სკოტ თომასს დიდად არ აღელვებს, რომ მისი დიდი ხნის ინტერნეტ მეგობარი მიკი მას პირისპირ შეხვედრას სთხოვს, მაგრამ როდესაც აღმოაჩენს, რომ იგი უმშვენიერესი გოგონაა, სკოტი მეგობრების თანხლებით მაშინვე ევროპაში სამოგზაუროდ გაემართება. ველური თავგადასავლებით სავსე ბერლინისკენ მიმავალ გზაზე, ისინი შეხვდებიან თავზეხელაღებულ ფეხბურთის გულშემატკივრებს, მოსიყვარულე იტალიელს და მოგზაურ არტურ ფრომერს...
თორი შინაგანი სიმშვიდის ძიებაში განსხვავებულ მოგზაურობაში მიდის, სადაც ის ღმერთების მკვლელს, გორს უპირისპირდება. საფრთხის დასაძლევად თორი დახმარებას სთხოვს ვალკირიას, კორგის და ყოფილ შეყვარებულს ჯეინ ფოსტერს, რომელიც მისდა გასაკვირად მიოლნირის ჯადოსნური უროს მფლობელი გახდება. შედეგად, ისინი ერთად იწყებენ შთამბეჭდავ კოსმოსურ თავგადასავალს, რათა გამოავლინონ ღმერთების მკვლელის შურისძიების საიდუმლო და შეაჩერონ იგი, სანამ ძალიან გვიანი არ იქნება...
დაუნდობელი ჰელას მიერ მისი სამშობლოს განადგურებისა და ასგარდიული ცივილიზაციის სიკვდილის შემდეგ, თორი სამყაროს მეორე მხარესაა პატიმრობაში და დროის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთვება, რათა ასგარდთან დაბრუნდეს რაგნაროკის შესაჩერებლად...
2018 წლის “იურიული სამყარო 2: დაცემული სამეფო“ -ს მოვლენების შემდეგ, დინოზავრები მთელ პლანეტაზე გავრცელდებიან, რაც საგრძნობლად შეცვლის მოსოფლიოს, სადაც ადამიანები იძულებულნი არიან მათთან ერთად იცხოვრონ ან მოკვდენ. დინოზავრების შექმნის ტექნოლოგია, ნებისმიერი ტექნოლოგიის ღია წყარო გახდება, ახლა ჰენრი ვუ ერთადერთი არ არის, ვინც მას ფლობს. შედეგად, კომპანიებმა შეძლეს დინოზავრების შექმნა, რომლებიც გადაშენებულ წინაპრებთან უფრო ახლოს არიან, ვიდრე InGen კლონები. კლერ დირინგი და ოუენ გრედი, ახალგაზრდა მეისი ლოკვუდზე ზრუნავენ, და პასუხისმგებლობას იზიარებენ ყველაფერ მომხდარზე. მაგრამ სამმა ადამიანმა, რომელბიც ისლა ნუბლარზე და ისლა სორნზე იმყოფებოდნენ, კლერს და ოუნეს უნდა უჩვენონ, რომ სიცოცხლემ იპოვა გზა იმ ადგილისკენ, სადაც დინოზავრებს შეუძლიათ გამრავლება, ცხოვრება და განვითარება. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რომ სხვა პრეისტორიული ცხოველები უკვე გზაში არიან. როდესაც ახალგაზრდა მეისის დინო-ბრაკონიერები გაიტაცებენ, ოუენი და კლერი მის მოსაძებნად და გადასარჩენად მიდიან. მათი თავაგადასავალი გმირებს გლობალური კორპორაციის მიერ, შესაძლო საშინელი პროგრამით მართულ, დინოზავრების საარსებო გარემოში მიიყვანს, რომელსაც ალან გრანტი და ელი სატლერი იკვლევენ...
პოლიციის ოფიცერი, რომელიც გადაიყვანეს მარსელში, იღებს დავალებას, რომ დააკავოს იტალიელი მძარცველების ჯგუფი, რომლებიც ფერარიში სხედან, საჭესთან კი ლეგენდარული დანიელის, თეთრი ტაქსის მძღოლის ძმისშვილი ზის.
ყოფილი ნეიროქირურგი დოქტორი სტივენ სტრეინჯი დროის ქვის ძებნას და მულტისამყაროს გათავისუფლების შედეგების გამოსწორებას აგრძელებს, მაგრამ მას ხელს უშლის მისი ძველი მეგობარი კარლ მორდო, რომელიც დრომამუზე თავდასხმის შემდეგ, სტრეინჯის მტერი გახდება და ახლა ცდილობს გაანადგუროს დედამიწაზე არსებული ყველა ჯადოქარი, რაც მთავარ გმირს მიზნის მიღწევაში აფერხებს, რის შედეგადაც სტრეინჯი წარმოუდგენელ ბოროტებას ათავისუფლებს. თავის მხრივ, ძლიერ ალისფერ ჯადოქრად ქცეული ვანდა მაქსიმოფი, ახლა უზარმაზარ ძალას ფლობს, რომლის გაგება და დაუფლება ჯერ კიდევ ვერ მოახერხა.
ფენტეზური ფრენჩაიზის მე-3 ნაწილი საიდუმლო საზოგადოების წევრი, ჯადოქრისა და მწერლის ნიუტ სკამანდერის თავგადასავალების შესახებ, რომელშიც მოქმედება “ჯადოსნური ცხოველები 2: გრინდელვადის დანაშაულის“ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, რიო-დე-ჟანეიროში და ბერლინში ვითარდება და ჯადოქრების სამყაროს მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობაზე მოგვითხრობს. გაძლიერებული ბოროტი ჯადოქარის, გელერტ გრინდელვალდის შესაჩერებლად, ალბუს დამბლდორი ნიუტ სკამანდერს და მის მეგობრებს რთულ მისიას ანდობს, რომელიც ახლა გრინდელვალდის არმიას უნდა დაუპირისპირდეს, და ამავე დროს მომავალ ომში დარჩენილი დრო შეაჩეროს...
მამამისის ნების საწინააღმდეგოდ, ძლევამოსილი მებრძოლი - თორი, უძველეს ომს ხელახლა გააჩაღებს. სასჯელის სახით მას დედამიწაზე გააგზავნიან, სადაც ადამიანებთან ერთად უნდა იცხოვროს. აქ ის ხვდება, რას ნიშნავს იყო ნამდვილი გმირი, როდესაც მსოფლიოს ყველაზე საშიში ბოროტმოქმედი, დედამიწის გასანადგურებლად აზგარდის ბნელ ძალებს გამოაგზავნის...
ნიუ-ორკის ამბების შემდეგ სტივ როჯერსი ცდილობს შეეჩვიოს ახალ სამყაროს და წყნარად ცხოვრობს ვაშინგტონში, მაგრამ როცა კორპორაცია S.H.I.L.D-ზე განახორციელდება თავდასხმა, როჯერსი გაიხლართება ინტრიგების ქსელში, რომელიც მთელ სამყაროს განადგურებით ემუქრება. როცა ამბები ოდნავ დაწყნარდება, კაპიტანი ამერიკა, შავი ქვრივი და ქორი შეებრძოლებიან მორიგ მოულოდნელ მტერს - ზამთრის ჯარისკაცს.
ეპიკური ისტორიული თრილერი, სასტიკი შურისძიების შესახებ, რომელშიც მოვლენები ისლანდიაში მე-10 საუკუნის ბოლოს ვითარდება, როდესაც ახალი მიწების ძიებაში დაუნდობელი ვიკინგები თავიანთ სამშობლოს ტოვებენ და იწყებენ უცხო ტერიტორიების ხელში ჩაგდებას. ფილმი ახალგაზრდა სკანდინავიელი პრინცის ამლეტის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც მისი მოკლული მამის გამო შურისძიებას და სამართლიანობის აღდგენას მთელი ძალებით ცდილობს.
სათავგადასავლო ანიმაციური ფილმი, რომელშიც მოვლენები იმ ეპოქაში ვითარდება, როდესაც საშინელი ურჩხულები დაცურავდნენ ზღვებში, ხოლო მონსტრებზე მონადირეები ცნობილი გმირები იყვნენ, და არავინ იყო ისე პატივსაცემი, როგორც დიდებული ჯეიკობ ჰოლანდი. ფილმი ახალგაზრდა გოგონას მეისი ბრამბლის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ჯეიკობის გემზე იმალება, სადაც ყველაფერი, რაც ლეგენდარულმა ზღვის ურჩხულებზე მონადირემ იცოდა, თავდაყირა დადგება, როდესაც აღმოაჩენს, რომ გოგონა ერთ-ერთ ყველაზე სასტიკ და საშიშ ზღვის ურჩხულს დაუმეგობრდა ღია ზღვაში. შედეგად, გმირები მოულოდნელ კავშირს ქმნიან და ერთად იწყებენ ეპიკურ მოგზაურობას ამოუცნობ წყლებში, რომელსაც მივყავართ იქ, სადაც რუკა მთავრდება და იწყება ნამდვილი თავგადასავალი...
ფილმში მოვლენები 2135 წელს ვითარდება. კაცობრიობამ მხოლოდ სასწაულით გაუძლო უცხოპლანეტელების რასის ორ შეტევას და ემზადება მორიგი შეტევისთვის. პილოტების და მეთაურების ძიებისთვის, რომლებიც შეძლებენ დედამიწის გადარჩენას, იქმნება ახალი სამხედრო სკოლა, სადაც ასწავლიან ყველაზე ნიჭიერ ბავშვებს ადრეული ასაკიდან. ამ ბავშვებს შორის არის ენდრიუ ვიგინი - დედამიწის საერთაშორისო ფლოტის მეთაური და კაცობრიობის გადარჩენის ბოლო იმედი...
ხუთი წლის წინ ფილმის მთავარმა გმირმა - მაქს ლევინსკიმ, ციხეში ჩასვა საშიში დამნაშავე სახელად ჯეკობ სტერნვუდი, რომელიც ახლახანს გამოვიდა ციხიდან, დაბრუნდა ლონდონში და გადაწყვეტილი აქვს მოინახულოს თავისი მტერი...
ნიკოლასი დაუნის სინდრომის მქონე 10 წლის ბავშვია, რომელსაც დედა ყოველ წელს ახალ საკარნავალო კოსტიუმს უმზადებს. მას აქვს მაიმუნის, მამაცი მეკობრის, დრაკონის ფორმები. თუმცა სამწუხაროდ მოულოდნელად დედა გარდაიცვლება, რის შემდეგაც ნიკოლასს ბებია ბაბუასთან და ბიძაშვილთან მოუწევს საცხოვრებლად გადასვლა, რომელსაც კოშმარები სტანჯავს.
ჯოს მიატოვებს შეყვარებული, რის შედეგადაც მისი მეგობრები, რომლებსაც იტაცებს სიტუაციური თამაშები: ერიკი და ჰანგი შესთავაზებენ მას მოსაწევს და მოდუნებას. შედეგად, ჯო იღვიძებს სატვირთოში, მას აცვია რაინდის ფორმა და იგი თამაშის შუაგულშია...
არმიის კაპიტანი ჯეი ჯეი კოლინზი წყნარი ოკეანის შუაგულში მდებარე სამხედრო ბაზაზე აღმოჩნდება მას შემდეგ, რაც მას შეცდომით გაათავისუფლებენ პენტაგონში საოცნებო სამსახურიდან. როდესაც ერთდროული კოორდინირებული თავდასხმა დაემუქრება თავად ბაზას, კოლინზი უპირისპირდება ქარიზმატულ, მაგრამ არაკეთილსინდისიერ აშშ-ს სამხედრო დაზვერვის ყოფილ ოფიცერს ალექსანდრე კესელის, რომელიც აპირებს წარმოუდგენელი გეგმის განხორციელებას. ახლა მხოლოდ რამდენიმე წუთით ადრე, კოლინზმა უნდა გამოიყენოს თავისი ტაქტიკური წვრთნა და სამხედრო გამოცდილება, რათა დაადგინოს, ვის შეუძლია ენდოს, და ხელი შეუშალოს კესელის და მის ფარულ დაქირავებულებს მათი რთული და საშინელი მისიის დასრულებაში...
მთვარეზე დაშვებისას ამოუცნობი ძალა მთვარეს დედამიწის ორბიტას მოაშორებს და ჩვენთვის ნაცნობი სამყაროს გასანადგურებლად გაგზავნის. შეჯახებამდე და სამყაროს აღსასრულამდე რამდენიმე კვირით ადრე „ნასას“ ხელმძღვანელი და ყოფილი ასტრონავტი ჯო ფაულერი დარწმუნებულია, რომ ჩვენი გადარჩენა შეუძლია. თუმცა მისი მხოლოდ ერთ ასტრონავტს წარსულიდან ბრაიან ჰარპერს და შეთქმულების თეორეტიკოსს ქეი სი ჰაუსმენს სჯერათ. ეს გმირობისთვის შეუფერებელი ადამიანები წარმოუდგენელ მისიას მოაწყობენ კოსმოსში. ისინი ტოვებენ ყველა საყვარელ ადამიანს, რათა გაარკვიონ, რომ მთვარე სინამდვილეში ისეთი სულაც არ ყოფილა, როგორიც გვეგონა...
მთავარმა გმირმა და დიდებულმა მეომრებმა ძალები უნდა გააერთიანონ და ერთად წავიდნენ ეპიკური მოგზაურობაში, რათა ჯადოქართა იდუმალ ორდერს შეებრძოლონ, რომელიც მსოფლიოს დაპყრობას აპირებს.
„მარადიულნი“ უძველესი უცხოპლანეტელების გუნდია, რომლებიც დედამიწაზე საუკუნეების მანძილზე საიდუმლოდ ცხოვრობენ. მოულოდნელი ტრაგედია მათ ჩრდილიდან გამოსვლას და კაცობრიობის უძველეს მტერთან - უცხოებთან ბრძოლას აიძულებს.
პოლ ატრეიდესმა, ძალიან ნიჭიერმა და მახვილგონიერმა ახალგაზრდამ ყველაზე საშიშ პლანეტაზე უნდა იმოგზაუროს რათა საკუთარი და ოჯახის წევრების ნათელი მომავალი უზრუნველყოს. პლანეტის უძვირფასესი რესურსის დაპატრონებისთვის ბოროტი ძალები მზად არიან ყველაფერი გაიღონ. გადარჩება მხოლოდ ის, ვინც შეძლებს და საკუთარ შიშს მოერევა!
დომინიკ ტორეტო ლეტისთან და მის ვაჟთან ბრაიანთან ერთად მშვიდ ცხოვრებას ეწევა. თუმცა სამივემ იცის, რომ საფრთხე მუდამ მათ მშვიდობიან ჰორიზონტს მიღმაა ჩასაფრებული. ამჯერად ხიფათი დომს აიძულებს, წარსული ცოდვები გამოისყიდოს, რათა საყვარელი ადამიანები გადაარჩინოს. მისი გუნდი ერთიანდება, რათა მსოფლიოს განადგურებაში ხელი შეუშალოს ყველაზე გამოცდილ მკვლელსა და პროფესიონალ მძღოლს. კაცს, რომელიც ამავდროულად დომის მიტოვებული ძმა - ჯეიკობი აღმოჩნდება. ფილმის რამდენიმე სცენა გადაღებულია საქართველოში.
მეთ ჰეიგის ამავე სახელწოდების საერთაშორისო ბესტსელერზე დაფუძნებული ფენტეზური დრამა, ახალგაზრდა ნიკოლასის თავგადასავლების შესახებ, რომელიც შობის გმირი გახდება. ნიკოლასი ჩვეულებრივი ბიჭია, რომელიც მამის გაუჩინარების შემდეგ მის გადასარჩენად, ჩრდილო პოლუსზე წავა, სადაც ჯადოსნური სამყაროს აღმოაჩენის შემდეგ, ელფების სოფელში შობის სულს დააბრუნებს...
2021 წლის ფილმის “მკვდრების არმია” პრიკველი, გერმანელი სეიფების მძარცველის, ლუდვიგ დიტერის შესახებ, რომელსაც მძარველების იდუმალი ლიდერი-ქალი, სახელად გვენდოლინი დაიქირავებს, რომელიც მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელი სეიფების ძარვაზეა დახელოვნებული. ლუდვიგი და გვენდოლინი ზესაიდუმლო და გრანდიოზულ ძარცვას გეგმავენ იმ დროს, როდესაც მსოფლიოში ზომბების აპოკალიფსი იწყება...
ნატაშა რომანოვი, რომელსაც სოკოვიაში მომხდარი დაუმორჩილებლობისა და სტივ როჯერსის დახმარების გამო მთავრობა დევნის, მარტო რჩება და იძულებულია, ანგარიში გაასწოროს...
22 ერთმანეთთან დაკავშირებული ფილმის კულმინაცია და ფინალი მარველის კინემატიკური სამყაროს გრძედისა და განედის კვალდაკვალ. ჩვენი საყვარელი გმირები გაანალიზებენ რამდენად მსხვრევადია რეალობა და რა მსხვერპლის გაღებაა საჭირო იმისთვის, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალოს...
მიჩელე ცამეტი წლისაა, მორცხვი და სკოლაში არაპოპულარული ბიჭია, რომელსაც სტელა უყვარს. ჰელოუინის წვეულების კოსტუმს რომ ჩაიცვამს, აღმოაჩენს, რომ უჩინარია.
ეყრდნობა დისნეილენდის პარკში არსებულ ატრაქციონს, პატარა ნავს, რომელიც მოგზაურთა ჯგუფს სახიფათო ცხოველებითა და რეპტილიებით სავსე ჯუნგლებში მიუძღვება, ამას ემატება ზებუნებრივი ელემენტებიც...
დიდი ხნის წინ ადამიანები და დრაკონები ერთად, ჰარმონიულად ცხოვრობდნენ, მაგრამ ეს ყველაფერი ბოროტმა მონსტრებმა, დრუნებმა გაანადგურეს. დრაკონებს ადამიანთა გამო თავის გაწირვა მოუხდათ...
1903 წლიდან დაძინებული ვულკანი, რომელიც 2.744 მეტრზე მდებარეობს, ბაეკდუს მთაზე, ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის საზღვარზე, ამოიფრქვევა. არსებობს რა გარდაუვალი ამოფრქვევების საფრთხე, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უნიკალურად მომზადებული პროფესიონალების ჯგუფები ერთიანდებიან. მათ სხვა ძალებთან ერთად ყველაფერი უნდა გააკეთონ, რათა კატასტროფული უბედურება, რომელიც კორეის ნახევარკუნძულს ემუქრება, როგორმე აღკვეთონ...
მეგობარ გოგონასთან ერთად საბერძნეთში მოგზაურობა, ამერიკელი ტურისტისთვის დაუვიწყარ კოშმარად იქცევა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ის ადგილობრივ, მასშტაბურ შეთქმულებაში ამოყოფს თავს და ახლა მკვლელების სამიზნე ხდება. საკუთარი ცხოვრების დასაბრუნებლად ამერიკის საელჩომდე უნდა მიაღწიოს, თუმცა გზად კიდევ უფრო ღრმად ეფლობა დანაშაულებრივ დაჯგუფებებს შორის ბრძოლაში.
იდუმალებით მოცული საიდუმლო სამსახურის ყოფილი აგენტი საფრანგეთში უნდა დაბრუნდეს, როცა მის შვილს სახელმწიფო იარაღითა და ნარკოტიკით ვაჭრობის ცრუ ბრალდებას წაუყენებს. რასაც დაუსრულებელი ბიუროკრატია და მაფიის ოპერაცია მოჰყვება...
1970-იან წლებში საბრძოლო ხელოვნების თავდადებული, ნიჭიერი, თუმცა განდეგილი მოსწავლეები დაკარგული მასწავლებლის მოსაძებნად მიემართებიან. მათ შორის არის ბეტმენიც.
უკვდავ ლეგენდაზე დაფუძნებული ეპიკური სათავგადასავლო ფენტეზი, მეფე არტურის თავზეხელაღებული და ჯიუტი ახალგაზრდა ბიძაშვილის, სერ გავეინის და იდუმალი მწვანე რაინდის შესახებ. ისინი არნახული გამბედაობის, სიმამაცის, პატივისა და ჯადოსნური ძალების დროში ცხოვრობენ და საკუთარი ღირსების დასამტკიცებლად სერ გავეინი გაბედულ მოგზაურობაში მიდის, რათა მწვანე რაინდს შეებრძოლოს, რა დროსაც, მთავარ მოწინააღდეგემდე მისაღწევად, ის გზაში მოჩვენებებს, გიგანტებსა და ყაჩაღებს ებრძვის...
ფილმი მოგვითხრობს 5 მთასვლელზე, რომლებიც შოტლანდიის მთებში მოგზაურობენ. ისინი შემთხვევით გადააწყდებიან სერბ გოგონას, რომელიც დამარხულია უკაცრიელ ადგილას მიწაში - ხის ყუთში. ისინი ამით საშიშ თამაშში ებმებიან...
დიანას მოუწევს ბრძოლა კოლეგასა და ბიზნესმენთან, რომლის დაუცხრომელი მისწრაფება სიმდიდრისკენ მსოფლიოს განადგურების პირას მიიყვანს, მას შემდეგ, რაც უძველესი ხელოვნების ნიმუში, რომელიც სურვილებს ასრულებს, გაუჩინარდება...
ბრუკლინელი და-ძმის, პილის და იოანეს მოგზაურობა ჰავაიში წარმოუდგენელ თავგადასავლად იქცევა: ისინი იპოვიან დღიურს, რომელიც დიდი ხნის წინ დაკარგულ საგანძურზე მიუთითებს...
ქალაქი გმირებს მოელის, სიბნელემ მოიცვა ნიუ-იორკი. ყველაფერს შრედერი და მისი ბოროტი ფუტების კლანი აკონტროლებს, დაწყებული პოლიციიდან, დამთავრებული პოლიტიკოსებით. მომავალი ბურუსითაა მოსილი მანამ, სანამ, კანალიზაციიდან არ ამოვა და თავისი მოვალეობის შესრულებას არ შეუდგება ოთხი ძმა კუ-ნინძა. კუებმა უნდა იმუშაონ უშიშარ რეპორტიორ ეიპრილთან და მის სარკასტულ ოპერატორ ვერნ ფენვიკთან ერთად, რომ ქალაქი იხსნან და გამოიცნონ შრედერის ვერაგული გეგმა…
წყნარი ამერიკული პროვინციის მაცხოვრებლები აფეთქების და უზარმაზარი ობიექტის კატასტროფის თვითმხილველები გახდებიან. რამოდენიმე დღის შემდეგ ბიჭი სახელად ჰოგარტ ჰიუზი ახლომიდამოემბში გიგანტურ რობოტს იპოვის, რომელიც დედამიწაზე შორეული კოსმოსური გალაქტიკიდან ჩამოფრინდა. მიუხედავად თავისი საშიში შესახედაობის, უცხოპლანეტელი სტუმარი ძალიან კეთილი არსება აღმოჩნდება. რობოტი და ბიჭი ნამდვილი მეგობრები გახდებიან, მაგრამ როდესაც რობოტის არსებობაზე მთავრობა და სამხედროები გაიგებენ, ისინი მის განადგურებას გადაწყვეტენ...
უოლ-ი ადამიანებისგან მიტოვებულ, ნაგვით სავსე დედამიწაზე დარჩენილი უკანასკნელი რობოტია. იგი 700 წლის განმავლობაში ცდილობს დედამიწის დასუფთავებას და ამასობაში ფრიად საინტერესო, ადამიანის მსგავს თვისებებს იძენს. ერთხელაც, როდესაც დედამიწაზე კოსმოსური ხომალდი ჩამოდის თანამედროვე, პრიალა რობოტთან ერთად, უოლ-ი ჩათვლის, რომ ნანატრი მეგობარი იპოვა და ხომალდის უკან გამგზავრებისას, მასთან ერთად, მალულად მიემგზავრება...
პატარა შეგირდი მონადირე მამასთან ერთად ირლანდიაში მიემგზავრება, რათა მგლების უკანასკნელი ხროვა ამოწყვიტოს. თუმცა ყველაფერი იცვლება, როდესაც გოგონა დაუმეგობრდება საიდუმლოებით მოცული ტომის წევრ გოგონას. გავრცელებული მითის მიხედვით ღამით ტომის წევრები მგლებად იქცევიან...
უილი ოჯახისგან გაქცევის გზას ეძებს, რა დროსაც გადაეყრება თანასკოლელ მჩაგვრელ ლის. ვიდეო კამერით და რემბოს ფირით შეიარაღებული ლი გეგმავს გადაიღოს საკუთარი მძაფრ-სიუჟეტიანი ფილმი.
1930-იანი წლები, ჰოლივუდი. ახალგაზრდა პილოტი კლიფ სეკორდი თავს არ ზოგავს იმისთვის, რომ საკუთარ ქვეყანას ავიაციის განვითარებასა და ნაცისტების დამარცხებაში დაეხმაროს. საბოლოოდ, კლიფი ზესაიდუმლო მასალებს გადააწყდება რაკეტების შესახებ რაც მას რაკეტების ნამდვილ სპეციალისტად აქცევს.
აფრიკული სპილო შანი და მისი მხიარული შვილი ჯომო ჯოგთან ერთად ეპიკურ მოგზაურობაში მიემართება. მათ ასობით მილის გავლა მოუწევთ ვრცელ კალაჰარის უდაბნოში - ოკავანგოს შესართავიდან მდინარე ზამბეზიმდე.
მაგიდები შემობრუნდა მას მერე, რაც ოთხი თინეიჯერი ჯუმანჯის სამყაროში ჩაერია. ისინი მარტორქა-ამფიბიებისა და ჯუნგლების დაუსრულებელი ხაფანგების წინააღმდეგ იბრძვიან. გადასარჩენად მათ უწევთ, რომ ჯუმანჯის პერსონაჟებივით ითამაშონ...
მაჩეტე ყოფილი მექსიკელი ფედერალია, რომელსაც საკუთარი თამაშის წესები აქვს და არავის არ უწევს ანგარიშს. იგი შემთხვევით ნარკობარონს - ტორესს გადაეყრება და ტეხასში ამოყოფს თავს, სადაც მას სენატორი მალაგლინის მოკვლის სანაცვლოდ კარგი ფულის გაკეთებას სთავაზობენ, მაგრამ საქმე ცუდად მიდის და მაჩეტე ხვდება, რომ მახეში გაება...
ურუგვაის რაგბის გუნდის გადარჩენის დაუჯერებელი ამბავი. 1972 წელს, პარასკევ დღეს ,13 ოქტომბერს თვითმფრინავი ჩამოვარდა ანდების მთებში. ბორტზე ურუგვაის რაგბის გუნდი, მწვრთნელი და გულშმატკივრები იმყოფებოდნენ. ფილმი რეალურ ამბავზეა დაფუძნებული...