვეტენ დაეხმარონ ერთმანეთს...
ნიუ-იორკელი სტუდენტები პერუს ჯუნგლებში მიემგზავრებიან, ისინი აქტივისტები არიან და პროტესტის გამართვას გეგმავენ. მოგზაურობისას ისინი კანიბალების ტომს გადეყრებიან...
მამა და მისი ვაჟი გადამწვარ ამერიკაში ეულად მიაბიჯებენ, ირგვლივ სიცარიელეა, არაფერი იძვრის, ქარის მოტანილი ფერფლისა და წყლის გარდა. სიცივისგან ქვებიც კი დასკდა, ნაცრისფერად თოვს. ცა მუქია. ისინი სამხრეთისკენ მიდიან, სადაც უფრო თბილა, თუმცა არ იციან რა ელით იქ, ან თუ საერთოდ ელით რამე...
ფილმი ”ევერესტი” ეფუძნება რეალურ მოვლენებს და მოგვითხრობს 1996 წლის ექსპედიციის შესახებ, როდესაც მთამსვლელების ორმა ჯგუფმა სცადა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის დაპყრობა.
ფილმი მოგვითხრობს მაიას ცივილიზაციის შესახებ, სადაც ადამიანის იდილიურ ყოფას უხეშად არღვევს ძალადობა. შიშით და ჩაგვრით მართულ ქვეყანაში, ფილმის გმირი ცდილობს გადაარჩინოს საყვარელი ქალი და ოჯახი.
2257 წელია. რიგითი ტაქსისტი შემთხვევით აღმოჩნდება ისეთ მდგომარეობაში, როცა მან უნდა გადაარჩინოს ახალგაზრდა გოგონა - თვით კაცობრიობის გადარჩენის ერთ-ერთი ნაწილი. ფილმი "მეხუთე ელემენტი" ვითარდება ფუტურისტულ მეგაპოლისში და გადაღებულია ფრანგული კომიქსის მიხედვით ბრიტანული, ფრანგული და ამერიკული იმპროვიზაციით...