ორი კინოვარსკვლავი ერთმანეთს სკანდალით დაშორდა... სტუდიის წარმომადგენელი ცდილობს გააკონტროლოს სიტუაცია, რომელიც სულ უფრო და უფრო იძაბება, რადგან წყვილის მონაწილეობით გადაღებული ფილმის ერთადერთ ასლს ფილმის რეჟისორი იტაცებს...
წარმატებულ ადვოკატ ანტუანს ქალების ყურადღება არასოდეს მოკლებია. ერთხელაც ის საქმეზე ნიუ-იორკიდან პარიზში გაემგზავრება, თვითმფრინავში მას ყოფილ მეგობარ ჯულის მეზობლად მოუწევს მგზავრობა. ისინი იძულებულები არიან ერთად 7 გრძელი საათი გაატარონ, რომლის განმავლობაშიც ასწრებენ ძველი ამბების გახსენებას...
დაკარგული მობილური დიანასთვის ხდება მიზეზი გაიცნოს არაჩვეულებრივი ადამიანი სახელად ალექსანდრე. ის ჭკვიანი და საოცრად მიმზიდველია. იდეალური იუმორის გრძნობა აქვს და თითქოს არანაირი ნაკლი არ აქვს ერთის გარდა. მის სიმაღლე ის ერთ მეტზე ოდნავ მაღალია. ეს ხდება პრობლემა დიანასთვის. მაგრამ სიყვარულს შეუძლია დაამარცხოს ყველაფერი, რათქმაუნდა თუ ეს ნამდვილი სიყვარულია...
ღამით მოსკოვის ცენტრში ახალგაზრდა გოგონა ავარიაში მოყვება, რის გამოც მას აუცილებლად ესაჭიროება ურთულესი ოპერაცია. მისი მეგობარი კირა იპოვის დამნაშავეს, მდიდარ ცინიკოს სერგეის, რომელიც თავს დამნაშავედ არ თვლის და არ სურს დახმარება გაუწიოს გოგონას. სასოწარკვეთილი კირა მიმართავს სამ ახალგაზრდას, რომლებსაც სამივეს კირა მოსწონთ. ბიჭები გადაწყვეტენ ჯერ დაეხმარონ გოგონებს, შემდეგ კი გადაწყვიტონ ვის ეკუთვნის კირა...
ჩვენ ისევ შევხვდებით ჯესის და სელინს კიდევ 9 წლის შემდეგ საბერძნეთში. თითქმის ორი ათწლეული გავიდა მათი პირველი შეხვედრიდან მატარებელში, რომელიც ვენაში მიდიოდა...
ეს არის დენიზის და ოცგურის ისტორია, რომლებიც დიდი ხნის შემდეგ, ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან სტამბულში. ერთი მათგანი დამწყები მსახიობია, მეორე კი წარმატებული ფოტოგრაფი. ბავშვობაში ისინი ერთმანეთზე იყვნენ შეყვარებულნი და აი, 25 წლის ასაკში კვლავ ხვდებიან ერთმანეთს და ბავშვური გრძნობაც ბრუნდება...
მეგის ყველაფერი გათვალისწინებული აქვს იდეალური შვებულებისთვის - რომის მზე და ტოსკანიის ზღვა., მაგრამ მისი 16 წლის გოგო სამერი ოცნებობს სახლში (შტატებში) დაბრუნებაზე, თავის მეგობარ ბიჭთან შესახვედრად...
ფილმი მოგვითხრობს 17 წლის ქეითზე, რომელიც საშინელი დაავადების მატარებელია, იგი ბავშბობიდან მთელ დროს სახლში ატარებს, რადგან მისთვის მზის ერთი სხივიც კი შესაძლოა სასიკვდილო აღმოჩნდეს. მას ცხოვრება საჩუქარს უმზადებს, როდესაც ზაფხულში გაიცნობს ჩარლის და მათ შორის სასიყვარულო რომანი იწყება.
პატიოსანი სტუდენტი გოგონა გაიცნობს გავლენიან ბიზნესმენს, რომლის სექსუალური ფანტაზია აშავებს მათ ურთიერთობას. ფილმი წარმოადგენს ცნობილი ბესტსელერის ეკრანიზაციის პაროდიას.
ქალთევზა სახელად შანი გაემართება მისიის შესასრულებლად - მან უნდა აცდუნოს და შემდეგ მოკლას მეწარმე, რომელიც აბინძურებს ოკეანეს და კლავს ოკეანეში მცხოვრებ ცოცხალ არსებებს...
ბობი ცნობილი ამერიკელი მბრბოლელია, ერთხელაც შეჯიბრისას მისი მეგობარი იღუპება, რის შემდეგაც ის უარს ამბობს საჭესთან დაჯდომაზე. სანატორიუმში ბობი სასიკვდილო სენით შეპყრობილ გოგონას გაიცნობს, რომელიც მასში ხელახლა აღვიძებს სიცოცხლის ჟინს...
რამდენად შორს შეგიძლია წახვიდე,რათა შენი ბიზნესის დაფინანსება მიიღო? დონალდ ჩენდლერი რესტორნის მფლობელია. იგი მოულოდნელად ბიზნესისა და სამსახურის გარეშე დარჩება, მას ცოლი მიატოვებს. თავიდან დაწყების მიზნით დონალდი იწყებს მუშაობას მიგელ სანჩესთან, რომელიც მასთან მუშაობდა, ლატარეაში გამარჯვებამდე...
მტკივნეული განშორების შემდეგ ნეფელი გადაწყვეტს აღარავინ შეიყვაროს. იგი მის ძველ გამოცდილ მეგობართან, ნეფელისთან ერთად გადავა საცხოვრებლად. ნეფელი მხიარული ქერათმიანი გოგონაა. მათი სახლის მთავარი წესია ურთიერთობა ერთ ღამეზე დიდხანს არ გაგრძელდეს. მაგრამ ვინსენტი ჯულის გაიცნობს და წესს დაარღვევს...
ბრიტანული იმპერიის ყვავილები, ეგზოტიკური ინდოეთის ფერები, ინგლისური ფანტაზიები. ბეკი შარფი – მხატვრისა და მომღერლის დაობლებული ქალიშვილი ტოვებს საკუთარ სახლს, რათა გოგონების აღმზრდელი გახდეს. ის არის სიმამაცით სავსე, ძლიერ მახვილგონიერი, კარგი გარეგნობის, ფრანგულად თავისუფლად მოსაუბრე და თვალი სოციალურ პროგრესისკენ აქვს. საზოგადოება ცდილობს ყველაფერს, რათა აარიდოს იგი წარმატებას. მოთხრობა მიჰყვება მის კვალს 20 წლის განმავლობაში, სადაც არის ქორწინება, ომი, ბავშვი, ერთგულება სკოლის მეგობრის მიმართ, იმ ოჯახის ცვალებადობები, რომლის ქალიშვილებსაც ის ზრდიდა და ყურადღება მოწყენილი მარკიზისაგან, რომელიც მისი მამის ნახატებს აგროვებდა. პატიოსნება აბალანსებს მის გეგმებს, ის არ არის არისტოკრატი და არც ბურჟუა, არამედ უბრალოდ გაბედული, გონიერი და დაუოკებელი ქალია...
ჩარლი ახალგაზრდა და მორიდებული კოლეჯის სტუდენტია, რომელსაც არასდროს არავინ ჰყვარებია. მისი ცხოვრება რადიკალურად იცვლება მას შემდეგ რაც ის დაეხმარება ახალგაზრდა ჯორდანს რთული, სულიერი მდგომარეობიდან გამოსვლაში...
ახალგაზრდა პროვინციელმა გამყიდველმა გოგონამ როზალიმ სატელევიზიო კონკურსში გაიმარჯვა, რომელსაც ქვია "მოიგე შეხვედრა ტედთან". ტედი - ჰოლივუდის ვარსკვლავია და მასთან შეხვედრა ყველას სურს...
ედ ვაკსმენს ყოველ ნაბიჯზე უიღბლობები ხვდება:საცოლემ უღალატა მას საუკეთესო მეგობართნ, უფროსმა სამსახურიდან დაითხოვა. ყველაზე მძიმე მომენტში დასახმარებლად ედის უფროსი ძმა მოდის კუპერი. ის ედის გადაკეთებას ეცდება და მის რეცეპტი ადვილია: ცოტა ღამის ცხოვრება, ცოტა აკრძალული სიამოვნება, ცოტა სახიფათო თავგადასავალი და უზომო რაოდენობის სექსი!..
ოლი ტრინკე ახლგაზრდა, თავაზიანი, მუსიკის პუბლიცისტია, რომელსაც ახალმოყვანილ ცოლთან და შვილთან ერთად თითქოს ყველაფერი აქვს ცხოვრებაში. მაგრამ განგება მას საშინელ გამოცდას უწყობს, როდესაც იგი მარტოხელა მამა ხდება, კარიერა დასამარდა და იგი იძულებულია საცხოვრებლად მამასთან გადავიდეს. ნორმაში ჩასადგომად ახალი სიყვარული და სიმხნვე სჭირდება, რომელსაც ოლი ტრინკეს მისი ქალიშვილი აძლევს...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას ერთ ულამაზეს ოჯახზე.მათი ცხოვრება იყო სავსე სიყვარულით და ალერსით.მაგრამ მათ ცხოვრებაში გამოჩნდა ყოპილი დაქალი და ყველაფერი დავდაყირა დადგა...
ქალაქელი გოგონა ჩამოდის პატარა ქალაქში და აღმოჩნდება სახიფათო სასიყვარულო სამკუთხედში ჩათრეული, მან უნდა გააკეთოს არჩევანი სკოლის მასწავლებელსა და სიმპატიურ თანაკლასელს შორის...
კლუბ ბურლესკის მეპატრონე და ყოფილი მოცეკვავე -ტესი ფინანსური სირთულეების მიუხედავად ცდილობს როგორმე შეინარჩუნოს დასი,რომელიც პირადი პრობლემების მოგვარებითაა დაკავებული. ამავე დროს მდიდარ ბიზნესმენს კლუბის შეძენა სურს და ტესმა ესეც უნდა მოაგვაროს. პარალელურად, ის,ახალგაზრდა გოგონას მიმტანად აიყვანს. გოგონას ერთადერთი ოცნება აქვს, მას სცენაზე გამოსვლა სურს. ახალი მეგობრების მხარდაჭერით ელი ბურლესკის ახალი ვარსკვლავი გახდება...
მომხიბლავი, მხიარული ალექსი (რომან დურისი) პროფესიონალი დონ ჟუანია, რომელიც ფულს შეყვარებული წყვილების დაშორებით შოულობს მის დასთან, მელანისთან ერთად (ჯული ფერიე). იმის გამო, რომ მათ ბიზნესს ცოტა ტემპი დაუვარდა, ისინი თავიანთ მთავარ პრინციპს არღვევენ – დააშორონ მხოლოდ უბედური წყვილები და დათანხმდებიან მისტერ ვან დერ ბერქზე მუშაობას. ალექსს მხოლოდ ერთი კვირა აქვს იმისათვის რომ მდიდარი კაცის ქალიშვილს, ჯულიეტს (ვანესა პარადი) გადააფიქრებინოს დაქორწინება კაცზე რომელზეც უგონოდ არის შეყვარებული. ალექსი მალე თვითონვე გაებმება საკუთარი "შეუსრულებელი მისიის" ხლართებში...
მე-20-ე საუკუნის დასაწყისში პარიზში მეგობრობდა ორი ადამიანი: ავსტრიელი ჯული და ფრანგი ჯიმი. ერთობოდნენ, საუბრობდნენ, ვარჯიშობდნენ, განიხილავდნენ გოგონებს. გოგონებთან სენტიმენტალურ ჯულის ნაკლებად უმართლებდა, ვიდრე ჯიმის. შემდეგ მათ ცხოვრებაში შემოვიდა საბედისწერო ქალი - კატრინი. ჯულის ის შეუყვარდა და ჯიმს სთხოვა ხელი არ შეეშალა მათი ურთიერთობისთვის, მაგრამ ყველაფერი მარტივად არ არის. კატრინი იქცევა ისე თითქოს მას ორი გული აქვს და ორივე მათგანთან სურს ურთიერთობა...
ახალგაზრდა ბიჭი დელტონი გადაწყვეტს ფარულად რამდენიმე დღით თვითნებურად ჯარიდან გაქცევას, რათა შეხვდეს შეყვარებულს. მას შეუერთდება მეგობარი მიკი. ახალგაზრდა სტუდენტების კომპანიაში მიკი ხვდება მაცდუნებელ, ლამაზ და თავისუფლების მოყვარულ კენდის. რამდენიმე დღის განმავლობაში მასთან მიკი მზად არის დათმოს სამხედრო კარიერა და სიცოცხლეც...
ბრიტანელი მედიცინის დოქტორი ჩინეთის პატარა სოფელში ხოლერის ეპიდემიას ებრძვის, სადაც უიღბლო ქორწინებაში მყოფი, თავის მოღალატე ცოლთან ერთადაა გამომწყვდეული...
მინი 15 წლის გოგონაა, 1970-იანი წლების სან-ფრანცისკოში ცხოვრობს. ის ძალიან ცნობისმოყვარეა, ჩვეულებრივი თინეიჯერია, მაგრამ თანატოლებისგან იმით გამოირჩევა, რომ დედამისის ბოიფრენდთან სძინავს...
მორცხვი და არაფრით განსაკუთრებული ავსტრალიელი ანჯელო, იტალიელ ლამაზმანს თავისი ძმის სურათს უგზავნის. მშვენიერი როზეტა მას ცოლობაზე თანხმდება და თავის რჩეულთან მიემგზავრება, სადაც არც თუ ისე სასიამოვნო სიურპრიზი ელოდება...
როდესაც 13 წლის მარიას მამა დაეღუპება და ობლად დატოვებს მას, იგი იძულებულია ლონდონში გადავიდეს საცხოვრებლად, სერ ბენჯამენთან, ექსცენტრიულ ბიძასთან, რომელზეც მას ადრე არასოდეს გაუგია, მის საიდუმლო აგარაკში "მთვარის ხეობა".მარია აღოჩნდება უცნობ სამყაროში... მის გვარს ბნელ დე ნუარების გვართან უძველესი მტრობა აქვს...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ ისტორიაზე. ფილმში მოქმედება 1913 წელს ხდება. სოფელ ლამორნაში მცხოვრებ ორ საუკეთესო მეგობარს შეუყვარდებათ ერთი ქალი. სიყვარული მეგობრებს შორის განხეთქილების ვაშლად იქცევა. ფილმში ნაჩვენებია თუ როგორია სიყვარულის ბნელი მხარე და თუ როგორ შეიძლება სიყვარულმა იმოქმედოს მეგობრობაზე...
17 წლის ვერონიკა მილერის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც მშობლები ერთმანეთს შორდებიან და მამა საცხოვრებლად ვილმინგტონში გადადის. გადის სამი წელი, მაგრამ ვერონიკას სიბრაზე ისევ აქვს გულში. მიუხედავად ამისა, საკუთარი ნების წინააღმდეგ ძაფხულში მამასთან მიემგზავრება. ვერონიკას მამა ყოფილი პიანისტია და ახლა მასწავლებლობით ირჩენს თავს. მამა-შვილს საერთო მხოლოდ მუსიკის სიყვარული აქვთ...
სასაცილო ამბები მაშინ იწყება, როცა პროფესორი შერმან კლამფსი გენეტიკის პროფესორ დენიზ გეინსთან სასიყვარულო ურთიერთობას გააბამს და არაჩვეულებრივ, ადამიანის დაბერების შემაჩერებელ ფორმულას აღმოაჩენს.ამასობაში, შერმანის გამხდარი ალტერ ეგო -ბადი ლავი გამოჩნდება და ყველაფერი საბოლოოდ აირევა...
ფილმის მოქმედება ფრანგულ სასტუმროში ხდება. ახალგაზრდა მამაკაცი ცდილობს დაარწმუნოს გოგონა, რომ წინა წელს ისინი უკვე შეხვედრიან ერთმანეთს ფრედერიკსბურგის ბაღში...
ედი და ემი - მეცნიერი და სტუდენტი, სწავლობენ სიმების თეორიას და კოსმიურ ორეულებს, სამყაროს და პარალელურ განზომილებას. ისინი - ნათესაური სულები არიან, გაჩენილები ერთმანეთისთვის. მათი სიყვარულს საზღვრები არ აქვს, მაგრამ უეცრად ედი გაქრება. მას ერთადერთი რაც დარჩა - რეგულარულად გამოგზავნილი შეტყობინებები. რა თამაშში ჩაითრიეს ემი? მეცნიერის ექსპერიმენტი, რომელმაც გადაწყვიტა დაემალოს სამყაროს? თუ უმაღლესი ძალების თამაში, რომლებიც უგზავნიან საყვარელ ადამიანს უცხო სახით? თუ ის ისევ აგრძელებს ჩამქრალი ვარსკვლავის სინათლის ყურებას?...
ფილმის მთავარი გმირი ლიამი გიტარისტია, რომელიც უარს ამბობს მობილური კავშირის გამოყენებაზე, არ რეგისტრირდება სოციალურ ქსელებში და დარწმუნებულია, რომ მისი პოზიცია სწორია. იგი ათწლეულის მანძილზე ხვდებოდა ნატალის, რომელთანაც უთანხმოება აქვს. დაშორებისას ისინი მუსიკალური კოლექციის გაყოფასა გადაწყვეტენ, რომელსაც ამ დროის მანძილზე ერთად აგროვებდნენ. შეძლებს კი ერთ-ერთი კომპოზიცია მათი ურთიერთობის გადარჩენას...
ღმერთი აძლევს ყველას რაღაცას, რომ უკეთესნი გახდნენ. ახალგაზრდა გოგონა ბესის, რომელიც შოტლანდიის ჩრდილო-დასავლეთის განცალკავებული თემიდანაა, შეუყვარდება ბიჭი - იანი. ის მუშაობს საქაჩ დანადგარზე ზღვაში. მიუხედავად იმისა, რომ ნათესავები წინაამღდეგნი არიან, ბესი და იანი დაქორწინდებიან. ბესი ღმერთს სთხოვს, რომ მისი რჩეული სულ მასთან იყოს. იანი დაბრუნდება ბესთან დასახიჩრებული და დაინვალიდებული, უბედური შემთხვევის გამო, რომელიც სამსახურში შეემთხვა...
პროდიუსერი ჯეიმს ბალარდი და მისი ცოლი ქეთრინი ეროტიული თავგადასავლების მაძიებლები არიან. ამასთან ორივეს სხვა გატაცებაც აქვთ - ეს ავტომობილებია. ერთხელ ჯეიმსი საშინელ ...
ახალგაზრდა გოგონა სახელად ელენა მთელი თავისი ცხოვრება საპასუხისმგებლო მისიისთვის ემზადება, რომლის შედეგზეც მთელი კაცობრობის ბედია დამოკიდებული. მას გულწრფელად სჯერა, რომ იგი ზუსტად ამ მიზნისთვის დაიბადა. მაგრამ მთავარმა გმირმა არ იცის, რომ იგი დიდი სამეცნიერო ექსპერიმენტის მხოლოდ პატარა ნაწილია. ყველაფერი კიდევ უფრო რთულდება, როდესაც ელენა, ალექსის გაიცნობს, რომელიც გადაწყვეტს გოგონას დაუმტკიცოს, რომ მისი ცხოვრება წინასწარ განსაზღვრული არ არის…
მარინა და ნილი მონ-სენტ-მიშელიდან ოკლაჰომაში ბრუნდებიან, სადაც პრობლემები იწყება. ნილი რომანს აჩაღებს ჯეინთან, მარინა კი ქმარს ჩარლისთან ღალატობს. ორივე მათგანი დასხმარებლად მიმართავს მოძღვარ ქუანთინს, რომელიც პირადი ცხოვრების არქონის გამო იტანჯება და მთლიანად ჩაფლულია თავისი მრევლის ცხოვრებაში...
ემა ბოვარის ისტორია, რომელსაც კონფლიქტი აქვს თავის შექმნილ ”წიგნის” სამყაროსთან და მკაცრ რეალობასთან. გმირი ვერ ეგუება თავის მოსაწყენ და მძიმე ცხოვრებას. იგი საკმაოდ სარისკო ნაბიჯებს დგამს, რომელთაც ემა ტრაგიკული ფინალისკენ მიჰყავთ. (გუსტავ ფლობერის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია)...
მოლი მარტოხელა მომუშავე დედაა, ის აღმოაჩენს მშვენიერ მამას თავისი ბავშვისთვის, ბავშვს მაიკს ურჩევნია ჯეიმსი ტაქსისტი ძიძა, რომელსაც აქვს ის რასაც შეუძლია მათი გაბედნიერება. მოლი არც კი განიხილავს მას... ბავშვი ეშმაკობებით ცდილობს იმოქმედოს სანამ გვიან არ არის...
ახალგაზრდა კაცი იღვიძებს ოთხ წლიანი კომის შემდეგ და იგებს რომ მისი სკოლის შეყვარებული მსოფლიოს ერთ ერთი ცნობილი მამაკაცთა ჟურნალის ფურცლებზე ხვდება.ის და მისი გიჟი მეგობარი გადაწყვეტენ მთელი ქვეყნის გადაკვეთას, რათა შეიჭრან ჟურნალის წვეულებაზე და დაიბრუნონ გოგონა...
კილერი, რომელიც თავის აგენტთან ერთად სამი წელი მუშაობდა, ერთ დღესაც გადაწყვეტს და ტოვებს პროფესიას. ღამის ჰოგკონგში ის უცნაურ ადამიანებს ხვდება, გოგონას, რომელიც უცნაურად გაუჩინარებულ შეყვარებულს ეძებს, მუნჯ გამყიდველს, რომელიც უცანური მეთოდებით ცდილობს მყიდველთა მიზიდვას...
ჯეფების საოჯახო წყვილმა გადაწყვიტა დეტექტივები გამხდარიყვნენ პირადი ემოციური პრობლემების მოგვარების სფეროში. მათი პირველი კლიენტი – ალბერტ მარკოვსკია, რომელსაც ცნობილ საბითუმო ქსელში მომავალი კარიერის შიშები სტანჯავენ. გამოძიების პროცესში ჯეფები ეცნობიან ალბერტის ახლობლებს და ხვდებიან, რომ მათ ყველას მათი დახმარება ესაჭიროებათ...
სიუჟეტი ექვსი ადამიანის გარშემო ტრიალებს, რომლებმაც გადაწყვიტეს ერთი სეზონით წიგნების კლუბში გაერთიანდნენ, მწერალ ჯეინ ოსტინის რომანების განსახილველად...
აზალგაზრდა მწერალი რონი იანსენი აღწევს საკუთარ მიზანს და მისი ახალი რომანი ჰპოვებს ლიტერატურულ აღიარებას. საქმე იმაშია, რომ ეს რომანი მას არ დაუწერია და ახლა მას ამ ყველაფერზე პასუხისგება მოუწევს...
როზი და ალექსი საუკეთესო მეგობრები იყვნენ ბავშვობიდან, ხოლო ახლა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ერთად აპირებენ სწავლის გაგრძელებას უნივერსიტეტში. ცხოვრება მათ გამოცდას უწყობს და ორივემ უნდა გადაწყვიტოს თუ რა არის მთავარი მათთვის.
საოპერო სცენის ლეგენდის - მარია კალასის ლამაზი და ჭეშმარიტი სიყვარულის ისტორია... პარიზის აპარტამენტებში განმარტოებული ვარსკვლავი კარიერის და პირადი ცხოვრების დასასრულს განიცდის. მარია თავს არწმუნებს, რომ მისი საუკეთესო წლები უკვე გავიდა...
ლეო სასიყვარულო რომანებს წერს, მაგრამ მისი სახელი ყველასთვის უცნობია. ყველა ეს ბესტსელერი მილიონობით იყიდება. ლეო ოცნებობს, რომ სერიოზული ლიტერატურის ავტორი გახდეს...