უილიამ თეთჩერი გლეხის შვილია, რომელიც რაინდ ჰექტორს დამხმარედ გაჰყვა. მამამისისგან შთაგონებული, რომ მან საკუთარი ბედი უნდა შეცვალოს, ის გადაწყვიტავს ტურნირზე სერ ჰექტორის სიკვდილის შემდეგ თვითონ გავიდეს. იგი მოიგებს შეჯიბრებას. ბევრი ვარჯიშის შედეგად და დამხმარეების მეშვეობით ის მალე სერ ულრიხ ფონ ლიხტეინშტაინის წოდებას მიიღებს.
1898 წელი, სუდანი. ბრიტანელი ოფიცერი - გარი ფეივერშემი ტოვებს პოსტს, ზუსტად ბრძოლის წინ, რის გამოც მეგობრები და საცოლე, წერილს უგზავნიან - ოთხი ბუმბულით, რაც მისი სიმხდალის ნიშანია. ახალგაზრდა საწინააღმდეგოს დასამტკიცებლად საიდუმლოდ მიდის აფრიკის კონტინეტზე...
ალიმ თავის პატარა შვილს უნდა მოუაროს, რის გამოც ტოვებს ბელგიას და გადადის ანტიბიში დასთან და მის ოჯახთან. მისი ურთიერთობა ვეშაპებზე მონადირე სტეფანისთან, საშინელი შემთხვევის შემდეგ ნელნელა უფრო და უფრო ღრმავდება...
ნიუ-იორკელ მწერალს ჯერი ფოლკის ერთი ნახვით შეუყვარდება ახალგაზრდა ქალი ამანდა. ჯერის არა ერთხელ გაუგია ფრაზა, რომ ცხოვრება - ეს "კიდევ რაღაცაა", მაგრამ მალევე მწერალი მიხვდება, რომ ამანდასთან ცხოვრება არაფერს სხვას არ ჰგავს...
სენდი ჩენინგი კლასის პრეზიდენტია, რომელიც თავის პროვინციულ სკოლაში საკმაო პოპულარობით სარგებლობს. სკოლის დამთავრების შემდეგ, უიკენდზე, სენდი დროის მხიარულად გატარებას გეგმავს, მაგრამ მისი მეგობრები ერთმანეთის მიყოლებით გაქრობას იწყებენ.
სკიტერ ბრონსონი დისშვილებს ყოველი ძილის წინ ზღაპრებს უყვება. მისი ცხოვრება ყირაზე დადგება, როდესაც ეს გამოგონილი ისტორიები რეალობაში გადმოდის. შეძლებს თუ არა სკიტერი მისი ფანტაზიის ისე მართვას, რომ რეალობა გამოასწოროს?
უბედური ახალგაზრდა წყვილი სტუმრობს უცნობ კელოგის კურორტს ბრძოლის უბესთან, მიჩიგანში. ამასობაში ახალგაზრდა ენერგიული მამაკაცი ცდილობს წამოიწყოს მარცვლეულის ბიზნესი ჯონ კელოგის სიმინდის მარცვლების საწინააღმდეგოდ...
ელი არის სიმპათიური, მხიარული და კომუნიკაბელური გოგონა, რომელიც ადრიანად გაიფურჩქნა და არასოდეს უკოცნია ბიჭისთვის. მან გადაწყვიტა მონაწილეობა მიიღოს საგაზაფხულო დღესასწაულზე, რომელიც ტრადიციულად უმაღლეს სასწავლებელში ტარდება, სადაც ის ჩუქნის თავის პირველ კოცნას ნოე ფლინს...
მეცნიერმა მედიკოსებმა ალექს ხესსმა და ლარი არბოგასთმა უნიკალური პრეპარატი შეიმუშავეს,რომლის მეშვეობითაც ქალები მუცლის მოშლას აირიდებენ. როცა კვლევების ფინანსირება შეწყდა,მეგობრებმა მისი ეფექტიურობის შემოწმება გადაწყვიტეს. არბოგასთმა ქალის კვერცხუჯრედი გაიტაცა და ბავშვის გაჩენაზე დათანახმებულ ჰესს სხეულში შეუყვანა...
სამმა ახლო მეგობარმა გადაწყვიტა შვებულება მალაიზიაში გაეტარებინა. ეგზოტიკური კუნძული, ქალები, სასმელი - სამოთხის ცხოვრება.ჯონი და ტონი ამერიკაში ბრუნდებიან, ხოლო ლიუისი კუნძულზე რჩება ტროპიკული ფაუნის შესასწავლად. მათ ბუნგალოში პოლიცია დარჩენილ ნარკოტიკებს აღმოაჩენს. ლიუისს აპატიმრებენ და მალაიზიის კანონით მას სიკვდილი ემუქრება. მისი გადარჩენა მხოლოდ ჯონს და ტონის შეუძლიათ...
ელინა სასწალებლად მიდის ჯადოსნურ სკოლაში სადაც იგი ცისარტყელის ჯადოსნურ ცეკვას ისწავლის, მაგრამ ერთხელაც მის ჯადოსნურ ქვეყანას, სადაც მხოლოდ ზაფხულია, საფრთხე დაემუქრება. ბოროტი ჯადოქარი ლევარნა მის განადგურებას ცდილობს. ბარბი მეგობართან ერთად ბოროტი ძალის დასამარცხებლად მიემგზავრება, რათა ფეირტოპიაში სიცოცხლე დააბრუნოს...
თავგადასავალებით სავსე ამბავი იმპულსურ ქალთევზა პრინცესაზე სახელად არიელი, რომელსაც შეუყვარდება პრინცი ერიკი და ყველაფერს აკეთებს, რომ მასთან ერთად ყოფნის შანსი მიეცეს. დაუვიწყარი სიმღერები და პერსონაჟები,საზიზღარი ჯადოქარი ურსულას ჩათვლით...
ნამდვილი ამბავი პროზაიკოს აირის მარდოხის და მისი ქმრის, ჯონ ბეილეის სიყვარულის ისტორიაზე. სტუდენტობიდან დაწყებული, ალცჰეიმერის დაავადებასთან ბრძოლით დასრულებული.
ახალგაზრდა გოგონა, რომელიც ჭკუას კარგავს შოპინგებსა და ძვირფას ტანსაცმელზე, ცხოვრობს მუდმივ ომში მისი საბანკო ანგარიშის ლიმიტს და დიდი ქალაქის ცდუნებას შორის. ამავე დროს ის პროფესიით საფინანსო გამომცემლობის ჟურნალისტია, რომელიც სხვებს აძლევს რჩევებს,თუ როგორ უნდა განკარგო საკუთარი კაპიტალი.
დაწყებითი სკოლის დამთავრება ტაკაკის და მისი მეგობარი აკარისთვის გულდასაწყვეტი აღმოჩნდა. მშობლების გადასვლის გამო ისინი ერთად ვერ ისწავლიან საშუალო სკოლაში. თუმცა, ადამიანები იზრდებიან და მანძილებიც აღარ ეჩვენებათ ისეთი გიგანტურად, როგორც ბავშვობაში...
ფილმს საფუძვლად უდევს ანი პოუქსის მოთხრობა, ორი შეყვარებული კოვბოის და მათი ურთიერთობების შესახებ, რომლებიც ვაიომინგის მთებში, კუზიან მთაზე ცხვრების ფარის სამწყემსად მიდიან, სადაც ერთმანეთი შეუყვარდებათ. ფილმის მოქმედება 1963-1981 წლებში ვითარდება.
როდესაც პოპულარული ლენდონ კარტერი სკოლის დრამატულ სპეკტაკლში მონაწილეობას მიიღებს მას ქალაქის თავის ქალიშვილი, ჯეიმი სულივანი შეუყვარდება. ჯეიმის გასაკეთებელი საქმეების სია აქვს ჩამოწერილი და კიდევ ძალიან დიდი საიდუმლო აქვს, რომელსაც ლენდონს არ უმხელს...
ედი მერფი ბრუნდება ეკრანებზე ექიმის ამპლუაში, რომელსაც ცხოველებთან ლაპარაკი შეუძლია. მაგრამ ახლა მის ოთხფეხა პაციენტებისთვის საკმარისი არაა საავადმყოფოში მიღება - ტყე ადამიანებისგანაა გადასარჩენი, რომლებიც ანადგურებენ მას...
მფრინავი აღმოჩნდა ბორტზე, რომლის ეკიპაჟი მოიწამლება და ვერ გამართავს თვითმფრინავს. პილოტი სტიუარდესასთან ერთად იძულებულია გადაარჩინოს მგზავრები და საკუთარი თავი სიკვდილისგან...
ახალგაზრდა კონსიერჟს დუგლას აქვს ორი სურვილი. მას სურს საკუთარი სასტუმრო და ლამაზმანი ენდის ცოლად მოყვანა. საუბედუროდ, როცა ის პოულობს ფინანსურ გამოსავალს რაც სჭირდება, ის აღმოაჩენს რომ მისი მხსნელი ენდის საყვარელია, ქალის რომელიც უყვარს. ახლა მან უნდა აირჩიოს ფული ან სიყვარული...
ქალწულების ტერიტორია არის 2007 წლის ცომედია, რომელიც დაფუძნებულია ჯოვანო ბოკაჩოს "დეკამერონზე". ხულიგნური გამოხტომები და ნაზი სასიყვარულო ისტორიები, ცოდვა და უმანკობა, ცბიერება და მგრძნობიარება, შესანიშნავი პეიზაჟები და რომის, ფლორენციის და ტოსკანას პალაცო, ლამაზი სახეები და მდიდრული კოსტუმრბი – ირონიულ და პიკანტურ ნეველებში მარადიული "დეკამერონის ტრადიციებში. როგორც შვიდი საუკუნის წინ, ძველებურ ბოკაჩოს დროს, ახალგაზრდა სხეულები და სულები, ერთმანეთს სილამაზის და ვნების ექსტაზში შეერწყმევიან და დაამარცხებენ დაუნდობელ ჭირს და უმღერიან სიცოცხლის სიხარულის და სიყვარულის ჰიმნს...
ჰუმანიტარული საგნების მასწავლებელს, შება ჰარტს თავის 15 წლის მოსწავლესთან საიდუმლო რომანი აქვს. მაგრამ ეს კავშირი შესაძლოა გამჟღავნდეს, რადგანაც ყველაფერი ცნობილი ხდება სხვა მასწავლებლისთვისაც...
ალადინი ქალაქელი ღარიბი ბიჭია რომლსაც ჰყავს მეგობარი მაიმუნი სახელად აბუ. იგი შეყვარებულია ულამაზეს პრინცესა ჟასმინზე. ალადინის მეშვეობით შეძლებს ბოროტი ჯაფარი ჯადოსნური ლამპარის მოპოვებას, რომელშიც სასწაულმოქმედი ჯინია გამომწყვდეული. მხოლოდ ალადინი და მისი მეგობრები შეძლებენ ჯაფარს ძალაუფლების მოპოვებაში ხელი შეუშალონ...
ობოლთა თავშესაფარში გატარებული რთული ბავშვობის შემდეგ ერთ-ერთმა ოჯახმა გადაწყვიტა ნიკას და რიჯელის შვილად აყვანა. მიუხედავად იმისა, რომ ნიკას და რიჯელს ტკივილისა და გაჭირვების საერთო წარსული აერთიანებთ, ერთად ცხოვრება შეუძლებელი ჩანს, თუმცა მათ მოუწევთ იპოვონ გამბედაობა, მიიღონ ის ძალა, რომელიც მათ ერთმანეთისკენ იზიდავს, რომელსაც სიყვარული ჰქვია...
ლამაზმან ქლოიას მისი ფსიქოანალიტიკოსი პოლი შეუყვარდება. როდესაც წყვილი ერთად ცხოვრებას იწყებს, ქლოია ხვდება, რომ მისი შეყვარებული ის არაა, ვისაც თამაშობს....
სრულიად განსხვავებული წარმომავლობის ახალგაზრდა ბიჭს და გოგოს ერთმანეთი უყვარდებათ, თუმცა მათ ურთიერთობას დაბრკოლებას უქმნის ბიჭის პრობლემური წარსული და გოგოს ზედმეტად მზრუნველი მშობლები...
18 წლის გოგონა დედასთან და მდიდარ მამინაცვალთან ერთად ამერიკიდან ლონდონში გადადის საცხოვრებლად. იგი ხვდება მამინაცვალის შვილს და უამრავი მცდელობის მიუხედავად, მათ შორის მიზიდულობა ჩნდება...
მიუხედავად მშობლების მცდელობისა, ნოა და ნიკი ერთმანეთს ჩამოაშორონ, ამ ორი ადამიანის სიყვარული შეურყეველია. თუმცა სამუშაო და კოლეჯი მათ ახალი ურთიერთობებისკენ უბიძგებს...
ცეკვაზე შეყვარებულ, საშუალო სკოლის მოსწავლეს, დალასს გადაწყვეტილი აქვს მოხვდეს ქვეყნის საუკეთესო ხელოვნების სკოლაში. თუმცა, ეს ოცნება მოულოდნელად ჩაიშლება, როდესაც მის ცხოვრებაში ფეხბურთის ვარსკვლავი, დრეიტონი ჩნდება...
ფილმის მოქმედება მიმდინარეობს პატარა დასახლებაში, რომელიც ჩრდილოეთ პოლუსთან მდებარეობს. რომანი და ლუსი - ორი ანთებული გული, დედამიწის დასალიერისკენ გაქცეულმა ამ ორმა ადამიანმა სწორედ ამ ადგილზე იპოვა ერთმანეთი...
თანამედროვე ისტორია ვნების, ტყუილისა და ძალადობის შესახებ. თავდასხმის ბრალდებით ციხეში დროის გატარების შემდეგ, ახალგაზრდა კინორ ბეიტსი ახლა ბიბლიოთეკაში მუშაობს და თავისუფალ დროს ატარებს სირბილში, ცურვასა და ცხოვრების აღდგენაში...
იდუმალი და ელეგანტური თაღლითების მეფე ვალენტაინი მდიდრული იახტით მსოფლიოს ირგვლივ სამოგზაუროდ მიდის ცხოვრების სიმძიმეებისგან და დეტექტივების დადევნებიგან გასათავისუფლებლად. ამ ჭკუამახვილმა ქურდმა იცის თავისი სიმდიდრის და ბედნიერების ფასი, და მზადაა ამისათვის გადაიხადოს. ამავე დროს ლამაზმანი ჯეინი - მომხიბვლელი ჯაზის მომღერალი მაროკანის ერთერთი ოტელის რესტორანში - მიემგზავრება შორეულ სოფელში ყველაფრის დასავიწყებლად. მათ წყლის და ქვიშის ოკეანეები აშორებს ერთმანეთისგან, ჯიუტი პოლიციელები და შემთხვევითი საყვარლები, მაგრამ ეს მხოლოდ საოცარი და ვნებიანი სიყვარულის ისტორიის დასაწყისია.
პირველი წუთიდან მათი გრძნობა იმდენად ძლიერია, რომ ისინი ვერ აღუდგებიან მას. პირველად ელზა და პიერი დაემორჩილებიან ვნებას, მაგრამ რათა არ ავნონ ახლობლებს, ისინი გადაწყვეტენ დაშორებას. თუმცა, ბედი კვლავ შეახვედრებს მათ...
სიმპათიური ლუკა ძალიან ჩვეულებრივი ცხოვრებით ცხოვრობს, თანატოლებთან მეგობრობს და გამოცდებისთვის ემზადება. ის ერთ გოგოსთან ურთიერთობის დამყარებას ცდილობს. სრულიად მოულოდნელად, ექიმთან დაგეგმილი ვიზიტი მთლიანად ცვლის მის ცხოვრებას...
წარუმატებელი პირველი პაემნის შემდეგ, თამამი გოგონა ნიკოლი და მაქსი პირობას დებენ, რომ წაშლიან ერთმანეთის ნომრებს, სანამ არ გაიგებენ, რომ მათმა ძაღლებმა სიყვარული იპოვეს, და ახლა ლეკვებს ელოდებიან. შედეგად, სასაცილოდ შეუთავსებელი ნიკოლი და მაქსი იძულებულნი არიან გახდნენ პასუხისმგებელი მშობლები, რა დროსაც საბოლოოდ სიყვარულს თავად პოულობენ...
წინა ურთიერთობებით განადგურებული ლორა და რაიანი, იმის იმედით, რომ ახლა მაინც გაუმართლებთ, მეორე პაემანზე მიდიან, მაგრამ საერთოდ არ აქვთ წარმოდგენა, რის გაკეთებას აპირებენ...
ასლი ფიქრობს, რომ ქორწინება მახეა. თუმცა, როცა მისი შეყვარებული ქერემი მოულოდნელად მას დაეთანხმება, ის მანიპულაციის ათასგვარ სახეს მიმართავს, რათა მას ხელის თხოვნა აიძულოს...
სამი თვის ორსული დაფნა ელოდება თავის მეგობარ მამაკაცს რათა ერთად წავიდნენ ქალაქგარეთ დასასვენებლად. იქ დაფნა ძალიან ახლო ურთიერთობას დაამყარებს ბიძაშვილთან და მალე მათი ურთიერთობა ჭეშმარიტ სიყვარულში გადაიზრდება...
ფილმი გვიყვება ოთხი საუკეთესო მეგობრის მოგზაურობის შესახებ - ისინი თავიანთი წიგნის კლუბით იტალიაში მიემგზავრებიან და აწყობენ გოგონების სახალისო ტურს, რომელიც მანამდე არასდროს ჰქონიათ...
თევზით მოვაჭრე ევერეტის და მოდის წარმოუდგენელი რეალური რომანის ისტორია, რომლის ხელები ავადმყოფობამ დაამახინჯა. მარტოხელა მამაკაცი მოდის ძალით და სინათლით მოხიბლულია და მას თავისი ნიჭის გამოვლინებაში ეხმარება, რომ ცნობილი მხატვარი გახდეს...
2019 წლის ფილმის “დაუნტონის სააბატო“ გაგრძელება ინგლისელი არისტოკრატების კროულების და მათი მსახურების შესახებ, რომლებიც მე-20 საუკუნის ბოლოს დაუნტონის მდიდრულ საოჯახო მამულში ცხოვრობენ. ოჯახში ინგლისის მეფისა და დედოფალის სამეფო ვიზიტის შემდეგ, კროულების ოჯახი და დაუნტონის პერსონალი ახალ ქორწინებას აღნიშნავს. მართლაც, ტომ ბრენსონი კვლავ ლედი მოდ ბეგშოუს ქალიშვილზე, ლუსიზე ქორწინდება. მაგრამ ახალი მოულოდნელი მოვლენა ყველაფერს თავდაყირა დააყენებს, რომლის მომზადებაც სიურპრიზების, შეტაკებებისა და პატარა საიდუმლოებების გარეშე არ ჩაივლის.
მიშელი და ალენი ურთიერთობის იმ ეტაპზე არიან, როცა მათგან შემდგომ ნაბიჯებს ელიან. ისინი გადაწყვეტენ, მათი მშობლები საბოლოოდ გააცნონ ერთმანეთს და გაარკვიონ, როგორია ოჯახური ცხოვრება. თუმცა აღმოჩნდება, რომ მშობლები ერთმანეთს უკვე იცნობენ, რაც ქორწინების შესახებ გაურკვეველ მოსაზრებებს აჩენს...
ადამი ასპერგერის (აუტიზმის ერთ-ერთი ფორმა) სინდრომით იტანჯება. ადამინებთან ურთიერთობას მას კოსმოსის კვლევა ურჩევნია. ამის მიუხედავად, ადამს ძალიან უნდა მონათესავე სულის პოვნა, რომელიც მას ყოველთვის გაუგებს და მოუსმენს. სიტუაცია ძირ-ფესვიანად იცვლება, როდესაც მის მეზობლად ბეტი გადმოდის.
რომანტიკული კომედია ორი პარიზელი ფსიქოთერაპევტის შესახებ, რომლებიც იმდენად ცდილობენ, ყველა, ვისაც გაიცნობენ, ლოგინში ჩაიწვინონ, რომ ერთმანეთისთვის აღარ სცალიათ....
ორ ერთმანეთისთვის უცნობ ადამიანს სჯერა სიყვარულის, მაგრამ, როგორც ჩანს, ვერასოდეს ახერხებენ მისი ნამდვილი მნიშვნელობის გაგებას. ერთ მშფოთვარე საახალწლო ღამეს - მოვლენების ველურ ირონიაში, მათ ბედი ერთმანეთის გზაზე აყენებს...
როგორც სამაგალითო გოგონა, როზალინი ოცნებობდა ღირსეული კაცის პოვნაზე, მაგრამ ყველა რაინდი და კეთილშობილი ოჯახის წარმომადგენელი საკმაოდ გაუნათლებელი და მოსაწყენი ხალხი იყო. ამიტომ იგი დიდხანს იყო მარტო, სანამ არ გაიცნო ახალგაზრდა ბიჭი, სახელად რომეო. მან მაშინვე მოახდინა შთაბეჭდილება გოგონაზე, რადგან ძალიან საინტერესო იყო მასთან საუბარი, კომუნიკაცია ნებისმიერ თემაზე. თავად რომეომ კარგად იცოდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში გრძნობდა როზალინს, მაგრამ მანამდე ვერ შეამჩნია, ამიტომ ახლა მისთვის უკეთესი გზა არ არსებობს, რომ მოეწონოს. ამიტომ იწყებს მუშაობას! მთავარი გმირისა და რომეოს ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად ვითარდება, სანამ ბიჭი ჯულიეტას შეხვდა...
წყვილების ოჯახის შესახებ შოკისმომგვრელი სიმართლის გარკვევის შემდეგ ორი შეყვარებული აღმოაჩენს, რომ ერთმანეთისგან დიდად არ განსხვავდებიან. ტესა აღარაა ისეთი საყვარელი, მარტივი და კეთილი გოგონა, რომელიც ჰარდინის გაცნობისას იყო. ჰარდინი კი თავის მხრივ სასტიკი და უხასიათო ხდება...
რომანტიკული კომედია, ჩიკაგოს უნივერსიტეტის კურსდამთავრებული რენი ბატლერის შესახებ, რომელიც თავის საუკეთესო მეგობარ ლილისთან ერთად ინდონეზიაში მდებარე კუნძულ ბალიზე მიემგზავრება, სადაც ადგილობრივ ბიჭზე დაქორწინების ლილის მოულოდნელი გადაწყვეტილება, მისი განქორწინებული მშობლების გაერთიანებას და კუნძულზე ჩასვლას გამოიწვევს, რომლებიც ახლა მთელი ძალებით ცდილობენ, რომ მათი ქალიშვილი იგივე შეცდომის გამეორებსიგან გადაარჩინიონ, რომელიც მათ 25 წლის წინ დაუშვეს. იმავდროულად, რენი ბალიში რჩება და ამ პროცესში თავის სიყვარულს პოულობს ადგილობრივ ექიმთან.
დრამატული კომედია, იმედგაცრუებული ახალგაზრდა მოდის დიზაინერი გოგონას - სარას შესახებ, რომელიც იმ დროს, როცა მის დას ლუსის ცხოვრებაში გაუმართლა, თავად ცუდი იღბალით იტანჯება და თავის წარუმატებლობას ცუდ კარმას აბრალებს. თუმცა, ერთ მშვენიერ დღეს, ბედი მას თავის დასთან დააპირისპირებს, და მთელი რიგი მოვლენების და გაერთიანების სერია, მთავარ გმირს რადიკალურ გადაწყვეტილებამდე მიიყვანს…
ცხელი ზაფხული საფრანგეთის სამხრეთში, ახალგაზრდა სცენარისტი ამინი დროებით მშობლიურ მხარეში ბრუნდება. ბიძაშვილები, მეგობრები, სტუდენტები ნიცადან - ყველანი აქ იკლავენ წყურვილს, ცეკვავენ, ზღვაში ბანაობენ და კავდებიან სიყვარულით. ოფელიას ტონი უყვარს, მაგრამ კლემანზეა დანიშნული. შარლოტანსაც უყვარს ტონი, ტონის ქალები უყვარს, ისევე როგორც სელინი, მაგრამ სელინს გიჟური წვეულებები უფრო უყვარს. ამ ზაფხულის სიგიჟეში ამინი იწყებს სიყვარულის ძიებას...