პრინსტონის უნივერსიტეტი: ჯონ ნეში იღწვის, რათა თავისი ღირსეული წვლილი შეიტანოს მათემატიკის სამყაროში. ის აკეთებს რევოლუციურ აღმოჩენას, რაც საბოლოოდ ნობელის პრემიას მოუტანს. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჯონი ლექტორად ბრუნდება და რომანტიკული გრძნობით განიმსჭვალება თავისი სტუდენტის ალისიას მიმართ. ამავე პერიოდში მთავრობა მას საბჭოთა კოდების გაშიფრვაში დახმარებას სთხოვს, რაც ცოტა ხანში მას სახიფათო კონსპირაციაში ჩაითრევს. თანდათან ნეში უფრო და უფრო პარანოიდალური ხდება, ბოლოს კი მიდის ისეთ აღმოჩენამდე, რაც მის სამყაროს თავდაყირა აყენებს. ახლა მხოლოდ ალისიას ძალუძს დაეხმაროს მას, რათა აღიდგინოს სულიერი სიძლიერე და დაიბრუნოს დიდი მათემატიკოსის ის სტატუსი, რომელიც მას აქამდე ჰქონდა...
გენეტიკური დაავადების შედეგად, სიმპათიური ბიბლიოთეკარი ჰენრი დეტემბლი შემთხვევით დროში გადაინაცვლებს. იგი ხვდება მისი სასიყვარულო ცხოვრების სხვადასხვა მომენტებში, სადაც მას ულამაზესი მსახიობი, კლერ ებშაირი უყვარდა...
მსოფლიო დამარცხებულია შავი ჭირით და გადაშენების ზღვარზეა. მკვდრები დასეირნობენ მიწაზე და საკვებად მოიხმარენ ცოცხლებს, რომელიც დარჩენილია კატასტროფული უმცირესობით და ძლივს იცავენ თავს მათგან. ცვლილებები დაიწყება მას შემდეგ, როდესაც ერთი ზომბი, რომლის სახელი ცოცხლად ყოფნისას იწყებოდა “რ”-ზე, გადაარჩინა გოგონა, იმის ნაცვლად რომ ეჭამა...
მისტერ არავინ ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, ჰყავს ცოლი ელისი და სამი შვილი, თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს რეალობა ქრება, იგი 2092 წელს 120 წლის ასაკში იღვიძებს და აღმოაჩენს, რომ ყველაზე მოხუცი და ამავე დროს ერთადერთი მოკვდავი ადამიანია მსოფლიოში, სადაც აღარავინ კვდება. მას ეს დიდად არ აწუხებს. იგი თავის თავს ერთადერთ კითხვას უსვამს: იცხოვრა თუ არა სწორი ცხოვრებით, უყვარდა თუ არა ის ქალი, რომელიც უნდა ჰყვარებოდა, და ჰყავდა თუ არა ის შვილები, რომლებიც უნდა ჰყოლოდა. ახლა მისი მიზანი სწორი პასუხის პოვნაა...
მას შემდეგ, რაც საკუთარ დაბადების დღეზე საშინლად დამცირებულად იგრძნობს თავს, ჯენას მხოლოდ ის უნდა, რომ დაიმალოს მანამდე, სანამ 30 წლის გახდება. მისი სურვილი ახდება და ის არაჩვეულებრივი სხეულით, ულამაზესი ბინით, საოცნებო სამსახურითა და პოპულარული მეგობრებით გარშემორტყმული აღმოჩნდება. მაგრამ ჯენა ხვდება, რომ სინამდვილეში ის ერთადერთ ადამიანს ეძებს, მისი ბავშვობის საუკეთესო მეგობარს-მეტს, რომელიც ახლა გაზრდილი და ძალიან შეცვლილია..
ჯორჯ კლუნი თამაშობს რაიან ბინგემს, მშრალ და ცინიკურ პერსონაჟს, რომელიც შემცირებებზე სპეციალიზირებული თანამშრომელია. რაიანი ჩემოდნით ხელში მოგზაურობს აქეთიქით, მხოლოდ იმ მიზნით, რომ ყოველდღიურად შეამციროს არასასურველი კადრები. მაშინ როდესაც რაიანი ახლოს არის მისი ცხოვრების მიზანთან - გადაფრენილი ჰქონდეს ათი მილიონი მილი, მას გარკვეული ცვლილებები ეღობება გზაზე.
ელის ლეისის არ უნდა მშობლიური ირლანდიური სოფლის დატოვება, მაგრამ მაინც მიემგზავრება ამერიკაში სამუშაოს საძებნელად. ბოლოსდაბოლოს ელისი დამკვიდრდება ბრუკლინში. ის თანდათან ინკურნება მშობლიური ირლანდიის ნოსტალგიისგან და სიამუვნებით სუნთქავს თავისუფლების ჰაერს. ამასთან ერთად ელისს შეუყვარდება საკმაოდ სიმპატიური მამაკაცი და თითქოს ყველაფერი კარგადაა, მაგრამ ახალი ამბები ირლანდიიდან აიძულებს მას დაბრუნდეს სამშობლოში, სადაც დაუახლოვდება სხვა მამაკაცს. ელისი იძულებულია გააკეთოს არჩევანი ორ სიყვარულს შორის.
ღარიბი ინდოელი ბიჭის ჯამალ მალიკის ცხოვრების ისტორია, რომელიც "ვის უნდა მილიონი დოლარის" ინდური ვერსიის კონკურსში იღებს მონაწილეობას, იგებს და თაღლითობაშია ეჭვმიტანილი...
"კასაბლანკა"- ყველა დროის კლასიკად აღიარებული ფილმია. ჰემფრი ბოგარტის და ინგრიდ ბერგმანის სასიყვარულო სამკუთხედი ქალაქ კასაბლანკაში, რომელიც ახალი ცხოვრებისთვის უცხოეთში გადახვეწილი ბევრი ადამიანისთვის თავშესაფრად იქცა მეორე მსოფლიო ომის პერიოდში...
ჰენრი ქალების მოხიბვლის დიდოსტატია. მაგრამ როცა უჩვეულო ლუსის შეხვდება აღმოაჩენს, რომ შესაძლოა ერთიდაიგივე გოგო ხელახლა რამდენჯერმე შეგიყვარდეს. ეს იმიტომ ხდება, რომ თვალწარმტაც ლუსის მოკლევადიანი მეხსიერება აქვს და ჰენრის ყოველ ჯერზე მისი ხელახლა მოპოვება უწევს, იქამდე სანამ მის გულს საბოლოოდ არ დაიპყრობს...
ჰეიზელი დაავადებულია სიმსივნით. მიუხედავად იმისა, რომ ავადმყოფობამ აქტივაცია დროებით შეაჩერა, მაინც მოწყენილია. ის მხარდამჭერთა ჯგუფში დადის, სადაც ავგუსტ უოტერს გაიცნობს და მომენტალურად შეუყვარდება. მალე ისინი სამოგზაუროდ წავლენ, ეს მოვლენა კი - მათ ბევრ რამეს დაანახებს...
გრეგ ფაკერი მზადაა თავის შეყვარებულზე - პემზე დაქორწინდეს, მაგრამ მანამდე პემის მამის დაზვერვის ყოფილი აგენტის - ჯეკ ბერნსის კეთილგანწყობა უნდა მოიპოვოს. კარგი შთაბეჭდილების მოსახდენად ბერნსების ოჯახში გრეგის სტუმრობა კომიკური თავგადასავლებით აღსავსე აღმოჩნდება და ყველაფერ ამას ჯეკი ფხიზლად ადევნებს თვალს...
გარი და ბრუქი იძულებულნი არიან მათ შორის არსებული უთანხმოების მიუხედავად, კვლავ ერთჭერკვეშ იცხოვრონ. თითოეული მათგანი ყველანაირი ხერხით ცდილობს ბინას საბოლოოდ დაეპატრონოს...
1964 წელს დაწერილი იგივე სახელწოდების რომანის ადაპტაცია. ფილმი ჯორჯ ფელკონერის ცხოვრებიდან ერთ დღეს აღწერს. იგი კოლეჯის პროფესორია, რომელსაც ცოტა ხნის წინ საყვარელი მოუკვდა, ვისთანაც დიდი ხნის ურთიერთობა აკავშირებდა. ამ ტრამვამ ჯორჯი სასოწარკვეთილბაში ჩააგდო და ახლა მისი ახლო მეგობარი ჩარლისგან ნუგეშს ელის, ის კი თავად იტანჯება ცხოვრების აზრის პოვნის პროცესში...
სიყვარულის ეპიკური ისტორია მოხუცი კაცის შესახებ, რომელიც ხმამაღლა უკითხავს დღიურს ალცჰეიმერით დაავადებულ ქალს. გაცრეცილი უბის წიგნაკიდან, მოხუცი კაცის სიტყვები აცოცხლებს ისტორიას წყვილისა, რომელიც მეორე მსოფლიო ომმა დააშორა და შემდეგ ისევ შეახვედრა ერთმანეთს...
ფილიპი ძალიან მიჯაჭვულია მის მამობილ ემბროუზზე. იტალიაში მოგზაურობის დროს ემბროუზი დაქორწინდება და მალევე გარდაიცვლება. ფილიპი დარწმუნებულია, რომ მისი მამობილი რეიჩელმა მოკლა, ქონების მისათვისებლად. შურისძიების დაგეგმვისას ფილიპს რეიჩელი თავალ შეუყვარდება...
დედა გადადის თავის ქალიშვილებთან ერთად ქალაქგარეთ დიდ სახლში. უფროს ქალიშვილს აწუხებს ფილტვების ავადმყოფობა, და მისმა ექიმმა ურჩია ოჯახს რომ გადასულიყვნენ ქალაქგარეთ. უფროსი ქალიშვილი უცნაურ რაღაცას აღმოაჩენს, ჩაკეტილ ოთახში საძოვარში ცხოვრობს ველური ბიჭი. ოჯახი მიიღებს მას, მიიჩნევენ რომ ის უბრალოდ ობოლია და განვითარებულია ყოველგვარი ურთიერთობის გარეშე. ის დაინტერესდება უფროსი ქალიშვილით...
თეოდორი მარტოხელა მწერალია. ის ყიდულობს ახალ ტექნოლოგიურ გამოგონებას, ოპერაციულ სისტემას, რომელიც მფლობელის ნებისმიერ სურვილს ასრულებს. თეოდორის გასაკვირად, მალე ოპერაციულ სისტემასა და მას შორის რომანი იწყება...
ახალგაზრდა სოფი თხოვდება და ოცნებობს, რომ საქორწინო ცერემონია ყველა წესის დაცვით ჩატარდეს. მას სურს, რომ მამამ საკურთხეველთან მიიყვანოს. მაგრამ არ იცის მამა ვინ არის, რადგანაც დედა არაფერს უყვება. ის დედის დღიურს პოულობს, სადაც სამ მამაკაცზეა საუბარი. სოფი სამივეს უგზავნის მოსაწვევს...
ბელა სვონი და ვამპირი ედვარდ ქალენი დაქორწინდნენ. თაფლობის თვის გასატარებლად ისინი რიო დე ჟანეიროში მიემგზავრებიან, სადაც ბელა მალე აღმოაჩენს რომ ფეხმძიმედაა. ბავშვის გაჩენისას სიკვდილის პირას მყოფი, ის ედვარდის დახმარებით უკვდავი ხდება. მათი გოგონას დაბადება მოვლენების ჯაჭვს გამოიწვევს, რომელიც აიძულებს ქალენების კლანსა და მათ მომხრეებს ვამპირთა საბჭოს ლიდერებს დაუპირისპირდნენ...
სიეტლში საიდუმლო მკვლელობები ხდება. შურისძიების წყურვილით გაბრუებული ვამპირი აგრძელებს ბელას ძებნას, რომელიც კვლავ აღმოჩნდა სასიკვდილო ხიფათში. ამის გარდა, მოვლენების ეპიცენტრში მყოფი ბელა იძულებულია არჩევანი გააკეთოს ედვარდის სიყვარულსა და ჯეიკობის მეგობრობას შორის. მან იცის, რომ ამ გადაწყვეტილებამ შეიძლება გამოიწვიოს ომი ვამპირებსა და მაქციებს შორის..
ჰოლანდია, მეჩვიდმეტე საუკუნე. მშვენიერი ყვავილების ბოლქვებს შეუძლია სიმდიდრე ან დამამცირებელი სიღარიბე მოიტანოს. ამსტერდამის მაცხვორებლებს მათთვის ყველაფერის გაკეთება შეუძლიათ: ტყუილი, ღალატი და მკვლელობაც კი. ღარიბი მხატვრის სიყვარულმა, მდიდარი კაცის მიმზიდველი ცოლისადმი შეიძლება ბევრი პრობლება შექმნას...
ბელა სვონი ფორქსში გადადის საცხოვრებლად. გოგონას პრობლემა ის არის, რომ მისი ვამპირი შეყვარებული ედვარდ კალენი ქალაქიდან გაემგზავრა. იგი შვებას ჯეიკობ ბლეკთან მეგობრობაში პოულობს. მალე ის საუკუნეების მანძილზე არსებული კონფლიქტის მონაწილე აღმოჩნდება...
ბელა სვონი საცხოვრებლად მამასთან, წყნარი ოკენის ჩრდილო-დასავლეთით, პატარა ქალაქში გადადის. ედვარდ კალენი, იდუმალი პიროვნება, მისი კლასელია, რომელიც 108 წლის ვამპირი აღმოჩნდება. ედვარდის არაერთი გაფრთხილების მიუხედავად ბელას იგი მაინც შეუყვარდება, რაც მისი მხრიდან საბედისწერო ნაბიჯი აღმოჩნდება. იგი საფრთხეში იგდებს საკუთარ სიცოცხლეს, როდესაც სისხლისმსმელების კლანი - კალენების კლანს დაუპირისპირდება...
ფილმში ნაჩვენებია რთული ურთიერთობები, კოლეჯის დამამთავრებელი კურსის სტუდენტის ანასტასიას და ახალგაზრდა ბიზნესმენის კრისტიან გრეის შორის. ის არწმუნებს გოგონას დადოს მასთან კონტრაქტი, რომელიც მისცემს მას უფლებას ფაქტიურად აკონტროლოს მთელი მისი ცხოვრება...
1960 წელს ლონდონის გარეუბანში მომხდარი ისტორია მოზარდ გოგონაზე, თუ როგორ შეიცვალა მისი ცხოვრება როდესაც ქალაქში ასაკით მასზე ორჯერ დიდი ფლეიბოი ჩავიდა...
რეიფ მაკკოულისა და დენი უოკერის დიდი ხნის მეგობრობა სერიოზულ გამოცდას გადის, როცა ეს ორი უმაღლესი კლასის მფრინავი და საზღვაო ექთანი ეველინ ჯონსონი სასიყვარულო სამკუთხედში ხვდებიან. მაგრამ ეს დაპირისპირება მეტოქეებად ქცეულ მეგობრებს შორის უმალ წყდება, როდესაც ისინი 1941 წლის 7 დეკემბერს პერლ ჰარბორში იაპონელების დამანგრეველი შეტევის შუაგულში აღმოჩნდებიან...
სახიფათო თამაშების წყურვილის დასაკმაყოფილებლად ქეთრინი მისი დედინაცვლის შვილს, სებასტიანს ნიძლავს დაუდებს ზაფხულის ბოლომდე მათი დირექტორის ქალიშვილის ცდუნებაზე. თუ სებასტიანი მოიგებს, მისი ჯილდო ქეთრინთან ღამის გატარებაა. მაგრამ თუ წააგებს მან ქეთრინს უნდა გადასცეს ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასია...
მოუხელთებელი პრინცი იძულებულია იდუმალ პრინცესას შეუერთდეს. ერთად ისინი იბრძვიან ბნელი ძალების წინააღმდეგ, იმისათვის რომ დაიცვან ღმერთების საჩუქარი - ხანჯალი, რომლითაც შესაძლებელია დროის ქვიშის გახსნა, მის მფლობელს კი დროის მართვა და მსოფლიოს დაპყრობა შეეძლება. ფილმი შექმნილია ამავე სახელის ვიდეო თამაშის მიხედვით.
პატარა ბრაიონი 13 წლის ასაკში შეუქცევადად ცვლის რამოდენიმე ადამიანის ცხოვრებას, როდესაც იგი უფროსი დის შეყვარებულს ცილს დასწამებს. ფილმს საფუძვლად უდევს იან მაკუენის რომანი...
ფილმის მთავარი გმირი სარეკლამო სააგენტოში მუშაობს ნიუ-იორკში. მის ცხოვრებაში მომხდარი უდიდესი ტრაგედია, მას დეპრესიაში აგდებს. კოლეგები ცდილობენ დაუბრუნონ მას ცხოვრების ხალისი და გეგმას ადგენენ ამისთვის, ამგრამ ეს გეგმა მოულოდნელ შედეგებს მოიტანს...
ფილმის მთავარი გმირები ბავშვთა სახლში იზრდებოდნენ და სამივე მათგანს აკრძალული ჰქონდა გარე სამყაროსთან ყველანაირი კონტაქტი. დროთა განმავლობაში მეგობრები იგებენ, რომ სინამდვილეში ისინი კლონები არიან, რომლებსაც ორგანოების დონორობისთვის ზრდიდნენ...
ფილმი მოგვითხრობს ისტორიას სამ ძმასა და მათ მამაზე, რომლებიც 1900-იან წლებში ამერიკაში ცხოვრობდნენ და თუ როგორ აისახა მათ ცხოვრებაში ბუნება, ისტორია, ომი და სიყვარული...
კიდევ ერთი ისტორია მეფე არტურისა და კამელოტის ლეგენდის შესახებ. არტურმა თავის სურვილის მიუხედავად ტახტი ლანსელოტს უნდა გადასცეს, გუინევრა კი თავისი ქმრის მიმართ ერთგულების და მისი მეტოქის სიყვარულს შორის იტანჯება ...
ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა ქალზე, რომელიც მეგობრებთან ერთად მიემგზავრება ევროპის მოსანახულებლად, სანამ წესრიგითა და გეგმებით სავსე ცხოვრებას დაიწყებს. მაგრამ ერთ უმნიშვნელოდ ჩასახლებულ ქალაქში, ბედი მოულოდნელად შეახვედრებს ჯეკს...
მომხიბვლელი მამაკაცი ესკორტის ცხოვრება თავდაყირა დგება, როდესაც ის შეყვარებას იწყებს, რაც მას გამოწვევას უქმნის იმის აღმოჩენაში, თუ რა სურს და რა სჭირდება სინამდვილეში...
კურიერი, რომელსაც ფული ძალიან სჭირდება, რადგან შესაძლოა სახლი დაკარგოს დათანხმდება შემოთავაზებას, რომელშიც ერთი წყვილი თავიანთი საშინლად მოუხერხებელი შვილისთვის შეყვარებულს ეძებს...
აირისისა და აიზეკის პირველი რომანტიკული შაბათ-კვირის გატარება, წარუმატებლად მიდის. აირისი დარწმუნებულია, რომ იპოვა იდეალური მამაკაცი და რომ ის უბრალოდ დაბნეულია, ამიტომ ის სულ უფრო სასაცილოდ და ირაციონალურად იქცევა, რათა აიზეკს დაუმტკიცოს, რომ ისინი ერთმანეთისთვის არიან დაბადებულები.
ჯენასა და ლაიონის ქორწილი დიდი ხნის წინ დაშორებული ნოასა და ნიკს შორის ნანატრი შეხვედრის მიზეზია. ნიკის უუნარობა, აპატიოს ნოეს, გადაულახავ ბარიერად არის ქცეული. ის, ბაბუის ბიზნესის მემკვიდრეა, ჯენა კი პროფესიულ ცხოვრებას იწყობს, ეს კი მათ გრძნობების გაღვივებაში ხელს უშლის, თუმცა ახლა, როდესაც მათი გზები კვლავ გადაიკვეთა, იქნება სიყვარული წყენაზე ძლიერია?
კოლეჯში ჩაბარების შემდეგ, დრეიტონს და დალასს დისტაციური ურთიერთობა უწევთ. სანამ დრეიტონი წარუმატებლობის შემდეგ კვარტერბეკის რანგში დამკვიდრებას ცდილობს, ქალი კი ცეკვის მოყვარული ხდება, ზრდასრულობის წნეხი და ახალი ნაცნობები მათ კავშირს დანგრევით ემუქრება. წყვილმა უნდა გაარკვიოს, შეძლებენ თუ არა სიყვარულის შენარჩუნებას, რადგან მათი გზები სულ უფრო და უფრო იყოფა.
ამ სექსუალურ და უცნაურ მოგზაურობაში ნიუ იორკის გალერეის მფლობელი ბრუკი და მისი მეუღლე ოუენი განსაკუთრებული ცდუნებების წინაშე აღმოჩნდნენ, მოულოდნელი შედეგებით.