მისის ტრეისი გაცილებულია და ემზადება კვლავ გათხოვებისთვის. მისი საქმრო მამამისის სანავთობო კომპანიის ხელმძღვანელია. თითქოს ყველაფერი წესრიგშია, მაგრამ უცებ მისი ყოფილი ქმარი გამოჩნდება...
სიბელი - 18 წლის თურქი რეივერშაა, რომელიც ჰამბურგში გაიზარდა. ის ძალზე თვითნებაა და ძალიან უყვარს სიცოცხლე, იმისათვის, რომ შეეგუოს კეთილშობილი მუსულმანი ქალის ბედს. ოჯახის მეთვალყურეობის მოსაცილებლად, ის იძულებულია ფიქტიურად თავის თანამემამულეს გაჰყვეს ცოლად..
შაი შეყვარებულია, მაგრამ ერიდება გრძნობების გამჟღავნება. ის თხოვს მეგობარს მის მაგივრად დაწეროს წერილები. ჯი–ჰაის მიმოწერის შედეგად შეუყვარდება გოგონა, მაგრამ ის ამავე დროს დედის საიდუმლოს იგებს...
რობერტო ახალგაზრდა ამბიციური ადვოკატია, რომელსაც ცოლად სარა მოჰყავს. მისი მთელი ცხოვრება იდეალურად არის დაგეგმილი. მივლინების დროს იგი მიკოლს გაიცნობს, გოგონას ტოსკანის პატარა სოფლიდან. ამის შემდეგ კი ყველაფერი რთულდება...RN ფაბიო ოცი წლის განმავლობაში იდეალური ქმარი იყო, იქამდე სანამ წვეულებაზე ელიანას გაიცნობდა, რომელიც მოულოდნელობებით აღსავსე საბედისწერო ქალია... RNადრიანი ამერიკელი ისტორიის მასწავლებელია, რომელიც განქორწინების შემდეგ რომში ჩადის. მისი მეგობარი კონსიერჟის, აუგუსტოს ქალიშვილი კი მას სიმშვიდეს ურღვევს და გულში ცეცხლს დაუნთებს.
დენისი თავის ფეხმძიმე საცოლეს ჯვრისწერისას ტოვებს და ხუთი წლის შემდეგ ხვდება, რამდენად დიდი შეცდომა ჩაიდინა. ის ხომ მისი ნამდვილი სიყვარული იყო. დაბრუნებისთვის გოგონა მეტად რთულ პირობას უყენებს. დენისმა მარათონში უნდა გაომარჯვოს...
"მოკლე შეხვედრა" ბრიტანელი რეჟისორის დევიდ ლინის კლასიკაა ორ ადამიანზე, რომლებსაც ერთმანეთი შეუყვარდებათ და ხვდებიან რომ ერთად ვერასოდეს იქნებიან...
ლეო ყოფილი ჩემპიონი მოკრივეა. მან საფრანგეთი დატოვა და ახლა კარტაჰენაში განდეგილ ცხოვრებას ეწევა. ის ძირითადად დროს ბარში ატარებს და როდესაც ფული უმთავრდება სამუშაოს ძებნას იწყებს. მას ახალგაზრდა ქალი - მიურიელი ქირაობს, რომელიც ავტოკატასტროფის შემდეგ ინვალიდის ეტლზეა მიჯაჭვული...
ახალგაზრდა ქალი კაცს თვითმკვლელობისაგან იხსნის. ის კი სოციოპატი აღმოჩნდება და აწამებს ქალს როგორ სიტყვიერად ასევე ემოციურად.თუმცა ქალი მაინც ვერ შორდება...
ახლო მომავალი. შვიდი წლის რებეკა და ტომასი პატარა ზღვისპირა ქალაქში ცხოვრობენ და ბავშვობიდან მეგობრობენ. სკოლის დამთავრების შემდეგ რებეკა მშობლიურ ქალაქში ბრუნდება და ახლა უკვე გაზრდილ ტომასთან რომანი ეწყება. რამოდენიმე თვის შემდეგ ტომასი ავტოკატასტროფაში იღუპება. სასოწარკვეთილი რებეკა ადგილს ვერ პოულობს, სანამ თავში გიჟური იდეა არ მოსდის...
ახალგაზდა მამაკაცი შედის ნარკომან გოგონასთან, რომელთანაც წინა დღეს იყო, მაგრამ ქალი ნარკო კურიერს ელოდება და იგი საერთოდ არ ახსოვს. ვიქტორი წასვლას უარობს, და მაშინ ქალი რევოლვერს იღებს ხელში. ისმის შემთხვევითი სროლის ხმა...
როდესაც დასტინს მეგობარი გოგონა ალექსისი მიატოვებს, იგი თავის საუკეთესო მეგობარს - ტენკს დაიქირავებს, რათა მან ალექსისს ისეთი ცუდი პაემანი მოუწყოს, რომ გოგონა დასტინთან დაბრუნდეს. ტენკს მართლა შეუყვარდება ალექსისი და გამოუვალ სიტუაციაში აღმოჩნდება...
მარტის კატები – ეს უფროსკლასელების კომპანიაა, რომელმაც გარიგება დადეს; ყოველივე აკეთებს ყოველთვიურ შენატანებს, მთელ თანხას კი ბოლო აიღებს ვინც უცოლოდ დარჩა. რამოდენიმე წლის შემდეგ უცოლო დარჩა ორი. და ერთერთს მათგანს ფული ესაჭიროება იმისათვის, რომ მაფიასთან დაფაროს ვალები, მეორე კი ქალებს ვერ იტანს. პირველი მზადაა ფული გოგონასთან გაყოს, რომელიც მეორეს საქორწინო კონტრაქტზე დაათანხმებს, მაგრამ თვითონ შეუყვარდება. ყველაზე საინტერესო – არა გმირების ურთიერთობაა, არამედ იუმორი...
როდესაც ცნობილი მექალთანე კონორ მიდი მისი ძმის, პოლის ქორწილში მიდის, იძულებული ხდება მისი საქციელი გადააფასოს, რადგან ყოფილი, ახლანდელი და მომავალი შეყვარებულების და ასევე მისი გარდაცვლილი ბიძის მოჩვენებებთან შეხვედრა უწევს. ეს მოვლენები მის ცხოვრებას შეცვლის და კონორს მის პირველ და ნამდვილ სიყვარულთან დააბრუნებს...
კოლეჯის ბრიტანელი სტუდენტი გოგონა ამერიკელ ბიჭს შეიყვარებს, მაგრამ ისინი ერთმანეთს დაშორდებიან, რადგან გოგონას დეპორტაცია ემუქრება, მის ვიზას ვადა გასდის.
ჯორჯ ბენკსი ჩვეულებრივი, საშუალო ასაკის მამაკაცია. მისი 21 წლის ქალიშვილი, ენი, მაღალი წრის საზოგადოების კაცს მიჰყვება ცოლად, თუმცა ჯორჯს ცხოვრება წარმოუდგენლად მიაჩნია საკუთარი შვილისგან შორს...
XVII-ე საუკუნის საფრანგეთი. ახალგაზრდა ანჟელიკას აქორწინებენ გრაფ დე პეიარკზე, რომელიც არის მდიდარი და მას ჯადოქარს უწოდებენ. თავიდან ანჟელიკას ეზიზღება ქმარი, მაგრამ თანდათანობით ის მიხვდება, რომ მკაცრი გარეგნობის უკან იმალება მომხიბლავი, კეთილი, გულისხმიერი და სამართლიანი ადამიანი.
მას შემდეგ, რაც ტესა ცხოვრებაში უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას იღებს, ყველაფერი იცვლება. სიმართლის გამოაშკარავება ჯერ საკუთარი შემდეგ კი ჰარდინის ოჯახის შესახებ ყველაფერს ეჭვის საბურველში ხვევს და მათ საერთო მომავალს რთულად მისაღწევად აქცევს...
პრინცესა დიანა - მეოცე საუკუნის ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული ქალბატონი, სიცოცხლეში ე.წ. "ადამიანების გულების პრინცესა". მან მოიგო მილიონობით ადამიანის გული, მას სიყვარულს უხსნიდა ყველა - დაწყებული ინგლისის პრინცისგან ძლევამოსილი მილიარდერებამდე… მაგრამ ვინ უყვარდა მას?
თავგადასავლების მაძიებელ ტურისტს ხელში ჩაუვარდა საიდუმლო კუნძულის რუქა. როგორც ამბობენ, კუნძული ნამდვილი მიწიერი სამოთხეა, მაგრამ იქ ცხოვრება მხოლოდ რჩეულთა ხვედრია...
როდესაც პატარა ქალაქის პიცერიის მფლობელი და პოეტი ლონგფელო დიდსი გარდაცვლილი ბიძისგან იღებს 40 მილიარდს, ის გადადის დიდ ქალაქში საცხოვრებლად. იგი გარშემორტყმულია ისეთი სიტუაციებით, სადაც ყველა თავისი ტორტის ნაჭრისთვის იბრძვის...
წარმოგიდგენთ ნამდვილ სასიყვარულო ოთხკუთხედს, რომლის მთავარი მონაწილეები ორი ყოფილი წყვილია: სემი, რომელსაც ლინდა შორდება და მეგი და ანტონი, ასევე ახალდაშორებული წყვილი. მათი გზები ნიუ იორკში გადაიკვეთება...
მწერალი ჰარი სტიტი ფეხშია დაჭრილი, მისი ჭრილობა სასიკვდილოა. ის კილიმანჯაროს მთასთანაა კარავში, მწერალი იხსენებს განვლილ ცხოვრებას. ფილმი წარმოადგენს ერნესტ ჰემინგუეის რომანის ეკრანიზაციას.
ბევრს უნდა ცოლად ლამაზი გოგონა მოიყვანოს. ზოგიერთს კი საერთოდ არ უნდა დაქორწინება! ჯიმი შენონი ერთერთი თავისუფლების მოყვარულთთაგანია. და მიუხედავად იმისა, რომ მის კომპანიაში დღითიდღე მცირდება უცოლოთა რაოდენობა, ჯიმი მაინც არხეინადაა და მორიგ გოგონასთან ერთობა...
ჯორჯ უეიდი ახალგაზრდა, სიმპათიური და საკუთარ თავზე შეყვარებული მილიონერია, რომელსაც ადვოკატის რჩევის გარეშე ისიც კი ვერ გადაუწყვეტია, თუ რა ჩაიცვას. მისი ადვოკატი კი მომხიბლავი და ნიჭიერი ახალგაზრდა ქალია, რომელსაც სულაც არ მოსწონს ძიძის მოვალეობის შესრულება.
ნიკოლას რეის ფილმი პრობლემური მოზარდების ცხოვრების შესახებ. ბავშვების ცხოვრება ომის შემდგომი ამერიკის შუაგულში. ეს ჯეიმს დინის შესანიშნავი და სამწუხაროდ უკანასკნელი ნამუშევარია, რადგან იგი ავტოკატასროფაში ფილმის გამოსვლამდე დაიღუპა.
ისტორია წყვილზე, რომელსაც ერთი შეხედვით არაფერი აქვს საერთო და რომელთა ცხოვრების გზები სიცოცხლისათვის საშიშ სიტუაციაში იკვეთება. მათ არამარტო უნდა გაეცნოთ, არამედ უნდა გადაერჩინათ ერთმანეთი...
ჰუმბერტ ჰუმბერტი, განქორწინებული ბრიტანელი ფრანგული ლიტერატურის პროფესორი, მასწავლებლად პატარა ამერიკულ ქალაქში ჩადის. აქ იგი თავს უფლებას აძლევს რომანი გააბას სექსუალურად დაუკმაყოფილებელ ბინის მეპატრონე ქვრივთან, შარლოტა ჰეიზთან. ჰუმბერტი შარლოტაზე დაქორწინდება, რადგან მას უიმედოდ შეუყვარდება შარლოტას 14 წლის ქალიშვილი ლოლიტა...
"საუკეთესო მხატვრული ნამუშევარი", "საუკეთესო ქალის როლი", "საუკეთესო ოპერატორული ნამუშევარი" - სამი ოსკარის მფლობელი ფილმი, რომელიც ცნობილი გერმანელი რეჟისორის ფრიდრიხ ვილჰელმ მურნაუს პირველ ჰოლივუდურ ნამუშევარს წარმოადგენს.
თავისი ჭკუის და სილამაზის მიუხედავად, უსასრული შარლოტას კანტილინიმის მცდელობები ნამდვილი მამაკაცის ძებნაში წარუმატებელი აღმოჩნდება. და აი როგორც იქნა შეხვდა თავისი ოცნების მამაკაცს - ლამაზს, ყურადღებიანს, წარმატებულს და... თავისუფალს - ეს კევინ ფილდია. თან უამრავი თვის მერე, შარლოტა ვერ პოულობს მასში ვერანაირ ნაკლს. ნუ თუ მან ბოლოს და ბოლოს ნამდვილი მამაკაცი ნახა? ცოტა ხანში კევინი მას ხელს სთხოვს. ყველაფერი თითქოს შეუდარებელად აიწყო!...
ენი პრუს რომანის ეკრანიზაცია. მამაკაცი ბრუნდება ქალიშვილთან ერთად ნიუფაუნდლენდში თავის ძველ სახლში, რათა ყველაფერი თავიდან დაიწყოს. მამაკაცი იწყებს რეპორტიორად მუშაობას, მის მოვალეობაში შედის ადგილობრივ პორტში ხომალდების შემოსვლა-გასვლის დოკუმენტირება...
სესილია და იოახიმი დაქორწინებას გეგმავენ. ქორწილამდე ცოტა ხნით ადრე იოახიმი მეგობრებთან ერთად მთაში აპირებს გამგზავრებას, სესილთან გამომშვიდობების შემდეგ ის გზაზე გადადის და ავარიში ჰყვება. დაზარალებული მამაკაცი სავადმყოფოში გადაჰყავთ, სადაც მისი მკურნალი ექიმი იმ ქალის ქმარი აღმოჩნდება, ვინც მას მანქანით დაეჯახა...
ენ გრანტმა ცხოვრების დიდი გზა გაიარა, სადაც იყო სიხარულიც და მწუხარებაც, მაგრამ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ ის საიდუმლოებებით აღსავსე აღმოჩნდებოდა. ენი თავის ქალიშვილებს მხოლოდ სიკვდილის წინ უყვება იმ შეხვედრის შესახებ, რომელიც მისთვის მთელი ცხოვრების ერთადერთი და ჭეშმარიტი სიყვარული გახდა...
60-იანი წლების ამერიკა ახალგაზრდული ბუნტის პერიოდში. უცხოელის თვალით დანახული მარტოხელა ადამიანების ქვეყანა. სტუდენტური დემონსტრაციის დარბევის დროს მოკლული პოლიციელის სიკვდილში ახალგაზრდა მარკია ეჭვმიტანილი. ის სპორტულ თვითმფრინავს გაიტაცებს და უდაბნოსკენ მიფრინავს. ამ დროს სიმპათიური ლამაზმანი - დერია, იგივე უდაბნოში მიქრის მანქანით, რომელიც არიზონას შუაგულშია. ისინი ერთმანეთს ხვდებიან ადგილზე, რომელსაც ზაბრისკი პოინტი ქვია.
პაკისტანელი ახალგაზრდა, კასიმ ხანი, ორმაგ ცხოვრებას ეწევა. სახლში ის პატივს სცემს მშობლებს, არ ეწინააღმდეგება მათ გადაწყვეტილებას - პაკისტანელ ჟასმინთან ქორწინების შესახებ, მშობლების სახლის გარეთ კი გლაზგოს პოპულარულ ღამის კლუბში დიჯეია, ლაპარაკობს ინგლისურად და სექსუალურ კავშირშია ირლანდიელ როსინთან...
ელი ცნობილ მფრინავ ქინგ ვესტლიზე აპირებს დაქორწინებას, მამამისს კი არ მოსწონს ქალიშვილIს რჩეული, რადგან მას ერთ უსაქმურ ახალგაზრდად მიიჩნევს. მამა ელის სახლში გამოკეტავს და ნიშნობის ანულირებას ცდილობს. გოგონა კი სახლიდან გარბის და ავტობუსით ნიუ–იორკში მიემგზავრება. იმავე ტრანსპორტით სულ ახლახანს გათავისუფლებული რეპორტიორი – პიტერი მგზავრობს...
ფილმი მოგვითხრობს ორ ბოშა ბარონზე, რომლებიც მდინარე დუნაის აღმოსავლეთ ნაპირზე ცხოვრობენ და კონტრაბანდით შოულობენ ფულს. მათ უკვე 25 წელია ერთმანეთი არ უნახავთ, მაგრამ მაინც მეგობრებად დარჩნენ და ახლა ცდილობენ განმუხტონ დაძაბული ვითარება, რომელიც მათ შვილებს შორის წარუმატებელი ბიზნეს გარიგების შემდეგ გაჩნდა...
პიერ ლანშე მდიდარი და წარმატებულია, ჰყავს ულამაზესი ცოლი და მშვენიერი 10 წლის ქალიშვილი. მაგრამ, როცა პიერი გაიცნობს ნიკოლს, მიხვდება, რომ სიყვარულის გამო შეუძლია ყველაფერი დათმოს, ოჯახიც კი დაანგრიოს...
დანიელი ფიზიკის მასწავლებელია. მის ცხოვრებაში, როგორც წესი, არაფერი არ ხდება, მაგრამ მალე ყველაფერი იცვლება. ბეჭედმა, აცტეკების მზის სიმბოლოთი, რომელიც მან ბაზრობაზე შეიძინა, ბედნიერება უნდა მოუტანოს...
არისტოკრატი ტულიო ერმილიო თავის ულამაზეს ცოლს რაფოსთან ღალატობს. ცოლი მას სევდას ჰმატებს და ნელ-ნელა იგი სძულდება. მაგრამ როდესაც გმირი იგებს, რომ მის ცოლს რომანი აქვს ახალგაზრდა მამაკაცთან და რომ შვილი, რომელსაც ჯულიანა ელოდება შესაძლოა მისი არ იყოს, ტულიოში იღვიძებს საშინელი ეჭვიანობა...
პარიზის უძველესი ხიდის, პონტ ნიფის მახლობლად გადაღებული ფილმი. სიყვარულის ისტორია, რომელიც ორ ახალგაზრდას აერთიანებს: ალექსი ცირკის მსახიობია, რომელიც ალკოჰოლიზმითაა დაავადებული და მიშელი, ქუჩის მხატვარი, რომელიც ნელ–ნელა ბრმავდება...
ოუნსების ოჯახის შესახებ უცნაური ხმები დადის: თითქოსდა სახლის ქალბატონები ალქაჯები არიან და ვინც მათ შეიყვარებს ახალგაზრდა მოკვდება. ხმების მიუხედავად გოგონებს სულაც არ აქვთ ბოროტი ზრახვები, მათ მხოლოდ სიყვარული და ბედნიერება სურთ, როგორც ყველა ნორმალურ ქალს...
მართალია, რომ ბედნიერება და უბედურება გვერდიგვერდ დადიან. გაიხსენეთ, როგორ გაუმართლა დ'არტანიანს – იგი ბრწყინვალე ქალბატონმა ბონასიემ შეიყვარა, თვით დედოფალმა დააჯილდოვა ის გამბედაობისთვის, მუშკეტერებმა მეგობრად მიიღეს. განა ეს არ არის ბედნიერება? დ'არტანიანს ყოვლისშემძლე მტერი გამოუჩნდა – თვით კარდინალი რიშელიე, მაგრამ მისთვის საფრთხეს ესეც კი არ წარმოადგენდა. ამაზე საშიში თეთრი ვეფხვი – მილედი დე ვინტერია. დარტანიანი მას გზაზე გადაეღობა, მილედიმ კი შურისძიება გადაწყვიტა...
საშინელი საზღვაო კატასტროფის შემდეგ ისინი უკაცრიელ კუნძულზე აღმოჩნდნენ. ამის შემდეგ მრავალი წელი გავიდა და მათ ახალგაზრდა გულებში ლამაზი სიყვარული აღმოცენდა...
1914 წელი, აღმოსავლეთი აფრიკა. ჯინით გაჟღენთილი კაპიტანი ჩარლი თავის გემით ჩადის სოფელში, სადაც უბრწყინვალესი სემიუელის და მისი გაუთხოვარი დის, როზის ქრისტიანული მისიაა. მათ ველურ აფრიკულ ჯუნგლებში თავი ისე უჭირავთ,თითქოს ჯერ კიდევ ინგლისში არიან, მაგრამ ომი აფრიკამდეც მივა. გერმანელი ჯარისკაცები მისიაში შეიჭრებიან და სემიუელს კლავენ, როზა კი გაიქცევა ჩარლისთან ერთად. მუდმივ ურთიერბრძოლაში მყოფი ქედმაღალი მისიონერი ქალი და უდარდელი კაპიტანი სახიფათო და რომანტიკულ თავგადასავლებში გაეხვევიან...
მეცხრამეტე საუკუნის შუაწლები. ადა 6 წლის ასაკიდან არ ლაპარაკობს. მამამ ის მეორედ გაათხოვა, მამაკაცზე, რომელიც არასოდეს არ უნახავს. თავის პატარა ქალიშვილთან ერთად ის მშობლიური შოტლანდიიდან ახალ ზელანდიაში მიემგზავრება, სადაც მომავალი ქმარი ელოდება. ის უარს ამბობს ადას პიანინოს სახლში გადატანაზე. ამ ძლიერი ქალისთვის დუმილი სულაც არ არის თანხმობის ნიშანი. მაგრამ ადა ქმარს ვერ არწმუნებს, თუ რამდენად ძვირფასია მისთვის ეს ნივთი. პიანინოს სანაპიროზე ტოვებენ...
ლუსია, ახალგაზრდა ოფიციანტი მადრიდის რესტორანიდან, მიდის წყნარ და მშვიდ კუნძულზე ხმელთაშუა ზღვაზე მას შემდეგ, რაც გაიგებს თავისი შეყვარებულის გაუჩინარებაზე, რომელთანაც ექვსი წელი იცხოვრა...