სარა დესენის ამავე სახელწოდების თინეიჯერულ რომანზე დაფუძნებული რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა გოგონას ოდენის შესახებ, რომელიც კოლეჯში წასვლამდე ზაფხულში იდუმალ ბიჭს ილაის ხვდება, რომლესაც უძილობა აწუხებს, და ის გოგონას ღამის მეგზური ხდება. სანამ ზღვისპირა ქალაქ კოლბის სძინავს, ისინი ერთად ღამის მოგზაურობაში მიდიან, რათა დაეხმაროს ოდენს განიცადოს მხიარული და უდარდელი თინეიჯერული ცხოვრება, რომელიც არასოდეს იცოდა, რომ სურდა. ახლა, ზაფხულის ღამეების გაუთავებელი მარაგით, მათ შორის თითქმის ყველაფერი შეიძლება მოხდეს…
მუსიკის სფეროში მოღვაწე ჟურნალისტი თავის საოცნებო სამსახურს იშოვნის და სან-ფრანცისკოში გადადის საცხოვრებლად, როდესაც მისი ბოიფრენდი, რომელთანაც 9 წლის ურთიერთობა აკავშირებს, გამოუცხადებს, რომ მის მიტოვებას აპირებს. ამ ტკივილის გადასატანად ორ მეგობართან ერთად გიჟურ თავგადასავალს მოიწყობს ნიუ იორკში...
რომანტიკული კომედია, ახალგაზრდა შეყვარებული წყვილის, კლერის და ეიდენის შესახებ, რომლებიც დებენ შეთანხმებას, რომ ისინი კოლეჯში წასვლის წინ ერთმანეთს დაშორდებიან სინანულისა და გატეხილი გულების გარეშე. ერთ-ერთ ბოლო ეპიკურ პაემანზე, კლერი და ეიდენი როგორც წყვილი თავიანთ უკანასკნელ ღამეს ატარებენ ერთად, რასაც ახალგაზრდა გმირები ნაცნობ და მოულოდნელ ადგილებში მიჰყავს. იმ დროს როდესაც წყვილი მათი ურთიერთობის ეტაპებს გადის, პირველი გამარჯობიდან და კოცნიდან პირველ ჩხუბამდე, ისინი პასუხების ძიებაში გარდამტეხ მომენტს უახლოვდებიან – ერთად უნდა დარჩნენ თუ სამუდამოდ დაშორდნენ?
ფილმი მოგვითხრობს ორი ახალგაზრდას შემთხვევით შეხვედრაზე: წამიერი შეხება, გადაულახავი ვნება, მხურვალე ღამე ერთმანეთის მკლავებში და დილანდელი მონანიება...
2019 წლის თინეიჯერული რომანტიკული კომედიის “მაღალი გოგო“ გაგრძელება საშუალო სკოლაში ყველაზე მაღალი გოგონას ჯოდის შესახებ, რომელიც მის სახლში დაბრუნებასთან დაკავშირებით გამართულ ბალზე შთამაგონებელი გამოსვლის შემდეგ, ახალგაზრდა გმირი აღარ არის მხოლოდ “მაღალი გოგო” – ის ახლა პოპულარული და თავდაჯერებულია, რომელსაც ჰყავს მეგობარი ბიჭი და ახლახანს მიიღო მთავარი როლი წლევანდელ სასკოლო მიუზიკლში. მაგრამ რაც უფრო ძლიერდება მისი ახლად შეძენილი პოპულარობის ზეწოლა, ძლიერდება მისი დაურწმუნებლობა, და ახალი ურთიერთობები ყალიბდება, ხოლო ძველი გამოცდის წინაშე დგება. როდესაც გოგონას მიერ აშენებული სამყარო მის ირგვლივ ნგრევას იწყებს, ჯოდი ხვდება, რომ მოთმინება მხოლოდ დასაწყისია...
სარეკლამო მენეჯერსა და მოდის ბლოგერს სიყვარულის არ სჯერათ. ასე რომ ნიძლავს დადებენ, რომ ერთი მეორეს სიგიჟემდე შეაყვარებს თავს - ეს უჩვეულო ტაქტიკის დახმარებით მოხდება...
სალვადორ კამპოდონიკო წარმატებული ესპანელი ბიზნესმენია, რომლის ოჯახი ფლობს უდიდეს სასტუმრო კორპორაციას მთელს ესპანეთში. მათი პირველი საერთაშორისო პროექტის განსახორციელებლად, ისინი აირჩევენ განსაკუთრებულ ადგილს და სწორედ აქ ხვდება სალვადორი თავგადასავლების მოყვარულ არიანას...
ბლანკა ლიპინკსას ამავე სახელწოდების რომანზე დაფუძნებული 2020 წლის ეროტიკული დრამის სიქველი, ახალგაზრდა წყვილის მასიმო ტორიჩელისა და ლაურა ბიელის შესახებ. წყვილის ახალ დასაწყისს და ცხოვრებას მასიმოს ოჯახური კავშირები და იდუმალი მამაკაცი ართულებს, რომელიც ლაურას ცხოვრებაში იჭრება, რათა მოიგოს მისი გული და ნდობა ნებისმიერ ფასად…
არასწორად გაგზავნილი წერილი და ემა როთნერის ელექტრონული ფოსტა შეცდომით ლინგვისტ ლეო ლეიქთან ხვდება. ლეო პასუხობს. მალე ეს ყველაფერი სახალისო და უფროდაუფრო პირადული ხდება. იმის გამო, რომ ისინი პირადად არ იცნობენ ერთმანეთს, არ არსებობს შიშის ბარიერი და ნდობა ერთმანეთის მიმართ მაღალია. მათ ციფრული მეგობრობა აკავშირებთ და არც სურთ რაიმეს შეცვლა, მაგრამ იქნებ მაინც ღირდეს შეხვედრა? ელექტრონული სამყაროს მიღმა, ემა გათხოვილია, ლეო კი კვლავ ხვდება თავის ყოფილ მეგობარ გოგონას - მარლენს...
ჯენდი ნელსონის ამავე სახელწოდების თინეიჯერული ბესტსელერის ეკარინაზია ჩრდილოეთ კალიფორნიაში მცხოვრები 17 წლის მორცხვი ვუნდერკინდი-მუსიკოსი გოგონას ლენი უოკერის შესახებ, რომელიც მისი უფრო კომუნიკაბელური უფროსი დის, ბეილის მოულოდნელი გარდაცვალების შემდეგ, უზარმაზარ მწუხარებას ებრძვის, რაც გოგონას მისი დის მგლოვიარე ბოიფრენდთან, ტობისთან აახლოვებს, და ასევე სკოლის ახალ მეგობართან, ჯოსთან ურთიერთობაში პოულობს ნუგეშს. მაგრამ მალე ბიჭებთან ურთიერთობა რომანტიკულში გადაიზრდება და ახლა ლენი ხვდება, რომ ძალიან რთული არჩევანის გაკეთება მოუწევს. შედეგად, მისი ნათელი წარმოსახვისა და კონფლიქტური გულის წყალობით, ახალგაზრდა გმირი პირველ სიყვარულს და პირველ დანაკარგს განიცდის.
ახალგაზრდა ინგლისელმა მწერალმა ჰენრიმ თავისი პირველი სასიყვარულო რომანი გამოაქვეყნა, რომელიც, სამწუხაროდ, წარუმატებელი აღმოჩნდება. მაგრამ მოულოდნელად მისი წიგნი ბესტსელერი ხდება მექსიკაში და ჰენრის სარეკლამო ტურში გააგზავნიან, სადაც მას უკვე გულშემატკივრების არმია ელოდება. ამ წარმატებით გაკვირვებული ჰენრი ადგილზე მისი რომანის მთარგმნელს, მარიას ხვდება და გაიგებს, რომ თარგმანის დროს მან გადაწყვიტა მისი მოსაწყენი და პრიმიტიული სიუჟეტი სიყვარულის შესახებ ეროტიკულ წიგნად გადაექცია. სწორედ ამიტომ გახდა რომანი ასეთი პოპულარული ადგილობრივ საზოგადოებაში. ჰენრი გადაწყვეტს არ გააუქმოს ტური და გაემგზავრება მექსიკაში მარიასთან ერთად, მიუხედავად მათი უთანხმოებისა და სიამაყისა.
რომანტიკული დრამა, ნაშვილები თინეიჯერი გოგონას ტესას შესახებ, რომელსაც არ სჯერა, რომ იმსახურებს საკუთარ სასიყვარულო ისტორიას. მაგრამ ყველაფერი იცვლება მას შემდეგ, რაც ის შემთხვევით გაიცნობს სკოლის მოსწავლე სკაილერს, რომელიც ნამდვილი რომანტიკოსი აღმოჩნდება. როდესაც გოგონას გული იწყებს გახსნას, მოულოდნელად ტრაგედია ხდება - სკაილარი ავტოკატასტროფაში იღუპება, ხოლო ტესა გადარჩება. როცა ახალგაზრდა გმირი ავარიის შემდეგ პასუხებს ეძებს, მოულდნელად აღმოაჩენს, რომ სკაილარი იმქვეყნიური სამყაროდან ცდილობს მასთან დაკავშირებას და გაერთიანებას. შედეგად, მისი საუკეთესო მეგობრის დახმარებით და კვლავ შეძენილი რწმენით, რომ სიყვარული არასოდეს კვდება, ტესა ბოლოჯერ უკავშირდება სკაილარის, რათა მათ სიყვარულის ისტორიას მისცეს ეპიკური დასასრული, რომელსაც ის იმსახურებს.
კამილამ გადაწყვიტა დაივიწყოს თავისი ბურჟუაზიული წარმოშობა და მოსამსახურედ დაიწყოს მუშაობა. ანალოგიური მიზეზით მისი მეზობელი ფილიბერი ისტორიის გაკვეთილებზე ამბობს უარს და საფოსტო ღია ბარათების გაყიდვას იწყებს. ფილიბერმა თავის დიდ ბინაში მზარეული ფრენკი და მისი ბებია პოლეტა შეიკედლა. მაგრამ როდესაც ამ კომპანიას კამილაც ემატება, სახლის ბინადრები ხვდებიან, რომ უმჯობესია თავი ერთად დაიჭირონ.
არიანა გოდოის ამავე სახელწოდების რომანის ადაპტაცია, მოზარდი გოგონას რეკუელის შესახებ, რომელსაც დიდი ხანია მისი იდუმალი მეზობელი ბიჭი არესი სიგიჟემდე უყვარს. გოგონა ფარულად უთვალთვალებს მას, მაგრამ ისინი არასოდეს ლაპარაკობენ. ახალგაზრდა გმირს გადაწყვეტილი აქვს, რომ მას მისი შეყვარება აიძულოს. შედეგად, რეკუელი ვა-ბანკზე მიდის, თუმცა არესი, ის ტიპია, რომელსაც ასე ადვილად არ უყვარდება, ამიტომ მათ პოტენციურ ლტოლვას შეიძლება პატარა ბიძგი სჭირდება. ერთ დღეს ყველაფერი Wi-Fi-ის შეცვლილი პაროლით დაიწყება…
მარტოხელა მიმტანი მოლი შეხვდება სიმპათიურ ბიჭს სახელად გასი, რომელიც მუშაობს სამკაულების მაღაზიაში. მოლი მიიჩნევს, რომ საბოლოოდ შემხვდა მის ერთადერთს, მაგრამ რაც უფრო მეტად გაიცნობს მას, მით უფრო დიდი საიდუმლო ხდება მისთვის გასი...
ლამაზმანი სახელად კარლი წარმატებული ადვოკატია, რომელსაც ძალიან მოსწონს მამაკაცები. მან ერთდროულად რამდენიმე მამაკაცთან გააბა ურთიერთობა და ამაზე გაჩერებას არც აპირებს, მაგრამ ერთ მშვენიერ დღეს ის მომხიბვლელ მარკს გაიცნობს და როგორც ჩანს ქალი მას საბედოდ თვლის. მარკი ქალს სამსახურის შემდეგ, ხელში ყვავილებით ხვდება და ყველაზე რომანტიკულ პაემნებს უნიშნავს. ასე რომ, ჩვენი გმირი ქალბატონი ვერც კი ხვდება, რომ კაცი შეუყვარდა და ახლა მასთან ხანგრძლივი ურთიერთობის გაბმა სურ, თუმცა ყველაფერი ასე მარტივად არაა...
უიტნი ფლობს ინტერიერის დიზაინის ფირმას, რომელსაც ის თავის მეგობართან, ენდისთან ერთად მართავს. ის ქმნის სანტას განსხვავებულ კოსტიუმს ქალაქის საშობაო მასკარადისთვის და კარგ საქმიან შეთავაზებასაც იღებს - მისმა კომპანიამ მთელი სახლი სადღესასწაულოდ უნდა მორთოს. უიტნი და ენდი თანხმდებიან და მხოლოდ ამის შემდეგ აღმოაჩენენ რომ სახლი უიტნის ყოფილ შეყვარებულს, კონორს ეკუთვნის. კონორს არ სურდა ოჯახის ყოლა, მაგრამ როდესაც მისი ნათლული დეიზი დაობლდა, გადაწყვიტა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო და გამხდარიყო მარტოხელა მამა. დეიზის ყველაფერზე მეტად ოჯახის იდეალური სურათის მიღება და მათ ცხოვრებაში ქალის გამოჩენა სურს, რომელსაც დედად მიიღებს. ვინ შეიძლება იყოს უიტნიზე უკეთესი? ამბიციური სურვილია, ტუმცა შობა ხომ სასწაულებს ახდენს...
მომხიბვლელი ანჟელიკა თავდავიწყებითაა შეყვარებული თავის ცოლიან მეგობარზე ლოიკზე. მეგობრები გაფრთხილების მიუხედავათ, ის მზადაა ყველაფერი გააკეთოს, მის დასაპყრობათ, მაგრამ რაღაცა უცნაური იმალება მის საქციელში.
რომანტიკული დრამა, ახალგაზრდა მევიოლინე გოგონას ფინლი სინკლერის შესახებ, რომელიც ნიუ-იორკის პრესტიჟულ მუსიკალურ კონსერვატორიაში წარუმატებელი მოსმენის შემდეგ, საზღვარგარეთ სასწავლებლად ირლანდიაში მიემგზავრება, სადაც ის ურთიერთობის მოყვარულ და გულთამპყრობელ, კინოვარსკვლავს ბეკეტ რაშის შეხვდება, რომელიც მისი შუასაუკუნეების სათავგადასავლო ფრენჩაიზის კიდევ ერთი ნაწილის გადასაღებად ჩამოვიდა. როდესაც ახალგაზრდა გმირებს შორის რომანი იწყება, ბეკეტ ფინლში გულს, მუსიკას და ცხოვრებისეულ შეხედულებებს ცვლის. თავის მხრივ, ფინლი ბეკეტს თავისი თინეიჯერული კერპის ჩარჩოდან გასვლას შთააგონებს. მაგრამ ბეკეტის დიდების გარშემო მყოფი ძალები, მათ ოცნებას განადგურებით დაემუქრება.
ახალი ინგლისის საშობაო დეკორაციების კონკურსის ორგანიზატორები ეძებენ ქალაქს, სადაც ყველაზე უფრო იგრძნობა საშობაო სულისკვეთება. აღმოსავლეთ და დასავლეთ რივერტონის მერები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ სადღესასწაულო ორომტრიალის თავში მოექცნენ.
ისტორია არაპროგნოზირებადი და ამბიციური კარგი გოგონას ლუსი ჰატონის და მისი დაუძინებელი მტრის ჯოშუა ტემპლემანის შესახებ, რომლებიც ერთად მუშაობენ ნიუ-იორკის დიდ გამომცემლობაში და პირველივე დანახვიდან სძულთ ერთმანეთი. ლუსი ცდილობს წარმატებას მიაღწიოს საკუთარ პროფესიაში, მაგრამ საბოლოოდ ცივსისხლიან მტერზე - ჯოშუაზე დომინირების დაუნდობელ თამაშში ერთვება, მეტოქეობაში, რომელიც კიდევ უფრო რთულდება მის მიმართ მოულოდნელად გაჩენილი გრძნობებით. ერთ დღეს ლიფტში ვნებიანი კოცნა ყველაფერს თავდაყირა აყენებს, თუმცა მაღალი პოზიციისთვის ბრძოლა ყველაფერს თავის ადგილზე აბრუნებს. ნუთუ ყოველთვის ასე იქნება? არის სიყვარულის ადგილი ამ თამაშში?...
კლერ როუდსი სულ მალე თავის საოცნებო სამსახურს დაიწყებს ერთ უმნიშვნელოვანეს საკონცერტო დარბაზში, ლას ვეგასში. მან უკანასკნელი ტესტი უნდა ჩააბაროს, როდესაც ყოველწლიური საშობაო წარმოდგენა, რომელიც მისი ოჯახის საკუთრებაში მყოფ სასტუმროში იმართება, ტაჰოს ტბასთან, ჩაშლის პირასაა. კლერი, თავის ყოფილ შეყვარებულთან, როკ ვარსკვლავ რაიანთან, ერთად ცდილობს სიტუაციის გამოსწორებას.
ეთანი დაქორწინებული მამაა, რომელსაც ორი მოზარდი ქალიშვილი ჰყავს. ერთ დილას ის იღვიძებს და შოკირებულია, როდესაც აღმოაჩენს, რომ არ არის დაქორწინებული, არ ჰყავს შვილები და მისი კომპანიის აღმასრულებელი დირექტორია. ერთადერთი ადამიანი ვისაც შეუძლია დაეხმაროს ძველი ცხოვრების დაბრუნებაში მისი ცოლია.
ფილმი ცნობილი ამერიკელი მწერალის სოფი ბრაუნის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც შოტლანდიაში მოგზაურობისას ძველი სასახლის ყიდვას გადაწყვეტს. მაგრამ შენობის მფლობელი, გაკოტრებული ჰერცოგი, სახელად მაილსი კატეგორიულად უარს ამბობს მისი სასახლის უცხოელზე მიყიდვაზე. სოფი უკან არ იხევს და ცდილობს კომპრომისის პოვნას და მოლაპარაკებას შეუპოვარ არისტოკრატთან. თანდათან მათი შეხლა-შემოხლა და კამათი სხვა რამეში გადაიზრდება...
როდესაც პრინცესას რელიქვიას მოჰპარავენ, დედოფალი მარგარეტი და პრინცესა სტეისი დახმარებას მარგარეტის ბიძაშვილს ფიონას სთხოვენ, რომელიც ნივთის დაბრუნებას დაავალებს კაცს მისი წარსულიდან. ძიებას სასიყვარულო ისტორია და მოულოდნელი ცვლილება მოჰყვება...
ფილმი შთაგონებულია ძაღლის სახელად - პალმის წარმოუდგენელი ისტორიით, რომელიც პატრონმა უნებლიედ დატოვა აეროპორტში. ის დაუმეგობრდება ცხრა წლის ნიკოლასს, რომელსაც დედა გარდაეცვალა და იძულებულია პილოტ მამასთან ერთად იცხოვროს, რომელსაც თითქმის არ იცნობს. სწორედ ის იპოვის ძაღლს აეროპორტში. ეს არის ისტორია საოცარი თავგადასავლების, ნამდვილი მეგობრობისა და უპირობო სიყვარულის შესახებ...
სპირიტუალისტი მედიუმი სეანსს ატარებს ერთი მწერლისათვის, რომელიც შემოქმედებით კრიზისს განიცდის, მაგრამ შემთხვევით მისი გარდაცვლილი მეუღლის სულს გამოიძახებს, რაც რთულ სასიყვარული სამკუთხედს შექმნის - მწერალს უკვე ხუთი წელია რაც სხვა ცოლი ჰყავს.
მაკა – 30 წლის ფეშენ-ასისტენტია, რომელიც ცხოვრებას მაქსიმალურად იყენებს და ბედნიერებისკენ ისწრაფვის. ლეო, მისი ყოფილი სიყვარული და ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომაა, მამაკაცი, რომელმაც მისი გული გაანდგურა, თვითშეფასება და მამაკაცებისადმი რწმენა წაშალა, დამანგრევლი დაშორების შემდეგ, მაკას ცხოვრებაში ბრუნდება, რათა ყველაფერი თავდაყირა დააყენოს. მთავარი გმირი მის დავიწყებას ცდილობს, თუმცა ახლა მან უნდა აღიაროს, რომ ის დაბრუნდა და ემოციების პირისპირ დადგა, რომლებიც მან ჩაკეტა, რათა გაუმკლავებოდა დაუვიწყარ მოგონებას. შედეგად, ძველი ჭრილობები ხელახლა იხსნება და ახლა მაკას გამბედაობის გამოვლენა და თავის კონფლიქტებთან, შიშებთან და დაუცველობასთან დაპირისპირება მუწევს, რათა საბოლოოდ მოახდინოს მისი ცხოვრების კონტროლი.
სამი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც უცხოპლანეტელთა ხომალდი ჩამოვარდა. ამ კატასტროფამ ჩერტანოვოში მცხოვრები გოგონას ცხოვრებაც შეცვალა და ჩვენი წარმოდგენაც ამ სამყაროზე. როგორც ჩანს ეს უდიდესი ტესტი იყო ყველა ჩვენთაგანისთვის. თუმცა კაცობრიობამ ჯერ არ იცის, რომ სულ მოკლე ხანში კიდევ ერთი შეხვედრა ელის...
ჰეილი და მისი საუკეთესო მეგობარი ბრი გაცნობის რეალითი შოუში მიიღებენ მონაწილეობას თავიანთი მოდის ხაზის რეკლამირებისთვის, თუმცა ყველაფერი გეგმის მიხედვით არ მიდის, როდესაც სიყვარული, მეგობრობა და კარიერა რისკის ქვეშ დგება.
ფილმის სიუჟეტი ლონდონელი ჟურნალისტის გარშემო ვითარდება, რომელიც არქივში საიდუმლოებით მოცულ წერილებს აღმოაჩენს. მათში ჯენიფერ სტირლინგის და ენტონი ო’ჰარას 1960-იანი წლების ძალიან რომანტიკული, მაგრამ აკრძალული ურთიერთობის ისტორიაა მოთხრობილი.
ჯესიკამ ზუსტად იცის, რა სურს ცხოვრებაში და რომელ გზას უნდა დაადგეს, თუმცა ამ დროს ის დენის გაიცნობს. დენის ჩახლართული წარსული აქვს და შეუძლია, მთელი მისი გეგმები თავდაყირა დააყენოს. ჯესიკამ არჩევანი უნდა გააკეთოს...
ფილმის ეპიცენტრში ორი 9 წლის გოგონაა, ერთნაირი გარეგნობითა და ძალიან განსხვავებული წარსულით: ერთი მდიდარ ოჯახში გაიზარდა, ხოლო მეორე - მიუსაფარ ბავშვთა სახლში. ერთხელაც გოგონები საზაფხულო ბანაკში შემთხვევით შეხვდებიან ერთმანეთს და გადაწყვეტენ ადგილები გაცვალონ.
წყვილი ქორწინებას გეგმავს და მის ორგანიზებასაც თავად გადაწყვეტს, მაგრამ ვინაიდან ისინი ვერაფერზე თანხმდებიან, ამ საქმეს საბოლოოდ ორი ორგანიზატორი გადაიბარებს. ყველაფერი მაშინ რთულდება, როცა აღმოჩნდება რომ მათ ასევე განსხვავებული შეხედულება აქვთ ყველაფერზე.
მეგი და ჯეკი დიდი ხნის მეგობრები არიან. ისინი ყველას ატყუებენ, თითქოს ერთად არიან. ამის ყველას ჯერა: როგორც მათ რადიო მსმენელებს, ისე ოჯახის წევრებს, მაგრამ სინამდვილეში ყველაფერი სხვანაირადაა...
ვუ ჯინს, რომელიც პატარა ვაჟიშვილთან ერთად ცხოვრობს, ენატრება გარადცვლილი ცოლი სუუ. იგი დაპირდა მეუღლეს, რომ მომავალ წელს, წვიმების სეზონზე დაბრუნდებოდა. სასწაული მართლაც მოხდა და იგი შეპირებულ დროს დაბრუნდა, თუმცა დროს უკვალოდ არ ჩაუვლია, იგი ვერ ცნობს საყვარელ ქმარს და შვილს რომელიც სიგიჟემდე უყვარდა...
ფილმის მთავარი გმირი ბროკერი სახელად მოლია, რომელიც ჯექსონს შორდება, საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადადის და მალე გრეგს უახლოვდება, მაგრამ, ბედის ირონიით, მას ჯექსონთან შეხვედრა კიდევ ერთხელ მოუწევს...
მილო ბარმენად მუშაობს ბერლინში. დღეს ღამე მოსდევს, ღამე წვეულება, ის კი ყოველ დღე უცხო ქალთან ერთად იღვიძებს, მაშინ როდესაც სხვები ნორმალური ცხოვრებით ცხოვობენ. ერთ ღამესაც თავის ოცნების ქალს, სანის, შეხვდება. სანის ყველაფერზე მეტად მუსიკა უყვარს და თავისი ბოსი ატლანტაში მუსიკალურ კომპანიაში მუშაობას შესთავაზებს. მეორე დღეს ამერიკაში უნდა გაემგზავრონ...
როცა ნერვიული სახელგანთქმული მწერალი მის შეყვარებულს სხვა კაცთან შეუსწრებს, საშინელი დეპრესია შეიპყროს. უამრავი წარუმატებელი ურთიერთობის შემდეგ კი იმედს ანტიკვარული წიგნების უჩვეულო გამყიდველთან იპოვის.
ტიტას და პედროს ერთმანეთი თავდავიწყებით უყვართ, მაგრამ ტრადიციის გამო ისინი ერთად ყოფნას ვერ ახერხებენ. იმისთვის, რომ პედრო ტიტასთან ახლოს იყოს, ის ტიტას დის ცოლად მოყვანას გადაწყვეტს.
ახალგაზრდა მარტოხელა დედას, ჯენის შობისადმი რწმენა სრულიად დაკარგული აქვს. ეს მას შემდეგ იცვლება, რაც ის სავაჭრო ცენტრში კრისს ხვდება - სანტას ნამდვილ შვილს.
ჩარლი ბრონსონი, ყოფილი დამნაშავე მართლმსაჯულებასთან გარიგებაზე წავიდა და ამის წყალობით, ახლა ის დიდებულად ცხოვრობს ენისთან ერთად. ყველაფერი მაშინ ირევა, როდესაც სამსახურის გამო ენი მას კანონის დარღვევას სთხოვს.