ორი მუსიკოსი მკვლელობის მოწმე ხდება და ქალაქიდან გაპარვას ჩქარობს, სანამ ისინი განგსტერებს არ უპოვნიათ. ერთადერთი გამოსავალია ქალთა მუსიკალურ ჯგუფს შეუერთდნენ, რომელიც გასტროლებზე აპირებს გასვლას. ამისათვის, მათ ჯერ ისე უნდა ჩაიცვან, რომ გოგონებს დაემსგავსონ, შემდეგ თავიანთი ვინაობა საიდუმლოდ შეინახონ და შეეცადონ პრობლემებს გაუმკლავდნენ. ამასობაში, ისინი გაიცნობენ ჯაზ-ბენდის მომღერალ მიმზიდველ გოგონას და მდიდარ და დაჟინებულ თაყვანისმცემელს...
ერთი წელიც არ გასულა მას შემდეგ, რაც პლანტატორი ლუისის მეუღლე მშობიარობას გადაჰყვა, დედასთან ერთად ბავშვიც დაიღუპა და ლუისმა სიცოცხლის ყოველგვარი სურვილი დაკარგა. ვამპირს სახელად ლესტატი მოსწონს ლუისი და სთავაზობს მას ღამის ქმნილება- ვამპირი გახდეს. ლუისი თანახმაა და ლესტატი აქცევს მას ვამპირად. ლუისმა მისგან ვამპირის ცხოვრების წესი უნდა ისწავლოს...
ჯულია ჩაილდი და ჯული პაუელი - ორივე მათგანი წერდა მოგონებებს საკუთარ ცხოვრებაზე. ისინი დროში და სივრცეში არიან დაცილებული, ორივე გარკვეული ცვლილების წინაშეა... ერთხელაც აღმოაჩენენ, რომ ვნების, უშიშრობის და კარაქის სწორი კომბინაციით ყველაფერი შესაძლებელია...
შექსპირის შეუდარებელი პიესა თანამედროვე თვალთახედვით. ვერონა უზარმაზარი მეგაპოლისი გახდა, მანტეფი და კაპულეტი მაფიოზურ დაჯგუფებებად გადაიქცნენ და ცეცხლსასროლი იარაღით უპირისპირდებიან ერთმანეთს ქალაქის ქუჩებში.მაგრამ რომეო და ჯულიეტა მოზარდებად დარჩნენ, შექსპირის სიტვები კი ქუჩის მებრძლებისგან გაისმის და ნარკომანებისგან. დრო იცვლება, ადამიანები იცვლებიან, ნამდვილი სიყვარული კი – მარადიულია...
34 წლის, მარტოხელა ქალი, ნენსი - გადაღლილი თავის მეგობრების მიერ მოწყობილი დაუსრულებელი პაემნებისგან, მშობლების ბედნიერი ქორწინების 40 წლის თავის აღსანიშნად მიდის და გზად 40 წლის კაცს, ჯეკს გადაეყრება. ამ უკანასკნელს კი ნენსი მისი 24 წლის ბრმა პაემანზე დაპატიჟებული გოგო ჰგონია. სწორედ აქედან იწყება თავგადასავალი, რომლის დავიწყებას ვერცერთი შეძლებს...
ოფიციალური მივლინების დროს შეერთებული შტატების პრეზიდენტ მიტჩელს გულის შეტევა დაემართა. და ისეთ ცუდ დროს! ეს მოხდა მაშინ, როდესაც მიტჩელი თავის საყვარელთან ერთობოდა. პრეზიდენტის მრჩევლებმა ალან რიდმა და ბობ ალექსანდერმა მიმართეს დეივ კოვიკს. მას უნდა შეეცვალა პრეზიდენტი ავადმყოფობის დროს. საქმე იმაშია, რომ მოქმედი პრეზიდენტი და დეივი ორი წვეთი წყალივით გვანან ერთმანეთს...
ფილმი დაფუძნებულია რეალურ მოვლენებზე. 1953 წელს ექიმი–სექსოპატოლოგი ალფრედ კინსი მილიონი ამერიკელების სექსუალური ცხოვრების და სექსუალური ფანტაზიების გამოკვლევას იწყებს. უამრავი დაკითხულის გულახდილობა მთელი ნაციის გაკვირვებას გამოიწვევს: უმეტეს ნაწილს ქორწინებამდე სექსი ჰქონდა, უამრავ პარტნიორთან, სხვადასხვა საგნებთან. მასმედიამ, მათთან ერთად კი კათოლიკურმა ეკლესიამ კინსის გამოკვლევები უარყვეს და ერთხმად გამოაცხადეს, რომ ყველა ამერიკელი ქალს სექსი მხოლოდ ქმრებთან აქვს. სკანდალი თავის მწვერვალს აღწევს, როდესაც კინსი თავისი გამოკვლევების შედეგებს სამკურნალო პრაქტიკაში დაიწყებს გამოყენებას...
ედი მერფი მორიდებული, კეთილი, ჭკვიანი პროფესორის -შერმან კლამფის როლს ასრულებს. როდესაც ულამაზესი კარლა ფიურთი საუნივერსიტეტო გუნდს შეუერთდება, შერმანი მისი გულის დასაპყრობად წონაში დაკლებას გადაწყვეტს. ჯადოსნური ელექსირის მეშვეობით, ის ბადი ლავად გადაიქცევა და ნამდვილი დონ-ჟუანი გახდება...
როცა დევიდ ებოტი სან-ფრანცისკოში, თავის ახალ საცხოვრებელში გადადის, მას არასასურველი სტუმარი ეწვევა: მომხიბვლელი ელიზაბეტ მარტინსონი, რომელიც ამტკიცებს, რომ ბინა მას ეკუთვნის და სწრაფადვე ქრება. რადგან ელიზაბეტი თავის სურვილისამებრ ჩნდება და ქრება დეივიდს ჰგონია, რომ იგი მოჩვენებაა, თუმცა ელიზაბეტი დარწმუნებულია, რომ ცოცხალია...
კაცი, რომელიც თავის მომავალ ბედისწერას შეიტყობს და ნიუ–იორკის ქუჩებში რეგულირების ბიუროს წინააღმდეგ იბრძვის. ის საკუთარ დიდებას რისკის ქვეშ აყენებს იმისათვის, რომ საყვარელ ქალთან ყოფნა შეძლოს...
მეცხრამეტე საუკუნის დასასრული, აშშ–ს დასავლეთი. 17 წლის ბიჭის ისტორია, რომელიც შოტლანდიიდან კოლორადოში მიემგზავრება რათა შეხვდეს ქალს რომელიც უყვარს. გზად მას ბევრი ხიფათი ელის, მის დაცვას ფულის სანაცვლოდ უცნაური მოგზაური სილასი დათანხმდება...
წარმატებული და დაოჯახებული შავკანიანი მამაკაცს რომენი აქვს თეთრკანიან გოგონასთან სამსახურში. იგი ძალიან წუხს იმაზე, რომ რასობრივი სხვაობა მათ ურთიერთობას ტაბუს ადებს...
ფილმი "აფრიკიდან" მოგვითხრობს ისტორიას დანიელი ავტორის, კარენ ბლიქსენის შესახებ, რომელიც მეოცე საუკუნის დასაწყისში აფრიკაში გადავიდა და ახალ ცხოვრებას შეუდგა.
მეხანძრეები ჩაკ ფორდი და ლარი ვალენტაინი ლოიალური მამაკაცები არიან, ამიტომაც, როცა დაქვრივებული ლარი მის მეგობარს სთხოვს თავი მოაჩვენოს თითქოს მისი გეი პარტნიორია იმისათვის, რომ ლარიმ ბავშვების მეურვეობისთვის დამატებითი შეღავათები მიიღოს, ჩაკი დათანხმდება. ყველაფერი გართულდება, როდესაც ჩაკი და ლარი იძულებულნი გახდებიან შესამოწმებლად მოსულ ბიუროკრატს მათი ოჯახური იდილია აჩვენონ...
15 წლის მია სან-ფრანცისკოში ჩვეულებრივი ამერიკული ცხოვრებით ცხოვრობს. მამის გარდაცვალების შემდეგ გოგონა შეიტყობს, რომ მისი მამა ერთ-ერთი ევროპული ქვეყნის პრინცი იყო, ის კი სამოფო ტახტის ერთადერთი მემკვიდრეა. ახლა მია ნამდვილი პრინცესა უნდა გახდეს, ისწავლოს ეტიკეტი და სამეფო მანერები..
ფილმის გმირი ნიძლავს დებს, რომ 10 დღეში ნებისმიერ ქალს თავს შეაყვარებს, მაგრამ მან არ იცის, რომ ქალი, რომელიც ნიძლავის შესასრულებლად ამოირჩია, ჟურნალისტია და სწორედ ახლა მუშაობს სტატიაზე "როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში"...
სახალისო რომანტიკულ კომედიაში, მილიონერი საქმოსანი, ედვარდ ლუისი ჰოლივუდელ მეძავს, ვივიან უარდს ბიზნეს-კონტრაქტს დაუდებს და ამ საქმიან გარიგებაში თავსაც დაკარგავს. მას შემდეგ, რაც ედვარდი ვივიანს ერთი კვირით დაიქირავებს და კონკიას როლს შესთავაზებს, ვივიანი მაგნატს თავის მხრივ პრაგმატულ მსოფლმხედველობას უმსუბუქებს. შეძლებენ თუ არა, ღარიბი მეძავი და მდიდარი საქმოსანი დიდხანს და ბედნიერად ცხოვრებას?
სამეცნიერო-ფანტასტიკური დრამა სტუდენტი გოგონას და კომპოზიტორის ბედის ტრაგიკული გადაკვეთის შესახებ მეცნიერების მიერ მზის სისტემაში დედამიწის იდენტური პლანეტის აღმოჩენის ღამეს...
ნარკოტიკების ძარცვის გეგმა ჩაიშლება, რადგან ტრანსპორტირების დროს ერთერთი გადამზიდავი მძარცველს დაჭრის და გაიქცევა. პოლიციელი ვინსენტი ოპერაციის მსვლელობისას ბანდიტებს ნარკოტიკით სავსე ტომარას მოპარავს. განგსტერები გადაწყვიტავენ კოკაინის დასაბრუნებლად ვინსენტის შვილი გაიტაცონ. ახლა მას ერთი ღამე აქვს იმისათვის,რომ კოკაინი დააბრუნოს და შვილი გადაარჩინოს...
რუბენ ფერერი არის კაცი რომელმაც მთელი მისი ცხოვრება უსაფრთხოებას დაუთმო. დაუმორჩილებელი და თავისუფალი სულის პატრონი პოლი პრინცი კი, მხოლოდ მღელვარე მომენტებისთვის არსებობს ამ ქვეყნად. როდესაც ეს ორი ადამიანი ერთმანეთს შეხვდება რუბენის ცხოვრება თავდაყირა დგება, რადგან იგი ცდილობს მისი მდორედ მიმავალი ყოფა რადიკალურად განსხვავებული გახადოს.
ბუზღუნა პილოტი - ქუინი, რომელიც წყნარი ოკეანის სამხრეთით მშვენივრად ცხოვრობს, მოდის ჟურნალის გამომცემელ რობინს დათანხმდება, რომ ტაიტიზე გადააფრინოს. თვითმფრინავი კატასტროფას განიცდის და ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდებიან...
პლასტიკური ქირურგი მასზე ახალგაზრდა სკოლის მასწავლებელთან ურთიერთობას გააბამს, სულელური ტყუილის გამოაშკარავების თავიდან ასაცილებლად კი მის ასისტენტს სთხოვს თავი ისე მოაჩვენოს თითქოს მისი ყოფილი მეუღლეა. ყველაფერი იქამდე მიდის, რომ ამ ამბავში ასისტენტის ბავშვებიც ერთვებიან და საბოლოოდ ყველა ერთად ჰავაიზე ამოყოფს თავს...
აურორამ სიკვდილის წინ ორ მეზობელს სთხოვა მოეძებნათ ერთი მამაკაცი. მეზობლები პოულობენ მამაკაცს, რომელიც უყვება მათ გულისამაჩუყებელ სიყვარულის ისტორიას და დანაშაულს, რომლის შემდეგაც მათ ერთმანეთი არ უნახავთ...
ერთ დღეს, წარმატებული სარეკლამო აგენტი როჯერ ტორნჰილი შეცდომით დაზვერვის აგენტი კეპლანი ეგონებათ, რომელსაც არავინ იცნობს სახეზე და ყველას მისი მოკვლა უნდა. თავზარდაცემული როჯერი გაქცევას ცდილობს...
კარლოსი - ყველაზე პრესტიჟული და პატივსაცემი მკერავია ქალაქ გრანადაში, რომელიც მდებარეობს ესპანეთში. ამასთან ერთად ის არის მკვლელი, რის უკანაც იმალება მისი მანკიერი ვნება. ამასთან ერთად კარლოსი არის კანიბალი… იგი არ განიცდის არანიარ სინანულს როცა მსხვერპლს კლავს, მაგრამ ყველაფერი შეიცვლება როცა ის შეხვდება ნინას, რომლის მიმართაც გაუჩნდება გრძნობა. რომელი გაიმარჯვებს სიყვარული თუ მკვლელობის წყურვილი?
ზამუნდას ტახტის მემკვიდრე პრინცი ტროპიკულ სამოთხეში ცხოვრობს და მომავალი დედოფლის საძიებლად ამერიკაში, ნიუ-იორკში მიემგზავრება. ერთგული მეგობრისა და მსახურის დახმარებით, ის ჩვეულებრივი ამერიკელების ყოფაში ერთვება და პაემნებზე სიარულს იწყებს...
ჯონმა და მისმა მეგობარმა ჯერემიმ შესანიშნავად იციან როგორ გამოიყენონ ქალბატონების ოცნებები და იმედები თავიანთ საკეთილდღეოდ. მათი ძირითადი საქმიანობა ქორწილების ჩაშლაა, მაგრამ როდესაც ჯონი კლერს შეხვდება, ის გაიგებს თუ რა არის ნამდვილი სიყვარული და გულის ტკენა...
ფრიდა კალო იყო 20 წლის, როდესაც ცოლად გაჰყვა მექსიკის ყველაზე ცნობილ მხატვარს დიეგო რივერას, არც ისე ახალგაზრდას, მდიდარს და გარყვნილს. გავა მხოლოდ რამოდენიმე წელიწადი, და ფრიდა პარიზს დაიპყრობს, როკფელერთან სკანდალზე კი ყველა ამერიკული გაზეთი დაწერს!
კრის ნელსონი კვდება და მისი სამოთხე უფრო გამაოგნებელია ვიდრე მას წარმოედგინა. ახლა მას მხოლოდ ერთი რამ აკლია: ცოლი. კრისის სიკვდილის შემდეგ მისმა ცოლმა თავი მოიკლა და ამისათვის ჯოჯოხეთში აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი შანსი ძალიან მცირეა იგი უარს ამბობს სამუდამო სიმშვიდეზე და ცოლის დასაბრუნებლად ქვესკნელში ჩადის...
აიკ გრეჰემი, კორესპონდენტი ნიუ იორკიდან, სტატიას მუდამ ბოლო წამს წერს. ამჯერად, მის საყვარელ ბარში, ერთი მთვრალი კაცი მეგი კარპენტერის შესახებ უამბობს, ქალი, რომელიც საქმროებს ყველაზე ბოლო მომენტში ქორწილიდან გაურბის. აიკი, რომელსაც მდედრობით სქესზე საუკეთესო წარმოდგენა ისედაც არ აქვს, შეურაცხმყოფელ სტატიას წერს და სულაც არ არის გარკვეული, რაშია საქმე სინამდვილეში...
მეოჯახე სარა თავის უინტერესო მეზობლებს უყურებს როგორც სოციოლოგიურ ტიპებს და არა როგორც თანასწორებს. ბავშვების სათამაშო მოედანზე ის შემთხვევით ასეთივე ყველასგან გამორჩეულ ადამიანს ხვდება. თანდათან მათი ურთიერთობა ისეთივე დაუფიქრებელი ხდება, როგორიც მათ გარშემო მყოფი ბავშვების არის.
ადგილობრივი მცხოვრები, მშვენიერი გოგონა, საკუთარი ნებით ხდება ინგლისელი ჩინოვნიკის საყვარელი. ასეთ გოგონებს "ინტიმურ დღიურებს" უძახიან: ისინი ეხმარებიან კოლონისტებს ადგილობრივი ენის და ინტიმური ჩვევების შესწავლაში...
კრისი წარმატებული მუსიკალური პროდიუსერია ლოს-ანჯელესში, მაგრამ მის ცხოვრებაში ყოველთვის ასე კარგად არ ყოფილა ყველაფერი. სკოლაში ის ძალიან მსუქანი და ამის გამო მორიდებულიც იყო. ერთადერთი ნათელი მოგონება სკოლის დროინდელი პერიოდისა - ჯეიმია, რომელიც მას უყვარდა. ერთხელაც, კრისი შემთხვევით ხვდება ჯეიმის და გრძნობს, რომ ის ძველებურად უყვარს.
ფილმი "სახიფათო კავშირები" შოდერლო დე ლა კლოს თხზულების მიხედვითაა გადაღებული და მოქმედება მე-18–ე საუკუნეში ვითარდება. მარკიზა დე მერტელი ვიკონტ დე ვალმონს სთხოვს მისი ყოფილი საყვარლის საცოლე შეაცდინოს, სამაგიეროდ კი მასთან ღამის გატარებას ჰპირდება. თავდაპირველად ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის და სასიყვარული სამკუთხედიც იკვრება.
18 წლის რომ გახდა მისი სახელი ყველას პირზე ეკერა. 26 წლის ასაკში, კი მისი სახელი გარდაცვალების მოწმობაში ჩაიწერა. 70-იან წლებში ამ ქალს მსოფლიო პოდიუმის დედოფალს ეძახდნენ. მანამდე კი, ჯია კარანჯი ჩვეულებრივი გოგონა იყო, რომელიც პატარა კაფეში ჭურჭლის მრეცხავად მუშაობდა. მის დაბადებასა და სიკვდილს შორის იყო მხოლოდ მოკლე სიცოცხლის ამოსუნთქვა, რამაც ყველაფერი ერთად მოუვლინა: აღმაფრენა, დაცემა, გატეხილი სიყვარული, სახელი, ფული, ნარკოტიკები...
მას შემდეგ, რაც ახალგაზრდა ქალი უკვე 27-ჯერ იყო მეჯვარე, ის ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდება, რადგან საკუთარი დის გვერდით მოუწევს დგომა, რომელიც ცოლად იმ მამაკაცს მიყვება, რომელიც მას მალულად უყვარს...
ენის აწეწილი ცხოვრება აქვს, მაგრამ როდესაც გაარკვევს, რომ მისი ბავშვობის მეგობარი დანიშნულია, ის ვალდებულია მისი მეჯვარე იყოს. მისი გულგატეხილობის და სევდის მიუხედავად ის ყველაფერს აკეთებს, რომ მეგობრის ქორწილმა იდეალურად ჩაიაროს...
ზაფხულის არდადეგებზე ესპანეთში ყოფნისას, ორ მეგობარ გოგონას ერთიდაიგივე მხატვარი შეუყვარდება და არც კი ეჭვობენ, რომ სადაცაა მხატვრის ყოფილი მეუღლე გამოჩნდება, რომელთანაც მას მგზნებარე ურთიერთობა აკავშირებს...
ოლივერ ასაიასი, გას ვან სენტი, უეს ქრეივენი და ალფონსო კუარონი იმ ოც გამორჩეულ რეჟისორთა რიცხვში არიან, რომლებმაც 18 სხვადასხვა ისტორიით პარიზის ცხოვრება ერთმანეთისგან განსხვავებული კუთხით დაგვანახეს...
რომანტიკოსი მწერალი, რომელიც დარწმუნებულია, რომ 1920-იან წლებში უნდა ეცხოვრა, შეყვარებულთან ერთად პარიზში ჩამოდის და წარსულში ხვდება. ის იქ ჰემინგუეის, პიკასოს, ცოლ-ქმარ ფიცჯერალდებს და გერტრუდა სტაინს ხედავს და ხვდება, რომ სწორედ ამ დროებას მიეკუთვნება და იქ სამუდამოდ დარჩენა უნდა...
1983 წელი. ელიო ჩვიდმეტი წლისაა და ზაფხულს ის ვილაზე მშობლებთან ატარებს, ამერიკელ პროფესორსა და იტალიელ თარჯიმანთან. ელიო ზაფხულის დღეებს პლიაჟზე სიარულში, მეგობარ გოგონასთან გართობაში, კითხვასა და კლასიკური მუსიკის მოსმენაში ატარებს. მის დასვენებას ოლივერის, ახალგაზრდა ამერიკელი მეცნიერის, მამამისის მეგობრის ჩამოსვლა დაარღვევს...
ომიდან სახლში მიმავალი პოლი მატარებელში ერთ გოგონას გაიცნობს, რომელიც კოლეჯის ცოლიანი პროფესორისგან ბავშვს ელოდება. პოლი გადაწყვეტს მას დაეხმაროს და დესპოტი მამის წინაშე თავი ბავშვის მამად გაასაღოს...
ემა დაკავებული ექიმია, რომელიც საუკეთესო მეგობარ ადამს შეუთანხმდება ჰქონდეთ ურთიერთობა, სადაც მხოლოდ სექსით შემოიფარგლებიან და მათ გრძნობებს ეს არ შეეხება. შეიძლება თუ არა, რომ სექსუალური პარტნიორები საუკეთესო მეგობრებად რჩებოდნენ?
"ედვარდ მაკრატელხელება" ტიმ ბარტონის და ჯონი დეპის კლასიკური ნამუშევარია, სადაც პატარა ქალაქში, უცნაური, შეუმდგარი მეცნიერი ექსპერტი ჩადის. ამერიკის შუაგულის მაცხოვრებლების და მათი უცხო ადამიანების მიმართ შიშის შესახებ გადაღებული სატირა. ჯადოსნური ზღაპარი მარტოობაზე, სწავლაზე და სიყვარულზე.